უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.01.2007 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.009.806
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 17/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.806

საქართველოს ფინანასთა

მინისტრის ბრძანება №26

2007 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 114-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) ინსტრუქცია „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ“ (დანართი 1);

ბ) „პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის ცნობა“ (დანართი №2);

გ) „პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობა“ (დანართი №3);

დ) „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით – TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გამოცხადების შეტყობინება“ (დანართი №4);

ე) „საწყობში ან/და დამხმარე სათავსოში საქონლის ელექტრონული აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №5);

ვ) „სავაჭრო დარბაზში საქონლის შეტანის აქტი“ (დანართი №6);

ზ) „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზში რეალიზებული საქონლის აღწერის ფორმა“ (დანართი №7);

თ) „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო მოწმობა“ (დანართი №8).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე ლ. გოცირიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

 

 დანართი №1

ინსტრუქცია

უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. უბაჟო ვაჭრობის პუნქტი (შემდგომში – პუნქტი) არის საბაჟო კონტროლის ზონაში (აეროპორტში, ნავსადგურსა და სხვა ადგილებში, რომლებიც ღიაა საერთაშორისო მიმოსვლისათვის) განთავსებული გამოცალკევებული ობიექტი ან რამდენიმე ობიექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება იმ მგზავრების მომსახურებისთვის განკუთვნილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას.

2. პუნქტში ხორციელდება მხოლოდ საცალო ვაჭრობა.

3. პუნქტში შეტანილი საქონელი გათავისუფლებულია საქონლის იმპორტის დროს მოცემულ საქონელზე დაწესებული საბაჟო გადასახდელებისაგან.

4. პუნქტის საქმიანობა ნებადართულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) საფუძველზე.

5. ნებართვა გაიცემა ცალკეულ აეროპორტში, ნავსადგურსა ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებულ, ტერიტორიულად ერთიან, საბაჟო კონტროლის ზონის იმ ფართობზე განთავსებულ ერთ ან რამდენიმე ობიექტზე, რომლის შემადგენლობაში შემავალი სავაჭრო დარბაზი (სავაჭრო დარბაზები) მდებარეობს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ.

6. პუნქტში შეძენილი საქონელი ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გატანას.

7. პუნქტის საქმიანობის საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის მფლობელს.

8. პუნქტში შეიძლება გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია. პუნქტში შეიძლება გაიყიდოს საქონელი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა შეზღუდულია, მხოლოდ იმ პირობით, თუ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

    მუხლი 2. პუნქტის ადგილმდებარეობის მოწყობისა და აღჭურვილობის მიმართ გათვალისწინებული მოთხოვნები

1. პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელს (მფლობელს) უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი ფართობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ პუნქტის ნორმალურ ფუნქციონირებას ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად და განკუთვნილია:

ა) სავაჭრო დარბაზისათვის (დარბაზებისათვის);

ბ) პუნქტის საწყობებისათვის, ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) სურვილის შემთხვევაში, დამხმარე სათავსოებისათვის.

2. პუნქტის სავაჭრო დარბაზების, დამხმარე სათავსოების და საწყობის მოწყობა უნდა გამორიცხავდეს საქონლის საბაჟო კონტროლის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობას, უზრუნველყოფდეს ამ სათავსოებში განლაგებული საქონლის დაცვას.

3. პუნქტის საწყობის მოწყობა უნდა გამორიცხავდეს მასში საბაჟო კონტროლის გარეშე საქონლის შეტანას.

4. პუნქტის სავაჭრო დარბაზები განლაგებული უნდა იქნეს საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრებში (იმ ადგილის ფარგლებს მიღმა, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური პირების კუთვნილ საქონელზე საბაჟო პროცედურების საწარმოებლად ამ პირების საქართველოს საზღვარზე გასვლისას).

5. პუნქტის სავაჭრო დარბაზის განლაგება უნდა გამორიცხავდეს მასში იმ პირების მოხვედრას, რომლებმაც შესაძლებელია გადაკვეთონ საბაჟო საზღვარი სათანადო პროცედურების გავლის გარეშე.

