საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№1774
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.009.7092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 172, 27/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.709

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1774

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქცის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ� ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ� თანდართულ დანართებთან ერთად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანება №488 - სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ.1017

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №399 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.672

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №484 - სსმ III, 15.05.2007, №67, მუხ.754

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1101 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1527

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №179 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.340

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №684 - სსმ III, 03.09.2008, №129, მუხ.1298

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 16 ივნისის ბრძანება №386 - სსმ III, 17.06.2009, №73, მუხ.802

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანება №488 - სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ.1017

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

ინსტრუქცია საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ

თავი I

საბაჟო კონტროლის განხორციელების ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1

წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე (შემდგომში � საბაჟო ორგანოები) საბაჟო პროცედურების ჩატარების წესს.

��� მუხლი 2

საბაჟო კონტროლს ექვემდებარება საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

��� მუხლი 3

საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო ორგანოებში საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოების სამუშაო საათებში, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო-საიმიგრაციო შემოწმების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას, ხოლო საქართველოს ტერიტორიიდან საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების გატანისას ხორციელდება საბაჟო, ხოლო შემდეგ სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლი.

�საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №484 - სსმ III, 15.05.2007, №67, მუხ.754

��� მუხლი 4

1. საბაჟო კონტროლის ზონიდან სატრანსპორტო საშუალებების უნებართვოდ გასვლის შემთხვევაში საბაჟო მოხელე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მათი იძულების წესით გაჩერების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაჟო ორგანო დახმარების გაწევის მიზნით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 5

1. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) საქართველოში სხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) და მათი პირადი ნივთები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მათი თანმხლები ოჯახის წევრები, პირადი ნივთები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციის, აგრეთვე, ნაცვალგების პრინციპით უცხო ქვეყნის დელეგაციის ის წევრები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებაში, საერთაშორისო კონფერენციებსა და თათბირებში მონაწილეობის მისაღებად ან სხვა ოფიციალური დავალებით, აგრეთვე მათი თანმხლები ოჯახის წევრები;

ე) სხვა ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო კურიერების პირადი სარგებლობისათვის გათვალისწინებული საქონლის საქართველოში შემოტანა და გატანა, ნაცვალგების პრინციპით, ორ ქვეყანას შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე; საბაჟო ტარიფისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლებით.

ვ) საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების, მათთან არსებული უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლობები, აგრეთვე ამ ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების პერსონალი, მათი თანმხლები ოჯახის წევრები, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

ზ) სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალი, საკონსულო თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე ამ მუხლის ,,გ� და ,,დ� ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირები, რომლებიც ამავე მიზნით ტრანზიტით გადაადგილდებიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ� და ,,ე� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე შემოსავლების სამსახური� ტერიტორიულ ორგანოებს უგზავნის წინასწარ ინფორმაციას.

3. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დიპლომატიური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის პირადი ბარგი შეიცავს საგნებს, რომელთა შემოტანა-გატანა აკრძალულია, ან რეგულირდება საქართველოს საკარანტინო წესებით, საბაჟო შემოწმება ხორციელდება დიპლომატიური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით.

4. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №399 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.672

��� მუხლი 6

1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აკრძალულია სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას გახსნა ან დაკავება.

2. დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას შემადგენელ ყველა დასტას (შეკვრას) უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული ნიშნები, რომლებიც მიუთითებს მათ ხასიათს, აგრეთვე შეკვრას გარედან უნდა ეწეროს, რა არის შიგნით.

3. დიპლომატიური ფოსტა შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ დიპლომატიურ საბუთებსა და ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს, ხოლო საკონსულო ვალიზა უნდა შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპოდენციას, საბუთებს ან ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს.

4. დიპლომატიური კურიერის დაკავება დაუშვებელია. დიპლომატიურ კურიერს თან უნდა ჰქონდეს ოფიციალური დოკუმენტი მისი სტატუსისა და დიპლომატიური ფოსტის დასტების რიცხვის მითითებით.

5. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საკონსულო ვალიზა საკონსულოს ოფიციალური კორესპოდენციების, საბუთების ან ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებული საქონლის გარდა შეიცავს სხვა რამესაც, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით შეიძლება ვალიზას გახსნა სახელმწიფოს წარმომადგენელი უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირთა თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას გახსნაზე უარის შემთხვევაში იგი ბრუნდება გამოგზავნის ადგილზე.

6. საკონსულოს კურიერს, რომელსაც ჩაბარდება საკონსულო ვალიზა, უნდა გააჩნდეს ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება მისი სტატუსი და ვალიზის შემადგენელი შეკვრების რაოდენობა.

��� მუხლი 7

საბაჟო საზღვარზე საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელება ითვალისწინებს:

ა) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების წარდგენას;

ბ) ზოგად დეკლარირებას;

გ) სათანადო დოკუმენტების არსებობის დადგენას;

დ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენას;

ე) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრთა პირადი ნივთების შემოწმებას;

ვ) მგზავრის პირად დათვალიერებას;

ზ) აღრიცხვის მოწმობის გამოწერას;

თ) გადასახდელების გადახდას;���

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის სხვა სახეებს (სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო საკარანტინო კონტროლი, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის, აგრეთვე სავალუტო კონტროლი, რადიაციული უსაფრთხოების კონტროლი, ზენორმატიული დატვირთვის და გაბარიტების კონტროლი და სხვა � კომპეტენციის ფარგლებში).

