საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.11.2007 ბოლო ცვლილება 15.01.2024
ნომერი
№1106
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.138
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 28/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №1106

+

2007 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 აპრილის ბრძანება №76/ნ - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №37 დადგენილების მე-5 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 აპრილის ბრძანება №76/ნ - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია


თავი I. ზოგადი დებულებები

+

    მუხლი 1. წესდების რეგულირების სფერო

+

„წ ინამდებარე წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) მიზნებს, ამოცანებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის პრინციპებს, მართვის ორგანოების სტატუსს, უფლებამოსილებებს, პერსონალის სახეებს, უფლება- მოვალეობებს, მათი დანიშვნისა და არჩევის წესს, სტუდენტთა უფლებებს, უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 აპრილის ბრძანება №76/ნ - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

    მუხლი 2. უნივერსიტეტის სტატუსი

+

1. უნივერსიტეტი არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და სხვა სახის საქმიანობას.

2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

3. უნივერსიტეტის აღსანიშნავად სრული დასახელების გარდა გამოიყენება ასევე შემოკლებული სახელწოდება „ბსუ“.

4. სამართლებრივ და სხვა სახის ურთიერთობებში შემოკლებული და სრული სახელწოდების გამოყენებისას მათ თანაბარი მნიშვნელობა გააჩნიათ.

5. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, სხვადასხვა სახის ბლანკები და შტამპები, საკუთარი სიმბოლოები, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. უნივერსიტეტის მისამართია: ქ. ბათუმი 6010, ნინოშვილის ქ. №35.

7. უნივერსიტეტი ფლობს და სარგებლობს საკუთარი ვებ-გვერდით ინტერნეტში: www.bsu.edu.ge.

8. (ამოღებულია - 12.10.2012, №227/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 აპრილის ბრძანება №76/ნ - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

 

თავი II. უნივერსიტეტის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი

+

საფუძველი და მიმართულებები

    მუხლი 3. უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები

+

1. უნივერსიტეტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:

 

ა)მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ბაკალავრის , დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის , მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების   მომზადება ;

 

ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრ ი ნციპის დანერგვა და განხორციელება;

დ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება;

ე ) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრული ინტეგრაცია;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება;

ზ) კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომზადების/ გადამზადების მოკლევადიან ი საგანმანათლებლო პროგრამებ ი ს/კურსებ ი ს განხორციელება ;

თ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. იმ პროგრამების ერთობლივად განხორციელება, რომელთათვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.

2. უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტებით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, წინამდებარე წესდებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

    მუხლი 4. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

+

თავისი მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

ა) სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების განხორციელება;

ბ) (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

დ) საგამომცემლო საქმიანობა;

ე) დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა;

ვ) კვალიფიკაციის ამაღლების ა და გადამზადების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების შექმნა და განხორციელება;

ზ) უნივერსიტეტი უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს (სამეწარმეო და არასამეწარმეო) იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაც არსებითად არ ემსახურება სამეწარმეო მიზნებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

 

თავი III უნივერსიტეტის სტრუქტურა

+

    მუხლი 5. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები

+

1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, საუნივერსიტეტო მნიშვნელობის სასწავლო, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ერთეულებისაგან.

2. (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

3. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

4. უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულ ებ ის დებულებებს, შესაბამისი მმართველი სუბიექტის წარდგინებით განიხილავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5. (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

 

თავი IV უნივერსიტეტის მართვის პრინციპები და ორგანოები

+

    მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები

+

   1. უნივერსიტეტი მართვის პროცესში უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური  პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებასა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში;
დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის აკადემიური, ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესისა და სხვა ნიშნით;
ე) უნივერსიტეტში არჩევნებისა და კონკურსების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას;
ვ) სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ზ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, ღიაობას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი მიღების შესაძლებლობას;
თ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, ღიაობას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი მიღების შესაძლებლობას.
2. სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 7. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები

+

უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

    მუხლი 8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილებანი

+

1. უნივერსიტეტის   უმაღლესი წარმომადგენლობითი    ორგანოა   აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც 4 წლის ვადით აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. (ამოღებულია - 17.10.2017, №182/ნ).