6. პუნქტის სავაჭრო დარბაზები, სათავსოები და საწყობები უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი სიგნალიზაციით.

7. აუცილებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის თანახმად, პუნქტის მფლობელი ვალდებულია მათ პასუხიმგებელ პირებს უსასყიდლოდ გამოუყოს კავშირგაბმულობის საშუალებები, საბაჟო კონტროლისათვის საჭირო აუცილებელი სათავსო და შეუქმნას სათანადო პირობები საბაჟო კონტროლის საწარმოებლად.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნებართვის გაცემის შესახებ ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

    მუხლი 3. უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის შეტანა

1. პუნქტში შესატან უცხოურ საქონელზე საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილია სასაზღვრო საბაჟო ორგანო, რომლის გავლით გადაადგილდება პუნქტში შესატანად განკუთვნილი უცხოური საქონელი, აგრეთვე პუნქტის საწყობი, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის დასაწყობება.

2. პუნქტში საქონლის შეტანა ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის ცნობის (იხ. დანართი №2) და პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობის (იხ. დანართი №3) საფუძველზე, სადაც აისახება ამ ბრძანების სათანადო დანართში მოცემული ფორმების შესაბამის გრაფაში შესატანი ინფორმაცია. პუნქტის მფლობელი ვალდებულია საწყობში შეტანისას უცხოური საქონლის შეფუთვას (რომლითაც საქონელი შეიტანება საწყობში) დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია მოწმობის (TIR წიგნაკის) სტამბური და „D“ ნომერი, ხოლო საქართველოს საქონლის შეფუთვას (რომლითაც საქონელი შეიტანება საწყობში) დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობის ნომერი.

3. პუნქტში დაუშვებელია ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული საქონლის მოთავსება.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას პუნქტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური საქონლის გადაადგილება დაიშვება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან პირდაპირ უბაჟო ვაჭრობის პუნქტამდე დროებითი შენახვის (საბაჟო) საწყობში განთავსების გარეშე. ამ მიზნით საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით განსაზღვრული გარანტიისა (გარანტია არ წარედგინება, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, პუნქტში რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონელი საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების გარეშე გადაადგილდება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოში განთავსებული პუნქტის დანიშნულებით) და „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, ან TIR წიგნაკის საფუძველზე (შემდგომში – მოწმობა).

5. დაუშვებელია პუნქტის სავაჭრო დარბაზების, დამხმარე სათავსოებისა და საწყობის გამოყენება იმ საქონლის შესანახად და სარეალიზაციოდ, რომელიც არ გაცხადებულა პუნქტში მოსათავსებლად.

6. პუნქტში საქონლის შეტანის მიზნით ხორციელდება შემდეგი პროცედურები:

ა) პუნქტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო-პუნქტში) წარდგენა დასტურდება:

ა.ა) საავტომობილო გადაზიდვის შემთხვევაში – პუნქტის მიერ აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის მეორე მოსახევი (მწვანე) ფურცლის მეორე გვერდზე) მეორე გვერდზე გაკეთებული აღვნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ;

ა.ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს;

ა.გ) როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების გარეშე გადაადგილდება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოში განთავსებული პუნქტის დანიშნულებით, ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება ზოგადი დეკლარირება კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიწერება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რომელიც კონტროლიდან იხსნება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ამ მუხლით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას;

ბ) პუნქტში უცხოური საქონლის გამოცხადებისთანავე არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 12 საათამდე პუნქტის მფლობელი ან მისი უფლებამოსილი პირი პუნქტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური საქონლის დანიშნულების ადგილზე – პუნქტში გამოცხადების დადასტურების მიზნით გადასცემს შესაბამისი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ მოხელეს საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით – TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლის პუნქტში გამოცხადების შეტყობინებას (დანართი №4);

გ) შეტყობინების მიღებიდან 1 საათში საბაჟო მოხელე უთითებს პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის ცნობის მიღების დადასტურებისთვის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის დასწრების დროს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღის 12 საათს;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროში საბაჟოს მოხელე პუნქტის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობას. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები დაზიანების ან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მათი მოცილებისას საბაჟო მოხელე იწყებს საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, სხვა შემთხვევაში საბაჟო მოხელე ხსნის საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს;

