საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (14)
შემდგომი ცვლილებები (9)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.696
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1761
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული აქციზური საქონლის საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 თებერვლის №58 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №186-სსმIII, №32, 12.03.2007წ., მუხ.380
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07..2007წ., მუხ.1158
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1083-სსმIII, №138 04.10.2007წ., მუხ.1510
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
ინსტრუქცია
საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს უცხოური საქონლის გადაადგილებას სხვა ქვეყნებს შორის ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მის მიმართ საბაჟო გადასახდელების გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე.
2. აკრძალულია ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან/და დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მყოფი უცხოური საქონელი (გარდა დროებითი შემოტანის, ექსპორტის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებისა), თუ წარმოდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საბაჟო დოკუმენტები.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07..2007წ., მუხ.1158
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
ა) სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედდებული.
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ვ.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ვ.ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების ტრანზიტის ნებართვა;
ვ.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ტრანზიტის ნებართვა;
ვ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანზიტის ნებართვა;
ვ.ე) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ვ.ვ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ზ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატები;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194
მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 6. გაგზავნის საბაჟო ორგანოდან დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება
1. გაგზავნის საბაჟო ორგანო არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანო – საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.
2. გაგზავნის საბაჟო ორგანოდან დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების, განსაზღვრული საბაჟო მარშრუტისა და გადაზიდვის პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.
3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შემოსვლის დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება და გამოიწერება მოწმობა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შემთხვევისა) ან წარედგინება TIR-კარნეტი.
4. ტრანზიტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით ხდება მხოლოდ:
ა) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა);
გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცე-დურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქ-ციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაგ-ზავნის საბაჟო ორგანოში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სატვირთოსაბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (დანიშნულების ორ-განო), ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება იმ საბაჟო ორგა-ნოში, სადაც სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშ-ვეობით განხორციელდა წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია და ამავე ორგანოში გამოიწერება მოწმობა.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე მოწმობით, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საბაჟო საწყობში (დროებითი შენახვის საწყობში) საბაჟო საწყობის საბაჟო რეჟიმში ან დროებითი შენახვის პირობით კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
7. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობებისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე (დეკლარირებამდე ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერამდე) სატრანსპორტო საშუალების გახსნის, საქონლის გადმოტვირთვის მიზნით დეკლარანტი (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ (შემდგომში – განაცხადი) და, შესაბამისად, მის ხელთ არსებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, საბაჟო კონტროლისა ან/და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელმა უნდა წარადგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი ზოგადი დეკლარირების ფორმით ან საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გათვალისწინებულ მონაცემებს. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობების ადგილიდან დანიშნულების საბაჟოს მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებითი დასაწყობების შესაბამისი ვადის ფარგლებში ახალი აღრიცხვის მოწმობის გამოწერით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №186-სსმIII, №32, 12.03.2007წ., მუხ.380

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
მუხლი 7. საბაჟო პროცედურები დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის შემდეგ
1. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ, რომელიც წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს, ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენა (თუ ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით) და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის საბაჟო კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია);
გ) საქონლის მოთავსება დროებითი შენახვის საწყობში ან დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
დ) საქონლისათვის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევა;
ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად (TIR-კარნეტი);
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შემთხვევაში – მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერისა და დასმული თარიღდამღის წარდგენა.
2. დანიშნულების საბაჟოში დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 დღისა.

მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. (ამოღებულია).

მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტისთვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ამ დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.