��� მუხლი 8

1. საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს დაუშვებელია პირებისათვის, მათი ბარგისა და ხელბარგისათვის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის არამართლზომიერი ზიანის მიყენება.

2. საბაჟო ორგანოებსა და მათ სახელმწიფო მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებსა და მათ ქონებას მიაყენეს თავიანთი არამართლზომიერი გადაწყვეტილებით და ქმედებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

3. საბაჟო ორგანოები არ უნაზღაურებენ საქონლის მესაკუთრეს იმ დანაკლისს, რომლებიც დაკავშირებულია სინჯებისა და ნიმუშების აღებასთან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 9

1. პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას:

ა) მგზავრი ვალდებულია, ბარგის და/ან ხელბარგის შემოწმების მიზნით, საბაჟო მოხელის მოთხოვნით ბარგი და/ან ხელბარგი მოათავსოს და გახსნას საბაჟო მოხელის მიერ მითითებულ ადგილზე და წარუდგინოს მასში არსებული ნივთები, მათ შორის საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნაღდი ფული, ჩეკები და სხვა ფასიანი ქაღალდები;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებულნი არიან წარუდგინონ საბაჟო მოხელეს სატრანსპორტო საშუალებები, გახსნან სათავსები, სადაც იმყოფება ან შეიძლება მოთავსებული იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

2. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა უნდა იმოქმედოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 10

1. მგზავრის ბარგსა და ხელბარგში ნივთების საბაჟო დათვალიერება წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი, ან წარმომადგენლის თანდასწრებით.

2. თუ მესკუთრის დადგენა შეუძლებელია, ან მესაკუთრე უარს აცხადებს დათვალიერებაზე დასასწრებად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შეიძლება უფლებამოსილ პირთა და მათ წარმომადგენელთა დაუსწრებლად, დამსწრეთა მონაწილეობით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერება.

��� მუხლი 11

1. მე-9 მუხლის მე-2 და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო მოხელე იძულების წესით ახორციელებს საბაჟო დათვალიერებას ორი დამსწრის თანდასწრებით.

2. დამსწრე მოიწვევა საბაჟო შემოწმების ჩატარების ფაქტის, მისი მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად.

3. დამსწრედ შეიძლება მოწვეული იქნეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის დაინტერესებული შემოწმების შედეგებით.

4. საბაჟო დათვალიერების შედეგები ფორმდება საქონლის საბაჟო დათვალიერების ოქმით (დანართი 1).

5. საბაჟო დათვალიერების ოქმს ადგენს საბაჟო ორგანოს ის მოხელე, რომელიც მონაწილეობს საბაჟო დათვალიერებაში. ოქმს შესაბამისი ხელმოწერით ადასტურებენ საბაჟო ორგანოს ის პირები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საბაჟო დათვალიერების, აგრეთვე ის პირები, რომლებიც ამ პროცედურას ესწრებოდნენ.

6. საბაჟო დათვალიერების ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება რჩება შემდგენელთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პირს.

7. საბაჟო დათვალიერების შედეგების მიხედვით საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო შემოწმების ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელთან, მეორე ეგზემპლარი � ოქმთან და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საბაჟო ორგანოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განსახილველად, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა პირს.

8. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო შემოწმებას ესწრებიან სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის განმახორციელებელი სხვა სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები, ოქმში შეიტანება მათი მონაცემებიც, რაც დასტურდება მათი ხელმოწერით და გადაეცემათ ოქმის ასლი.

9. ჩამორთმეული ან მიტოვებული საქონელი, ოქმში დაწვრილებით აღწერის შემდეგ, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო შემოწმებაში.

10. ჩამორთმეული ან მიტოვებული საქონელი ინახება საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილას, რათა გამორიცხულ იქნეს მათი დაკარგვა ან არსებითი დაზიანება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

თავი II

მგზავრების საბაჟო კონტროლი

��� მუხლი 13

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის მგზავრი არის საბაჟო საზღვრის კანონიერად გადამკვეთი ნებისმიერი ფიზიკური პირი (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მძღოლები სხვ.), მიუხედავად საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისა.

��� მუხლი 14

1. საქართველოში შემოსვლისას მგზავრის და მის მიერ გადაადგილებული ბარგისა და ხელბარგის საბაჟო კონტროლი იწყება საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან და მთავრდება ბარგისა და ხელბარგის პირის სრულ განკარგულებაში გადაცემით.

2. საქართველოდან გასვლისას საბაჟო კონტროლი იწყება საბაჟო დეკლარირების მომენტიდან და მთავრდება საბაჟო რეჟიმების შესაბამისად.

��� მუხლი 15

მგზავრი დეკლარირებას ახდენს საბაჟო მოხელისათვის ბარგისა და ხელბარგის წარდგენასთან ერთად.

��� მუხლი 16

1. დეკლარირება შესაძლებელია მოხდეს პირის ქმედებით (,,წითელ� ან ,,მწვანე კორიდორებში� გავლა), ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

2. მგზავრის მიერ ,,წითელი კორიდორით� გავლის არჩევანი წარმოადგენს მის მიერ ზეპირ განაცხადს (დეკლარირებას), რომ მას გააჩნია დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი; ხოლო პირის მიერ ,,მწვანე კორიდორით� გავლის არჩევანი წარმოადგენს პირის მიერ ზეპირ განაცხადს, რომ მას არ გააჩნია დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი;

3. თუ არსებობს წინასწარი ინფორმაცია ან გარეგნული ნიშნები იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მგზავრის ზეპირსიტყვიერი ან ქმედებით დეკლარირება არაზუსტია, საბაჟო მოხელის მოთხოვნით მგზავრი ვალდებულია წარუდგინოს მას წერილობითი დეკლარაცია.

