საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.045
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1179
2007 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
2. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
3. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №3).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
4. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №4).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის ბრძანება №576 - სსმ III, №96, 08.07.2008წ., მუხ.1063
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
41. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №5).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციის დაცვის სამმართველომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურმა, ამ ბრძანების გამოცემიდან სამი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყონ ამ ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის და ბეჭდის ნიმუშის (დამოწმებული ასლით) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ვიზიტორის ბარათის ფორმები მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №380 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ბეჭდის ფორმის დამტკიცების შესახებ“.
8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის ბრძანება №576 - სსმ III, №96, 08.07.2008წ., მუხ.1063
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – ცენტრალური აპარატი), შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობების დამტკიცებისა და გაცემის წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით.
2. ამ პუნქტში ჩამოთვლილ ტერმინებს წინამდებარე დანართის განმარტებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ (შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულება) მე-5 მუხლში აღნიშნული პირები, რომლებიც მსახურობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ბ) ამოღებულია;
გ) ამოღებულია;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა – ცენტრალური აპარატის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მტკიცდება წინამდებარე წესის შესაბამისად და გაიცემა მხოლოდ ამ წესის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 3. ამოღებულია🔗

მუხლი 4. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის რეკვიზიტები🔗
1. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;
ბ) დაკავებულ თანამდებობას;
გ) სახელს და გვარს;
დ) მფლობელის ბიომეტრიულ ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);
ე) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის პირად ნომერს;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს;
ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
თ) საჯარო დაწესებულების ბეჭედს;
ი) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
კ) დამცავ ნიშანს (შვიდქიმიან ვარსკვლავს);
ლ) დამცავ წარწერას (ფინანსთა სამინისტრო* MINISTRY OF FINANCE);
მ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) მითითებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების თაობაზე;
ო) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს (წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები „სფს“ (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
2. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, და „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე და გამოისახება საქართველოს სახელმწიფო გერბი.
მუხლი 5. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო🔗
ცენტრალური აპარატის შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე, შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 6. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები🔗
1. ამოღებულია.
2. ცენტრალური აპარატის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად) აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს მოთხოვნა (პატაკი) სამსახურებრივ-საშტატი იარაღის ტარების უფლებისა და შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თაობაზე;
ე) იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის, მან უნდა წარმოადგინოს კუთვნილი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან ასლი;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის პირველად მიღების შემთხვევაში ცენტრალური აპარატის შესაბამისად უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ უნდა გაიაროს შემოწმება შესაბამისად უფლებამოსილ დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის – შენახვის, ტარების და გამოყენების წესების ცოდნაზე და წარმოადგინოს შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული იარაღით მიზანში სროლაში დადებითი შეფასების თაობაზე ცნობა;
ზ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ, შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე (შესაბამისი ბეჭდის დასმაზე) უფლებამოსილი ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს რეესტრს, რომელშიც ასევე აისახება გადაწყვეტილება შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 7. თანხმობა შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე🔗
1. თანხმობას შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მისაღებად წარადგენს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი – ფინანსთა მინისტრის სახელზე. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ თანხმობის წარდგენა ხდება მხოლოდ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში.
2. ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (სპეციალური ბეჭდის დასასმელად).
მუხლი 8. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა🔗
შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა დასტურდება ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემით და სპეციალური ბეჭდის დასმით.
მუხლი 9. რეესტრის წარმოება🔗
ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი აწარმოებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემი:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის პირადი ნომერი;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) თანამდებობა და სახელმწიფო სპეციალური წოდება;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;
ე) სამსახურებრივ საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური ბეჭდის დასმაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელი, გვარი და სტატუსი;
ვ) სამსახურებრივ საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი საბუთის (შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის) მოქმედების ვადა;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
თ) მონაცამები ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე;
ი) სხვა მონაცემები დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით;
კ) მონაცემები შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
ლ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი პირის გვარი, ინიციალი, თანამდებობა და ხელმოწერა.
