შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.02.2008 ძალადაკარგული 06.03.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.10.003.000.967
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 11/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23

2008 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესაბამისად:

1. შეიქმნას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.

2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 37 ერთეულით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტის მომზადება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის მიზნით.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება  №49-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.410

2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის დადგენილება  №130-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.880

 

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.

2. აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაცია; ყველა დევნილისა და ლტოლვილის და მათი შთამომავლების ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ინტეგრაციული პროცესების წარმართვა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების განხორციელება შესაბამისი წარმომადგენლების მეშვეობით ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში; ასევე, ამ რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან უწყებათა შორისი თანამშრომლობა.

3. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

4. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარდგენით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

6. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.

7. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №12.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის დადგენილება  №130-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.880

    მუხლი 2. აპარატის  ფუნქციები და ამოცანები

თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამშვიდობო პროცესის საინიციატივო წინადადებებისა და ფორმატების შემუშავება, შეთავაზება, სამშვიდობო პროცესის წარმართვა და მასში მონაწილეობა;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან დევნილებისა (იძულებით გადაადგილებულ პირთა) და ლტოლვილების უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

დ) მთავრობის სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება, განხორციელება; უწყებათაშორისი, ადგილობრივი, რეგიონალური თანამშრომლობის განხორციელება. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ინიციატივებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობა. შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება;

ე) საქართველოს მთავრობისათვის რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციების, პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და წარდგენა;

ვ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა უწყების მიზნების მისაღწევად;

თ) რეინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია;

ი) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკების წარმართვა და მასში მონაწილეობა;

კ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;

ლ) რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან და კავშირებული სპეციალური ფონდის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება, სათანადო პროგრამების ინიციირება, კოორდინირება და მათი განხორციელების ზედამხედველობა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის დადგენილება  №130-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.880

    მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხთა სამმართველო;

ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;

დ) რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის სამმართველო;

ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ვ) ანალიტიკური, ინფორმაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ზ) ადამიანის უფლებების დაცვის სამმართველო;

თ) ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების საკითხთა სამმართველო;

ი) რეინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამების შემუშავებისა და კოორდინაციის სამმართველო;

კ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.

2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად, აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი;

დ) სამმართველოს უფროსი;

ე) სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ვ) მთავარი სპეციალისტი;

ზ) უფროსი სპეციალისტი;

თ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

ი) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;

კ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე;

ლ) მთავარი ბუღალტერი;

მ) საქმეთა მმართველი;

ნ) სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი;

ო) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

პ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;

ჟ) დამხმარე პერსონალი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება  №49-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.410

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის დადგენილება  №130-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.880

    მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

3. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები:

ა) მოქმედებენ სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ აპარატის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენენ სახელმწიფო მინისტრს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, აგრეთვე ასრულებენ სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას შვებულების, მივლინების ან სხვა აუცილებელი მიზეზით მისი არყოფნის დროს.

4. აპარატის საქმიანობის უშუალო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე/აპარატის უფროსი:

5. მინისტრის მოადგილე/აპარატის უფროსი:

ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით;

ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ.

    მუხლი 5. აპარატის თანამშრომლები

სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 6. აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

სტრუქტურა, თანამდებობა

რაოდენობა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

4

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

4

სამმართველოს უფროსი

9

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1

მთავარი სპეციალისტი

10

უფროსი სპეციალისტი

13

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე

 

4

მთავარი ბუღალტერი

1

საქმეთა მმართველი

1

სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე

4

დამხმარე პერსონალი (დამლაგებელი)

2

 სულ:

57

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება  №49-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.410

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის დადგენილება  №130-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.880

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №23, 08.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.000.967 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7228-2/