სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.08.2006 ბოლო ცვლილება 25.06.2020
ნომერი
№423
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.40.036.009.071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 16/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.36.009.071

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური

სამსახურის უფროსის ბრძანება №423

2006 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის IV​1 თავისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ პირველი თავის მე-2 პუნქტისა და X თავის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2002 წლის 23 აპრილის №8 ბრძანება (სსმ III, №43, 8.05.2002 წ., დოკ. №406; სარეგ. №010.340.000.12. 222.005.256).

3. ბრძანება გაეცნოს სამსახურის უფროსის მოადგილეებსა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს.

4. (ამოღებულია - 24.02.2011, №195).

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 20 11 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება № 195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

სახელმწიფო დაცვის   გენერალ-მაიორი    ო. ქველიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დებულება) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) ატესტაციის ჩატარების პირობებს და საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს, კვალიფიციური კადრების შერჩევისა და თანამდებობათა სწორი განაწილების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა მოსამსახურის საქმიან და პიროვნულ თვისებებს, განისაზღვრება მისი შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან და შემდგომი სამსახურებრივი პერსპექტივა, რის საფუძველზეც იქმნება სამსახურებრივად დასაწინაურებელი საკადრო რეზერვი.

    მუხლი 2. ატესტაციას დაქვემდებარებული თანამშრომლები

1. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) კადრის მოსამსახურე (შემდომში – ოფიცერი) სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) ოფიცერი, რომელიც წარდგენილია თანამდებობრივი დაწინაურებისთვის.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დანიშნული პირი;

ბ)ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;

გ) მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურს;

დ) საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირები.

თავი II

საატესტაციო კომისია

    მუხლი 3. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და ფუნქციები

1. ოფიცერთა ატესტაცია ხორციელდება სამსახურის საატესტაციო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ პროფესიული ნიშნით შერჩეული სპეციალისტები.

2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება შეიძლება დაევალოს სამსახურის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს.

3. სამსახურის უფროსი:

ა) განსაზღვრავს საატესტაციო კომისიის წევრთა შემადგენლობას და რაოდენობას;

ბ) ნიშნავს კომისიის წევრებს;

გ) განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი);

დ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიის შემადგენლობაში სპეციალისტების მოწვევის შესახებ;

4. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ანაწილებს მოვალეობებს კომისიის წევრებს შორის;

ბ) უზრუნველყოფს ატესტაციის ჩატარებას დამტკიცებული საატესტაციო ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებული გრაფიკების მიხედვით;

გ) უზრუნველყოფს საატესტაციო კომისიის მიერ საატესტაციო კითხვარის შედგენას საატესტაციო პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 4. კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო.

 5. საატესტაციო კომისიის საქმიანობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ინიშნება კადრების მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობიდან.

6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და დამსწრე წევრები.

7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

თავი III

ატესტაციის ჩატარების წესი

    მუხლი 5. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას (ბოლო დაკავებული თანამდებობის მიხედვით) ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.

    მუხლი 6. ატესტაციის მომზადება

1. სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოში, ყოველი წლის ბოლოს დგება ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ნუსხა და საატესტაციო ღონისძიებათა გეგმა.

2. ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. მასში გათვალის-წინებულია:

ა) ატესტაციის ჩატარების გრაფიკის შემუშავება;

ბ) გრაფიკებისა და ამ დებულების მოთხოვნათა გაცნობა კომისიის წევრებისა და ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ხელმძღვანელობისათვის;

გ) უშუალო ხელმძღვანელების მიერ ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრებისთვის საატესტაციო გეგმისა და დებულების მოთხოვნების გაცნობა;

დ) ატესტაციის მომზადებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-მეთოდური ღონისძიებები.

3. ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელს, ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

4. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე საატესტაციო ფურცელში (დანართი №1) უშუალო ხელმძღვანელის მიერ შეიტანება ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრის დახასიათება.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 7. ატესტაციის ტექსტის შინაარსი

ატესტაციის ტექსტში უნდა აისახოს:

ა) თანამშრომლის მუშაობის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები და ნაკლოვანებები, ნაჩვენები უნდა იყოს ოფიცრის პროფესიული და პირადი თვისებები, მათ შორის, განათლებისა და პროფესიული ცოდნის დონე დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;

ბ) ორგანიზატორული თვისებები, პასუხისმგებლობის დონე, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედების, ორიენტირების, დოკუმენტის შედგენისა და ანალიზის უნარი; საბრძოლო და ფიზიკური მომზადება, დამოკიდებულება ნეგატიური მოვლენებისადმი სამსახურში და საზოგადოებრივ ურთიერთობებში;

გ) სხვა დამახასიათებელი თვისებები: პირადი ინტერესები, მოთხოვნილებები, გატაცებები; დამოკიდებულება მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ურთიერთობა თანამშრომლებთან და ქცევის კულტურა.

    მუხლი 8. ატესტაციის ფორმა

1. ოფიცერთა ატესტაცია ტარდება გასაუბრებით ან ტესტირებით, საატესტაციო პროგრამის ფარგლებში, სამსახურის შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შედგენილი კითხვარების მიხედვით.

2. ატესტაციის ჩატარების ფორმას, სატესტო მეთოდიკას და თემატიკას განსაზღვრავს საატესტაციო კომისია სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

    მუხლი 9. კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები

კომისიის დასკვნაში უნდა აისახოს რეკომენდაციები ოფიცრის ფაქტობრივი და შემდგომი თანამდებობრივი მდგომარეობის შესახებ:

ა) დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) უფრო მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შესახებ (კონკრეტული თანამდებობის მითითებით ან მიუთითებლად);

გ) სხვა სამუშაოზე (თანამდებობაზე) გადაყვანის შესახებ (ხელმძღვანელ, სხვა დასაცავ ობიექტზე, ოპერატიულ, იურიდიულ, პედაგოგიურ, სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სხვა), სადაც მიეთითება გადაყვანის მოტივი;

დ)მაღალი თანამდებობიდან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. გადაყვანის საფუძველი და რა თანამდებობაზეა მიზანშეწონილი მისი გადაყვანა;

ე) სამსახურიდან დათხოვნის შესახებ (რომელი ნორმატიული აქტის რომელი პუნქტის საფუძველზეა მიზანშეწონილი დათხოვნა და რა თანამდებობაზეა შესაძლებელი რეზერვში ყოფნისას მისი გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობის დროს).

    მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასწრება ატესტაციაზე

საატესტაციო კომისიის სხდომაზე ოფიცერთა ატესტაცია უნდა განხორციელდეს სამსახურის შესა-ბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანდასწრებით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

                                                                                       თავი IV

ატესტაციის შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

    მუხლი 11. კომისიის სხდომის ოქმი

1. თითოეულ ოფიცერზე, რომელმაც გაიარა ატესტაცია, სატესტაციო კომისია ადგენს დასკვნას, რომლის ტექსტი შეიტანება კომისიის სხდომის ოქმში (დანართი №2). კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

2. სატესტაციო კომისიის სხდომის ოქმში აღინიშნება ატესტაციაზე გასული ოფიცრისათის მიცემული კითხვები.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

    მუხლი 12. ატესტაციის შედეგების გაცნობა

ატესტაციის შესახებ კომისიის დასკვნა იწერება ატესტაციის ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში. ატესტაციის შედეგის შესახებ ოფიცერს ეცნობება დასკვნის შედგენიდან 2 დღის ვადაში, რომელიც ატესტაციის დასკვნის გაცნობის შესახებ ხელს აწერს საატესტაციო ფურცელს თარიღის ჩვენებით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მის პირად საქმეს, ხოლო საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი სამსახურში დადგენილი საქმისწარმოების წესების შესაბამისად ინახება კადრების მთავარ სამმართველოში.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 13. ანგარიში ატესტაციის ჩატარების შესახებ

ატესტაციის ჩატარების შედეგებზე, სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო ადგენს ანგარიშს, რომელსაც საატესტაციო კომისია სამსახურის უფროსს წარუდგენს ატესტაციის დასრულებიდან ერთ კვირაში.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 14. ატესტაციის შედეგები

1. საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ოფიცრის თანამდებობაზე დატოვების, ჩამოქვეითების, გათავისუფლების, თანამდებობრივი დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში.