მუხლი 10. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
4. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილი უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:

ვ) სატრანსპორტო ზედდებული;
ზ) კონოსამენტი;
თ) მანიფესტი;
ი) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
კ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
ლ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ლ.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ლ.ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების ტრანზიტის ნებართვა;
ლ.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ტრანზიტის ნებართვა;
ლ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანზიტის ნებართვა;
ლ.ე) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ლ.ვ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
მ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატები;
ნ) სერტიფიკატები:
ნ.ა) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
ნ.ბ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ნ.გ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ნ.დ) სანიტარიულ-ჰიგიენური სერტიფიკატი;
ნ.ე) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
ო) საქონლის სპეციფიკაცია;
პ) ექსპერტიზის აქტი;
ჟ) საქონლის დათვალიერების აქტი;
რ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
ს) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
ტ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
უ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
ფ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი;
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
მუხლი 11. საბაჟო პროცედურები საბაჟო ორგანოში სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დროს
1. იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი (გარდა მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც გადაადგილდება გაგზავნის საბაჟოდან, პირდაპირ წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციასთან ერთად, საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე.
3. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების წარდგენის დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია;
ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მონაცემების შეცვლა საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი მონაცემების უზუსტობის დადგენამდე;
გ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება;
დ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან მიღება;
ე) საიდენტიფიკაციო საშუალებების (მათ შორის, საბაჟო საზღვარზე დადებული საიდენტიფიკაციო საშუალებების) შემოწმება;
ვ) საქონლის საბაჟო დათვალიერება (საქონელი საბაჟო მოხელის გადაწყვეტილებით დათვალიერდება სრულად და/ან შერჩევით და/ან საერთოდ არ დათვალიერდება);
ზ) ფიტო და/ან ვეტერინარული კონტროლი;
თ) საჭიროების შემთხვევაში სინჯებისა და/ან ნიმუშების აღება დეკლარანტის ან საბაჟო ორგანოს მოთხოვნით;
ი) გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ საქონლის გაშვების ან არგაშვების შესახებ.
4. საქონლის არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღების დროს დეკლარანტი ვალდებულია საქონელი განათავსოს დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში, ხოლო გაშვების შემთხვევაში საქონელი გადაეცემა დეკლარანტს საბაჟო ტერიტორიიდან განკარგვისათვის, რაც დასტურდება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი შტამპის დასმით: „გაშვება ნებადართულია“, სადაც მიეთითება აგრეთვე საბაჟო მოხელის ხელმოწერა, თარიღი და დრო.

მუხლი 12. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე;
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 14. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.
2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 15. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული აქციზური საქონლის მარშრუტი
საქართველოს საბაჟო საზღვარზე აქციზური საქონლის გადაადგილება ხორციელდება შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით:
ა) „ყაზბეგი“;
ბ) „წითელი ხიდი“;
გ) „სადახლო“;
დ) „გარდაბანი“;
ე) „სარფი“;
ვ) „ვალე“;
ზ) ფოთისა და ყულევის პორტები.
თ) „ბათუმის პორტი“;
ი) „თბილისის აეროპორტი“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1083-სსმIII, №138 04.10.2007წ., მუხ.1510
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.696
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1761
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული აქციზური საქონლის საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 თებერვლის №58 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №186-სსმIII, №32, 12.03.2007წ., მუხ.380
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07..2007წ., მუხ.1158
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1083-სსმIII, №138 04.10.2007წ., მუხ.1510
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
ინსტრუქცია
საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს უცხოური საქონლის გადაადგილებას სხვა ქვეყნებს შორის ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მის მიმართ საბაჟო გადასახდელების გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე.
2. აკრძალულია ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან/და დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მყოფი უცხოური საქონელი (გარდა დროებითი შემოტანის, ექსპორტის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებისა), თუ წარმოდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საბაჟო დოკუმენტები.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები🔗

ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა).
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა);
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაგზავნის საბაჟო ორგანოში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (დანიშნულების ორგანო).
გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცე-დურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქ-ციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაგ-ზავნის საბაჟო ორგანოში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სატვირთოსაბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (დანიშნულების ორ-განო), ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება იმ საბაჟო ორგა-ნოში, სადაც სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშ-ვეობით განხორციელდა წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია და ამავე ორგანოში გამოიწერება მოწმობა.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე მოწმობით, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საბაჟო საწყობში (დროებითი შენახვის საწყობში) საბაჟო საწყობის საბაჟო რეჟიმში ან დროებითი შენახვის პირობით კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
7. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობებისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე (დეკლარირებამდე ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერამდე) სატრანსპორტო საშუალების გახსნის, საქონლის გადმოტვირთვის მიზნით დეკლარანტი (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ (შემდგომში – განაცხადი) და, შესაბამისად, მის ხელთ არსებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, საბაჟო კონტროლისა ან/და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელმა უნდა წარადგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი ზოგადი დეკლარირების ფორმით ან საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გათვალისწინებულ მონაცემებს. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობების ადგილიდან დანიშნულების საბაჟოს მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებითი დასაწყობების შესაბამისი ვადის ფარგლებში ახალი აღრიცხვის მოწმობის გამოწერით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №186-სსმIII, №32, 12.03.2007წ., მუხ.380
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07..2007წ., მუხ.1158
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
მუხლი 7. საბაჟო პროცედურები დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის შემდეგ
1. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ, რომელიც წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს, ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენა (თუ ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით) და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის საბაჟო კონტროლიდან მოხსნით (თუ საბაჟო დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის);
ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის საბაჟო კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია);
გ) საქონლის მოთავსება დროებითი შენახვის საწყობში და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
გ) საქონლის მოთავსება დროებითი შენახვის საწყობში ან დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
დ) საქონლისათვის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევა;
ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად (TIR-კარნეტი);
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შემთხვევაში – მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერისა და დასმული თარიღდამღის წარდგენა.
2. დანიშნულების საბაჟოში დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07..2007წ., მუხ.1158
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194
მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტისთვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ამ დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
მუხლი 10. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
4. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილი უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) სატრანსპორტო ზედდებული;
ზ) კონოსამენტი;
თ) მანიფესტი;
ი) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
კ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
ლ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ლ.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ლ.ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების ტრანზიტის ნებართვა;
ლ.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ტრანზიტის ნებართვა;
ლ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანზიტის ნებართვა;
ლ.ე) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ლ.ვ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
მ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატები;
ნ) სერტიფიკატები:
ნ.ა) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
ნ.ბ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ნ.გ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ნ.დ) სანიტარიულ-ჰიგიენური სერტიფიკატი;
ნ.ე) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
ო) საქონლის სპეციფიკაცია;
პ) ექსპერტიზის აქტი;
ჟ) საქონლის დათვალიერების აქტი;
რ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
ს) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
ტ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
უ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
ფ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი;
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
მუხლი 11. საბაჟო პროცედურები საბაჟო ორგანოში სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დროს
1. იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი (გარდა მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც გადაადგილდება გაგზავნის საბაჟოდან, პირდაპირ წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციასთან ერთად, საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოიხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე.
3. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების წარდგენის დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია;
ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მონაცემების შეცვლა საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი მონაცემების უზუსტობის დადგენამდე;
გ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება;
დ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან მიღება;
ე) საიდენტიფიკაციო საშუალებების (მათ შორის, საბაჟო საზღვარზე დადებული საიდენტიფიკაციო საშუალებების) შემოწმება;
ვ) საქონლის საბაჟო დათვალიერება (საქონელი საბაჟო მოხელის გადაწყვეტილებით დათვალიერდება სრულად და/ან შერჩევით და/ან საერთოდ არ დათვალიერდება);
ზ) ფიტო და/ან ვეტერინარული კონტროლი;
თ) საჭიროების შემთხვევაში სინჯებისა და/ან ნიმუშების აღება დეკლარანტის ან საბაჟო ორგანოს მოთხოვნით;
ი) გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ საქონლის გაშვების ან არგაშვების შესახებ.
4. საქონლის არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღების დროს დეკლარანტი ვალდებულია საქონელი განათავსოს დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში, ხოლო გაშვების შემთხვევაში საქონელი გადაეცემა დეკლარანტს საბაჟო ტერიტორიიდან განკარგვისათვის, რაც დასტურდება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი შტამპის დასმით: „გაშვება ნებადართულია“, სადაც მიეთითება აგრეთვე საბაჟო მოხელის ხელმოწერა, თარიღი და დრო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
მუხლი 12. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში🔗
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე;
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 14. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.
