ა) ძირითადი მასწავლებლის თვითშეფასებით, რაც გულისხმობს ძირითადი მასწავლებლის მიერ საკუთარი საქმიანობის ანალიზსა და შეფასებას, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების დადგენას ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ასევე, აღნიშნულის საფუძველზე, პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას;
ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული სხვა მეთოდით/მეთოდებით.
2. დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების დაწყებამდე არანაკლებ 3 (სამი) თვით ადრე განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მეთოდი/მეთოდები, აღნიშნული მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების წესი და ინსტრუმენტები და უზრუნველყოს მისი გაცნობა ძირითადი მასწავლებლისთვი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №34/ნ, 16.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018813 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6808186/muxli-15/