საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (129)
შემდგომი ცვლილებები (122)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.010.857
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №560
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 და „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №1);
ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოების ნუსხა (დანართი №2);
გ) კურსანტთა ფულადი სარგოების ნუსხა (დანართი №3);
დ) სამოქალაქო თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №4);
ე) სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიების ნუსხა (დანართი №5);
ვ) სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №6);
ზ) სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №7);
თ) რისკის დონეების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა (დანართი №8);
ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი №9);
კ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №10) და აღნიშნულ ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეებს, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი 360 ლარის ოდენობით;
ლ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №11) და აღნიშნულ ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეებს, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი 138 ლარის ოდენობით;
მ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №12) და აღნიშნულ ქვედანაყოფში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეებს, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი 204 ლარის ოდენობით;
ნ) დანართი №13 და აღნიშნულ დანართში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოსამსახურე პირებს, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი 312 ლარის ოდენობით;
ო) სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №14) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი;
პ) სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №15) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი;
ჟ) სახმელეთო ჯარების ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონის ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №16) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 27 სექტემბრიდან მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი. (ამოქმედდეს 2007 წლის 27 სექტემბრიდან) .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 200 7 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1 661
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №758 - სსმ III, №173, 06.12.2007 წ., მუხ.1916
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
2. სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 120 ლარის ოდენობით.

3. სამხედრო-საჰაერო ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა თანამდებობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მათი ფუნქციების, საპასუხისმგებლო სამუშაოსა და მისი მოცულობის გათვალისწინებით, ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ დანამატი დანართი №6-ის მიხედვით.
4. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც იმსახურეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამით ან კონტრაქტის საფუძველზე იმსახურეს სამი წლისა და სამი თვის ვადით და კონტრაქტი შეუწყდათ ვადის გასვლის გამო, აგრეთვე, კონტრაქტის საფუძველზე იმსახურეს ოთხი წლის ვადით და ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს კონტრაქტის საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 138 ლარის ოდენობით.

5. სამხედრო მოსამსახურეებს, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქარველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის პირველი თებერვლის №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან მე-6 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი. შესაბამისი ფულადი კომპენსაციები არ მიეცემათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, კურსანტებს და რეზერვიდან ჩარიცხულ მსმენელებს.
6. სამხედრო მოსამსახურეებს სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულება განესაზღვროთ:
ა) საერთო საჯარისო, მეზღვაურთა და სამკურნალო სასურსათო იჯრები საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 5 ლარის ოდენობით;
ბ) მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 6.5 ლარის ოდენობით;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ზენორმატიული დატვირთვიდან გამომდინარე, საქვაბე კმაყოფაზე ყოფნისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 8.5 ლარის ოდენობით;
დ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში:
დ.ა.) საერთო საჯარისო შემადგენლობისთვის – 75 ლარის ოდენობით.
დ.ბ.) მფრინავთა შემადგენლობისთვის – 145 ლარის ოდენობით.
დ.გ.) მეზღვაურთა შემადგენლობისთვის – 85 ლარის ოდენობით.

61. ამ ბრძანების მე-6 პუნქტის ,,დ)“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შესაბამისი სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შრომის ანაზღაურება არ გაიცემა, საკომპენსაციო თანხა გაიცემა მომდევნო თვის ბოლოს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 28 თებერვლის ბრძანება №109- სსმ III, №35, 06.03.2008 წ., მუხ.375
7. კონტრაქტორების მიერ სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ორგანიზების განხორციელების შემთხვევაში კვების ყოველდღიური ნორმის ღირებულებას ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.
8. სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.
9. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით და სურვილს გამოთქვამენ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლაზე, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლის დღიდან ანაზღაურება განესაზღვროთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს იხდიდნენ გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით, გამოთქვეს სურვილი საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლაზე 2007 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლის დღიდან, კანონმდებლობით დადგენილი გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადის მე-12 თვის ჩათვლით, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრათ 57 ლარის ოდენობით, 2007 წლის პირველი ნოემბრიდან ანაზღაურება, ნაცვლად 57 ლარისა, განესაზღვროთ კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №638 - სსმ III, №154, 01.11.2007 წ., მუხ.1718
10. ოფიცერთა შემადგენლობას ოფიცრის თანამდებობაზე ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;
ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;
გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;
ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%;
ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%;
თ) 30 წელი და მეტი – 45%.
11. კაპრალთა და სერჟანტთა (მიჩმანთა) შემადგენლობას სამხედრო თანამდებობაზე ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;
ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;
გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;
ვ) 20 წელი და მეტი – 35%.
12. სამოქალაქო პირებს ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ნამსახურობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 5 წლამდე – 10%;
ბ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
გ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
დ) 15 წელი და მეტი – 30%.
13. სამოქალაქო პირებს საჯარო მოხელის საკლასო ჩინისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს – 40%;
ბ) I კლასის სახელმწიფო მრჩეველს, I კლასის მრჩეველს – 35%;
გ) სახელმწიფო მრჩეველს, II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის მრჩეველს – 30%;
დ) III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის რეფერენტს – 25%;
ე) საჯარო სამსახურის III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის რეფერენტს – 20%;
ვ) საჯარო სამსახურის III კლასის რეფერენტს – 15%.
14. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც გასულები არიან მუდმივი დისლოკაციის (დაბანაკების) პუნქტის გარეთ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, პოლიგონებზე, სათადარიგო აეროდრომებზე, მანევრებსა და წვრთნებზე, სამხედრო ამოცანათა დამუშავებისათვის, ახალი სამხედრო ტექნიკის შესწავლისა და ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით, რომელიც დამტკიცებულია ზემდგომი შტაბის სასწავლო გეგმით), ეძლევათ საველე ფული ყოველდღიური ანაზღაურების სახით თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ოდენობით.
15. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს საბრძოლო დავალების, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით, სამინისტროსათვის „მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე ერთჯერადი დახმარება.
16. სამხედრო მფრინავებს თანამდებობრივი სარგო მიეცეთ სამმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის სამ დღედ, ხოლო მფრინავი შემადგენლობის იმ მოსამსახურეებს, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ორმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის ორ დღედ. ამასთან, სამხედრო მფრინავებს, თითოეული საბრძოლო გაფრენისათვის, ეძლევათ დანამატი 72 ლარის ოდენობით.

17. სამხედრო მოსამსახურეებს პარაშუტით თითოეული ხტომისათვის ეძლევათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 2-დან 10-მდე – 0.5%;
ბ) 10-დან 50-მდე – 1%;
გ) 50-დან 300-მდე – 1.5%;
დ) 300-დან 500-მდე – 2%;
ე) 500-დან 1000-მდე – 2,5%;
ვ) 1000 და მეტი – 3%;
ზ) ინსტრუქტორ–პარაშუტისტებს მე-17 პუნქტში მითითებული დანამატი ეძლევათ წელიწადში არა უმეტეს 100, ხოლო სხვა სამხედრო მოსამსახურეებს არა უმეტეს 50 ხტომაზე. ინსტრუქტორ-პარაშუტისტებს დანამატი ეძლევათ 300 ნახტომის შესრულების შემდეგ.
18. სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს, ეძლევათ შემდეგი დანამატი:
ა) საზღვაო აკვატორიაში საბრძოლო მორიგეობისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისთვის – ერთი ლარის ოდენობით;
ბ) საბრძოლო მორიგეობისას, შეზღუდული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში ბაზაში დგომის ყოველი ერთი საათისათვის – 0.5 ლარის ოდენობით;
გ) ზღვაში ყოფნის ყველა სხვა შემთხვევაში (წვრთნები, მანევრები და ა.შ.) ყოველი ერთი საათისათვის – 0.3 ლარის ოდენობით.

