საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2007 ძალადაკარგული 24.12.2013
ნომერი
№1007
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.010.633
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 23/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.010.633

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1007

2007 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქარ-თველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №326 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 25 ივლისიდან.

 ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №506 - სსმ III, №67, 14.06.2010 წ., მუხ.993

 

საჯარო სამართლი იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. აკადემიის სტატუსი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

2. აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. აკადემიაში დაწესებულია კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური წოდებები.

4. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“, შემოკლებით „სსიპ – საქართველოს შსს აკადემია“.

5. აკადემიას აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშწორების ანგარიშები ბანკში (მათ შორის, სავალუტო) და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

6. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციებლად აკადემიას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

6​1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

7. აკადემიის იურიდიული მისამართია: 0167, ქ. თბილისი, გმირ კურსანტთა ქ. №1.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №506 - სსმ III, №67, 14.06.2010 წ., მუხ.993

    მუხლი 2. აკადემიის მიზნები და ამოცანებ ი

1. აკადემია სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში ახორციელებს:

ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ბ) თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და სასაწავლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას;

გ) საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

დ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადებას როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის;

ე) აკადემიის მართვა-გამგეობას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა, აკადემია უზრუნველყოფს ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა ორგანოებისთვის/დაწესებუ-ლებებისთვის სპეციალისტთა მოსამზადებლად შესა-ბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორ-ციელებას.

2​1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემია ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემია იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შე-მავალ სხვა საკითხებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №506 - სსმ III, №67, 14.06.2010 წ., მუხ.993

    თავი II. აკადემიის საქმიანობის საგანი და სასწავლო პროცესი

    მუხლი 3. საქმიანობის საგანი

აკადემიის საქმიანობის საგანია:

ა) პოლიციის სისტემისათვის და სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის კადრების პროფესიული მომზადება, გადამზადება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა ორგანოებისთვის/ დაწესებულებებისთვის სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება და განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2

    მუხლი 4. სასწავლო პროცესი

აკადემიის სპეციალური პროფესიული მომზადების ფორმები დგინდება აკადემიის შინაგანაწესით.

    მუხლი 5. სერტიფიკატი

მსმენელის მიერ საწავლო კურსის გავლის შემთხვევაში აკადემია გასცემს შესაბამის სერტიფიკატს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2

თავი III. აკადემიის სტრუქტურა და მართვა

    მუხლი 6. რექტორი, მისი უფლება-მოვალეობები

1. აკადემიას ხელმძღვანელობს რექტორი, რომელიც წარმართავს და უზრუნველყოფს აკადემიის საქმიანობას.

2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. რექტორი:

ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც აკადემიის საქმიანობას განეკუთვნება;

ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს აკადემიის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;

გ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა აკადემიის ყველა თანამშრომლისა და მსმენელისათვის;

დ) უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს;

ე) წარმართავს და ზედამხედველობს სასწავლო პროცესს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს;

თ) პასუხისმგებელია აკადემიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ი) წარმოადგენს აკადემიას ან უფლებას ანიჭებს აკადემიის წარმომადგენლობაზე მესამე პირებთან ურთიერთობებში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

კ) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე;

ლ) აკადემიის სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;

მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2

    მუხლი 7. აკადემიის პრორექტორები, მათი უფლება-მოვალეობები

1. აკადემიას ჰყავს სამი პრორექტორი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. პრორექტორების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სფეროებს განსაზღვრავს რექტორი.

3. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი პრორექტორი ასრულებს რექტორის მოვალეობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2

    მუხლი 8. აკადემიის სტრუქტურული ერთეულები

აკადემიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) პროფესიული მომზადების სამმართველო;

გ) სპეციალური მომზადების ცენტრი.

    მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

1. ადმინისტრაციის კომპეტენციაა: აკადემიის კვალიფიციური კადრების შერჩევის, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა. აკადემიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება. სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ასევე საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი.

2. პროფესიული მომზადების სამმართველო წარმართავს სასწავლო პროცესს, შეიმუშავებს სწავლების მიმართულებებს, სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს. ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მომზადებისა და გადამზადების კურსების ორგანიზების უზრუნველყოფას, შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას.

3. სპეციალური მომზადების ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფების თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას, რომელთა საქმიანობის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა.

    მუხლი 10. აკადემიაში სამუშაოდ მიღების წესი

1. აკადემიაში სამუშაოდ მიიღებიან:

ა) პოლიციელები;

ბ) სამოქალაქო პირები.

2. აკადემია აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.

IV თავი. აკადემიის ქონება

    მუხლი 11. აკადემიის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიისათვის ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. აკადემიის დაფინანსება

1. აკადემიის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აკადემიის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 13. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით აკადემიამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.

    მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება

1. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 15. სახელმწიფო კონტროლი

1. აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აკადემიის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 16. აკადემიის ლიკვიდაცია

აკადმიიის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს აკადემიის რექტორი.

    მუხლი 17. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 18. დასკვნითი დებულებანი

დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, აკადემიის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №1007, 20.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.010.633 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71968-2/