„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (14)
შემდგომი ცვლილებები (11)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №231/ნ
2006 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ა ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის №85/ნ ბრძანება (სსმ III, 16.03.2006, №34, მუხ. 406).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი №1
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. წესის მიღების საფუძველი
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი (შემდგომში წესი) შემუშავებულია საქართველოს შრომის კოდექსისა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე.
მუხლი 2. რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამსაქმებელი საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
ბ) დასაქმებული საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;
გ) დაწესებულება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება;
დ) დახმარება საქართველოს შრომის კოდექსით და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონებით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;
ე) კომპენსაცია საჯარო მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც ფინანსდება შესაბამისი დაწესებულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან;
ვ) მოსამსახურე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;
ზ) სააგენტო სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო;
თ) დაფინანსების განაცხადი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 4. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა
წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, წინამდებარე წესის შესაბამისად გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნელყოფს სააგენტო, ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას შესაბამისი დაწესებულება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 5. დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო
დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 6. დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი და მათი ასლები);
ბ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;
დ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
თავი II. დახმარებისა და კომპენსაციის ანაზღაურების პირობები და ოდენობა
მუხლი 7. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის პირობები
1. დასაქმებულს და მოსამსახურეს დახმარება ენიშნება:
ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
2. მოსამსახურეს კომპენსაცია ენიშნება ორსულობის და მშობიარობის გამო.
3. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
4. ორგანიზაციის/დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/მოსამსახურის გათავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება/კომპენსაცია ანაზღაურდება სრულად ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
5. იმ შემთხევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანმშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად, მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.
მუხლი 8. დახმარებისა და კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება
1. მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო.
2. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
3. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
4. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
6. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;
გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
7. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
8. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურება) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
9. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
10. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნეს ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
11. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 9. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება
1. დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
2. დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.
თავი III. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება
მუხლი 10. დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი:
1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითეული ვადების გათვალისწინებით.
3. სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედ ა ნის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;
ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების (პირადი და საბანკო რეკვიზიტები) სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;
გ) დაუყოვნებლივ აგზავნის წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს სააგენტოში, მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი №2) ერთად აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ორგანოში;
დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსაგან წერილობით ითხოვს დაფინანსების განცხადებაში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის არსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას. მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ე) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
4. საგენტო შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან მიღებული განაცხადების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას და დასაქმებულს/მოსამსახურეს, სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
თავი IV. გარდამავალი დებულებები
მუხლი 11. გარდამავალი რეგულირება
მოსამსახურეებზე, რომლებზედაც ორსულობისა და მშობიარობის გამო გაცემული იყო საავადმყოფო ფურცელი და 2006 წლის 30 ივნისისათვის იმყოფებოდნენ 126 (140)-დღიან ანაზღაურებად შვებულებაში, კომპენსაცია გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ შვებულების პერიოდზე შემდეგი წესით:
2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების დასრულებამდე გასაცემ შრომით გასამრჯელოს აკლდება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღები შრომითი გასამრჯელოს და სააგენტოს მიერ გასაცემი დახმარების სხვაობა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს. ხოლო თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა არ აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს, გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების განმავლობაში გასაცემი შრომითი გასამრჯელო მთლიანად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
დანართი №2
საგადასახადო ინსპექციას
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს
(ტერიტორიული ორგანოს დასახელება)
დამსაქმებლების/დაწესებულებების მიერ 200 წლის სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხადებს.
წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლების/დაწესებულებების თქვენთან რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში გთხოვთ 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.
დანართი ფურცლად.
