საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.010.633
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1007
2007 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქარ-თველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №326 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 25 ივლისიდან.
ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლი იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. აკადემიის სტატუსი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. აკადემიაში დაწესებულია კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური წოდებები.
4. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“, შემოკლებით „სსიპ – საქართველოს შსს აკადემია“.
5. აკადემიას აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშწორების ანგარიშები ბანკში (მათ შორის, სავალუტო) და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
6. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციებლად აკადემიას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
7. აკადემიის იურიდიული მისამართია: 0167, ქ. თბილისი, გმირ კურსანტთა ქ. №1.
მუხლი 2. აკადემიის მიზნები და ამოცანები
1. აკადემია სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში ახორციელებს:
ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და სასწავლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას;
გ) საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
დ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადებას როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის;
ე) აკადემიის მართვა-გამგეობას.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემია იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.
თავი II. აკადემიის საქმიანობის საგანი და სასწავლო პროცესი
მუხლი 3. საქმიანობის საგანი
აკადემიის საქმიანობის საგანია:
ა) პოლიციის სისტემისათვის და სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის კადრების პროფესიული მომზადება და გადამზადება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემისა და სხვა გასამხედროებული დაწესებულებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
მუხლი 4. სასწავლო პროცესი
აკადემიის სპეციალური პროფესიული მომზადების ფორმები დგინდება აკადემიის შინაგანაწესით.
მუხლი 5. სერტიფიკატი
მსმენელის მიერ სასწავლო პროგრამის გავლის შემთხვევაში აკადემია გასცემს სერტიფიკატს სპეციალური პროფესიული მომზადების გავლის შესახებ.
თავი III. აკადემიის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 6. რექტორი, მისი უფლება-მოვალეობები
1. აკადემიას ხელმძღვანელობს რექტორი, რომელიც წარმართავს და უზრუნველყოფს აკადემიის საქმიანობას.
2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. რექტორი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც აკადემიის საქმიანობას განეკუთვნება;
ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს აკადემიის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა აკადემიის ყველა თანამშრომლისა და მსმენელისათვის;
დ) უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს;
ე) წარმართავს და ზედამხედველობს აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროცესს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს;
თ) პასუხისმგებელია აკადემიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ი) წარმოადგენს აკადემიას ან უფლებას ანიჭებს აკადემიის წარმომადგენლობაზე მესამე პირებთან ურთიერთობებში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
კ) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე;
ლ) აკადემიის სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. აკადემიის პრორექტორები, მათი უფლება-მოვალეობები
1. აკადემიას ჰყავს ორი პრორექტორი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართვლოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. პრორექტორების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სფეროებს განსაზღვრავს რექტორი.
3. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი პრორექტორი ასრულებს რექტორის მოვალეობას.
მუხლი 8. აკადემიის სტრუქტურული ერთეულები
აკადემიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) პროფესიული მომზადების სამმართველო;
გ) სპეციალური მომზადების ცენტრი.
მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
1. ადმინისტრაციის კომპეტენციაა: აკადემიის კვალიფიციური კადრების შერჩევის, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა. აკადემიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება. სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ასევე საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი.
2. პროფესიული მომზადების სამმართველო წარმართავს სასწავლო პროცესს, შეიმუშავებს სწავლების მიმართულებებს, სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს. ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მომზადებისა და გადამზადების კურსების ორგანიზების უზრუნველყოფას, შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას.
3. სპეციალური მომზადების ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფების თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას, რომელთა საქმიანობის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა.
მუხლი 10. აკადემიაში სამუშაოდ მიღების წესი
1. აკადემიაში სამუშაოდ მიიღებიან:
ა) პოლიციელები;
ბ) სამოქალაქო პირები.
2. აკადემია აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.
IV თავი. აკადემიის ქონება
მუხლი 11. აკადემიის ქონება
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიისათვის ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. აკადემიის დაფინანსება
1. აკადემიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აკადემიის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 13. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით აკადემიამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება
1. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 15. სახელმწიფო კონტროლი
1. აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აკადემიის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 16. აკადემიის ლიკვიდაცია
აკადმიიის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს აკადემიის რექტორი.
მუხლი 17. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 18. დასკვნითი დებულებანი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, აკადემიის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1
+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 10 წლის 14 ივნისის ბრძანება № 506 - სსმ III, № 67, 14.06.2010წ., მუხ. 993
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №553 - ვებგვერდი, 04.07.2011 წ.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 4 ნოემბრის ბრძანება №910 - ვებგვერდი, 18.11.2011 წ.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №376 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №408 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №228 - ვებგვერდი - 29.03.2013წ.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკმებრის ბრძანება №974 - ვებგვერდი, 24.12.2013წ.
+
ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლი იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1. აკადემიის სტატუსი
მუხლი 1. აკადემიის სტატუსი
+
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. აკადემიაში დაწესებულია კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური წოდებები.
4. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“, შემოკლებით „სსიპ – საქართველოს შსს აკადემია“.
5. აკადემიას აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშწორების ანგარიშები ბანკში (მათ შორის, სავალუტო) და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
6. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციებლად აკადემიას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
61. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
7. აკადემიის იურიდიული მისამართია: 0167, ქ. თბილისი, გმირ კურსანტთა ქ. №1.
მუხლი 2. აკადემიის მიზნები და ამოცანები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №506 - სსმ III, №67, 14.06.2010 წ., მუხ.993
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №376 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.
მუხლი 2. აკადემიის მიზნები და ამოცანები
+
1. აკადემია სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში ახორციელებს:
ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და სასწავლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას;
გ) საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
დ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადებას როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის;
ე) აკადემიის მართვა-გამგეობას.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემია იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.
თავი II. აკადემიის საქმიანობის საგანი და სასწავლო პროცესი
მუხლი 3. საქმიანობის საგანი
11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა აკადემია უზრუნველყოფს ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.
2. აკადემია საარქივო სფეროში ახორციელებს:
ა) საარქივო ფონდების შევსებას დოკუმენტებით მატერიალურ ან/და ელექტრონულ მატარებელზე, საარქივო ფონდების დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირებასა და მის მუდმივ განახლებას;
ბ) საარქივო ფონდების დოკუმენტების აღწერას და ცენტრალიზებულ აღრიცხვას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით);
გ) საარქივო ფონდების დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფას, კონსერვაციას, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაციას;
დ) საარქივო ფონდების დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ე) საარქივო მასალების საფუძველზე პუბლიკაციების მომზადებას და ბეჭდვას.
21. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემია ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას.
22. აკადემია ახორციელებს მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობას. (გავრცელდეს 2012 წლის 31 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემია იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №506 - სსმ III, №67, 14.06.2010 წ., მუხ.993
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №553 - ვებგვერდი, 04.07.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №910 - ვებგვერდი, 18.11.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №376 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №408 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.
მუხლი 3. საქმიანობის საგანი
+
აკადემიის საქმიანობის საგანია:
ა) პოლიციის სისტემისათვის და სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის კადრების პროფესიული მომზადება და გადამზადება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემისა და სხვა გასამხედროებული დაწესებულებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
მუხლი 4. სასწავლო პროცესი
ა) პოლიციის სისტემისათვის და სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის კადრების პროფესიული მომზადება, გადამზადება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
აკადემიის სპეციალური პროფესიული მომზადების ფორმები დგინდება აკადემიის შინაგანაწესით.
მუხლი 5. სერტიფიკატი
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება და განხორციელება ;
მსმენელის მიერ სასწავლო პროგრამის გავლის შემთხვევაში აკადემია გასცემს სერტიფიკატს სპეციალური პროფესიული მომზადების გავლის შესახებ.
გ) საარქივო ფონდის დოკუმენტების სახეობებისა და ნაირსახეობების შემადგენლობის განსაზღვრა, საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ნუსხის შემუშავება, რომლებიც ექვემდებარება ელექტრონული მატარებლის სახით შენახვას;
დ) არსებული საარქივო მასალების დამუშავების უზრუნველყოფა, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირება, ციფრულ მატარებლებზე გადატანა და კომპიუტერული ბაზების ფორმირება;
ე) საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფის მიზნით აკადემიაში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვის განხორციელება, მათი შენახვის პირობების მონიტორინგი და ოპტიმიზაციის ღონისძიებები;
ვ) საარქივო ფონდის დოკუმენტების სპეციალური ტექნიკური დამუშავების წარმოების სამუშაოთა კომპლექსის (კონსერვაცია, რესტავრაცია და ა.შ.) უზრუნველყოფა;
ზ) საარქივო ფონდის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა და განვითარების უზრუნველყოფა, ამ დარგში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა;
თ) საარქივო მასალების შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფა, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვა;
ი) საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
კ) საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ბუკლეტების, ბროშურების, სხვადასხვა სახის გამოცემის (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით) მომზადება, დოკუმენტური ფილმებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით;
ლ) საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატური გამოფენების მომზადება როგორც აკადემიის ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიმართვების განხილვა;
ნ) შემოსული განცხადებების საფუძველზე, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განადგურებული საარქივო მასალების დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებისა და დამუშავების უზრუნველყოფა;
ო) საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, საერთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა;
ჟ) ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №553 - ვებგვერდი, 04.07.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №376 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.