4. წერილობითი დეკლარირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესით.

��� მუხლი 17

წერილობითი დეკლარირებისას მგზავრი საბაჟო მოხელეს წარუდგენს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო საბაჟო მოხელის მოთხოვნისას - სხვა დოკუმენტებსაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში (სამგზავრო ბილეთი, ნივთის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საბაჟო კონტროლისათვის საჭირო სხვა დოკუმენტები).

��� მუხლი 18

დეკლარირების განხორციელებამდე მგზავრს უფლება აქვს საბაჟო მოხელის სიტყვიერი თანხმობით საბაჟო კონტროლის ქვეშ დაათვალიეროს მისი კუთვნილი ბარგი და ხელბარგი.

��� მუხლი 19

საბაჟო მოხელე უფლებამოსილია მოახდინოს მგზავრის ზეპირი გამოკითხვა და მოითხოვოს ინფორმაცია მხოლოდ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით. მგზავრი ვალდებულია საბაჟო მოხელეს მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია.

��� მუხლი 20

მგზავრის დეკლარაციასა და ზეპირი დეკლარირებისას მიღებული მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად, თუ სამართალდარღვევის შემთხვევა დასტურდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით (ნივთიერი მტკიცებულებები, ახსნა-განმარტება, სამართალდარღვევის ოქმი და სხვა).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №484 - სსმ III, 15.05.2007, №67, მუხ.754

��� მუხლი 21

1. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ, მგზავრს უფლება აქვს წერილობითი განცხადებით მოითხოვოს დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების შეცვლა. ეს ცვლილებები არ შეიძლება ეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული ამ საბაჟო დეკლარაციით.

2. მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო ბათილად ცნობს, ძალადაკარგულად აცხადებს ან არარად აღიარებს საბაჟო დეკლარაციას, თუ მგზავრის მიერ წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 22

1. საბაჟო მოხელე უფლებამოსილია მოახდინოს მგზავრის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის საბაჟო დათვალიერება.

2. საბაჟო დათვალიერება ხდება მხოლოდ დეკლარირების განხორციელების შემდეგ.

��� მუხლი 23

1. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის სავარაუდოდ, რომ საზღვრის გადამკვეთი, საბაჟო კონტროლის ზონაში მყოფი მგზავრი სხეულში ან სხეულზე - მალავს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ხდება მგზავრის დათვალიერება.

2. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:

ა) შეამოწმოს მგზავრი დათვალიერებით;

ბ) სხეულის შიდა ორგანოების დათვალიერების მიზნით გააგზავნოს მგზავრი სამედიცინო დაწესებულებაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან ერთად, თუ მას აქვს ეჭვი, რომ მგზავრი სხეულის შიდა ორგანოებში მალავს საქონელს.

��� მუხლი 24

1. მგზავრის დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

2. გადაწყვეტილება მგზავრის დათვალიერების თაობაზე გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.

3. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, ზეპირი გადაწყვეტილება მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

��� მუხლი 25

მგზავრის დათვალიერების დაწყების წინ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირს წარუდგინოს თანამდებობრივი მოწმობა, აცნობოს გადაწყვეტილება მგზავრის დათვალიერების თაობაზე, გააცნოს მისი უფლება-მოვალეობანი ასეთი დათვალიერების დროს და მისცეს წინადადება დამალული საქონლის ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე.

��� მუხლი 26

1. მგზავრის დათვალიერების დაწყებამდე ჩამოსართმევი საქონლის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ოქმი, ან/და სამართალდარღვევის ოქმში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.

2. ჩამოსართმევი საქონლის ნებაყოფობით გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში განხორციელდება მგზავრის დათვალიერება.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მგზავრს აღმოაჩნდება არადეკლარირებული ნივთი, მისი მოქმედება ჩაითვლება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადადგილებად.

��� მუხლი 27

მგზავრის დათვალიერება შეუძლია აწარმოოს საბაჟო ორგანოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც დასათვალიერებელი პირის სქესისაა, ან მოწვეულმა სპეციალისტმა, ცალკე ამისათვის გამოყოფილ ადგილას, იმავე სქესის ორი პირის თანდასწრებით. მგზავრის მოთხოვნით, მის დათვალიერებას უნდა დაესწროს მოწმე, რომელსაც აირჩევს თვითონ, იქ მყოფთა შორის.

��� მუხლი 28

მგზავრის დათვალიერების შესახებ დგება ოქმი (დანართი 2) ან/და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

��� მუხლი 29

1. მგზავრის დათვალიერების ჩატარების შესახებ ოქმი დათვალიერების ჩამტარებელი თანამდებობის პირების მიერ დგება დათვალიერების დამთავრების შემდეგ, მგზავრის დათვალიერების ჩატარების ადგილზე.

2. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: დათვალიერების ჩატარების თარიღი და ადგილი.

3. პირველ გრაფაში მიეთითება იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ვის მიერაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება მგზავრის დათვალიერებაზე.

4. მე-2 გრაფაში მიეთითება იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩაატარა მგზავრის დათვალიერება. მგზავრის დათვალიერების ჩატარების მიზნით სპეციალისტის მოწვევის შემთხვევაში, აღნიშნულ გრაფაში მიეთითება სპეციალისტის სახელი, გვარი, კვალიფიკაცია და სამუშაო ადგილი.

5. მე-3 გრაფაში მიეთითება იმ მგზავრის სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელი სხვა რეკვიზიტები, რომლის დათვალიერებაც უნდა ჩატარდეს.

