საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (19)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.040.22.033.009.700
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1760
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.
2. ეს ინსტრუქცია არ ვრცელდება: საფოსტო გზავნილებზე; მგზავრის მიერ გადაადგილებულ ბარგსა და ხელბარგზე; საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის ბრძანება №10 - სსმ III, 09.01.2008, №3, მუხ.47
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №105 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.209
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №389 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.662
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №923 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1159
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1028 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1325
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის ბრძანება №10 - სსმ III, 09.01.2008, №3, მუხ.47
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №73 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.154
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №464 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.847
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №536 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.998
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №637 - სსმ III, 07.08.2008, №121, მუხ.1228
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №856 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1821
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №24, 05.03.2010, , მუხ.361
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №268 - სსმ III, №31, 31.03.2010, მუხ.556
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №354 - სსმ III, №52, 10.05.2010, მუხ.791
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №538 - სსმ III, №79, 05.07.2010, მუხ.1152
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №664 - სსმ III, №104, 25.08.2010, მუხ.1584
ინსტრუქცია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისას მის მიმართ გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები;
ბ) საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები;
გ) საბაჟო გადასახდელების გადახდა (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლისა, რომელიც უბრუნდება დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით განსაზღვრული პირობებით. ამასთან, აღნიშნულ საქონელზე გადაიხდევინება საბაჟო მოსაკრებელი).
3. აკრძალულია იმ საქონლის მოქცევა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – ,,დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
8. თავისუფალ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №536 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.998
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1028 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1325
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №464 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.847
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში _ სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.

მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირობების შესაბამისად წარდგენილი საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ა.ა.დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტზე;
ა.ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;
ა.ა.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ა.ა.ზ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე;
ა.ა.თ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №105 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.209
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №73 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.154
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №637 - სსმ III, 07.08.2008, №121, მუხ.1228

მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 6. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით. ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
9. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №354 - სსმ III, №52, 10.05.2010, მუხ.791
მუხლი 7. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო); საბაჟო საწყობი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №24, 05.03.2010, , მუხ.361
მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმოქცევისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თრიღისა და დროის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა კონტროლიდან იხსნება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ამობეჭდილი დეკლარაცის ეგზემპლარისა და თანმხლები დოკუმენტების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №923 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1159

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №664 - სსმ III, №104, 25.08.2010, მუხ.1584
მუხლი 9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა (ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას დეკლარაციის რეგისტრაცია C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირების მიერ, მათზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით, ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირების მიერ, მათზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 ნუსხით გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
33. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
4. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ) წარმომადგენელი:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში;
გ) საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული:
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
8. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ბ.ა) ლიცენზია დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტზე;
ბ.ბ) ნებართვა:
ბ.ბ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტზე;
ბ.ბ.ბ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ბ.ბ.გ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატივების იმპორტზე;
ბ.ბ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;
ბ.ბ.ე) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;
ბ.ბ.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ბ.ბ.ზ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ბ.თ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე;
ბ.ბ.ი) ვეტერინარ ულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ბ.კ) ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ბ.ლ) არაიოდიზებული მარილის იმპორტზე;
ბ.გ) სერტიფიკატი:
ბ.გ.ა) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ბ.გ.ბ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ბ.გ.გ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი;
გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა) შემთხვევაში – ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა“;
დ) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბაჟო გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული იმპორტის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ვ) საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენების შემთხვევაში:
ვ.ა) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილება საქონლისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ.ბ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილება საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ.გ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
ვ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზ) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:
ზ.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
ზ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“;
ზ.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილ და კლასიფიცირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა) – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1028 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1325
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №73 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.154
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №464 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.847
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №637 - სსმ III, 07.08.2008, №121, მუხ.1228
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №856 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1821
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №24, 05.03.2010, , მუხ.361
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №268 - სსმ III, №31, 31.03.2010, მუხ.556
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №354 - სსმ III, №52, 10.05.2010, მუხ.791
მუხლი 10. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება
1. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო შემოწმებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირების მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
ბ) რომლებსაც წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

