სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2007 ბოლო ცვლილება 22.12.2025
ნომერი
№150
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.22.034.009.916
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 01/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (47)

შემდგომი ცვლილებები (27)

წინა ცვლილებები (20)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  310.150.000.22.034.009.916

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №150

+

2007 წლის 31 იანვარი

 ქ. თბილისი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ

+

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №401 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

4. ინსტრუქციის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2013 წლის 1 აგვისტომდე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 225 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

 

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმ III, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმ III, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმ III, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმ III, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №405-სსმ III, №37, 26.03.2009წ.; მუხ.427

6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმ III, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 აპრილის ბრძანება №390-სსმ III, №49, 28.04.2010წ.; მუხ.730

8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმ III, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №965-სსმ III, №149, 15.11.2010წ.; მუხ.2112

10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 თებერვლის ბრძანება №96-ვებგვერდი, 08.02.2012წ.

16. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 თებერვლის ბრძანება № 132 - ვებგვერდი, 20.02.2012წ.

17. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

18. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1007 - ვებგვერდი, 24.12.2012წ.

19. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2013წ. 

20. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №225 - ვებგვერდი, 29.03.2013წ. 

 

  ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

+

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

+

    მუხლი 1.

+

1. ეს ინსტრუქცია ,, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და „ სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის , „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს.

2. ეს წესი აგრეთვე ადგენს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი (მაგრამ არანაკლებ 90 კალენდარული დღისა) უცხოეთში რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

2​1 . ეს ინსტრუქცია აგრეთვე ადგენს საწყობისა და თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

3. ეს ინსტრუქცია აგრეთვე ადგენს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის,  საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიისათვის სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებათა რეგისტრაციის წესს;

 ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილი იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესს, რომელებიც აუქციონის გარეშე სარგებლობაში (უსასყიდლოდ) ფორმით გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციებს;

3​1. ეს ინსტრუქცია დამატებით ადგენს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, აგრეთვე ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის „ზ-ი" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების  რეგისტრაციის წესს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირდება ქონების მიმღებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 225 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

 

      მუხლი 2. ამ ბრძანების ტერმინების მოქმედების არეალი

+

ამ ბრძანებაში გამოყენებული ტერმინები, რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინებისგან განსხვავებული მნიშვნელობა, გამოიყენება მხოლოდ ამ ბრძანებით განსაზღვრული ურთიერთობების რეგულირებისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 3. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

+

1. სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ა) შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3 -ზე მეტია;

ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;

გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;

      დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.

3. რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, საკუთრების ან სარგებლობის უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.

3 ​1 ) დროებითი რეგისტრაცია – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დეკლარანტზე, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვა, დროებით აღრიცხვაში ცვლილებების შეტანა, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება.

4. სარეგისტრაციო ნიშნები – სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ტექნიკური პასპორტი), დროებითი მოწმობა, ტრანზიტი, შიდა ტრანზიტი, ტექნიკური ტალონი, სპეციალური სანომრე ნიშანი „TEST“-ი.

5. რეგისტრაციაში ცვლილებები – სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული, მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების შეტანა.

6. მესაკუთრე – დაინტერესებული პირი, რომლის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით.

6 1 . მოსარგებლე – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადმინისტრაციული ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზა-ციები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით.

7. ფიზიკური პირები – საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

8. იურიდიული პირები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

8​1 . გზავნილი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი, მომზადებული ან/და გამოცემული მატერიალური ან/და ელექტრონული სახის დოკუმენტი, მათ შორის, საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, დადგენილება, გადაწყვეტილება, შეტყობინება, გაფრთხილება და სხვა.

8 ​2 . ადრესატი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი ფიზიკური პირი, რომლისთვისაც განკუთვნილია (დამისამართებულია) გზავნილი.

9. სატრანსპორტო საშუალება – ავტობუსი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მოტოციკლი რომელთა ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ 3  მეტია, აგრეთვე მათი მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები.

10. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები, აგრეთვე მათი დამხმარე ტექნიკური საშუალებები, მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა.

12.     საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.

13. პირველადი რეგისტრაცია – მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა).

14. დამხმარე ტექნიკური საშუალებები – სავალდებულო რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემადგენელი დამხმარე საშუალებები, რომელზეც არ გაიცემა სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

15. ტექნიკური ტალონი – სპეცტექნიკის დამხმარე ტექნიკური საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი 4).

16. მისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ნახევარმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი.

17. საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე – მექანიკური სატრან-სპორტო საშუალების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირო-ბებს: ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საცხოვრებელი ადგილი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ფარგლებს გარეთ; არ არის რეგისტრირებული საქართველოში; დროებით არის შემოყვანილი საქართველოში

18. დათვალიერება – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარება;

18 ​1 ) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად შედგენილი აქტი (ფორმა 1), რომელშიც თანხმლები დოკუმენტებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება ამ ინსტრუქციის დანართი №3-ით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.

18 ​2 . საექსპერტო შემოწმება – სააგენტოს სპეციალისტის მიერ სატრანსპორტო საშუალებისა და თანხმლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური და სასაქონლო შემოწმების გზით, დეკლარირებისა ან/და რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა, შესაბამისი აქტის შედგენა.

18 ​3 . სპეციალისტი – სააგენტოს მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველოს II განყოფილების თანამშრომელი. სპეციალისტად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების უფლებამოსილება დელეგირებული აქვს სააგენტოს დირექტორის მიერ.

18 ​4 . სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს კუთვნილი ან მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომელშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები.

19. მსუბუქი ავტომობილი − 3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, რვას არ აღემატება.

20. სატვირთო ავტომობილი − ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.

21. პიკაპი – მსუბუქი ავტომობილი სატვირთო-სამგზავრო ძარათი, რომლის ღია სატვირთო ნაწილი გამოყოფილია სამგზავრო ნაწილისაგან სტაციონარული ტიხარით.

 22. ფურგონი – მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც დამონტაჟებულია უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარა და გააჩნია მძღოლის და ტვირთის გადასატან სათავსოებს შორის გამყოფი ტიხარი.

23. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი – მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც გამავლობის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით გააჩნია სპეციალური სისტემები და აგრეგატები.

24. კაბრიოლეტი – მსუბუქი ავტომობილი დახურული სამგზავრო ძარათი, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ტენტი და გვერდითი ჩასაწევი ფანჯრები.

25. ფაეტონი – მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო ძარით, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ტენტი და გვერდითი სახსნელი ფანჯრები.

26. ფაეტონ უნივერსალი – მსუბუქი ავტომობილი სატვირთო-სამგზავრო ძარათი, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ან სახსნელი ტენტი და კარებზე დაყენებული გვერდითი სახსნელი ფანჯრები.

27. როდსტერი – მსუბუქი ორადგილიანი ავტომობილი ღია ძარით და დასაკეცი სახურავით.

28. ბრეგამი – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც მხოლოდ წინა სავარძლების ზემოთ ეხსნება სახურავის ნაწილი.

29 ლანდო – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც მხოლოდ უკანა სავარძლების ზემოთ ეხსნება სახურავის ნაწილი.

30. ტარგა – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც ეხსნება სახურავის შუა ნაწილი.

31. ვენი – გაზრდილი ტევადობის, უნივერსალური ძარას მქონე მსუბუქი ავტომობილი.

32. კუპე – მსუბუქი ავტომობილი ორ ან სამნაკვეთურიანი დახურული სამგზავრო ძარათი, ორი გვერდითი კარით და ვიწროგაბარიტიანი უკანა სავარძლით.

33. ლიმუზინი – მსუბუქი ავტომობილი დახურული სამგზავრო ძარათი, რომელსაც წინა სავარძლების შემდეგ გააჩნია ტიხარი გასახსნელი ფანჯრით.

34. ფასტბეკი – ორი ან ოთხკარიანი მსუბუქი ავტომობილი უკან თანაბრად დახრილი სახურავით.

35. უნივერსალი – ორნაკვეთურიანი მსუბუქი ავტომობილი, ორი ან ოთხკარიანი ძარათი და სრულგაბარიტიანი სავარძლების ორი მწკრივით.

36. ჰეტჩბეკი – მსუბუქი ავტომობილი ორნაკვეთურიანი ძარათი და უკანა კარით, რომელიც გათვალისწინებულია მგზავრთა გადასაყვანად, ან ტვირთის გადასაზიდად (უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში).

37. სედანი – მსუბუქი ავტომობილი სამნაკვეთურიანი დახურული სამგზავრო ძარითა და ორი ან ოთხი გვერდითი კარით.

38. სპეციალური მსუბუქი – მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

39. ბორტიანი – საერთო დანიშნულების მქონე სატვირთო ავტომობილი ბორტიანი პლატფორმით.

40. უნაგირა საწევარა – საწევარი, ავტომობილი გამწევი, რომელსაც გააჩნია უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობა ნახევარმისაბმელთან შესაერთებლად და არ გააჩნია ტვირთის გადასატანი საკუთარი ძარა.

41. თვითმცლელი – სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

42. ცისტერნა – სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი ცისტერნის ტიპის ძარათი, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

43. სატვირთო ფურგონი – სატვირთო ავტომობილი, რომელზეც დამონტაჟებულია უფანჯრო, დახურული, სპეციალიზებული ძარა და რომელსაც მძღოლისა და ტვირთის გადასატან სათავსოებს შორის გააჩნია გამყოფი ტიხარი.

44. სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი – სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

45. სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

46. სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი – სატვირთო ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ტვირთისა და მგზავრთა გადასაყვანად და გააჩნია მძღოლის ადგილის ჩათვლით რვაზე ნაკლები სამგზავრო ადგილი.

47. მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილის შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე.

48. სატვირთო ავტომობილის მისაბმელი და ნახევარმისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი სატვირთო ავტომობილის შემადგენელი ტვირთის გადასატანი სატრანსპორტო საშუალებები ძრავას გარეშე.

49. ბორტიანი მისაბმელი – საერთო დანიშნულების მქონე სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ბორტიანი პლატფორმით.

50. თვითმცლელი მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული მისაბმელი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

51. ცისტერნა მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული მისაბმელი ცისტერნის ტიპის ძარათი, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

52. ფურგონი მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპაციალიზებული მისაბმელი, მასზე დამონტაჟებული უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარათი.

53. სპეციალიზებული მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის მისაბმელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

54. სპეციალური მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის მისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

55. სამგზავრო მისაბმელი – მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად.

56. ბორტიანი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის საერთო დანიშნულების მქონე ნახევარმისაბმელი ბორტიანი პლატფორმით,

57. თვითმცლელი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

58. ცისტერნა ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი ცისტერნის ტიპის ძარით, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

59. ფურგონი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპაციალიზებული ნახევარმისაბმელი, მასზე დამონტაჟებული უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარით.

60. სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

61. სპეციალური ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

62. სამგზავრო ნახევარმისაბმელი – ნახევარმისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად.

63. მუხლუხა კომბაინი – მუხლუხა თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასაღებად.

64. თვლიანი კომბაინი – თვლიანი თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასაღებად.

65. მუხლუხა ტრაქტორი – მუხლუხა საბაზო მანქანა, რომელიც გამოიყენება მძიმე ტვირთების გადაადგილებისათვის გრუნტიან ან დროებით მოწყობილ გზებზე. აღიჭურვება ბორტიანი და თვითმცლელი მისაბმელებით, ასევე საბმელი და კიდული მანქანებით.

66. თვლიანი ტრაქტორი – თვლიანი საბაზო მანქანა, რომელიც გამოიყენება მძიმე ტვირთების გადაადგილებისათვის გრუნტიან ან დროებით მოწყობილ გზებზე. აღიჭურვება ბორტიანი და თვითმცლელი მისაბმელებით, ასევე საბმელი და კიდული მანქანებით.

