სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2007 ბოლო ცვლილება 22.12.2025
ნომერი
№150
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.22.034.009.916
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 01/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (47)

შემდგომი ცვლილებები (43)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.916

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №150

2007 წლის 31 იანვარი

 ქ. თბილისი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სარეგისტრა-ციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №401 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

ი. მერაბიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

 

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

1. ეს ინსტრუქცია, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესს, რომელთა ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია და ეკუთვნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

2. ამ წესების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა სახელმწიფოებში და დროებით (უკან გაყვანის პირობით) 90 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით იქნენ შემოყვანილი საქართველოში.

3. სარეგისტრაციო სამსახურები აგრეთვე ახორციელებენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას, რომლებიც:

ა) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით თხოვების ფორმით გადაეცა საკანონმდებლო, აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, პროკურატურის ორგანოებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;

ბ) თხოვების ფორმით გადაეცათ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირდება ქონების მიმღებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

    მუხლი 2. ამ ბრძანების ტერმინების მოქმედების არეალი

ამ ბრძანებაში გამოყენებული ტერმინები, რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინებისგან განსხვავებული მნიშვნელობა, გამოიყენება მხოლოდ ამ ბრძანებით განსაზღვრული ურთიერთობების რეგულირებისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 3. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები – 50 სმ3 -ზე მეტი ძრავას მუშა მოცულობის მქონე სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა), აგრეთვე ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათი მისაბმელები, ნომრიანი აგრეგატები და დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რომელთა, დადგენილი წესით, რეგისტრაციასაც ახდენს სააგენტო.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა.

4. სარეგისტრაციო ნიშნები – სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ტექნიკური პასპორტი), დროებითი მოწმობა, ტრანზიტი, შიდა ტრანზიტი, ტექნიკური ტალონი, სპეციალური სანომრე ნიშანი „TEST“-ი.

5. რეგისტრაციაში ცვლილებები – სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას სააღრიცხვო მონაცემებში და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა დოკუმენტში ცვლილებათა შეტანა.

6. მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და გააჩნია შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ნოტარიულად შედგენილი საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით მექანიკური სატრანსპორტო საშულების მმართველი პირი.

7. ფიზიკური პირები – საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

8. იურიდიული პირები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იურიდიული პი-რები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

9. სატრანსპორტო საშუალება – ავტობუსი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მოტოციკლი რომელთა ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3  მეტია, აგრეთვე მათი მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები.

10. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები, აგრეთვე მათი დამხმარე ტექნიკური საშუალებები, მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ავტომობილი – ავტობუსები, მსუბუქი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც აქვს ბიძგის მექანიკური მექანიზმი და გადაადგილდება გზებზე საკუთარი ძალებით დამხმარე მოტორით.

12.     მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლში მითითებული ორგანიზაცია ან დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლებას.

13. პირველადი რეგისტრაცია – მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა).

14. დამხმარე ტექნიკური საშუალებები – სავალდებულო რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემადგენელი დამხმარე საშუალებები, რომელზეც არ გაიცემა სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

15. ტექნიკური ტალონი – სპეცტექნიკის დამხმარე ტექნიკური საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი 4).

16. მისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ნახევარმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი.

17. საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე – მექანიკური სატრან-სპორტო საშუალების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირო-ბებს: ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საცხოვრებელი ადგილი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ფარგლებს გარეთ; არ არის რეგისტრირებული საქართველოში; დროებით არის შემოყვანილი საქართველოში

18. დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დადგენილი წესით რეგისტრაციისას ან სარეგისტრაციო ცვლილებების განხორცილებისას უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების წარმოდგენილ დოკუმენტებთან ვიზუალურად შედარების შედეგად შედგენილი აქტი (ფორმა 1), რომელშიც აისახება კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემები (დანართი 3). დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით.

19. მსუბუქი ავტომობილი – მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსის გარდა).

20. სატვირთო ავტომობილი – სატრანსპორტო საშუალება, რომლიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად.

21. პიკაპი – მსუბუქი ავტომობილი სატვირთო-სამგზავრო ძარათი, რომლის ღია სატვირთო ნაწილი გამოყოფილია სამგზავრო ნაწილისაგან სტაციონარული ტიხარით.

 22. ფურგონი – მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც დამონტაჟებულია უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარა და გააჩნია მძღოლის და ტვირთის გადასატან სათავსოებს შორის გამყოფი ტიხარი.

23. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი – მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც გამავლობის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით გააჩნია სპეციალური სისტემები და აგრეგატები.

24. კაბრიოლეტი – მსუბუქი ავტომობილი დახურული სამგზავრო ძარათი, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ტენტი და გვერდითი ჩასაწევი ფანჯრები.

25. ფაეტონი – მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო ძარით, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ტენტი და გვერდითი სახსნელი ფანჯრები.

26. ფაეტონ უნივერსალი – მსუბუქი ავტომობილი სატვირთო-სამგზავრო ძარათი, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ან სახსნელი ტენტი და კარებზე დაყენებული გვერდითი სახსნელი ფანჯრები.

27. როდსტერი – მსუბუქი ორადგილიანი ავტომობილი ღია ძარით და დასაკეცი სახურავით.

28. ბრეგამი – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც მხოლოდ წინა სავარძლების ზემოთ ეხსნება სახურავის ნაწილი.

29 ლანდო – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც მხოლოდ უკანა სავარძლების ზემოთ ეხსნება სახურავის ნაწილი.

30. ტარგა – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც ეხსნება სახურავის შუა ნაწილი.

31. ვენი – გაზრდილი ტევადობის, უნივერსალური ძარას მქონე მსუბუქი ავტომობილი.

32. კუპე – მსუბუქი ავტომობილი ორ ან სამნაკვეთურიანი დახურული სამგზავრო ძარათი, ორი გვერდითი კარით და ვიწროგაბარიტიანი უკანა სავარძლით.

33. ლიმუზინი – მსუბუქი ავტომობილი დახურული სამგზავრო ძარათი, რომელსაც წინა სავარძლების შემდეგ გააჩნია ტიხარი გასახსნელი ფანჯრით.

34. ფასტბეკი – ორი ან ოთხკარიანი მსუბუქი ავტომობილი უკან თანაბრად დახრილი სახურავით.

35. უნივერსალი – ორნაკვეთურიანი მსუბუქი ავტომობილი, ორი ან ოთხკარიანი ძარათი და სრულგაბარიტიანი სავარძლების ორი მწკრივით.

