მუხლი 16. ძირითადი მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები და პროცესი
თავი V — პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასება და უწყვეტი პროფესიული განვითარება
1. ძირითადი მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული სტანდარტი.
2.ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძირითადი მასწავლებლის შეფასების მიზნით დაწესებულება შეიმუშავებს შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტს/ინსტრუმენტებს, მათ შორის თვითშეფასების განხორციელების ფორმას, წესსა და პირობებს.
3. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების პროცესის ადმინისტრაციული და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.
4. ძირითადი მასწავლებლის შეფასების პროცესი სრულდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავები
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №34/ნ, 16.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018813 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6808186/muxli-16/