პატივისცემით,
ტერიტორიული ორგანოს უფროსი
თარიღი: 200 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
შეცდომის გასწორება სსმ III, №94, 02.07.2007წ,. გვ.36
დანართი №3
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დახმარების დაფინანსების განაცხადი
|
№ |
დამსაქმებლის/დაწესებულების |
დასაქმებულის/მოსამსახურის |
დასაფი-ნანსებელი სამუშაო დღეების რაოდენობა |
საავადმყოფო ფურცლის |
შვილად აყვანის შესახებ დოკუ - მენტის თარიღი და № |
დასაქმებულის/ მოსამსა - ხურის დახმარების გასაანგარიშე- ბელი ბაზა (თანამდებობ- რივი სარგო) |
მოთხოვ - ნილი თანხა |
დასაქმ- ბულის/ მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიში |
შესაბამისი ბანკი |
|||||||||||
|
|
საიდე - ნტიფიკაციო კოდი |
დასა-ხელება |
პირა-დი № |
სახელი, გვარი და დაბადების წელი |
საცხოვრე ბელი რეგისტრა ციის ადგილი |
საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი |
სამსა - ხურში მიღების თარიღი (თვე და წელი) |
|||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
-დან |
ჩათვლით |
|
|
სერია |
ნომერი |
|
|
|
|
კოდი |
დასა - ხელება |
|||
|
1. |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
14 |
15 |
16 |
17 |
18 |
|||
|
1. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
|
2. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
|
3. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
|
4. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
|
5. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
|
6. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
|
7. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
|
8. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
|
9. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
დამსაქმებელი/დაწესებულების ხელმძღვანელი
ბუღალტერი
თარიღი: ---- ----------------- 200 ---- წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის ბრძანება №141/ნ - სსმ III, №88, 20.06.2008წ., მუხ.949
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №231/ნ 2006 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ა ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის №85/ნ ბრძანება (სსმ III, 16.03.2006, №34, მუხ. 406). 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ჭიპაშვილი დანართი №1 ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. წესის მიღების საფუძველი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი (შემდგომში წესი) შემუშავებულია საქართველოს შრომის კოდექსისა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე. მუხლი 2. რეგულირების საგანი წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამსაქმებელი საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; ბ) დასაქმებული საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს; გ) დაწესებულება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება; დ) დახმარება საქართველოს შრომის კოდექსით და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონებით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;ე) კომპენსაცია საჯარო მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც ფინანსდება შესაბამისი დაწესებულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან;
ვ) მოსამსახურე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე; ზ) სააგენტო სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო; თ) დაფინანსების განაცხადი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 4. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, წინამდებარე წესის შესაბამისად გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნელყოფს სააგენტო, ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას შესაბამისი დაწესებულება.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 5. დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 6. დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი და მათი ასლები); ბ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით; დ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
თავი II. დახმარებისა და კომპენსაციის ანაზღაურების პირობები და ოდენობა მუხლი 7. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის პირობები 1. დასაქმებულს და მოსამსახურეს დახმარება ენიშნება: ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო; ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო. 2. მოსამსახურეს კომპენსაცია ენიშნება ორსულობის და მშობიარობის გამო. 3. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე წინამდებარე წესის შესაბამისად. 4. ორგანიზაციის/დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/მოსამსახურის გათავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება/კომპენსაცია ანაზღაურდება სრულად ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. 5. იმ შემთხევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანმშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად, მიეცემა დახმარება სრული ოდენობით. მუხლი 8. დახმარებისა და კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება 1. მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო. 2. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება. 3. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება. 4. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან. 6. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება: ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები; ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები; გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს. 7. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე. 8. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურება) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე. 9. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. 10. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნეს ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით. 11. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 9. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება 1. დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. 2. დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე. თავი III. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება მუხლი 10. დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი: 1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. 2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითეული ვადების გათვალისწინებით. 3. სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედა ნის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;
ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების (პირადი და საბანკო რეკვიზიტები) სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან; გ) დაუყოვნებლივ აგზავნის წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს სააგენტოში, მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი №2) ერთად აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ორგანოში; დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსაგან წერილობით ითხოვს დაფინანსების განცხადებაში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის არსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას. მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა; ე) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 4. საგენტო შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან მიღებული განაცხადების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე. 5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას და დასაქმებულს/მოსამსახურეს, სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. 6. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი. 7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
თავი IV. გარდამავალი დებულებები მუხლი 11. გარდამავალი რეგულირება მოსამსახურეებზე, რომლებზედაც ორსულობისა და მშობიარობის გამო გაცემული იყო საავადმყოფო ფურცელი და 2006 წლის 30 ივნისისათვის იმყოფებოდნენ 126 (140)-დღიან ანაზღაურებად შვებულებაში, კომპენსაცია გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ შვებულების პერიოდზე შემდეგი წესით: 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების დასრულებამდე გასაცემ შრომით გასამრჯელოს აკლდება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღები შრომითი გასამრჯელოს და სააგენტოს მიერ გასაცემი დახმარების სხვაობა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს. ხოლო თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა არ აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს, გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების განმავლობაში გასაცემი შრომითი გასამრჯელო მთლიანად.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
დანართი №2
საგადასახადო ინსპექციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს (ტერიტორიული ორგანოს დასახელება) დამსაქმებლების/დაწესებულებების მიერ 200 წლის სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხადებს. წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლების/დაწესებულებების თქვენთან რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში გთხოვთ 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. დანართი ფურცლად. პატივისცემით, ტერიტორიული ორგანოს უფროსი თარიღი: 200 წ.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
შეცდომის გასწორება სსმ III, №94, 02.07.2007წ,. გვ.36დანართი №3
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებრელი დახმარების დაფინანსების განაცხადი
№
დამსაქმებლის/დაწესებუ -ლების
დასა-ფინან-სებელი სამუშაო დღეების რაო-დენობა
შვილად აყვანის შესახებ დოკუმენტის თარიღი და №
დოკუ -
მენტის თარიღიდა №
დასაქმებულის/მოსამსახურის
დახმარების გასაანგარიშებე -ლი ბაზა (თანამდებობრივი სარგო)
მოსამსა -
მოთხოვნილი თანხა
მოთხოვ -
დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიში
შესაბამისი ბანკის
საიდენტი -ფიკაციო კოდი
საიდე - ნტიფიკაციო
დასახე-ლება
პირადი №
პირა-დი №
სახელი, გვარი და დაბადების წელი
საცხოვ-რებელი რეგის-ტრაციის ადგილი
სამსა - ხურში მიღების თარიღი (თვე და წელი)
ნომე-რი
დასახელება
დასა -
1
1.
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
1
1.
2
2.
3
3.
4
4.
5
5.
6
6.
7
7.
8
8.
9.
დამსაქმებელი/ დაწესებულების ხელმძღვანელი
თარიღი: ------ -------------- 200---წ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის ბრძანება №141/ნ - სსმ III, №88, 20.06.2008წ., მუხ.949
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №231/ნ
2006 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ა ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის №85/ნ ბრძანება (სსმ III, 16.03.2006, №34, მუხ. 406).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი №1
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი
მუხლი 1. წესის მიღების საფუძველი🔗
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი (შემდგომში წესი) შემუშავებულია საქართველოს შრომის კოდექსისა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე.
მუხლი 2. რეგულირების საგანი🔗
წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები🔗
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამსაქმებელი საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
ბ) დასაქმებული საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;
გ) დაწესებულება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება;
დ) დახმარება საქართველოს შრომის კოდექსით და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონებით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;
ე) კომპენსაცია საჯარო მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც ფინანსდება შესაბამისი დაწესებულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან;
ვ) მოსამსახურე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;
ზ) სააგენტო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
თ) დაფინანსების განაცხადი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №296/ნ - სსმ III, № 187, 31,12,2008წ., მუხ.1970
მუხლი 4. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა🔗
წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, წინამდებარე წესის შესაბამისად გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნელყოფს სააგენტო, ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას შესაბამისი დაწესებულება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 5. დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო🔗
დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 6. დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი🔗
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი და მათი ასლები);
ბ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;
დ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 7. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის პირობები🔗
1. დასაქმებულს და მოსამსახურეს დახმარება ენიშნება:
ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
2. მოსამსახურეს კომპენსაცია ენიშნება ორსულობის და მშობიარობის გამო.
3. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
4. ორგანიზაციის/დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/მოსამსახურის გათავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება/კომპენსაცია ანაზღაურდება სრულად ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
5. იმ შემთხევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანმშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად, მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.
მუხლი 8. დახმარებისა და კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება🔗
1. მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო.
2. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
3. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
4. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
6. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;
გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
7. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
8. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურება) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
9. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
10. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნეს ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
11. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 9. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება🔗
1. დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
2. დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.
მუხლი 10. დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი:🔗
1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითეული ვადების გათვალისწინებით.
3. სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედა ნის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;
ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების (პირადი და საბანკო რეკვიზიტები) სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;
გ) დაუყოვნებლივ აგზავნის წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს სააგენტოში, მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი №2) ერთად აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ორგანოში;
დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსაგან წერილობით ითხოვს დაფინანსების განცხადებაში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის არსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას. მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ე) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
4. საგენტო შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან მიღებული განაცხადების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას და დასაქმებულს/მოსამსახურეს, სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
მუხლი 11. გარდამავალი რეგულირება🔗
მოსამსახურეებზე, რომლებზედაც ორსულობისა და მშობიარობის გამო გაცემული იყო საავადმყოფო ფურცელი და 2006 წლის 30 ივნისისათვის იმყოფებოდნენ 126 (140)-დღიან ანაზღაურებად შვებულებაში, კომპენსაცია გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ შვებულების პერიოდზე შემდეგი წესით:
2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების დასრულებამდე გასაცემ შრომით გასამრჯელოს აკლდება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღები შრომითი გასამრჯელოს და სააგენტოს მიერ გასაცემი დახმარების სხვაობა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს. ხოლო თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა არ აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს, გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების განმავლობაში გასაცემი შრომითი გასამრჯელო მთლიანად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება № 191/ნ - სსმ III, № 90, 27.06.2007წ., მუხ.968
დანართი №2
საგადასახადო ინსპექციას
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს
(ტერიტორიული ორგანოს დასახელება)
დამსაქმებლების/დაწესებულებების მიერ 200 წლის სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხადებს.
წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლების/დაწესებულებების თქვენთან რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში გთხოვთ 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.
დანართი ფურცლად.
პატივისცემით,ტერიტორიული ორგანოს უფროსი
თარიღი: 200 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
შეცდომის გასწორება სსმ III, №94, 02.07.2007წ,. გვ.36
დანართი №3
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დახმარების დაფინანსების განაცხადი
№
დამსაქმებლის/დაწესებულების
დასაქმებულის/მოსამსახურის
დასაფი-ნანსებელი სამუშაო დღეების რაოდენობა
საავადმყოფო ფურცლის
შვილად
აყვანის
შესახებ
დოკუ -
მენტის
თარიღი
და №
დასაქმებულის/
მოსამსა -
ხურის
დახმარების
გასაანგარიშე-
ბელი ბაზა
(თანამდებობ-
რივი სარგო)
მოთხოვ -
ნილი
თანხა
დასაქმ-
ბულის/
მოსამსახურის
პირადი საბანკო
ანგარიში
შესაბამისი
ბანკი
საიდე - ნტიფიკაციო
კოდი
დასა-ხელება
პირა-დი №
სახელი, გვარი და
დაბადების წელი
საცხოვრე
ბელი რეგისტრა
ციის
ადგილი
საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი
სამსა - ხურში მიღების თარიღი (თვე და წელი)
-დან
ჩათვლით
სერია
ნომერი
კოდი
დასა -
ხელება
1.
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
დამსაქმებელი/დაწესებულების ხელმძღვანელი
ბუღალტერი
თარიღი: ---- ----------------- 200 ---- წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება № 331/ნ - სსმ III, № 176, 29.12.2006წ., მუხ.2402
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის ბრძანება №141/ნ - სსმ III, №88, 20.06.2008წ., მუხ.949
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის ბრძანება №141/ნ - სსმ III, №88, 20.06.2008წ., მუხ.949
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე, №231/ნ, 25.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.152 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66208-3/