საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№1770
სარეგისტრაციო კოდი
230.090.000.22.033.009.688
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.009.688

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1770

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 147-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ” ინსტრუქცია (დანართი №1).

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №191 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.387

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №77 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.158

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №530 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.932

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №641 - სსმ III, 07.08.2008, №113, მუხ.1232

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №888 - სსმ III, 08.12.2008, №175, მუხ.1789

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №984 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2016

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №694 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1531

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №778 - სსმ III, 30.11.2009, №146, მუხ.1717

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №908 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.1967

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №166 - სსმ III, 05.03.2010, №24, მუხ.366

11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №267 - სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ.555

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №359 - სსმ III, 10.05.2010, №52, მუხ.796

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №629 - სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1450

14.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11ნოემბრის ბრძანება №841- სსმ III, №147, 11.11.2010, მუხ.2010

 

დანართი №1

ინსტრუქცია საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ან გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ ზონაში არსებული უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და განსაზღვრულ შემთხვევებში გადახდილ იქნება ექსპორტის გადასახდელები.

2. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ან თავისუფალ ზონაში მოთავსება ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ ზონაში შეტანა აკრძალული არ არის.

3. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის მიმართ, რომელიც:

ა) მთლიანად წარმოებული ან მიღებულია საქართველოში;

ბ) შემოტანილია უცხო ქვეყნიდან და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში;

გ) მოქცეულია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში და გასული არ არის მისი გადამუშავების ვადა.

4. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ან თავისუფალ ზონაში შეტანისას იყო ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №530 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.932

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №984 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2016

    მუხლი 2. საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები

1. ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დროს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე (საბაჟო ორგანოში) დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:

ა) საქონლის წარდგენა;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) წარდგენა; სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ის წარდგენა; ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა), აგრეთვე საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევებში – წერილობითი ან ზეპირი დეკლარირება;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის” (შემდგომში – მოწმობა) გამოწერა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის დეკლარირება (სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით) ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომლის გავლითაც საქონელი ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას; ან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით დეკლარირების შემთხვევისა).

2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, საქონლისა ან/და სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის მიზნით, საქონლის გადამუშავების ვადის გასვლამდე საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში) სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საქონლის გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა), აგრეთვე საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლის შემთხვევაში პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანისას, სურვილის შემთხვევაში, წერილობითი დეკლარირების ფორმას – სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – ირჩევს ფიზიკური პირი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №984 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №778 - სსმ III, 30.11.2009, №146, მუხ.1717

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №908 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.1967

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №166 - სსმ III, 05.03.2010, №24, მუხ.366

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №359 - სსმ III, 10.05.2010, №52, მუხ.796

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №629 - სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1450

    მუხლი 3. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და დროებითი დასაწყობება

1. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.

2. საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან/და მესაკუთრემ) ან საწყობის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ დანართი №1 (შემდგომში – დროებითი შენახვის განაცხადი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ვადაში დადგენილი წესით ხორციელდება ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირება.

3. საბაჟო კონტროლის ზონიდან (დროებითი დასაწყობების ადგილიდან) საქონლის გატანა ხორციელდება:

ა) საქონლის წარდგენიდან საბაჟო რეჟიმში დეკლარირებამდე პერიოდში საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – დროებითი შენახვის განაცხადის დადგენილი წესით კონტროლზე აყვანისა და კონტროლიდან მოხსნის შემდეგ;

ბ) სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში;

გ) სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში;

დ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში.

4. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან (C ნომრის მინიჭებიდან) 10 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №359 - სსმ III, 10.05.2010, №52, მუხ.796

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №629 - სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1450

    მუხლი 4. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა

1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.

2. დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა ან საქონლის დროებითი დასაწყობებიდან (დროებითი შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, გარდა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დეკლარაციას ავსებს:

ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;

ბ) წარმომადგენელი:

ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;

გ) საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

4. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის/ორგანოს მიერ, რომელიც ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით და ამობეჭდავს რეგისტრირებულ დეკლარაციას.

4​1. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი:

ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;

დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.

6​1. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:

ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი დოკუმენტები:

ბ.ა) ლიცენზია დაკვირვების ელექტრონული საშუალებების ექსპორტზე;

ბ.ბ) ნებართვა:

ბ.ბ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ექსპორტზე;

ბ.ბ.ბ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიუ რ ი ნივთიერებების, რადიაქტიუ რ ი ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტზე;

ბ.ბ.გ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტზე;

ბ.ბ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტზე;

ბ.ბ.ე) სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტზე;

ბ.ბ.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანაზე;

ბ.ბ.ზ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე;

ბ.ბ.თ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტზე;

ბ.ბ.ი) საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანაზე;

ბ.გ) ხე-ტყის ექსპორტისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.დ) სერტიფიკატები:

ბ.დ.ა) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;

ბ.დ.ბ) ვეტერინარული სერტიფიკატი;

გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა) შემთხვევაში – ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა“;

დ) თუ დეკლარირებული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბაჟო გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული ექსპორტის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – ს.ს.ი.პ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)“ და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი.

7. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში (საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა ან საქონლის დროებითი დასაწყობებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა) ექსპორტის სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და არ იქნება გადახდილი ექსპორტის გადასახდელები, ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი 3 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, მაშინ, საბაჟო ორგანო წერილობით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დეკლარაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.

8. საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე, არასამუშაო დროს, საბაჟო დეკლარაცია წარედგინება დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №77 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.158

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №641 - სსმ III, 07.08.2008, №113, მუხ.1232

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №888 - სსმ III, 08.12.2008, №175, მუხ.1789

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №984 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №694 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1531

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №166 - სსმ III, 05.03.2010, №24, მუხ.366

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №267 - სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ.555

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №359 - სსმ III, 10.05.2010, №52, მუხ.796

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №629 - სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1450

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11ნოემბრის ბრძანება №841- სსმ III,№ 147, 11.11.2010, მუხ.2010

მუხლი 4​1. სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირება

ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებისას, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – საბაჟო ორგანოს სასაქონლო ზედნადებთან ერთად წარედგინება შესაბამისი დოკუმენტები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №908 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.1967

    მუხლი 5. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება

1. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო შემოწმებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, ექსპორტის საბაჟო რეჟიმის განხორციელების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით უნდა წარედგინოს სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №694 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1531

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №166 - სსმ III, 05.03.2010, №24, მუხ.366

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11ნოემბრის ბრძანება №841- სსმ III,№ 147, 11.11.2010, მუხ.2010

    მუხლი 6. ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შეცვლა საქონლის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციით

1. დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი მოტივირებული განცხადების საფუძველზე შეცვალოს დამუშავების შემდეგი ოპერაციებით:

ა) საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება;

ბ) საქონლის საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;

გ) საქონლის განთავსება თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში.

2. აკრძალულია ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა.

    მუხლი 7. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა

1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება:

ა) ცარიელ სარკინიგზო შემადგენლობაზე, საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა;

გ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე;

დ) სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით დეკლარირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;

ე) საქონელზე, რომლის დეკლარირებაც (სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით) ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და რომლის გავლითაც საქონელი ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №984 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №778 - სსმ III, 30.11.2009, №146, მუხ.1717

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №629 - სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1450

    მუხლი 8. ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი

1. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დღეში 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.

1​1. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ან დროებითი დასაწყობების ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება 20 კალენდარული დღით, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.

2. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი, გარდა ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებულისა, უნდა გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია, 5 კალენდარულ დღეში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის გაუქმების შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გასატანად დადგენილი ვადის 10 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. საქონლის გატანასა და საბაჟო პროცედურების შესრულებაზე პასუხისმგებელია დეკლარანტი.

2​1. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონელი უნდა გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ სასაქონლო ზედნადების ან დეკლარაციის დამოწმების დღიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე.

4. გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.

5. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.

6. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

7. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

8. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.

9. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.

10. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №191 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.387

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №984 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №359 - სსმ III, 10.05.2010, №52, მუხ.796

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №629 - სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1450

    მუხლი 9. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:

ა) დაუყონებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;

ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;

გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.

2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით შესაბამისად.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.

    მუხლი 10. ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში

1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:

ა) საბაჟო საწყობის მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;

ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთის გამგზავნს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განხორციელებული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენის დღედ.

4. ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობებისას დეკლარანტმა უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან საქონლის მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით.

5. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №191 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.387

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №984 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №166 - სსმ III, 05.03.2010, №24, მუხ.366

    მუხლი 11. საქონლის წარდგენა დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი პირდაპირ წარედგინება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს, მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის ან სატვირთოსაბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დაადასტურებს დოკუმენტს საბაჟო დამღით – „მოხსნილია კონტროლიდან“, საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №778 - სსმ III, 30.11.2009, №146, მუხ.1717

    მუხლი 12. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დასრულება

1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ აღრიცხვის მოწმობაზე ან/და სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაზე ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ზე სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან.

1​1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანი საქონლის (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევაში:

ა) სასაქონლო ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე დაისმება საბაჟო დამღა ,,გაშვება ნებადართულია“ და მოწმდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და ხელმოწერით;

ბ) სასაქონლო ზედნადების მონაცემები ელექტრონულად აისახება საბაჟოს მონაცემთა ბაზაში;

გ) ზედნადების ერთი დამოწმებული ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოში, მეორე უბრუნდება პირს.

2. ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დასრულებისა და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მომენტიდან საქონელი გამოდის საბაჟო ზედამხედველობიდან და გადადის პირის სრულ განკარგულებაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №191 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.387

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №778 - სსმ III, 30.11.2009, №146, მუხ.1717

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №908 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.1967

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №166 - სსმ III, 05.03.2010, №24, მუხ.366

    მუხლი 13. გარდამავალი დებულებები

ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 6​1 პუნქტის ,,ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილების ამოქმედებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №984 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2016

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1770, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.009.688 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68122-14/