2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 15. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული აქციზური საქონლის მარშრუტი
საქართველოს საბაჟო საზღვარზე აქციზური საქონლის გადაადგილება ხორციელდება შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით:
ა) „ყაზბეგი“;
ბ) „წითელი ხიდი“;
გ) „სადახლო“;
დ) „გარდაბანი“;
ე) „სარფი“;
ვ) „ვალე“;
ზ) ფოთისა და ყულევის პორტები.
თ) „ბათუმის პორტი“;
ი) „თბილისის აეროპორტი“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1083-სსმIII, №138 04.10.2007წ., მუხ.1510
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.696
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1761
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული აქციზური საქონლის საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 თებერვლის №58 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №186-სსმIII, №32, 12.03.2007წ., მუხ.380
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07..2007წ., მუხ.1158
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07.2007წ., მუხ.1158
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1083-სსმIII, №138 04.10.2007წ., მუხ.1510
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №76-სსმIII, №11, 24.01.2008წ., მუხ.157
ინსტრუქცია
საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს უცხოური საქონლის გადაადგილებას სხვა ქვეყნებს შორის ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მის მიმართ საბაჟო გადასახდელების გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების გარეშე.
2. აკრძალულია ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან/და დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მყოფი უცხოური საქონელი (გარდა დროებითი შემოტანის, ექსპორტის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებისა), თუ წარმოდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საბაჟო დოკუმენტები.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები🔗
1. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07..2007წ., მუხ.1158
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07.2007წ., მუხ.1158
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
ა) სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედდებული.
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) (ამოღებულია);
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ვ.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ვ.ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების ტრანზიტის ნებართვა;
ვ.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ტრანზიტის ნებართვა;
ვ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანზიტის ნებართვა;
ვ.ე) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ვ.ვ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ზ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატები;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №76-სსმIII, №11, 24.01.2008წ., მუხ.157
მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა🔗
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194
მუხლი 6. გაგზავნის საბაჟო ორგანოდან დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება🔗
1. გაგზავნის საბაჟო ორგანო არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანო – საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.
2. გაგზავნის საბაჟო ორგანოდან დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების, განსაზღვრული საბაჟო მარშრუტისა და გადაზიდვის პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.
3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შემოსვლის დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება და გამოიწერება მოწმობა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შემთხვევისა) ან წარედგინება TIR-კარნეტი.
4. ტრანზიტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით ხდება მხოლოდ:
ა) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა);
გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცე-დურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქ-ციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაგ-ზავნის საბაჟო ორგანოში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სატვირთოსაბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (დანიშნულების ორ-განო), ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება იმ საბაჟო ორგა-ნოში, სადაც სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშ-ვეობით განხორციელდა წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია და ამავე ორგანოში გამოიწერება მოწმობა.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე მოწმობით, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საბაჟო საწყობში (დროებითი შენახვის საწყობში) საბაჟო საწყობის საბაჟო რეჟიმში ან დროებითი შენახვის პირობით კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
7. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობებისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე (დეკლარირებამდე ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერამდე) სატრანსპორტო საშუალების გახსნის, საქონლის გადმოტვირთვის მიზნით დეკლარანტი (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ (შემდგომში – განაცხადი) და, შესაბამისად, მის ხელთ არსებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, საბაჟო კონტროლისა ან/და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელი ან საქონლის მესაკუთრე) ან საბაჟო საწყობის მფლობელმა უნდა წარადგინოს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი ზოგადი დეკლარირების ფორმით ან საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გათვალისწინებულ მონაცემებს. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობების ადგილიდან დანიშნულების საბაჟოს მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებითი დასაწყობების შესაბამისი ვადის ფარგლებში ახალი აღრიცხვის მოწმობის გამოწერით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №186-სსმIII, №32, 12.03.2007წ., მუხ.380
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07..2007წ., მუხ.1158
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07.2007წ., მუხ.1158
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
მუხლი 7. საბაჟო პროცედურები დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის შემდეგ🔗
1. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ, რომელიც წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს, ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენა (თუ ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით) და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის საბაჟო კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია);
გ) საქონლის მოთავსება დროებითი შენახვის საწყობში ან დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
დ) საქონლისათვის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევა;
ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად (TIR-კარნეტი);
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შემთხვევაში – მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერისა და დასმული თარიღდამღის წარდგენა.
