საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.701
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1763
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.
2. ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №153 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №401-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.674
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №265-სსმIII, №33, 31.03. 2010წ., მუხ.553
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28 აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №348-სსმIII, №52, 10.05.2010 წ., მუხ.348
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №537-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1151
ინსტრუქცია
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაციის გამოყენებას:
ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები;
ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებული ან ჩათვლილი არ არის და მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
გ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დროს საბაჟო ორგანოს წარედგინება ექსპორტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია.
3. აკრძალულია საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები
1. საქონლის გადამუშავების ოპერაციები:
ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;
ბ) საქონლის წარმოება;
გ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
2. გადაუმუშავებელი საქონელი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ რეჟიმში.
3. გადამუშავების პროდუქტი – საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტი.
4. გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად.
5. ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად.
6. ნარჩენები – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი.
7. ნაშთი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული, გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იგივე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
მუხლი 3. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 4. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 5. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევვაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებაზე;
ა.ბ.) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამო-სილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 7. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი
1. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
9. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №348-სსმIII, №52, 10.05.2010 წ., მუხ.348
მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თრიღისა და დროის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.

მუხლი 10. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
4. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ) წარმომადგენელი:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
გ) საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები:
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.”
გ) ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ”-„ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები (თუ ასეთი პირობების შესახებ ინფორმაცია გათვალისწინებული არ არის სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში).
71. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ბ.ა) ნებართვა:
ბ.ა.ა) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.ბ) ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებაზე;
ბ.ბ) სერტიფიკატი:
ბ.ბ.ა) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინალური სერტიფიკატები;
ბ.ბ.ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:
ე.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
ე.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – მოწმობა”;
ე.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი” (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №265-სსმIII, №33, 31.03. 2010წ., მუხ.553
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №537-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1151
მუხლი 11. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 12. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს;
გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);
დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.
5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.
7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორდინაციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება, როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №401-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.674
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №348-სსმIII, №52, 10.05.2010 წ., მუხ.348
მუხლი 14. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.
2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 15. ეკვივალენტური საქონლის გამოყენება
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონელი საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია შეიცვალოს საქართველოს საქონლით, თუ მისი აღწერილობა, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და საბაჟო ღირებულება შეესაბამება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის შესაბამის მონაცემებს.
2. ეკვივალენტური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები განიხილება, როგორც ამ ინსტრუქციის დებულებათა შესაბამისად საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები.
3. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ეკვივალენტურ საქონელს აქვს უცხოური საქონლის საბაჟო სტატუსი, ხოლო შემოტანილ საქონელს – საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი.
4. ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე. ასეთი საქონელი შემოტანილ უნდა იქნეს ნაშთების ან/და ნარჩენების გატანიდან ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
მუხლი 16. საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავების პროდუქტებში
1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტიფიკაციისათვის დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები:
ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;
ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;
გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება;
დ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება.
2. გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტიფიკაციისათვის საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები.
3. დეკლარანტის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებით.
მუხლი 17. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობებია:
ა) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა;
ბ) ეკონომიკურად მომგებიანი საშუალებით გადამუშავების პროდუქტების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შეუძლებლობა;
გ) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:
გ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (მათ შორის, ხელშეკრულება არადეკლარანტთან საქონლის გადამუშავების შესახებ, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ);
გ.ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის, მისი გადამუშავების პროდუქტის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
გ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
გ.დ) გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ;
გ.ე) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ;
დ) დეკლარანტის მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონა;
ე) დეკლარანტის მიერ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამისი გარანტიის წარდგენა, რომლის ფარგლებშიც იგი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა.
2. პირმა, რომელმაც მიიღო საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების უფლება, საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, და უნდა გადაიხადოს საბაჟო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
მუხლი 18. საქონლის გადამუშავების ვადები
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის.
3. დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად არა უმეტეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.
4. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ საბაჟო რეჟიმში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
5. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ გადამუშავების პროდუქტი ან/და ნაშთი ან/და ნარჩენები უნდა მოექცეს საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის ქვეშ.
6. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარმოდგენილი უნდა იქნეს საგარანტიო უზრუნველყოფა;
ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს რეჟიმის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით.
7. გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და შესაბამისად წარედგინება სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ან მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ან განადგურების ან რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია. ამასთან, რეექსპორტისას წარდგენილი უნდა იქნეს სატვირთო საბაჟო დეკლარაცია. საქონლის ის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელდა და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), ექსპორტის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ან განადგურების საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
8. გადამუშავების პროდუქტის ან/და ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სატვირთო საბაჟო დეკლარაცია. საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილიდან (საბაჟო კონტროლის ზონიდან) სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე ან სხვა დანიშნულებით გადაადგილებისას გადამუშავების პროდუქტი ან/და ნაშთი ან/და ნარჩენები უნდა გადაადგილდეს საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული განსაზღვრული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის დაადგინოს კონკრეტული ვადები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
მუხლი 19. გამოსავლიანობის ნორმა და მისი გაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის დეკლარანტი საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას საბაჟო ორგანო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიების) დასკვნებს, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.
3. თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რის შედეგადაც იწარმოება იმავე ხარისხის გადამუშავების პროდუქტი, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოები, საბაჟო მიზნებიდან გამომდინარე, ადგენენ გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის სტანდარტულ ნორმებს.
მუხლი 20. საბაჟო დავალიანების ოდენობის განსაზღვრა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას
1. თუ გადაუმუშავებელი საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ (გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება:
ა.ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;
ა.ბ) გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;
ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის პირობების დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, კერძოდ, დაიკარგა (გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან უკანონოდ იქნა განკარგული (საქართველოს საბაჟო კოდექსის 248-ე მუხლით განსაზღვრული ქმედება) გადაუმუშავებელი საქონელი ან გადამუშავების პროდუქტი, გადასახდელი თანხა განისაზღვრება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხასა და გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მიღებული ან მისაღები გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხას შორის უდიდესი თანხით.
2. თუ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირების დღისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ საქონლის იმპორტზე ვრცელდება შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის მიზნით მასზე ვრცელდება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს იმავე დასახელების საქონლისათვის დადგენილი შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები.
3. თუ გადაუმუშავებელი უცხოური საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღიდან, ხოლო მისი დაუდგენლობის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან იმპორტის გადასახდელებზე გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული საურავი.

მუხლი 21. გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებზე ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთებზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობა
1. საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.
2. თუ საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისათვის ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთებისათვის განისაზღვრა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა), ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა განსაზღვრული საბაჟო ოპერაციის სახის მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად.
მუხლი 22. გადაუმუშავებელი საქონლის, გადამუშავების პროდუქტის ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებით გატანილი გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა. ამასთანავე, გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებისას დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის წარდგენილი გარანტიის გაზრდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ ინსტრუქციის მე-20 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.
მუხლი 23. იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან/და ჩათვლა
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობების შესრულების შემთხვევაში დეკლარანტს შეუძლია მოითხოვოს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან/და ჩათვლა, თუ იგი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებებს, რომ ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი:
ა) გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, გარდა ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც საქონელი დაბრუნებულ იქნა 3 წლის განმავლობაში;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის დროებითი შემოტანის ან საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან/და საქონელი მიტანილია თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში.
2. გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის განიხილება როგორც უცხოური საქონელი.
3. თუ გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი, რომელიც მოქცეულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ რომელიმე საბაჟო რეჟიმში ან მიტანილია თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ საწყობში და გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში, საბაჟო დავალიანება წარმოიშობა იმპორტის გადასახდელების დაბრუნებული ან ჩათვლილი თანხის ოდენობით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.701
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1763
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.
2. ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №153 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №401-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.674
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №265-სსმIII, №33, 31.03. 2010წ., მუხ.553
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28 აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №348-სსმIII, №52, 10.05.2010 წ., მუხ.348
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №537-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1151
ინსტრუქცია
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაციის გამოყენებას:
ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები;
ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებული ან ჩათვლილი არ არის და მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
გ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დროს საბაჟო ორგანოს წარედგინება ექსპორტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია.
3. აკრძალულია საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები
1. საქონლის გადამუშავების ოპერაციები:
ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;
ბ) საქონლის წარმოება;
გ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
2. გადაუმუშავებელი საქონელი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ რეჟიმში.
3. გადამუშავების პროდუქტი – საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტი.
4. გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად.
5. ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად.
6. ნარჩენები – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი.
7. ნაშთი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული, გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იგივე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
მუხლი 3. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები🔗
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 4. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 5. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევვაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებაზე;
ა.ბ.) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამო-სილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
მუხლი 7. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი🔗

ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
გ) საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები:
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.”
გ) ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ”-„ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები (თუ ასეთი პირობების შესახებ ინფორმაცია გათვალისწინებული არ არის სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში).
71. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ბ.ა) ნებართვა:
ბ.ა.ა) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.ბ) ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებაზე;
ბ.ბ) სერტიფიკატი:
ბ.ბ.ა) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინალური სერტიფიკატები;
ბ.ბ.ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:
ე.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
ე.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – მოწმობა”;
ე.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი” (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №265-სსმIII, №33, 31.03. 2010წ., მუხ.553
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №537-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1151
მუხლი 11. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში🔗
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 12. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №926-სსმIII, №165, 17.12.2010წ., მუხ.2348
ინსტრუქცია
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაციის გამოყენებას:
ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები;
ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებული ან ჩათვლილი არ არის და მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
გ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დროს საბაჟო ორგანოს წარედგინება ექსპორტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია.
3. აკრძალულია საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები🔗
1. საქონლის გადამუშავების ოპერაციები:
ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;
ბ) საქონლის წარმოება;
გ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
2. გადაუმუშავებელი საქონელი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ რეჟიმში.
3. გადამუშავების პროდუქტი – საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტი.
4. გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად.
5. ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად.
6. ნარჩენები – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი.
7. ნაშთი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული, გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იგივე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
მუხლი 3. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები🔗
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 4. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 5. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევვაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებაზე;
ა.ბ.) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამო-სილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა🔗
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
მუხლი 7. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი🔗
1. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
9. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №348-სსმIII, №52, 10.05.2010 წ., მუხ.348
მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში🔗
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თრიღისა და დროის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
მუხლი 10. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა🔗
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება:
2. დეკლარაციის წარდგენა (ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას დეკლარაციის რეგისტრაცია C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
4. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ) წარმომადგენელი:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
გ) საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
გ) საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები – ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №3-ით გათვალისწინებულ „საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ ერთად.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის/ორგანოს მიერ, რომელიც ,,ASYCUDA”-ს მეშვეობით ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით და ამობეჭდავს რეგისტრირებულ დეკლარაციას.
51. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ბარდება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე დეკლარაციის რეგისტრაციის შემთხვევაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენისას.
6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები:
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.”
გ) ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ”-„ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები (თუ ასეთი პირობების შესახებ ინფორმაცია გათვალისწინებული არ არის სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში).
71. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ბ.ა) ნებართვა:
ბ.ა.ა) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.ბ) ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებაზე;
ბ.ბ) სერტიფიკატი:
ბ.ბ.ა) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინალური სერტიფიკატები;
ბ.ბ.ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:
ე.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
ე.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – მოწმობა”;
ე.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – “საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი” (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.207
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №265-სსმIII, №33, 31.03. 2010წ., მუხ.553
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №537-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1151
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №926-სსმIII, №165, 17.12.2010წ., მუხ.2348
მუხლი 11. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში🔗
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 12. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს;
გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);
დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.
5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.
7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორდინაციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება, როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №401-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.674
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №348-სსმIII, №52, 10.05.2010 წ., მუხ.348
მუხლი 14. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.
2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 15. ეკვივალენტური საქონლის გამოყენება🔗
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონელი საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია შეიცვალოს საქართველოს საქონლით, თუ მისი აღწერილობა, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და საბაჟო ღირებულება შეესაბამება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის შესაბამის მონაცემებს.
2. ეკვივალენტური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები განიხილება, როგორც ამ ინსტრუქციის დებულებათა შესაბამისად საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები.
3. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ეკვივალენტურ საქონელს აქვს უცხოური საქონლის საბაჟო სტატუსი, ხოლო შემოტანილ საქონელს – საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი.
4. ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე. ასეთი საქონელი შემოტანილ უნდა იქნეს ნაშთების ან/და ნარჩენების გატანიდან ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
მუხლი 16. საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავების პროდუქტებში🔗
1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტიფიკაციისათვის დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები:
ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;
ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;
გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება;
დ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება.
2. გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტიფიკაციისათვის საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები.
3. დეკლარანტის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებით.
მუხლი 17. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები🔗
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობებია:
ა) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა;
ბ) ეკონომიკურად მომგებიანი საშუალებით გადამუშავების პროდუქტების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შეუძლებლობა;
გ) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:
გ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (მათ შორის, ხელშეკრულება არადეკლარანტთან საქონლის გადამუშავების შესახებ, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ);
გ.ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის, მისი გადამუშავების პროდუქტის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
გ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
გ.დ) გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ;
გ.ე) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ;
დ) დეკლარანტის მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონა;
ე) დეკლარანტის მიერ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამისი გარანტიის წარდგენა, რომლის ფარგლებშიც იგი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა.
