„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.08.2006 ძალადაკარგული 25.12.2025
ნომერი
№231/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.009.152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 29/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №231/ნ

2006 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს შრომის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ა ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების თანდართული წესი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის №85/ნ ბრძანება (სსმ III, 16.03.2006, №34, მუხ. 406).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №1

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის მიღების საფუძველი

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი (შემდგომში წესი) შემუშავებულია საქართველოს შრომის კოდექსისა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე.

მუხლი 2. რეგულირების საგანი

წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამსაქმებელი საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;

ბ) დასაქმებული საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;

გ) დაწესებულება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება;

დ) დახმარება საქართველოს შრომის კოდექსით და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონებით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;

ე) კომპენსაცია საჯარო მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 41​1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც ფინანსდება შესაბამისი დაწესებულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან;

ვ) მოსამსახურე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;

ზ) ფონდი სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;

თ) დაფინანსების განაცხადი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ ფონდისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.

მუხლი 4. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა

წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, წინამდებარე წესის შესაბამისად გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნელყოფს ფონდი, ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას შესაბამისი დაწესებულება.

მუხლი 5. დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო

დახმარება გაიცემა ფონდის მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402

მუხლი 6. დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი:

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია ფონდის ფილიალში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი და მათი ასლები);

ბ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;

დ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176 29.12.2006წ., მუხ.2402

თავი II. დახმარებისა და კომპენსაციის ანაზღაურების პირობები და ოდენობა

მუხლი 7. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის პირობები

1. დასაქმებულს და მოსამსახურეს დახმარება ენიშნება:

ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2. მოსამსახურეს კომპენსაცია ენიშნება ორსულობის და მშობიარობის გამო.

3. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე წინამდებარე წესის შესაბამისად.

4. ორგანიზაციის/დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/მოსამსახურის გათავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება/კომპენსაცია ანაზღაურდება სრულად ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

5. იმ შემთხევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანმშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად, მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.

მუხლი 8. დახმარებისა და კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება

1. მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო.

2. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.

3. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

4. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

6. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:

ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;

ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;

გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.

7. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

8. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურება) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.

9. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება ფონდის მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

10. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნეს ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.

11. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.

მუხლი 9. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება

1. დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

2. დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.

თავი III. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება

მუხლი 10. დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი:

1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით ფონდის შესაბამის ფილიალში.

2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით ფონდის შესაბამის ფილიალში. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით.

3. ფონდის შესაბამისი ფილიალი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:

ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედანის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;

ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების (პირადი№ და საბანკო რეკვიზიტები) სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;

გ) დაუყოვნებლივ აგზავნის წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს ფონდში, მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი №2) ერთად აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ფილიალში;

დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსგან წერილობით ითხოვს დაფინანსების განცხადებაში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის არსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ე) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ფონდის ფილიალი დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ფონდს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

4. ფონდი შესაბამისი ფილიალიდან მიღებული განაცხადების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ფონდი იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. ფონდის ფილიალი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას და დასაქმებულს/მოსამსახურეს, ფონდის ფილიალში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

6. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.

7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402

თავი IV. გარდამავალი დებულებები

მუხლი 11. გარდამავალი რეგულირება

მოსამსახურეებზე, რომლებზედაც ორსულობისა და მშობიარობის გამო გაცემული იყო საავადმყოფო ფურცელი და 2006 წლის 30 ივნისისათვის იმყოფებოდნენ 126 (140)-დღიან ანაზღაურებად შვებულებაში, კომპენსაცია გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ შვებულების პერიოდზე შემდეგი წესით:

2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების დასრულებამდე გასაცემ შრომით გასამრჯელოს აკლდება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღები შრომითი გასამრჯელოს და ფონდის მიერ გასაცემი დახმარების სხვაობა, თუ ფონდის მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს. ხოლო თუ ფონდის მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა არ აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს, გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების განმავლობაში გასაცემი შრომითი გასამრჯელო მთლიანად.

დანართი №2

__________ საგადასახადო ინსპექციას

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, ფონდის __________ ფილიალში დამსაქმებლების/დაწესებულებების მიერ 200_ წლის ___ ____ სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხადებს.

წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლების/დაწესებულებების თქვენთან რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში გთხოვთ 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

დანართი ____ ფურცლად.

პატივისცემით,

 

__________ ფილიალის უფროსი

__________________

 

 

თარიღი: __ ______ 200 _ წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402


დანართი №3

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებრელი დახმარების დაფინანსების განაცხადი

№

 

დამსაქმებლის/დაწესებუ -ლების

 

დასაქმებულის/მოსამსახურის

დასა-ფინან-სებელი სამუშაო დღეების რაო-დენობა

საავადმყოფო ფურცლის

შვილად აყვანის შესახებ დოკუმენტის თარიღი და №

დასაქმებულის/მოსამსახურის

დახმარების გასაანგარიშებე -ლი ბაზა (თანამდებობრივი სარგო)

მოთხოვნილი თანხა

დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიში

შესაბამისი ბანკის

 

საიდენტი -ფიკაციო კოდი

დასახე-ლება

პირადი №

სახელი, გვარი და დაბადების წელი

საცხოვ-რებელი რეგის-ტრაციის ადგილი

საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი

-დან

ჩათვლით

სერია

ნომე-რი

კოდი

დასახელება

1

2

3

4

 

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამსაქმებელი/ დაწესებულების ხელმძღვანელი

ბუღალტერი

თარიღი: ------ -------------- 200---წ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე, №231/ნ, 25.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.152 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66208-1/