2. დანიშნულების საბაჟოში დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07..2007წ., მუხ.1158
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №922-სსმIII, №105,25.07.2007წ., მუხ.1158
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში🔗
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №88-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.194
მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტისთვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ამ დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
მუხლი 10. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა🔗
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
4. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილი უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) (ამოღებულია);
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) სატრანსპორტო ზედდებული;
ზ) კონოსამენტი;
თ) მანიფესტი;
ი) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
კ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
ლ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ლ.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ლ.ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების ტრანზიტის ნებართვა;
ლ.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ტრანზიტის ნებართვა;
ლ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანზიტის ნებართვა;
ლ.ე) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ლ.ვ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
მ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატები;
ნ) სერტიფიკატები:
ნ.ა) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
ნ.ბ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ნ.გ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ნ.დ) სანიტარიულ-ჰიგიენური სერტიფიკატი;
ნ.ე) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
ო) საქონლის სპეციფიკაცია;
პ) ექსპერტიზის აქტი;
ჟ) საქონლის დათვალიერების აქტი;
რ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
ს) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
ტ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
უ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
ფ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი;
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №76-სსმIII, №11, 24.01.2008წ., მუხ.157
მუხლი 11. საბაჟო პროცედურები საბაჟო ორგანოში სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დროს🔗
1. იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი (გარდა მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც გადაადგილდება გაგზავნის საბაჟოდან, პირდაპირ წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციასთან ერთად, საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე.
3. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების წარდგენის დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია;
ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მონაცემების შეცვლა საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი მონაცემების უზუსტობის დადგენამდე;
გ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება;
დ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან მიღება;
ე) საიდენტიფიკაციო საშუალებების (მათ შორის, საბაჟო საზღვარზე დადებული საიდენტიფიკაციო საშუალებების) შემოწმება;
ვ) საქონლის საბაჟო დათვალიერება (საქონელი საბაჟო მოხელის გადაწყვეტილებით დათვალიერდება სრულად და/ან შერჩევით და/ან საერთოდ არ დათვალიერდება);
ზ) ფიტო და/ან ვეტერინარული კონტროლი;
თ) საჭიროების შემთხვევაში სინჯებისა და/ან ნიმუშების აღება დეკლარანტის ან საბაჟო ორგანოს მოთხოვნით;
ი) გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ საქონლის გაშვების ან არგაშვების შესახებ.
4. საქონლის არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღების დროს დეკლარანტი ვალდებულია საქონელი განათავსოს დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში, ხოლო გაშვების შემთხვევაში საქონელი გადაეცემა დეკლარანტს საბაჟო ტერიტორიიდან განკარგვისათვის, რაც დასტურდება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი შტამპის დასმით: „გაშვება ნებადართულია“, სადაც მიეთითება აგრეთვე საბაჟო მოხელის ხელმოწერა, თარიღი და დრო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1293-სსმIII, №178 17.12.2007წ., მუხ.1966
მუხლი 12. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში🔗
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე;
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 14. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.
2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 15. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული აქციზური საქონლის მარშრუტი🔗
საქართველოს საბაჟო საზღვარზე აქციზური საქონლის გადაადგილება ხორციელდება შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით:
ა) „ყაზბეგი“;
ბ) „წითელი ხიდი“;
გ) „სადახლო“;
დ) „გარდაბანი“;
ე) „სარფი“;
ვ) „ვალე“;
ზ) ფოთისა და ყულევის პორტები.
თ) „ბათუმის პორტი“;
ი) „თბილისის აეროპორტი“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1083-სსმIII, №138 04.10.2007წ., მუხ.1510
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1083-სსმIII, №138 04.10.2007წ., მუხ.1510
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1761, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.696 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68164-5/