19 სამხედრო მოსამსახურეებს ყოველ 10 მეტრ სიღრმეზე ერთი საათის განმავლობაში, წყალქვეშ შესრულებული სამუშაოებისათვის, ეძლევათ დანამატი – 54 ლარის ოდენობით.

20. იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისა და მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული კატეგორიის სამხედრო და სამოქალაქო პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
21. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს დაშიფვრაზე უწყვეტი მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 3 წლამდე – 10%;
ბ) 3-დან 6 წლამდე – 15%;
გ) 6 წელი და მეტი – 20%.
22. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს (გარდა უცხო ენის სპეციალისტებისა) უცხო ენების ცოდნისა და სამსახურში პრაქტიკული გამოყენებისათვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება მიეცეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) დასავლეთ ევროპული ერთი ენის ცოდნისათვის – 10%;
ბ) აღმოსავლეთ ქვეყნების ერთი ან დასავლეთ ევროპული ორი ენის ცოდნისათვის – 20%;
გ) აღმოსავლეთ ქვეყნების ორი ან დასავლეთ ევროპული სამი ენის ცოდნისათვის – 30%.
23. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს სამეცნიერო ხარისხისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით.
24. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარჩინებულ კურსანტებს ფრიადოსნობის განმავლობაში ფულადი სარგო ეძლევათ ორმაგი ოდენობით.
25. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არა უმეტეს ორი თვისა.
26. სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;
ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;
გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;
დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;
ე) 20 წელი და მეტი თორმეტმაგი.
კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას (გარდა ოფიცერთა შემადგენლობისა) ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება არ გაიცემა.
27. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე და ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ორმაგი ოდენობით.
28. სამოქალაქო პირებს, რომლებიც გათავისუფლებული არიან სამსახურიდან, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო – 1 თვის;
ბ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო – 2 თვის.
29. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო პენსიის უფლებით დათხოვნილი არიან ყოფილი სსრკ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან და სამხედრო სამსახურს გადიან საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას გასაცემი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაანგარიშების დროს მხედველობაში არ მიიღება ყოფილი სსრკ-ის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობის წლები.
30. იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომელთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე სითხეებთან, ქიმიურ, მომწამლავ, რადიაქტიულ და სხვა ნივთიერებებთან, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლებათ დღენახევრად და სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოები, ხოლო სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდებათ ერთნახევარი ოდენობით.
31. სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში.
32. სამხედრო მოსამსახურეებს, სამოქალაქო პირებს, თავდაცვის სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილ პენსიონერებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ ისარგებლონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით მისი დებულების შესაბამისად. როდესაც ჰოსპიტალში ვერ ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება იმ მიზეზით, რომ ჰოსპიტალს არ გააჩნია შესაძლებლობა ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გასაწევად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე ამ პუნქტში მითითებული პირების მიერ სამედიცინო მომსახურებით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარგებლობის შემთხვევები და წინაპირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
33. სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი არიან მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს – თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). რეზერვიდან სასწავლებლად ჩარიცხულ მსმენელებს უწესდებათ ყოველთვიური ფულადი სარგო – 276 ლარის ოდენობით.

34. სასწავლებლად (გრძელვადიანი მივლინებით) სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო შესაძლებელია მიეცეთ როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისი ქვეყნის ვალუტით ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
35. სამხედრო მოსამსახურეებს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის, ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლებათ ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში, ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. შესაბამისად ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში მიეცემათ სამმაგი ან ორმაგი ოდენობით.
36. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც ეძლევათ შესაბამისად ფულადი სარგოები ან თანამდებობრივი სარგო ერთნახევარი, ორმაგი ან სამმაგი ოდენობით – წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, ყველა სახის დახმარება, დანამატი, ჯილდო (პრემია) და პენსიის დასანიშნად ფულადი სარგოები უანგარიშდებათ ფულადი სარგოებისა და თანამდებობრივი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.
37. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ გასაცემლებზე ვალდებულებები წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნება.
38. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი;
ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი;
გ) მსუბუქი დაზიანება – 2000 ლარი.
დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.
39. სამოქალაქო პირმა, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილი იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) შრომისუნარიანობის სრული (100%) დაკარგვისას – 5000 ლარი;
ბ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (არანაკლებ 70%) დაკარგვისას – 3000 ლარი;
გ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (25%-60%-მდე) დაკარგვისას – 2000 ლარი;
დ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (25%-მდე) დაკარგვისას – 1000 ლარი.
40. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მის ოჯახს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1661
41. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო პირზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
42. ამ ბრძანების მე-40 და 41-ე პუნქტების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (შვილები) და სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილი (შვილები), ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში – მშობლები და სრულწლოვანი შვილი (შვილები). თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების დახმარებას მათი სახელით იღებს შვილების კანონიერი წარმომადგენელი.

43. ნამსახურობის დღეების დაანგარიშებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედება (მათ შორის – გამოცემული აქტი) სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გაასაჩივროს ნამსახურების დღეების გაზრდილი ოდენობით დაანგარიშების უფლების წარმოქმნიდან ერთი თვის ვადაში.
44. შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელი მოსამსახურეების თანამდებობრივი დასახელების ნუსხა და რაოდენობა, ამ თანამდებობისათვის სახელფასო განაკვეთის ოდენობა და საათობრივი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
45. თუ ამ ბრძანების მე-2, მე-3, მე-16, მე-20, 30-ე და 44-ე პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამის თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და შესაბამისად ამ ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე) შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება. მითითებული აქტის გამოცემის უფლება შეიძლება დელეგირებული იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.
46. სამოქალაქო პირებისათვის გასაცემ დანამატებზე (გარდა დანამატისა საკლასო ჩინზე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებები წარმოიქმნება მხოლოდ ამ ბრძანების ამოქმედების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
47. მე-4 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, თუ მათ ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელეს სამხედრო სამსახური კონტრაქტის საფუძველზე 2007 წლის 2 მარტამდე მე-4 პუქტით განსაზღვრული დანამატი ეძლევათ ამ ბრძანების ამოქმედების დღის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, და შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებები წარმოიქმნება ამ თარიღიდან. ხოლო იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დანამატს იღებდნენ ამ ბრძანების ამოქმედებამდე, მე-4 პუქტით განსაზღვრული დანამატი ეძლევათ ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან. კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სამსახურის გაგრძელებისას გასაფორმებელი კონტრაქტის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
48. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანება;
ბ) „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №143 ბრძანება.
49. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 27 სექტემბრიდან.
