საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.010.464
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №109
2007 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №18 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 18 ივნისიდან.
ნ. ვაშაკიძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა.
2. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
3. საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო) თანამშრომლობის გზით.
4. კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.
5. საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
6. ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 3. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.
3. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე.
4. მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ.
5. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;
დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების ანგარიშს;
კ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) კურირებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
დ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;
ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 5. დეპარტამენტის შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. გაეროს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გაეროსა და საქართველოს შორის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ბ) აფხაზეთში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა გაეროსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადება;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამასთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა და მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების განხორციელების კონტროლი;
თ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ განეკუთვნებიან სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების კომპეტენციას, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
2. ეუთოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ეუთოსთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
ბ) ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა ეუთოსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
გ) ეუთოსთან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობის კოორდინირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება;
ე) ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მის განხორციელებაზე კონტროლი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
ზ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ განეკუთვნებიან სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების კომპეტენციას, პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების წარდგენასთან და ცალკეულ შემთხვევამი არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე კონტროლს;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს;
ვ) დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
+

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი ( შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა უშუალოდ წარმართოს მუშაობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო პრიორიტეტების მიხედვით; კომპეტენციის ფარგლებში, შეიარაღების კონტროლის, განიარაღების, გაუვრცელებლობის და ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების და საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; შეიარაღების კონტროლის, განიარაღების, გაუვრცელებლობის კუთხით და ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმების ხელშეწყობა.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-133- ვებგვერდი, 12.06.2018წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;
ბ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული დეოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის გატარების მიზნით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გზით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ზ) ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
თ ) ახალ საფრთხეებთან – ტერორიზმთან , ორგანიზებულ დანაშაულთან , კიბერ -დანაშაულთან , ნარკოტრეფიკინგთან , ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი ), გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან , უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა და საქართველოს სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლობის კოორდინაცია ;
ი ) შეიარაღების კონტროლის , განიარაღების და გაუვრცელებლობის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია ;
კ ) თავდაცვის , უსაფრთხოების , შეიარაღებაზე კონტროლის , განიარაღების და გაუვრცელებლობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან მუშაობა და მათთან საქართველოს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია ;
ლ ) საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის , უსაფრთხოების , შეიარაღებაზე კონტროლის , განიარაღების და გაუვრცელებლობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია ;
მ ) უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში მათი რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების საფუძველზე რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება ;
ნ ) უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადებისას უსაფრთხოების სფეროში შემავალი საკითხების ასახვის უზრუნველყოფა .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №248 - სსმ III, 22.12.2009, №156, მუხ.1851
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-133- ვებგვერდი, 12.06.2018წ.
მუხლი 3. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:🔗
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა.
2. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
3. საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო) თანამშრომლობის გზით.
4. კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.
5. საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
6. ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 3. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.
3. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე.
4. მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ.
5. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა🔗
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;
დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების ანგარიშს;
კ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) კურირებს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;
ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;
ზ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №248 - სსმ III, 22.12.2009, №156, მუხ.1851
მუხლი 5. დეპარტამენტის შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
ა) კურირებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
დ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;
ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 5. დეპარტამენტის შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. გაეროს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გაეროსა და საქართველოს შორის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა გაეროსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
ბ) აფხაზეთში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა გაეროსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადება;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამასთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა და მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების განხორციელების კონტროლი;
თ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ განეკუთვნებიან სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების კომპეტენციას, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
2. ეუთოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ეუთოსთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
ბ) საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა ეუთოსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
ბ) ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა ეუთოსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;
გ) ეუთოსთან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობის კოორდინირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება;
ე) ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მის განხორციელებაზე კონტროლი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
ზ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ განეკუთვნებიან სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების კომპეტენციას, პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების წარდგენასთან და ცალკეულ შემთხვევამი არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
3. ევროპის საბჭოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ევროპის საბჭოსთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ევროპის საბჭოსა და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;
დ) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესში საქართველოს დელეგაციებთან თანამშრომლობა;
ე) ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელსა და ევროპის საბჭოს თბილისის საინფორმაციო ბიუროსთან თანამშრომლობა;
ვ) საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
ზ) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
თ) ევროპის საბჭოს კომიტეტებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში ქართველი ექსპერტების მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგი;
ი) ევროპის საბჭოს სტრუქტურებში განსახილველ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ევროსაბჭოში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება;
ლ) ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად წარდგენასთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.
4. ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველო , რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია :
ა ) შეიარაღებაზე კონტროლის , განიარაღების და გაუვრცელებლობის საერთაშორისო დოკუმენტებთან და რეჟიმებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა . საქართველოს მიერ შესაბამისი მიმართულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა ;
ბ ) ტერორიზმთან , ორგანიზებულ დანაშაულთან , კიბერდანაშაულთან და ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან ) დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს დეპარტამენტებთან ერთად მუშაობა ;
გ ) კომპეტენციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის საკითხებზე მუშაობა ;
დ ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებთან სამინისტროს და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისი საბრძოლო მასალების საუტილიზაციო პროექტების განხორციელების მიმართულებით ;
ე ) საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან სამინისტროს და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის უზრუნველყოფა საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მატერიალურ -ტექნიკური საშუალებებით (ლაბორატორიული ინვენტარი , სპეციალური მოწყობილობები და ა .შ .) აღჭურვის პროექტების განხორციელების მიზნით ;
ვ ) ეუთოს საინფორმაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა , რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა „ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ “ ვენის 1999 წლის დოკუმენტის , ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების და ღია ცის ხელშეკრულებების შესაბამისად ;
ზ ) საქართველოს მიერ შესაბამისი რეჟიმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე შესაბამისი ინფორმაციების და ანგარიშების მომზადება , მომზადების მონიტორინგი და კოორდინაცია მათი დანიშნულებისამებრ გავრცელების მიზნით ;
თ ) საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან , ასევე შესაბამის მრავალმხრივ თანამშრომლობებთან და ინიციატივებთან ურთიერთობების წარმართვაში მონაწილეობის მიღება ;
ი ) დეპარტამენტის ერთიანი სასაუბროების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ;
კ ) კომპეტენციის ფარგლებში , სამხედრო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების , რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება ;
ლ ) კომპეტენციის ფარგლებში , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება , შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გატარების უზრუნველყოფა , მათი იმპლემენტაციისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი საკანონმდებლო აქტების მომზადება ;
მ ) რიგი სახელმწიფო უწყებების მხრიდან , საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისი შეთანხმებების განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების პროცესის კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში ;
ნ ) შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამინისტროს და საქართველოს დაინტერესებული უწყებების მუშაობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია ;
ო ) საზღვრის დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა ;
პ ) შავი ზღვის სამხედრო საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ შეთანხმების საკითხებზე მუშაობა და სათანადო საექსპერტო ჯგუფებში საქმიანობა ;
ჟ ) სპეციალური დიპლომატიური ნებართვის გაცემის კოორდინაცია უცხო ქვეყნის სამხედრო საზღვაო საშუალებებისთვის ;
რ ) როგორც საქართველოს , ასევე უცხო ქვეყნის სამხედრო საზღვაო საშუალებებისთვის მრავალეროვნულ სწავლებებსა და ვარჯიშებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვებით უზრუნველყოფის კოორდინაცია ;
ს ) კომპეტენციის ფარგლებში , საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად , უსაფრთხოების საკითხებზე კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა .
5. საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა ) საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ პოზიციებზე საქართველოს წარმომადგენლების დასაქმების , არჩევით და დანიშვნით პოზიციებზე საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდის ხელშეწყობა ;
ბ ) საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ ვაკანსიებზე ინფორმაციის მოძიება , მათ შორის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წრმომადგენლობების ჩართულობით ;
გ ) მიღებული ინფორმაციის დამუშავება , ანალიზი , განთავსება მონაცემთა ბაზაში / სპეციალურ ვებგვერდზე , მისი მართვა და სისტემატური განახლება ;
დ ) საკონტრაქტო ვაკანსიებზე განაცხადების წარდგენის პროცესის კოორდინაცია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატებისათვის ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა , შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა და დახმარება , რათა შესაბამისი განაცხადი და მოთხოვნილი დოკუმენტაცია იყოს სრულყოფილი და მოთხოვნასთან მიმართებით სრულ შესაბამისობაში ;
ე ) საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით , სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციის შემუშავება წარდგენილი კანდიდატის ლობირებასთან დაკავშირებით , რაც საჭიროებს დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზაციას ;
ვ ) საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით , პროფესიული საჯარო მოხელეების წარდგენის მიზანშეწონილობის განსაზღვრა იმ პოზიციებზე , რომლებისთვისაც სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას ; შესაბამის კანდიდატთა წინასწარი შერჩევის პროცედურის განხორციელება , კანდიდატთა წარდგენის პროცესისა და შესაბამისი კამპანიის დაგეგმვა და კოორდინაცია ;
ზ ) ეუთოს საველე მისიებში საქართველოს მოქალაქეების წარდგენის მიზანშეწონილობის განსაზღვრა იმ პოზიციებზე , რომლებისთვისაც სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით , კანდიდატთა წარდგენის პროცესის კოორდინაცია ;
თ ) ევროკავშირის CSDP მისიებში მონაწილეობის კოორდინაცია , როგორც პროფესიული საჯარო მოხელეების მისიებში წარგზავნის უზრუნველყოფის , ასევე ზოგადად , საქართველოს მოქალაქეთა ევროკავშირის მისიებში საკონტრაქტო პოზიციებზე დასაქმების ხელშეწყობის ჩათვლით ;
ი ) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციითა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით , საერთაშორისო ორგანიზაციებში მაღალ თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების განსაზღვრა ;
კ ) სამუშაო ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში , შესაბამისი ორგანიზაციების მოთხოვნების , პრაქტიკისა და პროცედურების უკეთ გაცნობის მიზნით ;
ლ ) ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე სტატისტიკის წარმოება ;
მ ) ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე შესაბამისი პროცედურების განხორციელება .
შენიშვნა : ამ პუნქტის ,,ვ “ და ,,ზ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პოზიციებში იგულისხმება ე .წ . seconded პოზიციები , რომლებისთვისაც საერთაშორისო ორგანიზაცია ანაზღაურებს დასაქმებულის მხოლოდ დღიურ ხარჯებს , ხოლო ანაზღაურების ნაწილის უზრუნველყოფას ახდენს წარმდგენი ქვეყანა .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №45 - სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.314
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-133- ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №01-284- ვებგვერდი, 18.12.2018წ.
მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე კონტროლს;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს;
ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანება №173-სსმ III, №89, 21.07.2010; მუხ.1306
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები🔗
ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს;
ვ) დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.09.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 14.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №109. სარეგისტრაციო კოდი — 480.010.000.22.030.010.464.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.09.2021.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.09.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №109, 14.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.010.464 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71230/