67. პნევმოთვლიანი საწევარი – ერთი ან ორღერძიანი საბაზო მანქანა, რომელიც განკუთვნილია საბმელ (ერთღერძიანის შემთხვევაში) და საბმელ და კიდულ (ორღერძიანის შემთხვევაში) მუშა მოწყობილობებთან ერთად სამუშაოდ.

68. მუხლუხა სატვირთველი მანქანა – მუხლუხა თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების, ნაყარი და ცალობითი ტვირთების დატვირთვა-განტვირთვისათვის.

69. თვლიანი სატვირთველი მანქანა – თვლიანი თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების, ნაყარი და ცალობითი ტვირთების დატვირთვა-განტვირთვისათვის.

70. თვითმავლი ამწე – ავტომობილის შასისაგან განსხვავებული შასის მქონე თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო მასალების გადასაადგილებლად, დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოების შესასრულებლად.

71. ექსკავატორი – მიწისმთხრელი მანქანა, რომელიც მუშა მოწყობილობის მოქმედების ზონაში ასრულებს მასივიდან გრუნტის ამოთხრის და გადაადგილების ოპერაციას, მისი დაყრის, ან სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისათვის.

72. ბულდოზერი – მანქანა, რომელიც განკუთვნილია მცირე მანძილზე მუშა ორგანოს წინ მიწის ზედაპირზე გრუნტის გადაადგილებით მისი შრეობრივი დამუშავებისათვის.

73. ბულდოზერ გამაფხვიერებელი – ბულდოზერი, რომელსაც დამატებით დამონტაჟებული აქვს მოწყობილობა მაგარი გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

74. სკრეპერი – მიწის სათხრელ-სატრანსპორტო მანქანა ციცხვიანი მუშა მოწყობილობით, რომელიც განკუთვნილია გამწე ძალის მეშვეობით გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

75. გრეიდერი – მიწის სათხრელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება მოძრავი ფარით, რომე-ლიც განკუთვნილია გაუყინავი გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

76. გრეიდერ ელევატორი – მანქანა განკუთვნილი მატერიკულ ქანებში გაუყინავი გრუნტის ამოსათხრელად და საყარზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე დასაყრელად.

77. სატკეპნი – თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია გრუნტისა და სხვა ნაყარი მასალების გასამკვრივებლად.

78. საბურღი – თვითმავალი მანქანა გრუნტის საბურღი მოწყობილობით.

79. ხიმინჯსასობი – ხიმინჯების ჩასასობად განკუთვნილი თვითმავალი მანქანა.

80. სპეციალური მობილური – ზემოთ ჩამოთვლილი მანქანებისაგან განსხვავებული სხვა სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო მანქანები.

81. ფერი – ამ ბრძანების (დანართი №6) განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების შეფერილობა.

82. საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა გადასახადების ადმინისტრირება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს ფუნქციები.

83. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

84. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა – სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

85. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და ყადაღის რეგისტრაცია – საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ბაზიდან პირდაპირ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის მიწოდების შედეგად მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვისა და დატვირთვის ელექტრონული (ავტომატური) რეგისტრაცია.

86. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება – სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების და მოწყობილობების მოხსნა ან/და კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი ელემენტების და მოწყობილობების დაყენება ან/და კონსტრუქციული პარამეტრების შეცვლა, რომელთაც უშუალო გავლენა აქვთ მოძრაობისა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.

87. ტესტირების (საგამოცდო) ცენტრი (შემდგომ – ტესტირების ცენტრი) – საწარმო, რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

88. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებს და დასკვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გადაკეთებისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ.

89. უფლებრივი შეზღუდვა – კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირებისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ (გარდა საგადასახადო გირავნობისა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია.

90. საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი – საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები (უფლებამოსილი საჯარო მოხელეები) და ადმინისტრაციული ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები), კერძო აღმასრულებლები.

91. თანასაკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაწილზე პირის საკუთრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

    მუხლი 4.

+


1. საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3 -ზე მეტია;

ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;

გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;

დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;

ე) ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა ნომრიანი აგრეგატები (თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება.

2. ამ ინსტრუქციით დადგენილი გარემოების არსებობისას სავალდებულოა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებათა დროებითი რეგისტრაცია.

3. სარეგისტრაციო სამსახურებში რეგისტრაციასა და დროებით რეგისტრაციას არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით შემოტანილი, საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისაგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებები;

გ) სპორტული სატრანსპორტო საშუალებები;

დ) სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს;

ვ) გამოცალკავებული (მოხსნილი) ნომრიანი აგრეგატები, რომლებიც არ წარმოადგენენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილს.

4. ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციამდე შეიძლება გაიცეს სპეციალურ ი სანომრე ნიშნები (TEST) და დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული დიაგნოსტიკური ცენტრებისა და იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა.

     საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

    მუხლი 5.

+

სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და სარეგისტრაციო მონაცემების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, შეადგინოს ან/და გამოსცეს შესაბამისი დოკუმენტი;   

დ) რეგისტრაციის განსახორციელებლად გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მექანიკურ სატრანსპორტო საშულებებზე აღრიცხოს სამართლებრივი დატვირთვა და უფლებრივი შეზღუდვა;

ვ) მესაკუთრის თხოვნით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით უზრუნველყოს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა შესაბამისი სამსახურებისათვის;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტუროს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობა;

ზ ​1 ) რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს უფლების გადაცემის ბარათი;

თ) განახორციელოს სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპორტო შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი აქტი;

თ​1) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა;

 ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სასაქონლო ოპერაციისთვის განკუთვნილ მექანიკურ სატანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება;

ი ​1 ) სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება;

კ) კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა (მათ შორის ციფრული ხელმოწერაც); ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ;

ლ) კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;

ლ​1 ) ამ ინსტრუქციის 5​1 მუხლით დადგენილი წესით გან ა ხორციელოს სააგენტოში გამოცხადებული ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება;

ლ ​2 ) ამ ინსტრუქციის 5 ​1 მუხლით დადგენილი გარემოების არსებობისას, განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტის (გზავნილის) მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ან/და დადასტურება;

მ) გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

 

მუხლი 5 ​1.

+

1. სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, საფოსტო ან/და საკურიერო მომსახურების გამწევი პირის მიერ ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარების ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სააგენტომ. ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, გზავნილის სააგენტოსათვის მიწოდებას უზრუნველყოფს საფოსტო და საკურიერო მომსახურების გამწევი პირი, ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტო ადრესატისათვის გზავნილის ჩააბარებას უზრუნველყოფს ადრესატის სააგენტოში გამოცხადების შემთხვევაში, ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. სააგენტომ გზავნილი ადრესატს უნდა ჩააბაროს პირადად. სააგენტოს მიერ ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს აღნიშნული პირის ხელმოწერით. გზავნილის ჩაბარების თაობაზე ინფორმაციას სააგენტო აწვდის საფოსტო ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს.

4. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე სააგენტოს თანამშრომელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას, რომელსაც გადასცემს საფოსტო ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს.

5. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, გზავნილი, აგრეთვე მისი ადრესატისათვის ჩაბარების ან ჩაუბარებლობის თაობაზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული, ჩაბარებული ან/და შენახული ელექტრონული დოკუმენტი, ხოლო ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შესრულებული ელექტრონული ხელმოწერა ან/და ჩანაწერი ჩაითვალება მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ან/და ჩანაწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

6. სააგენტოს მიერ ელექტრონული გზავნილის მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ხდება სააგენტოს თანამშრომლის ხელმოწერით, ხოლო დადასტურება ხდება მატერიალურ დოკუმენტზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერის განხორციელებით: „სააგენტო ადასტურებს ამ დოკუმენტის ორიგინალ ელექტრონულ დოკუმენტთან იდენტურობას“. ასეთი წესით დამოწმებული ან დადასტურებული მატერიალური დოკუმენტი ითვლება ორიგინალი დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

7. ელექტრონული დოკუმენტის მატერიალურ ფორმატში გადაყვანისას სააგენტოს მიერ მისი დამოწმება ან დადასტურება სავალდებულო არ არის, თუ მისი დამოწმება ან დადასტურება ხდება ხელმომწერი უფლებამოს ი ლი პირის მიერ ან/და მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდს აქვს იურიდიული ძალა.

8. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება სააგენტოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

    მუხლი 6.

+

1. სარეგისტრაციო საქმისწარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის ელექტრონული/ანდა მატერიალური სახის განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კანონმდებლობით განსაზღვრული ელექტრონული ან/და მატერიალური სახის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

3. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას შედგენილ/გამოცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილი ან შენახული (მათ შორის, საარქივო მასალა) იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

4. რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტები ინახება სამი წლის ვადით.

5. რეგისტრაცია არ განხორციელდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება, აგრეთვე, ქსეროასლები ან ფანქრით შედგენილი დოკუმენტები.

6. სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სხვა ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის მიღებაზე, თუ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული არ არის, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არი ს დადგენილი.

7. თუ პირმა არ იცის ის ენა ან მისი დამწერლობა, რომელზეც შედგენილია დოკუმენტი, იგი ხელს აწერს იმ ენაზე, რომელიც მან იცის.

8. სააგენტო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

    მუხლი 7.

+

1. მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს:

ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის შემთხვევაში – რეგისტრაცია, უფლების წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში;

გ) რეგისტრაციაში ცვლილებები ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა (გარდა ამ მუხლის 1 ​1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილების შეტანის ან აღრიცხვიდან მოხსნა საფუძვლის წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

1 ​1 ) დეკლარანტი ვალდებულია განახორციელოს:

ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) დროებით რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევა ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესების დარღვევად.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო დღიდან.

4. ამ მხულის პირველი და 1 ​1 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების, აღრიცხვიდან მოხსნის, აგრეთვე დროებითი რეგისტრაციის განუხორციელებლობა ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესების დარღვევად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

    მუხლი 8.

+

1.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები:

ა) მესაკუთრის/მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ა.შ);

ბ) რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი;

გ) განხორციელებული რაგისტრაციის სახე და თარიღი;

დ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი;

ე) რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი;

ვ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების:

ვ.ა) მარკა;

ვ.ბ) მოდელი;

ვ.გ) ძარას ტიპი;

ვ.დ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;

ვ.ე) გამოშვების წელი;

ვ.ვ) ფერი;

ვ.ზ) ძრავას ნომერი;

ვ.თ) ძრავას მოცულობა;

ვ.ი) საწვავის ტიპი;

ვ.კ) ძარას ნომერი;

ვ.ლ) შასის ნომერი;

ვ.მ) დასაშვები წონა;

ვ.ნ) დაუტვირთავი წონა;

ზ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, სარეგისტრაციო მონაცემებში სააგენტოს მიერ შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის, ტიპის ან სხვა მახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში დასაშვებია არ იქნეს ან ნაწილობრივ იქნეს ასახული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ზ-ვ.ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

4. სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მონაცემების დადგენა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების გზით, გარდა ამ ინსტრუქციის 17 ​2 ​  მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთ დღეს სხვადასხვა სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შემდგომი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს წინა რეგისტრაციისათვის შედგენილი დათვალიერების აქტის ან საექსპერტო შემოწმების საფუძველზე.   