ე) სატრანსპორტო საშუალებათა გახსნა და საწყობში უცხოური საქონლის შეტანა და შესაბამისი ცნობის (დანართი №2) შევსება ხორციელდება პუნქტის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ქმედების განხორციელებისთანავე. ცნობის მიღების დადასტურების მიზნით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი უსვამს პირადნომრიან ბეჭედს, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით საქონლის დათვალიერების შემთხვევაში ცნობაში მებაჟის მიერ მიეთითება დათვალიერების აქტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღი. შესაბამისად, მოწმდება ცნობაში მითითებული მონაცემების სისწორე.

7. საწყობში ან/და დამხმარე სათავსოში საქონლის აღწერის, მასზე საქონლის შენახვისა და გაყიდვის მოსამზადებელი ოპერაციების აღნუსხვის მიზნით ნებართვის მფლობელი ელექტრონულად აწარმოებს საქონლის აღრიცხვას დანართი №5-ის შესაბამისად.

8. საწყობი, აგრეთვე დამხმარე სათავსო, მასში საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის არსებობის პერიოდში მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ რეგიონალურ საბაჟოსთან შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე საქონლის შენახვის და მისი გაყიდვისათვის მოსამზადებელი ოპერაციების განხორციელებისას. ამ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ნებართვის მფლობელზე, რომლის მიმართ საბაჟო ორგანო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის დიდი მოცულობის ან ოპერაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

    მუხლი 4. საქონლის რეალიზაცია უბაჟო ვაჭრობის პუნქტში

1. სავაჭრო დარბაზში ხდება საქონლის საცალო გაყიდვა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელ ფიზიკურ პირებზე პასპორტის, ხოლო აეროპორტებში: საერთაშორისო რეისებზე ავიაბილეთის (მ.შ. ელექტრონული) ან საავიაციო პერსონალის მოწმობის (სერტიფიკატის), ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის, ან სხვა სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე. სავაჭრო დარბაზში საწყობიდან საქონელი შეიტანება „სავაჭრო დარბაზში საქონლის შეტანის აქტით“ დანართი №6-ის შესაბამისად. სავაჭრო დარბაზში საქონლის გატანისას პუნქტის მფლობელი ვალდებულია საცალო რეალიზაციისთვის განკუთვნილ უცხოური საქონლის თითოეულ ერთეულს დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია საქონლის შესაბამის შეფუთვაზე დაკრული სტიკერის ნომერი (მოწმობის (TIR წიგნაკის) სტამბური და „D“ ნომერი), ხოლო საქართველოს საქონლის თითოეულ ერთეულს – სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია საქონლის შესაბამის შეფუთვაზე დაკრული სტიკერის ნომერი (პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობის ნომერი).

2. პუნქტში საქონლის გაყიდვა წარმოებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათებით.

3. დაუშვებელია პუნქტში საქონლის ბითუმად გაყიდვა.

4. პუნქტში დაუშვებელია საქონლის გაყიდვა წინასწარი შეკვეთების, ადგილზე მიტანის, განვადებით გადახდის სახით, ასევე დამატებითი მომსახურების გაწევა (გარდა გაყიდვის წინა მომზადების, შეფუთვის, დემონსტრაციის, ხელახალი შეფუთვის და სხვა ანალოგიური ოპერაციებისა).

5. არ დაიშვება საქონლის გაყიდვა პუნქტის დამხმარე სათავსოებიდან და საწყობიდან.

6. საქონელი, რომლის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია, შეიძლება რეალიზებულ იქნეს პუნქტიდან მხოლოდ იმ პირობით, თუ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

7. პუნქტის მფლობელი ვალდებულია დაიცვას სანიტარიული წესები, საქონლის განთავსების ნორმები, შენახვის რეჟიმი, სახელმწიფო სტანდარტების აუცილებელი მოთხოვნები, შეასრულოს ვაჭრობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები და პირობები.