3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს ჰყავს ერთი წარმომადგენელი.

4. აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტების ან/და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

ბ​1) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ბ​2) განსაზღვრავს და ახორციელებს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ;

ბ​3) უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო   საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

ბ​4) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

ბ​5) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

ბ​6) უნივერსიტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახურის   წარდგინებით განიხილავს   და   ამტკიცებს   უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;

ბ​7) ფაკულტეტის  წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

ბ​8) ამტკიცებს უნივერსიტეტის დროშას, გერბსა და  ჰიმნს.

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
   ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ი​1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) საბჭოების წარდგინებით;

ი​2) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) საბჭოების წარდგინებით;

კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

ლ) ფაკულტეტის საბჭოს ან /და დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;

მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

ნ) აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოტივირებული წინადადებით მიმართავს წარმომადგენლობით საბჭოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

ო) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

პ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ჟ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;

ს) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ათავისუფლებს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;

ტ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს რეგლამენტით;

უ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის/ფაკულტეტების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან ახალი ფაკულტეტის შექმნის შესახებ და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;

ფ) პერიოდულად ისმენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშს;

ქ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ღ) სიითი შემადგენლობის ორი მესამედით იღებს ამ წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

ყ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს რეგლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

შ) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ. მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

ჩ)  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4​1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

4​2. (ამოღებულია - 26.11.2013, №184/ნ).

5. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება და წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება № 184/ ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი

+

1. აკადემიური საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილების სმიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.

2. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ .

3. აკადემიური საბჭოს სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.

4. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. აკადემიური საბჭოს სხდომებს უძღვება რექტორი – აკადემიური საბჭოს თავ მ ჯდომარე რექტორის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს სხდომას შეიძლება გაუძღვეს საბჭოს წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე.

6. აკადემიური საბჭო გამოსცემს დადგენილებას , რომელსაც აქვს ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მნიშვნელობა და ხელს აწერს რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (სხდომის თავმჯდომარე) . გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

7. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი აკადემიური საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით.

8. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (სხდომის თავმჯდომარე) და საბჭოს ( სხდომის) მდივანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილება

+

1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

2. (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

3. წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;

თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით;

კ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელ ი ს კანდიდატურას;

ლ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

მ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს:

მ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

მ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს/წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

მ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; 

მ.დ) აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის წესს;

 

ნ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

 

ო) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ჟ) ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას, აგრეთვე განცხადებას და მიმართვას, რომელსაც ხელს აწერს სპიკერი.

5. (ამოღებულია - 17.06.2013, №69/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის ბრძანება № 69/ნ - ვებგვერდი, 18.06.2013წ.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

 

    მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი

+

1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით .

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს უძღვება სპიკერი ან მისივე დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. სპიკერის არყოფნის შემთხვევაში კი საბჭოს წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე.

6. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

6​1. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

    მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი

+

1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან, მისივე უფლებამოსილების ვადით ირჩევს სპიკერს, რომელიც თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) (ამოღებულია - 14.06.2016; №70/ნ );

ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

ზ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით დადგენილი სხვა შემთხვევა.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული თანამდებობის პირს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

    მუხლი 13. რექტორის სტატუსი და უფლებამოსილება

+

1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. რექტორი წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში.

