სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.08.2006 ბოლო ცვლილება 25.06.2020
ნომერი
№423
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.40.036.009.071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 16/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.36.009.071

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური

სამსახურის უფროსის ბრძანება №423

2006 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის IV​1 თავისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ პირველი თავის მე-2 პუნქტისა და X თავის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2002 წლის 23 აპრილის №8 ბრძანება (სსმ III, №43, 8.05.2002 წ., დოკ. №406; სარეგ. №010.340.000.12. 222.005.256).

3. ბრძანება გაეცნოს სამსახურის უფროსის მოადგილეებსა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს.

4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამსახურის უფროსის მოადგილეს, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორს მ. თურმანიძეს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

სახელმწიფო დაცვის   გენერალ-მაიორი    ო. ქველიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტი ს ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დებულება) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) ატესტაციის ჩატარების პირობებს და საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს, კვალიფიციური კადრების შერჩევისა და თანამდებობათა სწორი განაწილების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა მოსამსახურის საქმიან და პიროვნულ თვისებებს, განისაზღვრება მისი შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან და შემდგომი სამსახურებრივი პერსპექტივა, რის საფუძველზეც იქმნება სამსახურებრივად დასაწინაურებელი საკადრო რეზერვი.

    მუხლი 2. ატესტაციას დაქვემდებარებული თანამშრომლები

1. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) კადრის მოსამსახურე (შემდომში – ოფიცერი) სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) ოფიცერი, რომელიც წარდგენილია თანამდებობრივი დაწინაურებისთვის.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დანიშნული პირი;

ბ)ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;

გ) მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურს;

დ) საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირები.

თავი II

საატესტაციო კომისია

    მუხლი 3. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და ფუნქციები

1. ოფიცერთა ატესტაცია ხორციელდება სამსახურის საატესტაციო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ პროფესიული ნიშნით შერჩეული სპეციალისტები.

2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება შეიძლება დაევალოს სამსახურის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს.

3. სამსახურის უფროსი:

ა) განსაზღვრავს საატესტაციო კომისიის წევრთა შემადგენლობას და რაოდენობას;

ბ) ნიშნავს კომისიის წევრებს;

გ) განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას, ნიშნავს მის თავმჯდომარესა და წევრებს.

დ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიის შემადგენლობაში სპეციალისტების მოწვევის შესახებ;

4. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ანაწილებს მოვალეობებს კომისიის წევრებს შორის;

ბ) უზრუნველყოფს ატესტაციის ჩატარებას დამტკიცებული საატესტაციო ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებული გრაფიკების მიხედვით;

გ) უზრუნველყოფს საატესტაციო კომისიის მიერ საატესტაციო კითხვარის შედგენას საატესტაციო პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

    მუხლი 4. კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის კადრების სამმართველო.

5. ატესტაციის საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ინიშნება კადრების სამმართველოს პირადი შემადგენლობიდან.

6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და დამსწრე წევრები.

7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.

თავი III

ატესტაციის ჩატარების წესი

    მუხლი 5. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას (ბოლო დაკავებული თანამდებობის მიხედვით) ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.

    მუხლი 6. ატესტაციის მომზადება

1. სამსახურის კადრების სამმართველოში ყოველი წლის ბოლოს დგება ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ნუსხა და საატესტაციო ღონისძიებათა გეგმა.

2. ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. მასში გათვალის-წინებულია:

ა) ატესტაციის ჩატარების გრაფიკის შემუშავება;

ბ) გრაფიკებისა და ამ დებულების მოთხოვნათა გაცნობა კომისიის წევრებისა და ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ხელმძღვანელობისათვის;

გ) უშუალო ხელმძღვანელების მიერ ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრებისთვის საატესტაციო გეგმისა და დებულების მოთხოვნების გაცნობა;

დ) ატესტაციის მომზადებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-მეთოდური ღონისძიებები.

3. ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელს, ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

4. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე საატესტაციო ფურცელში (დანართი №1) უშუალო ხელმძღვანელის მიერ შეიტანება ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრის დახასიათება.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

    მუხლი 7. ატესტაციის ტექსტის შინაარსი

ატესტაციის ტექსტში უნდა აისახოს:

ა) თანამშრომლის მუშაობის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები და ნაკლოვანებები, ნაჩვენები უნდა იყოს ოფიცრის პროფესიული და პირადი თვისებები, მათ შორის, განათლებისა და პროფესიული ცოდნის დონე დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;

ბ) ორგანიზატორული თვისებები, პასუხისმგებლობის დონე, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედების, ორიენტირების, დოკუმენტის შედგენისა და ანალიზის უნარი; საბრძოლო და ფიზიკური მომზადება, დამოკიდებულება ნეგატიური მოვლენებისადმი სამსახურში და საზოგადოებრივ ურთიერთობებში;

გ) სხვა დამახასიათებელი თვისებები: პირადი ინტერესები, მოთხოვნილებები, გატაცებები; დამოკიდებულება მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ურთიერთობა თანამშრომლებთან და ქცევის კულტურა.