მუხლი 10. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები და წესი🔗
1. ამოღებულია.
2. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის შეცვლისას;
ბ) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თანამდებობის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების შეცვლისას;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლისას;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან დაზიანებისას;
ე) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვისას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 11. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის საფუძვლები🔗
შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას, თუ:
ა) თანამდებობის პირი დათხოვნილ იქნა დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებულია ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე;
გ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს აღარ უკავია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით.
მუხლი 12. ცენტრალური აპარატის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები🔗
ცენტრალური აპარატის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
დანართი 2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობების დამტკიცებისა და გაცემის წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით.
2. ამ პუნქტში ჩამოთვლილ ტერმინებს წინამდებარე დანართის განმარტებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ (შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულება) მე-5 მუხლში აღნიშნული პირები, რომლებიც მსახურობენ შემოსავლების სამსახურში და რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ბ) ამოღებულია;
გ) ამოღებულია;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მტკიცდება წინამდებარე წესის შესაბამისად და გაიცემა მხოლოდ ამ წესის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 3. ამოღებულია🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 4. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის რეკვიზიტები🔗
1. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;
ბ) დაკავებულ თანამდებობას (სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე აღნიშნული მოთხოვნა შესაძლოა შეიცვალოს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთათვის);
გ) სახელს და გვარს;
დ) მფლობელის ბიომეტრიულ ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);
ე) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის პირად ნომერს;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს;
ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
თ) საჯარო დაწესებულების ბეჭედს;
ი) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
კ) დამცავ ნიშანს (შვიდქიმიან ვარსკვლავს);
ლ) დამცავ წარწერას (ფინანსთა სამინისტრო* MINISTRY OF FINANCE);
მ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) მითითებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების თაობაზე;
ო) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს (წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები „შს“ (შემოსავლების სამსახური)).
2. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, და „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე და გამოისახება საქართველოს სახელმწიფო გერბი.
მუხლი 5. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო🔗
შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე, შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 6. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები🔗
1. ამოღებულია.
2. შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად) აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა;
დ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს მოთხოვნა (პატაკი) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ-საშტატი იარაღის ტარების უფლებისა და შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თაობაზე;
ე) იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის, მან უნდა წარმოადგინოს კუთვნილი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან ასლი;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის პირველად მიღების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ უნდა გაიაროს შემოწმება შესაბამისად უფლებამოსილ დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის – შენახვის, ტარების და გამოყენების წესების ცოდნაზე, და წარმოადგინოს შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული იარაღით მიზანში სროლაში დადებითი შეფასების თაობაზე ცნობა;
ზ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე (შესაბამისი ბეჭდის დასმაზე) უფლებამოსილი შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს რეესტრს, რომელშიც ასევე აისახება გადაწყვეტილება შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ან გაცემაზე უარის თაქმის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 7. თანხმობა შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე🔗
1. თანხმობას შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მისაღებად წარადგენს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი – შემოსავლების სამსახურის უფროსის სახელზე. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ თანხმობის წარდგენა ხდება მხოლოდ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში.
2. შემოსავლების სამსახურის უფროსის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (სპეციალური ბეჭდის დასასმელად).
მუხლი 8. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა🔗
შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა დასტურდება შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემით და სპეციალური ბეჭდის დასმით.
მუხლი 9. რეესტრის წარმოება🔗
შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი აწარმოებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემი:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის პირადი ნომერი;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) თანამდებობა და სახელმწიფო სპეციალური წოდება;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;
ე) სამსახურებრივ საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური ბეჭდის დასმაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელი, გვარი და სტატუსი;
ვ) სამსახურებრივ საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი საბუთის (შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის) მოქმედების ვადა;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
თ) მონაცამები ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე;
ი) სხვა მონაცემები დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით;
კ) მონაცემები შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
ლ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი პირის გვარი, ინიციალი, თანამდებობა და ხელმოწერა.