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წარდგენა და მისი დათვალიერება სავალდებულოა:

ა) პირველადი რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას, თუ კანონმდებლობით აღნიშნული პროცედურისათვის გათვალისწინებული არ არის საექსპერტო შემოწმების განხორციელება ან საექსპერტო შემოწმება ხორციელდება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

ბ) რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანისას;

გ) ამ მუხლის 9 ​1 და 9 ​2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

დ) ამ ინსტრუქციის 37 ​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) დაკარგული ან დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლამდე;

ვ) სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააღრიცხვო ნომრის დასადამღად;

ზ) ამ ინსტრუქციის 9 ​2 მუხლით განსაზღვრული წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას.

7. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება ტრანსოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით და მიზნად ისახავს დადგენილი წესით:

ა) სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების დადგენას;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების დადგენას;

გ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის), აგრეთვე კერძო აღმასრულებლის მოთხოვნის საფუძველზე, იძულებით განკარგვის წესით სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებისა და საბაზრო ღირებულების დადგენას;

დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებისა და საბაზრო ღირებულების დადგენას;

ე) დაზუსტებული/დადგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვას.

8. საექსპერტო შემოწმებას სავალდებულო წესით ექვემდებარება:

ა) იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მისაქცევი მექანიკური სატრანსპოტო საშუალება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

გ) ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით აღრიცხვიდან მოსახსნელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის), აგრეთვე კერძო აღმასრულებლის გადაწყვეტილებით, იძულებით განკარგვის წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ვ) ამ ინსტრუქციის 8​1 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ზ) ამ ინს ტ რუქციის 9 ​1 მუხლით განსაზღვრული წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას.

9. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატანსპორტო საშუალების დათვალიერებას შეიძლება დაესწროს საექსპერტო შემოწმების განმახორციელებელი პირი.

9 ​1 . 2002 წელს და შემდგომ პერიოდში გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ხორციელდება როგორც მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე, აგრეთვე საექსპერტო შემოწმებაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ, რაზედაც ადგენენ შესაბამის დათვალიერების აქტს (ფორმა 1).

 9​2. პირველადი რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საექსპერტო შემოწმებასთან ერთად ტარდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რაზედაც დგება შესაბამის დათვალიერების აქტი.

10. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, რეგისტრაციისათვის (შემდგომ რეგისტრაციამდე) განმეორებითი საექსპერტო შემოწმებას ან დათვალიერებას არ საჭიროებენ.

10 ​1 . საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი ის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც კონტროლის ზონაში გამოცხადებისათვის მიცემულ ვადაში ჩაუტარდა საექსპერტო შემოწმება, გამოცხადების ვადის გასვლამდე, დამატებით საექსპერტო შემოწმებას არ საჭიროებს.

11. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუქტებით განსაზღვრული გარემოებებისას შედგენილი საექსპერტო აქტის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 აპრილის ბრძანება №390-სსმIII, №49, 28.04.2010წ.; მუხ.730

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

    მუხლი 8​1.

+

1. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგიტრაციისათვის წარმოდგენილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც:

ა) დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა;

ბ) შეცვლილი აქვს ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი);

გ) შეცვლილი აქვს ნომრიანი აგრეგატი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეცვლილ (დაყენებულ) მონაკვეთზე დატანილია სხვა ნომერი, იგი უქმდება, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით „X“ სიმბოლოების დასმით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ:

ა) შეცვლილ (დაყენებულ) ნომრიან აგრეგატს გააჩნია ნომერი, იგი დამატებით აისახება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჩანაწერებში;

ბ) შეცვლილ (დაყენებულ) ნომრიან აგრეგატზე დატანილია სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი), განხორციელდება მისი შენიშვნის სახით აღრიცხვა მონაცემთა ბაზაში და გაუქმდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით „X“ სიმბოლოების დასმით;

გ) შეცვლილ (მოხსნილი) ნომრიან აგრეგატზე ქარხანა-დამამზადებელი არ ითვალისწინებდა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) ამოტვიფრის გზით დატანას, მის სანაცვლოდ დაყენებულ შეცვლილ ნომრიან აგრეგატზე საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა არ განხორციელდება.

4. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოს თანამშრომლის მიერ, სააგენტოს ან/და სხვა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიერ საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) გამოკვლევის და დადგენის (დაზუსტების) საფუძველზე.

4​1. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.

5. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება ამ ინსტრუქციის დანართი №9 განსაზღვრული ფორმით.

6. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის ადგილს განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელი.

7. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის საფუძველზე სააგენტოს მიერ გაიცემა ცნობა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის შესახებ.

8. გადაწყვეტილებას საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის თაობაზე იღებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რაც თანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად დაინტერესებული პირი უარს აცხადებს საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვაზე ან წარმოდგენილი არ იქნა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტები, სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებაზე, დათვალიერებაზე და რეგისტრაციაზე.

10. საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა არ განხორციელდება, თუ:

ა) არ არსებობს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენის/დაზუსტების თაობაზე;

ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად ვერ დგინდება საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი);

გ) მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო წინააღმდეგი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის განხორციელებაზე;

დ) არსებობს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვაზე უარის თქმის თაობაზე;

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა;

ვ) წარმოდგენილი დოკუმენტები და მექანიკური სატრანსპორტო საშულება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) გადახდილი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური;

თ) ქარხანა-დამამზადებლის მიერ შესაბამისი მარკის და მოდელის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვალისწინებული არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) ამოტვიფრვის გზით დატანა;

ი) არსებობოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1007 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.

 

მუხლი 8 ​2

+
​

1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან/და საექსპერტო შემოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამასთან მოთხოვნით უნდა დგინდებოდეს:

ა) დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ბ) დათვალიერებისათვის ან/და საექსპერტო შემოწმებისათვის განკუთვნილი თითოეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების:

ბ.ა) საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ბ.ბ) გამოშვების წელი;

ბ.გ) სადგომის ზუსტი მისამართი;

ბ.დ) რაოდენობა თითოეულ სადგომზე, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები განთავსებული არიან სხვადასხვა სადგომზე.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მოთხოვნისა, სააგენტოს უფლება აქვს დამატებით მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანპორტო საშუალების თანხმლები დოკუმენტების წარმოდგენა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, სასაქონლო დეკლარაცია და სხვ.)

3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს მისი მსუბუქი ავტომობილით გადადგილებას სააგენტოს სრუქტურული ერთეულის ტერიტორიიდან (ან უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი ადგილსამყოფელიდან) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სადგომზე და უკან, აგრეთვე იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც შეიძლება დამატებით წარმოშვას აღნიშნული მომსახურების გაწევამ.

4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების მომსახურების გაწევის თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში სააგენტო განიხილავს მოთხოვნას. მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო დაინტერესებულ პირს ზეპირი ფორმით (მოთხოვნაში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით ან უშუალოდ, თუ დაინტერესებული პირი იმყოფება მოთხოვნის განმხილველ უფლებამოსილ პირთან) აცნობებს მომსახურების გაწევის თარიღსა და დროს, რომელიც არ უნდა სცილდებოდეს წერილობითი მოთხოვნის, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თანხმლები დოკუმენტების მიღების დღიდან რვა კალენდარულ დღეს. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნაში მითითებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გამოცხადებიდან და ფაქტობრივად შემოწმების/დათვალიერების დაწყებიდან 45 წუთს.

5. თუ სააგენტომ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის განხილვის ხუთდღიან ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის თაობაზე, ან/და დაინტერესებულ პირს არ ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ეს ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების თაობაზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმად. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას დაინტერესებული პირი წერლობით მოითხოვს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმის დასაბუთებას, სააგენტო ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი.

6. სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების განხორციელებაზე, თუ:

ა) დაინტერესებულმა პირმა არ წარმოადგინა წერილობითი მოთხოვნა მომსახურების გაწევის თაობაზე, ან წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლების რეალიზაციის შემთხვევაში დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის გადაადგილებას;

გ) ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირისათვის სააგენტოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

დ) დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნაში მითითებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს;

ე) არ არსებობს საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების სამართლებრივი საფუძველი;

ვ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე;

ზ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში, მოთხოვნის მიმღები სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების მომსახურების გაწევის თაობაზე სხვა დაინტერესებული პირების მოთხოვნის სიმრავლის გამო მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება;

თ) დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტები;

ი)არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011 წ.

 

მუხ ლი 8​3.

+

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ სააღრიცხვო ნომრის დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე:

ა) რომელზეც ქარხანა-დამამზადებლი არ ითვალისწინებს საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი), შასის ან ძარის ნომრის დატანას;

ბ) რომელზეც ქარხანა-დამამზადებლი ითვალისწინებს შასის ან ძარის ნომრის საღებავით დატანას;

გ) რომლის შასი ან ძარა რეგი ს ტრირებულია როგორც „უნომრო.“

2. გადაწყვეტილებას სააღრიცხვო ნომრის დადამღვის თაობაზე იღებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც თანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან. სააღრიცხვო ნომრის დადამღვა ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფში. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დამღის დატანის ადგილს განსაზღვრავს დადამღვის განმახორციელებელი პირი. დადამღული სააღრიცხვო ნომერი უნდა შედგებოდეს 11 სიმბოლოსაგან (ლათინურ ასოთა და ციფრთა კომბინაციისაგან). სააღრიცხვო ნომრის თავში და ბოლოში დაიტანება სააგენტოს ლოგო. დადამღული სააღრიცხვო ნომერი აისახება სარეგისტრაციო მონაცემებსა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში.

2​1. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად დაინტერესებული პირი უარს აცხადებს სააღრიცხვო ნომრის დადამღვაზე, ან წარმოდგენილი არ იქნა სააღრიცხვო ნომრის დადამღვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტები, სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენაზე ან/და რეგისტრაციაზე.

4. სააღრიცხვო ნომრის დადამღვა არ განხორციელდება, თუ:

ა) არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოება;

ბ) არ არსებობს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება სააღრიცხვო ნომრის დადამღვის თაობაზე;

გ) მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო წინააღმდეგი არ არის სააღრიცხვო ნომრის დადამღვის განხორციელებაზე;

დ) არსებობს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება სააღრი ც ხვო ნომრის დადამღვაზე უარის თქმის თაობაზე;

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა;

ვ) წარმოდგენილი დოკუმენტები და მექანიკური სატრანსპორტო საშულება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) გადახდილი არ არის სააღრიცხვო ნომრის დადამღვისათვის კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური;

თ) არსებობს ამ ინსტრუქციის 8​1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის სამართლებრივი საფუძ ვ ელი;

ი) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.

5. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა, სააღრიცხ ვ ო ნომრის დადამღვა შეიძლება განხორციელდეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლი ს მოთხოვნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1007 - ვებგვერდი, 24.12.2012 წ.

 

     მუხლი 9.

+

1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისათვის დეკლარანტის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი დათვალიერების აქტი;

დ) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი იურიდიული პირია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის განხორციელებისათვის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დროებითი რეგისტრაციის განხორციელებაზე იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება დეკლარანტზე, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადით. დროებითი რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო ბაზაში (სისტემაში) აღირიცხება შემდეგი საეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები:

ა) დეკლარანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სცხოვრებელი ადგილი და ა.შ.);

ბ) დროებითი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი და თარიღი;

გ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი;

დ) დროებითი რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი;

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ე.ა ) მარკა;

ე.ბ) მოდელი;

ე.გ) ძარას ტიპი;

ე.დ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;

ე.ე) გამოშვების წელი;

ე.ვ) ფერი;

ე.ზ) ძრავას ნომერი;

ე.თ) ძრავას მოცულობა;

ე.ი) საწვავის ტიპი;

ე.კ) ძარას ნომერი;

ე.ლ) შასის ნომერი;

ე.მ) დასაშვები წონა;

ე.ნ) დაუტვირთავი წონა;

ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა.

