საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.704
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1757
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №84 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
ინსტრუქცია
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხოური საქონლის შეტანას დაბრუნების ვალდებულებით, იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობითა და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გაუტარებლად. დროებით შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოიყენება უცვლელად, გარდა მისი ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.
2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების ძირითადი დანიშნულება არის საქართველოს უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური და სხვა მიმართულებით ურთიერთობების ხელშეწყობა.
3. აკრძალულია დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას - „დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული აღრიცხვის მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
ა) სახმელეთო ტრანსპორტით საქონლის დროებითი შემოტანის დროს – სატრანსპორტო ზედდებული;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის დროებითი შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის დროებითი შემოტანის დროს – ავიაზედდებული;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით დროებითი შემოტანის დროს – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი.
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-კარნეტის დოკუმენტი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
დ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
დ.ა) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა.
დ.ბ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით.
მუხლი 5. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხა
1. აქციზური საქონელი, საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა (სეს ესნ-ის კოდი – 8703) და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმისა).
2. მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა).
3. კვების პროდუქტები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა).
4. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშნულზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი.
6. სახიფათო (მათ შორის ტოქსიკური) და რადიაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით).
7. არასახიფათო (მათ შორის არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებული განთავსების ოპერაციათა „ა“ ჯგუფი).
8. საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები.
9. პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა).
10. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა.
11. ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი.
12. ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა) უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები.
13. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები.
14. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები.
15. შეზღუდულად ბრუნვადი მასალები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება აღრიცხვის მოწმობის გამოწერა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება:
ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს;
ბ) ცარიელ სარკინიგზო შემადგენლობაზე და უცხოეთში რეგისტრირებულ ცარიელ სატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა ცარიელი კონტეინერებისა).
მუხლი 7. დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე დროებით შემოტანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
2. დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დროებით შემოტანილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
5. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დროებით შემოტანილი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
6. თუ დროებით შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
7. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
8. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურება ხდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა), სადაც მიეთითება წარდგენის თარიღი და დრო, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედდებულზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო), რაც საბაჟო ორგანოს წარედგინება მოწმობასთან ერთად. დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – საქონლის მფლობელს იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე (დროებითი შენახვის საწყობი), მაშინ ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი დღისა, კანონმდებლობით დადგენილი „განაცხადის“ საფუძველზე.
მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება მოწმობაში საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
მუხლი 10. საქონლის დროებითი შემოტანის ვადები
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ზღვრული ვადა არ აღემატება 2 წელს.
2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ ზღვრული ვადის (2 წელი) ფარგლებში.
3. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილ უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე.
4. საქონლის დროებითი შემოტანის ვადა აითვლება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.
5. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
6. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი რეჟიმში ყოფნის მთელ პერიოდში რჩება შემომტანის განკარგულებაში.
7. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის წინასწარ განსაზღვრული ვადა, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს მიერ შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ზღვრულ ვადას (2 წელს).
8. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მყოფი საქონელი დაყადაღებულ იქნა სახელმწიფო ორგანოების მიერ, მაშინ დაყადაღების პერიოდის ვადით წყდება მოცემული საქონლის გატანის ვალდებულება.
9. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს საქონლის დაყადაღების შესახებ და წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 11. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
3. საბაჟო ორგანოს, შესაბამისი დასაბუთებით, შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად
6. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილ უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულება;
ბ) ინვოისი;
გ) სატრანსპორტო ზედდებული;
დ) კონოსამენტი;
ე) მანიფესტი;
ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
თ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
თ.ა) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
თ.ბ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის ნებართვა.
ი) სერტიფიკატები:
ი.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
ი.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
ი.გ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ი.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ი.ე) სანიტარიულ-ჰიგიენური სერტიფიკატი;
ი.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
კ) საქონლის სპეციფიკაცია;
ლ) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);
ნ) ექსპერტიზის აქტი;
ო) საქონლის დათვალიერების აქტი;
პ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
ჟ) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
რ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
ს) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
ტ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი.
უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
8. საბაჟო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობით, რომლის საფუძველზეც საქონლის ახალი მფლობელი საბაჟო ორგანოში წარადგენს სატვირთო საბაჟო დეკლარაციას. ასეთ შემთხვევაში დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება წინმსწრებ დეკლარაციაში მითითებული ვადით, რომელსაც აკლდება ამ საქონლის დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის ფაქტობრივი დრო.
