,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18
2008 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) შეიქმნას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა;
ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 22 ერთეულით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის მიზნით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.
2. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
5. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა №15ა.
მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები
აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ბ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა;
გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური საკონტაქტო კომპიუტერული ბანკის შექმნა;
დ) ხელშეწყობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი ორგანიზაციებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში;
ე) თავისი კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სიძველეების, განძების, ხელნაწერების, არქივებისა და სხვა ისტორიული კულტურული ფასეულობების მოძიება და აღნუსხვა.
მუხლი 3. აპარატის ფუნქციები
დასახული ამოცანების განსახორციელებლად აპარატი:
ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკეულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებთან, რომლებსაც მიღებული აქვთ მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეობა);
ბ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც ინიციატივას იჩენენ შექმნან ქართულენოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო წრეები, კლუბები, სკოლები, საზოგადოებრივი და საოჯახო ბიბლიოთეკები, ვიდეოთეკები, მხატვრული თვითმოქმედების წრეები და სხვ.;
გ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების განსამტკიცებლად თანამშრომლობს სახელმწიფო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კავშირებთან, საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებთან;
დ) უცხოეთში აგზავნის დელეგაციებისა და ჯგუფების შემადგენლობაში ქართული საზოგადოების წარმომადგენლებსა და ცალკეულ მოღვაწეებს. შესაბამისად, საქართველოში იწვევს დელეგაციებსა და ცალკეულ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალებში, კვირეულებში და სხვ.;
ე) ხელს უწყობს საქართველოს უმაღლეს და საშუალო სკოლებში საზღვარგარეთიდან სასწავლებლად თანამემამულეების, აგრეთვე დასასვენებლად ბავშვების მიღებას;
ვ) ხელს უწყობს თანამემამულეთათვის მრავალტირაჟიანი გაზეთების, ქართული ენის თვითმასწავლებლების, ლექსიკონების, სასაუბროების, ბროშურებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემას ქართულ და უცხო ენებზე. თანამშრომლობის საფუძველზე რეკომენდაციებს აძლევს ტელე-რადიო კომპანიებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის ქართული ტელე-რადიო მაუწყებლობის თაობაზე;
ზ) ახორციელებს თანამემამულეთა ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის ცენტრის საქმიანობის შესაბამისი თემატიკის წიგნების, პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტდისკებისა და სხვა პროდუქციის გაგზავნას;
თ) ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა დროსა და პირობებში მოხვედრილი ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მქონე ობიექტების მოძიებას, აღნუსხვასა და კატალოგების გამოცემას. ამ მიზნით აწყობს მიზნობრივ მივლინებებსა და გასვლებს უცხოეთის ქვეყნებში;
ი) ქმნის საინფორმაციო კომპიუტერულ ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული სხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ.
მუხლი 4. აპარატის შემადგენლობა
ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;
გ) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
დ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ე) სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი;
ვ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ზ) ბუღალტერი;
თ) მთავარი სპეციალისტი;
ი) წამყვანი სპეციალისტი.
მუხლი 5. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
3. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
4. აპარატის უფროსი:
ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას;
ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, გარდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;
გ) სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს;
დ) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრისათვის ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ვ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 6. აპარატის თანამშრომლები
1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. აპარატის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო მინისტრის წინაშე.
მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| თანამდებობა | რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 2 |
| აპარატის უფროსი | 1 |
| ბუღალტერი | 1 |
| მინისტრის მრჩეველი | 2 |
| მინისტრის თანაშემწე | 1 |
| მინისტრის მდივან-რეფერენტი | 1 |
| მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 2 |
| მთავარი სპეციალისტი | 4 |
| წამყვანი სპეციალისტი | 4 |
| დამხმარე პერსონალი | 3 |
| სულ: | 22 |
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18
დადგენილება №18
2008 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. თბილისი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) შეიქმნას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა;
ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 20 ერთეულით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის დადგენილება №114-სსმ III, №70, 08.05.2008წ; მუხ.745
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №232-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1775
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №27-სსმ III, №20, 20.02.2009წ; მუხ.245
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №207-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1628
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №5 7 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.
ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 22 ერთეულით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის მიზნით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის დადგენილება №114-სსმ III, №70, 08.05.2008წ; მუხ.745
2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №232-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1775
3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №27-სსმ III, №20, 20.02.2009წ; მუხ.245
4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №207-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1628
5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება №5-სსმ III, №5, 18.01.2010წ; მუხ.30
6. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №57-ვებგვერდი, 04.02.2011წ.
7. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
8. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის დადგენილება №78 - ვებგვერდი, 06.03.2012წ.
9. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №241 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
10. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 12.12.2012წ.
11. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №233 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.
2. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ლოგო (დანართი №1) და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
5. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა №15ა.
მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები
5. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება №5-სსმ III, №5, 18.01.2010წ; მუხ.30
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №233 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები🔗
აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ბ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა;
გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური საკონტაქტო კომპიუტერული ბაზის შექმნა;
დ) ხელშეწყობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში.
ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ბ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა;
გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური საკონტაქტო კომპიუტერული ბანკის შექმნა;
დ) ხელშეწყობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი ორგანიზაციებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში;
ე) თავისი კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სიძველეების, განძების, ხელნაწერების, არქივებისა და სხვა ისტორიული კულტურული ფასეულობების მოძიება და აღნუსხვა.
მუხლი 3. აპარატის ფუნქციები
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის დადგენილება №78 - ვებგვერდი, 06.03.2012წ.
მუხლი 3. აპარატის ფუნქციები🔗
დასახული ამოცანების განსახორციელებლად აპარატი:
ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დიასპორულ ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკეულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებთან, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული აქვთ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებ ის მიხედვით);
ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკეულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებთან, რომლებსაც მიღებული აქვთ მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეობა);
ბ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც ინიციატივას იჩენენ შექმნან ქართულენოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო წრეები, კლუბები, სკოლები, საზოგადოებრივი და საოჯახო ბიბლიოთეკები, ვიდეოთეკები, მხატვრული თვითმოქმედების წრეები და სხვ.;
გ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების განსამტკიცებლად თანამშრომლობს სახელმწიფო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კავშირებთან, საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებთან;
დ) უცხოეთში აგზავნის დელეგაციებისა და ჯგუფების შემადგენლობაში ქართული საზოგადოების წარმომადგენლებსა და ცალკეულ მოღვაწეებს. შესაბამისად, საქართველოში იწვევს დელეგაციებსა და ცალკეულ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალებში, კვირეულებში და სხვ.;
ე) ხელს უწყობს საქართველოს უმაღლეს და საშუალო სკოლებში საზღვარგარეთიდან სასწავლებლად თანამემამულეების, აგრეთვე დასასვენებლად ბავშვების მიღებას;
ვ) ხელს უწყობს თანამემამულეთათვის მრავალტირაჟიანი გაზეთების, ქართული ენის თვითმასწავლებლების, ლექსიკონების, სასაუბროების, ბროშურებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემას ქართულ და უცხო ენებზე. თანამშრომლობის საფუძველზე რეკომენდაციებს აძლევს ტელე-რადიო კომპანიებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის ქართული ტელე-რადიო მაუწყებლობის თაობაზე;
ზ) ახორციელებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დიასპორული ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის ცენტრის საქმიანობის შესაბამისი თემატიკის წიგნების, პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტდისკებისა და სხვა პროდუქციის გაგზავნას;
ზ) ახორციელებს თანამემამულეთა ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის ცენტრის საქმიანობის შესაბამისი თემატიკის წიგნების, პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტდისკებისა და სხვა პროდუქციის გაგზავნას;
თ) ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა დროსა და პირობებში მოხვედრილი ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მქონე ობიექტების მოძიებას, აღნუსხვასა და კატალოგების გამოცემას. ამ მიზნით აწყობს მიზნობრივ მივლინებებსა და გასვლებს უცხოეთის ქვეყნებში;
ი) ქმნის საინფორმაციო კომპიუტერულ ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული სხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ.
მუხლი 4. აპარატის შემადგენლობა
ი) ქმნის საინფორმაციო კომპიუტერულ ბაზას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული სხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ.
ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;
გ) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
დ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ე) სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი;
ვ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ზ) ბუღალტერი;
თ) მთავარი სპეციალისტი;
ი) წამყვანი სპეციალისტი.
მუხლი 5. აპარატის ხელმძღვანელობა
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის დადგენილება №78 - ვებგვერდი, 06.03.2012წ.