36. ჰეტჩბეკი – მსუბუქი ავტომობილი ორნაკვეთურიანი ძარათი და უკანა კარით, რომელიც გათვალისწინებულია მგზავრთა გადასაყვანად, ან ტვირთის გადასაზიდად (უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში).

37. სედანი – მსუბუქი ავტომობილი სამნაკვეთურიანი დახურული სამგზავრო ძარითა და ორი ან ოთხი გვერდითი კარით.

38. სპეციალური მსუბუქი – მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

39. ბორტიანი – საერთო დანიშნულების მქონე სატვირთო ავტომობილი ბორტიანი პლატფორმით.

40. უნაგირა საწევარა – საწევარი, ავტომობილი გამწევი, რომელსაც გააჩნია უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობა ნახევარმისაბმელთან შესაერთებლად და არ გააჩნია ტვირთის გადასატანი საკუთარი ძარა.

41. თვითმცლელი – სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

42. ცისტერნა – სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი ცისტერნის ტიპის ძარათი, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

43. სატვირთო ფურგონი – სატვირთო ავტომობილი, რომელზეც დამონტაჟებულია უფანჯრო, დახურული, სპეციალიზებული ძარა და რომელსაც მძღოლისა და ტვირთის გადასატან სათავსოებს შორის გააჩნია გამყოფი ტიხარი.

44. სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი – სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

45. სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

46. სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი – სატვირთო ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ტვირთისა და მგზავრთა გადასაყვანად და გააჩნია მძღოლის ადგილის ჩათვლით რვაზე ნაკლები სამგზავრო ადგილი.

47. მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილის შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე.

48. სატვირთო ავტომობილის მისაბმელი და ნახევარმისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი სატვირთო ავტომობილის შემადგენელი ტვირთის გადასატანი სატრანსპორტო საშუალებები ძრავას გარეშე.

49. ბორტიანი მისაბმელი – საერთო დანიშნულების მქონე სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ბორტიანი პლატფორმით.

50. თვითმცლელი მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული მისაბმელი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

51. ცისტერნა მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული მისაბმელი ცისტერნის ტიპის ძარათი, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

52. ფურგონი მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპაციალიზებული მისაბმელი, მასზე დამონტაჟებული უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარათი.

53. სპეციალიზებული მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის მისაბმელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

54. სპეციალური მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის მისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

55. სამგზავრო მისაბმელი – მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად.

56. ბორტიანი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის საერთო დანიშნულების მქონე ნახევარმისაბმელი ბორტიანი პლატფორმით,

57. თვითმცლელი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

58. ცისტერნა ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი ცისტერნის ტიპის ძარით, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

59. ფურგონი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპაციალიზებული ნახევარმისაბმელი, მასზე დამონტაჟებული უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარით.

60. სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

61. სპეციალური ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

62. სამგზავრო ნახევარმისაბმელი – ნახევარმისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად.

63. მუხლუხა კომბაინი – მუხლუხა თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასაღებად.

64. თვლიანი კომბაინი – თვლიანი თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასაღებად.

65. მუხლუხა ტრაქტორი – მუხლუხა საბაზო მანქანა, რომელიც გამოიყენება მძიმე ტვირთების გადაადგილებისათვის გრუნტიან ან დროებით მოწყობილ გზებზე. აღიჭურვება ბორტიანი და თვითმცლელი მისაბმელებით, ასევე საბმელი და კიდული მანქანებით.

66. თვლიანი ტრაქტორი – თვლიანი საბაზო მანქანა, რომელიც გამოიყენება მძიმე ტვირთების გადაადგილებისათვის გრუნტიან ან დროებით მოწყობილ გზებზე. აღიჭურვება ბორტიანი და თვითმცლელი მისაბმელებით, ასევე საბმელი და კიდული მანქანებით.

67. პნევმოთვლიანი საწევარი – ერთი ან ორღერძიანი საბაზო მანქანა, რომელიც განკუთვნილია საბმელ (ერთღერძიანის შემთხვევაში) და საბმელ და კიდულ (ორღერძიანის შემთხვევაში) მუშა მოწყობილობებთან ერთად სამუშაოდ.

68. მუხლუხა სატვირთველი მანქანა – მუხლუხა თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების, ნაყარი და ცალობითი ტვირთების დატვირთვა-განტვირთვისათვის.

69. თვლიანი სატვირთველი მანქანა – თვლიანი თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების, ნაყარი და ცალობითი ტვირთების დატვირთვა-განტვირთვისათვის.

70. თვითმავლი ამწე – ავტომობილის შასისაგან განსხვავებული შასის მქონე თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო მასალების გადასაადგილებლად, დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოების შესასრულებლად.

71. ექსკავატორი – მიწისმთხრელი მანქანა, რომელიც მუშა მოწყობილობის მოქმედების ზონაში ასრულებს მასივიდან გრუნტის ამოთხრის და გადაადგილების ოპერაციას, მისი დაყრის, ან სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისათვის.

72. ბულდოზერი – მანქანა, რომელიც განკუთვნილია მცირე მანძილზე მუშა ორგანოს წინ მიწის ზედაპირზე გრუნტის გადაადგილებით მისი შრეობრივი დამუშავებისათვის.

73. ბულდოზერ გამაფხვიერებელი – ბულდოზერი, რომელსაც დამატებით დამონტაჟებული აქვს მოწყობილობა მაგარი გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

74. სკრეპერი – მიწის სათხრელ-სატრანსპორტო მანქანა ციცხვიანი მუშა მოწყობილობით, რომელიც განკუთვნილია გამწე ძალის მეშვეობით გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

75. გრეიდერი – მიწის სათხრელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება მოძრავი ფარით, რომე-ლიც განკუთვნილია გაუყინავი გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

76. გრეიდერ ელევატორი – მანქანა განკუთვნილი მატერიკულ ქანებში გაუყინავი გრუნტის ამოსათხრელად და საყარზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე დასაყრელად.

77. სატკეპნი – თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია გრუნტისა და სხვა ნაყარი მასალების გასამკვრივებლად.

78. საბურღი – თვითმავალი მანქანა გრუნტის საბურღი მოწყობილობით.

79. ხიმინჯსასობი – ხიმინჯების ჩასასობად განკუთვნილი თვითმავალი მანქანა.

80. სპეციალური მობილური – ზემოთ ჩამოთვლილი მანქანებისაგან განსხვავებული სხვა სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო მანქანები.

81. ფერი – ამ ბრძანების (დანართი №6) განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების შეფერილობა.

82. საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა გადასახადების ადმინისტრირება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს ფუნქციები.

83. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

84. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა – სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

85. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და ყადაღის რეგისტრაცია – საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ბაზიდან პირდაპირ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის მიწოდების შედეგად მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვისა და დატვირთვის ელექტრონული (ავტომატური) რეგისტრაცია.

86. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება – სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების და მოწყობილობების მოხსნა ან/და კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი ელემენტების და მოწყობილობების დაყენება ან/და კონსტრუქციული პარამეტრების შეცვლა, რომელთაც უშუალო გავლენა აქვთ მოძრაობისა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.

87. ტესტირების (საგამოცდო) ცენტრი (შემდგომ – ტესტირების ცენტრი) – საწარმო, რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

88. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებს და დასკვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გადაკეთებისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

 

    მუხლი 4.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციას აწარმოებენ სააგენტოს ერთიან სისტე-მაში შემავალი განყოფილებები(შემდგომში – სარეგისტრაციო სამსახურები):

ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს:

ბ.ა) ხეითის განყოფილება;

ბ.ბ) თელავის განყოფილება;

ბ.გ) გორის განყოფილება;

ბ.დ) ახალციხის განყოფილება.

გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველოს:

გ.ა) ქუთაისის განყოფილება;

გ.ბ.) ზუგდიდის განყოფილება;

გ.გ) ფოთის განყოფილება;

გ.დ) ბათუმის განყოფილება;

გ.ე) ოზურგეთის განყოფილება;

გ.ვ) საჩხერე-ამბროლაურის ქვეგანყოფილება.

2. სარეგისტრაციო სამსახურებში რეგისტრაციას არ ექვემდებარება:

ა) სპორტული სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

3. სარეგისტრაციო სამსახურები ახორციელებენ ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში სავალდებულო რეგისტრაციამდე გასცემენ სპეციალურ სანომრე ნიშნებს (TEST) და დროებით სარეგისტრაციო მოწმობას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული დიაგნოსტიკური ცენტრებისა და იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 5.

სარეგისტრაციო სამსახურები თავისი მოვალეობების შესრულებისას ახორციელებენ შემდეგ მოქმედებებს:

ა) ადგენენ დათვალიერების აქტს;

ბ) დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებენ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, ახორციელებენ რეგისტრაციაში ცვლილებებს და ახდენენ შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას სარეგისტრაციო დოკუმენტებსა და მონაცემთა ბაზაში;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემენ სარეგისტრაციო ნიშნებს;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახდენენ მექანიკურ სატრანსპორტო საშულებებზე სამართლებრივი დატვირთვებისა და შეზღუდვების რეგისტრაციას;

ე) ახდენენ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას და შესაბამის რეაგირებას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ადგენენ და გასცემენ შესაბამის დოკუმენტებს;

ზ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებებსა და მოვალეობებს.

    მუხლი 6.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის, ან რეგისტრაციაში ცვლილებათა შეტანის საფუძვლად მიღებული პირველადი მასალები შეიტანება კომპიუტერში, იკინძება სარეგისტრაციო მოწმობის მზარდი ნუმერაციით და ინახება 3 წლის ვადით. სარეგისტრაციო ჟურნალები იწარმოება კომპიუტერული სისტემიდან ამობეჭდილი ყოველდღიური რეესტრის ფორმით. ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება 30 წლის ვადით.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეების წარმომადგენლების მეშვეობით სარეგისტრაციო სამსახურებში სარეგისტრაციო მოქმედების შესრულებისას, პირველად მასალებში აგრეთვე ინახება დავალების ხელშეკრულების (მინდობილობის) დედნები.

3. რეგისტრაციისათვის არ მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები, ფანქრით შევსებული, შესწორებული და დაუმოწმებელი დოკუმენტები.

    მუხლი 7.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეები ვალდებულები არიან:

ა) უცხო ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნილი, საქართველოში რეგისტრაციის მიზნით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განახორციელონ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების(იმპორტის) რეჟიმში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, საქართველოში დროებითი რეგისტრაციის მიზნით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია უზრუნველყონ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

გ) 10 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელონ საქართველოში რეგისტრირებული (ან დროებით რეგისტრირებული) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სარეგისტრაციო ცვლილებების დადგენილი წესით რეგისტრაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

    მუხლი 8.

1. სარეგისტრაციო საქმის წარმოება, სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების გაფორმება სარეგის-ტრაციო განყოფილებებში ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.

2. რეგისტრაციისათვის უცხო ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების (მფლობელობის) უფლება და აგრეთვე სხვა დოკუმენტები, ექვემდებარებიან დადგენილი წესით სახელმწიფო ენაზე თარგმნასა და თარგმნის უტყუარობის დადგენის მიზნით ნოტარიული წესით დამოწმებას.

    მუხლი 9.

ქვეყანაში 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვა ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურების მიერ საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მასში მითითებული ვადით, ამასთან, უცხო ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშნები ინახება სარეგისტრაციო სამსახურებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

    მუხლი 10.  

საქართველოს ტერიტორიაზე საველდებულო რეგისტრაციის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები და სპეცტექნიკა კონსტრუქციული დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით იყოფა შემდეგი სახის ტიპებად:

1. მსუბუქი ავტომობილები:

ა) პიკაპი;

ბ) ფურგონი;

გ) მსუბუქი მაღალი გამავლობის;

დ) კაბრიოლეტი;

ე) ფაეტონი;

ვ) ფაეტონ უნივერსალი;

ზ) როდსტერი;

თ) ბრეგამი;

ი) ლანდო;

კ) ტარგა;

ლ) ვენი;

მ) კუპე;

ნ) ლიმუზინი;

ო) ფასტბეკი;

პ) უნივერსალი;

ჟ) ჰეტჩბეკი;

რ) სედანი;

ს) სპეციალური/მსუბუქი.