დ. კეზერაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1661
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №638 - სსმ III, №154, 01.11.2007 წ., მუხ.1718
3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №693 - სსმ III, №160, 15.11.2007 წ., მუხ.1772
4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №758 - სსმ III, №173, 06.12.2007 წ., მუხ.1916
5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 იანვრის ბრძანება №25- სსმ III, №7, 18.01.2008 წ., მუხ.80
7. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 28 თებერვლის ბრძანება №109- სსმ III, №35, 06.03.2008 წ., მუხ.375
დანართი №1
სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა
(ლარებში)
| № | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | კოდი | 1 |
| 1 | არმიის გენერალი | G-4 | 505 |
| 2 | გენერალ-ლეიტენენტი, ადმირალი | G -3 | 470 |
| 3 | გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი | G -2 | 460 |
| 4 | ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი | G -1 | 420 |
| 5 | პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი | v -7 | 360 |
| 6 | ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი | G -6 | 300 |
| 7 | მაიორი, III რანგის კაპიტანი | G -5 | 255 |
| 8 | კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი | G -4 | 220 |
| 9 | უფროსი ლეიტენანტი | G -3 | 205 |
| 10 | ლეიტენანტი | G -2 | 195 |
| 11 | უმცროსი ლეიტენანტი | G -1 | 180 |
| 12 | სერჟანტ-ლეიტენანტი, მიჩმან-ლეიტენანტი | S-9 | 165 |
| 13 | მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი | S-8 | 160 |
| 14 | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 155 |
| 15 | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი) |
S-6 | 150 |
| 16 | მასტერ -სერჟანტი, მასტერ -მიჩმანი | S-5 | 148 |
| 17 | უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი | S-4 | 146 |
| 18 | სერჟანტი, მიჩმანი | S-3 | 144 |
| 19 | უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი | S-2 | 142 |
| 20 | კაპრალი (სპეციალისტი), საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი) | S-1 | 138 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №2
სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოები
(ლარებში)
| № | საშტატო კოდი | ფულადი 1 | პირველი S-4 | 14 |
| 2 | მეორე S-3 | 12 | ||
| 3 | ეფრეიტორი S-2 | 10 | ||
| 4 | რიგითი S-1 | 7 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №3
კურსანტთა ფულადი სარგოები
(ლარებში)
| № | თანამდებობრი კოდი | ფულადი
|
|
|
1 | კურსანტი შ -4 | 14 | 17 | 19 | 22 | 24 | 26 | |||||
| 2 | კურსანტი შ -3 | 12 | 14 | 17 | 19 | 22 | 24 | ||||||||||
| 3 | კურსანტი შ -2 | 10 | 12 | 14 | 17 | 19 | 22 | ||||||||||
| 4 | კურსანტი | შ -1 | 7 | 10 | 12 | 14 | 17 | 19 | |||||||||
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №4
სამოქალაქო თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები
(ლარებში)
| N | თანამდებობები | კოდი | თანამდებობრივი შარგო |
| 1 | სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი | CP-15 | 2540 |
| 2 | სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი | CP-14 | 1760 |
| 3 | გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | CP-13 | 1640 |
| 4 | სამმართველოს უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი | CP-12 | 1460 |
| 5 | სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს მთავარი ბუღალტერი | CP-11 | 1340 |
| 6 | განყოფილების უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსი, კანცელარიის უფროსი, პროტოკოლის უფროსი, მინისტრის თანაშემწე | CP-10 | 1220 |
| 7 | განყოფილების უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, მინისტრის მოადგილის მრჩეველი | CP-9 | 1100 |
| 8 | ჯგუფის უფროსი, მინისტრის მოადგილის თანაშემწე, მთავარი რევიზორი, მთავარი ინსპექტორი | CP-8 | 1040 |
| 9 | უფროსი რევიზორი, რეფერენტი, უფროსი ინსპექტორი, მთავარი მენეჯერი, მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი (სამინიტროს მთავარი ბუღალტრის გარდა) | CP-7 | 980 |
| 10 | უფროსი იურისტკონსულტი, უფროსი ფინანსისტი, უფროსი ეკონომისტი, უფროსი ბუღალტერი, რევიზორი, ინსპექტორი, წამყვანი მენეჯერი, უფროსი სპეციალისტი | CP-6 | 920 |
| 11 | მენეჯერი, იურისტკონსულტი, მოლარე ხაზინადარი, პროგრამისტი, თარჯიმანი, სპეციალისტი, მდივან-რეფერენტი, უფროსი ლაბორანტი, ბუღალტერი, მუსიკოსი | CP-5 | 800 |
| 12 | მზარეული, მექანიკოსი, ელექტრომექანიკოსი, კორექტორი, ტექნიკოსი, ლაბორანტი, ადმინისტრატორი, ინსტრუქტორი, საწყობის უფროსი, მბეჭდავი, ოპერატორი, მედდა, აღმზრდელი, ოსტატი, არქივარიუსი, ბიბლიოთეკარი | CP-4 | 610 |
| 13 | შენობის კომენდანტი, ექსპედიტორი, მძღოლი, უმცროსი მედდა, დიასახლისი, სამედიცინო რეგისტრატორი, დეზინფექტორი, დამფასოებელი, ზეინკალი, ელექტრიკოსი | CP-3 | 590 |
| 14 | მკერავი, ტელეგრაფისტი, ტელეფონისტი, გრავიორი, ფოტოგრაფი, ხურო, მეუთოვე, მეწაღე, ფელდეგერი, სანიტარი, ძიძა | CP-2 | 570 |
| 15 | კურიერი, მეკუჭნავე, მეეზოვე, დარაჯი, მელიფტე, მებაღე, შვეიცარი, დამლაგებელი. | CP-1 | 555 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №5
სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიები
(ლარებში)
| № | შესაბამისი კოდი | ა | ბ | |
| 1 | არმიის G -4 | 1520 | 765 | |
| 2 | გენერალ G -3 | 1425 | 730 | |
| 3 | გენერალ G -2 | 1365 | 705 | |
| 4 | ბრიგადის G -1 | 1245 | 650 | |
| 5 | პოლკოვნიკი O -7 | 1100 | 570 | |
| 6 | ვიცე O -6 | 970 | 505 | |
| 7 | მაიორი O -5 | 760 | 410 | |
| 8 | კაპიტანი O -4 | 750 | 400 | |
| 9 | უფროსი O -3 | 745 | 395 | |
| 10 | ლეიტენანტი | O -2 | 740 | 390 |
| 11 | უმცროსი O -1 | 735 | 388 | |
| 12 | სერჟანტ S-9 | 730 | 385 | |
| 13 | მთავარი S-8 | 720 | 382 | |
| 14 | ბრიგადის S-7 | 715 | 380 | |
| 15 | ბატალიონის S-6 | 705 | 375 | |
| 16 | მასტერ S-5 | 690 | 370 | |
| 17 | უფროსი S-4 | 680 | 360 | |
| 18 | სერჟანტი S-3 | 670 | 355 | |
| 19 | უმცროსი S-2 | 660 | 352 | |
| 20 | კაპრალი S-1 | 655 | 350 | |
შენიშვნა
№
შესაბამისი
კოდი
დანამატი
1
მაიორი
O -5
510
2
კაპიტანი
O -4
570
3
უფროსი
O -3
600
4
ბატალიონის
S-6
732
5
მასტერ
S-5
744
6
უფროსი
S-4
762
7
სერჟანტი
S-3
780
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №7
სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ნუსხა
(ლარებში)
|
სამხედრო
წოდებრივი | 1 | არმიის G -4 | 120 | |
| 2 | გენერალ -3 | 110 | ||
|
|
| |||
| 3 | გენერალ G -2 | 100 | ||
| 4 | ბრიგადის
G -1 |
85 |
| |
| 5 | პოლკოვნიკი O -7 | 75 |
| |
| 6 | ვიცე
O -6 |
60 |
| |
| 7 | მაიორი O -5 | 50 |
| |
| 8 | კაპიტანი O -4 | 40 |
| |
| 9 | უფროსი O -3 | 30 |
| |
| 10 | ლეიტენანტი | O -2 | 25 |
|
| 11 | უმცროსი O -1 | 20 |
| |
| 12 | სერჟანტ
S-9 |
12 |
| |
| 13 | მთავარი S-8 | 11 |
| |
| 14 | ბრიგადის S-7 | 10 |
| |
| 15 | ბატალიონის S-6 | 8 |
| |
| 16 | მასტერ S-5 | 7 |
| |
| 17 | უფროსი S-4 | 6 |
| |
| 18 | სერჟანტი S-3 | 5 |
| |
| 19 | უმცროსი
S-2 |
4 |
| |
| 20 | კაპრალი
S-1 |
3 |
| |
| 21 | პირველი
S -4 |
- |
| |
| 22 | მეორე
S -3 |
- |
| |
| 23 | ეფრეიტორი S -2 | - |
| |
| 24 | რიგითი S -1 | - |
| |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №8
რისკის დონეების მიხედვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმები
(აშშ დოლარებში)
| № | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | გრძელვადიანი მივლინების თანხები | ||||
| ერაყი | ავღანეთი | კოსოვო | ||||
| გერმანიის კონტინგენტთან | თურქეთის კონტინგენტთან | |||||
| 1 | პოლკოვნიკი | 1 700 | 1 700 | 1 700 | 1 460 | |
| 2 | ვიცე-პოლკოვნიკი | 1 500 | 1 500 | 1 450 | 1 200 | |
| 3 | მაიორი | 1 300 | 1 300 | 1 200 | 1 000 | |
| 4 | კაპიტანი | 1 100 | 1 100 | 950 | 740 | |
| 5 | უფროსი ლეიტენანტი | 1 000 | 1 000 | 800 | 610 | |
| 6 | ლეიტენანტი | 980 | 980 | 780 | 590 | |
| 7 | უმცროსი ლეიტენანტი | 950 | 950 | 750 | 550 | |
| 8 | სერჟანტ-ლეიტენანტი | 930 | 930 | 730 | 900 | |
