საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის,საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (3)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე 07.08.2006
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №163„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების 18.03.2004
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე 25.04.2005
ცვლილებები (38)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.049
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №170
2007 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულება“.
2. შემოსავლების სამსახურის უფროსმა 2007 წლის 21 მარტამდე უზრუნველყოს:
ა) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის (მათ შორის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების) რეორგანიზაცია;
ბ) შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება და მითითებული საშტატო ნუსხიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის (მათ შორის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების) მოსამსახურეთა დანიშვნა შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის თანამდებობებზე ხელშეკრულებით არა უმეტეს 6 თვის ვადით ან მოვალეობის შემსრულებლად, ან გამოსაცდელი ვადით.
3. საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა, ფორმალურად მოხდა თუ არა მათი გადანიშვნა შემოსავლების სამსახურში, ექვემდებარებიან შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობას. მითითებული მოსამსახურეები განთავისუფლებამდე ან შემოსავლების სამსახურში გადანიშვნამდე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრულ მოქმედებებს ახორციელებენ და შესაბამის დოკუმენტებს აფორმებენ პირველ პუნქტში მითითებული დებულების ამოქმედებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა გადაყვანა შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის თანამდებობაზე, ისინი ითვლებიან სამსახურიდან განთავისუფლებულებად და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ხოლო შესაბამის თანამდებობებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
5. მოსამსახურე შეიძლება განთავისუფლდეს თანამდებობიდან როგორც გაფრთხილების ვადის გასვლამდე, ისე გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დღეს.
6. თუ მოსამსახურეები განთავისუფლდნენ რეორგანიზაციის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლამდე, მათ მიეცემათ ხელფასი განთავისუფლებიდან გაფრთხილების ვადის გასვლამდე და კომპენსაცია სამსახურის შექმნის დღემდე არსებული 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ (მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დღე გადაცდება გაფრთხილების ვადას) რეორგანიზაციის საფუძველზე განთავისუფლებულ პირებს მიეცემათ განთავისუფლებამდე სამსახურში ყოფნის ხელფასი და კომპენსაცია სამსახურის შექმნის დღემდე არსებული 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კომპენსაციები არ გაიცემა შემოსავლების სამსახურში დანიშნულ პირებზე.
7. საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციამდე შემოსავლების სამსახურის უფროსმა 2007 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ ორგანოების მოსამსახურეების ავტომატური გადანიშვნა საგადასახადო და საბაჟო ორგანოების შესაბამის თანამდებობებზე.
8. შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისა და ფინანსური პოლიციის მიერ გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპროცესო და სხვა დოკუმენტებისა და ფორმების შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში მათი უნიფიცირება. ახალი ფორმების (დოკუმენტების) დამტკიცებამდე და დამზადებამდე გამოყენებულ იქნეს ძველი ფორმები (დოკუმენტები).
9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №932 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“.
10. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 5 მარტს.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები ასრულებენ სამართალდამცავი ორგანოს ფუნქციებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინაში.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №15.
მუხლი 2. სამსახურის დაფინანსება
სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 3. წარმომადგენლობა
1. სამსახური ახორციელებს სახელმწიფოს წარმომადგენლობას და მოქმედებს სახელმწიფოს სახელით მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას.
2. სამსახურის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია სამსახურის უფროსი.
3. ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას სამსახურის წარმომადგენლობის უფლებამოსილება სამსახურის უფროსის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დელეგირებულ იქნეს სამსახურის სხვა მოხელეებზე ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები
სამსახური (სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლს;
ბ) ორგანიზაციას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების, აგრეთვე სხვა კანონებით განსაზღვრული და მის კომპეტენციაში შემავალი გადასახდელების ადმინისტრირებას;
გ) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო და საბაჟო კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო ფიტო-სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო და სხვა კონტროლს;
დ) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფების (საგადასახადო და საბაჟო ორგანოების და სხვა) საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას;
ე) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული დადგენილებებისა და ბრძანებების პროექტებს და მეთოდურ მითითებებს, აგრეთვე მონაწილეობს საგადასახადო და საბაჟო სფეროში (მათ შორის სისხლის სამართლის სფეროში) კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებასა და განხილვაში;
ვ) დადგენილი წესით მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს;
ზ) ახდენს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევასა და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
თ) მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ცვლილებების შეტანის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე;
კ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებთან და დანაშაულებებთან დაკავშირებით;
ლ) უზრუნველყოფს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთა გამოვლენას, გახსნას და აღკვეთას და ამ მიზნით:
ლ.ა) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს ფიზიკურ იძულებას კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში;
ლ.ბ) ატარებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, გამოითხოვს მოსამართლის ბრძანებას კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
ლ.გ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის ექსპერტიზას;
მ) დანაშაულისა თუ სხვა სამართალდარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას აჩერებს და ათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ამოწმებს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ საბუთებს, ახდენს პირის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების) დაკავებას სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ო) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებასთან დაკავშირებით იძახებს ფიზიკურ პირს, სთხოვს ახსნა-განმარტებას და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტებს;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმოადგენს სამსახურს ან უფლებამოსილებას ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას, უზრუნველყოფს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას, განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;
დ) უშუალოდ, ხოლო დელეგირების შემთხვევაში – სამსახურის მოხელეების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით წყვეტს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ე) გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის საჯარო მოსამსახურეთათვის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, უზრუნველყოფს და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურად დასჯას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, რომელთა დანიშვნისა და განთავისუფლების კომპეტენციაც არ გააჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების საფუძველზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს ფინანსთა მინისტრის წინაშე თანამშრომლებისათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;
ი) ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შემოსავლების სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების თაობაზე;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ძალადაკარგულად ცნობს სამსახურის შესაბამისი მოსამსახურეების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამტკიცებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ჟ) განახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული რაოდენობის მოადგილე, რომლებიც ხელმძღვანელობენ უფროსის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს.
5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და ერთეულების საქმიანობას.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ფინანსთა მინისტრის დავალებით ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიან ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
2. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) აპარატი;
ბ) საგადასახადო საკითხებში:
ბ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ბ.გ) დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო;
ბ.დ) აუდიტის და კონტროლის სამმართველო;
ბ.ე) არაპირდაპირი გადასახადების სამმართველო;
ბ.ვ) იურიდიული სამმართველო;
ბ.ზ) მომსახურების სამმართველო;
ბ.თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;
ბ.ი) ადმინისტრირების სამმართველო;
ბ.კ) აღრიცხვა-ანალიზის სამმართველო;
ბ.ლ) საფინანსო-სამეურნეო სამმართველო;
ბ.მ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
გ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საკითხებში:
გ.ა) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;
გ.ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
გ.გ) სტატისტიკის აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო;
გ.დ) კანცელარია;
გ.ე) კადრების სამმართველო;
გ.ვ) სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი;
გ.ზ) მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;
გ.თ) ბუღალტერია;
გ.ი) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური;
გ.კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
გ.ლ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
გ.მ) საგამოძიებო დეპარტამენტი;
გ.ნ) სპეციალური დანიშნულების რაზმი.
დ) საბაჟო საკითხებში:
დ.ა) საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო;
დ.ბ) მომსახურების სამმართველო;
დ.გ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;
დ.დ) ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სპეციალური კონტროლის სამმართველო;
დ.ე) საბაჟო ღირებულების და სასაქონლო ნომენკლატურის საკითხთა სამმართველო;
დ.ვ) ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
დ.ზ) ანალიტიკური სამმართველო;
დ.თ) იურიდიული სამმართველო;
დ.ი) ადმინისტრაციული სამმართველო;
დ.კ) მასმედიასთან ურთიერთობისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახური.
3. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია;
ბ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია;
გ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია;
დ) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია;
ე) ბათუმის საგადასახადო ინსპექცია;
ვ) ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია;
ზ) რუსთავის საგადასახადო ინსპექცია;
თ) ფოთის საგადასახადო ინსპექცია;
ი) გორის საგადასახადო ინსპექცია;
კ) თელავის საგადასახადო ინსპექცია;
ლ) ახალციხის საგადასახადო ინსპექცია;
მ) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი“;
ნ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი“.
მუხლი 7. აპარატი
აპარატი:
ა) ორგანიზებას უწევს სამსახურის უფროსის თათბირების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
ბ) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და დავალებების რეგისტრაციას, უზრუნველყოფს მათი შესრულების ორგანიზებას, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ უმზადებს ინფორმაციას სამსახურის უფროსს;
გ) ორგანიზებას უწევს სამსახურის უფროსთან (მის მოადგილეებთან) მოქალაქეთა მიღების საკითხებს;
დ) უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, დამთავრებული დოკუმენტების აღრიცხვას, შენახვას და დაარქივებას დადგენილი წესით;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწესრიგებს საიდუმლო საქმისწარმოებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 8. საგადასახადო საკითხებში შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ ფუნქციებს ახორციელებენ საგადასახადო საკითხებთან მიმართებაში.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის ურთიერთობას საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ბ) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს, გამოსცემს და ავრცელებს სამსახურის პერიოდულ საინფორმაციო ბიულეტენს;
გ) საგადასახადო ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს მათი მუშაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
დ) მუშაობს სამსახურის ვებგვერდზე. ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების სისტემატიზაციას და ვებგვერდზე მონაცემების განახლებისათვის მასალების მომზადებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:
ა) შეისწავლის საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურების მუშაობის გამოცდილებას;
ბ) ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობების ორგანიზებას. აწარმოებს ინფორმაციის გაცვლას საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში;
გ) მონაწილეობს საგადასახადო სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების (შეთანხმების ნაწილის) მომზადების პროცესში;
დ) ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს სამსახურის თანამდებობის პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო ორგანოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით; უზრუნველყოფს მათი მუშაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;

4. დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინდადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოებში მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვას შემუშავებული ინსტრუქციების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებს და სხვა აქტებს, აგრეთვე საგადასახადო დეკლარაციების და გაანგარიშებების სხვა ფორმებს და მათი შევსების წესებს;
დ) მეთოდოლოგიურად უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოთა საქმიანობას ფიზიკური პირების მიერ საშემოსავლო და ქონების დეკლარაციების და საგადასახადო შემოწმებების მეთოდების და საჯარო მოხელეთა მიერ დეკლარირების კუთხით;
ე) მონაწილეობს სხვა სახელმწიფოებთან ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებასა და განხილვაში;
ვ) აანალიზებს წარმოდგენილი ანგარიშების ფორმებს და განაზოგადებს გამოკვეთილ ტენდენციებს კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) შეიმუშავებს უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის საგადასახადო აღრიცხვის და ანგარიშგების ფორმებს და მათგან მოგების (შემოსავლის), ქონების და დამატებული ღირებულების გადასახადების ამოღების თაობაზე ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს;
თ) შეიმუშავებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების გამოყენების საკითხებზე ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს;
ი) შეიმუშავებს გადამხდელების მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების, აგრეთვე მათ მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის მეთოდოლოგიას. მონაწილეობს საქართველოს და უცხოური ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების, აგრეთვე მათ მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხებზე მეთოდოლოგიის მომზადებაში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელებისაგან, საგადასახადო ინსპექციებიდან და სხვა უწყებებიდან სამსახურში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადებას და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავებას საგადასახადო ორგანოთა სისტემაში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას, უზრუნველყოფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ეფექტურობის ანალიზს და შესაბამისი ცვლილებების და დამატებების მომზადებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
5. აუდიტის და კონტროლის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) შეიმუშავებს კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსურ სტანდარტულ პრინციპებს;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო შემოწმების ხაზით გაწეული საქმიანობის დაგეგმვას, ანალიზს და პრაქტიკის განზოგადებას;
დ) ორგანიზაციას უწევს სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობების პროცესს საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენის, პრევენციის და აღკვეთის კუთხით;
ე) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელ გასვლით გეგმურ საგადასახადო შემოწმებებზე გეგმის დამტკიცების ორგანიზებას და აწესებს მონიტორინგს მის შესრულებაზე;
ვ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოებისათვის გადამხდელთა საგადასახადო ანგარიშგების უტყუარობის შემოწმებაზე მეთოდური რეკომენდაციების დამუშავებას და კონსულტირებას;
ზ) ორგანიზაციას უწევს სრულყოფის და განვითარების პროგრამის ჩარჩოებში საგადასახადო კონტროლის და ტექნოლოგიის პერსპექტიული ღონისძიებების აღწერის მასალების შემუშავების პროცესს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
6. არაპირდაპირი გადასახადების სამმართველო:

ბ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციებს ანგარიშ-ფაქტურებით და დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატებით. ამზადებს წინადადებებს და უზრუნველყოფს დღგ-ის დაბეგვრაზე შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატების გაცემას;
გ) ამზადებს წინადადებებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების და სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ბეჭდვის ორგანიზებაზე და უზრუნველყოფს მათ გაცემას;
დ) ახორციელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებულ სხვადასხვა რეკვიზიტებში მექანიკური შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაუქმებული და დეფექტური მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ჩაბარებას ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, კომისიური წესით განადგურების მიზნით;
ე) ამზადებს წინადადებებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებით წარმოქმნილ დარღვევებზე რეაგირების შესახებ და შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით აწვდის ინფორმაციას საგადასახადო ინსპექციებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და უცხოეთის სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და შესაბამის საგადასახადო ინსპექციებზე დაყვანას. ამზადებს წინადადებებს საგადასახადო ინსპექციების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე;
ზ) აანალიზებს ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების პროცესს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებას;

7. იურიდიული სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოებში შემუშავებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის შენიშვნების და წინადადებების (დასკვნების) მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს სხვა სახელისუფლებო ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული ხასიათის აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის წარმოებას;