6. მე-4 გრაფა ადგენს საბაჟო მოხელის მიერ მგზავრის დათვალიერების დაწყებამდე ჩასატარებელ პროცესუალურ მოქმედებათა თანმიმდევრობას.

7. მე-5 გრაფაში მიეთითება, თუ რომელ ენაზე მიმდინარეობდა საუბარი. ასევე მიეთითება იმ პირის სახელი, გვარი და მისამართი ვინც ეწეოდა თარჯიმნობას. აქვე აღინიშნება თუ პროცესში თარჯიმნის მინაწილეობა აუცილებლობა არ ყოფილა.

8. მე-6 გრაფაში მიეთითება იმ პირების სახელები, გვარები და მისამართები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მგზავრის დათვალიერების პროცესში.

9. მე-7 გრაფაში იწერება დათვალიერების დაწყებისა და დამთავრების დრო.

10. მე-8 გრაფაში აღიწერება მგზავრის დათვალიერებისას განხორციელებული ღონისძიებები.

11. მე-9 გრაფაში მითითებული უნდა იქნეს, რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი ან დოკუმენტი, ნებაყოფლობითაა ის გადაცემული, თუ იძულებით ჩამორთმეული; აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ დათვალიერებისას იყო მცდელობა, გაენადგურებინათ და გადაემალათ მოსაძებნი საგანი ან დოკუმენტი, ან/და თუ დასათვალიერებლმა პირმა გასწია წინააღმდეგობა.

12. მე-10 გრაფაში შეიტანება ყველა ჩამორთმეული საგნისა და დოკუმენტის ჩამონათვალი მათი სახეობის, რაოდენობის (წონის), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების და სხვა შესაძლო მახასიათებლების მითითებით. თუ ჩამონათვალის შესატანად გრაფა არასაკმარისია, გრაფაში მიეთითება ,,სია თან ერთვის� და ოქმს თან დაერთვის ხელმოწერებით დადასტურებული ჩამორთმეული ნივთიერი მტკიცებულებების სრული ნუსხა. თუ პირადი მგზავრის დათვალიერების პროცესში ნივთიერი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა, გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

13. მე-11 გრაფაში შეიტანება ინფორმაცია საიდენტიფიკაციო საშუალებების, მათი ნომრებისა და ნივთმტკიცებულებების განთავსების ან გაგზავნის ადგილის შესახებ.

14. მე-12 გრაფაში ხელს აწერენ მგზავრის დათვალიერების ჩამტარებელი და დამსწრე პირები. თუ მგზავრის დათვალიერების რომელიმე მონაწილე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, ოქმის ხელმოწერაზე უარის მიზეზის განმარტებით, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საბაჟო მოხელე.

15. მე-13 გრაფაში ხელს აწერს პირი, ვისაც ჩაუტარდა მგზავრის დათვალიერების. ოქმზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შენიშვნის გრაფაში კეთდება აღნიშვნა, ოქმის ხელმოწერაზე უარის მიზეზის განმარტებით.

16. მგზავრის დათვალიერების ჩატარების მონაწილე ნებისმიერი პირის მიერ ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება ან შესწორება დადასტურებული უნდა იყოს მათივე ხელმოწერით. თუ არსებობენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლებელია გააჩნდეთ ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით დასადგენ გარემოებათა შესახებ, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;

17. მგზავრის დათვალიერების ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება შემდგენელთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ფიზიკურ პირს.

18. მგზავრის დათვალიერების შედეგების მიხედვით საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მგზავრის დათვალიერების ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელთან, მეორე ეგზემპლარი � სამართალდარღვევის ოქმთან და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საბაჟო ორგანოს სამართალდარღვევის საქმის განსახილველად, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა პირს.

19. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის დათვალიერებას ესწრებიან სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის განმახორციელებელი სხვა სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები, ოქმში შეიტანება მათი მონაცემებიც, რაც დასტურდება მათი ხელმოწერით და გადაეცემათ ოქმის ასლი.

20. მგზავრის დათვალიერების ოქმის შემდგენელი საბაჟო მოხელის მიერ ოქმი თანდართული მასალებით რეგისტრირებული უნდა იქნეს ,,მგზავრის დათვალიერების ოქმების რეგისტრაციის ჟურნალში.�

21. ,,მგზავრის დათვალიერების ოქმების რეგისტრაციის ჟურნალი� უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული; ჟურნალი უნდა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: 1. რიგითი №; 2. ოქმის №; 3. პირის გვარი, სახელი; 4. ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი; 5. მგზავრის დათვალიერების ჩატარების თარიღი; 6. მგზავრის დათვალიერების ჩატარების შედეგი; 7. დათვალიერების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევის ოქმის № და თარიღი (ასეთის გამოვლენის შემთხვევაში).

��� მუხლი 30

ნივთები, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს, ოქმში დაწვრილებით აღწერის შემდეგ შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში.

��� მუხლი 31

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ მგზავრის დათვალიერების შედეგად ჩამორთმეული ნივთები ინახება როგორც სამართალდარღვევის მტკიცებულებები, სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად.