| 9 | მთავარი სერჟანტი | 900 | 900 | 690 | 860 | |
| 10 | ბრიგადის სერჟანტი | 870 | 870 | 650 | 820 | |
| 11 | ბატალიონის სერჟანტი | 850 | 850 | 620 | 790 | |
| 12 | მასტერ-სერჟანტი | 800 | 800 | 560 | 730 | |
| 13 | უფროსი სერჟანტი | 750 | 750 | 490 | 660 | |
| 14 | სერჟანტი | 700 | 700 | 430 | 600 | |
| 15 | უმცროსი სერჟანტი | 650 | 650 | 360 | 535 | |
| 16 | კაპრალი | 600 | 600 | 300 | 470 | |
| 17 | ვადიანი სამხედრო მოსამსახურე | 125 | 125 |
|
| |
| 18 | სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი (აღმოსავლური ენების თარჯიმანი) |
1 155 |
1 155 |
|
| |
შენიშვნა: ერთჯერადი დახმარებების გაანგარიშება განხორციელდება წინამდებარე თანხების გარეშე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №638 - სსმ III, №154, 01.11.2007 წ., მუხ.1718
დანართი №9
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების, სამედიცინო დაზღვევის, ოფისის დაქირავებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები
(აშშ დოლარებში)
| № | დასახელება | უცხოური ხარჯების | ანაზღაურების სამედიცინოდაზღვევა | ოფისის შენახვის სულ
| ||||
| 1 | შეიარაღებული ევრო | 1 300 | 700 | 700 | 2 500 | 5 200 | ||
| 2 | შეიარაღებული ევრო | 1 200 | 700 |
| 1 800 | 3 700 | ||
| 3 | შეიარაღებული ევრო | 1 200 | 700 |
| 1 700 | 3 600 | ||
| 4 | შეიარაღებული ევრო | 1 150 | 700 |
| 1 700 | 3 550 | ||
| 5 | შეიარაღებული ევრო | 1 150 | 700 |
| 1 700 | 3 550 | ||
| 6 | თავდაცვის აშშ 1 500 | 1 000 |
| 4 750 | 7 250 | |||
| 7 | თავდაცვის აშშ 1 400 | 1 000 |
| 1 500 | 3 900 | |||
| 8 | თავდაცვის ევრო | 1 150 | 700 |
| 2 000 | 3 850 | ||
| 9 | თავდაცვის ევრო | 1 050 | 700 |
| 1 700 | 3 450 | ||
| 10 | თავდაცვის ევრო | 1 150 | 700 |
| 2 000 | 3 850 | ||
| 11 | თავდაცვის ევრო | 1 050 | 700 |
| 1 700 | 3 450 | ||
| 12 | თავდაცვის აშშ 1 500 | 900 |
| 3 400 | 5 800 | |||
| 13 | თავდაცვის აშშ 1 350 | 900 |
| 1 500 | 3 750 | |||
| 14 | თავდაცვის ინგლისური გირვანქა სტერლინგი | 800 | 500 |
| 3 200 | 4 500 | ||
| 15 | თავდაცვის ინგლისური გირვანქა სტერლინგი | 700 | 500 |
| 1 700 | 2 900 | ||
| 16 | თავდაცვის აშშ 1 300 | 900 |
| 2 000 | 4 200 | |||
| 17 | თავდაცვის აშშ 1 150 | 900 |
| 1 500 | 3 550 | |||
| 18 | თავდაცვის ევრო | 1 250 | 700 |
| 2 700 | 4 650 | ||
| 19 | თავდაცვის ევრო | 1 150 | 700 |
| 1 500 | 3 350 | ||
| 20 | თავდაცვის აშშ 1 500 | 900 |
| 2 500 | 4 900 | |||
| 21 | თავდაცვის აშშ 1 350 | 900 |
| 1 500 | 3 750 | |||
| 22 | თავდაცვის აშშ 1 300 | 900 |
| 2 000 | 4 200 | |||
| 23 | თავდაცვის აშშ 1 150 | 900 |
| 1 500 | 3 550 | |||
| 24 | თავდაცვის აშშ 1 500 | 900 |
| 2 500 | 4 900 | |||
| 25 | თავდაცვის აშშ 1 350 | 900 |
| 2 000 | 4 250 | |||
| 26 | თავდაცვის აშშ 1 300 | 900 |
| 2 000 | 4 200 | |||
| 27 | თავდაცვის აშშ 1 150 | 900 |
| 1 500 | 3 550 | |||
| 28 | თავდაცვის აშშ 1 500 | 900 |
| 2 000 | 4 400 | |||
| 29 | თავდაცვის აშშ 1 350 | 900 |
| 1 500 | 3 750 | |||
| 30 | ნატო ევრო | 1 150 | 700 |
| 2 000 | 3 850 | ||
| 31 | შეიარაღებული აშშ 1 500 | 900 |
|
| 2 400 | |||
| 32 | შეიარაღებული ევრო | 1 150 | 700 | 150 | 2 000 | 4 000 | ||
| 33 | შეიარაღებული ევრო | 1 150 | 700 |
| 2 000 | 3 850 | ||
| 34 | შეიარაღებული აშშ 1 500 | 900 |
| 2 500 | 4 900 | |||
| 35 | საქართველოს ევრო | 1 300 | 700 | 700 | 2 500 | 5 200 | ||
| 36 | საქართველოს აშშ 1 300 | 900 |
| 2 000 | 4 200 | |||
შენიშვნა
სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება
1
სპეციალური დანიშნულების რაზმი
2
სპეციალური დანიშნულების სკოლა
3
საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი
სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები
4
ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეული
5
I ქვეითი ბრიგადის სადაზვევრო ასეული
6
მე-2 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული
7
მე-3 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული
8
მე-4 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული
9
მე-5 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 200 7 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1 661
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 იანვრის ბრძანება №25- სსმ III, №7, 18.01.2008 წ., მუხ.80
დანართი №11
სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა
| სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება | ||
| 1 | სპეციალური დანიშნულების რაზმი | |
| 2 | სპეციალური დანიშნულების სკოლა | |
| 3 | საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი | |
| სახმელეთო ჯარების ცალკეული ქვედანაყოფები | ||
| 4 | ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი | |
| 5 | ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი | |
| 6 | ცალკეული საინჟირნო-ქიმიური ბატალიონი | |
| საარტილერიო ბრიგადა | ||
| 7 | საარტილერიო ბრიგადის მმართველობა | |
| 8 | საარტილერიო ბრიგადის 152 მმ-იანი საჰაუბიცო "მსტა"-ს დივიზიონი | |
| 9 | საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი რეაქტიული დივიზიონი | |
| 10 | საარტილერიო ბრიგადის 152 მმ-იანი საჰაუბიცო "თ/ქ 2ს3"-ს დივიზიონი | |
| 11 | საარტილერიო ბრიგადის თ/მ დივიზიონი "დანა" | |
| 12 | საარტილერიო ბრიგადის დაცვის ასეული | |
| 13 | საარტილერიო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი | |
| 14 | საარტილერიო ბრიგადის მართვის ბატარეა | |
| 15 | საარტილერიო ბრიგადის ლოგისტიკის ბატალიონი | |
| 16 | საარტილერიო ბრიგადის სასწავლო ბატალიონი | |
| I ქვეითი ბრიგადა | ||
| 17 | I ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი | |
| 18 | I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი | |
| 19 | I ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეული | |
| 20 | I ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეული | |
| მე-2 ქვეითი ბრიგადა | ||
| 21 | მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი | |
| 22 | მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი | |
| 23 | მე-2 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეული | |
| 24 | მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეული | |
| მე-3 ქვეითი ბრიგადა | ||
| 25 | მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი | |
| 26 | მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი | |
| 27 | მე-3 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეული | |
| 28 | მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეული | |
| მე-4 ქვეითი ბრიგადა | ||
| 29 | მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი | |
| 30 | მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი | |
| 31 | მე-4 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეული | |
| 32 | მე-4 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეული | |
| მე-5 ქვეითი ბრიგადა | ||
| 33 | მე-5 ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონი | |
| 34 | მე-5 ქვეითი ბრიგადის 152 მმ-იანი საჰაუბიცო "მსტა"-ს დივიზიონი | |
| 35 | მე-5 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-საპონტონე ბატალიონი | |
| 36 | მე-5 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეული | |
| 37 | მე-5 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეული | |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 იანვრის ბრძანება №25- სსმ III, №7, 18.01.2008 წ., მუხ.80
დანართი №12
სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა
| ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი | |
| 1 | ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი |
| 2 | მე-10 კადრირებული ბრიგადა – კოჯრის რეზერვისტთა მომზადების ბაზა |
| 3 | მე-40 კადრირებული ბრიგადა – მუხროვანი რეზერვისტთა მომზადების ბაზა |
| 4 | 50-ე კადრირებული ბრიგადა – თელავის რეზერვისტთა მომზადების ბაზა |
| 5 | მე-20 კადრირებული ბრიგადა – სენაკის რეზერვისტთა მომზადების ბაზა |
| 6 | ეროვნული გვარდიის აჭარის ა.რ. – ქ. ბათუმის სამობილიზაციო შტაბი |