2. ატესტაციის დასრულებიდან ერთ თვეში საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეგზავნება ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების შესახებ ატესტაციის ჩატარების ფორმების, გამოყენებული მეთოდიკებისა და პროცედურების, შედეგებისა და სხვა მონაცემთა მითითებით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

                                                                                  თავი V

დავები ატესტაციასთან დაკავშირებით

    მუხლი 15. საპრეტენზიო კომისია

1. ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით, ოფიცერთა საპრეტენზიო წინადადებების განხილვის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი) განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.

3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. ოფიცრებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ატესტაციის შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საატესტაციო კომისიას.

5. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით (დანართი №3), რომლის შედგენას უზრუნველყოფს საპრეტენზიო კომისიის მდივანი. საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი.

7. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 16. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა და გასაჩივრება

1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი) თანამდებობრივი დაწინაურების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, თანამდებობრივი დაქვეითების, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და სხვა, ოფიცერს უნდა ეცნობოს შესაბამის ადმინისტრაციული აქტზე ხელმოწერიდან სამი დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტი საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

დანართი № 1

 საიდუმლო

 (შევსების შემდეგ)

საატესტაციო ფურცელი

 20___ წლის „ ____” ______________________დან 20____ წლის „_____ ” ________________________მდე

____________________________________________________________________________________________

(სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა)

დაბადების წელი, თვე, რიცხვი _______________________________________________________________

საქართველოს სამხედრო ძალებში სამსახურის საერთო სტაჟი ___________________________________

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის სტაჟი __________________________________

დაკავებულ თანამდებობაზეა _______დან, მანამდე ______________________________________დან იყო

______________________________________________________________________________ თანამდებობაზე

პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება - _________________________________________მიენიჭა

__________ წლის ______________________№ ______________ბრძანებით,

                                            (თვე, რიცხვი)

ატესტაციის დღისთვის მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდების თარიღი _________________

                                                                                                                                                                                              (წელი, თვე, რიცხვი)

განათლება __________________________________________________________________________________

ა) სამოქალაქო ________________________________________________________________________________

                                                                                                           (როდის და რა დაამთავრა)

ბ) სამხედრო (სპეციალური კურსები) __________________________________________________________

                                                                                                                     (როდის, სად და რა დაამთავრა (გაიარა))

ბოლო ატესტაციის დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

ატესტაციის დაექვემდებარების საფუძველი: საატესტაციო პერიოდის, თანამდებობრივი დაწინაურების    ____________________________________________________________________

                                                                                              (საჭირო გაიხაზოს)

დაწინაურების შემთხვევაში რა თანამდებობაზეა წარდგენილი __________________________________

 ______________________________________________________________________________________________

I. ოფიცრის დახასიათება

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

(თანამდებობა, სახ. სპეციალური წოდება, ინიციალები, გვარი)

20 _____წლის „ _________________________”

                                                      (თვე, რიცხვი)

                                                                                                    ____________________

                                                                                                                                                   (ხელმოწერა)

II. სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის დასკვნა

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

III. საატესტაციო კომისიის დასკვნა

კომისიის მდივანი _______________________________________________________________________

                                                                                     (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

20 _____წლის „ _________________________”

                                                      (თვე, რიცხვი)

                                       ____________________

                                                          (ხელმოწერა)

დახასიათებასა და დასკვნას გავეცანი _________________________      _____________________