8. პუნქტში მოთავსებულ საქონელს შენახვისა და გაყიდვისათვის მოსამზადებლად შეიძლება ჩაუტარდეს ის ოპერაციები, რომელიც განსაზღვრულია საბაჟო საწყობში მოქცეული საქონლის მიმართ.

9. საქონლის შენახვისათვის ოპერაციები ტარდება პუნქტის საწყობში, ხოლო გაყიდვისათვის მოსამზადებელი – საწყობში ან დამხმარე სათავსოებში.

10. კონტროლს პუნქტში შეძენილი საქონლის ფაქტობრივ გატანაზე ახორციელებს ის საბაჟო ორგანო, რომლის მოქმედების რეგიონშიც არის განთავსებული პუნქტი.

11. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირების მიერ პუნქტში ნაყიდი საქონელი, ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გაუტანლობის შემთხვევაში დაიბეგრება საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად (გარდა საქართველოს საქონლისა).

12. პუნქტში მოთავსებული საქონლის გაყიდვისას იმ პირებზე, რომელთაც არ ჰქონდათ მათი შეძენის ან მისი სხვა საბაჟო რეჟიმით გამოყენების უფლება, აგრეთვე მისი დაკარგვის, ან დანაკლისის შემთხვევაში, პუნქტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს ყველა ის საბაჟო გადასახდელი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა შესაბამისად საქონლის თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით გაშვებისას, აგრეთვე შეასრულოს სხვა საბაჟო ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონელი დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო აღმოჩნდება მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებული ან დაკარგული ან გაფუჭებული და შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება.

13. პუნქტში დაუძლეველი ძალის შედეგად საქონლის განადგურების დროს პუნქტის მფლობელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს საბაჟო კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო საბაჟო ორგანო ვალდებულია შეადგინოს განადგურების ოქმი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

    მუხლი 5. პუნქტში მოთავსებული საქონლის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. პუნქტში მოთავსებული საქონელი ექვემდებარება პუნქტის მფლობელისა და საბაჟო ორგანოს მიერ სავალდებულო აღრიცხვას.

2. სავაჭრო დარბაზში რეალიზებული საქონლის აღნუსხვის მიზნით ნებართვის მფლობელი აწარმოებს საქონლის აღრიცხვას დანართი №7-ის ფორმის მიხედვით. აღნიშნული ფორმები იკინძება აღრიცხვის წიგნად, გვერდები ინომრება და მოწმდება საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ხელის მოწერითა და ბეჭდით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული მონაცემები ელექტრონულად შეაქვს შემოსავლების სამსახურის სერვერში განთავსებულ მონაცემთა ბაზაში პუნქტში საქონლის შეტანიდან, სავაჭრო დარბაზში გადატანიდან და საქონლის რეალიზაციიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.

3. საქონლის აღრიცხვის წიგნი, ბოლო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, გადაეცემა შესაბამის საბაჟო ორგანოს დასამოწმებლად. დამოწმების შემდეგ წიგნი უბრუნდება პუნქტის მფლობელს და მის მიერ ინახება 6 წლის განმავლობაში. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს პუნქტში რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის საწყობში შეტანამდე საქონლის დათვალიერება, კამერალური შემოწმება ან გასვლითი შემოწმება და საქონლის ინვენტარიზაცია.

4. აღრიცხვის წიგნი იწარმოება პუნქტში არსებული აღრიცხვის სხვა სისტემების, მათ შორის – ელექტრონული მონაცემთა ბაზის არსებობის მიუხედავად. აღწერის წიგნი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელ პირებს წარედგინებათ მათი პირველივე მოთხოვნისთანავე.

5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს ანგარიშგება მიღებული და რეალიზებული საქონლის შესახებ დანართ №5 და №7-ში მოცემული ფორმის თანახმად.

6. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. შემოსავლების სამსახური კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.

7. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კონტროლს ახორციელებს შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.

8. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

    მუხლი 6. პუნქტის ლიკვიდაცია

1. გადაწყვეტილება პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმების შესახებ მიიღება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ნებართვის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან საქონელი, რომელიც იმყოფება სავაჭრო დარბაზებში და დამხმარე სათავსოებში, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადაადგილებას პუნქტის საწყობში. საბაჟო ორგანოს მიერ საწყობში არსებული საქონლის ინვენტარიზაციის დასრულებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში პუნქტის საწყობიდან უცხოური საქონელი შესაძლებელია საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადატანილ იქნეს უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან დროებითი შენახვის საწყობში ან საბაჟო საწყობში. საწყობში (გარდა უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობისა) ხორციელდება ამ საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაცია საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 30 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ საბაჟო ორგანო ახორციელებს საქონლის განკარგვის ღონისძიებებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.

3. ნებართვის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ნებართვის ყოფილი მფლობელი ვალდებულია წარადგინოს საბაჟო ორგანოში ანგარიშგება საწყობში მოთავსებულ საქონელზე დანართ №5-ში მოცემული ფორმის თანახმად.

4. საბაჟო ორგანო ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს გასვლითი შემოწმება და საქონლის ინვენტარიზაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

                                                                                                                                               დანართი №2

პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის

ცნობა № ––––––––-–––––––––––––––-––––––––––––-–––––––––––

№

აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის) სტამბური ნომერი, D ნომერი

საქონლის დასახელება, სპეციფიკაცია

 

საქონლის კოდი  სეს ესნ მიხედვით

რაოდენობის ერთეული

რაოდენობა

რაოდენობის ერთეული (საცალო)

რაოდენობა (საცალო)

ერთეული საქონლის საბაჟო ღირებულება

ადგილების რაოდენობა

ბრუტო წონა

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პუნქტის მფლობელის, მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის), (საკონტაქტო ტელეფონი)

 

აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

პასუხისმგებელი პირის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

            (ხელმოწერა)

(თარიღი), (თვე), (წელი)

 

დამატებითი ფურცლების რაოდენობა–––––

 

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ აყვანილია

 

 

 პ.ბ.

 

სახელი, გვარი

 

 

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

შენიშვნა: შევსების წესი იხ. მეორე გვერდზე

 

1. ცნობა ივსება ქართულ ენაზე (საქონლის სავაჭრო ნიშნის/ლოგოს გარდა), მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, მონაცემების შეტანა გრძელდება სხვა ფორმაში, ამასთან, დამატებით ფურცლის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ.

2. ცნობა ივსება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – პუნქტს; ბ) მეორე – საბაჟო ორგანოს.

3. ცნობას ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი ასახავს პუნქტის უნიკალურ კოდს, მეორე – შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი), მესამე – რიგით ნომერს ან დამატებით სხვა ფორმის შევსების შემთხვევაში მიეთითება ძირითადი შეტყობინების რიგითი ნომერი, მეოთხე ივსება მხოლოდ დამატებით სხვა ფორმის შევსების შემთხვევაში და მიეთითება დამატებით ფორმის რიგითი ნომერი (ამასთან, მეორდება ძირითადი ფორმის პირველი 3 ნაწილის მონაცემები).

ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცნობის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან.

შევსებული ცნობა ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.   

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

 

 დანართი №3

პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის

ცნობა № ––––––––-–––––––––––––––-––––––––––––-–––––––––––

 

№

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის №

საქონლის დასახელება, სპეციფიკაცია

საქონლის კოდი სეს ესნ მიხედვით

რაოდენობის ერთეული

(შეფუთვის მიხედვით)

რაოდენობა

რაოდენობის ერთეული (საცალო)

რაოდენობა (საცალო)

საქონლის ღირებულება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პუნქტის მფლობელის, მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის), (საკონტაქტო ტელეფონი)

 

აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

პასუხისმგებელი პირის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    (ხელმოწერა)

(თარიღი), (თვე),      (წელი)

 

დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––

 

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ აყვანილია

                 

 

                           პ.ბ.

 

სახელი, გვარი

 

 

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

შენიშვნა: შევსების წესი იხ. მეორე გვერდზე

 

1. ცნობა ივსება ქართულ ენაზე (საქონლის სავაჭრო ნიშნის/ლოგოს გარდა), მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, მონაცემების შეტანა გრძელდება, სხვა ფორმაში, ამასთან, დამატებით ფურცლის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ.