მუხლი 4. სასწავლო პროცესი
+
აკადემიაში სპეციალური პროფესიული მომზადების (სწავლების) ფორმები, შეფასების სისტემა და პრაქტიკის (მათ შორის საწარმოო პრაქტიკის) გავლის წესი დგინდება აკადემიის რექტორის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №228- ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
მუხლი 5. სერტიფიკატი
+
მსმენელის მიერ საწავლო კურსის გავლის შემთხვევაში აკადემია გასცემს შესაბამის სერტიფიკატს .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2
თავი III. აკადემიის სტრუქტურა და მართვა
+
მუხლი 6. რექტორი, მისი უფლება-მოვალეობები
მუხლი 6. რექტორი, მისი უფლება-მოვალეობები
+
1. აკადემიას ხელმძღვანელობს რექტორი, რომელიც წარმართავს და უზრუნველყოფს აკადემიის საქმიანობას.
2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. რექტორი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც აკადემიის საქმიანობას განეკუთვნება;
ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს აკადემიის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა აკადემიის ყველა თანამშრომლისა და მსმენელისათვის;
გ1) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს.
დ) უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს;
ე) წარმართავს და ზედამხედველობს სასწავლო პროცესსა და საარქივო საქმიანობას ;
ე) წარმართავს და ზედამხედველობს აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროცესს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს;
თ) პასუხისმგებელია აკადემიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ი) წარმოადგენს აკადემიას ან უფლებას ანიჭებს აკადემიის წარმომადგენლობაზე მესამე პირებთან ურთიერთობებში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
კ) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე;
ლ) აკადემიის სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
მ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. აკადემიის პრორექტორები, მათი უფლება-მოვალეობები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №376 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №228- ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
მუხლი 7. აკადემიის პრორექტორები, მათი უფლება-მოვალეობები
+
1. აკადემიას ჰყავს სამი პრორექტორი , რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი .
1. აკადემიას ჰყავს ორი პრორექტორი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართვლოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. პრორექტორების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სფეროებს განსაზღვრავს რექტორი.
3. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი პრორექტორი ასრულებს რექტორის მოვალეობას.
მუხლი 8. აკადემიის სტრუქტურული ერთეულები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №1 - სსმ III, №1, 06.01.2009 წ., მუხ.2
აკადემიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) პროფესიული მომზადების სამმართველო;
გ) სპეციალური მომზადების ცენტრი.
მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 8. (ამოღებულია - 24.12.2013წ. №974)
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №376 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკმებრის ბრძანება № 9 74 - ვებგვერდი, 24. 12 .2013 წ.
მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
+
1. ადმინისტრაციის კომპეტენციაა: აკადემიის კვალიფიციური კადრების შერჩევის, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა. აკადემიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება. სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ასევე საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი.
2. პროფესიული მომზადების სამმართველო წარმართავს სასწავლო პროცესს, შეიმუშავებს სწავლების მიმართულებებს, სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს. ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მომზადებისა და გადამზადების კურსების ორგანიზების უზრუნველყოფას, შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას.
3. სპეციალური მომზადების ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფების თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას, რომელთა საქმიანობის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა.
მუხლი 10. აკადემიაში სამუშაოდ მიღების წესი
4. შსს არქივი (უშიშროების არქივი, კომუნისტური პარტიის არქივი) ახორციელებს საარქივო მასალის შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას და საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას; არსებული საარქივო მასალის დამუშავებას, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირებას, ციფრულ მატარებლებზე გადატანას და კომპიუტერული ბაზების ფორმირებას, საარქივო ფონდების კონსერვაციასა და რესტავრაციას; მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხილვას; შემოსული განცხადებების საფუძველზე მე-20 საუკუნეში განადგურებული საარქივო მასალის დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებასა და დამუშავებას; სამსახურში დაცული საარქივო მასალის გაცემასა და მათი გაცნობის უზრუნველყოფას; ხელმძღვანელობისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება-წარდგენას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №376 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.
მუხლი 10. აკადემიაში სამუშაოდ მიღების წესი
+
1. აკადემიაში სამუშაოდ მიიღებიან:
ა) პოლიციელები;
ბ) სამოქალაქო პირები.
2. აკადემია აგრეთვე უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან.
IV თავი. აკადემიის ქონება
+
მუხლი 11. აკადემიის ქონება
მუხლი 11. აკადემიის ქონება
+
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიისათვის ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. აკადემიის დაფინანსება
მუხლი 12. აკადემიის დაფინანსება
+
1. აკადემიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აკადემიის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 13. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
მუხლი 13. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
+
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით აკადემიამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება
მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება
+
1. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 15. სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 15. სახელმწიფო კონტროლი
+
1. აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აკადემიის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 16. აკადემიის ლიკვიდაცია
მუხლი 16. აკადემიის ლიკვიდაცია
+
აკადმიიის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს აკადემიის რექტორი.
მუხლი 17. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
მუხლი 17. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
+
აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 18. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 18. დასკვნითი დებულებანი
+
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, აკადემიის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, აკადემიის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 20.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1007. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.034.010.633.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2013.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №1007, 20.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.010.633 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71968/