    მუხლი 8. ატესტაციის ფორმა

1. ოფიცერთა ატესტაცია ტარდება გასაუბრებით ან ტესტირებით, საატესტაციო პროგრამის ფარგლებში, სამსახურის შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შედგენილი კითხვარების მიხედვით.

2. ატესტაციის ჩატარების ფორმას, სატესტო მეთოდიკას და თემატიკას განსაზღვრავს საატესტაციო კომისია სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

    მუხლი 9. კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები

კომისიის დასკვნაში უნდა აისახოს რეკომენდაციები ოფიცრის ფაქტობრივი და შემდგომი თანამდებობრივი მდგომარეობის შესახებ:

ა) დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) უფრო მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შესახებ (კონკრეტული თანამდებობის მითითებით ან მიუთითებლად);

გ) სხვა სამუშაოზე (თანამდებობაზე) გადაყვანის შესახებ (ხელმძღვანელ, სხვა დასაცავ ობიექტზე, ოპერატიულ, იურიდიულ, პედაგოგიურ, სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სხვა), სადაც მიეთითება გადაყვანის მოტივი;

დ)მაღალი თანამდებობიდან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. გადაყვანის საფუძველი და რა თანამდებობაზეა მიზანშეწონილი მისი გადაყვანა;

ე) სამსახურიდან დათხოვნის შესახებ (რომელი ნორმატიული აქტის რომელი პუნქტის საფუძველზეა მიზანშეწონილი დათხოვნა და რა თანამდებობაზეა შესაძლებელი რეზერვში ყოფნისას მისი გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობის დროს).

    მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასწრება ატესტაციაზე

საატესტაციო კომისიის სხდომაზე ოფიცერთა ატესტაცია უნდა განხორციელდეს სამსახურის შესა-ბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანდასწრებით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

                                                                                       თავი IV

ატესტაციის შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

    მუხლი 11. კომისიის სხდომის ოქმი

1. თითოეულ ოფიცერზე, რომელმაც გაიარა ატესტაცია, სატესტაციო კომისია ადგენს დასკვნას, რომლის ტექსტი შეიტანება კომისიის სხდომის ოქმში (დანართი №2). კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

2. სატესტაციო კომისიის სხდომის ოქმში აღინიშნება ატესტაციაზე გასული ოფიცრისათის მიცემული კითხვები.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

    მუხლი 12. ატესტაციის შედეგების გაცნობა

ატესტაციის შესახებ კომისიის დასკვნა დგება ატესტაციის ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში. ატესტაციის ჩატარების შედეგების შესახებ ოფიცერს ეცნობება ატესტაციის შედეგზე დასკვნის შევსებიდან 2 დღის ვადაში, რომელიც ატესტაციის დასკვნის გაცნობის შესახებ ხელს აწერს საატესტაციო ფურცელს თარიღის ჩვენებით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მის პირად საქმეს, ხოლო კომისიის სხდომის ოქმი ინახება კადრების სამმართველოში (სამსახურში მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად).

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

    მუხლი 13. ანგარიში ატესტაციის ჩატარების შესახებ

ატესტაციის ჩატარების შედეგებზე, სამსახურის კადრების სამმართველოს მიერ დგება ანგარიში, რო-მელსაც სამსახურის უფროსს წარუდგენს საატესტაციო კომისია ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთი კვირაში.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

    მუხლი 14. ატესტაციის შედეგები

1. საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ოფიცრის თანამდებობაზე დატოვების, ჩამოქვეითების, გათავისუფლების, თანამდებობრივი დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში.

2. ატესტაციის დასრულებიდან ერთ თვეში საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეგზავნება ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების შესახებ ატესტაციის ჩატარების ფორმების, გამოყენებული მეთოდიკებისა და პროცედურების, შედეგებისა და სხვა მონაცემთა მითითებით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

                                                                                  თავი V

დავები ატესტაციასთან დაკავშირებით

    მუხლი 15. საპრეტენზიო კომისია

1. ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით, ოფიცერთა საპრეტენზიო წინადადებების განხილვის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას (თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები) განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.