მუხლი 10. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები და წესი🔗
1. ამოღებულია.
2. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის შეცვლისას;
ბ) შემოსავლების სამსახურში თანამდებობის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების შეცვლისას;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლისას;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან დაზიანებისას;
ე) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვისას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 11. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის საფუძვლები🔗
შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას, თუ:
ა) თანამდებობის პირი დათხოვნილ იქნა დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებულია ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე;
გ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს აღარ უკავია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით.
მუხლი 12. შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები🔗
შემოსავლების სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
დანართი 3
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობების დამტკიცებისა და გაცემის წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით.
2. ამ პუნქტში ჩამოთვლილ ტერმინებს წინამდებარე დანართის განმარტებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ (შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულება) მე-5 მუხლში აღნიშნული პირები, რომლებიც მსახურობენ გენერალურ ინსპექციაში და რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ბ) ამოღებულია;
გ) ამოღებულია;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მტკიცდება წინამდებარე წესის შესაბამისად და გაიცემა მხოლოდ ამ წესის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 3. ამოღებულია🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 4. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის რეკვიზიტები🔗
1. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;
ბ) დაკავებულ თანამდებობას;
გ) სახელს და გვარს;
დ) მფლობელის ბიომეტრიულ ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);
ე) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის პირად ნომერს;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს;
ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
თ) საჯარო დაწესებულების ბეჭედს;
ი) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
კ) დამცავ ნიშანს (შვიდქიმიან ვარსკვლავს);
ლ) დამცავ წარწერას (ფინანსთა სამინისტრო* MINISTRY OF FINANCE);
მ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) მითითებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების თაობაზე;
ო) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს (წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები „სფს“ (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
2. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე და გამოისახება საქართველოს სახელმწიფო გერბი.
მუხლი 5. გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო🔗
გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე, შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 6. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები🔗
1. ამოღებულია.
2. გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად) აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა;
დ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს მოთხოვნა (პატაკი) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ-საშტატი იარაღის ტარების უფლებისა და შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თაობაზე;
ე) იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის მან უნდა წარმოადგინოს კუთვნილი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან ასლი;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის პირველად მიღების შემთხვევაში გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ უნდა გაიაროს შემოწმება შესაბამისად უფლებამოსილ დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის – შენახვის, ტარების და გამოყენების წესების ცოდნაზე, და წარმოადგინოს შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული იარაღით მიზანში სროლაში დადებითი შეფასების თაობაზე ცნობა;
ზ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე (შესაბამისი ბეჭდის დასმაზე) უფლებამოსილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს რეესტრს, რომელშიც ასევე ინახება გადაწყვეტილება შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 7. თანხმობა შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე🔗
1. თანხმობას შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მისაღებად წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი – ფინანსთა მინისტრის სახელზე. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ თანხმობის წარდგენა ხდება მხოლოდ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში.
2. ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (სპეციალური ბეჭდის დასასმელად).
მუხლი 8. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა🔗
შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემით და სპეციალური ბეჭდის დასმით.
მუხლი 9. რეესტრის წარმოება🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი აწარმოებს გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემი:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის პირადი ნომერი;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) თანამდებობა და სახელმწიფო სპეციალური წოდება;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;
ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური ბეჭდის დასმაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელი, გვარი და სტატუსი;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი საბუთის (შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის) მოქმედების ვადა;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
თ) მონაცამები ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე;
ი) სხვა მონაცემები დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით;
კ) მონაცემები შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
ლ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი პირის გვარი, ინიციალი, თანამდებობა და ხელმოწერა.
მუხლი 10. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები და წესი🔗
1. ამოღებულია.
2. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის შეცვლისას;
ბ) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თანამდებობის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების შეცვლისას;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლისას;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან დაზიანებისას;
ე) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვისას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 11. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის საფუძვლები🔗
შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას, თუ:
ა) თანამდებობის პირი დათხოვნილ იქნა დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებულია ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე;
გ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს აღარ უკავია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით.
