მუხლი 18. პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობები
თავი VI — პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლა
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს დაწესებულება.
2. დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს პროფესიული განათლების მასწავლებლის რანგები და წოდებები, ასევე ამ რანგის და წოდების მინიჭების პირობები და გამჭვირვალე პროცედურები.
3. დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლოა განისაზღვროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ დამატებითი, მათ შორის ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა და დატვირთვის მაქსიმალური მოცულობა საათებში, რაც სასწავლო დატვირთვასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ მაქსიმალურ დატვირთვას და შესაბამისობაში უნდა იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №34/ნ, 16.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018813 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6808186/muxli-18/