4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის, ტიპის ან სხვა მახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით დასაშვებია სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში არ იქნეს ან ნაწილობრივ იქნეს ასახული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ზ–ე.ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის შედეგად გაიცემა ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნები. უცხო ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშნები დროებითი რეგისტრაციის ვადით შესანახად ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს.

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეკლარანტი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა. აღნიშნული ვალდებულის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირი კარგავს დროებითი რეგისტრაციის შედეგად მინიჭებულ უფლებამოსილებას.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები სრულყოფილად არ შეიცავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისათვის საჭირო ინფორმაციას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

8. დროებით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვა, ჩამოწერა ან უფლებრივი დატვირთვა დასაშვებია, მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

 

მუხლი 9​1.

+

1. ეს მუხლი განსაზღვრავს საწყობის სასაქონლო ოპერ ა ციაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24​1 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სავაჭრო კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული პირის მიერ შეძენილი და საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (უცხოური საქონლის) რეგისტრაცია და სარეგისტაციო ნიშნების გაცემა.

3. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შეძენილი და საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (უცხოური საქონლის) რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნ ე ს:

ა) რეგისტრაციის განხორციელების სურვილის შესახებ განცხადება;

ბ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი დათვალიერების აქტი;

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული რეგისტრაცია იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის ვადით. რეგისტრაციის იურიდიული ძალის დაკარგვიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში პირი ვალდებულია შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურის განხორციელების მიზნით მიმართოს სააგენტოს.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორო საშუალების მესაკუთრეს უფლება არ აქვს გაასხვისოს ან სამართლებრივად დატვირთოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ა) მოექცა ომპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

ბ) მოიხსნა აღრიცხვიდან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

 

  მუხლი 9 ​2.

+

1. ეს მუხლი ადგენს თავისუფალ ი ზონის სასაქონლო ოპერ ა ციაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

2. თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისუფალ ი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორ რ ო საშუალების მესაკუთრეს უფლება არ აქვს გაასხვისოს ან სამართლებრივად დატვირთოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ა) მოექცა ომპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

ბ) მოიხსნა აღრიცხვიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მიქცევის მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

    მუხლი 10.

+
  

საქართველოს ტერიტორიაზე საველდებულო რეგისტრაციის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები და სპეცტექნიკა კონსტრუქციული დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით იყოფა შემდეგი სახის ტიპებად:

1. მსუბუქი ავტომობილები:

ა) პიკაპი;

ბ) ფურგონი;

გ) მსუბუქი მაღალი გამავლობის;

დ) კაბრიოლეტი;

ე) ფაეტონი;

ვ) ფაეტონ უნივერსალი;

ზ) როდსტერი;

თ) ბრეგამი;

ი) ლანდო;

კ) ტარგა;

ლ) ვენი;

მ) კუპე;

ნ) ლიმუზინი;

ო) ფასტბეკი;

პ) უნივერსალი;

ჟ) ჰეტჩბეკი;

რ) სედანი;

ს) სპეციალური/მსუბუქი.

2. ავტობუსი

3. სატვირთო ავტომობილები:

ა) ბორტიანი;

ბ) უნაგირა საწევარა;

გ) თვითმცლელი;

დ) ცისტერნა;

ე) სატვირთო ფურგონი;

ვ) სპეციალიზებული;

ზ) სპეციალური;

თ) სატვირთო-სამგზავრო (7+1 და ნაკლები სამგზავრო ადგილით);

4. მისაბმელები:

ა) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი;

ა.ა) სამგზავრო მისაბმელი;

ა.ბ.) სამგზავრო ნახევარმისაბმელი;

ბ) სატვირთო ავტომობილის მისაბმელი (ნახევარ-მისაბმელი);

ბ.ა) ბორტიანი მისაბმელი;

ბ.ბ) თვითმცლელი მისაბმელი;

ბ.გ) ცისტერნა მისაბმელი;

ბ.დ) ფურგონი მისაბმელი;

ბ.ე) სპეციალიზებული მისაბმელი;

ბ.ვ) სპეციალური მისაბმელი;

ბ.ზ) ბორტიანი ნახევარმისაბმელი;

ბ.თ) თვითმცლელი ნახევარმისაბმელი;

ბ.ი) ცისტერნა ნახევარმისაბმელი;

ბ.კ) ფურგონი ნახევარმისაბმელი;

ბ.ლ) სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი;

ბ.მ) სპეციალური ნახევარმისაბმელი;

5. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა:

ა) მუხლუხა კომბაინი;

ბ) თვლიანი კომბაინი;

გ) მუხლუხა ტრაქტორი;

დ) თვლიანი ტრაქტორი;

ე) პნევმოთვლიანი საწევარი;

ვ) მუხლუხა სატვირთველი;

ზ) თვლიანი სატვირთველი;

თ) თვითმავალი ამწე;

ი) ექსკავატორი;

კ) ბულდოზერი;

ლ) ბულდოზერ-გამაფხვიერებელი;

მ) სკრეპერი;

ნ) გრეიდერი;

ო) გრეიდერ-ელევატორი;

პ) სატკეპნი;

ჟ) საბურღი;

რ) ხიმინჯსასობი;

ს) სპეციალური მობილური.

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციისა და დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია განისაზღვროს ტიპის სხვა სახეებიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 11.

+

1. სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება:

 ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული:

ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგიტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით;

ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

ა. გ) ერთობლივი განცხადებით (დანართი № 1);

ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში);

ა.ე) ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით;

ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული:

ბ.ა) სასამართლო აქტით;

ბ.ბ) გადაწყვეტილებით;

ბ.გ) განკარგულებით;

ბ.დ) ბრძანებით;

ბ.ე) აუქციონის ოქმით;

ბ. ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით;

ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება;

ბ.თ) მიღება-ჩაბარების აქტით;

ბ.ი) სასაქონლო დეკლარაციით;

ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით;

გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით;

დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260 ​1 მუხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით;

ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით;

 ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპენპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით;

ზ) ქარხანა-დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება-ჩაბარების აქტით;

თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა-ანგარიშით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დაინტერესებული პირისათვის საკუთრების ან სარგებლობის უფლების გადაცემა შეიძლება დასტურდებოდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტით.

3. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით არ დასტურდება (ვერ დგინდება) დაინტერესებული პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა, აგრეთვე, თუ წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტები ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4. გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, მექანიკური სატრანპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისათვის სავალდებულოა მექანიკური სატრნსპორტო საშუალების წარმოდგენა საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების მიზნით.

5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

    მუხლი 12.

+

ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დაკარგული დოკუმენტის დუბლიკატი დამოწმებული შესაბამისი ორგანოს ბეჭდით.

თავი II. სარეგისტრაციო ნიშნები, მათი გაცემის წესი

+

    მუხლი 13

+

კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ გაიცემა:      

ა)  ავტომობილების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – სანომრე ნიშანი ზომით 520 X 110 მმ. სანომრე ნიშანის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული  ლათინურშრიფტიანი სამი ასოთი და სამი ციფრით, ასოთა და ციფრთა კომბინაციის შუაში დატანილი ტირეთი და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მისაბმელების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – სანომრე  ნიშანი ზომით 280 X 205  მმ,  სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მის ქვეშ ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“ და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით; სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული  ლათინურშრიფტიანი ორი ასოთი, ხოლო მის ქვეშ სამი ციფრით;

გ) მოტოციკლების  რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას  – სანომრე ნიშანი ზომით 240 X 130 მმ. მარცხენა მხარეს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამითა და ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშნის მარჯვენა მხარეს გამოსახული ლათინურშრიფტიანი ორი ასოთი, ხოლო მის ქვეშ ოთხი ციფრით;

დ)  შიდა ტრანზიტი – დროებითი სანომრე ნიშანი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა:

დ.ა) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა მოტოციკლისა) – ზომით 520 X 110  მმ. სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინურ ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული  ლათინურშრიფტიანი ორი ასო TR, TG ან TT და ოთხი ციფრით; ასოთა და ციფრთა კომბინაციის შუაში დატანილი ტირეთი და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით;

დ.ბ) მოტოციკლზე – ზომით 240 X 130 მმ. ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამითა და ლათინურ ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშანზე გამოსახულია ლათინურშრიფტიანი  ასო T, ხოლო მის ქვეშ სამი ციფრი;

ე) სატრანზიტო სანომრე ნიშანი – დროებითი სანომრე ნიშანი დამზადებული შუქამრეკლი მასალისაგან, ორი ასოთი და ოთხი ციფრით, შუაში წელიწადისა და თვის აღნიშვნით, ზომებით 305 X113 მმ;

ვ) TEST-ი – სპეციალური სანომრე ნიშანი, ზომებით 520 X 110 1 მმ, სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“,  ლათინური ასოთა კომბინაციით TEST გაიცემა გამოსაცდელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდისათვის დადგენილი ვადით;

ზ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების ხელმძღვანელების, ელჩების სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას  – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით                        520 X 110 მმ;

თ) საელჩოებისა და საკონსულოების დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომლების სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას  – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით D სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 X 110 მმ;   

ი) საელჩოების ყველა სხვა თანამშრომლისა და ტექნიკური პერსონალის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას  –  მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით AS სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 X 110 მმ;

კ) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ან დროებით რეგისტრაციისას –სანომრე ნიშანი ზომით 520 X 110 მმ. ლურჯ ფონზე თეთრი ფერით გამოსახული ოთხი ლათინური ასო EUMM და სამი ციფრის კომბინაციით.

შენიშვნა:

1. ავტომობილის მესაკუთრის მოთხოვნით შესაძლებელია ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანომრე ნიშანი (ცალი ან წყვილი) შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ დამატებით გაიცეს (შეიცვალოს) 280 X 205 მმ ზომის იდენტური სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე სანომრე ნიშნით.

2. იმ შემთხვევაში, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (დროებითი რეგისტრაცია) ხორციელდება საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მიერ, ამ მუხლის „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანომრე ნიშნების მინიჭება ხორციელდება აღნიშნული დაწესებულებების  წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

3. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებზე და საკონსულო დაწესებულებებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას (დროებითი რეგისტრაციისას) მათი წერილობითო მოთხოვნის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას შესაძლებელია მიენიჭოს ამ მუხლის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანომრე ნიშანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №405-სსმIII, №37, 26.03.2009წ.; მუხ.427

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №965-სსმIII, №149, 15.11.2010წ.; მუხ.2112

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.

 

  მუხლი 14.

+

ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ა“-„დ“ სახელმწიფო სანომრე ნიშნები მზადდება ალუმინის მასალის ნახევარფაბრიკატებზე, რომლებზეც გადაკრულია თეთრი ფერის შუქამრეკლი მასალა.

    მუხლი 15.

+

1. რეგისტრაციაში გატარებულ ავტომობილებზე, კონსტრუქციის შესაბამისად, გაიცემა წყვილი სანომრე ნიშანი და ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

2. რეგისტრაციაში გატარებულ მოტოციკლებზე, სპეცტექნიკაზე, მისაბმელებზე, ნახევარმისაბმელებზე და მისაბმელ-სახსნელებზე კონსტრუქციის შესაბამისად გაიცემა ერთი სანომერე ნიშანი და ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

3. სავალდებულო რეგისტრაციაში გატარებულ დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე გაიცემა ტექნიკური ტალონი.

4. ახლად დამზადებული თვითნაკეთი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციამდე გაიცემა წყვილი სანომრე ნიშანი „TEST“ და ერთი დროებითი მოწმობა.

5. საქართველოში საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის დასაშვებად დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა:

ა) წყვილი სატრანზიტო სანომრე ნიშანი და ერთი დროებითი მოწმობა;

ბ) წყვილი TR, TG და TT სერიის შიდა ტრანზიტი და ერთი დროებითი მოწმობა;

გ) ცალი T სერიის შიდა ტრანზიტი და ერთი დროებითი მოწმობა .

6. თანასაკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო მონაცემებში აღირიცხება ყველა თანამესაკუთრე, ხოლო მათი სიმრავლის შემთხვევაში კეთდება ჩანაწერი „თანასაკუთრება“. თანასაკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც თანამესაკუთრეების წერილობითი შეთანხმების შესაბამისად აისახება ერთ-ერთი თანამესაკუთრე. თანამესაკუთრეებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია არ განხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ დავის გადაწყვეტამდე. თანასაკუთრებაში რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება დასაშვებია მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის ერთობლივი მოთხოვნით.

შენიშვნა: დროებითი მოწმობა არ გაიცემა, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან შიდა ტრანზიტის გაცემა ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

6​1. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი, მოთხოვნის და თანასაკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ან/და საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მომართვის შემთხვევაში, რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში აღირიცხება თანამესაკუთრედ, ხოლო გაცემული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ახალი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა არ გაიცემა. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით რეგიტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში თანამესაკუთრის აღრიცხვისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება სავალდებულო არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.

 

     მუხლი 16.

+

1. იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშანი, რომლებიც ქვეყნის ფარგლებში იხსნებიან აღრიცხვიდან საქართველოდან გაყვანის და უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით, ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა 90 კალენდარული დღის ვადის მქონე სატრანზიტო სანომრე ნიშანი.

1​1. სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ხოლო უცხო ქვეყნის  სანომრე ნიშნები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ბარდება სააგენტოს.

1 ​2 . მომსახურების გაწევის პროცედურის გამარტივების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის უფლებამოსილება სააგენტო, მიერ შეიძლება დელეგირებულ იქნეს ავტორიზებულ ექსპედიტორზე (ფორვარდერზე) ან გადამზიდველზე (ოპერატორზე). დელეგირებულ პირს სატრანზიტო სანომრე ნიშანი გადაეცემა საფასურის გადახდის შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტით. დელეგირებული ექსპედიტორი (ფორვარდერი) ან/და გადამზიდველი (ოპერატორი) ვალდებულია:

ა) სატრანზიტო სანომრე ნიშანი გასცეს, მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) უზრუნველყოს სატრანზიტო სანომრე ნიშნის უსაფრთხოდ შენახვა;

გ) აწარმოოს სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის (მინიჭების) თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილი აღრიცხვა;

 დ) სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემის (მინიჭების) შესახებ ინფორმაცია (პირის მონაცემები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, შიდა ტრანზიტის სერია და ნომერი და ა.შ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდოს უფლებამოსილ პირს;

ე) მიაწოდოს სააგენტოს სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემასთან (მინიჭებასთან) დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ვ) დელეგირებული უფლებამოსილების გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სააგენტოს გაუცემელი სატრანზიტო სანომრე ნიშანი;

ზ) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად.

1 ​3 . ამ მუხლის 1 ​1 და 1 ​2 პუნქტით განსაზღვრული წესით ტრანზიტული სანომრე ნიშნის გაცემის შემთხვევაში ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

2. იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშანი, რომელთაც ქვეყნის შიგნით ეცვ-ლებათ დგომის (რეგისტრაციის) ადგილი, ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და მის სანაცვლოდ დადგენილი წესით გაიცემა შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი.

3. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე შემოტანილი, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისათვის დადგენილი წესით გაიცემა დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი – შიდა ტრანზიტი (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა).

4. სატრანზიტო და შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემა აღირიცხება დადგენილი წესით.

5. სატრანზიტო სანომრე ნიშანი შესაძლებელია გაიცეს უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 225 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

     მუხლი 17.

+

1. საქართველოს ტეროტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებით სანომრე ნიშანს – შიდა ტრანზიტს გასცემს სააგენტო, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევაში, დროებით სანომრე ნიშანთან ერთად გაიცემა დროებითი მოწმობა (დანართი 5).

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით სააგენტოში შიდა ტრანზიტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ) განცხადება შიდა ტრანზიტის მიღების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოდელი (მარკა) და შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის მოთხოვნილი ვადა;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ხოლო უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ბარდება სააგენტოს.

4. მომსახურების გაწევის პროცედურის გამარტივების მიზნით, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე შემოტანილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე შიდა ტრანზიტის გაცემის უფლებამოსილება სააგენტოს, მიერ შეიძლება დელეგირებულ იქნეს ავტორიზებულ ექსპედიტორზე (ფორვარდერზე) ან გადამზიდველზე (ოპერატორზე). დელეგირებულ პირს შიდა ტრანზიტი გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით. დელეგირებული ექსპედიტორი (ფორვარდერი) ან/და გადამზიდველი (ოპერატორი) ვალდებულია:

ა) შიდა ტრანზიტი სარგებლობისათვის გასცეს მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;

 ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) გააცნოს შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

გ) უზრუნველყოს შიდა ტრანზიტის უსაფრთხოდ შენახვა;

დ) აწარმოოს შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილი აღრიცხვა;

 ე) შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შესახებ ინფორმაცია (პირის მონაცემები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, შიდა ტრანზიტის სერია და ნომერი და ა.შ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდოს უფლებამოსილ პირს;

ვ) მიაწოდოს სააგენტოს შიდა ტრანზიტის გაცემასთან (მინიჭებასთან) დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ზ) დელეგირებული უფლებამოსილების გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სააგენტოს გაუცემელი შიდა ტრანზიტები;

თ) მის მიერ შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარუდგინოს შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად.

5. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი გაიცემა დროებით და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს შიგნით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ექსპედიტორი(ფორვარდერი) და/ან გადამზიდველი (ოპერატორი) არ ჩაითვლება შიდა ტრანზიტის მოსარგებლე პირად და შესაბამისად არ დაეკისრება შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდა.

7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით გაცემული შიდა ტრანზიტი ძალაშია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვიდან, აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა.

8. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, სარგებლობისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევისათვის, აგრეთვე შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის სავალდებულოა კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდა.

9. შიდა ტრანზით სარგებლობისათვის (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) კანონით დადგენილი საფასურის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევამდე.

10. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) უფლება აქვს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით გაცემული (მინიჭებული) შიდა ტრანზიტის სარგებლობისათვის ან დაკარგვისათვის კანონით დადგენილი საფასური გადაიხადოს შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადის ამოწურვამდე, საქონლის გაფორმებისას.

11. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევისათვის, აგრეთვე შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდამდე სააგენტო უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს დაინტერესებული პირის მოთხოვნა კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაზე, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე.

12. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება არ ათავისუფლებს პირს, საქონლის გაფორმების, დეკლარირებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ვალდებულებისაგან, აგრეთვე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.

 13. შიდა ტრანზიტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი, საქონლის მფლობელი) ვალდებულია დაუბრუნოს იგი სააგენტოს და წარმოადგინოს სარგებლობისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ვადის დარღვევის ან შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში პირი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შიდა ტრანზიტის სარგებლობის ვადის გადაცილებისათვის და დაკარგვისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

14. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრისაგან (ფლობელისაგან, საქონლის მფლობელისაგან) დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შეუძლებელია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციოდ წარმოდგენა, სააგენტოს უფლება აქვს შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშანი ჩაიბაროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაურეგისტრირებლად.

15. დაინტერესებულ პირს ეკრძალება გამოიყენოს შიდა ტრანზიტი საგზაო მოძრაობაში მონაწილე იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშულებაზე, რომელიც:

ა) რეგისტრირებულია საქართველოში და უკვე მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნიშნები;

ბ) მის მიერ არ არის მითითებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემისათვის წარმოდგენილ განცხადებაში;

გ) არ არის ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, თუ შიდა ტრანზიტი გაცემულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით;

დ) არ დარეგისტრირებულა სავალდებულო წესით ამ ინსტრუქციით რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში;

ე) საქართველოში შემოყვანილია დროებით 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით;

ვ) არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს;

 16. შიდა ტრანზიტი იურიდიულ ძალას კარგავს:

ა) სააგენტოში მისი ჩაბარებისა და კანონით განსაზღვრული საფასურის (საფასურების) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე;

ბ) ამ ინსტრუქციით დადგენილი სარგებლობისათვის განსაზღვრული წესების დარღვევისთანავე ან/და ვადის ამოწურვისთანავე;

გ) ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული გარემოების დადგომისთანავე;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 225 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

     მუხლი 171

+

1. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი არის მრავალჯერადი გამოყენების მიზნით გაცემული შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ და ძალაშია 365 დღის განმავლობაში.

2. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვთ გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი მიანიჭონ:

ა) საქართველოში დარეგისტრირებულ ან აღრიცხვიდან მოხსნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) საქართველოში დროებით დაურეგისტრირებელ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა რეგისტრაცია არ განხორციელდა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადაში;

გ) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;

დ) უცხოეთში რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში შემოყვანილები იქნენ დროებით 90 დღეზე ნაკლები ვადით;

ე) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელზეც არ გააჩნიათ საკუთრების უფლება.

4. გრძელვადიან შიდა ტრანზიტზე გაიცემა ამ ინსტრუქციის დანართი №8-ით განსაზღვრული დროებითი მოწმობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

    მუხლი 17 ​2

+
​

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნის შემძენ პირს უფლება აქვს მოითხოვოს სანომრე ნიშნის მინიჭება უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ და მყოფ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის შემთხვევაში უფლებას აძლევს მესაკუთრეს:

ა) საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაერთოს საგზაო მოძრაობაში;

 ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის განხორციელების შემდგომ, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ისარგებლოს რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრისათვის მინიჭებული უფლებამოსილებით.

3. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ და მყოფ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით სანომრე ნიშნის მინიჭების შემთხვევაში სააგენტოს მიერ ხორციელდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. ამასთან, რეგისტრაციისათვის სავალდებულო არ არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენა ან საექსპერტო შემოწმების ჩატარება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით სანომრე ნიშნის მინიჭებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყანაში აღიცხვიდან მოხსნა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა ან/და უცხო ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშნების წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

5. ამ მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული გარიგება საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის განხორციელების შემდეგ .

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ სააგენტო ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 აპრილის ბრძანება №390-სსმIII, №49, 28.04.2010წ.; მუხ.730

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

    მუხლი 18.

+

1. კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნები სარეგისტრაციო სამსახურებს ბარდება:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლე პირის შეცვლისას;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნების შეცვლისას;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას;

დ) სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნების დაზიანების, დაკარგვის ან მათი მოქმედების ვადის ამოწურვისას;

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას;

ე ​1 ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვისას;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

 1​1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნების მინიჭების შემთხვევაში, მექნიკური სატრანსპორტო საშუალების ფლობელმა უნდა უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სანომრე ნიშნების (მათი არსებობის შემთხვევაში) სააგენტოსათვის ჩაბარება.

2. სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.

3. შესაბამისი დიპლომატიური მისიის მომართვის შემთხვევაში მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია არ მოითხოვოს სანომრე ნიშნის ჩაბარება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას, რომელსაც მინიჭებული აქვს ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის „ზ“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანომრე ნიშანი.

 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სანომრე ნიშანს სააგენტო ხელახლა გასცემს მხოლოდ მისი ჩაბარების შემთხვევაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №708 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 225 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

     მუხლი 19.

+

ნებადართულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან შეცვლილი, გამოთავისუფლებული ნომრიანი აგრეგატების გასხვისება.

    მუხლი 20.