2. პირმა, რომელმაც მიიღო საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების უფლება, საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, და უნდა გადაიხადოს საბაჟო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
მუხლი 18. საქონლის გადამუშავების ვადები🔗
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის.
3. დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად არა უმეტეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.
4. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ საბაჟო რეჟიმში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
5. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ გადამუშავების პროდუქტი ან/და ნაშთი ან/და ნარჩენები უნდა მოექცეს საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის ქვეშ.
6. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარმოდგენილი უნდა იქნეს საგარანტიო უზრუნველყოფა;
ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს რეჟიმის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით.
7. გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და შესაბამისად წარედგინება სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ან მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ან განადგურების ან რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია. ამასთან, რეექსპორტისას წარდგენილი უნდა იქნეს სატვირთო საბაჟო დეკლარაცია. საქონლის ის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელდა და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), ექსპორტის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ან განადგურების საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
8. გადამუშავების პროდუქტის ან/და ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სატვირთო საბაჟო დეკლარაცია. საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილიდან (საბაჟო კონტროლის ზონიდან) სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე ან სხვა დანიშნულებით გადაადგილებისას გადამუშავების პროდუქტი ან/და ნაშთი ან/და ნარჩენები უნდა გადაადგილდეს საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული განსაზღვრული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის დაადგინოს კონკრეტული ვადები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
მუხლი 19. გამოსავლიანობის ნორმა და მისი გაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა🔗
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის დეკლარანტი საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას საბაჟო ორგანო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიების) დასკვნებს, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.
3. თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რის შედეგადაც იწარმოება იმავე ხარისხის გადამუშავების პროდუქტი, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოები, საბაჟო მიზნებიდან გამომდინარე, ადგენენ გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის სტანდარტულ ნორმებს.
მუხლი 20. საბაჟო დავალიანების ოდენობის განსაზღვრა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას🔗
1. თუ გადაუმუშავებელი საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ (გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება:
ა.ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;
ა.ბ) გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;
ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის პირობების დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, კერძოდ, დაიკარგა (გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან უკანონოდ იქნა განკარგული (საქართველოს საბაჟო კოდექსის 248-ე მუხლით განსაზღვრული ქმედება) გადაუმუშავებელი საქონელი ან გადამუშავების პროდუქტი, გადასახდელი თანხა განისაზღვრება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხასა და გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მიღებული ან მისაღები გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხას შორის უდიდესი თანხით.
2. თუ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირების დღისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ საქონლის იმპორტზე ვრცელდება შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის მიზნით მასზე ვრცელდება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს იმავე დასახელების საქონლისათვის დადგენილი შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები.
3. თუ გადაუმუშავებელი უცხოური საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღიდან, ხოლო მისი დაუდგენლობის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან იმპორტის გადასახდელებზე გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული საურავი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №977-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2005
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 28აპრილის ბრძანება №335-სსმIII, №50, 30.04.2010წ., მუხ.734
მუხლი 21. გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებზე ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთებზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობა🔗
1. საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.
2. თუ საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისათვის ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთებისათვის განისაზღვრა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა), ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა განსაზღვრული საბაჟო ოპერაციის სახის მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად.
მუხლი 22. გადაუმუშავებელი საქონლის, გადამუშავების პროდუქტის ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებით გატანილი გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა. ამასთანავე, გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებისას დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის წარდგენილი გარანტიის გაზრდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ ინსტრუქციის მე-20 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.
მუხლი 23. იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან/და ჩათვლა🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობების შესრულების შემთხვევაში დეკლარანტს შეუძლია მოითხოვოს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან/და ჩათვლა, თუ იგი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებებს, რომ ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი:
ა) გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, გარდა ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც საქონელი დაბრუნებულ იქნა 3 წლის განმავლობაში;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის დროებითი შემოტანის ან საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან/და საქონელი მიტანილია თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში.
2. გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის განიხილება როგორც უცხოური საქონელი.
3. თუ გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი, რომელიც მოქცეულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ რომელიმე საბაჟო რეჟიმში ან მიტანილია თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ საწყობში და გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში, საბაჟო დავალიანება წარმოიშობა იმპორტის გადასახდელების დაბრუნებული ან ჩათვლილი თანხის ოდენობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1763, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.701 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68182-7/