გ) სამართლებრივ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საჩივრების განხილვისას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს გადასახადის გადამხდელთა საჩივრებს საგადასახადო ინსპექციების გადაწყეტილებებზე;
ე) აანალიზებს საგადასახადო დავების წარმოქმნის მიზეზებს, ატარებს მონიტორინგს გადამხდელთა საჩივრების განხილვის შედეგებზე;
ვ) დადგენილი წესით წარმოადგენს სამსახურს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს;
ზ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს ინფორმაციას გადამხდელთა მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;
თ) ამზადებს მეთოდური მითითებების და ინსტრუქციების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევებზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თაობაზე;

8. მომსახურების სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას, ამუშავებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ;
ბ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციებში გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესს; ამზადებს წინადადებებს და მეთოდურ მითითებებს გადამხდელთა მომსახურების სრულყოფის მიზნით;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრების წარმოების საქმეში;
დ) ამზადებს საგადასახადო ორგანოებისათვის გამოსაყენებელი პროგრამების, რეკომენდაციების და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრების წარმოების, კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის შესახებ;
ე) მონაწილეობს (კომპეტენციის ფარგლებში) ანალიტიკური მასალების მომზადებაში;
ვ) ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს სპეციალიზებულ საგადასახადო ინსპექციებში გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის წესის შესახებ;
ზ) არსებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სპეციალიზებულ საგადასახადო ინსპექციებში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) ასაყვან გადამხდელთა სიას და მათ გადაყვანაზე ფინანსთა მინისტრის სათანადო ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
თ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრების წარმოებას;
ი) შეიმუშავებს უცხოური და საერთაშორისო საწარმოების და ორგანიზაციების საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს;
კ) საგადასახადო რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით ამყარებს ურთიერთობებს და იღებს სათანადო ორგანოებიდან ინფორმაციებს, ადარებს მას გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზებს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში იღებს ზომებს მათ აღმოსაფხვრელად;
ლ) განაზოგადებს არსებულ პრაქტიკას სახელმწიფო (საგადასახადო) რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობის გამოყენებაზე, აანალიზებს საანგარიშგებო და სტატისტიკურ მონაცემებს და ამზადებს შესაბამის წინადადებებს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის და განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობის ანალიზს და ამზადებს შესაბამისი ცვლილებების და დამატებების პროექტებს;
ნ) დადგენილ ვადებში ახორციელებს გადამხდელთა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მდგომარეობის მონიტორინგს საგადასახადო ინსპექციების ჭრილში, აანალიზებს მათ საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გასვლით შესწავლას, პრაქტიკულ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს;
ო) ახორციელებს ბანკის ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ უცხოური საწარმოსათვის გახსნილ საბანკო ანგარიშებზე მოწოდებული ინფორმაციების დამუშავებას და შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ინფორმირებას;
პ) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის ერთი საგადასახადო ინსპექციიდან სხვა საგადასხადო ინსპექციაში გადასვლისას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ცენტრალიზებულ კომპიუტერულ ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას და საგადასახადო ინსპექციების ინფორმირებას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
9. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) აწარმოებს სამსახურის ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემის შექმნის, განვითარების და დანერგვის სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) ახორციელებს პროგრესული ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ბაზების და საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციების ავტომატიზებული სისტემების უზრუნველყოფის საშუალებების შემუშავების მიღების და დანერგვის ორგანიზებას;
გ) შეიმუშავებს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის და საგადასახადო ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავების ტექნოლოგიებს;
დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოთა საქმიანობის პრაქტიკაში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შემუშავებას და დანერგვას;
ე) უზრუნველყოფს სამსახურის საკომუნიკაციო სისტემის საიმედო და ეფექტური ფუნქციონირების სამუშაოების ორგანიზაციას და წარმოებას;
ვ) უზრუნველყოფს სამსახურში საკომუნიკაციო სისტემის შემადგენლობაზე, სტრუქტურაზე და ფუნქციებზე მოთხოვნების განსაზღვრას;
ზ) აკონტროლებს სამსახურის საკომუნიკაციო სისტემების და ინფორმაციის დაცვის საშუალებებზე მოთხოვნების წარმოდგენას და პროგრამულად უზრუნველყოფს სამსახურის საინფორმაციო ბაზაში არსებული გადამხდელთა იდენტიფიცირებული ინფორმაციის დაცვის სამუშაოებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ინსტრუქციის და მეთოდური მითითებების პროექტებს. საგადასახადო ორგანოებში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესახებ ამზადებს სახელმძღვანელოებს და რეკომენდაციებს;

10. ადმინისტრირების სამმართველო

ბ) შეიმუშავებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით გადახდევინების მეთოდებსა და პროგრამებს, რისთვისაც ამუშავებს მეთოდოლოგიური და ინსტრუქციული ხასიათის რეკომენდაციებს;
გ) აანალიზებს და მონიტორინგს უწევს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას;
დ) აანალიზებს და მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს მათ მიერ ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ამოღების პროცესში;
ე) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების ანალიზს, შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას და პრაქტიკის განზოგადებას;
ვ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოთა მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით;
ზ) ორგანიზაციას უწევს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოების და რეგისტრაციის პროცესს;
თ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების მუშაობას საკონტროლო-სალარო აპარატებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების პროცესში;
ი) ახორციელებს ვადაგადაცილებულ დავალიანებათა აღრიცხვასა და ანალიზს ელექტრონული და სხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;
კ) საგადასახადო ვალდებულებების ვადის შეცვლის, რესტრუქტურიზაციის და დავალიანებათა ჩამოწერის საკითხებზე ამზადებს სამართლებრივი აქტების და მეთოდური რეკომენდაციების პროექტებს;
ლ) აანალიზებს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ინფორმაციას აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
მ) აანალიზებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო დავალიანების უიმედო ვალად აღიარებისა და ჩამოწერის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა სისრულეს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
11. აღრიცხვა-ანალიზის სამმართველო:

ბ) უზრუნველყოფს გადამხდელთა პირადი ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
გ) შეიმუშავებს საგადასახადო ორგანოებში საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის) დაბრუნებების, საგადასახადო სანქციების და საურავების მიხედვით აღრიცხვის წარმოების წესებს;
დ) ახორციელებს საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფას და უზრუნველყოფს ეკონომიკურ ანალიზს;
ე) იღებს და ამუშავებს ელექტრონულ და სხვა სახის ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;
ვ) ახდენს დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანას საგადასახადო ორგანოებამდე და აწესებს მონიტორინგს მათი შესრულების მიმდინარეობაზე;
ზ) ორგანიზაციას უწევს შემოსავლების დამუშავებას გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების, ინსპექციების, ეკონომიკის ძირითადი დარგების მიხედვით;
თ) ამზადებს საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის და მათი აკრეფის გაუმჯობესების შესახებ წინადადებებს და ანალიტიკურ ინფორმაციას;
ი) ახდენს საგადასახადო შემოსავლების მიმდინარეობის, მათ შორის, ეკონომიკის დარგების და რაიონების მიხედვით, აგრეთვე დაბეგვრის საკითხებზე აქტუალური ინფორმაციების და მასალების მომზადებას;
კ) აწარმოებს საგადასახადო ბაზის საპროგნოზო გაანგარიშებებს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაშვებული წესით;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ინსტრუქციის, მეთოდური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
12. საფინანსო-სამეურნეო სამმართველო:
ა) ახორციელებს სამსახურის ცენტრალურ აპარატში ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრების საჭიროებისამებრ ხარჯვას;
ბ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს, აანალიზებს და ფინანსთა სამინისტროში წარადგენს ნაერთ ანგარიშებს;
გ) ადგენს საგადასახადო ინსპექციების ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს;
დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოებზე გამოყოფილი ხარჯების მუხლების მიხედვით განაწილებას და აწესებს მონიტორინგს მათ მიზნობრივ ხარჯვაზე;
ე) ახორციელებს კონტროლს საშტატო სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის დაცვაზე;
ვ) უზრუნველყოფს სამსახურის ამ მუხლში მითითებული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ინსპექციების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურის ამ მუხლში მითითებულ ქვედანაყოფებზე რიცხული ქონების დაცვას, შენახვას და მათი ექსპლუატაციისათვის აუცილებელ მიმდინარე მომსახურებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
13. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ და კადრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს ნომენკლატურულ მოხელეთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საშტატო ნუსხის ფორმირებას;
დ) ახდენს მოხელეთა საპენსიო საბუთების გაფორმებას;
ე) საგადასახადო სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მისანიჭებლად ამზადებს სათანადო მასალებს და ახდენს დანიშნულებისამებრ წარდგენას;
ვ) ორგანიზებას უკეთებს კონკურსებსა და ატესტაციების პროცესებში მონაწილეობის მიღების პროცედურებს;
ზ) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელეთა პროფესიული მომზადების და გადამზადების პროცესს;
თ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს შრომის დისციპლინის დაცვის მიზნით;
ი) ამზადებს მასალებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ;
კ) უზრუნველყოფს კადრების შესახებ ინფორმაციული მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებას და მონაცემთა ბანკის შექმნას;
ლ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზებასა და გაკონტროლებას;

მუხლი 9. საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საკითხებში შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ ფუნქციებს ახორციელებენ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საკითხებთან მიმართებაში.
2. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო და შესაბამისი კანონით ნებადართული სხვა სახის იარაღი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელს მინიჭებული უფლებების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო საბრძოლო იარაღი.
4. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულები კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულები არიან:
ა) გამოავლინონ, გახსნან და აღკვეთონ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაული და სხვა სამართალდარღვევა;
ბ) შეისწავლონ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღონ ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
გ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულზე დაიწყონ გამოძიება;
დ) კანონით დადგენილი წესით განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილებები მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;
ე) შეასრულონ მოსამართლის, პროკურორის წერილობითი დავალებები, მითითებები საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შესრულების დროს. დახმარება აღმოუჩინონ მათ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას;
ვ) შესაძლებლობა მისცენ დაკავებულს ან დაპატიმრებულ პირს კანონის შესაბამისად განახორციელონ სამართლებრივი დაცვის უფლება;
ზ) შეასრულონ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელი ვალდებულია ზედმიწევნით დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები. მოქალაქის უფლებების შეზღუდვა განახორციელოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. მოქალაქის უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თანამშრომელი მოქალაქეს მის წინაშე წარდგომისას წარუდგენს პირადობის მოწმობას, განუმარტავს მისი უფლებების კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველს. თანამშრომელი ვალდებულია მოქალაქესთან ურთიერთობისას ზუსტად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები.
6. ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა. შესაბამისი დანაყოფებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა. სისტემაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი.
7. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულის (მათ შორის, პირადი შემადგენლობის მიერ ჩადენილი დანაშაულის) და კორუფციულ გარიგებათა გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება.
8. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა: ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური საშუალებების და სპეციალიზირებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
9. სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: სისტემაში დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი, საინფორმაციო საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია. სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საბაჟო და საგადასახადო სამსახურებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია და მათი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისათვის მიწოდება; შესაბამისი დანაყოფებიდან დადგენილი წესით გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.
10. სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საჭიროების შემთხვევაში რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმებების და ფინანსურ სფეროში სპეციალური გამოკვლევების ჩატარება გამოძიებისათვის შესაბამისად მიღებულ შედეგებზე დასკვნების (დოკუმენტების) წარდგენა, ასევე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება.
11. სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ძირითადი ამოცანაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთა თანამშრომლობა, მიმოწერის ორგანიზება, ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მომზადების ორგანიზება; სამსახურში საჩივრებისა და განცხადებების განხილვა (სამოქმედო დაცვის საკითხებზე); სამსახურის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა) სამართლებრივი საკითხების განხილვისას.
12. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება სამსახურის კომპეტენციას მიკუთნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე.
13. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების (მთავარი სამმართველო, სამმართველო, განყოფილება) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:
ა) ხელმძღვანელობენ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების მუშაობას და პასუხს აგებენ მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) სწავლობენ და აანალიზებენ ხაზობრივად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) ადგენენ დანაყოფის სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ დანაყოფის მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ სამსახურის ხელმძღვანელობას წინადადებებს დანაყოფის მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;
დ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერებისა და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;
ვ) ორგანიზაციას უწევენ მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების დროულ და ხარისხიან განხილვას;
ზ) პირადად გააჩნიათ ოპერატიული წყაროები და მონაწილეობენ განსაკუთრებულ საქმეებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. აძლევენ მითითებებსა და რეკომენდაციებს დანაყოფის პირად შემადგენლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში;
თ) განიხილავენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს;
ი) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ მის დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებლებს, აკონტროლებენ მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
კ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობენ სხვა უფლებამოსილებებით.
14. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფების (დეპარტამენტი, სამმართველო, განყოფილება) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ და აანალიზებენ დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ადგენენ დანაყოფის სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ დანაყოფის მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ სამსახურის ხელმძღვანელობას წინადადებებს დანაყოფის მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;
გ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერებისა და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;
ე) ორგანიზებას უწევენ მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების დროულ და ხარისხიან განხილვას;
ვ) იღებენ გადაწყვეტილებას მათ წარმოებაში არსებული მასალების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემაზე;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს;
ი) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
15. საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკის სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათში მონაწილე პირის ან პირების დადგენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საფინასო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;
გ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად წინასწარი გამოძიების წარმოება;
დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკომომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;
ე) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
ვ) საბაჟო და საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;
ზ) საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, პირობების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.
16. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) არის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს უფროსი, უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს მის დაქვემდებარებაში არსებულ საგამოძიებო დანაყოფებს და გამომძიებლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
დ) ხელმძღვანელობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
ვ) ახორციელებს ოპერატიული ორგანოების თანამშრომელთა სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) მონაწილეობს სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;
თ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.
17. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო;
ბ) პირველი ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო;
გ) მეორე ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო;
დ) თბილისის მთავარი სამმართველო;
ე) ქვემო ქართლის სამმართველო;
ვ) კახეთის სამმართველო;
ზ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;
თ) შიდა ქართლის სამმართველო;
ი) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
კ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის სამმართველო;
ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;
მ) აჭარის სამმართველო.
18. საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: აწარმოოს რთული, მრავალეპიზოდიანი, აგრეთვე საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო ორგანოებს პერიოდულად გაუწიოს მეთოდური და პრაქტიკული დახმარება დანაშაულის გახსნისა და გამოძიების სრულყოფის მიზნით.
19. საგამოძიებო დეპარტამენტის პირველი ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის მასშტაბით აქციზური საქონლის უკანონო ბრუნვის სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეების წინასწარი გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ხაზობრივი ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში ამ მიმართულებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
20. საგამოძიებო დეპარტამენტის მეორე ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეების წინასწარი გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
21. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა; დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გახსნა, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება. სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა.
22. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებს სამოქმედო ტერიტორიებად განესაზღვროს:
ა) თბილისის მთავარი სამმართველო – ქ. თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ბ) ქვემო ქართლის სამმართველო – ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
გ) კახეთის სამმართველო – თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო – ქ. მცხეთის, დუშეთის, ახალგორის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ე) შიდა ქართლის სამმართველო – გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ვ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო – ქ. ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ზ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის სამმართველო – ქ. ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, აბაშის, სენაკის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ი) აჭარის სამმართველო – ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები.
23. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებს ახორციელებს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე – შესაბამისად საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო.
24. სპეციალური დანიშნულების რაზმის ძირითადი ამოცანაა: სამსახურის ოპერატიული დანაყოფების და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთისას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და სხვა ამოცანების განხორციელებისას დახმარების აღმოჩენა. სამსახურის შენობა-ნაგებობების, დანაშაულის ადგილების, მტკიცებულებებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. სპეციალური დანიშნულების რაზმის შემადგენლობაში ფუნქციონირებს სამორიგეო განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანაა: სამსახურის შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა აღრიცხვა. დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია, სამსახურზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმზე რიცხული ავტოტრანსპორტის მომსახურება, განგაშის შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება, საგანგებო შემთხვევაში სამსახურის შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაციის ორგანიზება.
25. კანცელარიის ძირითადი ამოცანაა: სამსახურში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება; შესაბამის დანაყოფებში საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საიდუმლო, სრულიად საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების და სხვა სახის დოკუმენტაციის ადრესატებისათვის დადგენილი მარშრუტითა და წესით ოპერატიული მიწოდება. საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება.
26. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება და თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება. საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზაცია. კომპეტენციის ფარგლებში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
27. მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა: შესაბამისი დანაყოფების ეფექტური ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. მითითებული დანაყოფების ცენტრალიზებული მომარაგება ყველა სახის კმაყოფით, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა.
28. ბუღალტერიის ძირითადი ამოცანაა: შესაბამისი დანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფა; ნაერთი ბიუჯეტის პროექტისა და ნაერთი ბალანსების შედგენა; ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა განაწილება და ხარჯვის კონტროლის განხორციელება.
მუხლი 10. საბაჟო საკითხებში შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ ფუნქციებს ახორციელებენ საბაჟო საკითხებთან მიმართებაში.
2. საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო კანონმდებლობის ნორმათა ზუსტი და ერთგვაროვანი გამოყენების და სრულყოფის მიზნით:
ა.ა) საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე პროექტების მომზადება;
ა.ბ) საბაჟო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების პროექტების, კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შემუშავება;
ა.გ) საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების, აგრეთვე საბაჟო ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და მათი სრულყოფა;
ა.დ) საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე მეთოდური მითითებების შედგენა და საბაჟო ორგანოებისათვის დაგზავნა;
ა.ე)საბაჟო კანონმდებლობის ნორმათა (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების) ეფექტურობის შესწავლა, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე – შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;
ა.ვ)საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესწავლა, საკანონმდებლო ხარვეზების (ნორმათა კოლიზია, საკანონმდებლო ვაკუუმი) დადგენა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ა.ზ) საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია;
ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით, სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების და საბაჟო ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების პროცესში საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური თემატური შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე – შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;
გ) საბაჟო საქმის (მათ შორის, საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის) მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა.
3. მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე, შესაბამისი განცხადებების და მომართვების განხილვა;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციების ინფორმირება საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (საინფორმაციო ბუკლეტების, ბეჭდვითი გამოცემების, სატელევიზიო გადაცემების და ა.შ.) მეშვეობით;
გ) ოპერატიული სამსახურებრივი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა.
4. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით საბაჟო სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის და გაუქმების, სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი სანქციების გამოყენების თაობაზე საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლი;
გ) საბაჟო კონტროლის განხორციელების და საბაჟო კონტროლის შედეგების რეალიზაციის ერთიანი პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვის, საბაჟო კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით:
გ.ა.)საბაჟო ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის (გადაკვეთის), საქონლის დროებითი შენახვის, მისი ტრანსპორტირების და გადაადგილების, საბაჟო პროცედურების განხორციელების პროცესში საბაჟო კონტროლის განხორციელების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
გ.ბ.) საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
გ.გ.) შემოწმების შედეგების განზოგადებისა და ანალიზის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად საბაჟო კონტროლის განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;
დ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების ორგანიზება – რეგიონალური საბაჟოების მიერ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის გასვლითი და კამერალური შემოწმების ჩატარების დაგეგმვა, ანალიზი და პრაქტიკის განზოგადება, გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელი გასვლითი გეგმური შემოწმების გეგმის დამტკიცების ორგანიზება და მისი შესრულების მონიტორინგი;
ე) საბაჟო ვალდებულების დაფარვის საგარანტიო (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა) სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება და საგარანტიო სისტემის ერთიანი სტანდარტების დანერგვა: საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებების პირობების შემოწმება, საბაჟო ვალდებულების უპირობო გადახდის უზრუნველსაყოფად; საგარანტიო საშუალებების გამცემ პირებთან მუშაობის წარმართვა; საგარანტიო საშუალებების, საგარანტიო საშუალებების დამოწმებაზე უფლებამოსილ პირთა ვინაობისა და ხელმოწერის ნიმუშების, ბეჭდებისა და შტამპების ერთიანი ბაზის შექმნა, მასში ცვლილებების შეტანა; საბაჟო ორგანოების ინფორმირება; საგარანტიო საშუალებების გამცემ პირთა საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე წინადადებების მომზადება და განხილვა, გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ვ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის გაცემა, აღრიცხვა, კონტროლი და გაუქმება;
ზ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე, მათ შორის საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით საქონლის შემოტანის და გადაადგილების პირობების შესრულებაზე კონტროლი (კამერალური და ამ პუნქტის ,,გ.ა.“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმება) და შესაბამისი რეაგირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა, საბაჟო ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციისა და განხორციელების კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
ი) წინადადებების შემუშავება საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე;
კ) საბაჟო გადასახდელების გადამხდელების და გადასახდელების სახეობებისდა მიხედვით საბიუჯეტო შემოსულობათა და ზედმეტად გადახდილი თანხების, ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების, კანონმდებლობის დარღვევებისათვის გამოყენებული სანქციებისა და საურავების აღრიცხვის წარმოების ორგანიზება და ამ მიზნით, საბაჟო ორგანოების შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობის სისტემატური და გეგმური კონტროლი;
ლ) საგადასახადო დავალიანებათა (მათ შორის, საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის და უიმედო საგადასახადო დავალიანებათა შესახებ მონაცემების) აღრიცხვისა და ანალიზის პროცესის უზრუნველყოფა და ორგანიზება, ელექტრონული ან სხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;
მ) საგადასახადო დავალიანებათა ამოღებისათვის საბაჟო ორგანოების მიერ ჩატარებული ღონისძიებების (მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების) ზედამხედველობა და კონტროლი;
ნ) საბაჟო ორგანოებისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე და დავალიანებათა უიმედოდ აღიარების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ო) ამ პუნქტის ,,კ“ – ,,ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებსა და დამატებებზე, აგრეთვე შესაბამისი მეთოდური მითითებებების შემუშავებაზე ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა და საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად ამ მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;
პ) საბაჟო ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ჟ) რეგიონალური საბაჟოების მიერ საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის მონიტორინგი – ამ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სამართალწარმოების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
რ) საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებზე საქმისწარმოება;
ს) საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.
5. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებში არ შედის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხები.
6. ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სპეციალური კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების მიერ ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული, რადიაციული და სავალუტო კონტროლის, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებათა, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე ზედამხედველობის განხორციელების, აგრეთვე საავტორო უფლებათა დაცვის მექანიზმების სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით:
ა.ა) კონტროლის ცალკეული სახეობების განხორციელების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
ა.ბ) შემოწმების შედეგების განზოგადებისა და ანალიზის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად კონტროლის განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა, საბაჟო ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა, ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული კონტროლის ცალკეული სახეობების ორგანიზაციისა და განხორციელების კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
გ) წინადადებების შემუშავება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული კონტროლის სახეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე.
7. საბაჟო ღირებულების და სასაქონლო ნომენკლატურის საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ჰარმონიზებული სისტემების და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე საკითხებზე მუშაობა, ჰარმონიზებული სისტემის ცვლილებების სისტემატიზაციის და ამ ცვლილებებთან სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო (მათ შორის, რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე:
გ.ა)საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე პროექტების მომზადება;
გ.ბ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და მათში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების შემუშავება;
გ.გ) საბაჟო კანონმდებლობის შესაბამის ნორმათა (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების) ეფექტურობის და გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;
გ.დ) მუშაობის ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და მათი სრულყოფა, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე მეთოდური მითითებების შედგენა და საბაჟო ორგანოებისადმი დაგზავნა;
გ.ე) საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესწავლა, საკანონმდებლო ხარვეზების (ნორმათა კოლიზია, საკანონმდებლო ვაკუუმი) დადგენა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი პროექტების შემუშავება;
დ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით კლასიფიკაციის სისწორის კონტროლი – ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე საქმიანობის პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
ე) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი საინფორმაციო ბაზების (მსგავსი და იდენტური საქონლის ფასების, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელ საქონელთა ფასების სისტემა და სხვა) შემუშავება, წარმოება და ოპერატიული განახლება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა, საბაჟო ორგანოებისათვის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის და საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით კლასიფიკაციის საკითხებზე პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა – კონსულტაციების გაწევა და სადავო საკითხების განხილვა-გადაწყვეტა;
ზ) საბაჟო საქმის (მათ შორის, საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის) მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა.
8. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის წარმოება;
ბ) მონაცემთა ელექტრონული (ქსელური და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლების გამოყენებით დაცული) და არაელექტრონული ბაზების შექმნა, ოპერატიული განახლება, სისტემატიზაცია და წარმართვა;
გ) სამსახურის ხელმძღვანელობისათვის, აგრეთვე საბაჟო სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;
დ) საბაჟო ორგანოების ინფორმაციულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გეგმების და ამ სფეროში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) ქსელების ადმინისტრირება და საბაჟო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სისტემის (ASYCUDA) შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში პირთა დაშვების კონტროლის მიზნით ინდივიდუალური პაროლების გაცემა, აღრიცხვა, გაუქმება, აგრეთვე ამ მიზნით სხვა მექანიზმების გამოყენება.
9. ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რისკების მენეჯმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების არსებული სატარიფო და არასატარიფო მექანიზმების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ზეგავლენის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
გ) საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების პროგნოზირება;
დ) საბაჟო პროცედურების განხორციელებისას პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის ანალიზი და შერჩევითი შემოწმება საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით და შესაბამისი რეაგირება.
10. იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სამსახურის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში;
ბ) სასამართლო და სხვა სახის დავების წარმოშობის მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების იურიდიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და პროტესტების (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლის ან დაბრუნების და რეგიონალური საბაჟოს საბაჟო შეტყობინებაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საბაჟო სამსახურში შემოსული საჩივრების) განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება.
11. ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისა და სხვა საკადრო საკითხების თაობაზე წარდგინებების შესაბამისად სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადება; შრომითი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) გაფორმება; შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურის აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; ნამსახურობის ნუსხის შედგენა; შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების წარმოება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატესტაციის და ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობა; საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობისა და საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შესაბამის ორგანოში ჩაბარების ორგანიზება და კონტროლი;
გ) სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და საკლასო ჩინების მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
დ) შრომის შინაგანაწესისა და შრომის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ე) საჯარო მოსამსახურეთა მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა; კაპიტალური მშენებლობისა და მიმდინარე რემონტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილების მიღება;
ზ) საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია; სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მართვის ორგანიზაცია; ნაერთი ბალანსების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; სახაზინო-საბანკო და სალაროს ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი მათ წარმოებაზე; საბაჟო ორგანოების წლიური ხარჯთაღრიცხვის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა; საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში გასაწევი ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა, მათთან დაკავშირებული ვალდებულებითი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება და კონტროლი მათ შესრულებაზე. საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დაანგარიშება, დარიცხვა და საბანკო ანგარიშებზე მათი გადატანის უზრუნველყოფა; სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
თ) განცხადებების და სხვა სახის, მათ შორის, უცხოური კორესპონდენციის, შიდა მიმოწერის აღრიცხვა, დამუშავება და საქმისწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვის უზრუნველყოფა, მათი შესრულების კონტროლი;
ი) საუწყებო არქივის ფორმირება და მასში საქმეებისა და დოკუმენტების შენახვა, რეგიონალურ საბაჟოებში საქმეთა ფორმირების და შენახვის, აგრეთვე საუწყებო არქივში ჩაბარების ღონისძიებების განხორციელებაზე კოორდინაცია;
კ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, პირადნომრიანი ბეჭდების, შტამპების, დამღების დამზადების, გაცემის და აღრიცხვის ორგანიზება.