მუხლი 11. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების დროს მოქმედი შეღავათები
1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოიყენება ის შეღავათები, რაც მოქმედებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის.
2. თუ, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ ამ საქონლის გაშვებამდე პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით შემცირდა საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოყენებულ უნდა იქნეს შემცირებული განაკვეთები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის შეცვლით და ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
4. თუ დეკლარანტი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან 3 წლის ვადაში წარადგენს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს შესაბამის საბაჟო შეღავათებს, მაშინ მასზე გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები.
5. თუ, საქონლის გაშვება არ განხორციელდა ან გაჭიანურდა დეკლარანტის მიზეზით ან მისი უმოქმედობის გამო, ხოლო ამ პერიოდში შეიცვალა საბაჟო კანონმდებლობა, რომელმაც გამოიწვია შესაბამისი შეღავათების შემოღება, მაშინ მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეღავათები.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლის, რომელიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის ვადაში უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).

მუხლი 12. საქონლის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის შეცვლა თავისუფალ მომოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით
1. დეკლარანტს შეუძლია ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მოქცეული საქონელი, ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ წარმოდგენილია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტები.
2. აკრძალულია ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა.
მუხლი 13. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 14. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში, დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს;
გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);
დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.
5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.
7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორდინაციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება, როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №389 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.662

მუხლი 15. გარდამავალი დებულებები
ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ.ბ.ა” ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილების ამოქმედებისთანავე.

+

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა კონტროლიდან იხსნება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ამობეჭდილი დეკლარაცის ეგზემპლარისა და თანმხლები დოკუმენტების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №923 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1159
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1028 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1325
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №464 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.847
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №664 - სსმ III, №104, 25.08.2010, მუხ.1584
მუხლი 9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება:

ბ.ბ.ი) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;