| 7 | ეროვნული გვარდიის აფხაზეთის ა.რ. სამობილიზაციო შტაბი |
| 8 | ეროვნული გვარდიის I თანრიგის სამობილიზაციო შტაბი |
| 9 | ეროვნული გვარდიის II თანრიგის სამობილიზაციო შტაბი |
| 10 | ეროვნული გვარდიის III თანრიგის სამობილიზაციო შტაბი |
დანართი №13
სტრუქტურული ქვედანაყოფი
| ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა | |
| 1. | სამოქალაქო შტატზე მომსახურე პირები |
დანართი №14
სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა
(ლარებში)
| № | სამხედრო დანამატი
პირველი
მეორე
მესამე
პირველი
მეორე
მესამე
№ | სახმელეთო შესაბამისი კოდი
დანამატი
სახმელეთო მთავარი S
I ბრიგადის S
II ბრიგადის S
III ბრიგადის S
IV ბრიგადის S
V ბრიგადის S
საარტილერიო ბრიგადის S
ცალკეული ბატალიონის S
ცალკეული ბატალიონის S
ცალკეული ბატალიონის S
ცალკეული ბატალიონის S
ცალკეული ბატალიონის S
ცალკეული ბატალიონის S
ცალკეული ბატალიონის S
ცალკეული ბატალიონის S
| |||
| № | შესაბამისი
დანამატი
მაიორი |
კაპიტანი |
უფროსი
მასტერ S
უფროსი S
სერჟანტი | S
უმცროსი S
კაპრალი | S
|
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.010.857
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №560
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 და „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №1);
ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოების ნუსხა (დანართი №2);
გ) კურსანტთა ფულადი სარგოების ნუსხა (დანართი №3);
დ) სამოქალაქო თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №4);
ე) სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიების ნუსხა (დანართი №5);
ვ) სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №6);
ზ) სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №7);
თ) რისკის დონეების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა (დანართი №8);
ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი №9);
კ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №10) და აღნიშნულ ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეებს, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი 360 ლარის ოდენობით;
ლ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №11) და აღნიშნულ ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეებს, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი 138 ლარის ოდენობით;
მ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №12) და აღნიშნულ ქვედანაყოფში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეებს, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი 204 ლარის ოდენობით;
ნ) დანართი №13 და აღნიშნულ დანართში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოსამსახურე პირებს, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი 312 ლარის ოდენობით;
ო) სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №14) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი;
პ) სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №15) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი;
ჟ) სახმელეთო ჯარების ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონის ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №16) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 27 სექტემბრიდან მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი. (ამოქმედდეს 2007 წლის 27 სექტემბრიდან) .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 200 7 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1 661
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №758 - სსმ III, №173, 06.12.2007 წ., მუხ.1916
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
2. სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 120 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 200 7 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1 661
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
3. სამხედრო-საჰაერო ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა თანამდებობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მათი ფუნქციების, საპასუხისმგებლო სამუშაოსა და მისი მოცულობის გათვალისწინებით, ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ დანამატი დანართი №6-ის მიხედვით.
4. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც იმსახურეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამით ან კონტრაქტის საფუძველზე იმსახურეს სამი წლისა და სამი თვის ვადით და კონტრაქტი შეუწყდათ ვადის გასვლის გამო, აგრეთვე, კონტრაქტის საფუძველზე იმსახურეს ოთხი წლის ვადით და ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს კონტრაქტის საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 138 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
5. სამხედრო მოსამსახურეებს, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქარველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის პირველი თებერვლის №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან მე-6 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი. შესაბამისი ფულადი კომპენსაციები არ მიეცემათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, კურსანტებს და რეზერვიდან ჩარიცხულ მსმენელებს.
6. სამხედრო მოსამსახურეებს სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულება განესაზღვროთ:
ა) საერთო საჯარისო, მეზღვაურთა და სამკურნალო სასურსათო იჯრები საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 5 ლარის ოდენობით;
ბ) მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 6.5 ლარის ოდენობით;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ზენორმატიული დატვირთვიდან გამომდინარე, საქვაბე კმაყოფაზე ყოფნისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 8.5 ლარის ოდენობით;
დ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში:
დ.ა.) საერთო საჯარისო შემადგენლობისთვის – 75 ლარის ოდენობით.
დ.ბ.) მფრინავთა შემადგენლობისთვის – 145 ლარის ოდენობით.
დ.გ.) მეზღვაურთა შემადგენლობისთვის – 85 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
61. ამ ბრძანების მე-6 პუნქტის ,,დ)“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შესაბამისი სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შრომის ანაზღაურება არ გაიცემა, საკომპენსაციო თანხა გაიცემა მომდევნო თვის ბოლოს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 28 თებერვლის ბრძანება №109- სსმ III, №35, 06.03.2008 წ., მუხ.375
7. კონტრაქტორების მიერ სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ორგანიზების განხორციელების შემთხვევაში კვების ყოველდღიური ნორმის ღირებულებას ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.
8. სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.
9. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით და სურვილს გამოთქვამენ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლაზე, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლის დღიდან ანაზღაურება განესაზღვროთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს იხდიდნენ გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით, გამოთქვეს სურვილი საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლაზე 2007 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლის დღიდან, კანონმდებლობით დადგენილი გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადის მე-12 თვის ჩათვლით, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრათ 57 ლარის ოდენობით, 2007 წლის პირველი ნოემბრიდან ანაზღაურება, ნაცვლად 57 ლარისა, განესაზღვროთ კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №638 - სსმ III, №154, 01.11.2007 წ., მუხ.1718
10. ოფიცერთა შემადგენლობას ოფიცრის თანამდებობაზე ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;
ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;
გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;
ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%;
ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%;
თ) 30 წელი და მეტი – 45%.