მუხლი 12. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 13. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების დროს მოქმედი შეღავათები
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოიყენება ის შეღავათები, რაც მოქმედებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის.
2. თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ ამ საქონლის გაშვებამდე პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით შემცირდა საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოყენებულ უნდა იქნეს შემცირებული განაკვეთები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის შეცვლით და ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
4. თუ საქონლის გაშვება არ განხორციელდა ან გაჭიანურდა დეკლარანტის მიზეზით ან მისი უმოქმედობის გამო, ხოლო ამ პერიოდში შეიცვალა საბაჟო კანონმდებლობახ რომელმაც გამოიწვია შესაბამისი შეღავათების შემოღება, მაშინ მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეღავათები.
5. საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის რეჟიმში მოქცეული საქონელი სრულად თავისუფლდება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან, თუ დაცული იქნება აღნიშნული მუხლით დადგენილი პირობები.
მუხლი 14. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის შეცვლა სხვა საბაჟო რეჟიმით
დეკლარანტს შეუძლია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი შეცვალოს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციით (გარდა ტრანზიტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებისა), თუ წარმოდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები.
მუხლი 15. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 16. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ ადგილებში (განსაკუთრებულ შემთხვევებში სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების, ავარიების, დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგების სალიკვიდაციო, აგრეთვე სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად ტექნიკის შემოტანის, პირუტყვის ჯოგის შემოყვანისა და სხვა ადგილები) დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურაში.
2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელება) და მისამართს;
გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლების, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);
დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.
5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.
7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლებთან კოორდინაციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 17. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულება
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს შემოტანის სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტიდან განსხვავებულ სხვა სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
ბ) საქონელი მოექცა სხვა საბაჟო რეჟიმში ან გამოყებულ იქნა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
გ) საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, ხოლო დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას.
2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელი დოკუმენტია საქონელზე დადგენილი წესით სასაზღვრო საბაჟო გამშვები ორგანოს მიერ გამოწერილი კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.704
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1757
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №84 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №391-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.664
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №732-სსმIII, №94, 02.07.2007წ., მუხ.1001
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №926-სსმIII, №105, 25.07.2007წ., მუხ.1162
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII, №121, 27.08.2007წ., მუხ.1329
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №1165-სსმIII, №151, 26.10. 2007წ., მუხ.1675
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №177-სსმIII, №32, 29.02.2008წ., მუხ.338
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.843
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 16 ივნისის ბრძანება №381-სსმIII, №74, 18.06.2009წ., მუხ.809
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №263-სსმIII, №33, 31.03.2010წ., მუხ.551
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №541-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1155
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №679-სსმIII, №107, 30.08.2010წ., მუხ.1671
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII,№147, 11.11.2010წ.,მუხ.2094
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №919-სსმIII,№165,17.12.2010წ., მუხ.1341
ინსტრუქცია
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხოური საქონლის შეტანას დაბრუნების ვალდებულებით, იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობითა და არასატარიფო ღონისძიებების გამოყენებით. დროებით შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოიყენება უცვლელად, გარდა მისი ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.
11. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ასევე ის უცხოური საქონელი, რომლის მიმართაც განსაზღვრული იყო სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხოური საქონლის შეტანას დაბრუნების ვალდებულებით, იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობითა და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გაუტარებლად. დროებით შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოიყენება უცვლელად, გარდა მისი ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.
2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების ძირითადი დანიშნულება არის საქართველოს უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური და სხვა მიმართულებით ურთიერთობების ხელშეწყობა.
3. აკრძალულია დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს საბაჟო საწყობში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას - „დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები🔗
1. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა).
მუხლი 2. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №926-სსმIII, №105, 25.07.2007წ., მუხ.1162
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.843
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული აღრიცხვის მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
ა) სახმელეთო ტრანსპორტით საქონლის დროებითი შემოტანის დროს – სატრანსპორტო ზედდებული;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის დროებითი შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის დროებითი შემოტანის დროს – ავიაზედდებული;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით დროებითი შემოტანის დროს – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი.
31. (ამოღებულია).
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-კარნეტის დოკუმენტი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
დ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
დ.ა) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა.
დ.ბ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამო-სილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII, №121, 27.08.2007წ., მუხ.1329
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.843
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094
მუხლი 5. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხა🔗
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით.
მუხლი 5. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხა
1. აქციზური საქონელი, საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა (სეს ესნ-ის კოდი – 8703) და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმისა).
2. მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა).
3. კვების პროდუქტები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა).
4. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშნულზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი.
6. სახიფათო (მათ შორის ტოქსიკური) და რადიაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით).
7. არასახიფათო (მათ შორის არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებული განთავსების ოპერაციათა „ა“ ჯგუფი).
8. საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები.
9. პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა).
10. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა.
11. ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი.
12. ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა) უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები.
13. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები.
14. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები.
15. შეზღუდულად ბრუნვადი მასალები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა🔗
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფო საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206
მუხლი 7. დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი🔗
„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (ამ მუხლის 11–12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 45 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადა გაიზრდება არა უმეტეს 20 კალენდარული დღით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
12. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.
მუხლი 6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა🔗
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება აღრიცხვის მოწმობის გამოწერა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება:
ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს;
ბ) ცარიელ სარკინიგზო შემადგენლობაზე და უცხოეთში რეგისტრირებულ ცარიელ სატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა ცარიელი კონტეინერებისა).
მუხლი 7. დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი🔗
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე დროებით შემოტანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
2. დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დროებით შემოტანილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
5. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დროებით შემოტანილი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
6. თუ დროებით შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
7. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
8. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე დროებით შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII, №121, 27.08.2007წ., მუხ.1329
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.843
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094
მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში🔗
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის მიერ-აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით(ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს;
გ) თავისი სვლით გადაადგილებული, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
მუხლი 8. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურება ხდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა), სადაც მიეთითება წარდგენის თარიღი და დრო, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედდებულზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო), რაც საბაჟო ორგანოს წარედგინება მოწმობასთან ერთად. დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – საქონლის მფლობელს იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3.(ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094
მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანის დროს (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი საქონელი (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი დასაწყობების ადგილზე წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება მოწმობაში საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე (დროებითი შენახვის საწყობი), მაშინ ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი დღისა, კანონმდებლობით დადგენილი „განაცხადის“ საფუძველზე.
მუხლი 9. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება მოწმობაში საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.
4. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №926-სსმIII, №105, 25.07.2007წ., მუხ.1162
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII, №121, 27.08.2007წ., მუხ.1329
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.843
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094
მუხლი 10. საქონლის დროებითი შემოტანის ვადები🔗
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტულ შემთხვევაში ან/და საქონლის ცალკეული სახეობისათვის ადგენს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის განსხვავებულ ვადას.”.
2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან ამავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ დადგენილი ვადების ფარგლებში.
მუხლი 10. საქონლის დროებითი შემოტანის ვადები
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ზღვრული ვადა არ აღემატება 2 წელს.
2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ ზღვრული ვადის (2 წელი) ფარგლებში.
3. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილ უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე.
4. საქონლის დროებითი შემოტანის ვადა აითვლება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.
5. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
6. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი რეჟიმში ყოფნის მთელ პერიოდში რჩება შემომტანის განკარგულებაში.
7. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის წინასწარ განსაზღვრული ვადა, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს მიერ შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ან ამავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ დადგენილ ვადას.
7. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის წინასწარ განსაზღვრული ვადა, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს მიერ შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ზღვრულ ვადას (2 წელს).
8. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მყოფი საქონელი დაყადაღებულ იქნა სახელმწიფო ორგანოების მიერ, მაშინ დაყადაღების პერიოდის ვადით წყდება მოცემული საქონლის გატანის ვალდებულება.
9. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს საქონლის დაყადაღების შესახებ და წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანება №732-სსმIII, №94, 02.07.2007წ., მუხ.1001
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
მუხლი 11. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა🔗
მუხლი 11. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა (ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას დეკლარაციის რეგისტრაცია C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან:
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
3. საბაჟო ორგანოს, შესაბამისი დასაბუთებით, შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
31. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
32. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გარეშე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
33. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 20 კალენდარული დღით.
34. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
4. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ) წარმომადგენელი:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
გ) საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები – ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №3-ით გათვალისწინებულ „საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ ერთად.
5. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის/ორგანოს მიერ, რომელიც ,,ASYCUDA”-ს მეშვეობით ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით და ამობეჭდავს რეგისტრირებულ დეკლარაციას.
51. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ბარდება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე დეკლარაციის რეგისტრაციის შემთხვევაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენისას.