12. მასმედიასთან ურთიერთობისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი. საზოგადოებასთან და მასმედიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება. სამსახურისა და მისი ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ფორმირება საზოგადოებაში;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება;
გ) საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის ორგანიზება და საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების სამსახურებრივი მოწმობების გაცემის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიღება-გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზება.
მუხლი 11. სამსახურის სათათბირო ორგანო
1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით.
2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზებას და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 12. სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
+

2. შემოსავლების სამსახურის უფროსმა 2007 წლის 17 აპრილამდე უზრუნველყოს:
2. შემოსავლების სამსახურის უფროსმა 2007 წლის 21 მარტამდე უზრუნველყოს:
ა) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის (მათ შორის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების) რეორგანიზაცია;
ბ) შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება და მითითებული საშტატო ნუსხიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის (მათ შორის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების) მოსამსახურეთა დანიშვნა შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის თანამდებობებზე ხელშეკრულებით არა უმეტეს 6 თვის ვადით ან მოვალეობის შემსრულებლად, ან გამოსაცდელი ვადით;
გ) შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასამტკიცებლად წარმოდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ბრძანება №219-სსმIII, №37, 20.03.2007წ.; მუხ.436
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №342-სსმIII, №51, 13.04.2007წ.; მუხ.562
ბ) შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება და მითითებული საშტატო ნუსხიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის (მათ შორის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების) მოსამსახურეთა დანიშვნა შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის თანამდებობებზე ხელშეკრულებით არა უმეტეს 6 თვის ვადით ან მოვალეობის შემსრულებლად, ან გამოსაცდელი ვადით.
3. საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა, ფორმალურად მოხდა თუ არა მათი გადანიშვნა შემოსავლების სამსახურში, ექვემდებარებიან შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობას. მითითებული მოსამსახურეები განთავისუფლებამდე ან შემოსავლების სამსახურში გადანიშვნამდე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრულ მოქმედებებს ახორციელებენ და შესაბამის დოკუმენტებს აფორმებენ პირველ პუნქტში მითითებული დებულების ამოქმედებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა გადაყვანა შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის თანამდებობაზე, ისინი ითვლებიან სამსახურიდან განთავისუფლებულებად და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ხოლო შესაბამის თანამდებობებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
5. მოსამსახურე შეიძლება განთავისუფლდეს თანამდებობიდან როგორც გაფრთხილების ვადის გასვლამდე, ისე გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დღეს.
6. თუ მოსამსახურეები განთავისუფლდნენ რეორგანიზაციის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლამდე, მათ მიეცემათ ხელფასი განთავისუფლებიდან გაფრთხილების ვადის გასვლამდე და კომპენსაცია სამსახურის შექმნის დღემდე არსებული 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ (მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დღე გადაცდება გაფრთხილების ვადას) რეორგანიზაციის საფუძველზე განთავისუფლებულ პირებს მიეცემათ განთავისუფლებამდე სამსახურში ყოფნის ხელფასი და კომპენსაცია სამსახურის შექმნის დღემდე არსებული 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კომპენსაციები არ გაიცემა შემოსავლების სამსახურში დანიშნულ პირებზე.
7. საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციამდე შემოსავლების სამსახურის უფროსმა 2007 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ ორგანოების მოსამსახურეების ავტომატური გადანიშვნა საგადასახადო და საბაჟო ორგანოების შესაბამის თანამდებობებზე.
8. შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისა და ფინანსური პოლიციის მიერ გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპროცესო და სხვა დოკუმენტებისა და ფორმების, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და შესაბამისი ბეჭდის შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში მათი უნიფიცირება. ახალი ფორმების (დოკუმენტების, მოწმობებისა და ბეჭდების) დამტკიცებამდე და დამზადებამდე გამოყენებულ იქნეს ძველი ფორმები (დოკუმენტები, მოწმობები და ბეჭდები).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ბრძანება №219-სსმIII, №37, 20.03.2007წ.; მუხ.436
8. შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისა და ფინანსური პოლიციის მიერ გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპროცესო და სხვა დოკუმენტებისა და ფორმების შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში მათი უნიფიცირება. ახალი ფორმების (დოკუმენტების) დამტკიცებამდე და დამზადებამდე გამოყენებულ იქნეს ძველი ფორმები (დოკუმენტები).
9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №932 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“.
10. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 5 მარტს.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ბრძანება №219-სსმIII, №37, 20.03.2007წ.; მუხ.436
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №342-სსმIII, №51, 13.04.2007წ.; მუხ.562
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის ბრძანება №607-სსმIII, №81, 11.06.2007წ.; მუხ.866
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №785-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1108
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №787-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1010
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1100-სსმIII, №139, 05.10.2007წ.; მუხ.1526
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №1114-სსმIII, №139, 05.10.2007წ.; მუხ.1529
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №1134-სსმIII, №144, 16.10.2007წ.; მუხ.1604
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1171-სსმIII, №153, 31.10.2007წ.; მუხ.1705
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №1228-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1873
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის ბრძანება №23-სსმIII, №4, 14.01.2008წ.; მუხ.62
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №56-სსმIII, №9, 22.01.2008წ.; მუხ.105
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 თებერვლის ბრძანება №136-სსმIII, №24, 14.02.2008წ.; მუხ.255
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 თებერვლის ბრძანება №147-სსმIII, №26, 20.02.2008წ.; მუხ.282
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №189-სსმIII, №32, 29.02.2008წ.; მუხ.350
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №259-სსმIII, №46, 27.03.2008წ.; მუხ.521
17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის ბრძანება №297-სსმIII, №47, 28.03.2008წ.; მუხ.531
18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ბრძანება №382-სსმIII, №63, 24.04.2008წ.; მუხ.712
19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №590-სსმIII, №100, 15.07.2008წ.; მუხ.1107
20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №725-სსმIII, №137, 16.09.2008წ.; მუხ.1352
21. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №807-სსმIII, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1572
22. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №908-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1811
23. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №951-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1944
24. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №46-სსმIII, №13, 05.02.2009წ.; მუხ.162
25. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მარტის ბრძანება №182-სსმIII, №38, 27.03.2009წ.; მუხ.438
26. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №226-სსმIII, №45, 10.04.2009წ.; მუხ.503
27. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №445-სსმIII, №88, 20.07.2009წ.; მუხ.944
28. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 ივლისის ბრძანება №448-სსმIII, №88, 20.07.2009წ.; მუხ.945
29. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №566-სსმIII, №107, 31.08.2009წ.; მუხ.1235
30. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №633-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ.1355
31. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №733-სსმIII, №140, 13.11.2009წ.; მუხ.1612
32. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII, №147, 30.12.2009წ.; მუხ.1727
33. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №813-სსმIII, №150, 10.12.2009წ.; მუხ.1775
34. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №934-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1998
35. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 თებერვლის ბრძანება №123-სსმIII, №22, 25.02.2010წ.; მუხ.275
36. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 მარტის ბრძანება №147-სსმIII, №24, 05.03.2010წ.; მუხ.329
37. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 მარტის ბრძანება №182-სსმIII, №27, 12.03.2010წ.; მუხ.405
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები ასრულებენ სამართალდამცავი ორგანოს ფუნქციებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინაში.
4. სამსახურის მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII, №147, 30.12.2009წ.; მუხ.1727
მუხლი 2. სამსახურის დაფინანსება🔗
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №15.
მუხლი 2. სამსახურის დაფინანსება
სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 3. წარმომადგენლობა🔗
1. სამსახური ახორციელებს სახელმწიფოს წარმომადგენლობას და მოქმედებს სახელმწიფოს სახელით მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას.
მუხლი 3. წარმომადგენლობა
1. სამსახური ახორციელებს სახელმწიფოს წარმომადგენლობას და მოქმედებს სახელმწიფოს სახელით მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას.
2. სამსახურის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია სამსახურის უფროსი.
3. ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას სამსახურის წარმომადგენლობის უფლებამოსილება სამსახურის უფროსის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დელეგირებულ იქნეს სამსახურის სხვა მოხელეებზე ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები🔗
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები
სამსახური (სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლს;
ბ) ორგანიზაციას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების, აგრეთვე სხვა კანონებით განსაზღვრული და მის კომპეტენციაში შემავალი გადასახდელების ადმინისტრირებას;
გ) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო და საბაჟო კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო და სხვა კონტროლს;
გ1) უზრუნველყოფს საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს;
გ2) პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანი ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე;
დ) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას;
ე) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული დადგენილებებისა და ბრძანებების პროექტებს და მეთოდურ მითითებებს, აგრეთვე, მონაწილეობს საგადასახადო და საბაჟო სფეროში კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებასა და განხილვაში;
გ) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო და საბაჟო კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო ფიტო-სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო და სხვა კონტროლს;
დ) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფების (საგადასახადო და საბაჟო ორგანოების და სხვა) საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას;
ე) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული დადგენილებებისა და ბრძანებების პროექტებს და მეთოდურ მითითებებს, აგრეთვე მონაწილეობს საგადასახადო და საბაჟო სფეროში (მათ შორის სისხლის სამართლის სფეროში) კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებასა და განხილვაში;
ვ) დადგენილი წესით მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს;
ზ) ახდენს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევასა და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
თ) მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ცვლილებების შეტანის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე;
კ) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ლ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის საქმეებს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებთან და დანაშაულებთან დაკავშირებით;
მ) ამოღებულია;
ნ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევების ან სხვა სამართალდარღვევების გამოვლენას, შესწავლას და აღკვეთას და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებების გამოყენების უფლება აქვთ საბაჟო და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ მოსამსახურეებს;
ო) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებასთან დაკავშირებით იძახებს ფიზიკურ პირს, სთხოვს ახსნა-განმარტებას და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტებს;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №46-სსმIII, №13, 05.02.2009წ.; მუხ.162
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მარტის ბრძანება №182-სსმIII, №38, 27.03.2009წ.; მუხ.438
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII, №147, 30.12.2009წ.; მუხ.1727
მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა🔗
კ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებთან და დანაშაულებებთან დაკავშირებით;
ლ) უზრუნველყოფს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთა გამოვლენას, გახსნას და აღკვეთას და ამ მიზნით:
ლ.ა) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს ფიზიკურ იძულებას კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში;
ლ.ბ) ატარებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, გამოითხოვს მოსამართლის ბრძანებას კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
ლ.გ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის ექსპერტიზას;
მ) დანაშაულისა თუ სხვა სამართალდარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას აჩერებს და ათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ამოწმებს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ საბუთებს, ახდენს პირის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების) დაკავებას სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ო) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებასთან დაკავშირებით იძახებს ფიზიკურ პირს, სთხოვს ახსნა-განმარტებას და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტებს;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმოადგენს სამსახურს ან უფლებამოსილებას ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას, უზრუნველყოფს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს შორის, კოორ-დინაციას უწევს მათ მუშაობას, განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;
დ) უშუალოდ, ხოლო დელეგირების შემთხვევაში სამსახურის მოხელეების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით წყვეტს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ე) გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის საჯარო მოსამსახურეთათვის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, უზრუნველყოფს და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებასა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას (გარდა იმ მოსამსახურეთა მიმართ წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისა, რომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს);
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, რომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების კომპეტენციაც არ გააჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების საფუძველზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას, განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;
დ) უშუალოდ, ხოლო დელეგირების შემთხვევაში – სამსახურის მოხელეების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით წყვეტს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ე) გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის საჯარო მოსამსახურეთათვის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, უზრუნველყოფს და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურად დასჯას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, რომელთა დანიშვნისა და განთავისუფლების კომპეტენციაც არ გააჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების საფუძველზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე თანამშრომლებისათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;
ი) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურას;
კ) ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შემოსავლების სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების თაობაზე;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ნ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;
ო) ამოღებულია;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ძალადაკარგულად ცნობს სამსახურის შესაბამისი მოსამსახურეების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამტკიცებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
რ) ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს ფინანსთა მინისტრის წინაშე თანამშრომლებისათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;
ი) ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს შემოსავლების სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების თაობაზე;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ძალადაკარგულად ცნობს სამსახურის შესაბამისი მოსამსახურეების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამტკიცებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ჟ) განახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული რაოდენობის მოადგილე. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ამავდროულად არის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული რაოდენობის მოადგილე, რომლებიც ხელმძღვანელობენ უფროსის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს.
5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და ერთეულების საქმიანობას.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრის დავალებით, უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII, №147, 30.12.2009წ.; მუხ.1727
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №813-სსმIII, №150, 10.12.2009წ.; მუხ.1775
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 4 მარტის ბრძანება №147-სსმIII, №24, 05.03.2010წ.; მუხ.329
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 მარტის ბრძანება №182-სსმIII, №27, 12.03.2010წ.; მუხ.405
მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა🔗
1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატის, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიან ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ფინანსთა მინისტრის დავალებით ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიან ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
2. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამსახურის უფროსის აპარატი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) მომსახურების დეპარტამენტი;
ე) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი;
ვ) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი;
ზ) ამოღებულია;
თ) ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი;
ი) ადმინისტრირების დეპარტამენტი.
3. სამსახურის განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ამოღებულია;
ბ) ამოღებულია;
გ) აუდიტის დეპარტამენტი.
4. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აპარატი;
ბ) საგადასახადო საკითხებში:
ბ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ბ.გ) დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო;
ბ.დ) აუდიტის და კონტროლის სამმართველო;
ბ.ე) არაპირდაპირი გადასახადების სამმართველო;
ბ.ვ) იურიდიული სამმართველო;
ბ.ზ) მომსახურების სამმართველო;
ბ.თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;
ბ.ი) ადმინისტრირების სამმართველო;
ბ.კ) აღრიცხვა-ანალიზის სამმართველო;
ბ.ლ) საფინანსო-სამეურნეო სამმართველო;
ბ.მ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
გ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საკითხებში:
გ.ა) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;
გ.ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
გ.გ) სტატისტიკის აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო;
გ.დ) კანცელარია;
გ.ე) კადრების სამმართველო;
გ.ვ) სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი;
გ.ზ) მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;
გ.თ) ბუღალტერია;
გ.ი) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური;
გ.კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
გ.ლ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
გ.მ) საგამოძიებო დეპარტამენტი;
გ.ნ) სპეციალური დანიშნულების რაზმი.
დ) საბაჟო საკითხებში:
დ.ა) საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო;
დ.ბ) მომსახურების სამმართველო;
დ.გ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;
დ.დ) ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სპეციალური კონტროლის სამმართველო;
დ.ე) საბაჟო ღირებულების და სასაქონლო ნომენკლატურის საკითხთა სამმართველო;
დ.ვ) ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
დ.ზ) ანალიტიკური სამმართველო;
დ.თ) იურიდიული სამმართველო;
დ.ი) ადმინისტრაციული სამმართველო;
დ.კ) მასმედიასთან ურთიერთობისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახური.
3. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია;
ბ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია;
გ) თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
დ) ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ე) ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ვ) რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ზ) ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
თ) გორის საგადასახადო ინსპექცია;
ი) თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
კ) ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ლ) ამოღებულია;
მ) გურიის საგადასახადო ინსპექცია.
5. აუდიტის დეპარტამენტის, როგორც განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულება მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №590-სსმIII, №100, 15.07.2008წ.; მუხ.1107
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №807-სსმIII, №157, 29.10.2008წ.; მუხ.1572
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №445-სსმIII, №88, 20.07.2009წ.; მუხ.944
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №633-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ.1355
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII, №147, 30.12.2009წ.; მუხ.1727
მუხლი 7. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა🔗
სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) სამსახურის უფროსის აპარატი;
ა.ა) საორგანიზაციო სამმართველო;
ა.ბ) სატელეფონო ცენტრი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ბ.ა) საფინანსო სამმართველო;
ბ.ბ) კადრების სამმართველო;
ბ.გ) სამეურნეო სამმართველო;
ბ.დ) საქმისწარმოების სამმართველო;
გ) იურიდიული დეპარტამენტი:
გ.ა) ექსპერტიზის სამმართველო;
გ.ბ) სასამართლო დავების სამმართველო;
გ.გ) საჩივრების სამმართველო;
გ.დ) ადმინისტრირების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) მომსახურების დეპარტამენტი:
დ.ა) ამოღებულია;
დ.ბ) არაპირდაპირი გადასახადის სამმართველო;
დ.გ) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;
დ.დ) სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო;
დ.ე) გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარების სამმართველო;
ე) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი:
ე.ა) დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო;
ე.ბ) პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველო;
ვ) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი:
ვ.ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციების მონიტორინგის სამმართველო;
ვ.ბ) ოპერატიული მართვის სამმართველო;
ვ.გ) ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;
ვ.დ) სპეციალური საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;
ზ) ამოღებულია;
თ) ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი:
თ.ა) რისკების მართვის სამმართველო;
თ.ბ) სტატისტიკის და ანალიზის სამმართველო;
თ.გ) ამოღებულია
ი) ადმინისტრირების დეპარტამენტი:
ი.ა) ადმინისტრირების ღონისძიებების სამმართველო;
ი.ბ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამმართველო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ბრძანება №382-სსმIII, №63, 24.04.2008წ.; მუხ.712
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №725-სსმIII, №137, 16.09.2008წ.; მუხ.1352
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №951-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1944
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №226-სსმIII, №45, 10.04.2009წ.; მუხ.503
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №633-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ.1355
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII, №147, 30.12.2009წ.; მუხ.1727
მუხლი 8. სამსახურის უფროსის აპარატი🔗
1. საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების, უცხო ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, შემოსავლების სამსახურის მიერ გასამართი ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, სამსახურის ოფიციალური დელეგაციების (თანამშრომელთა) უცხოეთში მივლინების ორგანიზება;
ბ) შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაცია;
გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის წარმართვა; სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალების შესრულების ვადების კონტროლი;
ვ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
2. სატელეფონო ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციისათვის კონსულტაციების გაწევა საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციების (ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;
ბ) ამოღებულია;
გ) დაინტერესებული პირებისათვის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციების მიწოდება სამსახურის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №725-სსმIII, №137, 16.09.2008წ.; მუხ.1352
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №46-სსმIII, №13, 05.02.2009წ.; მუხ.162
მუხლი 9. ადმინისტრაციული დეპარტამენტი🔗
1. საფინანსო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით, სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
გ) საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება და ხელმძღვანელისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ზ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე; სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება;
თ) კვარტალური და წლიური საფინანსო, სტატისტიკური, აგრეთვე სამსახურის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების მომზადება და მათი დროულად წარდგენა;
ი) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება და სოციალური დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფა;
კ) საპენსიო საბუთების გაანგარიშება წელთა ნამსახურობის მიხედვით;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
2. კადრების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) დაწესებულების შინაგანაწესის შემუშავება და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მონაწილეობით მის განხორციელებაზე კონტროლის გაწევა. წარდგინების შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტების მომზადება;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, სისტემის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საჭიროებისამებრ მოსამსახურეთა შრომის წიგნაკებში შესაბამისი ჩანაწერების შეტანა;
გ) წარდგინების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად, მოსამსახურეთა დანიშვნის, განთავისუფლებისა და გადაადგილების თაობაზე სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადება;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ე) სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით კონკურსის და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება, დადგენილი წესის შესაბამისად პრაქტიკისა და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; სამსახურის მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლა) და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის საკითხების კოორდინაცია.
3. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის სისტემაში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განაწილება, კონტროლი და ცენტრალურ აპარატში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის სისტემის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საწვავის გაცემა განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში;
გ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
ე) სასაწყობო მეურნეობის წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
4. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი; შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და ორგანიზება;
ბ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება სამსახურის უფროსისათვის;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №733-სსმIII, №140, 13.11.2009წ.; მუხ.1612
მუხლი 10. იურიდიული დეპარტამენტი🔗
1. ექსპერტიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურში შემუშავებული ან სხვა სახელისუფლებო ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის წარმოება;
ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
2. სასამართლო დავების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
გ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია;
დ) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია;
ე) ბათუმის საგადასახადო ინსპექცია;
ვ) ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია;
ზ) რუსთავის საგადასახადო ინსპექცია;
თ) ფოთის საგადასახადო ინსპექცია;
ი) გორის საგადასახადო ინსპექცია;
კ) თელავის საგადასახადო ინსპექცია;
ლ) ახალციხის საგადასახადო ინსპექცია;
მ) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი“;
ნ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი“.
მუხლი 7. აპარატი
აპარატი:
ა) ორგანიზებას უწევს სამსახურის უფროსის თათბირების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
ბ) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და დავალებების რეგისტრაციას, უზრუნველყოფს მათი შესრულების ორგანიზებას, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ უმზადებს ინფორმაციას სამსახურის უფროსს;
გ) ორგანიზებას უწევს სამსახურის უფროსთან (მის მოადგილეებთან) მოქალაქეთა მიღების საკითხებს;
დ) უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, დამთავრებული დოკუმენტების აღრიცხვას, შენახვას და დაარქივებას დადგენილი წესით;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწესრიგებს საიდუმლო საქმისწარმოებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 8. საგადასახადო საკითხებში შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ ფუნქციებს ახორციელებენ საგადასახადო საკითხებთან მიმართებაში.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის ურთიერთობას საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ბ) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს, გამოსცემს და ავრცელებს სამსახურის პერიოდულ საინფორმაციო ბიულეტენს;
გ) საგადასახადო ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს მათი მუშაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
დ) მუშაობს სამსახურის ვებგვერდზე. ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების სისტემატიზაციას და ვებგვერდზე მონაცემების განახლებისათვის მასალების მომზადებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:
ა) შეისწავლის საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურების მუშაობის გამოცდილებას;
ბ) ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობების ორგანიზებას. აწარმოებს ინფორმაციის გაცვლას საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში;
გ) მონაწილეობს საგადასახადო სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების (შეთანხმების ნაწილის) მომზადების პროცესში;
დ) ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს სამსახურის თანამდებობის პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო ორგანოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით; უზრუნველყოფს მათი მუშაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
4. დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინდადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოებში მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვას შემუშავებული ინსტრუქციების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებს და სხვა აქტებს, აგრეთვე საგადასახადო დეკლარაციების და გაანგარიშებების სხვა ფორმებს და მათი შევსების წესებს;
დ) მეთოდოლოგიურად უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოთა საქმიანობას ფიზიკური პირების მიერ საშემოსავლო და ქონების დეკლარაციების და საგადასახადო შემოწმებების მეთოდების და საჯარო მოხელეთა მიერ დეკლარირების კუთხით;
ე) მონაწილეობს სხვა სახელმწიფოებთან ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებასა და განხილვაში;
ვ) აანალიზებს წარმოდგენილი ანგარიშების ფორმებს და განაზოგადებს გამოკვეთილ ტენდენციებს კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) შეიმუშავებს უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის საგადასახადო აღრიცხვის და ანგარიშგების ფორმებს და მათგან მოგების (შემოსავლის), ქონების და დამატებული ღირებულების გადასახადების ამოღების თაობაზე ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს;
თ) შეიმუშავებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების გამოყენების საკითხებზე ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს;
ი) შეიმუშავებს გადამხდელების მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების, აგრეთვე მათ მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის მეთოდოლოგიას. მონაწილეობს საქართველოს და უცხოური ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების, აგრეთვე მათ მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხებზე მეთოდოლოგიის მომზადებაში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელებისაგან, საგადასახადო ინსპექციებიდან და სხვა უწყებებიდან სამსახურში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადებას და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავებას საგადასახადო ორგანოთა სისტემაში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას, უზრუნველყოფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ეფექტურობის ანალიზს და შესაბამისი ცვლილებების და დამატებების მომზადებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
5. აუდიტის და კონტროლის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) შეიმუშავებს კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსურ სტანდარტულ პრინციპებს;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო შემოწმების ხაზით გაწეული საქმიანობის დაგეგმვას, ანალიზს და პრაქტიკის განზოგადებას;
დ) ორგანიზაციას უწევს სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობების პროცესს საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენის, პრევენციის და აღკვეთის კუთხით;
ე) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელ გასვლით გეგმურ საგადასახადო შემოწმებებზე გეგმის დამტკიცების ორგანიზებას და აწესებს მონიტორინგს მის შესრულებაზე;
ვ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოებისათვის გადამხდელთა საგადასახადო ანგარიშგების უტყუარობის შემოწმებაზე მეთოდური რეკომენდაციების დამუშავებას და კონსულტირებას;
ზ) ორგანიზაციას უწევს სრულყოფის და განვითარების პროგრამის ჩარჩოებში საგადასახადო კონტროლის და ტექნოლოგიის პერსპექტიული ღონისძიებების აღწერის მასალების შემუშავების პროცესს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
6. არაპირდაპირი გადასახადების სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციებს ანგარიშ-ფაქტურებით და დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატებით. ამზადებს წინადადებებს და უზრუნველყოფს დღგ-ის დაბეგვრაზე შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატების გაცემას;
გ) ამზადებს წინადადებებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების და სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ბეჭდვის ორგანიზებაზე და უზრუნველყოფს მათ გაცემას;
დ) ახორციელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებულ სხვადასხვა რეკვიზიტებში მექანიკური შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაუქმებული და დეფექტური მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ჩაბარებას ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, კომისიური წესით განადგურების მიზნით;
ე) ამზადებს წინადადებებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებით წარმოქმნილ დარღვევებზე რეაგირების შესახებ და შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით აწვდის ინფორმაციას საგადასახადო ინსპექციებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და უცხოეთის სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და შესაბამის საგადასახადო ინსპექციებზე დაყვანას. ამზადებს წინადადებებს საგადასახადო ინსპექციების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე;
ზ) აანალიზებს ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების პროცესს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
7. იურიდიული სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოებში შემუშავებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის შენიშვნების და წინადადებების (დასკვნების) მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს სხვა სახელისუფლებო ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული ხასიათის აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის წარმოებას;
გ) სამართლებრივ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საჩივრების განხილვისას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს გადასახადის გადამხდელთა საჩივრებს საგადასახადო ინსპექციების გადაწყეტილებებზე;
ე) აანალიზებს საგადასახადო დავების წარმოქმნის მიზეზებს, ატარებს მონიტორინგს გადამხდელთა საჩივრების განხილვის შედეგებზე;
ვ) დადგენილი წესით წარმოადგენს სამსახურს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს;
ზ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს ინფორმაციას გადამხდელთა მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;
თ) ამზადებს მეთოდური მითითებების და ინსტრუქციების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევებზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თაობაზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
8. მომსახურების სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას, ამუშავებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ;