11. კაპრალთა და სერჟანტთა (მიჩმანთა) შემადგენლობას სამხედრო თანამდებობაზე ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;
ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;
გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;
ვ) 20 წელი და მეტი – 35%.
12. სამოქალაქო პირებს ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ნამსახურობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 5 წლამდე – 10%;
ბ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
გ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
დ) 15 წელი და მეტი – 30%.
13. სამოქალაქო პირებს საჯარო მოხელის საკლასო ჩინისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს – 40%;
ბ) I კლასის სახელმწიფო მრჩეველს, I კლასის მრჩეველს – 35%;
გ) სახელმწიფო მრჩეველს, II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის მრჩეველს – 30%;
დ) III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის რეფერენტს – 25%;
ე) საჯარო სამსახურის III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის რეფერენტს – 20%;
ვ) საჯარო სამსახურის III კლასის რეფერენტს – 15%.
14. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც გასულები არიან მუდმივი დისლოკაციის (დაბანაკების) პუნქტის გარეთ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, პოლიგონებზე, სათადარიგო აეროდრომებზე, მანევრებსა და წვრთნებზე, სამხედრო ამოცანათა დამუშავებისათვის, ახალი სამხედრო ტექნიკის შესწავლისა და ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით, რომელიც დამტკიცებულია ზემდგომი შტაბის სასწავლო გეგმით), ეძლევათ საველე ფული ყოველდღიური ანაზღაურების სახით თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ოდენობით.
15. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს საბრძოლო დავალების, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით, სამინისტროსათვის „მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე ერთჯერადი დახმარება.
16. სამხედრო მფრინავებს თანამდებობრივი სარგო მიეცეთ სამმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის სამ დღედ, ხოლო მფრინავი შემადგენლობის იმ მოსამსახურეებს, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ორმაგი ოდენობით და ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის ორ დღედ. ამასთან, სამხედრო მფრინავებს, თითოეული საბრძოლო გაფრენისათვის, ეძლევათ დანამატი 72 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
17. სამხედრო მოსამსახურეებს პარაშუტით თითოეული ხტომისათვის ეძლევათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 2-დან 10-მდე – 0.5%;
ბ) 10-დან 50-მდე – 1%;
გ) 50-დან 300-მდე – 1.5%;
დ) 300-დან 500-მდე – 2%;
ე) 500-დან 1000-მდე – 2,5%;
ვ) 1000 და მეტი – 3%;
ზ) ინსტრუქტორ–პარაშუტისტებს მე-17 პუნქტში მითითებული დანამატი ეძლევათ წელიწადში არა უმეტეს 100, ხოლო სხვა სამხედრო მოსამსახურეებს არა უმეტეს 50 ხტომაზე. ინსტრუქტორ-პარაშუტისტებს დანამატი ეძლევათ 300 ნახტომის შესრულების შემდეგ.
18. სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს, ეძლევათ შემდეგი დანამატი:
ა) საზღვაო აკვატორიაში საბრძოლო მორიგეობისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისთვის – ერთი ლარის ოდენობით;
ბ) საბრძოლო მორიგეობისას, შეზღუდული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში ბაზაში დგომის ყოველი ერთი საათისათვის – 0.5 ლარის ოდენობით;
გ) ზღვაში ყოფნის ყველა სხვა შემთხვევაში (წვრთნები, მანევრები და ა.შ.) ყოველი ერთი საათისათვის – 0.3 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
19 სამხედრო მოსამსახურეებს ყოველ 10 მეტრ სიღრმეზე ერთი საათის განმავლობაში, წყალქვეშ შესრულებული სამუშაოებისათვის, ეძლევათ დანამატი – 54 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
20. იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისა და მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული კატეგორიის სამხედრო და სამოქალაქო პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
21. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს დაშიფვრაზე უწყვეტი მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 3 წლამდე – 10%;
ბ) 3-დან 6 წლამდე – 15%;
გ) 6 წელი და მეტი – 20%.
22. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს (გარდა უცხო ენის სპეციალისტებისა) უცხო ენების ცოდნისა და სამსახურში პრაქტიკული გამოყენებისათვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება მიეცეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) დასავლეთ ევროპული ერთი ენის ცოდნისათვის – 10%;
ბ) აღმოსავლეთ ქვეყნების ერთი ან დასავლეთ ევროპული ორი ენის ცოდნისათვის – 20%;
გ) აღმოსავლეთ ქვეყნების ორი ან დასავლეთ ევროპული სამი ენის ცოდნისათვის – 30%.
23. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს სამეცნიერო ხარისხისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით.
24. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარჩინებულ კურსანტებს ფრიადოსნობის განმავლობაში ფულადი სარგო ეძლევათ ორმაგი ოდენობით.
25. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არა უმეტეს ორი თვისა.
26. სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;
ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;
გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;
დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;
ე) 20 წელი და მეტი თორმეტმაგი.
კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას (გარდა ოფიცერთა შემადგენლობისა) ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება არ გაიცემა.
27. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე და ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ორმაგი ოდენობით.
28. სამოქალაქო პირებს, რომლებიც გათავისუფლებული არიან სამსახურიდან, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო – 1 თვის;
ბ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო – 2 თვის.
29. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო პენსიის უფლებით დათხოვნილი არიან ყოფილი სსრკ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან და სამხედრო სამსახურს გადიან საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას გასაცემი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაანგარიშების დროს მხედველობაში არ მიიღება ყოფილი სსრკ-ის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობის წლები.
30. იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომელთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე სითხეებთან, ქიმიურ, მომწამლავ, რადიაქტიულ და სხვა ნივთიერებებთან, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლებათ დღენახევრად და სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოები, ხოლო სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდებათ ერთნახევარი ოდენობით.
31. სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში.
32. სამხედრო მოსამსახურეებს, სამოქალაქო პირებს, თავდაცვის სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილ პენსიონერებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ ისარგებლონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით მისი დებულების შესაბამისად. როდესაც ჰოსპიტალში ვერ ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება იმ მიზეზით, რომ ჰოსპიტალს არ გააჩნია შესაძლებლობა ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გასაწევად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე ამ პუნქტში მითითებული პირების მიერ სამედიცინო მომსახურებით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარგებლობის შემთხვევები და წინაპირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
33. სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი არიან მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს – თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). რეზერვიდან სასწავლებლად ჩარიცხულ მსმენელებს უწესდებათ ყოველთვიური ფულადი სარგო – 276 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
34. სასწავლებლად (გრძელვადიანი მივლინებით) სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო შესაძლებელია მიეცეთ როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისი ქვეყნის ვალუტით ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
35. სამხედრო მოსამსახურეებს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის, ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლებათ ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში, ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. შესაბამისად ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში მიეცემათ სამმაგი ან ორმაგი ოდენობით.
36. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც ეძლევათ შესაბამისად ფულადი სარგოები ან თანამდებობრივი სარგო ერთნახევარი, ორმაგი ან სამმაგი ოდენობით – წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, ყველა სახის დახმარება, დანამატი, ჯილდო (პრემია) და პენსიის დასანიშნად ფულადი სარგოები უანგარიშდებათ ფულადი სარგოებისა და თანამდებობრივი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.
37. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ გასაცემლებზე ვალდებულებები წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნება.
38. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი;
ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი;
გ) მსუბუქი დაზიანება – 2000 ლარი.
დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.