მუხლი 12. გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები🔗
გენერალური ინსპექციის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
დანართი №4
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის ბრძანება №576 - სსმ III, №96, 08.07.2008წ., მუხ.1063
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობების დამტკიცებისა და გაცემის წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის ბრძანება №576 - სსმ III, №96, 08.07.2008წ., მუხ.1063
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით.
2. ამ პუნქტში ჩამოთვლილ ტერმინებს წინამდებარე დანართის განმარტებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ (შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულება) მე-5 მუხლში აღნიშნული პირები, რომლებიც მსახურობენ სახაზინო სამსახურში და რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ბ) ამოღებულია;
გ) ამოღებულია;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა – სახაზინო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მტკიცდება წინამდებარე წესის შესაბამისად და გაიცემა მხოლოდ ამ წესის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 3. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 4. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის რეკვიზიტები🔗
1. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;
ბ) დაკავებულ თანამდებობას;
გ) სახელს და გვარს;
დ) მფლობელის ბიომეტრიულ ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);
ე) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის პირად ნომერს;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს;
ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
თ) საჯარო დაწესებულების ბეჭედს;
ი) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
კ) დამცავ ნიშანს (შვიდქიმიან ვარსკვლავს);
ლ) დამცავ წარწერას (ფინანსთა სამინისტრო* MINISTRY OF FINANCE);
მ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) მითითებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების თაობაზე;
ო) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს (წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები „სფს“ (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
2. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე და გამოისახება საქართველოს სახელმწიფო გერბი.
მუხლი 5. სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო🔗
სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 6. სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები🔗
1. ამოღებულია.
2. სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (შესაბამისი ბეჭდის დასასმელად) აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა;
დ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს მოთხოვნა (პატაკი) სამსახურებრივ-საშტატი იარაღის ტარების უფლებისა და შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თაობაზე;
ე) იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის მან უნდა წარმოადგინოს კუთვნილი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი სამბუთის დედანი ან ასლი;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის პირველად მიღების შემთხვევაში სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ უნდა გაიაროს შემოწმება შესაბამისად უფლებამოსილ დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის – შენახვის, ტარების და გამოყენების წესების ცოდნაზე, და წარმოადგინოს შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული იარაღით მიზანში სროლაში დადებითი შეფასების თაობაზე ცნობა;
ზ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე (შესაბამისი ბეჭდის დასმაზე) უფლებამოსილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს რეესტრს, რომელშიც ასევე ინახება გადაწყვეტილება შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის (შესაბამისი ბეჭდის დასმის) ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 7. თანხმობა შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე🔗
1. თანხმობას შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მისაღებად წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი – ფინანსთა მინისტრის სახელზე. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ თანხმობის წარდგენა ხდება მხოლოდ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში.
2. ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (სპეციალური ბეჭდის დასასმელად).
მუხლი 8. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა🔗
შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემით და სპეციალური ბეჭდის დასმით.
მუხლი 9. რეესტრის წარმოება🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი აწარმოებს სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემი:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის პირადი ნომერი;
ბ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) თანამდებობა და სახელმწიფო სპეციალური წოდება;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;
ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური ბეჭდის დასმაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სახელი, გვარი და სტატუსი;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი საბუთის (შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის) მოქმედების ვადა;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
თ) მონაცამები ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე;
ი) სხვა მონაცემები დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით;
კ) მონაცემები შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
ლ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი პირის გვარი, ინიციალი, თანამდებობა და ხელმოწერა.
მუხლი 10. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები და წესი🔗
1. ამოღებულია.
2. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის შეცვლისას;
ბ) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თანამდებობის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების შეცვლისას;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლისას;
დ) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან დაზიანებისას;
ე) შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვისას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 11. შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის საფუძვლები🔗
შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას თუ:
ა) თანამდებობის პირი დათხოვნილ იქნა დისციპლინური ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებულია ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე;
გ) შესაბამისად უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს აღარ უკავია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით.