2. ცნობა ივსება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – პუნქტს; ბ) მეორე – საბაჟო ორგანოს;

3. ცნობას ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი ასახავს პუნქტის უნიკალურ კოდს, მეორე – შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი), მესამე –  რიგით ნომერს ან დამატებით სხვა ფორმის შევსების შემთხვევაში მიეთითება ძირითადი შეტყობინების რიგითი ნომერი, მეოთხე ივსება მხოლოდ დამატებით სხვა ფორმის შევსების შემთხვევაში და მიეთითება დამატებით ფორმის რიგითი ნომერი (ამასთან, მეორდება ძირითადი ფორმის პირველი 3 ნაწილის მონაცემები).

ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცნობის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან.

შევსებული ცნობა ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.         

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

 

 დანართი №4

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით – TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლის პუნქტში გამოცხადების შეტყობინება № ––

––––––-–––––––––––––––-––––––––––––-–––––––––––

უბაჟო ვაჭრობის პუნქტის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შესაბამისი საბაჟო ორგანოს  დასახელება  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

№

აღრიცხვის მოწმობის (TIR კარნეტის) რეკვიზიტები

საწყობში გამოცხადების თარიღი და დრო (საათი, წუთი)

შენიშვნა

სტამბური ნომერი

D ნომერი

1.

 

 

 

 

2.

 

 

 

 

3.

 

 

 

 

4.

 

 

 

 

5.

 

 

 

 

6.

 

 

 

 

7.

 

 

 

 

8.

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––

პუნქტის საწყობის უფლებამოსილი ფიზიკური პირის თანამდებობა ––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––– სახელი, გვარი:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––

                                                                              ბ.ა.

საბაჟო ორგანოს მიერ დოკუმენტის მიღების თარიღი და დრო ----------- 200  წ. -----სთ. -----წთ.

შესაბამისი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი: –––––––––––––––––––––––

ხელმოწერა  ––––––––––––––––––––––––

                                      პ.ბ.ა.    

საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოცილების (ასეთის არსეობისას),  სატრანსპორტო საშუალების გახსნის, სატრანსპორტო საშუალებიდან საწყობში საქონლის შეტანის ფაქტის დადასტურების მიზნით საბაჟო ორგანოს მოხელის გამოცხადების თარიღი და დრო ----------

-------------------- 200  წ. -------სთ. -----წთ.

შენიშვნა:

1. შეტყობინება ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, მონაცემების შეტანა გრძელდება სხვა ფორმაში, ამასთან, დამატებით ფურცლის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ.

2. შეტყობინება ივსება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი  პუნქტს; ბ) მეორე – საბაჟო ორგანოს.

3. შეტყობინებას ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს პუნქტის უნიკალურ კოდს, მეორე – შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი), მესამე –  რიგით ნომერს ან დამატებით სხვა ფორმის შევსების შემთხვევაში მიეთითება ძირითადი შეტყობინების რიგითი ნომერი, მეოთხე – ივსება მხოლოდ დამატებით სხვა ფორმის შევსების შემთხვევაში და მიეთითება დამატებით ფორმის რიგითი ნომერი (ამასთან, მეორდება ძირითადი ფორმის პირველი 3 ნაწილის მონაცემები).

ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეტყობინების რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან.

შევსებული შეტყობინება ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.                                                                  

 

 

დანართი №5

საწყობში ან/და დამხმარე სათავსოში საქონლის ელექტრონული აღრიცხვ ი ს ფორმა

№

საქონლის პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის

ცნობა №

საქონლის პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის

ცნობა №

საქონლის დასახელება, სპეციფიკაცია

საქონლის კოდი სეს ესნ მიხედვით

რაოდენობის ერთეული

რაოდენობა

საქონლის შენახვისა და გაყიდვის მოსამზადებელი ოპერაციების დასახელება

ოპერაციის განხორციელების შედეგად ც ვლილება

რაოდენობა/სხვა

სავაჭრო დარბაზში საქონლის შეტანის აქტი №

ნაშთი საწყობში

(იდენტური საქონლის, რომელიც შეტანილია ერთი ცნობით)