��� მუხლი 32

1. მგზავრს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცვლელის გადაწყვეტილებას პირადი დათვალიერების თაობაზე;

ბ) მიიღოს განმარტება საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირისგან თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;

გ) გამოვიდეს იმ ენაზე, რომელიც იცის და თუ არ იცის ადმინისტრაციული წარმოების ენა, � ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. თარჯიმანს უზრუნველყოფს საბაჟო ორგანო;

დ) მოითხოვოს მისი პირადი დათვალიერების პროცესში მის მიერ იქ მყოფთაგან არჩეული მოწმის დასწრება (არა უმეტეს ორისა);

ე) მოითხოვოს ბოდიშის მოხდა, თუ პირადი დათვალიერებისას არ აღმოაჩნდა ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი;

ვ) გაასაჩივროს საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირის მოქმედებები და გადაწყვეტილებები.

2. პირად დათვალიერებას დაქვემდებარებული მგზავრი მოვალეა:

ა) წარმოშობილ ეჭვთან დაკავშირებით ზუსტად უპასუხოს დასმულ კითხვებს;

ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირის მიერ პირადი დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების შესრულებას;

��� მუხლი 33

ფიზიკური პირის მიერ 30 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში მეტი ნაღდი ფულის � ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირების შემთხვევაში საბაჟო მოხელე ახდენს პირის იდენტიფიკაციას ,,საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ� დებულების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 34

ფიზიკური პირის მიერ ბარგითა და ხელბარგით ფიტოსანიტარიულ ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილების შემთხვევაში საბაჟო ორგანოების მიერ ხორციელდება ფიტოსანიტარიული ან ვეტერინარული სასაზღვრო საკარანტინო კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 35

იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს ფიზიკური პირის მიერ ისეთი საქონლის გადაადგილებას, რომელიც ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას, საბაჟო კონტროლის დასრულებისას საბაჟო მოხელე ახდენს ბარგისა და/ან ხელბარგის პირის სრულ განკარგვაში გადაცემას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

თავი III

საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება

��� მუხლი 36

საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილების შემთხვევაში ფიზიკური პირი საბაჟო მოხელეს წარუდგენს ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №16-ით განსაზღვრული წესით შევსებულ ამავე ბრძანებით დამტკიცებულ ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2�-ს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას ზემოაღნიშნული ბრძანების დანართი №2-ით � ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაცია�), საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 37

ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:

ა) ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქონლის ყიდვა-გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ტრანსპორტირების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვები, თუ ასეთი ნებართვის წარმოდგენა სავალდებულოა �ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად.

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამატებითი სავალდებულო დოკუმენტაცია.

��� მუხლი 38

წარმოდგენილ დეკლარაციას საბაჟო მოხელე ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს, რის შემდეგაც ხორციელდება წარმოდგენილი საქონლის შესაბამისობის შემოწმება დეკლარაციაში არსებულ მონაცემებთან.

��� მუხლი 39. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 40

ფიზიკური პირის მიერ გადასახდელების გადახდის შემდეგ საბაჟო მოხელე ამთავრებს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას და ახდენს საქონლის გაშვებას.

��� მუხლი 41. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 42. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №484 - სსმ III, 15.05.2007, №67, მუხ.754

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 43

თუ ფიზიკური პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტზე წარდგენილი საქონელი არ ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ადგილზე, საბაჟო ორგანო ახორციელებს წარდგენილი საქონლის შესაბამისი საიდენტიფიკაციო საშუალებებით ნიშანდებას პირის თანდასწრებით, რის შემდეგაც ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით� (შემდგომში � აღრიცხვის მოწმობა) საქონელი და სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაადგილდეს უახლოეს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან საბაჟო საწყობამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 44

ფიზიკური პირის მიერ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის, მისი კანონიერი გადაწყვეტილებისა და მოთხოვნის უგულვებელყოფის შემთხვევაში, საბაჟო მოხელე ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფიზიკური პირის მიერ საბაჟო პროცედურების განუხორციელებლობის ან გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გაუტანლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ახორციელებს საქონლის განკარგვას საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 45

ფიზიკური პირის მიერ იმპორტირებული იმ საქონლის რაოდენობა, რომელიც გათავისუფლებულია საბაჟო გადასახდელებისაგან, განისაზღვრება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 45​1

1. (ამოღებულია).

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270​5 მუხლის ,,ლ.ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის განმახორციელებელი ფიზიკური პირების აღრიცხვა სავალდებულო წესით ხორციელდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ,,ფიზიკური პირის შეტყობინებაში� (დანართი №4) მონაცემების შეტანით.

3. ელექტრონული ფორმით შევსებული ,,ფიზიკური პირის შეტყობინება� (დანართი №4) ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, თითოეული დამოწმდება ფიზიკური პირისა და საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერით, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ფიზიკურ პირს, ხოლო მეორე რჩება საბაჟო ორგანოში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 16 ივნისის ბრძანება №386 - სსმ III, 17.06.2009, №73, მუხ.802

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანება №488 - სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ.1017

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

თავი IV

ცარიელი და მგზავრთა გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი

��� მუხლი 46

ცარიელი და მგზავრთა გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი საქართველოში შემოსვლისას იწყება სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან და მთავრდება მათი პირის სრულ განკარგულებაში გადაცემით.

��� მუხლი 47

ცარიელი და მგზავრთა გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი საქართველოდან გასვლისას იწყება ზოგადი დეკლარირების მომენტიდან და მთავრდება საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას.

��� მუხლი 48

საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით ცარიელი და მგზავრთა გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების გადამაადგილებელი პირები ვალდებულნი არიან განახორციელონ ზოგადი დეკლარირება საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

��� მუხლი 49

საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, ცარიელ და მგზავრთა გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის წარუდგენლობის შემთხვევებში, საბაჟო მოხელის მიერ დგება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 50.