2. რექტორი:

ა ) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს და შეთანხმებებს. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ბ ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ;

გ) გამოსცემს ბრძანებებს რექტორის მოადგილეების, დეკანის მოადგილეების, აკადემიური პერსონალის, მეცნიერთანამშრომელთა, აკადემიური საბჭოს სამდივნოს, რექტორის აპარატის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პერსონალის, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროში დასაქმებული პირების, მასწავლებლების და სხვა მოწვეული სპეციალისტების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

გ​1) უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

დ) მესამე პირებთან ურთიერთობისას უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის მიზნით უნივერსიტეტის თანამშრომლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს წარმომადგენლობი თ უფლებამოსილებას ;

ე ) პერიოდულად ისმენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირთა ინფორმაციებს, ატარებს სხდომებს, რომლებზეც ისმენს სხდომებზე დასასწრებად მოწვეული უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმაციებს სასწავლო და სამეცნიერო პროცესის, საშინაო და საგარეო საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

3 . რექტორის საქმიანობის ხელშეწყობისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება რექტორის აპარატი , რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება რექტორის აპარატის დებულებით .

4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 14. რექტორის მოადგილე (მოადგილეები)

+

1. რექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.

2. (ამოღებულია - 12.10.2012, №227/ნ).

3. რექტორის მოადგილის (მოადგილეების) კომპეტენცია დამატებით განისაზღვრება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

    მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სტატუსი და უფლებამოსილება

+

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უნივესიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;

ე ​1) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) უნივერსიტეტის წესდებისა და უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს დამხმარე პერსონალის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს ;

კ) უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს აკადემიურ სფეროში საქმიანობისათვის მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას;

ლ) ამ წესდებით განსაზღვრული დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს შტატგარეშე დამხმარე პერსონალს, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს და განსაზღვრავს მათი შრომის ანაზრაურების წესსა და ოდენობას;

მ) რექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას, რომელსაც ადგენს ადმინისტრაციის, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სტრუქტურებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული  უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად.

ნ) მესამე პირებთან ურთიერთობისას უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის მიზნით უნივერსიტეტის თანამშრომლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს წარმომადგენლობი თ უფლებამოსილებას ;

ო) ახორციელებს წესდებით, შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.

4. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 16. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

+

1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ს სისტემატური შეფასების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, იგი მოქმედებს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, წინამდებარე წესდები ს ა და სამსახურის დებულები ს შესაბამისად , რომელსაც სამსახურის ხელმძღვანელის წარდინებით განიხილავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) ხელს უწყობს  უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით, აგრეთვე, კვლევის ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას, კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით;

ბ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა);

დ) უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფს შეფასების შიდა და გარე პროცედურებს;

ე) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ) უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ახორციელებს სტუდენტთა მობილობის, კრედიტ-სატრანსფერო სისტემის გამოყენების, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროში (მათ შორის სტუდენტთა გაცვლის შესახებ) ხელშეკრულებების დადების  კოორდინაციას;

ზ) უზრუნველყოფს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

თ) ასრულებს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ამავე უნივერისტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც 4 (ოთხი) წლის ვადით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელი დამატებითი მოთხოვნები. 

4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

 

თავი V ფაკულტეტი და ფაკულტეტის მართვის ორგანოებ ი

+

    მუხლი 17. ფაკულტეტი

+

1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება, დეპარტამენტი და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.

2. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. ფაკულტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, წესდებისა და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად ახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხებს.

4. ფაკულტეტის რეორგანიზაციის შემთხვევაში მის წარმომადგენლებს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებში უწყდებათ წევრის სტატუსი და ცხადდება არჩევნები რეორგანიზებული ფაკულტეტის/ფაკულტეტების წარმომადგენელთა ასარჩევად. არჩევნების ჩატარებამდე საბჭოები მუშაობას განაგრძობენ ძველი შემადგენლობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 18. ფაკულტეტის მართვის ორგანოები

+

ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

    მუხლი 19. ფაკულტეტის საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილება

+

1. ფაკულტეტის საბჭო შედგება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა გან და ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან, რომელთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის ¼ -ზე ნაკლები.

2. (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

3. ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას , საგანმანათლებლო და სამეცნიერო -კვლევით პროგრამებს ;

ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) უფლებამოსილია , დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის , დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან /და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ ქვე პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

ზ) ირჩევს ფაკულტეტის დეკანს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ს, ხოლო დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ფაკულტეტის საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.

5. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს აგრეთვე განცხადება და წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს დეკანი.

6. (ამოღებულია - 12.10.2012, №227/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი

+

1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის დებულებით“.

2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები იმართება ფაკულტეტის საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომის მოწვევ ა შესაძლებელია ფაკულტეტის დეკან ი ს, ფაკულტეტის საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის ან უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით.

3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი.

5. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა.

6. ფაკულტეტის საბჭო თავისი შემადგენლობიდან წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საბჭოს მდივანს.

7. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ფორმდება ოქმი, ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესის მიხედვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 21. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტატუსი და უფლებამოსილება

+

1. უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;

ბ) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დადგენილი წესით;

გ) ახორციელებს ფაკულტეტზე სტუდენტთა მობილობისა და კრედიტ-სატრანსფერო სისტემის სწორი გამოყენების ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს უნივერსიტეტისს ავტორიზაციის/ აკრედიტაციის პროცესისათვის შესაბამის ფაკულტეტზე განსახორციელებელ ღონისძიებებს ;

ე) ასრულებს კანონმდებლობითა და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად 4 (ოთხი) წლის ვადით აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან დოქტორის ხარისხის მქონე ასისტენტ პროფესორი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

 

  მუხლი 22. ფაკულტეტის დეკანის სტატუსი და უფლებამოსილება

+

1. ფაკულტეტის დეკანი არის ფაკულტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ფაკულტეტს, უძღვება ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას და წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. დეკანად 4 წლის ვადით ფაკულტეტის საბჭოს მიერ აირჩევა ამავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორჯერ. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს.

3. დეკანის არჩევნები ცხადდება კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. არჩევნები ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების მე-6 თავით დადგენილი წესის შესაბამისად. კანდიდატმა საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია.

4. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას , საგანმანათლებლო და სამეცნიერო -კვლევით პროგრამებს ;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს. დეკანის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მისი დავალებით ერთ-ერთი წევრი ან ფაკულტეტის საბჭოს წევრთაგან არჩეული აკადემიური პირი ;

ზ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

5. (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

    მუხლი 23. ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (მოადგილეები)

+

1. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეკანის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორი.

2. (მოღებულია - 12.10.2012, №227/ნ).

3. დეკანის მოადგილეების რაოდენობა, მათი ფუნქციები და კომპეტენცია განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.

4. დეკანის მოადგილე ასრულებს დეკანის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელობს ფაკულტეტის საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებს და ასრულებს დეკანის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

    მუხლი 24. სადისერტაციო საბჭო

+

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით, პროფესორებისაგან და ასოცირებული პროფესორებისაგან. მათ გარდა, ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.
2. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
3. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

 

თავი V ​1

+

    უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, მისი მართვის, საქმიანობისა და აკადემიურ საბჭოში/წარმომადგენლობით საბჭოში წარმომადგენლების არჩევის წესი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

მუხლი 24​1.  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის უფლებამოსილება

დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით  ერთეულს  უფლება აქვს განახორციელოს:
ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;            
გ)  უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
გ.ა) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;
გ.ბ) ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან;
გ.გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში;
დ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად:
დ.ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე, სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;
დ.ბ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო კვლევით ღონისძიებებში;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების დებულებებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

მუხლი 24​2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.
2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად.  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა,  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

მუხლი 24 ​3.უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  საბჭო

+

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.
2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;
გ) ასრულებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.
4. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

    მუხლი 24​4. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს  განმეორებითი უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს მიერ უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე. 