39. სამოქალაქო პირმა, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილი იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) შრომისუნარიანობის სრული (100%) დაკარგვისას – 5000 ლარი;
ბ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (არანაკლებ 70%) დაკარგვისას – 3000 ლარი;
გ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (25%-60%-მდე) დაკარგვისას – 2000 ლარი;
დ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (25%-მდე) დაკარგვისას – 1000 ლარი.
40. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მის ოჯახს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 200 7 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1 661
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1661
41. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო პირზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
42. ამ ბრძანების მე-40 და 41-ე პუნქტების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (შვილები) და სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილი (შვილები), ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში – მშობლები და სრულწლოვანი შვილი (შვილები). თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების დახმარებას მათი სახელით იღებს შვილების კანონიერი წარმომადგენელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 200 7 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1 661
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1661
43. ნამსახურობის დღეების დაანგარიშებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედება (მათ შორის – გამოცემული აქტი) სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გაასაჩივროს ნამსახურების დღეების გაზრდილი ოდენობით დაანგარიშების უფლების წარმოქმნიდან ერთი თვის ვადაში.
44. შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელი მოსამსახურეების თანამდებობრივი დასახელების ნუსხა და რაოდენობა, ამ თანამდებობისათვის სახელფასო განაკვეთის ოდენობა და საათობრივი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
45. თუ ამ ბრძანების მე-2, მე-3, მე-16, მე-20, 30-ე და 44-ე პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამის თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და შესაბამისად ამ ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე) შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება. მითითებული აქტის გამოცემის უფლება შეიძლება დელეგირებული იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.
46. სამოქალაქო პირებისათვის გასაცემ დანამატებზე (გარდა დანამატისა საკლასო ჩინზე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებები წარმოიქმნება მხოლოდ ამ ბრძანების ამოქმედების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
47. მე-4 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, თუ მათ ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელეს სამხედრო სამსახური კონტრაქტის საფუძველზე 2007 წლის 2 მარტამდე მე-4 პუქტით განსაზღვრული დანამატი ეძლევათ ამ ბრძანების ამოქმედების დღის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, და შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებები წარმოიქმნება ამ თარიღიდან. ხოლო იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დანამატს იღებდნენ ამ ბრძანების ამოქმედებამდე, მე-4 პუქტით განსაზღვრული დანამატი ეძლევათ ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან. კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სამსახურის გაგრძელებისას გასაფორმებელი კონტრაქტის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
48. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანება;
ბ) „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №143 ბრძანება.
49. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 27 სექტემბრიდან.
დ. კეზერაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1 661
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1661
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №638 - სსმ III, №154, 01.11.2007 წ., მუხ.1718
3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №693 - სსმ III, №160, 15.11.2007 წ., მუხ.1772
4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №758 - სსმ III, №173, 06.12.2007 წ., მუხ.1916
5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 იანვრის ბრძანება №25- სსმ III, №7, 18.01.2008 წ., მუხ.80
7. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 28 თებერვლის ბრძანება №109- სსმ III, №35, 06.03.2008 წ., მუხ.375
დანართი №1
სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა
(ლარებში)
№
შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი
კოდი
1
1
არმიის გენერალი
G-4
505
2
გენერალ-ლეიტენენტი, ადმირალი
G -3
470
3
გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი
G -2
460
4
ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი
G -1
420
5
პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი
v -7
360
6
ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი
G -6
300
7
მაიორი, III რანგის კაპიტანი
G -5
255
8
კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი
G -4
220
9
უფროსი ლეიტენანტი
G -3
205
10
ლეიტენანტი
G -2
195
11
უმცროსი ლეიტენანტი
G -1
180
12
სერჟანტ-ლეიტენანტი, მიჩმან-ლეიტენანტი
S-9
165
13
მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი
S-8
160
14
ბრიგადის სერჟანტი
S-7
155
15
ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი)
S-6
150
16
მასტერ -სერჟანტი, მასტერ -მიჩმანი
S-5
148
17
უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი
S-4
146
18
სერჟანტი, მიჩმანი
S-3
144
19
უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი
S-2
142
20
კაპრალი (სპეციალისტი), საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი)
S-1
138
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №2
სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოები
(ლარებში)
№
საშტატო
კოდი
ფულადი
1
პირველი
S-4
14
2
მეორე
S-3
12
3
ეფრეიტორი
S-2
10
4
რიგითი
S-1
7
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №3
კურსანტთა ფულადი სარგოები
(ლარებში)
№
თანამდებობრი
კოდი
ფულადი
1
კურსანტი
შ -4
14
17
19
22
24
26
2
კურსანტი
შ -3
12
14
17
19
22
24
3
კურსანტი
შ -2
10
12
14
17
19
22
4
კურსანტი
შ -1
7
10
12
14
17
19
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №4
სამოქალაქო თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები
(ლარებში)
(ლარებში)
N
თანამდებობები
კოდი
თანამდებობრივი
შარგო
1
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი
CP-15
2540
2
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი
CP-14
1760
3
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
CP-13
1640
4
სამმართველოს უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი
CP-12
1460
5
სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს მთავარი ბუღალტერი
CP-11
1340
6
განყოფილების უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსი, კანცელარიის უფროსი, პროტოკოლის უფროსი, მინისტრის თანაშემწე
CP-10
1220
7
განყოფილების უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, მინისტრის მოადგილის მრჩეველი
CP-9
1100
8
ჯგუფის უფროსი, მინისტრის მოადგილის თანაშემწე, მთავარი რევიზორი, მთავარი ინსპექტორი
CP-8
1040
9
უფროსი რევიზორი, რეფერენტი, უფროსი ინსპექტორი, მთავარი მენეჯერი, მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი (სამინიტროს მთავარი ბუღალტრის გარდა)
CP-7
980
10
უფროსი იურისტკონსულტი, უფროსი ფინანსისტი, უფროსი ეკონომისტი, უფროსი ბუღალტერი, რევიზორი, ინსპექტორი, წამყვანი მენეჯერი, უფროსი სპეციალისტი
CP-6
920
11
მენეჯერი, იურისტკონსულტი, მოლარე ხაზინადარი, პროგრამისტი, თარჯიმანი, სპეციალისტი, მდივან-რეფერენტი, უფროსი ლაბორანტი, ბუღალტერი, მუსიკოსი
CP-5
800
12
მზარეული, მექანიკოსი, ელექტრომექანიკოსი, კორექტორი, ტექნიკოსი, ლაბორანტი, ადმინისტრატორი, ინსტრუქტორი, საწყობის უფროსი, მბეჭდავი, ოპერატორი, მედდა, აღმზრდელი, ოსტატი, არქივარიუსი, ბიბლიოთეკარი
CP-4
610
13
შენობის კომენდანტი, ექსპედიტორი, მძღოლი, უმცროსი მედდა, დიასახლისი, სამედიცინო რეგისტრატორი, დეზინფექტორი, დამფასოებელი, ზეინკალი, ელექტრიკოსი
CP-3
590
14
მკერავი, ტელეგრაფისტი, ტელეფონისტი, გრავიორი, ფოტოგრაფი, ხურო, მეუთოვე, მეწაღე, ფელდეგერი, სანიტარი, ძიძა
CP-2
570
15
კურიერი, მეკუჭნავე, მეეზოვე, დარაჯი, მელიფტე, მებაღე, შვეიცარი, დამლაგებელი.