2. ავტობუსი

3. სატვირთო ავტომობილები:

ა) ბორტიანი;

ბ) უნაგირა საწევარა;

გ) თვითმცლელი;

დ) ცისტერნა;

ე) სატვირთო ფურგონი;

ვ) სპეციალიზებული;

ზ) სპეციალური;

თ) სატვირთო-სამგზავრო (7+1 და ნაკლები სამგზავრო ადგილით);

4. მისაბმელები:

ა) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი;

ა.ა) სამგზავრო მისაბმელი;

ა.ბ.) სამგზავრო ნახევარმისაბმელი;

ბ) სატვირთო ავტომობილის მისაბმელი (ნახევარ-მისაბმელი);

ბ.ა) ბორტიანი მისაბმელი;

ბ.ბ) თვითმცლელი მისაბმელი;

ბ.გ) ცისტერნა მისაბმელი;

ბ.დ) ფურგონი მისაბმელი;

ბ.ე) სპეციალიზებული მისაბმელი;

ბ.ვ) სპეციალური მისაბმელი;

ბ.ზ) ბორტიანი ნახევარმისაბმელი;

ბ.თ) თვითმცლელი ნახევარმისაბმელი;

ბ.ი) ცისტერნა ნახევარმისაბმელი;

ბ.კ) ფურგონი ნახევარმისაბმელი;

ბ.ლ) სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი;

ბ.მ) სპეციალური ნახევარმისაბმელი;

5. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა:

ა) მუხლუხა კომბაინი;

ბ) თვლიანი კომბაინი;

გ) მუხლუხა ტრაქტორი;

დ) თვლიანი ტრაქტორი;

ე) პნევმოთვლიანი საწევარი;

ვ) მუხლუხა სატვირთველი;

ზ) თვლიანი სატვირთველი;

თ) თვითმავალი ამწე;

ი) ექსკავატორი;

კ) ბულდოზერი;

ლ) ბულდოზერ-გამაფხვიერებელი;

მ) სკრეპერი;

ნ) გრეიდერი;

ო) გრეიდერ-ელევატორი;

პ) სატკეპნი;

ჟ) საბურღი;

რ) ხიმინჯსასობი;

ს) სპეციალური მობილური.

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციისა და დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია განისაზღვროს ტიპის სხვა სახეებიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 11.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გასცეს:

ა) სარეგისტრაციო განყოფილებამ (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, სააღრიცხვო ბარათი, ერთობლივი განცხადება (დანართი №1);

ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი);

გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);

დ) სასამართლომ (გადაწყვეტილება, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი);

 ე) ნოტარიუსმა (საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდრო მოწმობა, სააღსრულებო ფურცელი, მინდობილობა);

ვ) სავაჭრო ორგანიზაციამ (ცნობა-ანგარიში);

ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი, გადაწყვეტილება);

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვის შესახებ);

ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ);

კ) უფლებამოსილმა საჯარო მოხელემ (ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აუქციონის ოქმი);

ლ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელმა ორგანომ ან უფლებამოსილმა ორგანომ (წერილობითი მომართვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის 11  ნაწილის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონიერ მფლობელზე ან მესაკუთრეზე დაბრუნების თობაზე);

მ) სააგენტოს დირექტორმა (ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თაობაზე).

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუკი უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

    მუხლი 12.

ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დაკარგული დოკუმენტის დუბლიკატი დამოწმებული შესაბამისი ორგანოს ბეჭდით.

თავი II. სარეგისტრაციო ნიშნები, მათი გაცემის წესი

    მუხლი 13.

საქართველოში არსებობს შემდეგი ტიპის სანომრე ნიშნები:

ა) ავტომობილებისათვის – ზომებით 520 x 110 1 მმ. მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, სამი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მისაბმელებისათვის – ზომებით 280 X 205 1 მმ, მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, ორი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;

გ) მოტოციკლებისათვის – ზომებით 240 x 130 1 მმ, მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, ორი ასო ლათინური შრიფტით და ოთხი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;

დ) შიდა ტრანზიტი – ზომებით 520 x 110 1 მმ. მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, ორი ასო ლათინური შრიფტით TR და ოთხი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა; გაიცემა დროებით სატრანსპორტო საშუალების მფლობელის განცხადებაში მითითებული ვადით;

ე) სატრანზიტო სანომრე ნიშანი – მომზადებული შუქამრეკლი მასალისაგან, ორი ასოთი და ოთხი ციფრით, შუაში წელიწადისა და თვის აღნიშვნით, ზომებით 305 x 113 მმ;

ვ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების ხელმძღვანელების, ელჩების ავტომობილებისთვის – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 x 110 მმ;

ზ) საელჩოებისა და საკონსულოების დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომლების ავტომობილებისთვის – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით D სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 x 110 მმ.;

თ) საელჩოების ყველა სხვა თანამშრომლისა და ტექნიკური პერსონალის ავტომობილებისთვის – მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით AS სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 x 110 მმ;        ი) სპეციალური სანომრე ნიშანი TEST-ი – ორი ციფრით, ზომებით 520 x 110 1მმ, გაიცემა გამოსაც-დელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდისათვის დადგენილი ვადით.

შენიშვნა:

1. სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის გათვალისწინებით შესაძლებელია ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანომრე ნიშანი გაიცეს (ცალი ან წყვილი) 280 X 205 1 მმ ზომით;

2. ამ მუხლის „ვ-თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანომრე ნიშნებს გასცემენ შესაბამისი დიპსერვისის სამსახურები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

    მუხლი 14.

ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ა“-„დ“ სახელმწიფო სანომრე ნიშნები მზადდება ალუმინის მასალის ნახევარფაბრიკატებზე, რომლებზეც გადაკრულია თეთრი ფერის შუქამრეკლი მასალა.

    მუხლი 15.

1. რეგისტრაციაში გატარებულ ავტომობილებზე, კონსტრუქციის შესაბამისად, გაიცემა წყვილი სანომრე ნიშანი და ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

2. რეგისტრაციაში გატარებულ მოტოციკლებზე, სპეცტექნიკაზე, მისაბმელებზე, ნახევარმისაბმელებზე და მისაბმელ-სახსნელებზე კონსტრუქციის შესაბამისად გაიცემა ერთი სანომერე ნიშანი და ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

3. სავალდებულო რეგისტრაციაში    გატარებულ დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე უსასყიდლოდ გაიცემა ტექნიკური ტალონი.

4. დროებით დარეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ორი სანომრე ნიშანი (შიდა ტრანზიტი, სატრანზიტო სანომრე ნიშანი ან  TEST-ი) და ერთი დროებითი მოწმობა.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შიდა ტრანზიტი, სატრანზიტე სანომრე ნიშანი და TEST-ი გაიცემა დროებით, ამ ბრძანებით განსაზღვრული ვადით.

    მუხლი 16.

1. იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშანი, რომლებიც ქვეყნის ფარგლებში იხსნებიან აღრიცხვიდან საქართველოდან გაყვანის და უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით, ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა 30 დღის ვადის მქონე სატრანზიტო სანომრე ნიშანი.

2. იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშანი, რომელთაც ქვეყნის შიგნით ეცვ-ლებათ დგომის (რეგისტრაციის) ადგილი, ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და მის სანაცვლოდ დადგენილი წესით გაიცემა შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი.

3. უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შემოყვანილ იქნენ საქართველოში რეგისტრაციის მიზნით, დადგენილი წესით, გაიცემა შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი.

4. სატრანზიტო და შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემა აღირიცხება დადგენილი წესით.

5. სატრანზიტო სანომრე ნიშანი შესაძლებელია გაიცეს უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 17.

1. შიდა ტრანზიტი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცემა მესაკუთრის (მფლობელის) წერილობითი განცხადების საფუძველზე, მის მიერ მითითებული, მაგრამ არა უმეტეს 60 დღის ვადით, უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შემოყვანილ იქნენ საქართველოში რეგისტრაციის მიზნით.

2. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი გაიცემა დროებით და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს შიგნით.

3. პირი, რომელიც იღებს შიდა ტრანზიტულ სარეგისტრაციო ნიშანს, ვალდებულია განცხადებაში მიუთითოს მოქმედების ვადა და აღნიშნული ვადის გათვალისწინებით წარმოადგინოს კანონით დადგენილი საფასურის დამადასტურებელი ქვითარი.

4. შიდა ტრანზიტული დროებითი სარეგისტრაციო ნიშნის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია დაუბრუნოს იგი იმ სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც ხდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბოლოო რეგისტრაცია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირი დამატებით იხდის კანონით განსაზღვრულ საფასურს.

5. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშნის დაკარგვის ან მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში დაუშვებელია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის გარეშე.

6. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომრის მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ) განცხადება შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომრის მიღების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოდელი (მარკა) და შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

7. პირმა, რომელმაც მიიღო შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი, უფლება აქვს გამოიყენოს იგი მხოლოდ მის ფლობელობაში არსებულ, განცხადებაში მითითებულ, დროებით დარეგისტრირებელ ან დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

71 . ამოღებულია.

8. შიდა ტრანზიტულ სარეგისტრაციო ნიშანთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცემა დროებითი მოწმობა (დანართი №5).

9. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შეუძლებელია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციოდ წარმოდგენა, სააგენტოს უფლება აქვს შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშანი ჩაიბაროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაურეგისტრირებლად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 171.

1. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი არის მრავალჯერადი გამოყენების მიზნით გაცემული შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით.

2. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვთ გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი მიანიჭონ:

ა) საქართველოში დარეგისტრირებულ ან აღრიცხვიდან მოხსნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) საქართველოში დროებით დაურეგისტრირებელ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა რეგისტრაცია არ განხორციელდა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადაში;

გ) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;

დ) უცხოეთში რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში შემოყვანილები იქნენ დროებით 90 დღეზე ნაკლები ვადით;

ე) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელზეც არ გააჩნიათ საკუთრების უფლება.

4. გრძელვადიან შიდა ტრანზიტზე გაიცემა ამ ინსტრუქციის დანართი №8-ით განსაზღვრული დროებითი მოწმობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

    მუხლი 18.

1. კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნები სარეგისტრაციო სამსახურებს ბარდება:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ნიშნების შეცვლისას;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას;

დ) სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნების დაზიანების, დაკარგვის ან მათი მოქმედების ვადის ამოწურვისას;

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2. სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 19.

ნებადართულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან შეცვლილი, გამოთავისუფლებული ნომრიანი აგრეგატების გასხვისება.

    მუხლი 20.

1. გარდა ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა დასაშვებია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოთავისუფლებული (ჩაბარებული) სანომრე ნიშნების დადგენილი წესით ხელახალი გაცემა ჩაბარებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

2. ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანომრე ნიშნების გაცემა შესაძლებელია შენახვის ვალდებულების გასვლის შემდგომ.

3. კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მიმოქცევიდან ამოიღება:

ა) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ჩაბარებული სანომრე ნიშნები, თუ მათი ხელახალი გაცემა არ განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩაბარებული სანომრე ნიშნები, თუ არ მოხდა მათი აღდგენა-გაცემა;

გ) ის ჩაბარებული სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნები, რომელთა ხელახალ გაცემას ან/და შენახვას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

4. დასაშვებია მიმოქცევიდან ამოღებული (განადგურებული) სანომრე ნიშნის ლათინური ასოებისა და ციფრების იდენტური კომბინაციით ახალი სანომრე ნიშნის დამზადება და დადგენილი წესით მიმოქცევაში გაშვება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 21. ამოღებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 22.

1. დაკარგული ან დაზიანებული (უვარგისი) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად დადგენილი წესით გაიცემა ახალი მოწმობა.

2. სანომრე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევებში დადგენილი წესით ხდება მისი აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, სანომრე ნიშნის აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა ხორციელდება უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ. დაზიანებული სანომრე ნიშანი ან/და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს.

    მუხლი 23.

1. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში (ტექნიკურ პასპორტში) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაშვებული უზუსტობის არსებობის შემთხვევაში მისი შეცვლა ხდება დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე.

2. დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა განადგურდება კომისიური წესით.

თავი III. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება

    მუხლი 24.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა, აღრიცხვიდან მოხსნა ან ჩამოწერა წარმოებს მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის განცხადებით ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

    მუხლი 25.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, გარდა ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურებში, მიუხედავად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართისა.

    მუხლი 251

კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში მიღების შემთხვევაში, რეგისტრაცია განხორციელდება დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდგომ, ხოლო პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში პირის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება მეურვის საცხოვრებელი მისამართი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 26.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) განცხადება (დანართი 2);

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ვ) შიდა ტრანზიტი.

2. უცხოეთიდან საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის მიზნით შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებილი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 27.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება ხდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება, გაცვლა და ა.შ.):

ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ.) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ა.გ) დათვალიერების აქტი;

ა.დ) ერთობლივი განცხადება;

ა.ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის ან მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის მიერ იურიდიული მისამართის შეცვლისას:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;  

ბ.გ) დათვალიერების აქტი;

ბ.დ) პირადობის მოწმობა ან იურიდიული მისამართის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება აქვს პირადი განცხადებით მოახდინოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია მისთვის სასურველ ნებისმიერ სარეგისტრაციო სამსახურში);

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, ამასთან, მემკვიდრე საკუთრების განკარგვის უფლებას იძენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განკარგვის უფლებას იძენს სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გვარის, სახელის ან იურიდიული პირის სახელწოდების შეცვლისას;

დ.ა) მესაკუთრის განცხადება;

დ.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;

დ.გ) დათვალიერების აქტი;

დ.დ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ.ე) პირადობის მოწმობა;

დ.ვ) გვარის, სახელის ან სახელწოდების შეცვლის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

