საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.940
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №21
2007 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.326
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე ჩვენთვის აქტუალური მოვლენების ანალიზი; ქვეყნის საგარეო პოლ იტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება; სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ოფიციალური მოხსენებების და სხვა მსგავსი მასალების მომზადებაში მონაწილეობა.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება, დამტკიცებულ სტრატეგიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებში გადმოცემული მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი სამოქმედო გეგმების დასახვა;
ბ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლებისა და ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავების გზით;
გ) სამინისტროში შექმნილი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების მთავრობის, დიპლომა ტიური სამსახურისა და ფართო საზოგადოებისადმი წარსადგენად მომზადება;
დ) ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად და ამ პოზიციის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საგარეო პოლიტიკის სფეროში ოფიციალური მოხსენებების თუ ინტერვიუების შემუშავება ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თუ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
ე) საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების მეთვალყურეობა და საქართველოსთვის პრიორიტეტული მოვლენების გამოვლენა, მათი შესწავლა, მოვლენის შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;
ვ) პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით საელჩოების საქმიანობის კოორდინირება;
ზ) პარტნიორი ქვეყნების მსგავს სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა.
2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) უფლებამოსილია აწარმოოს კავშირები სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორებთან და წარმოადგინოს სამინისტრო პოლიტიკური დირექტორების შეხვედრებზე;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით აწარმოებს ურთიერთობას საქართველოს უცხოელ ლობისტებთან;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
თ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
კ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
პ) ახორციელებს ამ დებულებით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დირექტორის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.326
მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება;
ბ) სახელმწიფოსა და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ოფიციალური მასალების მომზადება;
გ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების კუთხით სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
გ.ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცენფციის შესაბამისად, ისევე როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად საქართველოს საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული დოკუმენტების ფორმულირება (საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია);
გ.ბ) უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება;
გ.გ) დამტკიცებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში შესატანი საჭირო ცვლილებების მომზადება;
გ.დ) პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
გ.ე) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით საქართველოს უცხოელ ლობისტებთან სის-ტემატური ურთიერთობა;
დ) სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი პირებისათვის ოფიციალური მასალების მომზადების თვალსაზრისით სამმართველოს ევალება:
დ.ა) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვასა და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის სასაუბროების შემუშავება;
დ.გ) სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური ინტერვიუების მომზადება.
2. პოლიტიკის ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატური ანალიზი და შესწავლა;
ბ) საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების მუდმივი მონიტორინგი და საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების გამოვლენა და შესწავლა;
გ) ადრეული გაფრთხილების მიზნით საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დ) პოლიტიკის ანალიზის სფეროში სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
ე) სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში შემავალ ქვედანაყოფებს (შემდგომში – სამმართველოებს) ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს;
ზ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.940
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №21
2007 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.326
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე ჩვენთვის აქტუალური მოვლენების ანალიზი; ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება; სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ოფიციალური მოხსენებების და სხვა მსგავსი მასალების მომზადებაში მონაწილეობა.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები🔗
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება, დამტკიცებულ სტრატეგიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებში გადმოცემული მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი სამოქმედო გეგმების დასახვა;
ა) პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, ისევე როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად საქართველოს საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
ბ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლებისა და ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავების გზით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში შესატანი საჭირო ცვლილებების მომზადება;
გ) სამინისტროში შექმნილი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების მთავრობის, დიპლომატიური სამსახურისა და ფართო საზოგადოებისადმი წარსადგენად მომზადება;
გ) სამინისტროში შექმნილი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების მთავრობის, დიპლომატიური სამსახურისა და ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად მომზადება;
დ) ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად და ამ პოზიციის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საგარეო პოლიტიკის სფეროში ოფიციალური მოხსენებების თუ ინტერვიუების შემუშავება ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თუ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
დ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლების და ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავების გზით;
ე) საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების მეთვალყურეობა და საქართველოსთვის პრიორიტეტული მოვლენების გამოვლენა, მათი შესწავლა, მოვლენის შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;
ე) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემული მიზნების განსახორციელებლად დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის და ინსტრუქციების შემუშავება და დიპლომატიური სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ვ) პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით საელჩოების საქმიანობის კოორდინირება;
ვ) სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი პირებისთვის ოფიციალური მასალების მომზადება;
ზ) პარტნიორი ქვეყნების მსგავს სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა.
ზ) ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად და ამ პოზიციის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საგარეო პოლიტიკის სფეროში ოფიციალური მოხსენებების თუ ინტერვიუების შემუშავება ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თუ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
თ) სტრატეგიული პრიორიტეტების მიხედვით საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების მონიტორინგი, კვლევა და ანალიზი;
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ი) განხორციელებულ კვლევებზე დაყრდნობით, სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა მოკლე- და საშუალოვადიანი პროგნოზითა და სამოქმედო რეკომენდაციებით;
ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
კ) პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით საელჩოების საქმიანობის კოორდინირება;
გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
ლ) სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.
მ) პარტნიორი ქვეყნების მსგავს სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) უფლებამოსილია აწარმოოს კავშირები სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორებთან და წარმოადგინოს სამინისტრო პოლიტიკური დირექტორების შეხვედრებზე;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით აწარმოებს ურთიერთობას საქართველოს უცხოელ ლობისტებთან;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
თ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
კ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ) ამოღებულია;
ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
პ) ახორციელებს ამ დებულებით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დირექტორის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.326
მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860
1. პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
მუხლი 4. ამოღებულია🔗
ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება;
ბ) სახელმწიფოსა და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ოფიციალური მასალების მომზადება;
გ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების კუთხით სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
გ.ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცენფციის შესაბამისად, ისევე როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად საქართველოს საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული დოკუმენტების ფორმულირება (საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია);
გ.ბ) უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება;
გ.გ) დამტკიცებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში შესატანი საჭირო ცვლილებების მომზადება;
გ.დ) პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
გ.ე) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით საქართველოს უცხოელ ლობისტებთან სის-ტემატური ურთიერთობა;
დ) სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი პირებისათვის ოფიციალური მასალების მომზადების თვალსაზრისით სამმართველოს ევალება:
დ.ა) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვასა და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის სასაუბროების შემუშავება;
დ.გ) სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური ინტერვიუების მომზადება.
2. პოლიტიკის ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატური ანალიზი და შესწავლა;
ბ) საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების მუდმივი მონიტორინგი და საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების გამოვლენა და შესწავლა;
გ) ადრეული გაფრთხილების მიზნით საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დ) პოლიტიკის ანალიზის სფეროში სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
ე) სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.326
მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860
1. დეპარტამენტში შემავალ ქვედანაყოფებს (შემდგომში – სამმართველოებს) ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 5. ამოღებულია🔗
2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №257-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1860
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს;
ზ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი🔗
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №21, 02.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.940 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69022-1/