6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად
6. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილ უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულება;
ბ) ინვოისი;
გ) სატრანსპორტო ზედდებული;
დ) კონოსამენტი;
ე) მანიფესტი;
ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
თ) ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
თ.ა) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
თ.ბ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის ნებართვა.
ი) სერტიფიკატები:
ი.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
ი.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
ი.გ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ი.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ი.ე) სანიტარიულ-ჰიგიენური სერტიფიკატი;
ი.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
კ) საქონლის სპეციფიკაცია;
ლ) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);
ნ) ექსპერტიზის აქტი;
ო) საქონლის დათვალიერების აქტი;
პ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
ჟ) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
რ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
ს) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
ტ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი.
უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
8. საბაჟო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობით, რომლის საფუძველზეც საქონლის ახალი მფლობელი საბაჟო ორგანოში წარადგენს სატვირთო საბაჟო დეკლარაციას. ასეთ შემთხვევაში დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან ამავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ დადგენილი ვადით, რომელსაც აკლდება ამ საქონლის დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის ფაქტობრივი დრო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1032-სსმIII, №121, 27.08.2007წ., მუხ.1329
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №460-სსმIII, №78, 02.06.2008წ., მუხ.843
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №263-სსმIII, №33, 31.03.2010წ., მუხ.551
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №541-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1155
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №842-სსმIII, №147, 11.11.2010წ., მუხ2094
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №919-სსმIII,№165,17.12.2010წ., მუხ.1341
მუხლი 12. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში🔗
8. საბაჟო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობით, რომლის საფუძველზეც საქონლის ახალი მფლობელი საბაჟო ორგანოში წარადგენს სატვირთო საბაჟო დეკლარაციას. ასეთ შემთხვევაში დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება წინმსწრებ დეკლარაციაში მითითებული ვადით, რომელსაც აკლდება ამ საქონლის დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის ფაქტობრივი დრო.
მუხლი 12. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში🔗
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 13. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების დროს მოქმედი შეღავათები🔗
მუხლი 13. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების დროს მოქმედი შეღავათები🔗
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოიყენება ის შეღავათები, რაც მოქმედებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის.
2. თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ ამ საქონლის გაშვებამდე პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით შემცირდა საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, დეკლარანტის მოთხოვნით, გამოყენებულ უნდა იქნეს შემცირებული განაკვეთები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის შეცვლით და ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
4. თუ საქონლის გაშვება არ განხორციელდა ან გაჭიანურდა დეკლარანტის მიზეზით ან მისი უმოქმედობის გამო, ხოლო ამ პერიოდში შეიცვალა საბაჟო კანონმდებლობახ რომელმაც გამოიწვია შესაბამისი შეღავათების შემოღება, მაშინ მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეღავათები.
5. საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი სრულად თავისუფლდება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი სრულად თავისუფლდება იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
მუხლი 131. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი🔗
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს “საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს” (დანართი №1), რისთვისაც განსაზღვრავს:
ა) იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) თანხის ოდენობას, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას;
ბ) იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) თანხიდან საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადასახდელ 3 პროცენტს;
გ) თანხის გადახდის ვადებს.
2. განრიგი ივსება ორ ეგზემპლარად, რომლებიც თან ერთვის სატვირთო საბაჟო დეკლარაციას თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად.
3. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისა და საქონლის გაშვების შემდეგ განრიგის ერთი ეგზემპლარი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმით უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოს თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად.
31. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს, დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილ იქნას ერთდროულად.
4. რეგიონული ცენტრი გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს ცნობას საქართველოს საგადა-სახადო კოდექსის 2411 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მიზნებისათვის საბაჟო ორგანოში დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის შესახებ (დანართი №2).
5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საბაჟო ორგანოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდე-ნიმე შემდეგი პირობა:
ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;
ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;
გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;
დ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი დასრულდა ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად.
6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საბაჟო ორგა-ნოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;
ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა საბაჟო რეჟიმში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რაზეც დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №1165-სსმIII, №151, 26.10. 2007წ., მუხ.1675
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №177-სსმIII, №32, 29.02.2008წ., მუხ.338
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 16 ივნისის ბრძანება №381-სსმIII, №74, 18.06.2009წ., მუხ.809
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №541-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1155
მუხლი 14. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის შეცვლა სხვა საბაჟო რეჟიმით და რეჟიმის დარღვევისათვის წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების განსაზღვრა🔗
1. დეკლარანტს შეუძლია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი შეცვალოს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციით (გარდა ტრანზიტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებისა), თუ წარმოდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები.
2. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის მიმართ:
ა) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;
ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.
3. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლით გათვალისწინებული დროიდან განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ თანხასა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლით გადახდილი იმპორტის გადასახდელების თანხას შორის სხვაობით.
4. თუ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ დროებით შემოტანილ საქონელზე წარმოიშვა საბაჟო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი საბაჟო დავალიანების თანხაზე გადაიხდევინება დავალიანების წარმოშობის დღიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №985-სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.2004
მუხლი 15. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
5. საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის რეჟიმში მოქცეული საქონელი სრულად თავისუფლდება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან, თუ დაცული იქნება აღნიშნული მუხლით დადგენილი პირობები.
მუხლი 14. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის შეცვლა სხვა საბაჟო რეჟიმით
დეკლარანტს შეუძლია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი შეცვალოს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციით (გარდა ტრანზიტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებისა), თუ წარმოდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები.
მუხლი 15. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 16. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
მუხლი 16. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ ადგილებში (განსაკუთრებულ შემთხვევებში სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების, ავარიების, დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგების სალიკვიდაციო, აგრეთვე სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად ტექნიკის შემოტანის, პირუტყვის ჯოგის შემოყვანისა და სხვა ადგილები) დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურაში.
2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელება) და მისამართს;
გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლების, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);
დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.
5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.
7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლებთან კოორდინაციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.
10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №391-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.664
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №541-სსმIII, №79, 05.07.2010წ., მუხ.1155
მუხლი 17. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულება🔗
მუხლი 17. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულება
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს შემოტანის სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტიდან განსხვავებულ სხვა სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
ბ) საქონელი მოექცა სხვა საბაჟო რეჟიმში ან გამოყებულ იქნა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
გ) საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, ხოლო დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას.
2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს ერთდროულად წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია და კონტროლიდან მოხსნილი მოწმობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №679-სსმIII, №107, 30.08.2010წ., მუხ.1671
დანართი №1
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისულებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის
გ ა ნ რ ი გ ი
საბაჟო ორგანო – -------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) – ----------------------------------------------
(დასახელება)
დეკლარანტის საიდენტიქიკაციო ნომერი -------------------------------------------------
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცევის დღე (თარიღი) ----------
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოღცევის ვადა – -------------------
საქონლის თავისუქალ მიმოღცევაში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები:
თანხა, ლარი
საბაჟო გადასახადი
აქციზი
დყგ
სულ
6. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი:
გადახდის თარიღი
გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდი
სულ
საბაჟო გადასახადი
-------------
(სახაზინო კოდი)
აქციზი
-------------
(სახაზინო კოდი)
დღგ
-------------
(სახაზინო კოდი)
დეკლარანტი ----------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)
საბაჟო ორგანოს უქლებამოსილი პირი ----------------------------------------------------- (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)
შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის
(თვეების) არა უგვიანეს 15 რიცხვი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №102-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.206
დანართი №2
ცნობა
პირის მიერ საგადასახადო კოდექსის 2411 მუხლის შესაბამისად დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის შესახებ
(ივსება საბაჟო ორგანოს ტიტულიან ბლანკზე)
გადასახადის გადამხდელი _______________________________________________
(დასახელება, სახელი, გვარი)
საიდენტიქიკაციო ნომერი _______________________________________________
პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით
დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოღცეულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის ნომერი, თარიღი ____________________________________________________________
№
დასახელება
ლარი
1
დღგ-ის თანხა დროებით შემოტანილ საღონელზე (დანართი №1-ით განსაზყვრული ,,გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის“ შესაბამისად)
2
დღგ-ის თანხა, რომლის გადახდა დასტურდება წინა პერიოდებში გაცემული ცნობ(ებ)ის მიხედვით
3
დღგ-ის თანხა, რომლის გადახდა დასტურდება წინამდებარე ცნობით
4
მომავალ პერიოდებში გადასახდელი დღგ-ის თანხა
საბაჟო ორგანოს უფროსის (მოადგილის)
ხელმოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №1165-სსმIII, №151, 26.10. 2007წ., მუხ.1675
2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელი დოკუმენტია საქონელზე დადგენილი წესით სასაზღვრო საბაჟო გამშვები ორგანოს მიერ გამოწერილი კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 20.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1757. სარეგისტრაციო კოდი — 230.020.020.22.033.009.704.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 16 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2010.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1757, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.704 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68194/