17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №838 - სსმ III, №147, 11.11.2010, მუხ.2090
ინსტრუქცია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისას მის მიმართ გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები;
ბ) საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები;
გ) საბაჟო გადასახდელების გადახდა (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლისა, რომელიც უბრუნდება დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით განსაზღვრული პირობებით. ამასთან, აღნიშნულ საქონელზე გადაიხდევინება საბაჟო მოსაკრებელი).
3. აკრძალულია იმ საქონლის მოქცევა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – ,,დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
8. თავისუფალ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №536 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.998
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები🔗
1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).
გ) მოწმობის გამოწერა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის” შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აისახება ინფორმაცია:
გ.ა) თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის შესახებ;
გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1028 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1325
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №464 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.847
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №838 - სსმ III, №147, 11.11.2010, მუხ.2090
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში _ სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირობების შესაბამისად წარდგენილი საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ა.ა.დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტზე;
ა.ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;
ა.ა.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ა.ა.ზ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე;
ა.ა.თ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №105 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.209
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №73 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.154
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №637 - სსმ III, 07.08.2008, №121, მუხ.1228
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა🔗
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №105 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.209
მუხლი 6. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი🔗
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით. ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (ამ მუხლის 11–13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
11. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 45 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადა გაიზრდება არა უმეტეს 20 კალენდარული დღით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
12. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.
13. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – „ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით” გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
9. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1028 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1325
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №73 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.154
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №464 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.847
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №354 - სსმ III, №52, 10.05.2010, მუხ.791
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №838 - სსმ III, №147, 11.11.2010, მუხ.2090
მუხლი 7. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში🔗
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო); საბაჟო საწყობი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
გ) თავისი სვლით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №105 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.209
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №24, 05.03.2010, , მუხ.361
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №838 - სსმ III, №147, 11.11.2010, მუხ.2090
მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმოქცევისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თრიღისა და დროის მითითებით.
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (საქონლის გარეშე, თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმოქცევისათვის განკუთვნილი საქონელი (საქონლის გარეშე, თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღისა და დროის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა კონტროლიდან იხსნება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ამობეჭდილი დეკლარაცის ეგზემპლარისა და თანმხლები დოკუმენტების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.
4. საქონლის გარეშე, თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №923 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1159
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1028 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1325
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №464 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.847
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №664 - სსმ III, №104, 25.08.2010, მუხ.1584
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №838 - სსმ III, №147, 11.11.2010, მუხ.2090
მუხლი 9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა🔗
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა (ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას დეკლარაციის რეგისტრაცია C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირების მიერ, მათზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით, ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირების მიერ, მათზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით:
31. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
ა) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
32. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით:
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 ნუსხით გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
33. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
33. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 ნუსხით გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.„31. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
32. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით:
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
33. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 ნუსხით გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
34. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 20 კალენდარული დღით.
35. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
4. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ) წარმომადგენელი:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში;
გ) საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული:
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
8. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ბ.ა) ლიცენზია დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტზე;
ბ.ბ) ნებართვა:
ბ.ბ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტზე;
ბ.ბ.ბ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ბ.ბ.გ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატივების იმპორტზე;
ბ.ბ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;
ბ.ბ.ე) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;
ბ.ბ.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ბ.ბ.ზ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ბ.თ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე;
ბ.ბ.ი) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ბ.კ) ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ბ.ლ) არაიოდიზებული მარილის იმპორტზე;
ბ.გ) სერტიფიკატი:
ბ.გ.ა) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ბ.გ.ბ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ბ.გ.გ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი;
გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა) შემთხვევაში – ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა“;
დ) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბაჟო გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული იმპორტის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ვ) საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენების შემთხვევაში:
ვ.ა) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილება საქონლისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ.ბ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილება საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ.გ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
ვ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზ) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:
ზ.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
ზ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“;
ზ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა” (საქონლის გარეშე თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა);
ზ.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილ და კლასიფიცირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა) – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1028 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1325
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №73 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.154
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №464 - სსმ III, 02.06.2008, №78, მუხ.847
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №637 - სსმ III, 07.08.2008, №121, მუხ.1228
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №856 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1821
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №24, 05.03.2010, , მუხ.361
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №268 - სსმ III, №31, 31.03.2010, მუხ.556
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №354 - სსმ III, №52, 10.05.2010, მუხ.791
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №838 - სსმ III, №147, 11.11.2010, მუხ.2090
მუხლი 10. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება🔗
1. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო შემოწმებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირების მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
ბ) რომლებსაც წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №856 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1821
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №24, 05.03.2010, , მუხ.361
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №838 - სსმ III, №147, 11.11.2010, მუხ.2090
მუხლი 11. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების დროს მოქმედი შეღავათები🔗
1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოიყენება ის შეღავათები, რაც მოქმედებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის.
2. თუ, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ ამ საქონლის გაშვებამდე პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით შემცირდა საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოყენებულ უნდა იქნეს შემცირებული განაკვეთები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის შეცვლით და ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
4. თუ დეკლარანტი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან 3 წლის ვადაში წარადგენს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს შესაბამის საბაჟო შეღავათებს, მაშინ მასზე გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები.
5. თუ, საქონლის გაშვება არ განხორციელდა ან გაჭიანურდა დეკლარანტის მიზეზით ან მისი უმოქმედობის გამო, ხოლო ამ პერიოდში შეიცვალა საბაჟო კანონმდებლობა, რომელმაც გამოიწვია შესაბამისი შეღავათების შემოღება, მაშინ მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეღავათები.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლის, რომელიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის ვადაში უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
მუხლი 12. საქონლის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის შეცვლა თავისუფალ მომოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით🔗
1. დეკლარანტს შეუძლია ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მოქცეული საქონელი, ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ წარმოდგენილია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტები.
2. აკრძალულია ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა.
მუხლი 13. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 14. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში, დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს;
გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);
დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.
5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.
7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორდინაციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება, როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №389 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.662
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №354 - სსმ III, №52, 10.05.2010, მუხ.791
მუხლი 15. გარდამავალი დებულებები🔗
ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ.ბ.ა” ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილების ამოქმედებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №983 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.2019
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1760, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.150.040.22.033.009.700 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68176-16/