+

1. გარდა ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა დასაშვებია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოთავისუფლებული (ჩაბარებული) სანომრე ნიშნების დადგენილი წესით ხელახალი გაცემა ჩაბარებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

2. ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანომრე ნიშნების გაცემა შესაძლებელია შენახვის ვალდებულების გასვლის შემდგომ.

3. კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მიმოქცევიდან ამოიღება:

ა) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ჩაბარებული სანომრე ნიშნები, თუ მათი ხელახალი გაცემა არ განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩაბარებული სანომრე ნიშნები, თუ არ მოხდა მათი აღდგენა-გაცემა;

გ) ის ჩაბარებული სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნები, რომელთა ხელახალ გაცემას ან/და შენახვას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

4. დასაშვებია მიმოქცევიდან ამოღებული (განადგურებული) სანომრე ნიშნის ლათინური ასოებისა და ციფრების იდენტური კომბინაციით ახალი სანომრე ნიშნის დამზადება და დადგენილი წესით მიმოქცევაში გაშვება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 21. ამოღებულია

+

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 22.

+

1. დაკარგული ან დაზიანებული (უვარგისი) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად დადგენილი წესით გაიცემა ახალი მოწმობა.

2. სანომრე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევებში დადგენილი წესით ხდება მისი აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, სანომრე ნიშნის აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა ხორციელდება უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ. დაზიანებული სანომრე ნიშანი ან/და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს.

    მუხლი 23.

+

1. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში (ტექნიკურ პასპორტში) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაშვებული უზუსტობის არსებობის შემთხვევაში მისი შეცვლა ხდება დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე.

2. დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა განადგურდება კომისიური წესით.

თავი III. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება

+

    მუხლი 24.

+

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით:

ა) მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით ან უფლების გადაცემის ბარათით;

ბ) მესაკუთრე იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 45 ​7  მუხლით განსაზღვრული წესით, ან უფლების გადაცემის ბარათით ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით;

გ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მოსარგებლის წარმომადგენელობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე;

დ) უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

ე) მოგირავნის განცხადების საფუძველზე, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია გირავნობა და:

ე.ა) გირავნობის გარიგება ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებას მესაკუთრისაგან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;

ე.ბ) მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო მოგირავნეს წარმოშობილი აქვს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება;

ე.გ) მოგირავნე ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაციას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011 წ.

    მუხლი 25.

+

ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, გარდა ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურებში, მიუხედავად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართისა.

    მუხლი 251

+

კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში მიღების შემთხვევაში, რეგისტრაცია განხორციელდება დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდგომ, ხოლო პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში პირის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება მეურვის საცხოვრებელი მისამართი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 26.

+

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) განცხადება (დანართი 2);

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ვ) შიდა ტრანზიტი.

2. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპოტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

    მუხლი 26 ​1

+
​

1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 309-მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დათვალიერების აქტი;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამასახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე პირველადი რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შემცველი სხვა დოკუმენტები;

ე) დაინტერესებული პირის განცხადება რეგისტრაციის თაობაზე, აგრეთვე „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის საგადასახადო სანქციების აღუსრულებლობის თაობაზე.

2. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ან არასრულყოფილად უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენა დადასტურებულად მიიჩნიოს არანაკლებ ერთი მოწმის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე.

3. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების ან ინფორმაციის ნამდვილობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

     მუხლი 26 ​2

+
​

1. ეს მუხლი ვრცელდება და განსაზღვრავს  იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის წესსა და პირობებს, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ მუხლით დადგენილი წესით და რომლებიც მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოში რეგისტრირებული არ არის ან რომელთა უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2006 წლის 15 იანვრამდე.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანა“ მოიცავს ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტიპის სასოფლო-სამეუ რ ნეო ტექნიკას, აგრეთვე ტრაქტორის ბაზაზე შექმნილ სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენებიან სასოფლო-სამეურნეო ან/და სამშენებლო დანიშნულებით, ასევე მათ მისაბმელებს ა და დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის განხორციელებაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დათვალიერების აქტი;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით განსაზღვრული საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან  ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების წარმოშობა. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობისათვის სავალდებულო არ არის მისი ნოტარიული წესით დამოწმება;

დ) დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება რეგისტრაციის თაობაზე;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ან არასრულყოფილად უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე საკუთრების უფლება წარმოშობა  დადასტურებულად მიიჩნიოს, თუ პირი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანას უწყვეტად ფლობს ხუთი წლის განმავლობაში როგორც საკუთარს (საკურების შეძენა ხანდაზმულობით), რაც უნდა დასტურდებოდეს  არანაკლებ ერთი სრულწლოვანი მოწმის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით.

5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების დაინტერესებულ პირზე  რეგისტრაციისას, სავალდებულოა არ არის გამსხვისებლის ან/და 2006 წლის 15 იანვრამდე რეგისტრირებული მესაკუთრის ან მათი მემკვიდრის ან სამართალმემკვიდრის (უფლებამონაცვლის) რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა.

6. ამ მუხლით დადგენილი წესით დაინტერესებულ პირზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის რეგისტრაციის დასრულებამდე, თუ მესამე პირი სააგენტოში განაცხადებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანაზე საკუთრების უფლების თაობაზე, რეგისტრაციის პროცედურა წყდება დავის  გადაწყვეტამდე.

7. ამ მუხლით დადგენილი წესით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის პირველადი რეგისტრაციისას არ გამოიყენება ამ ინსტრიქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააგენტო ვალდებული არ არის შეამოწმოს/დაადგინოს რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანასთან დაკავშირებით ვალდებული პირის მიერ  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების არწარმოშობის შესახებ გარემოებები.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული დაინტერესებული პირის განცხადების, მოწმის ახსნა-განმარტების და წარმოდგენილი დოკუმენტების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. აღნიშნული დოკუმენტები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

9. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული დაინტერესებული პირის განცხადების, მოწმის ახსნა-განმარტების და წარმოდგენილი დოკუმენტების ან ინფორმაციის  ნამდვილობა.  

10. წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სისწორეზე, აგრეთვე მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს.

11. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ გამოიყენება:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანისგან განსხვავებულ სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას;

ბ) 2006 წლის 14 იანვრის შემდგომ რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების რეგისტრაციისას ან დროებით რეგისტრაციისას;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის დროებით რეგისტრაციისას;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, აგრეთვე არარეზიდენტი იურიდიული პირის  მიერ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების რეგისტრაციისას ან დროებით რეგისტრაციისას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 თებერვლის ბრძანება №96-ვებგვერდი, 08.02.2012 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 თებერვლის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 20.02.2012 წ.

    მუხლი 27.

+

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება ხდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება, გაცვლა და ა.შ.):

ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ.) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ა.გ) დათვალიერების აქტი;

ა.დ) ერთობლივი განცხადება;

ა.ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ა 1 ) რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260 1  მუხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი გარემოების არსებობისას, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა 1 .ა) განცხადება;

ა 1 .ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ა 1 .გ) დათვალიერების აქტი;

ა 1 .დ) გირავნობის გარიგება;

ა 1 .ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა 1 .ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის ან მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის მიერ იურიდიული მისამართის შეცვლისას:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;  

ბ.გ) დათვალიერების აქტი;

ბ.დ) პირადობის მოწმობა ან იურიდიული მისამართის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება აქვს პირადი განცხადებით მოახდინოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია მისთვის სასურველ ნებისმიერ სარეგისტრაციო სამსახურში);

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, ამასთან, მემკვიდრე საკუთრების განკარგვის უფლებას იძენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განკარგვის უფლებას იძენს სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გვარის, სახელის ან იურიდიული პირის სახელწოდების შეცვლისას;

დ.ა) მესაკუთრის განცხადება;

დ.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;

დ.გ) დათვალიერების აქტი;

დ.დ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ.ე) პირადობის მოწმობა;

დ.ვ) გვარის, სახელის ან სახელწოდების შეცვლის დამადასტურებელი საბუთი;

ე) მოსარგებლე პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანებით, მესაკუთრის მიერ რეგისტრაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

შენიშვნა:

1. ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, აგრეთვე საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი გააცნობს გამსხვისებელს (შემძენს) ან საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიმღებ ფიზიკურ პირს წერილობით გაფრთხილებას (დანართი 7), რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს შესაბამის საგადასახადო სამსახურში ან სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან ანგარიშებისა და გადახდის ვალდებულების შესასრულებლად და აფრთხილებს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამსხვისებელმა უარი განაცხადა გაფრთხილების ჩაბარების შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, ჩაითვლება რომ იგი გაეცნო დაკისრებულ ვალდებულებებს. წერილობითი გაფრთხილების გადაცემა სავალდებულო არ არის, თუ ვალდებულების წარმოშობის შესახებ პირი ინფორმირებულია უფლების გადაცემის ბარათის მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 26-27-ე მუხლების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ან მათ მესაკუთრეებზე სრულყოფილ ინფორმაციას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

3. იურიდიული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს რეგისტრაციის განხორციელებაზე იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული წესი არ ვრცელდება, თუ რეგისტრაცია ხორციელდება უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

4. სააგენტო და მისი თანამშრომელი არ არის პასუხისმგებელი ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული პირების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორცილების უფლებამოსილებაზე, წარმოდგენილ დოკუმენტების ნამდვილობაზე, აგრეთვე წარმომადგენელი პირების მიერ მათზე დაკისრებული უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

5. ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის, აგრეთვე 25 1 , 26-ე, 27-ე, 27 1  მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველი მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

6. პირის მიერ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჩანაწერები უქმდება ან/და იცვლება ზემოაღნიშნულ დოკუმენტში არსებული სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

7. მოგირავნის მიერ დაგირავებული ნივთის საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის შესახებ მოთხოვნის არამართლზომიერ გამოყენებაზე ან/და მიყენებულ ზიანზე პასუხიმგებლობა ეკისრება მოგირავნეს.

8. მემკვიდრეს ან სამართალმემკვიდრეს უფლება აქვს განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა 27-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოქმედების გარეშე, თუ რეგისტრაციის მომენტისათვის მიღებული ქონება განადგურებულია ან/და დაზიანების გამო არ ექვემდებარება გადაფორმებას, ამასთან, ჩამოწერის დოკუმენტით მესაკუთრედ აღირიცხება მემკვიდრე ან მამკვიდრებელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

    მუხლი 271

+

1.  გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისათვის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული, გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი;

ვ) შეცვლილი ნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. გადაკეთებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ტესტირების ბარათში ასახული მონაცემების შესაბამისად გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარას გამოშვების თარიღი.

3. დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავას შეცვლა:

ა) სხვა მარკა მოდელის ძრავათი, თუ შეცვლილი ძრავას მასა 30%-ზე მეტად არ განსახვავდება საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძრავას მასისაგან;

ბ) სხვა ლიტრაჟის და პარამეტრების ძრავათი, თუ იგი სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში.

4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებისა) ან/და ძრავათი შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი სარეგისტრაციო ცვლილების განხორციელებისათვის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) შეცვლილი ნომრიანი აგრეგატის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5. ახლად დამზადებული თვითნაკეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში სავალდებულო რეგისტრაციამდე შეიძლება გაიცეს სპეციალური სანომრე ნიშანი (TEST) და დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

    მუხლი 272

+

1. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის განმახორციელებელ მესაკუთრე ფიზიკურ პირს (გარდა აღრიცხვიდან მოხსნისა) საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, სარეგისტრაციო ჩანაწერებში მესაკუთრის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება აღრიცხულ იქნეს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;

ბ) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირის რეგისტრაციის ადგილი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემის შეცვლის შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო ჩანაწერის შეცვლის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს აღნიშნული ჩანაწერით, ეხსნება პასუხისმგებლობა დოკუმენტის გაუგზავნელობისათვის და ეს არ შეიძლება გახდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

    მუხლი 28.