ცარიელი და მგზავრთა გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სრულ ან შერჩევით საბაჟო დათვალიერებას.

��� მუხლი 51

1. საქართველოში შემოსვლისას ან საქართველოდან გასვლისას ცარიელ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო ორგანოების მიერ ლუქი არ დაიდება.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო შემოწმების მიზნით გახსნას დალუქული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები.

��� მუხლი 51​1

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე შემოტანა/გატანის აღრიცხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში სათანადო სტიკერის ჩაკვრითა და თარიღდამღის დასმით საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხორციელდება ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №38 ბრძანებით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 52

საბაჟო შემოწმების დასრულების შემდეგ, სამართალდარღვევის არარსებობის შემთხვევაში, საბაჟო მოხელე კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლზე აყვანას (აღრიცხვის მოწმობის გამოწერას) ან კონტროლიდან მოხსნას (აღრიცხვის მოწმობის დახურვას) და ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვას ამ ინსტრუქციის VI თავით განსაზღვრული წესით.

თავი V

დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი

��� მუხლი 53

სატრანსპორტო საშუალებაში არსებულ იმ საქონელზე, რომელიც მითითებული არაა თანმხლებ დოკუმენტაციაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მფლობელს.

��� მუხლი 54

დაუშვებელია მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსები, მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომანქანებით) საქონლის გადაზიდვა, გარდა მძღოლისა და მგზავრების პირადი ბარგისა და ხელბარგისა.

��� მუხლი 55

1. აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი. დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში ან საქონლის დროებითი დასაწყობების სხვა ადგილებში.

2. აკრძალული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდელობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას � ,,დაბრუნებულია საქონელი�, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები. საქონლის დაბრუნების პროცედურები ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 56

დაუშვებელია ტვირთამწეობის დადგენილი ნორმების დარღვევით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გატარება. დატვირთვის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონით �საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ�.

��� მუხლი 57. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 58

სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული, თავისი სვლით გადაადგილებადი სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის განიხილება საქონლად.

��� მუხლი 59

1. მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში (ავტობუსები, მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომანქანები) საქონლის აღმოჩენისას (გარდა ტრანზიტული საქონლისა ან მძღოლისა და მგზავრების პირადი ბარგისა და/ან ხელბარგისა), საბაჟო ორგანოები ამ ინსტრუქციის შესაბამისად ახორციელებენ საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში დალუქვას (თუ ასეთი დალუქვა შესაძლებელია) ან საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვას, რის შემდეგაც საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობით უახლოეს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილამდე.

2. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებულ მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში (ავტობუსები, მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომანქანები) საქონლის აღმოჩენისას საბაჟო ორგანოები ახორციელებენ ამ სატრანსპორტო საშუალებებში საქონლის დალუქვას (თუ ასეთი დალუქვა შესაძლებელია) და საბაჟო ლუქის ნომრისა და თარიღის სატრანსპორტო დოკუმენტებში მითითებას.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში დალუქვა, საბაჟო ორგანოების მიერ ხორციელდება საქონელზე იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დადება საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, რის შემდეგაც საბაჟო ნიშანდების შესახებ შესაბამისი მონაცემები მიეთითება სატრანსპორტო დოკუმენტში, რაც უნდა დამოწმდეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 60

სატრანსპორტო საშუალებათა საერთო წონის, ღერძული დატვირთვის, ტვირთამწეობის, საგაბარიტო პარამეტრების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული პარამეტრების კორექტირების თაობაზე და ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ� საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №684 - სსმ III, 03.09.2008, №129, მუხ.1298

��� მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 62. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 63

საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ან/და საქონლის გადაადგილებაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან ზოგადი დეკლარირება განახორციელონ საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 64

საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის წიგნაკი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის არსებობის შემთხვევაში � მისაბმელის) სარეგისტრაციო მოწმობა;

გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში � აღრიცხვის მოწმობა;

დ) სატვირთო საბაჟო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს � საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 64​1

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტები � სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის წიგნაკი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევვაში � ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;

ბ) ან/და ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან მინდობილობა ან წერილობითი დავალება საქონლის ტრანზიტულ მიწოდებაზე;

გ) შესაბამისი ნებართვა ან/და სერტიფიკატი, თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას;

დ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს � საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

მუხლი 65

ამ ინსტრუქციის 64-ე და 64​1 მუხლებში აღნიშნული დოკუმენტების ორიგინალის არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს მათი ასლები (გარდა ნებართვებისა და ლიცენზიებისა). თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შედგენილია იმ ენაზე, რომელ ენაზეც წარდგენის დასაშვებობასაც არ ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი სახელმწიფო ენაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 66

პირადობის დამადასტურებელი, ასევე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დოკუმენტაციის, საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტის (CMR) წარმოუდგენლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო ადგენს სამართალდარღვევის ოქმს.

��� მუხლი 67

საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სრულ ან შერჩევით საბაჟო დათვალიერებას.

��� მუხლი 68

დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საქონელი საბაჟო შემოწმებას არ ექვემდებარება გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ინფორმაცია, დავალება ან აშკარა გარეგნული ნიშნები, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაიზიდება ისეთი საქონელი, რომელიც მითითებული არ არის თანმხლებ დოკუმენტაციაში.