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
3. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
4. აპარატის უფროსი:
ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას;
ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, გარდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;
გ) სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს;
დ) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრისათვის ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ვ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 6. აპარატის თანამშრომლები
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა:🔗
1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) პროგრამების დეპარტამენტი;
ბ) ანალიტიკის დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დაპარტამენტი.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის (დანართი №2) შესაბამისად, აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
გ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
დ) დეპარტამენტის უფროსი;
ე) ფინანსური მენეჯერი;
ვ) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
ზ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
თ) პრესსპიკერი (მთავარი სპეციალისტი);
ი) მთავარი სპეციალისტი;
კ) სპეციალისტი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №232-სსმ III, №174, 05.12.2008წ; მუხ.1775
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №207-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1628
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება №5-სსმ III, №5, 18.01.2010წ; მუხ.30
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №5 7 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 12.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №233 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 5. აპარატის ხელმძღვანელობა🔗
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, მათ შორის, თანამემამულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დასკვნის გამცემი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით.
3. (ამოღებულია) .
4. (ამოღებულია) .
5. სახელმწიფო მინისტრი წინადადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, ცალკეულ შემთხვევებში, პირისთვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
6. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავს და ათავისუფლებს კონსულტანტს (კონსულტანტებს) ანაზღაურების გარეშე, საზოგადოებრივ საწყისებზე, თავისი უფლებამოსილების ვადით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება №5-სსმ III, №5, 18.01.2010წ; მუხ.30
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №5 7 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის დადგენილება №78 - ვებგვერდი, 06.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №241 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
მუხლი 6. აპარატის თანამშრომლები🔗
1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. აპარატის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო მინისტრის წინაშე.
მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა🔗
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
დანართი №1
დიასპორის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
ლოგო და აღწერილობა
ლოგო არის პირობითად სტილიზებული ხე, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ბუნების ნაწილს, ხეს, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები მიწაში.
ფესვი ნიშნავს საკუთარ ქვეყანასთან ძლიერ კავშირს (დაბადებას, დაფუძნებას, განვითარებას), ხოლო მერქანი ნიშნავს თვით არსებობის სიძლიერეს. ძლიერი მერქანი ეს არის ძლიერი არსებობის სიმტკიცე. ტოტები და ფოთლები, ეს არის სამყაროს გაშლა, სამყაროსთან შერწყმა, შესისხლხორცება სხვა სტიქიასთან (ამ შემთხვევაში, უცხო ქვეყანაში გასვლა).
მწვანე ფერი, ეს არის სიცოცხლის სიმბოლო, სიცოცხლის ნიშანი, სიცოცხლის დაწყება და განვითარება.
ცისფერი არის სიცოცხლის საწყისი, ანუ ძლიერი სტიქიების (წყლის და ჰაერის) საწყისი, საიდანაც ყოველი ცოცხალი არსება იღებს სათავეს.
ოქროსფერი და ლურჯი ფერების კონტრასტი ლოგოზე ქმნის მკვეთრ შეხამებას. ლოგოს უკანა პლანზე არის პლანეტის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც შედარებით ბუნდოვანია, რათა ხის სიმბოლო ჩანდეს წინა პლანზე.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება № 233 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
დანართი №2
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
საშტატო ნუსხა
№
| თანამდებობა |
რაოდენობა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
1
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
სახელმწიფო მინისტრი
1
2
აპარატის უფროსი
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
1
ბუღალტერი
3
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
1
მინისტრის მრჩეველი
2
მინისტრის თანაშემწე
4
დეპარტამენტის უფროსი
3
5
ფინანსური მენეჯერი
1
მინისტრის მდივან-რეფერენტი
6
სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი
4
7
სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე
1
მინისტრის მოადგილის თანაშემწე
2
8
პრესსპიკერი (მთავარი სპეციალისტი)
1
9
მთავარი სპეციალისტი
4
წამყვანი სპეციალისტი
4
დამხმარე პერსონალი
10
სპეციალისტი
3
სულ:
20
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის დადგენილება №114- სსმ III, №70, 08.05.2008 წ ; მუხ .745
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №232- სსმ III, №174, 05.12.2008 წ ; მუხ .1775
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №27- სსმ III, №20, 20.02.2009 წ ; მუხ .245
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №207- სსმ III, №141, 18.11.2009 წ ; მუხ .1628
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება №5- სსმ III, №5, 18.01.2010 წ ; მუხ .30
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №5 7 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 12.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №233 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
22
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.11.2013.
- როდის იქნა მიღებული „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ““?
- „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 08.02.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.010.10.003.000.962.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 12 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.11.2013.
- სად არის „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ““, №18, 08.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.000.962 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7204/