ბ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციებში გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესს; ამზადებს წინადადებებს და მეთოდურ მითითებებს გადამხდელთა მომსახურების სრულყოფის მიზნით;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრების წარმოების საქმეში;
დ) ამზადებს საგადასახადო ორგანოებისათვის გამოსაყენებელი პროგრამების, რეკომენდაციების და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრების წარმოების, კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის შესახებ;
ე) მონაწილეობს (კომპეტენციის ფარგლებში) ანალიტიკური მასალების მომზადებაში;
ვ) ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს სპეციალიზებულ საგადასახადო ინსპექციებში გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის წესის შესახებ;
ზ) არსებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სპეციალიზებულ საგადასახადო ინსპექციებში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) ასაყვან გადამხდელთა სიას და მათ გადაყვანაზე ფინანსთა მინისტრის სათანადო ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
თ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრების წარმოებას;
ი) შეიმუშავებს უცხოური და საერთაშორისო საწარმოების და ორგანიზაციების საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს;
კ) საგადასახადო რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით ამყარებს ურთიერთობებს და იღებს სათანადო ორგანოებიდან ინფორმაციებს, ადარებს მას გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზებს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში იღებს ზომებს მათ აღმოსაფხვრელად;
ლ) განაზოგადებს არსებულ პრაქტიკას სახელმწიფო (საგადასახადო) რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობის გამოყენებაზე, აანალიზებს საანგარიშგებო და სტატისტიკურ მონაცემებს და ამზადებს შესაბამის წინადადებებს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის და განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობის ანალიზს და ამზადებს შესაბამისი ცვლილებების და დამატებების პროექტებს;
ნ) დადგენილ ვადებში ახორციელებს გადამხდელთა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მდგომარეობის მონიტორინგს საგადასახადო ინსპექციების ჭრილში, აანალიზებს მათ საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გასვლით შესწავლას, პრაქტიკულ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს;
ო) ახორციელებს ბანკის ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ უცხოური საწარმოსათვის გახსნილ საბანკო ანგარიშებზე მოწოდებული ინფორმაციების დამუშავებას და შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ინფორმირებას;
პ) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის ერთი საგადასახადო ინსპექციიდან სხვა საგადასხადო ინსპექციაში გადასვლისას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ცენტრალიზებულ კომპიუტერულ ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას და საგადასახადო ინსპექციების ინფორმირებას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
9. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) აწარმოებს სამსახურის ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემის შექმნის, განვითარების და დანერგვის სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) ახორციელებს პროგრესული ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ბაზების და საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციების ავტომატიზებული სისტემების უზრუნველყოფის საშუალებების შემუშავების მიღების და დანერგვის ორგანიზებას;
გ) შეიმუშავებს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის და საგადასახადო ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავების ტექნოლოგიებს;
დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოთა საქმიანობის პრაქტიკაში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შემუშავებას და დანერგვას;
ე) უზრუნველყოფს სამსახურის საკომუნიკაციო სისტემის საიმედო და ეფექტური ფუნქციონირების სამუშაოების ორგანიზაციას და წარმოებას;
ვ) უზრუნველყოფს სამსახურში საკომუნიკაციო სისტემის შემადგენლობაზე, სტრუქტურაზე და ფუნქციებზე მოთხოვნების განსაზღვრას;
ზ) აკონტროლებს სამსახურის საკომუნიკაციო სისტემების და ინფორმაციის დაცვის საშუალებებზე მოთხოვნების წარმოდგენას და პროგრამულად უზრუნველყოფს სამსახურის საინფორმაციო ბაზაში არსებული გადამხდელთა იდენტიფიცირებული ინფორმაციის დაცვის სამუშაოებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ინსტრუქციის და მეთოდური მითითებების პროექტებს. საგადასახადო ორგანოებში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესახებ ამზადებს სახელმძღვანელოებს და რეკომენდაციებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
10. ადმინისტრირების სამმართველო
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) შეიმუშავებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით გადახდევინების მეთოდებსა და პროგრამებს, რისთვისაც ამუშავებს მეთოდოლოგიური და ინსტრუქციული ხასიათის რეკომენდაციებს;
გ) აანალიზებს და მონიტორინგს უწევს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას;
დ) აანალიზებს და მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს მათ მიერ ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ამოღების პროცესში;
ე) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების ანალიზს, შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას და პრაქტიკის განზოგადებას;
ვ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოთა მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით;
ზ) ორგანიზაციას უწევს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოების და რეგისტრაციის პროცესს;
თ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების მუშაობას საკონტროლო-სალარო აპარატებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების პროცესში;
ი) ახორციელებს ვადაგადაცილებულ დავალიანებათა აღრიცხვასა და ანალიზს ელექტრონული და სხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;
კ) საგადასახადო ვალდებულებების ვადის შეცვლის, რესტრუქტურიზაციის და დავალიანებათა ჩამოწერის საკითხებზე ამზადებს სამართლებრივი აქტების და მეთოდური რეკომენდაციების პროექტებს;
ლ) აანალიზებს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ინფორმაციას აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
მ) აანალიზებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო დავალიანების უიმედო ვალად აღიარებისა და ჩამოწერის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა სისრულეს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
11. აღრიცხვა-ანალიზის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს გადამხდელთა პირადი ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
გ) შეიმუშავებს საგადასახადო ორგანოებში საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის) დაბრუნებების, საგადასახადო სანქციების და საურავების მიხედვით აღრიცხვის წარმოების წესებს;
დ) ახორციელებს საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფას და უზრუნველყოფს ეკონომიკურ ანალიზს;
ე) იღებს და ამუშავებს ელექტრონულ და სხვა სახის ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;
ვ) ახდენს დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანას საგადასახადო ორგანოებამდე და აწესებს მონიტორინგს მათი შესრულების მიმდინარეობაზე;
ზ) ორგანიზაციას უწევს შემოსავლების დამუშავებას გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების, ინსპექციების, ეკონომიკის ძირითადი დარგების მიხედვით;
თ) ამზადებს საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის და მათი აკრეფის გაუმჯობესების შესახებ წინადადებებს და ანალიტიკურ ინფორმაციას;
ი) ახდენს საგადასახადო შემოსავლების მიმდინარეობის, მათ შორის, ეკონომიკის დარგების და რაიონების მიხედვით, აგრეთვე დაბეგვრის საკითხებზე აქტუალური ინფორმაციების და მასალების მომზადებას;
კ) აწარმოებს საგადასახადო ბაზის საპროგნოზო გაანგარიშებებს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაშვებული წესით;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ინსტრუქციის, მეთოდური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
12. საფინანსო-სამეურნეო სამმართველო:
ა) ახორციელებს სამსახურის ცენტრალურ აპარატში ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრების საჭიროებისამებრ ხარჯვას;
ბ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს, აანალიზებს და ფინანსთა სამინისტროში წარადგენს ნაერთ ანგარიშებს;
გ) ადგენს საგადასახადო ინსპექციების ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს;
დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოებზე გამოყოფილი ხარჯების მუხლების მიხედვით განაწილებას და აწესებს მონიტორინგს მათ მიზნობრივ ხარჯვაზე;
ე) ახორციელებს კონტროლს საშტატო სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის დაცვაზე;
ვ) უზრუნველყოფს სამსახურის ამ მუხლში მითითებული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ინსპექციების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურის ამ მუხლში მითითებულ ქვედანაყოფებზე რიცხული ქონების დაცვას, შენახვას და მათი ექსპლუატაციისათვის აუცილებელ მიმდინარე მომსახურებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
13. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ და კადრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს ნომენკლატურულ მოხელეთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საშტატო ნუსხის ფორმირებას;
დ) ახდენს მოხელეთა საპენსიო საბუთების გაფორმებას;
ე) საგადასახადო სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მისანიჭებლად ამზადებს სათანადო მასალებს და ახდენს დანიშნულებისამებრ წარდგენას;
ვ) ორგანიზებას უკეთებს კონკურსებსა და ატესტაციების პროცესებში მონაწილეობის მიღების პროცედურებს;
ზ) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელეთა პროფესიული მომზადების და გადამზადების პროცესს;
თ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს შრომის დისციპლინის დაცვის მიზნით;
ი) ამზადებს მასალებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ;
კ) უზრუნველყოფს კადრების შესახებ ინფორმაციული მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებას და მონაცემთა ბანკის შექმნას;
ლ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზებასა და გაკონტროლებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 9. საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საკითხებში შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ ფუნქციებს ახორციელებენ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საკითხებთან მიმართებაში.
2. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო და შესაბამისი კანონით ნებადართული სხვა სახის იარაღი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელს მინიჭებული უფლებების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო საბრძოლო იარაღი.
4. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულები კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულები არიან:
ა) გამოავლინონ, გახსნან და აღკვეთონ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაული და სხვა სამართალდარღვევა;
ბ) შეისწავლონ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღონ ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
გ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულზე დაიწყონ გამოძიება;
დ) კანონით დადგენილი წესით განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილებები მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;
ე) შეასრულონ მოსამართლის, პროკურორის წერილობითი დავალებები, მითითებები საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შესრულების დროს. დახმარება აღმოუჩინონ მათ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას;
ვ) შესაძლებლობა მისცენ დაკავებულს ან დაპატიმრებულ პირს კანონის შესაბამისად განახორციელონ სამართლებრივი დაცვის უფლება;
ზ) შეასრულონ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელი ვალდებულია ზედმიწევნით დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები. მოქალაქის უფლებების შეზღუდვა განახორციელოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. მოქალაქის უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თანამშრომელი მოქალაქეს მის წინაშე წარდგომისას წარუდგენს პირადობის მოწმობას, განუმარტავს მისი უფლებების კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველს. თანამშრომელი ვალდებულია მოქალაქესთან ურთიერთობისას ზუსტად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები.
6. ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა. შესაბამისი დანაყოფებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა. სისტემაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი.
7. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულის (მათ შორის, პირადი შემადგენლობის მიერ ჩადენილი დანაშაულის) და კორუფციულ გარიგებათა გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება.
8. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა: ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური საშუალებების და სპეციალიზირებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
9. სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: სისტემაში დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი, საინფორმაციო საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია. სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საბაჟო და საგადასახადო სამსახურებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია და მათი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისათვის მიწოდება; შესაბამისი დანაყოფებიდან დადგენილი წესით გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.
10. სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საჭიროების შემთხვევაში რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმებების და ფინანსურ სფეროში სპეციალური გამოკვლევების ჩატარება გამოძიებისათვის შესაბამისად მიღებულ შედეგებზე დასკვნების (დოკუმენტების) წარდგენა, ასევე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება.
11. სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ძირითადი ამოცანაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთა თანამშრომლობა, მიმოწერის ორგანიზება, ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მომზადების ორგანიზება; სამსახურში საჩივრებისა და განცხადებების განხილვა (სამოქმედო დაცვის საკითხებზე); სამსახურის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა) სამართლებრივი საკითხების განხილვისას.
12. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება სამსახურის კომპეტენციას მიკუთნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე.
13. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების (მთავარი სამმართველო, სამმართველო, განყოფილება) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:
ა) ხელმძღვანელობენ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების მუშაობას და პასუხს აგებენ მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) სწავლობენ და აანალიზებენ ხაზობრივად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) ადგენენ დანაყოფის სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ დანაყოფის მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ სამსახურის ხელმძღვანელობას წინადადებებს დანაყოფის მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;
დ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერებისა და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;
ვ) ორგანიზაციას უწევენ მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების დროულ და ხარისხიან განხილვას;
ზ) პირადად გააჩნიათ ოპერატიული წყაროები და მონაწილეობენ განსაკუთრებულ საქმეებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. აძლევენ მითითებებსა და რეკომენდაციებს დანაყოფის პირად შემადგენლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში;
თ) განიხილავენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს;
ი) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ მის დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებლებს, აკონტროლებენ მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
კ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობენ სხვა უფლებამოსილებებით.
14. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფების (დეპარტამენტი, სამმართველო, განყოფილება) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ და აანალიზებენ დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ადგენენ დანაყოფის სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ დანაყოფის მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ სამსახურის ხელმძღვანელობას წინადადებებს დანაყოფის მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;
გ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერებისა და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;
ე) ორგანიზებას უწევენ მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების დროულ და ხარისხიან განხილვას;
ვ) იღებენ გადაწყვეტილებას მათ წარმოებაში არსებული მასალების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემაზე;
ზ) პირადად გააჩნიათ ოპერატიული წყაროები და მონაწილეობენ განსაკუთრებულ საქმეებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. აძლევენ მითითებებსა და რეკომენდაციებს დანაყოფის პირად შემადგენლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს;
ი) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
15. საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკის სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათში მონაწილე პირის ან პირების დადგენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საფინასო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;
გ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად წინასწარი გამოძიების წარმოება;
დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკომომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;
ე) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
ვ) საბაჟო და საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;
ზ) საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, პირობების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.
16. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) არის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს უფროსი, უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს მის დაქვემდებარებაში არსებულ საგამოძიებო დანაყოფებს და გამომძიებლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
დ) ხელმძღვანელობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
ვ) ახორციელებს ოპერატიული ორგანოების თანამშრომელთა სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) მონაწილეობს სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;
თ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.
17. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო;
ბ) პირველი ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო;
გ) მეორე ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო;
დ) თბილისის მთავარი სამმართველო;
ე) ქვემო ქართლის სამმართველო;
ვ) კახეთის სამმართველო;
ზ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;
თ) შიდა ქართლის სამმართველო;
ი) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
კ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის სამმართველო;
ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;
მ) აჭარის სამმართველო.
18. საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: აწარმოოს რთული, მრავალეპიზოდიანი, აგრეთვე საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო ორგანოებს პერიოდულად გაუწიოს მეთოდური და პრაქტიკული დახმარება დანაშაულის გახსნისა და გამოძიების სრულყოფის მიზნით.
