,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.02.2008 ძალადაკარგული 05.11.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.10.003.000.962
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 11/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №18

2008 წლის 8 თებერვალი

 ქ. თბილისი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) შეიქმნას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა;

ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 20 ერთეულით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის დადგენილება  №114-სსმ III, №70, 08.05.2008წ; მუხ.745

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება  №232-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1775

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება  №27-სსმ III, №20, 20.02.2009წ; მუხ.245

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1628

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება  №5 7 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის მიზნით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ვ. გურგენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის დადგენილება  №114-სსმ III, №70, 08.05.2008წ; მუხ.745

2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება  №232-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1775

3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება  №27-სსმ III, №20, 20.02.2009წ; მუხ.245

4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1628

5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება  №5-სსმ III, №5, 18.01.2010წ; მუხ.30

6.  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება  №57-ვებგვერდი, 04.02.2011წ.


დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.

2. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.

3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.

5. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება  №5-სსმ III, №5, 18.01.2010წ; მუხ.30

    მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები

აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ბ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა;

გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური საკონტაქტო კომპიუტერული ბანკის შექმნა;

დ) ხელშეწყობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი ორგანიზაციებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში;

ე) თავისი კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სიძველეების, განძების, ხელნაწერების, არქივებისა და სხვა ისტორიული კულტურული ფასეულობების მოძიება და აღნუსხვა.

    მუხლი 3. აპარატის ფუნქციები

დასახული ამოცანების განსახორციელებლად აპარატი:

ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკეულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებთან, რომლებსაც მიღებული აქვთ მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეობა);

ბ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც ინიციატივას იჩენენ შექმნან ქართულენოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო წრეები, კლუბები, სკოლები, საზოგადოებრივი და საოჯახო ბიბლიოთეკები, ვიდეოთეკები, მხატვრული თვითმოქმედების წრეები და სხვ.;

გ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების განსამტკიცებლად თანამშრომლობს სახელმწიფო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კავშირებთან, საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებთან;

დ) უცხოეთში აგზავნის დელეგაციებისა და ჯგუფების შემადგენლობაში ქართული საზოგადოების წარმომადგენლებსა და ცალკეულ მოღვაწეებს. შესაბამისად, საქართველოში იწვევს დელეგაციებსა და ცალკეულ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალებში, კვირეულებში და სხვ.;

ე) ხელს უწყობს საქართველოს უმაღლეს და საშუალო სკოლებში საზღვარგარეთიდან სასწავლებლად თანამემამულეების, აგრეთვე დასასვენებლად ბავშვების მიღებას;

ვ) ხელს უწყობს თანამემამულეთათვის მრავალტირაჟიანი გაზეთების, ქართული ენის თვითმასწავლებლების, ლექსიკონების, სასაუბროების, ბროშურებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემას ქართულ და უცხო ენებზე. თანამშრომლობის საფუძველზე რეკომენდაციებს აძლევს ტელე-რადიო კომპანიებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის ქართული ტელე-რადიო მაუწყებლობის თაობაზე;

ზ) ახორციელებს თანამემამულეთა ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის ცენტრის საქმიანობის შესაბამისი თემატიკის წიგნების, პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტდისკებისა და სხვა პროდუქციის გაგზავნას;

თ) ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა დროსა და პირობებში მოხვედრილი ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მქონე ობიექტების მოძიებას, აღნუსხვასა და კატალოგების გამოცემას. ამ მიზნით აწყობს მიზნობრივ მივლინებებსა და გასვლებს უცხოეთის ქვეყნებში;

ი) ქმნის საინფორმაციო კომპიუტერულ ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული სხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ.

     მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა:

1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:

ა) პროგრამების დეპარტამენტი;

ბ) ანალიტიკის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დაპარტამენტი.

2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრი;

ბ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

გ) სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი;

დ) აპარატის უფროსი;

ე) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

ვ) დეპარტამენტის უფროსი;

ზ) მთავარი ბუღალტერი;

თ) მთავარი სპეციალისტი;

ი) სპეციალისტი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება  №232-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1775

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1628

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება  №5-სსმ III, №5, 18.01.2010წ; მუხ.30

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება  №5 7 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.

    მუხლი 5. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

3. (ამოღებულია) .

4. (ამოღებულია) .

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება  №5-სსმ III, №5, 18.01.2010წ; მუხ.30

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება  №5 7 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.

    მუხლი 6. აპარატის თანამშრომლები

1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

3. აპარატის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო მინისტრის წინაშე.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

№

თანამდებობა

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი

1

4

აპარატის უფროსი

1

5

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

2

6

დეპარტამენტის უფროსი

3

7

მთავარი ბუღალტერი

1

8

მთავარი სპეციალისტი

6

9

სპეციალისტი

4

 

სულ:

20

საქართველოს მთავრობის 200 8 წლის 7 მაისის დადგენილება   №1 14 - სსმ III, № 70 , 08 .0 5 .200 8 წ ; მუხ . 745

საქართველოს მთავრობის 200 8 წლის 3 დეკემბრის დადგენილება   № 232 - სსმ III, № 174 , 05 . 12 .200 8 წ ; მუხ . 1775

საქართველოს მთავრობის 200 9 წლის 18 თებერვლის დადგენილება   № 27 - სსმ III, № 20 , 20 . 02 .200 9 წ ; მუხ . 245

საქართველოს მთავრობის 200 9 წლის 13 ნოემბრის დადგენილება   № 207 - სსმ III, № 141 , 18 . 11 .200 9 წ ; მუხ . 1628

საქართველოს მთავრობის 20 10 წლის 12 იანვრის დადგენილება   № 5 - სსმ III, № 5 , 18 . 01 .20 10 წ ; მუხ . 30

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება  №5 7 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ““, №18, 08.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.000.962 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7204-6/