                                                                                             (სახელი, გვარი)                                           (ხელმოწერა)

(ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, მიუთითეთ მიზეზი)

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

20 _____წლის „ _________________________”

                                                      (თვე, რიცხვი)

                                                                                                ____________________

                                                                                                                                            (ხელმოწერა)

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმ III, № 36 , 25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 20 11 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება № 195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

დანართი №2

საატესტაციო კომისიის სხდომის

ოქმი №

____________________________________________________________________________________________

(სამსახურის დასახელება)

____________________________________________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარე _____________________________________________________________________

                                                                                                (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე _________________________________________________________

კომისიის წევრები ____________________________________________________________________________

              ____________________________________________________________________________

კომისიის მდივანი ___________________________________________________________________________

                                                                                    (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

ატესტაციას დაქვემდებარებული პირი:

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

                               (თანამდებობა, სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

____________________________________________________________________________________________

(ოფიცრის უშუალო უფროსის სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, თანამდებობა, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას)

ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრისათვის მიცემული კითხვები:

___________________________________________________________________________________________

 (ოქმის პირველი გვერდი)

საატესტაციო კომისიის დასკვნის ტექსტი:

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

  ხელმოწერები თარიღის მითითებით:

კომისიის თავმჯდომარე                          ________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე   ________________________________________________________

კომისიის წევრები:                                   _______________________________________________________

                                                                   _______________________________________________________

კომისიის მდივანი:           ______________________________________________________

                                                                                                         „____ ” _________________20____ წ.

აღნიშვნა კომისიის წევრის განსხვავებული აზრის შესახებ, რომელიც დაერთვის ოქმს:

ოქმს თან ერთვის კომისიის წევრის _______________________________________________________- ის

                                          (სახ. სპეციალური წოდება,სახელი, მამის სახელი, გვარი)

                        განსხვავებული აზრი ____________________ფურცლად

                                                                                           (სიტყვიერად)

ოქმს გავეცანი: _______________________________________________         _______________________

                                (ოფიცრის სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)                       (ოფიცრის ხელმოწერა)

                                                                                               „____ ” _________________20____ წ.

(ოქმის მეორე გვერდი)

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 20 11 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება № 195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

დანართი № 3

საპრეტენზიო კომისიის სხდომის

ოქმი №

საპრეტენზიო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე _____________________________________________________________________

                                                                                                (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე _________________________________________________________

                                                                                                           (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

კომისიის წევრები ____________________________________________________________________________

                                                                               (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

                             ____________________________________________________________________________

                             ____________________________________________________________________________

                             ____________________________________________________________________________

კომისიის წევრი (მდივანი)  __________________________________________________________________

                                                                                             (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

20 _______ წლის ___________________-ს განვიხილეთ

                                            (რიცხვი და თვე)

__________________________________________________________________________________________ -ის

                                                              (ოფიცრის სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

საპრეტენზიო განცხადება სამსახურის საატესტაციო კომისიის 20 ____ წლის ________________________

                                                                                                                                                                                     (რიცხვი და თვე)

დასკვნაზე შემოსული 20 ______ წლის _____________________________ -ს

                                                                                                          (რიცხვი და თვე)

საპრეტენზიო კომისის გადაწყვეტილება:

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

ხელმოწერები თარიღის მითითებით:

კომისიის თავმჯდომარე            ________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე   ________________________________________________________

კომისიის წევრები:                                 _______________________________________________________

                                                                 _______________________________________________________

                                                                 _______________________________________________________

კომისიის მდივანი:           ______________________________________________________

                                                                                               „____ ” _________________20____ წ.

ოქმს გავეცანი: ________________________________________________  _____ _____________________

                                (ოფიცრის სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)               (ოფიცრის ხელმოწერა)

                                           „____ ” _________________20____ წ.

____ წ.   

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 20 11 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება № 195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სხვა ადმინისტრაციული ორგანო „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №423, 09.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.009.071 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65962-2/