შენიშვნა:

1. ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, აგრეთვე საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი გააცნობს გამსხვისებელს (შემძენს) ან საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიმღებ ფიზიკურ პირს წერილობით გაფრთხილებას (დანართი 7), რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს შესაბამის საგადასახადო სამსახურში ან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან ანგარიშებისა და გადახდის ვალდებულების შესასრულებლად და აფრთხილებს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამსხვისებელმა ან შემძენმა უარი განაცხადა გაფრთხილებაზე ხელის მოწერაზე, ჩაითვლება რომ იგი გაეცნო დაკისრებულ ვალდებულებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 26-27-ე მუხლების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ან მათ მესაკუთრეებზე სრულყოფილ ინფორმაციას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

3. ამ ინსტრუქციის მე-17, 26-ე, 27-ე, 271  მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იურიდიულმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) არასრულყოფილი ელექტრონული სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრის ამონაწერის ან მისი არარსებობის შემთხვევაში იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტაცია;

ბ) იურიდიული პირის ბეჭედი ან/და უფლებამოსილი პირის რწმუნებულება.

4. 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნის მართლზომიერებასა და წარმოდგენილ დოკუმენტებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ იურიდიულ პირებს.

5. ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის, აგრეთვე 251 , 26-ე, 27-ე, 271  მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველი მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

6. პირის მიერ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჩანაწერები უქმდება ან/და იცვლება ზემოაღნიშნულ დოკუმენტში არსებული სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 271

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისათვის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

 დ) დათვალიერების აქტი;

 ე) საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეესტრში გატარებული, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი;

ვ) შეცვლილნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. ახლად დამზადებული თვითნაკეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში სავალდებულო რეგისტრაციამდე გასცემენ სპეციალურ სანომრე ნიშნებს (TEST) და დროებით სარეგისტრაციო მოწმობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

 

    მუხლი 28.

იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება ახალ მესაკუთრეზე, გამსხვისებელ იურიდიულ პირებზე დაურეგისტრირებლად.

    მუხლი 29.

1. ამ ბრძანების მე-11 მუხლის „თ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პირებზე სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხდება ქონების გადამცემზე დაურეგისტრირებლად.

2. ამ ბრძანების მე-11 მუხლის „ი“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პირებზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხდება ქონების გადამცემზე დაურეგისტრირებლად.

    მუხლი 30.

სარეგისტრაციო განყოფილებებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გამსხვისებელი პირების უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენმა პირმა წარმოადგინა:

ა) ამ ბრძანების მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნოტარიუსის მიერ გაცემული დოკუმენტი;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მოვაჭრე ორგანიზაციასა (ავტომაღაზიები) და სატრანსპორტო საშუალების შემძენს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი გამსხვისებელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით;

გ) ამ ბრძანების მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსთა მინისტრის ბრძანება;

დ) ამ ბრძანების მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება;

ე) ამ ბრძანების მე-11 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი საჯარო მოხელის მიერ გაცემული დოკუმენტი;

ვ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა და საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 31.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს სარეგისტრაციო სამსახურებში მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, ამ ბრძანებით დადგენილი წეით.

    მუხლი 32.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს წარმოადგენს:

ა) საქართველოს საზღვრებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატანა;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა;

გ) დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას, კომპიუტერულ სააღრიცხვო ბარათში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ.

3. სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას შესაძლებელია აღიცხვიდან მოხსნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის აღდგენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

    მუხლი 33.

სახელმწიფო წარმოების წუნდებული (ჩამოსაწერი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები აღრიცხვიდან იხსნება წარმოდგენლი აქტისა და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები – მესაკუთრის განცხადებით. ამასთან, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურს ბარდება სარეგისტრაციო ნიშნები.

    მუხლი 34.

თუ უცხო ქვეყნიდან ჰუმანიტარული და სხვა მიზნობრივი დანიშნულებით შემოყვანილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო ორგანოს მიერ გაცემულ საბაჟო დეკლარაციაში მითითებულია „მიზნობრივი დანიშნულებით“, ამის შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს როგორც სარეგისტრაციო მოწმობაში, ასევე სააღრიცხვო ბარათში.

    მუხლი 35.

უცხოეთიდან საქართველოში უკან გაყვანის პირობით ან/და გასხვისების უფლების გარეშე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გასხვისდეს ან ჩამოიწეროს მხოლოდ საბაჟო ორგნოების მიერ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.

    მუხლი 36.

1. საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, დიპლომატიური კორპუსის საკონსულოს თანამშრომლებს, აკრედიტებული პრესის, რადიოს, ტელევიზიის, ასევე ბანკების, ფირმების, ავიოკომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოში პირადი სარგებლობისათვის შემოყვანილი ან შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში უტარდებათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ საქართველოში გააჩნია დადგენილი წესით რეგისტრირებული წარმომადგენლობა (ფილიალი).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდება წარმომადგენლობაზე საერთო წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 37.

1. საელჩოებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების თანამშრომლების მიერ კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშულებების პირველადი რეგისტრაციისთვის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) დიპლომატიური სერვისის სამსახურის წერილი;

ბ) საბაჟო დეკლარაცია (დროებითი შემოტანის ან ნულოვანი განბაჟების რეჟიმით);

გ) განცხადება;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) დიპლომატის პასპორტი, ორგანიზაციის ბეჭედი ან საელჩოს მიერ დამოწმებული რწმუნებულება;

ვ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაზე კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. საელჩოებესა და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების თანამშრომლების მიერ კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში:

ა) დიპლომატიური სერვისის სამსახურის წერილი;

ბ) საბაჟო დეკლარაცია და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) ერთობლივი განცხადება;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ზ) დიპლომატის პასპორტი, ორგანიზაციის ბეჭედი ან საელჩოს მიერ გაცემული რწმუნებულება.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 38.

დასრულებული სარეგისტრაციო მოქმედების გაუქმება შესაძლებელია პირთა წერილობითი მოთხოვნით დოკუმენტის შემდგენ ორგანოში.

    მუხლი 39.

სახელმწიფო აღრიცხვიდან არ იხსნება:

ა) იმ პირების საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მივლინებით გადიან სხვა ქვეყნებში;

ბ) კერძო საკუთრებაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, თუ ისინი სარეგისტრაციო განყოფილების სამოქმედო ტერიტორიიდან გადიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ან დროებით მფლობელობაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 40.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელებისათვის მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეესტრში გატარებული, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი და შეცვლილნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სააგენტო გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს.

3. გადაკეთებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარას გამოშვების თარიღი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №13-სსმIII, №6, 16.01.2008წ.; მუხ.74

    მუხლი 41.

1. სარეგისტრაციო სამსახურებში წარმოდგენილ დოკუმენტში ან/და სარეგისტრაციო ნიშანზე, ან/და ნომრიან აგრეგატზე უზუსტობის, შეუსაბამობის, გადასწორების, დაზიანების კვალის ან სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან/და თანდართული დოკუმენტაცია ექვემდებარება დამატებით შემოწმებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების შესწავლა სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს ან შემოწმების შედეგად ვერ დგინდება აღმოჩენილი გარემოებების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, სააგენტო წყვეტს რეგისტრაციის პროცესს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი შეზღუდვები უქმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

    მუხლი 42.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, როცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია აღრიცხვიდან და არ არის რეგისტრირებული ახალ ადგილზე, სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი აღრიცხვის ადგილიდან წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანოს ბეჭდით დამოწმებული აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ქსეროასლები.

    მუხლი 43.

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული ან ძებნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა შეიძლება ყადაღისგან გათავისუფლების ან ძებნიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

2. საგადასახადო გირავნობით დატვირთულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სარეგისტრაციო ცვლილებების განსახორციელებლად მესაკუთრემ უნდა წარადგინოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა.

3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 44.

გატაცებული ან მოპარული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისთვის ან სარეგისტრაციო ცვლილებებისთვის (ჩამოწერის მიზნით) საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოდან გაცემული დოკუმენტი.

    მუხლი 45.

წარმოშობილი გარემოებების გამო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დასაყადაღებლად და ყადაღის მოსახსნელად ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ უნდა მიმართოს წერილობით სარეგისტრაციო სამსახურს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დაყადაღებული და ყადაღამოხსნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათი დაუყოვნებლივ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში.

 

II1  თავი

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და რეგისტრაციის წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 451

1. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა და ყადაღის დადების შესახებ ინფორმაცია აისახება საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

2. მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან საგადასახადო ორგანოს მიერ შეყვანილი ინფორმაცია პირდაპირ რეჟიმში გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზას, სადაც ხდება მისი ავტომატურად დარეგისტრირება.

3. ელექტრონული ბაზიდან პირდაპირ რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღება უთანაბრდება შეტყობინების მიღებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ასახვა ჩაითვლება სააგენტოს მიერ საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის კუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის დარეგისტრირებად.

5. საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის კუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის რეგისტრაციის თარიღად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის დარეგისტრირების თარიღი.

6. საგადასახადო ორგანოს მიერ მონაცემთა ბაზაში შეტანილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სამართლებრივი დატვირთვის ან შეზღუდვის დოკუმენტის ნომერს და თარიღს.

7. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნასა და სათანადო პროგრამულ უზრუნველყოფას, შემდგომი მუდმივი განახლებით.

8. საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ინფორმაციას (ელექტრონულ დოკუმენტს) აქვს მატერიალური დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 452

1. სააგენტოში დაინტერესებული პირის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი მონაცემთა ელექტრონულ ბაზის პროგრამულ ფანჯარაში ამოწმებს რეგისტრაციის დღისათვის გამსხვი-სებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

2. პროგრამულ ფანჯარაში საგადასახადო შეზღუდვების გრაფაში შეიძლება აისახოს შემდეგი სახის ინფორმაციები:

ა) „არ გააჩნია დავალიანება“ (გრაფა შეფერილია მწვანე ფერში) – რაც გულისხმობს, რომ რეგისტრაციის დღისათვის პირს არ ერიცხება საგადასახადო ვალდებულება;

ბ) „სავარაუდოდ გააჩნია დავალიანება“ (გრაფა შეფერილია ყვითელ ფერში) – ელექტრონული ბაზა ვერ ახერხებს პირის იდენტიფიცირებას, რის გამოც ვერ ხერხდება მისი საგადასახადო ვალდებულების დადგენა;

გ) „აქვს გირავნობა“ (გრაფა შეფერილია წითლად) – პირის ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დარეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება;

დ) „აქვს ყადაღა“ (გრაფა შეფერილია წითლად) – პირის ქონებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დარეგისტრირებულია ყადაღა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 453

1. ამ ბრძანების 452  მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

ა) 452  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდება კანონით დადგენილი წესით;

ბ) 452  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას ჩაითვლება, რომ პირს საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნია და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული პროცედურები განხორციელდება დადგენილი წესით;

გ) 452  მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია შეჩერდება საგადასახადო ორგანოს მიერ „საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ“ გაცემული ცნობის ან წერილობითი თანხმობის წარმოდგენამდე ან/და პროგრამულ ფანჯარაში 452  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვამდე;

დ) 452  მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის არსებობისას, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მომენტისათვის დაინტერესებული პირის ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა, სარეგისტრაციო მოქმედებები შეწყდება საგადასახადო ორგანოს მიერ „საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ“ გაცემული ცნობის ან წერილობითი თანხმობის წარმოდგენამდე ან/და პროგრამულ ფანჯარაში 452  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვამდე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

    მუხლი 454

დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის დღისათვის საგადასახადო ვალდებულების შესახებ ინფორმირებას უწევს სააგენტოში მიმაგრებული საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება მიწოდებულ ინფორმაციას, ან სააგენტოს შესაბამის განყოფილებაში არ არის მიმაგრებული საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, დაინტერესებული პირი ინფორმაციის მისაღებად მიმართავს შესაბამის საგადასახადო სამსახურს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 455

თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს მისი გაუქმების გარეშე, სამართლებრივი შეზღუდვა კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 456 

ყოველი კალენდარული თვის დასაწყისში სააგენტო უზრუნველყოფს უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

    მუხლი 457.

საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში პირდაპირ რეჟიმში აისახება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (ან ფილიალების) ელექტრონული სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრის ამონაწერი, რომელიც უთანაბრდება საგადასახადო ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

    მუხლი 458.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას 457  მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ინახება სააგენტოს მიერ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1257-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1500

    მუხლი 459.

 სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშულების რეგისტრციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანის ფაქტი დგინდება საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე. (ძალაშია „საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშულების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ვადით.)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

 

 

თავი III. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 46.

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

                                                                                                         დანართი №1

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემა (გასხვისება)

წარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

                სააგენტოში მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შედგენილი

ერთობლივი განცხადების საფუძველზე

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულ

უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში

 

ერთობლივი განცხადება №

 

                                                

  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

  სააგენტო  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                

(სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

 

                                                  

ტრანზიტის №

 

ნაწილი I.