CP-1
555
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №5
სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიები
(ლარებში)
№
შესაბამისი
კოდი
ა
ბ
1
არმიის
G -4
1520
765
2
გენერალ
G -3
1425
730
3
გენერალ
G -2
1365
705
4
ბრიგადის
G -1
1245
650
5
პოლკოვნიკი
O -7
1100
570
6
ვიცე
O -6
970
505
7
მაიორი
O -5
760
410
8
კაპიტანი
O -4
750
400
9
უფროსი
O -3
745
395
10
ლეიტენანტი
O -2
740
390
11
უმცროსი
O -1
735
388
12
სერჟანტ
S-9
730
385
13
მთავარი
S-8
720
382
14
ბრიგადის
S-7
715
380
15
ბატალიონის
S-6
705
375
16
მასტერ
S-5
690
370
17
უფროსი
S-4
680
360
18
სერჟანტი
S-3
670
355
19
უმცროსი
S-2
660
352
20
კაპრალი
S-1
655
350
შენიშვნა
№
შესაბამისი
კოდი
დანამატი
1
მაიორი
O -5
510
2
კაპიტანი
O -4
570
3
უფროსი
O -3
600
4
ბატალიონის
S-6
732
5
მასტერ
S-5
744
6
უფროსი
S-4
762
7
სერჟანტი
S-3
780
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №7
სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ნუსხა
(ლარებში)
(ლარებში)
სამხედრო
წოდებრივი
1
არმიის
G -4
120
2
გენერალ
-3
110
3
გენერალ
G -2
100
4
ბრიგადის
G -1
85
5
პოლკოვნიკი
O -7
75
6
ვიცე
O -6
60
7
მაიორი
O -5
50
8
კაპიტანი
O -4
40
9
უფროსი
O -3
30
10
ლეიტენანტი
O -2
25
11
უმცროსი
O -1
20
12
სერჟანტ
S-9
12
13
მთავარი
S-8
11
14
ბრიგადის
S-7
10
15
ბატალიონის
S-6
8
16
მასტერ
S-5
7
17
უფროსი
S-4
6
18
სერჟანტი
S-3
5
19
უმცროსი
S-2
4
20
კაპრალი
S-1
3
21
პირველი
S -4
-
22
მეორე
S -3
-
23
ეფრეიტორი
S -2
-
24
რიგითი
S -1
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №812- სსმ III, №186, 28.12.2007 წ., მუხ.2093
დანართი №8
რისკის დონეების მიხედვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმები
(აშშ დოლარებში)
№
შესაბამისი თანამდებობის
წოდებრივი ზღვარი
გრძელვადიანი მივლინების თანხები
ერაყი
ავღანეთი
კოსოვო
გერმანიის
კონტინგენტთან
თურქეთის
კონტინგენტთან
1
პოლკოვნიკი
1 700
1 700
1 700
1 460
2
ვიცე-პოლკოვნიკი
1 500
1 500
1 450
1 200
3
მაიორი
1 300
1 300
1 200
1 000
4
კაპიტანი
1 100
1 100
950
740
5
უფროსი ლეიტენანტი
1 000
1 000
800
610
6
ლეიტენანტი
980
980
780
590
7
უმცროსი ლეიტენანტი
950
950
750
550
8
სერჟანტ-ლეიტენანტი
930
930
730
900
9
მთავარი სერჟანტი
900
900
690
860
10
ბრიგადის სერჟანტი
870
870
650
820
11
ბატალიონის სერჟანტი
850
850
620
790
12
მასტერ-სერჟანტი
800
800
560
730
13
უფროსი სერჟანტი
750
750
490
660
14
სერჟანტი
700
700
430
600
15
უმცროსი სერჟანტი
650
650
360
535
16
კაპრალი
600
600
300
470
17
ვადიანი სამხედრო მოსამსახურე
125
125
18
სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი (აღმოსავლური ენების თარჯიმანი)
1 155
1 155
შენიშვნა: ერთჯერადი დახმარებების გაანგარიშება განხორციელდება წინამდებარე თანხების გარეშე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №638 - სსმ III, №154, 01.11.2007 წ., მუხ.1718
დანართი №9
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების, სამედიცინო დაზღვევის, ოფისის დაქირავებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები
(აშშ დოლარებში)
№
დასახელება
უცხოური
ხარჯების
ანაზღაურების
სამედიცინოდაზღვევა
ოფისის
შენახვის
სულ
1
შეიარაღებული
ევრო
1 300
700
700
2 500
5 200
2
შეიარაღებული
ევრო
1 200
700
1 800
3 700
3
შეიარაღებული
ევრო
1 200
700
1 700
3 600
4
შეიარაღებული
ევრო
1 150
700
1 700
3 550
5
შეიარაღებული
ევრო
1 150
700
1 700
3 550
6
თავდაცვის
აშშ
1 500
1 000
4 750
7 250
7
თავდაცვის
აშშ
1 400
1 000
1 500
3 900
8
თავდაცვის
ევრო
1 150
700
2 000
3 850
9
თავდაცვის
ევრო
1 050
700
1 700
3 450
10
თავდაცვის
ევრო
1 150
700
2 000
3 850
11
თავდაცვის
ევრო
1 050
700
1 700
3 450
12
თავდაცვის
აშშ
1 500
900
3 400
5 800
13
თავდაცვის
აშშ
1 350
900
1 500
3 750
14
თავდაცვის
ინგლისური
გირვანქა
სტერლინგი
800
500
3 200
4 500
15
თავდაცვის
ინგლისური
გირვანქა
სტერლინგი
700
500
1 700
2 900
16
თავდაცვის
აშშ
1 300
900
2 000
4 200
17
თავდაცვის
აშშ
1 150
900
1 500
3 550
18
თავდაცვის
ევრო
1 250
700
2 700
4 650
19
თავდაცვის
ევრო
1 150
700
1 500
3 350
20
თავდაცვის
აშშ
1 500
900
2 500
4 900
21
თავდაცვის
აშშ
1 350
900
1 500
3 750
22
თავდაცვის
აშშ
1 300
900
2 000
4 200
23
თავდაცვის
აშშ
1 150
900
1 500
3 550
24
თავდაცვის
აშშ
1 500
900
2 500
4 900
25
თავდაცვის
აშშ
1 350
900
2 000
4 250
26
თავდაცვის
აშშ
1 300
900
2 000
4 200
27
თავდაცვის
აშშ
1 150
900
1 500
3 550
28
თავდაცვის
აშშ
1 500
900
2 000
4 400
29
თავდაცვის
აშშ
1 350
900
1 500
3 750
30
ნატო
ევრო
1 150
700
2 000
3 850
31
შეიარაღებული
აშშ
1 500
900
2 400
32
შეიარაღებული
ევრო
1 150
700
150
2 000
4 000
33
შეიარაღებული
ევრო
1 150
700
2 000
3 850
34
შეიარაღებული
აშშ
1 500
900
2 500
4 900
35
საქართველოს
ევრო
1 300
700
700
2 500
5 200
36
საქართველოს
აშშ
1 300
900
2 000
4 200
შენიშვნა
| სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება 1 სპეციალური დანიშნულების რაზმი 2 სპეციალური დანიშნულების სკოლა 3 საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები 4 ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეული 5 I ქვეითი ბრიგადის სადაზვევრო ასეული 6 მე-2 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული 7 მე-3 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული 8 მე-4 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული 9 მე-5 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 200 7 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №608 - სსმ III, №149, 24.10.2007 წ., მუხ.1 661 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 იანვრის ბრძანება №25- სსმ III, №7, 18.01.2008 წ., მუხ.80 დანართი №11 სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა
| სახმელეთო შესაბამისი | კოდი დანამატი | სახმელეთო მთავარი S I ბრიგადის S II ბრიგადის S III ბრიგადის S IV ბრიგადის S V ბრიგადის S საარტილერიო ბრიგადის S ცალკეული ბატალიონის S ცალკეული ბატალიონის S ცალკეული ბატალიონის S ცალკეული ბატალიონის S ცალკეული ბატალიონის S ცალკეული ბატალიონის S ცალკეული ბატალიონის S ცალკეული ბატალიონის S № შესაბამისი დანამატი მაიორი კაპიტანი უფროსი | მასტერ S უფროსი S სერჟანტი S უმცროსი S | კაპრალი S | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“, №560, 26.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.010.857 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/73030-7/