19. საგამოძიებო დეპარტამენტის პირველი ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის მასშტაბით აქციზური საქონლის უკანონო ბრუნვის სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეების წინასწარი გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ხაზობრივი ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში ამ მიმართულებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
20. საგამოძიებო დეპარტამენტის მეორე ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეების წინასწარი გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
21. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა; დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გახსნა, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება. სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა.
22. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებს სამოქმედო ტერიტორიებად განესაზღვროს:
ა) თბილისის მთავარი სამმართველო – ქ. თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ბ) ქვემო ქართლის სამმართველო – ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
გ) კახეთის სამმართველო – თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო – ქ. მცხეთის, დუშეთის, ახალგორის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ე) შიდა ქართლის სამმართველო – გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ვ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო – ქ. ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ზ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის სამმართველო – ქ. ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, აბაშის, სენაკის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
ი) აჭარის სამმართველო – ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები.
23. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებს ახორციელებს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე – შესაბამისად საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო.
24. სპეციალური დანიშნულების რაზმის ძირითადი ამოცანაა: სამსახურის ოპერატიული დანაყოფების და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთისას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და სხვა ამოცანების განხორციელებისას დახმარების აღმოჩენა. სამსახურის შენობა-ნაგებობების, დანაშაულის ადგილების, მტკიცებულებებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. სპეციალური დანიშნულების რაზმის შემადგენლობაში ფუნქციონირებს სამორიგეო განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანაა: სამსახურის შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა აღრიცხვა. დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია, სამსახურზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმზე რიცხული ავტოტრანსპორტის მომსახურება, განგაშის შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება, საგანგებო შემთხვევაში სამსახურის შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაციის ორგანიზება.
25. კანცელარიის ძირითადი ამოცანაა: სამსახურში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება; შესაბამის დანაყოფებში საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საიდუმლო, სრულიად საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების და სხვა სახის დოკუმენტაციის ადრესატებისათვის დადგენილი მარშრუტითა და წესით ოპერატიული მიწოდება. საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება.
26. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება და თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება. საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზაცია. კომპეტენციის ფარგლებში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
27. მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა: შესაბამისი დანაყოფების ეფექტური ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. მითითებული დანაყოფების ცენტრალიზებული მომარაგება ყველა სახის კმაყოფით, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა.
28. ბუღალტერიის ძირითადი ამოცანაა: შესაბამისი დანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფა; ნაერთი ბიუჯეტის პროექტისა და ნაერთი ბალანსების შედგენა; ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა განაწილება და ხარჯვის კონტროლის განხორციელება.
მუხლი 10. საბაჟო საკითხებში შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. ამ მუხლში მითითებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ ფუნქციებს ახორციელებენ საბაჟო საკითხებთან მიმართებაში.
2. საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო კანონმდებლობის ნორმათა ზუსტი და ერთგვაროვანი გამოყენების და სრულყოფის მიზნით:
ა.ა) საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე პროექტების მომზადება;
ა.ბ) საბაჟო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების პროექტების, კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შემუშავება;
ა.გ) საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების, აგრეთვე საბაჟო ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და მათი სრულყოფა;
ა.დ) საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე მეთოდური მითითებების შედგენა და საბაჟო ორგანოებისათვის დაგზავნა;
ა.ე)საბაჟო კანონმდებლობის ნორმათა (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების) ეფექტურობის შესწავლა, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე – შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;
ა.ვ)საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესწავლა, საკანონმდებლო ხარვეზების (ნორმათა კოლიზია, საკანონმდებლო ვაკუუმი) დადგენა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ა.ზ) საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია;
ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით, სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების და საბაჟო ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების პროცესში საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური თემატური შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე – შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;
გ) საბაჟო საქმის (მათ შორის, საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის) მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა.
3. მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე, შესაბამისი განცხადებების და მომართვების განხილვა;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციების ინფორმირება საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (საინფორმაციო ბუკლეტების, ბეჭდვითი გამოცემების, სატელევიზიო გადაცემების და ა.შ.) მეშვეობით;
გ) ოპერატიული სამსახურებრივი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა.
4. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით საბაჟო სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის და გაუქმების, სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი სანქციების გამოყენების თაობაზე საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლი;
გ) საბაჟო კონტროლის განხორციელების და საბაჟო კონტროლის შედეგების რეალიზაციის ერთიანი პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვის, საბაჟო კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით:
გ.ა.)საბაჟო ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის (გადაკვეთის), საქონლის დროებითი შენახვის, მისი ტრანსპორტირების და გადაადგილების, საბაჟო პროცედურების განხორციელების პროცესში საბაჟო კონტროლის განხორციელების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
გ.ბ.) საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
გ.გ.) შემოწმების შედეგების განზოგადებისა და ანალიზის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად საბაჟო კონტროლის განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;
დ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების ორგანიზება – რეგიონალური საბაჟოების მიერ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის გასვლითი და კამერალური შემოწმების ჩატარების დაგეგმვა, ანალიზი და პრაქტიკის განზოგადება, გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელი გასვლითი გეგმური შემოწმების გეგმის დამტკიცების ორგანიზება და მისი შესრულების მონიტორინგი;
ე) საბაჟო ვალდებულების დაფარვის საგარანტიო (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა) სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება და საგარანტიო სისტემის ერთიანი სტანდარტების დანერგვა: საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებების პირობების შემოწმება, საბაჟო ვალდებულების უპირობო გადახდის უზრუნველსაყოფად; საგარანტიო საშუალებების გამცემ პირებთან მუშაობის წარმართვა; საგარანტიო საშუალებების, საგარანტიო საშუალებების დამოწმებაზე უფლებამოსილ პირთა ვინაობისა და ხელმოწერის ნიმუშების, ბეჭდებისა და შტამპების ერთიანი ბაზის შექმნა, მასში ცვლილებების შეტანა; საბაჟო ორგანოების ინფორმირება; საგარანტიო საშუალებების გამცემ პირთა საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე წინადადებების მომზადება და განხილვა, გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ვ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის გაცემა, აღრიცხვა, კონტროლი და გაუქმება;
ზ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე, მათ შორის საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით საქონლის შემოტანის და გადაადგილების პირობების შესრულებაზე კონტროლი (კამერალური და ამ პუნქტის ,,გ.ა.“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმება) და შესაბამისი რეაგირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა, საბაჟო ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციისა და განხორციელების კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
ი) წინადადებების შემუშავება საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე;
კ) საბაჟო გადასახდელების გადამხდელების და გადასახდელების სახეობებისდა მიხედვით საბიუჯეტო შემოსულობათა და ზედმეტად გადახდილი თანხების, ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების, კანონმდებლობის დარღვევებისათვის გამოყენებული სანქციებისა და საურავების აღრიცხვის წარმოების ორგანიზება და ამ მიზნით, საბაჟო ორგანოების შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობის სისტემატური და გეგმური კონტროლი;
ლ) საგადასახადო დავალიანებათა (მათ შორის, საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის და უიმედო საგადასახადო დავალიანებათა შესახებ მონაცემების) აღრიცხვისა და ანალიზის პროცესის უზრუნველყოფა და ორგანიზება, ელექტრონული ან სხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;
მ) საგადასახადო დავალიანებათა ამოღებისათვის საბაჟო ორგანოების მიერ ჩატარებული ღონისძიებების (მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების) ზედამხედველობა და კონტროლი;
ნ) საბაჟო ორგანოებისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე და დავალიანებათა უიმედოდ აღიარების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ო) ამ პუნქტის ,,კ“ – ,,ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებსა და დამატებებზე, აგრეთვე შესაბამისი მეთოდური მითითებებების შემუშავებაზე ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა და საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად ამ მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;
პ) საბაჟო ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ჟ) რეგიონალური საბაჟოების მიერ საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის მონიტორინგი – ამ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სამართალწარმოების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
რ) საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებზე საქმისწარმოება;
ს) საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.
5. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებში არ შედის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხები.
6. ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სპეციალური კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების მიერ ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული, რადიაციული და სავალუტო კონტროლის, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებათა, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე ზედამხედველობის განხორციელების, აგრეთვე საავტორო უფლებათა დაცვის მექანიზმების სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით:
ა.ა) კონტროლის ცალკეული სახეობების განხორციელების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
ა.ბ) შემოწმების შედეგების განზოგადებისა და ანალიზის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად კონტროლის განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა, საბაჟო ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა, ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული კონტროლის ცალკეული სახეობების ორგანიზაციისა და განხორციელების კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
გ) წინადადებების შემუშავება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული კონტროლის სახეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე.
7. საბაჟო ღირებულების და სასაქონლო ნომენკლატურის საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ჰარმონიზებული სისტემების და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე საკითხებზე მუშაობა, ჰარმონიზებული სისტემის ცვლილებების სისტემატიზაციის და ამ ცვლილებებთან სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო (მათ შორის, რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე:
გ.ა)საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე პროექტების მომზადება;
გ.ბ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და მათში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების შემუშავება;
გ.გ) საბაჟო კანონმდებლობის შესაბამის ნორმათა (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების) ეფექტურობის და გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;
გ.დ) მუშაობის ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და მათი სრულყოფა, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე მეთოდური მითითებების შედგენა და საბაჟო ორგანოებისადმი დაგზავნა;
გ.ე) საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესწავლა, საკანონმდებლო ხარვეზების (ნორმათა კოლიზია, საკანონმდებლო ვაკუუმი) დადგენა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი პროექტების შემუშავება;
დ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით კლასიფიკაციის სისწორის კონტროლი – ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე საქმიანობის პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;
ე) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი საინფორმაციო ბაზების (მსგავსი და იდენტური საქონლის ფასების, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელ საქონელთა ფასების სისტემა და სხვა) შემუშავება, წარმოება და ოპერატიული განახლება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა, საბაჟო ორგანოებისათვის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის და საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით კლასიფიკაციის საკითხებზე პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა – კონსულტაციების გაწევა და სადავო საკითხების განხილვა-გადაწყვეტა;
ზ) საბაჟო საქმის (მათ შორის, საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის) მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა.
8. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის წარმოება;
ბ) მონაცემთა ელექტრონული (ქსელური და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლების გამოყენებით დაცული) და არაელექტრონული ბაზების შექმნა, ოპერატიული განახლება, სისტემატიზაცია და წარმართვა;
გ) სამსახურის ხელმძღვანელობისათვის, აგრეთვე საბაჟო სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;
დ) საბაჟო ორგანოების ინფორმაციულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გეგმების და ამ სფეროში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) ქსელების ადმინისტრირება და საბაჟო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სისტემის (ASYCUDA) შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში პირთა დაშვების კონტროლის მიზნით ინდივიდუალური პაროლების გაცემა, აღრიცხვა, გაუქმება, აგრეთვე ამ მიზნით სხვა მექანიზმების გამოყენება.
9. ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რისკების მენეჯმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების არსებული სატარიფო და არასატარიფო მექანიზმების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ზეგავლენის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
გ) საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების პროგნოზირება;
დ) საბაჟო პროცედურების განხორციელებისას პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის ანალიზი და შერჩევითი შემოწმება საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით და შესაბამისი რეაგირება.
10. იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სამსახურის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში;
ბ) სასამართლო და სხვა სახის დავების წარმოშობის მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
3. საჩივრების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემოსული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ბ) სათანადო ინფორმაციის მომზადება საჩივრების განსახილველად დანიშნულ სხდომებზე გასატანად;
გ) დავების განმხილველი სხდომების ორგანიზება და სხდომის ოქმების წარმოების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
4. ადმინისტრირების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
ბ) საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული, ასევე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის და ჩამოწერის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №951-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1944
მუხლი 11. მომსახურების დეპარტამენტი🔗
1. ამოღებულია
2. არაპირდაპირი გადასახადის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის და განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტურობის ანალიზის უზრუნველყოფა და შესაბამისი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო ორგანოების უზრუნველყოფა ანგარიშ-ფაქტურებით და დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატებით. წინადადებების მომზადება და დღგ-ით დაბეგვრაზე შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატების გაცემა. კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
გ) წინადადებების მომზადება მკაცრი აღრიცხვის ბლანკების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ბეჭდვის ორგანიზებაზე და მათი გაცემის უზრუნველყოფა;
დ) წინადადებების მომზადება მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებით წარმოქმნილ დარღვევებზე რეაგირების შესახებ და შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოებისათვის;
ე) კომპეტენციის ფარგლებში აქციზური მარკების მიღებისა და გაცემის ორგანიზება, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მბეჭდავ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
ვ) წინადადებების მომზადება აქციზური მარკების დამცავი ნიშნებისა და დიზაინის სრულყოფისათვის;
ზ) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა აქციზური მარკების გამოყენების, კონტროლისა და დამცავი ნიშნების გაყალბების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
3. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის და განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობის ანალიზის უზრუნველყოფა და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესის კოორდინაცია. გადამხდელთა მომსახურების სრულყოფასთან და გამარტივებასთან დაკავშირებით წინადადებების და მეთოდური მითითებების მომზადება;
გ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
დ) დადგენილი წესით შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ერთიანი ელექტრონული რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ კანონმდებლობის გამოყენებაზე წინადადებების მომზადება, საანგარიშ-გებო და სტატისტიკური მონაცემების გაანალიზება და შესაბამისი წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ე) უცხოური და საერთაშორისო საწარმოების და ორგანიზაციების საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე/რეგისტრაციაზე აყვანის ძირითადი პრინციპების შემუშავება;
ვ) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით ურთიერთობების დამყარება სათანადო ორგანოებთან და მათგან ინფორმაციების მიღება, მისი შედარება გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზებთან და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ზომების მიღება მათ აღმოსაფხვრელად;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო ორგანოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგი. დადგენილ ვადებში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება საგადასახადო ორგანოების ჭრილში, მათი საქმიანობის გაანალიზება, პრაქტიკული დახმარების გაწევა საგადასახადო ორგანოებისათვის;
თ) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებზე გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირება ბროშურებით, სამახსოვროებით, სხვა ბეჭდვითი გამოცემებით ან/და ინტერნეტ-საშუალებებით;
ი) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასხადის გადამხდელთა აყვანის/გადაყვანის პროცედურების უზრუნველყოფა;
კ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზება, შესაბამისი მოწმობის გაცემის და საქველმოქმედო ორგანიზაციის რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) ბანკის ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ უცხოური საწარმოსათვის გახსნილ საბანკო ანგარიშებზე მოწოდებული ინფორმაციების დამუშავება და შესაბამისი საგადასახადო ორგანოების ინფორმირება;
მ) მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
4. სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სახელმწიფოებრივი რეგულირება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ცვლილების შეტანა, გაუქმება, მოქმედების შეჩერება, განახლება და კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
დ) ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ნივთის (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) და ღირებულების მქონე ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
ე) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება, გაანალიზება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ვ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის პერიოდულად სათანადო ანგარიშის წარდგენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
5. გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
გ) გრანტით და ჰუმანიტარული დახმარებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა;
გ1) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროექტებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ბრძანება №382-სსმIII, №63, 24.04.2008წ.; მუხ.712
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №46-სსმIII, №13, 05.02.2009წ.; მუხ.162
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №934-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1998
მუხლი 12. მეთოდოლოგიის დეპარტამენტი🔗
1. დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინსტრუქციის პროექტების, მეთოდური მითითებების და სხვა აქტების, აგრეთვე საგადასახადო დეკლარაციების და გაანგარიშებების სხვა ფორმების (მათ შორის, საჯარო მოხელეთა დეკლარაციების) და მათი შევსების წესების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვის უზრუნველყოფა შემუშავებული ინსტრუქციების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში;
დ) სხვა სახელმწიფოებთან ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა. საერთაშორისო ხელშეკრულების გამოყენების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;
ე) ამოღებულია;
ვ) ამოღებულია;
ზ) ამოღებულია;
თ) წარმოდგენილი ანგარიშების ფორმების გაანალიზება და გამოკვეთილი ტენდენციების განზოგადება კომპეტენციის ფარგლებში;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელებისაგან, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებიდან და სხვა უწყებებიდან სამსახურში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
2. პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო ორგანოებში მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვის უზრუნველყოფა შემუშავებული ინსტრუქციების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში;
გ) ამოღებულია;
დ) ამოღებულია;
ე) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის (გარდა სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვისა) პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომის შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელებისაგან, საგადასახადო ორგანოებიდან და სხვა უწყებებიდან სამსახურში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავება;
ზ) საბაჟო პროცედურების, აგრეთვე საბაჟო ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და მათი სრულყოფა. სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ქვედანაყოფების და სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;
თ) საბაჟო საქმის (მათ შორის, საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის) მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა;
ი) წინადადებების შემუშავება საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე;
ი1) ჰარმონიზებული სისტემის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე მუშაობა, ჰარმონიზებული სისტემის ცვლილებების სისტემატიზაციის და ამ ცვლილებებთან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების წარდგენა;
ი2) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების წარდგენა;
ი3) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანი ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სამსახურის წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ი4) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული პროცედურული სახელმძღვანელოების განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი გამოცემის კოორდინაცია;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ბრძანება №382-სსმIII, №63, 24.04.2008წ.; მუხ.712
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №951-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1944
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მარტის ბრძანება №182-სსმIII, №38, 27.03.2009წ.; მუხ.438
მუხლი 13. საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი🔗
1. საბაჟო დამუშავების ოპერაციების მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციების მონიტორინგი და ზედამხედველობა; საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საბაჟო კონტროლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესის მონიტორინგი;
ა1) საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საბანკო გარანტიის, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის გარანტიის მიღება, საბაჟო ორგანოებიდან შეუსრულებელი საბაჟო ვალდებულების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარანტორის მიმართ შესაბამისი რეაგირება;
ა2) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში დაშვების მიზნით საბაჟო გადაწყვეტილების მიღებასთან, მიღებული საბაჟო გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ბ) რისკის მართვის სისტემის საფუძველზე შერჩეული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება, საბაჟო კონტროლის განმახორციელებელ პირებზე ზედამხედველობა, შესაძლო არასასურველი პრაქტიკის გამოვლენა და მათი აღკვეთის მიზნით ღონისძიებების შემუშავება;
გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების წარმართვისას საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და ამ დოკუმენტაციის შემოწმება საბაჟო საქმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, შემოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
დ) საბაჟო კონტროლის განხორციელების და საბაჟო კონტროლის შედეგების რეალიზაციის ერთიანი პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვის, საბაჟო კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) საქმიანობის ზედამხედველობა, პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა და კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
ე) საბაჟო საქმის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ორგანიზება. სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება;
ე1) საქართველოს საბაჟო კოდექსის XIV1 თავის შესაბამისად საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების საბაჟო პროცედურების განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
2. ოპერატიული მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზება, კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა) საბაჟო ორგანოების ინფორმირება საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი ისეთი სახის სამართლებრივი აქტების თაობაზე, რომელთა ძალაში შესვლა ხორციელდება იმავე ან მომდევნო დღეს, აგრეთვე, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე კონსულტაცია, საბაჟო ორგანოებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
ბ) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება/დამუშავება;
გ) გაგზავნის საბაჟო ორგანოს მიერ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისთვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე, მათ შორის, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა დოკუმენტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული წესით კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მონიტორინგი და კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებისთვის სავალდებულო მითითების მიცემა;
ე) სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში რისკის მართვის სისტემის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ვ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაადგილების დაწყების ან დასრულების საბაჟო კონტროლის სტანდარტების დანერგვა, საბაჟო კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) საქმიანობის ზედამხედველობა და კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
ზ) საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების პროცესის მონიტორინგი;
თ) სასაზღვრო საბაჟო პროცედურებთან, სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ორგანიზება; ოპერატიული მართვის სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზისა და/ან საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების, მეთოდური მითითებების მომზადების თაობაზე ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა, კომპეტენციის ფარგლებში სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადებაში მონაწილეობა;
თ1) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;
თ2) საბაჟო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
თ3) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში (სასაზღვრო საბაჟო ორგანოები; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები; საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი; ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა) საბაჟო კონტროლის განხორციელება რენტგენსკანერის მეშვეობით, მათი ექსპლუატაცია, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენა, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსთვის გადაგზავნა;
თ4) სასაზღვრო და არასასაზღვრო საბაჟო ორგანოების საბაჟო კონტროლის საერთო კოორდინაცია;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
3. ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ორგანიზაცია;
ბ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის, გადაადგილებისა და გატანის პროცესის მონიტორინგი. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და რეაგირების თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების და კონტროლის შედეგების რეალიზაციის ერთიანი პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვის, კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) საქმიანობის ზედამხედველობა, სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა და კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
დ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ორგანიზება. სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
4. სპეციალური საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო ორგანოების მიერ არასატარიფო ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე ზედამხედველობა;
ბ) ამოღებულია;
გ) ამოღებულია;
დ) ამოღებულია;
ე) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან, ცვლილებების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიების განხორციელებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
ვ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ნებართვის (უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა, საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვა) გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობა, მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა და კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;
თ) სპეციალურ საბაჟო კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ორგანიზება. სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №908-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1811
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №46-სსმIII, №13, 05.02.2009წ.; მუხ.162
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №226-სსმIII, №45, 10.04.2009წ.; მუხ.503
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №566-სსმIII, №107, 31.08.2009წ.; მუხ.1235
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 თებერვლის ბრძანება №123-სსმIII, №22, 25.02.2010წ.; მუხ.275
მუხლი 14. ამოღებულია🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ბრძანება №382-სსმIII, №63, 24.04.2008წ.; მუხ.712
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №785-სსმIII, №147, 30.12.2009წ.; მუხ.1727
მუხლი 15. ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი🔗
1. რისკების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის საგადასახადო და საბაჟო ორგანოებზე დაყვანა;
გ) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო და საგადასახადო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რისკების მენეჯმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
2. სტატისტიკის და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება. საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
ბ) სამსახურის ხელმძღვანელობისათვის, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;
გ) ამოღებულია;
დ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია;
ე) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის, სპეციალური საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების არსებული სატარიფო და არასატარიფო მექანიზმების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ზეგავლენის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ვ) ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამუშავება სამსახურის ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ;
ზ) დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანა საგადასახადო და საბაჟო ორგანოებამდე;
თ) შემოსავლების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;
ი) საგადასახადო შემოსავლების მიმდინარეობის, აგრეთვე დაბეგვრის საკითხებზე აქტუალური ინფორმაციების და მასალების მომზადება;
კ) საგადასახადო ბაზის საპროგნოზო გაანგარიშებების წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაშვებული წესით;
ლ) ამოღებულია;
მ) საგადასახადო და საბაჟო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა;
ნ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის და მათი აკრეფის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
ო) საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის), გადატანების, დაბრუნებების, საგადასახადო სანქციებისა და საურავების მიხედვით აღრიცხვის წარმოების წესების შემუშავება;
პ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;
ჟ) გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი ანალიზის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
რ) გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება და სრულყოფა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
3. ამოღებულია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ბრძანება №382-სსმIII, №63, 24.04.2008წ.; მუხ.712
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №951-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1944
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 ივლისის ბრძანება №448-სსმIII, №88, 20.07.2009წ.; მუხ.945
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №633-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ.1355
მუხლი 151. ადმინისტრირების დეპარტამენტი🔗
1. ადმინისტრირების ღონისძიებების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
ბ) ვადაგადაცილებულ დავალიანებათა აღრიცხვა და ანალიზი;
გ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების აღრიცხვა-ანალიზი;
დ) მარეგისტრირებელ ორგანოებს/საბანკო დაწესებულებებსა და შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის უზრუნველყოფა;
ე) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის;
ვ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
ზ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზირებული ორგანოებიდან მათ მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და ანალიზი;
თ) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სხვა სპეციალიზებული ორგანოებიდან წარმოდგენილი ინფორმაციების მიღება და ანალიზი;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
2. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების პროცედურების ორგანიზება და აუქციონის ჩატარება;
ბ) აუქციონის გზით რეალიზებულ ყადაღადადებული ქონებაზე გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერტიფიკატის გაცემა;
გ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ინფორმირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №633-სსმIII, №117, 28.09.2009წ.; მუხ.1355
მუხლი 16. სამსახურის სათათბირო ორგანო🔗
გ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების იურიდიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და პროტესტების (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლის ან დაბრუნების და რეგიონალური საბაჟოს საბაჟო შეტყობინებაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საბაჟო სამსახურში შემოსული საჩივრების) განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება.
11. ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისა და სხვა საკადრო საკითხების თაობაზე წარდგინებების შესაბამისად სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადება; შრომითი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) გაფორმება; შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურის აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; ნამსახურობის ნუსხის შედგენა; შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების წარმოება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატესტაციის და ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობა; საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობისა და საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შესაბამის ორგანოში ჩაბარების ორგანიზება და კონტროლი;
გ) სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და საკლასო ჩინების მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
დ) შრომის შინაგანაწესისა და შრომის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ე) საჯარო მოსამსახურეთა მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა; კაპიტალური მშენებლობისა და მიმდინარე რემონტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილების მიღება;
ზ) საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია; სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მართვის ორგანიზაცია; ნაერთი ბალანსების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; სახაზინო-საბანკო და სალაროს ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი მათ წარმოებაზე; საბაჟო ორგანოების წლიური ხარჯთაღრიცხვის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა; საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში გასაწევი ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა, მათთან დაკავშირებული ვალდებულებითი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება და კონტროლი მათ შესრულებაზე. საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დაანგარიშება, დარიცხვა და საბანკო ანგარიშებზე მათი გადატანის უზრუნველყოფა; სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
თ) განცხადებების და სხვა სახის, მათ შორის, უცხოური კორესპონდენციის, შიდა მიმოწერის აღრიცხვა, დამუშავება და საქმისწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვის უზრუნველყოფა, მათი შესრულების კონტროლი;
ი) საუწყებო არქივის ფორმირება და მასში საქმეებისა და დოკუმენტების შენახვა, რეგიონალურ საბაჟოებში საქმეთა ფორმირების და შენახვის, აგრეთვე საუწყებო არქივში ჩაბარების ღონისძიებების განხორციელებაზე კოორდინაცია;
კ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, პირადნომრიანი ბეჭდების, შტამპების, დამღების დამზადების, გაცემის და აღრიცხვის ორგანიზება.
12. მასმედიასთან ურთიერთობისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი. საზოგადოებასთან და მასმედიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება. სამსახურისა და მისი ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ფორმირება საზოგადოებაში;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება;
გ) საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის ორგანიზება და საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების სამსახურებრივი მოწმობების გაცემის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიღება-გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზება.
მუხლი 11. სამსახურის სათათბირო ორგანო
1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით.
2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზებას და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 17. სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა🔗
მუხლი 12. სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №342-სსმIII, №51, 13.04.2007წ.; მუხ.562
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის ბრძანება №297-სსმIII, №47, 28.03.2008წ.; მუხ.531
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის,საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის,საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის,საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ მიღებულია 02.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №170. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.033.010.049.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის,საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 38 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2010.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის,საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 3 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის,საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის,საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“, №170, 02.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.049 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69532/