საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.010.464
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №109
2007 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №18 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 18 ივნისიდან.
ნ. ვაშაკიძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა.
2. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
3. საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გზით.
4. კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.
5. საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
6. ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
მუხლი 3. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.
3. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე.
4. მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ.
5. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;
დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების ანგარიშს;
კ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) კურირებს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;
ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
მუხლი 5. დეპარტამენტის შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. გაეროს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გაეროსა და საქართველოს შორის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა გაეროსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადება;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამასთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა და მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების განხორციელების კონტროლი;
თ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ განეკუთვნებიან სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების კომპეტენციას, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
2. ეუთოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ეუთოსთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
ბ) საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა ეუთოსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
გ) ეუთოსთან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობის კოორდინირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება;
ე) ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მის განხორციელებაზე კონტროლი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
ზ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ განეკუთვნებიან სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების კომპეტენციას, პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების წარდგენასთან და ცალკეულ შემთხვევამი არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
3. ევროპის საბჭოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ევროპის საბჭოსთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ევროპის საბჭოსა და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;
დ) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესში საქართველოს დელეგაციებთან თანამშრომლობა;
ე) ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელსა და ევროპის საბჭოს თბილისის საინფორმაციო ბიუროსთან თანამშრომლობა;
ვ) საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
ზ) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
თ) ევროპის საბჭოს კომიტეტებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში ქართველი ექსპერტების მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგი;
ი) ევროპის საბჭოს სტრუქტურებში განსახილველ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ევროსაბჭოში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება;
ლ) ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად წარდგენასთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე კონტროლს;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს;
ვ) დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.010.464
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №109
2007 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №18 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 18 ივნისიდან.
ნ. ვაშაკიძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №248 - სსმ III, 22.12.2009, №156, მუხ.1851
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები🔗
1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
2. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;
3. საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გზით.
ბ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული დეოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის გატარების მიზნით;
4. კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
5. საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
დ) საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გზით;
6. ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ზ) ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №248 - სსმ III, 22.12.2009, №156, მუხ.1851
მუხლი 3. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.
3. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე.
4. მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ.
5. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;
დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების ანგარიშს;
კ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) კურირებს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;
ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
ზ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №248 - სსმ III, 22.12.2009, №156, მუხ.1851
მუხლი 5. დეპარტამენტის შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
1. გაეროს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გაეროსა და საქართველოს შორის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა გაეროსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადება;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამასთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა და მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების განხორციელების კონტროლი;
თ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ განეკუთვნებიან სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების კომპეტენციას, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
2. ეუთოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ეუთოსთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
ბ) საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა ეუთოსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
გ) ეუთოსთან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობის კოორდინირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება;
ე) ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მის განხორციელებაზე კონტროლი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
ზ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ განეკუთვნებიან სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების კომპეტენციას, პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების წარდგენასთან და ცალკეულ შემთხვევამი არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
3. ევროპის საბჭოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ევროპის საბჭოსთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ევროპის საბჭოსა და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;
დ) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესში საქართველოს დელეგაციებთან თანამშრომლობა;
ე) ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელსა და ევროპის საბჭოს თბილისის საინფორმაციო ბიუროსთან თანამშრომლობა;
ვ) საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
ზ) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
თ) ევროპის საბჭოს კომიტეტებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში ქართველი ექსპერტების მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგი;
ი) ევროპის საბჭოს სტრუქტურებში განსახილველ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ევროსაბჭოში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება;
ლ) ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად წარდგენასთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა🔗
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე კონტროლს;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს;
ვ) დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები🔗
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №109, 14.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.010.464 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71230-1/