+

იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება ახალ მესაკუთრეზე, გამსხვისებელ იურიდიულ პირებზე დაურეგისტრირებლად.

    მუხლი 29.

+

1 საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას რეალიზებული, უსასყიდლოდ გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ქონების მიმღებზე, ქონების გადამცემზე დაურეგისტრირებლად.

2. რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283–ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ქონების შემძენზე, მოგირავნეზე დაურეგისტრირებლად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

    მუხლი 30.

+

1. სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გამსხვისებელი ან/და რეგისტრირებული მესაკუთრე პირის უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენი პირის საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება:

ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.დ“ ან „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით;

ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (გარდა „ბ.ი“ და „ბ.კ“ ქვეპუნტებისა) განსაზღვრული დოკუმენტებით;

გ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით;

დ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით. აღნიშნული პუნქტი ვრცელდება, მხოლოდ ნომრიანი აგრეგატის რეგისტრაციაზე.

2. სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების მიმნიჭებელი პირის უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენი მოსარგებლე პირის სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება:

ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით;

ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით „გ“ ქვეპუნტით განსაზღვრული დოკუმენტებით.

3. რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოგირავნის მიერ რეალიზაციის ან მის საკუთრებაში აღრიცხვის შემთხვევაში, სააგენტო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას ახორციელებს დამგირავებ-ლის/მესაკუთრის თანხმობისა და დასწრების გარეშე.

4 კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, მოგირავნის მიერ, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ფიზიკური პირის კუთვნილი დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან თავის საკუთრებაში აღრიცხვისათვის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებამდე სავალდებულოა მისი პირველადი რეგისტრაცია მესაკუთრე ფიზიკური პირის სახელზე, ამასთან აღნიშნული ვალდებულება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მოგირავნის მოთხოვნის საფუძველზეც, რეგისტრაციაში მესაკუთრე ფიზიკური პირის მონაწილეობისა და მისი თანხმობის გარეშე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1047 - ვებგვერდი, 23.12.2011 წ.

    მუხლი 31

+

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს მესაკუთრის, მოსარგებლის ან უფლებამოსილი დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

    მუხლი 32.

+

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს წარმოადგენს:

ა) საქართველოს საზღვრებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატანა;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა;

გ) დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას, კომპიუტერულ სააღრიცხვო ბარათში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ.

3. სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას შესაძლებელია აღიცხვიდან მოხსნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის აღდგენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

    მუხლი 33.

+

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა ხორციელდება რეგისტრირებული მესაკუთრის ან მოსარგებლის განცხადების საფუძველზე. ამასთან, სავალდებულოა სარეგისტრაციო სამსახურისათვის სარეგისტრაციო ნიშნების ჩაბარება.

2. დაუშვებელია ჩამოწერილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

    მუხლი 34. (ამოღებულია)

+

     საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

    მუხლი 35.

+

1. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი და რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება (გადაფორმება), ჩამოწერა ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან/და საგადასახადო ორგანოს თანხმობით.

2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი და რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისათვის (გასხვისებისათვის) იმ პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

    მუხლი 36.

+

1. საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, დიპლომატიური კორპუსის საკონსულოს თანამშრომლებს, აკრედიტებული პრესის, რადიოს, ტელევიზიის, ასევე ბანკების, ფირმების, ავიოკომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოში პირადი სარგებლობისათვის შემოყვანილი ან შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში უტარდებათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს, თუ ასეთ პირს საქართველოში გააჩნია დადგენილი წესით რეგისტრირებული წარმომადგენლობა (ფილიალი).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია განხორციელდება წარმომადგენლობაზე საერთო წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

      საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №538 - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.

    მუხლი 37.

+

1. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მიერ საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის (დროებითი რეგისტრაციისათვის) სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ზ“, „თ“ ან „ი“ ქვე-პუნქტებით განსაზღვრული სანომრე ნიშნის გაცემის მოთხოვნას;

ბ) სასაქონლო დეკლარაცია;

გ) რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

2. ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ზ“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის (დროებითი რეგისტრაციისათვის) სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) სასაქონლო დეკლარაცია;

გ) დიპლომატური ბარათი ან სამსახურებრივი ბარათი;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.   

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) სასაქონლო დეკლარაცია და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა;

ბ) დათვალიერების აქტი;

გ) ერთობლივი განცხადება;

დ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ე) დიპლომატიური ბარათი (სამსახურებრივი ბარათი) ან რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაქონლო დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის ბრძანება №405-სსმIII, №37, 26.03.2009წ.; მუხ.427

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

    მუხლი 37​1.

+

1. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, აგრეთვე ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის „ზ-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) ერთობლივი განცხადება;

ბ) ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება;

გ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნები;

დ) ლიზინგის მიმღების, მოიჯარის ან დამქირავებლის განცხადება, ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ზ“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სანომრე ნიშნის გაცემის მოთხოვნის თაობაზე;

ე) ლიზინგის მიმღების, მოიჯარის ან დამქირავებლის დიპლომატიური ბარათი (სამსახურებრივი ბარათი) ან/და რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება;

ვ) დათვალიერების აქტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის   დამადასტურებელი ქვითარი.

2. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ამ წესის მე-13 მუხლის „ზ-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე საქართველოში  ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული  მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულება  ითვალისწინებს   მხარეთა  შეთანხმებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას გაიცემა ახალი სარეგისტრაციო ნიშნები, ხოლო ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნები რეგისტრაციის გაუქმებამდე ინახება სააგენტოში. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, მასზე ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ უქმდება.

4. ამ მუხლით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:

ა) ხელშეკრულების შეწყვეტა, გაუქმება ან მოშლა;

ბ) მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება;

გ) მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულები არიან მიმართონ სააგნტოს  რეგისტრაციის გაუქმებისა და სარეგისტრაციო ნიშნების შეცვლის  მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

    მუხლი 38.

+

დასრულებული სარეგისტრაციო მოქმედების გაუქმება შესაძლებელია პირთა წერილობითი მოთხოვნით დოკუმენტის შემდგენ ორგანოში.

    მუხლი 39.

+

სახელმწიფო აღრიცხვიდან არ იხსნება:

ა) იმ პირების საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მივლინებით გადიან სხვა ქვეყნებში;

ბ) კერძო საკუთრებაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, თუ ისინი სარეგისტრაციო განყოფილების სამოქმედო ტერიტორიიდან გადიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ან დროებით მფლობელობაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 40.

+

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე, სააგენტოს მიერ მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას, დოკუმენტს დაერთვება სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის დამადასტურებელი წარწერა (ფორმუ- ლარი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელებული დამადასტურებელი წარწერა (ფორმულარი) უნდა შეიცავდეს:

ა) სამსახურის დასახელებას;

ბ) ფორმულარის შედგენის თარიღს;

გ) გარიგების მონაწილე მხარეების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

დ) ფორმულარის შედგენის საფუძველს;

ე) გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გარიგებაზე ხელმოწერების პირადად შესრულების ფაქტის დადასტურებას;

ვ) სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელს, გვარს, დაკავებულ თანამდებობას.

3. ფორმულარს უნდა დაერთოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. დასაშვებია ფორმულარში ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა მონაცემების ასახვაც.

4. ფორმულარი უნდა დაიბეჭდოს მექანიკურ ან ელექტრონულ საბეჭდ მანქანაზე, კომპიუტერზე ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; ფორმულიარი სრულდება A4 ფორმატის ((210X297 მმ) მყარ ქაღალდზე, რომლის სიმკვრივეა არანაკლებ 80 გრ/კვ.მ. დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ფორმულარი შეასრულოს დამცავი ან/და განმასხვავებელი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით. ფორმულარი სრულდება სამ – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

5. ფორმულარი უნდა განთავსდეს ცალკე ფურცელზეც და გარიგებასთან ერთად უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე.

6. გარიგება დაბეჭდილ უნდა იქნეს მექანიკურ ან ელექტრონულ საბეჭდ მანქანაზე, კომპიუტერზე ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამასთან, გარიგების მონაწილე მხარეების სურვილის შემთხვევაში გარიგების ტექსტი შეიძლება შესრულებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7. გარიგების დამოწმებისას სააგენტოს თანამშრომელი ადასტურებს მხოლოდ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის კონკრეტულ პირებს. იგი არ ადასტურებს გარიგებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მის ნამდვილობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

    მუხლი 41.

+

1. სარეგისტრაციო სამსახურებში წარმოდგენილ დოკუმენტში ან/და სარეგისტრაციო ნიშანზე, ან/და ნომრიან აგრეგატზე უზუსტობის, შეუსაბამობის, გადასწორების, დაზიანების კვალის ან სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან/და თანდართული დოკუმენტაცია ექვემდებარება დამატებით შემოწმებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების შესწავლა სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს ან შემოწმების შედეგად ვერ დგინდება აღმოჩენილი გარემოებების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, სააგენტო წყვეტს რეგისტრაციის პროცესს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი შეზღუდვები უქმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 42.

+

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, როცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია აღრიცხვიდან და არ არის რეგისტრირებული ახალ ადგილზე, სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი აღრიცხვის ადგილიდან წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანოს ბეჭდით დამოწმებული აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ქსეროასლები.

    მუხლი 43.

+

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან მიღებული ელექტრონული ან მატერიალური სახის შეტყობინების საფუძველზე უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა.

2. უფლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია არ განხორციელდება, ხოლო რეგისტრირებულს/აღრიცხულს არ გააჩნია იურიდიული ძალა და არ აფერხებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, თუ:

ა) უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;

ბ) ვერ ხორციელდება უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის სრულყოფილი იდენტიფიცირება;

გ) უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოში დაცული არ არის ან  უფლებრივი შეზღუდვა აღრიცხულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;

დ) უფლებრივი შეზღუდვა აღრიცხულია მას შემდეგ, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სხვა პირის საკუთრებაში იყო აღრიცხული.

3. უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (გარდა სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენისა) არ განხორციელდება სააგენტოში უფლებრივი შეზღუდვისაგან ან საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებრივი შეზღუდვის/საგადასახადო გირავნობის შეტყობინების გამომგზავნის თანხმობის წარმოდგენამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ:

ა) არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გასაზღვრული გარემოება;

ბ) მართლზომიერი მესაკუთრის მიერ უფლებრივად შეზღუდული ან/და საგადასახადო გირავნობით დატვირთული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეძენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად. აღნიშნული წესით შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგიტრაცია შემძენზე ხორციელდება რეგისტრაციამდე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის გაუქმების გარეშე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმეთან დაკავშირებით უფლებრივი შეზღუდვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

6. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან საკუთრებაში აღრიცხვას ახორცილებენ საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული გირავნობის მოგირავნე კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელებისათვის სავალდებულო არ არის საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო გირავნობის გაუქმების ან რეგისტრაციის განხორციელებაზე თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას საკუთრების უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად შემძენზე გადადის საგადასახადო გირავნობით დაუტვირთავი ქონება.

8. იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმება ან აღრიცხვიდან მოხსნა, რომლის მესაკუთრესაც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული წესით ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე დაეკისრა ჯარიმა და ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის დაერიცხა საურავი, დაიშვება მხოლოდ ჯარიმისა და საურავის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მექანიკური სატრნსპორტო საშუალების გადაფორმება ან აღრიცხვიდან მოხსნა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1079-სსმIII, №106, 27.08.2009წ.; მუხ.1220

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №407 - ვებგვერდი, 19.05.2011 წ.

    მუხლი 44.