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მონაცემები:

ა) მესაკუთრე  -------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ფიზიკური და იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                        (საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

გავასხვისე ჩემს საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                    

------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ვისზე: ახალი მესაკუთრის ფიზიკური და იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის

სერია და №:)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

               (საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

1. მარკა, მოდელი, ძრავას მოც. --------------------------------------------------------------

2. სანომრე ნიშანი № ----------                8. ძარას №-------------                           

3. გამოშვების წელი --------                    9. ძრავას №------------                                

4 ფერი -----------------------                   10. შასის №-------------              

5. ტიპი -----------------                            11. დასაშვები წონა ----- კგ

6. საიდენტ. №------------------------------------    

7. ტექ.პასპორტის №-----                         12. დაუტვირთავი წონა -----კგ

                                                        

 ერთობლივი განცხადების საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას (გადაცემას) ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

–––––––––––––––––  ბ.ა.                                                                    ––––––––––––––––––– ბ.ა

     (გამსხვისებელი)                                                                                      (შემძენი)                         

                                                                                                                                                                                                                                                                                                     მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილება შემოწმებულია, მხარეებს შორის ერთობლივი განცხადება ხელმოწერილია ჩემი თანდასწრებით, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით და ბეჭდით:

 

----------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა.  –– ––––– 200 წ

 

ნაწილი II.

გთხოვთ რეგისტრაციაში გაატაროთ ერთობლივი განცხადების I ნაწილით ჩემს საკუთრებაში გადმოცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ახალი მესაკუთრის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

                                              ბ.ა  ––––––––––––––

                                                     (ხელმოწერა)

 

მივიღე:   ------------------------------------------------------------------------------------------                                  

          (სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

                                                             

 გავეცი: --------------------------------------------------------------------------------------------

           (სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

 

               -------------------------------------------------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა.  –– ––––– 200 წ

                                                                    

 

დანართი №2

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

       -------------------------------------------------------------------------------------------

                                  (სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

 

მესაკუთრის(ფლობელის)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

               (ფიზიკური ან იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                  (საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გთხოვთ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------ ჩემს      

     საკუთრებაში(ფლობელობაში) არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

 

1. მარკა, მოდელი, ძრავას მოც. --------------------------------------------------------------

2. სანომრე ნიშანი № ----------                              7. ტექ.პასპორტის №---   

3. გამოშვების წელი --------                                  8. ძარას №-------------             

4 .ფერი -----------------------                                  9. ძრავას №------------               

5. ტიპი -----------------                                          10. შასის №-------------

6. საიდენტ. №------------------------------------  11. დასაშვები წონა ----- კგ

მფლობელი --------------------------                     12. დაუტვირთავი წონა -----კგ

 

----- ------------ 200  წ                                    ბ.ა   -----------------------------------

                                                                                          (ხელმოწერა)        

 

მივიღე:---------------------------------------------------------------------------------------------------                                                    (დოკუმენტები, სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

                    

  გავეცი: -----------------------------------------------------------------------------------------------------

                (დოკუმენტები,სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

 

-------------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა.  –– ––––– 200 წ

    

 

დანართი №3 

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების

                                                          ა ქ ტ ი                                                              № – –– 200 წ.

                                                                                                                           ფორმა 1

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

მფლობელი:

მოწმობა:

მარკა, მოდელი:

ტიპი:                                                                                                  საიდენტიფიკაციო კოდი:

გამოშვების წელი:                                                                           ძრავას №

ძრავას მოც.                                                                                      ძარის №

ფერი:                                                                                                  შასის №

                                                                                                            დასაშვები მასა:

სანომრე ნიშანი                                                                                დაუტვირთავი მასა:

შემოწმებელი:                                                                                       დამთვალიერებელი:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

 

 

                                                                                   დანართი №4

 ტექნიკური ტალონი №                                          

 

1. მარკა, მოდელი––––––––––––––––    

  model                /                

2. აგრეგატის ნომერი –––––––––––/   

    Aggregate number                       

3. გამოშვების წელი –––––––––––– /     

    Production year                         

4. კუთვნილება ––––––––––––––––/

   Beloung

5.  მისამართი ––––––––––––––                                                           

      Adress

6.   რეგისტრაციის საფუძველი

Registration basis

 

გაცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოს --------------------------------------------------------------------- მიერ 

                                       (სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

--- -------- 200  წ                              

 

-----------------------------------------------  ბ.ა

(თანამდებობის პირის ხელმოწერა)

 

                                                                               

დანართი№ 5

დროებითი მოწმობა №

 

   მიმღები პირი------------------------------------------------------------------------------      

                                      (პირის მონაცემები,პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

  მისამართი:   –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––         

 

   მანქანის მოდელი ------------------------  

  

     TR №  -------------------------

  

   TR გაცემის თარიღი: ----- ---------- 200  წ

 

  TR მოქმედების ვადა: ---- ---------- 200  წ

  

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების   სააგენტოს –

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ.

            (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)

                                   

                            

                                    --------------------------------------  ბ.ა 

                                    (თანამდებობის პირის ხელმოწერა)

 

 

დანართი №6

 

 

 

შავი 

 

 

TTTTTTTTTTtttttttTTTet

თეთრი

 

 

დანართი №7

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა

 

 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაფრთხილებთ, რომ, თუ თქვენ ასხვისებთ თქვენს საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებულ სატრანსპორტო საშუალებას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების რეალიზაციისა), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში საჩუქრად იღებთ 1000 ლარის და მეტი ღირებულების ქონებას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა, ასევე საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისა), ვალდებული ხართ სატრანსპორტო საშუალების გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს წარუდგინოთ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, რის გამოც დაგეკისრებათ პასუხისგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVIII თავის მიხედვით.

 

გავეცანი:

გამსხვისებელი: —————————           შემძენი: ———————————-

 

თანამდებობის პირი: ————————               —— ——————— 200 წ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 მაისის ბრძანება №626-სსმIII, №77, 30.05.2008წ.; მუხ.832

 

დანართი №8

დროებითი მოწმობა №

 მიმღები პირი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                          (პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №)

 

 მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TRN -------------------------

 

 გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR გაცემის თარიღი: ----- ---------- 200 წ.

 

 გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR მოქმედების ვადა: ---- ---------- 200 წ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                     (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)

 

 

---------------- --------------------------- ბ.ა

  (თანამდებობის პირის ხელმოწერა)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის ბრძანება №891-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1011

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“, №150, 31.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.916 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68950-4/