მუხლი 12. სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები🔗
სახაზინო სამსახურის შესაბამისად უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
დანართი №5
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – საგამოძიებო სამსახური) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა (შემდგომში – მოსამსახურე) სამსახურებრივი მოწმობის ფორმას და გაცემის წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2010წ., მუხ.1725
მუხლი 2. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის რეკვიზიტები🔗
1. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;
ბ) დაკავებულ თანამდებობას;
გ) სახელს და გვარს;
დ) მფლობელის ბიომეტრიულ ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);
ე) სამსახურებრივი მოწმობის პირად ნომერს;
ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
ზ) საგამოძიებო სამსახურის ბეჭედს;
თ) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
ი) დამცავ ნიშანს (საგამოძიებო სამსახურის ემბლემას);
კ) დამცავ წარწერას (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური);
ლ) მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) მითითებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების თაობაზე;
ნ) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს (წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები „სს“ (საგამოძიებო სამსახური).
2. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის პირველ გვერდზე გამოისახება საგამოძიებო სამსახურის ემბლემა.
3. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, “თ“, „ი“ და “ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე და გამოისახება საქართველოს სახელმწიფო გერბი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
მუხლი 3. სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო🔗
საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეებზე მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
მუხლი 4. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები🔗
1. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა გაიცემა პირის დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური ბეჭედის დასმით) აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) მოსამსახურეს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა;
დ) მოსამსახურეს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს მოთხოვნა (პატაკი) სამსახურებრივ-საშტატი იარაღის ტარების უფლებისა და შესაბამისად მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თაობაზე;
ე) იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის მან უნდა წარმოადგინოს კუთვნილი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან ასლი;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის პირველად მიღების შემთხვევაში მოსამსახურემ უნდა გაიაროს შემოწმება საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ პირებთან ცეცხლსასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის შენახვის, ტარების და გამოყენების წესების ცოდნაზე და იარაღით მიზანში სროლაზე და წარმოადგინოს შესაბამისად საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დადებითი შეფასების დასკვნა იარაღის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
მუხლი 5. თანხმობა მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე🔗
1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაცია მიმართავს საგამოძიებო სამსახურის უფროსს.
2. საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციას საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (სპეციალური ბეჭდის დასასმელად).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
მუხლი 6. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა🔗
მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა დასტურდება საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის მიერ საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემით და სპეციალური ბეჭდის დასმით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
მუხლი 7. რეესტრის წარმოება🔗
საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაცია აწარმოებს მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:
ა) მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის პირადი ნომერი;
ბ) მოსამსახურის სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მოსამსახურის თანამდებობა და სახელმწიფო სპეციალური წოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;
ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი საბუთის მოქმედების ვადა;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ზ) მონაცემები ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე;
თ) სხვა მონაცემები დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით;
ი) მონაცემები შესაბამისად მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
კ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი პირის გვარი, ინიციალი, თანამდებობა და ხელმოწერა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
მუხლი 8. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები🔗
1. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის შეცვლისას;
ბ) თანამდებობის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების შეცვლისას;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლისას;
დ) მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან დაზიანებისას;
ე) მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვისას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სავალდებულოა საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციაში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
მუხლი 9. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის საფუძვლები🔗
მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას, თუ:
ა) მოსამსახურე დათხოვნილ იქნა დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებულია ინფორმაცია მოსამსახურის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე;
გ) მოსამსახურეს აღარ უკავია ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
მუხლი 10. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები🔗
მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №198 - სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.435
მუხლი 11. გარდამავალი დებულება🔗
ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოწმობების გაცემა განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 თებერვლამდე. ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოწმობების გაცემამდე ძალას ინარჩუნებს ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №779 - სსმ III, №147, 30.11.2009წ., მუხ.1725
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.10.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1179. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.22.033.011.045.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2010.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №1179, 29.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.045 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/73894/