+

სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძებნის ან გატაცების თაობაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია განხორციელდება უფლებრივი შეზღუდვის გაუქმების შემთხვევაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 45. (ამოღებულია)

+

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

+

II1  თავი

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და რეგისტრაციის წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 45 1

+

1. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა და ყადაღის დადების შესახებ ინფორმაცია აისახება საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

2. მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან საგადასახადო ორგანოს მიერ შეყვანილი ინფორმაცია პირდაპირ რეჟიმში გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზას, სადაც ხდება მისი ავტომატურად დარეგისტრირება.

3. ელექტრონული ბაზიდან პირდაპირ რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღება უთანაბრდება შეტყობინების მიღებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ასახვა ჩაითვლება სააგენტოს მიერ საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის კუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის დარეგისტრირებად.

5. საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის კუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის რეგისტრაციის თარიღად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის დარეგისტრირების თარიღი.

6. საგადასახადო ორგანოს მიერ მონაცემთა ბაზაში შეტანილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სამართლებრივი დატვირთვის ან შეზღუდვის დოკუმენტის ნომერს და თარიღს.

7. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნასა და სათანადო პროგრამულ უზრუნველყოფას, შემდგომი მუდმივი განახლებით.

8. საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ინფორმაციას (ელექტრონულ დოკუმენტს) აქვს მატერიალური დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 45 2

+

1. სააგენტოში დაინტერესებული პირის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი მონაცემთა ელექტრონულ ბაზის პროგრამულ ფანჯარაში ამოწმებს რეგისტრაციის დღისათვის გამსხვი-სებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

2. პროგრამულ ფანჯარაში საგადასახადო შეზღუდვების გრაფაში შეიძლება აისახოს შემდეგი სახის ინფორმაციები:

ა) „არ გააჩნია დავალიანება“ (გრაფა შეფერილია მწვანე ფერში) – რაც გულისხმობს, რომ რეგისტრაციის დღისათვის პირს არ ერიცხება საგადასახადო ვალდებულება;

ბ) „სავარაუდოდ გააჩნია დავალიანება“ (გრაფა შეფერილია ყვითელ ფერში) – ელექტრონული ბაზა ვერ ახერხებს პირის იდენტიფიცირებას, რის გამოც ვერ ხერხდება მისი საგადასახადო ვალდებულების დადგენა;

გ) „აქვს გირავნობა“ (გრაფა შეფერილია წითლად) – პირის ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დარეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება;

დ) „აქვს ყადაღა“ (გრაფა შეფერილია წითლად) – პირის ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დარეგისტრირებულია ყადაღა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 45 3

+

1. ამ ბრძანების 45 2  მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

ა) 45 2  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდება კანონით დადგენილი წესით;

ბ) 45 2  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას ჩაითვლება, რომ პირს საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნია და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული პროცედურები განხორციელდება დადგენილი წესით;

გ) 45 2  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია შეჩერდება საგადასახადო ორგანოს მიერ „საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ“ გაცემული ცნობის ან წერილობითი თანხმობის წარმოდგენამდე ან/და პროგრამულ ფანჯარაში 45 2  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვამდე;

დ) 45 2  მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მომენტისათვის დაინტერესებული პირის ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა, სარეგისტრაციო მოქმედებები შეწყდება საგადასახადო ორგანოს მიერ „საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ“ გაცემული ცნობის ან წერილობითი თანხმობის წარმოდგენამდე ან/და პროგრამულ ფანჯარაში 45 2  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვამდე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

    მუხლი 45 4

+

დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის დღისათვის საგადასახადო ვალდებულების შესახებ ინფორმირებას უწევს სააგენტოში მიმაგრებული საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება მიწოდებულ ინფორმაციას, ან სააგენტოს შესაბამის განყოფილებაში არ არის მიმაგრებული საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, დაინტერესებული პირი ინფორმაციის მისაღებად მიმართავს შესაბამის საგადასახადო სამსახურს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 45 5

+

თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს მისი გაუქმების გარეშე, სამართლებრივი შეზღუდვა კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 45 6

+

ყოველი კალენდარული თვის დასაწყისში სააგენტო უზრუნველყოფს უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 45 7

+
.

სააგენტო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახული მონაცემების გადამოწმებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით. აღნიშნული წესით მონაცემების შემოწმება უთანაბრდება მარეგისტრირებელ ორგანოში მონაცემების შემოწმებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

    მუხლი 45 8

+
.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას 45 7  მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ინახება სააგენტოს მიერ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

    მუხლი 459. (ამოღებულია)

+

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

თავი III. დასკვნითი დებულებები

+

    მუხლი 46.

+

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №1

+

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემა (გასხვისება)

წარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

                                                                        სააგენტოში მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შედგენილი

ერთობლივი განცხადების საფუძველზე

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულ უნდა იქნეს

კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში

 

ერთობლივი განცხადება №

 

                                                

  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

  სააგენტო  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                

(სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

 

                                                  

ტრანზიტის №

 

ნაწილი I.

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მონაცემები:

ა) მესაკუთრე  ----------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ფიზიკური და იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                        (საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

გავასხვისე ჩემს საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                    

------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ვისზე: ახალი მესაკუთრის ფიზიკური და იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

               (საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

1. მარკა, მოდელი, ძრავას მოც. --------------------------------------------------------------

2. სანომრე ნიშანი № ----------             8. ძარას №-------------                           

3. გამოშვების წელი --------                 9. ძრავას №------------                                

4 ფერი -----------------------                 10. შასის №-------------              

5. ტიპი -----------------                   11. დასაშვები წონა ----- კგ

6. საიდენტ. №------------------------------------    

7. ტექ.პასპორტის №-----                 12. დაუტვირთავი წონა -----კგ

                                                        

 ერთობლივი განცხადების საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას (გადაცემას) ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

–––––––––––––––––  ბ.ა.                                                                    ––––––––––––––––––– ბ.ა

     (გამსხვისებელი)                                                                                      (შემძენი)                        

                                                                                                                                                                                                                                                                                                     მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილება შემოწმებულია, მხარეებს შორის ერთობლივი განცხადება ხელმოწერილია ჩემი თანდასწრებით, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით და ბეჭდით:

 

------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)                                                        

 

ბ.ა.  –– ––––– 200 წ                  

 

ნაწილი II.

გთხოვთ რეგისტრაციაში გაატაროთ ერთობლივი განცხადების I ნაწილით ჩემს საკუთრებაში გადმოცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ახალი მესაკუთრის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

                                                                                                                                        ბ.ა  ––––––––––––––

                                                                                                                                                 (ხელმოწერა)                                        

                                                                                                                                                    

მივიღე:   -------------------------------------------------------------------------------                                  

          (სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

                                           .                    

 გავეცი: ------------------------------------------------------------------------------

           (სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

 

               -------------------------------------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა.  –– ––––– 200 წ                  

                                                                    

 

დანართი №2

+

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

      

       ---------------------------------------------------------------------------------

                                  (სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

 

მესაკუთრის(ფლობელის)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

               (ფიზიკური ან იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                  (საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გთხოვთ–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

- ჩემს          საკუთრებაში(ფლობელობაში) არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

 

1. მარკა, მოდელი, ძრავას მოც. --------------------------------------------------------------

2. სანომრე ნიშანი № ----------                              7. ტექ.პასპორტის №---   

3. გამოშვების წელი --------                                  8. ძარას №-------------             

4 .ფერი -----------------------                                  9. ძრავას №------------               

5. ტიპი -----------------                                          10. შასის №-------------

6. საიდენტ. №------------------------------------  11. დასაშვები წონა ----- კგ

მფლობელი --------------------------                     12. დაუტვირთავი წონა -----კგ

 

----- ------------ 200  წ                                    ბ.ა   -----------------------------------

                                                                                 (ხელმოწერა)        

 

მივიღე:------------------------------------------------------------------------------------------                                                    (დოკუმენტები,სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

                                             .                    

  გავეცი: -------------------------------------------------------------------------------------

                (დოკუმენტები,სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

 

-----------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)                                                        

 

ბ.ა.  –– ––––– 200 წ                  

 

 

 

დანართი №3 

+

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების

ა ქ ტ ი

                                                              № – –– 200 წ.

 

                                                                                                                           ფორმა 1

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

მფლობელი:

მოწმობა:

მარკა, მოდელი:

ტიპი:                                                                                                 საიდენტიფიკაციო კოდი:

გამოშვების წელი:                                                                          ძრავას №

ძრავას მოც.                                                                                      ძარის №

ფერი:                                                                                                 შასის №

                                                                                                           დასაშვები მასა:

სანომრე ნიშანი                                                                               დაუტვირთავი მასა:

შემოწმებელი:                                                                                      დამთვალიერებელი:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

 

 

                                                                                                                                                      დანართი №4

+

 ტექნიკური ტალონი №                                          

 

1. მარკა, მოდელი–––––––––––––––    

  model                /                

2. აგრეგატის ნომერი –––––––––––/   

    Aggregate number                       

3. გამოშვების წელი –––––––––––– /     

    Production year                         

4. კუთვნილება ––––––––––––––––/

   Beloung

5.  მისამართი ––––––––––––––                                                           

      Adress

6.   რეგისტრაციის საფუძველი

Registration basis

 

გაცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს --------------------------------------------------------------------- მიერ 

                                                        (სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

--- -------- 200  წ                              

 

---------------------------------------  ბ.ა

(თანამდებობის პირის ხელმოწერა)

 

                                                                               

დანართი№ 5

+

 

 

დროებითი მოწმობა №

 

   მიმღები პირი _________________________________________________________________      

(პირის მონაცემები , პირადობის მოწმობის სერია და №)

 

  მისამართი   _________________________________________         

 

   მანქანის მოდელი ------------------------  

  

   TR (TG,TT) N -------------------------

  

   TR (TG,TT)  გაცემის თარიღი : ----- ---------- 201  წ

 

  TR(TG,TT)   მოქმედების ვადა : ---- ---------- 201  წ

  

საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს __________________________________________________________________________

                                                       (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური )

                                   

                                        ----------------------------------------------------  ბ .ა

  (თანამდებობის პირის ხელმოწერა )

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.  

 

 

დანართი №6

+

 

 

 

შავი 

 

 

TTTTTTTTTTtttttttTTTet

თეთრი

 

 

დანართი №7

+

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა  

 

 სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაფრთხილებთ, რომ თუ თქვენ ასხვისებთ თქვენს საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებულ სატრანსპორტო საშუალებას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების რეალიზაციისა), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში საჩუქრად იღებთ 1000 ლარის და მეტი ღირებულების ქონებას ( გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა, ასევე საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისა), ვალდებული ხართ, სატრანსპორტო საშუალების გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს წარუდგინოთ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

 აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, რის გამოც დაგეკისრებათ პასუხისგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL თავის მიხედვით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №740-სსმIII, №99, 13.08.2010წ.; მუხ.1480

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.01.2011 წ.

დანართი №8

+

 

 

დროებითი მოწმობა №

 

   მიმღები პირი ________________________________________________________________      

(პირის მონაცემები , პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

  მისამართი :   -_________________________________________         

 

   გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR (TG,TT) N -------------------------

  

   გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი   TR  (TG,TT) გაცემის თარიღი : ----- ---------- 200  წ

 

   გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი    TR  (TG,TT) მოქმედების ვადა : ---- ---------- 200  წ

  

საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს _______________________________________________________________________

                                            (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური )

 

                                                                                                                        ---------------------------------------------  ბ .ა

  (თანამდებობის პირის ხელმოწერა )

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.

 

დანართი №9

+

 

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 09.12.2011 წ.

 



 
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“, №150, 31.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.916 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68950-20/