3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. ოფიცრებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ატესტაციის შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საატესტაციო კომისიას.

5. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

7. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

    მუხლი 16. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა და გასაჩივრება

1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი) თანამდებობრივი დაწინაურების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, თანამდებობრივი დაქვეითების, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და სხვა, ოფიცერს უნდა ეცნობოს შესაბამის ადმინისტრაციული აქტზე ხელმოწერიდან სამი დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტი საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

დანართი №1

საიდუმლო

( შევსების შემდეგ)

საატესტაციო ფურცელი

20 _________ წლის „ ______“_____________დან 20 _______ წლის „ _____“___________ მდე

_________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________

 (სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა)

დაბადების წელი, თვე, რიცხვი ____________________________________________________________

საქართველოს სამხედრო ძალებში სამსახურის საერთო სტაჟი _________________________________

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის სტაჟი ________________________________

დაკავებულ თანამდებობაზეა __________ დან, მანამდე, ________________________________დან იყო

___________________________________________________________________________თანამდებობაზე

პირველადი სპეც. წოდება ________________მიენიჭა ___________წლის __________________________

                                                                                                                                                                                     (თვე, რიცხვი)

№ ________________ბრძანებით, ამჟამინდელი სპეც.წოდება მიენიჭა ____________________________

                                                                                                                                                                           (წელი, თვე, რიცხვი)

განათლება _______________________________________________________________________________

ა) სამოქალაქო ____________________________________________________________________________

                                                                                                          (როდის და რა დაამთავრა)

ბ) სამხედრო (სპეციალური კურსები) ________________________________________________________

 _________________________________________________________________________________________

(როდის, სად და რა დაამთავრა (გაიარა))

ბოლო 20 __________წლის_____________ ატესტაციის დასკვნა_________________________________

                                                                                                                                                                       (თვე, რიცხვი)

I. ოფიცრის დახასიათება

__________________________________________________________________________________________

დახასიათება შეადგინა ____________________________________________________________________

                                                                                                       (თანამდებობა, წოდება, ინიციალები, გვარი)

20 ___________წლის___________ „__________________________________ “

                                                                                                          (თვე, რიცხვი)

                                                                                       ______________________________________

                                                                                                                                                         (ხელმოწერა)

II. უფროსი ხელმძღვანელის დასკვნა

______________________________________________________________________________________

III. საატესტაციო კომისიის დასკვნა

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

კომისიის მდივანი _________________________________________________________________________

                                                                                  (სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

__________________________________________________________________________________________

 20 ___________წლის_____________ ,,___________________________ “    ________________________

                                                                                                         (თვე, რიცხვი)                                              (ხელმოწერა)

დახასიათებასა და დასკნას გავეცანი ____________________________          ________________________

                                                                                                       (სახელი, გვარი)                                                      (ხელმოწერა)

__________________________________________________________________________________________

                                                              (ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, მიუთითეთ მიზეზი)

20 ________წლის „ ______________________“                                            _______________________

                                            (თვე, რიცხვი)                                                                                                           (ხელის მოწერა)

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

დანართი №2

საატესტაციო კომისიის სხდომის

ოქმი  №

____________________________________________________________________________________________

(სახელმწიფო უწყების დასახელება)

____________________________________________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარე   ___________________________________________________________________

                                                                                                 (წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

______________________________________________________________________________________________________________

კომისიის წევრები  _________________________________________________________________________

                                                                                              (წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

კომისიის მდივანი ____________________________________________________________________________

                                                                          (წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

____________________________________________________________________________________________

           (მდივანი წერს, თუ ვისზე განიხილა ატესტაცია – თანამდებობა წოდება, გვარი, სახელი)

______________________________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

(მდივნის მიერ იწერება ოფიცრის უშუალო უფროსის წოდება, გვარი, სახელი, თანამდებობა, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას)

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

(მდივნის მიერ იწერება საატესტაციო კომისიის დასკვნის ტექსტი)

კომისიის თავმჯდომარე  ___________________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე   _____________________________________________________

საატესტაციო კომისიის წევრები:  _____________________________________________________

                                                              _____________________________________________________

                                                              _____________________________________________________

საატესტაციო კომისიის მდივანი:    _____________________________________________________ 

„______”    __________________ 20 ____ წ.               ოქმს გავეცანი: __________________________

                                                                       „_____”    _______________________ 20 _________ წ.   

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სხვა ადმინისტრაციული ორგანო „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №423, 09.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.009.071 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65962-1/