მუხლი 69

საბაჟო ორგანო საქონლის სატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამატებით სავალდებულო საბაჟო ნიშანდებას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ კონტროლის გაძლიერების მიზნით. იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) უზრუნველყოფს საქონლის ხელშეუხებლობას ან დამატებითი საბაჟო ნიშანდების შედეგად შესაძლებელია არსებითად გაუარესდეს უკვე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) ხარისხი ან მდგომარეობა დამატებითი ნიშანდება არ ხორციელდება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში აღრიცხვის მოწმობაში მიეთითება უკვე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) რეკვიზიტები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 70

1. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლში აღნიშნულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გახსნას ლუქები, მოახდინოს საქონლის საბაჟო შემოწმება, ხოლო სამართალდარღვევის არარსებობის შემთხვევაში დალუქოს სატრანსპორტო საშუალება თანმხლებ დოკუმენტებში შესაბამისი მონაცემების შეტანით.

2. თუ ზემოთ აღნიშნული მოქმედებების ჩატარება საბაჟო ორგანოში ტექნიკურად შეუძლებელია, მისი განხორციელება ხდება ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

��� მუხლი 71

დალუქული სატრანსპორტო საშუალება არ უნდა იძლეოდეს მასში საქონლის დამატების ან ამოღების საშუალებას ლუქის მთლიანობის დაურღვევლად. ისეთი სატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, საბაჟო იღებს გადაწყვეტილებას საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის თაობაზე ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

��� მუხლი 72

დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებით დაიშვება მხოლოდ ნაყარი (დაფასოების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებული) ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, სატრანსპორტო საშუალებების და დიდგაბარიტიანი ტვირთების გადაადგილება, რომლის დანაწევრება არ შეიძლება.

��� მუხლი 73

დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით შემოტანილი საქონლის დროს, რომელსაც არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტები, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშაულება ექვემდებარება საბაჟო ნიშანდებას, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალება აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება საბაჟო მოხელის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 74

1. დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებებით საქონლის შემოტანის დროს, რომლის დალუქვაც ტექნიკურად შესაძლებელია, მოწმობა გამოიწერება სრული საბაჟო შემოწმების განხორციელების საფუძველზე.

2. თუ ზემოთ აღნიშნული მოქმედების ჩატარება საბაჟო ორგანოში ტექნიკურად შეუძლებელია, მისი განხორციელება ხდება ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაზე დაიდება საბაჟო ლუქი.

��� მუხლი 75

1. დალუქვას ტექნიკურად დაუქვემდებარებელი სატრანსპორტო საშუალებებით საქონლის შემოტანის დროს, საქონელი უნდა გადაიტვირთოს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ექვემდებარება დალუქვას (გარდა ამ ინსტრუქციის 72-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. თუ ზემოთ აღნიშნული მოქმედების ჩატარება საბაჟო ორგანოში ტექნიკურად შეუძლებელია, მისი განხორციელება ხდება ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაზე დაიდება საბაჟო ლუქი.

3. დალუქულ სატრანსპორტო საშუალებას უზრუნველყოფს საქონლის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი.

��� მუხლი 76

საქონლის შემოწმების შედეგების შესახებ დგება საქონლის საბაჟო შემოწმების ოქმი (დანართი №1).

��� მუხლი 77

საბაჟო შემოწმების შედეგად სამართალდარღვევის არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო კანონმდებლობით განსაზღვულ შემთხვევებში ახდენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლზე აყვანას (აღრიცხვის მოწმობის გამოწერას) ან კონტროლიდან მოხსნას (აღრიცხვის მოწმობის დახურვას).

��� მუხლი 78

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო კონტროლთან ერთად საბაჟო ორგანოები ახორციელებენ სახელმწიფო სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ ან ვეტერინარულ სასაზღვრო საკარანტინო კონტროლს.

��� მუხლი 79. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 80

საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საბაჟო კონტროლზე აყვანილი და კონტროლიდან მოხსნილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის წესი დგინდება ინსტრუქციის VI თავით.

თავი VI

საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის წესი

მუხლი 81

საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საბაჟო კონტროლზე აყვანილი და კონტროლიდან მოხსნილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-6 თავისა და ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 82

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღრიცხვის ჟურნალში� (შემდგომში � ჟურნალი) რეგისტრაციით ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.

2. ჟურნალის ფორმა და მასში მონაცემების შეტანის წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. წერილობითი ფორმით ჟურნალი არ იწარმოება სასაზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე: ,,წითელი ხიდი�, ,,ლაგოდეხი�, ,,სადახლო�, ,,გუგუთი�, ,,ნინოწმინდა� და ,,სარფი�.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 83. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1101 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1527

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №179 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.340

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 84. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1101 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1527

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №179 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.340

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 85. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 86. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

��� მუხლი 87

1. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ქვემდებარე დარღვევების თაობაზე ინფორმირება საბაჟო ორგანოდან ხდება სატელეფონო შეტყობინებით ან სხვა ფორმით.

2. შეტყობინების გადაცემის შემდეგ საბაჟო მოხელე უშუალო ხელმძღვანელის სახელზე ადგენს სამსახურებრივ ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შეტყობინების გადამცემი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ბ) შეტყობინების გადაცემის ფორმა, თარიღი და დრო;

გ) შეტყობინების შინაარსი;

დ) შეტყობინების მიმღები და ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში).

დანართი №1

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

საქონლის საბაჟო შემოწმების ოქმი №

 

თარიღი: �-----�-----------------� 20----- წელი���� ___________________________________

ოქმის შედგენის ადგილი

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე- და მე- მუხლების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (საბაჟო ორგანოს სრული სახელწოდება) _____________________________________________� მიერ, საბაჟო შემოწმება

(საბაჟო მოხელის თანამდებობა, სახელი და გვარი)

ჩაუტარდა 20----- წლის �-----�-----------------� № __________ დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელს (დეკლარანტი _____________--_____________________).

