„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემის არაიოდიზირებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.10.2006 ძალადაკარგული 09.01.2012
ნომერი
№2-197
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.032.009.481
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 23/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.009.481

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-197

2006 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი არაიოდიზებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 49-ე პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს არაიოდიზირებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის თანდართული ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს არაიოდიზირებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი (დანართი №2).

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა (ლ. ორკოშნელი) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება და გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, გამოქვეყნება.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლ. ბეგიაშვილს.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანება №2-168 - სსმ III, №93, 28.07.2009წ., მუხ.981

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

 

 

 

 

 

დანართი №1

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო

არაიოდიზებული მარილის იმპორტის

სანებართვო მოწმობა № 000000

განმცხადებელი (იმპორტიორი): --------------------------------------------------------------------

საიდენტიფიკაციო კოდი: ----------------------------------------------------------------------------

იურიდიული / ფაქტობრივი მისამართი: ----------------------------------------------------------

მომწოდებელი (მისამართი): -------------------------------------------------------------------------

მარილის დანიშნულება: -----------------------------------------------------------------------------

ხელშეკრულების № და თარიღი: --------------------------------------------------------------------

მარილის რაოდენობის ათვლის ერთეული: -------------------------------------------------------

რაოდენობა: --------------------------------------------------------------------------------------------

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია: -----------------------------------------------------------------

სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადა: ---------------------------------------------------------

სანებართვო მოწმობა გაცემულია 20 წლის «---------» «-------------------------------------------

უფლებამოსილი პირი

ხელმოწერა ბ.ა.

სფს-ს №

დამკვეთი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო

დამამზადებელი:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანება №2-168 - სსმ III, №93, 28.07.2009წ., მუხ.981

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

 


დანართი №2

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი არაიოდიზებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. არაიოდიზებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (შემდგომში -მკაცრი აღრიცხვის ფორმა) შემუშავებული და დამტკიცებულია “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

3. საქართველოს სოფლის მეურნე ო ბის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სა ა გენტო (შემდგომში-სააგენტო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებას აწარმოებს პოლიგრაფიული საწარმო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა და შენახვა

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვაზე, შენახვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, „საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხორციელდება რეგისტრაციის ჟურნალში.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. სათავსი, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 4. მკაცრი აღიცხვის ფორმების გაცემის პროცედურები

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს უფროს ს.

2. საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს უფროს ი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების ფაქტს ადასტურებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება ხდება სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შემვსები ადგენს აქტს მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაუქმების მიზეზის მითითებით.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება სამ პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება სააგენტოს. ნებართვის მაძიებელს გადაეცემა მეორე და მესამე პირი, რომელთაგან ერთ პირს წარუდგენს შემოსავლების სამსახურს.

4. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია მიმდინარეობს რეგისტრაციის ჟურნალში.

5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად სააგენტო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია იწერება რეგისტრაციის ჟურნალში.

4. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    

მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვაზე და გაცემაზე კონტროლი

სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილ ის ბრძანება №2-59 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემის არაიოდიზირებული მარილის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ", №2-197, 16.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.009.481 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/67342-2/