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

 

დანართი №6

სავაჭრო დარბაზში საქონლის შეტანის აქტი №  ––––––––-–––––––––––––––-––––––––––––-

 

№

საქონლის პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის

ცნობა №

საქონლის პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის

ცნობა №

საქონლის სტატუსი

საქონლის დასახელება, სპეციფიკაცია

საქონლის კოდი სეს ესნ

მიხედვით

რაოდენობის ერთეული

(საცალო)

რაოდენობა

(საცალო)

საქონლის ერთეულის

საბაჟო ღირებულება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პუნქტის მფლობელის, მისი წარმომადგენლის: – სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)

 

აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

პასუხისმგებელი პირის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(ხელმოწერა)

(თარიღი), (თვე)      (წელი)

დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––

 

შენიშვნა: შევსების წესი იხ. მეორე გვერდზე

 

1. აქტი ივსება ქართულ ენაზე (გარდა საქონლის სავაჭრო ნიშნის/ლოგოს), მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, მონაცემების შეტანა გრძელდება სხვა ფორმაში, ამასთან, დამატებით ფურცლის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ.

2. აქტი ივსება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი – პუნქტს; ბ) მეორე – საბაჟო ორგანოს.

3. აქტს ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს პუნქტის უნიკალურ კოდს, მეორე – შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი), მესამე –  რიგით ნომერს ან დამატებით სხვა ფორმის შევსების შემთხვევაში მიეთითება ძირითადი შეტყობინების რიგითი ნომერი, მეოთხე ივსება მხოლოდ დამატებით სხვა ფორმის შევსების შემთხვევაში და მიეთითება დამატებით ფორმის რიგითი ნომერი (ამასთან, მეორდება ძირითადი ფორმის პირველი 3 ნაწილის მონაცემები).

ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცნობის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან.

შევსებული აქტი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.                                                                 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

 

დანართი №7

უბაჟო ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზში რეალიზებული საქონლის აღწერის ფორმა

 

№

სავაჭრო დარბაზში საქონლის შეტანის აქტი №

ს ტიკერი №

საქონლის სტატუსი

საქონლის დასახელება, სპეციფიკაცია

 

საქონლის კოდი სეს ესნ მიხედვით

რაოდენობის ერთეული (საცალო)

საქონლის ერთეულის საბაჟო ღირებულება

საერთაშორისო რეისებზე ავიაბილეთის № (მ.შ. ელექტრონული), ან

საავიაციო პერსონალის მოწმობის № (სერტიფიკატის), ან

ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის №, ან

სხვა დოკუმენტი, მიუთითეთ დოკუმენტის დასახელება და ნომერი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პუნქტის მფლობელის, მისი წარმომადგენლის: – სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის): (საკონტაქტო ტელეფონი)

 

აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

პასუხისმგებელი პირის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(ხელმოწერა)

(თარიღი), (თვე)      (წელი)

 

დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

 

 

დანართი №8

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შემოსავლების სამსახური

 

უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის

სანებართვო მოწმობა №000000

 

სანებართვო მოწმობის მფლობელი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(საწარმოს სრული დასახელება, სარეგისტრაციო მონაცემები)

 

ობიექტის ადგილმდებარეობა და ფართობი:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; უბაჟო ვაჭრობის პუნქტის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს უბაჟო ვაჭრობის პუნქტი; პუნქტის ფართობი)

 

სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის უფროსის

200..... წლის ......... .......................... ის №     ბრძანების საფუძველზე.

 

გაცემის თარიღი      ........ ............................ 200  წ.                     

 

მოქმედების ვადა      ........ ............................ 200  წ.                    

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

(ხელმოწერა)            ბ.ა.

                  

დამამზადებელი:              

დამკვეთი:         

სფს რეგისტრაციის №

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1021-სსმIII, №121, 27.08.2007წ.; მუხ.1319

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №26, 16.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.806 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68530-1/