2. საბაჟო შემოწმების პროცედურას ესწრებოდნენ:

საქონლის მფლობელი ___________________________________________________

დეკლარანტი _________________________მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში) ______________________________________

3. საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა:

წარმოდგენილი საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს.

წარმოდგენილი საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს.

 

არსებული შეუსაბამობა _____________________________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________4. წინამდებარე ოქმში დაფიქსირებულ მონაცემებს ხელმოწერით ვადასტურებთ საბაჟო დათვალიერების მონაწილე პირები:

საბაჟო დათვალიერების განმახორციელებელი საბაჟო მოხელე ___________________

საქონლის მფლობელი ___________________

(დეკლარანტი) ___________________

მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში) ___________________

შენიშვნა:_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №399 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.672

დანართი №2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მგზავრის პირადი დათვალიერების ოქმი №

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №399 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.672

 

თარიღი: �-----�-----------------� 20----- წელი���� ���� ������������������������������

�������������������������������� ოქმის შედგენის ადგილი

 

1. პირად დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი ��������������������������

�(თანამდებობა, სახელი და გვარი)

2. პირადი დათვალიერების ჩამტარებელი პირი �������������������������������������

���� �(თანამდებობა, სახელი და გვარი)

3. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად პირადი დათვალიერება ჩაუტარდა ���

������������������������������������������������������������������������������������������

������������������������������������������������������������������������������������������

სახელი, გვარი და მისამართი

 

4. ფიზიკურ პირს ეცნობა მისი პირადი დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება, განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები და მიეცა წინადადება დამალული საქონლის ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე.

5. საუბარი მიმდინარეობდა ������������� ენაზე. თარჯიმნობას ეწეოდა ������������������������

������������������������������������������������������������������������������������������

სახელი, გვარი და მისამართი

 

რომელიც სრულყოფილად ფლობს ორივე ენას.

6. პირადი დათვალიერების პროცედურას ესწრებოდნენ: ������������������������������

������������������������������������������������������������������������������������������

������������������������������������������������������������������������������������������

������������������������������������������������������������������������������������������

სახელი, გვარი და მისამართი

 

7. პირადი დათვალიერების პროცედურა მიმდინარეობდა ����სთ ����წთ-დან,������� ����სთ ����წთ-მდე.

8. პირადი დათვალიერების მიზნით ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ������������������� ������

������������������������������������������������������������������������������������������

������������������������������������������������������������������������������������������

9. პირადი დათვალიერების ჩატარების პირობები: ����������������������������������� ��������

������������������������������������������������������������������������������������������

10. აღმოჩენილი ნივთმტკიცებულებები: ��������������������������������������� �������������

������������������������������������������������������������������������������������������

������������������������������������������������������������������������������������������

������������������������������������������������������������������������������������������

�(საგნების სახეობა, რაოდენობა, ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები და სხვა მახასიათებლები)

11. პირადი დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი ნივთმტკიცებულებები დალუქულ იქნა №�����������ლუქით და განთავსდა/გაიგზავნა ��������������������������������

12. წინამდებარე ოქმის სისწორეს ვადასტურებთ ხელის მოწერით:

პირადი დათვალიერების ჩამტარებელი პირი ����������������������������������

პირად დათვალიერებაზე დამსწრე პირები���������������� ��������������������

������������������������������������������������ �� �������������������������������� ����������������������

მოწვეული სპეციალისტი (თუ ის არის)��������������� �������������������

მოწმეები (თუ ისინი არიან)� ���������������� ������ ���������������������������

13. საბაჟო კოდექსის შესაბამისად ჩამიტარდა პირადი დათვალიერების პროცედურა, რის შემდეგაც გავეცანი წინამდებარე ოქმს, მივიღე ოქმის მეორე ეგზემპლარი და მთლიანად ვეთანხმები მასში დაფიქსირებულ მონაცემებს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით�� ���������������������

 

შენიშვნა: ������������������������������������������������������������������������������������������������������������������������������������������������������������������������������

დანართი 3. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №658 - სსმ III, 13.10.2009, №124, მუხ.1433

 

დანართი №4

 

ფიზიკური პირის შეტყობინება N

პირადი ნომერი _______________________

სახელი და გვარი _______________________________________________________________________

საბაჟო გამშვები პუნქტი ________________________________________________________________

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270​5 მუხლის �ლ.ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტზე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის ფაქტს ვადასტურებ:

______________________________________________________

ფიზიკური� პირის���� ხელმოწერა

 

______________________________________________________

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა

 

 

თარიღი:

 

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270​5 მუხლის ,,ლ.ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი საბაჟო გადასახდელებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი იმპორტი ხორციელდება 30 კალენდარული დღის განმავლობაში ერთხელ.

 

ფიზიკური პირის შეტყობინება N

 

პირადი ნომერი_______________________

სახელი და გვარი _______________________________________________________________________

საბაჟო გამშვები პუნქტი ________________________________________________________________

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270​5 მუხლის �ლ.ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტზე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის ფაქტს ვადასტურებ:

______________________________________________________

ფიზიკური� პირის���� ხელმოწერა

______________________________________________________

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა

 

თარიღი:

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270​5 მუხლის ,,ლ.ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი საბაჟო გადასახდელებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი იმპორტი ხორციელდება 30 კალენდარული დღის განმავლობაში ერთხელ.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანება №488 - სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ.1017

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1774, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.7092 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68218-8/