3.უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ერთმა და იმავე პირმა უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

მუხლი 24​5. აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან წარმომადგენლების არჩევის წესი

1. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან შედის ერთი წარმომადგენელი.
2. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ აირჩევა სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი.
3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ადმინისტრაციული და სამეცნიერო პერსონალის მიერ  წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩევა სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი.
4. დაუშვებელია:
ა) ერთი და იგივე პირი იყოს ორი ან მეტი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში;
ბ) ერთი და იგივე პირი იყოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში, ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში;
გ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი აირჩიონ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად;
დ) პირს, რომელსაც უნივერსიტეტში უკავია ერთდროულად აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობები, წარმოადგენდეს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებში როგორც შესაბამის ფაკულტეტს, ასევე სამეცნიერო-კვლევით ერთეულს.
5. აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან წარმომადგენლების არჩევნების ჩატარების წესი დგინდება უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
6. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან წარმომადგენლების არჩევნები გარდა ამ მუხლითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რეგულირდება წინამდებარე წესდების VI თავით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

 

თავი VI

+

უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევის წესი

    მუხლი 25. არჩევნების გამოცხადება

+

1. უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს რექტორი, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო თავისი გადაწყვეტილებით.

2. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას დაწესებულების თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის, ფაკულტეტებზე.

    მუხლი 26. საარჩევნო კომისია

+

1 . უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება სა უნივერსიტეტ ო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიები.

2. სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან. სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისიისა და სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 3 . საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.

 4. სა უნივერსიტეტ ო და სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებ ები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.

5. სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. სა უნივერსიტეტ ო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

6. კომისიის პირველივე სხდომაზე , საუნივერსიტეტო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი ფარული კენჭისყრით და დამსწრეთა უმრავლესობით . კომისიის მდივანი ადგენს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და სხდომის ოქმებს , რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შესულ კორესპონდენციას , რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის ცნობებს , ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

7. შესაძლებელია საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიების წევრები (თავმჯდომარე , მდივანი და კომისიის სხვა წევრები ) თავიანთი ფუნქციების შესრულებისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას , რომლის ოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

    მუხლი 27. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია

+

1. საფაკულტეტო საარჩევნო კომისია იქმნება რექტორის ბრძანებით. მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. საფაკულტეტო საარჩევნო კომისიაში შედის შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.

2. საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

3. სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 28. ინტერესთა შეუთავსებლობა

+

სა უნივერსიტეტ ო და სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, აგრეთვე უნივერსიტეტის მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 29. მართვის ორგანოებში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი

+

1. კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.

2. მართვის ორგანოებში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება არანაკლებ 5 სამუშაო დღით. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი აღმოფხვრას კანდიდატთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადაში.

3. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების, ასევე საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვის ვადები და წესი განისაზღვრება საარჩევნო დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 30. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი

+

1. (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

3. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ რაოდენობას, მაშინ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ამ თავით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა არჩევნების ჩატარებას.

4. ფაკულტეტის საბჭოში აირჩევიან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში წარმომადგენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

5. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 31. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი და შემადგენლობა

+

1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ თავით დადგენილი წესით.

3. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობით  საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

4. წარმ ომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით, ფაკულტეტებზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის რაოდენობის პროპორციულად.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიური საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ ი, ასევე უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან ამ წესდებით განსაზღვრული წესით არჩეული წარმომადგენელი.

6. წარმომადგენლობით საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები , აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები .”

7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

8. (ამოღებულია - 12.10.2012, №227/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

    მუხლი 32. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი

+

     1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის ასისტენტი.

2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს  წარმომადგენლობით საბჭოში  ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, გარდა ასისტენტისა.

3. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია.

4. (ამოღებულია - 24.05.2019, №93/ნ).

5. (ამოღებულია - 24.05.2019, №93/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 33. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა, სპიკერისა და მდივნის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

+

1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ ი სხდომა მო იწვევ ა უნივერსიტეტის რექტორი ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ამავე სხდომაზე ხდება ახალარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა.

3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ფარული კენჭისყრით , საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს . კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.

4. წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის ა, ინიშნება ახალი არჩევნები, რომელიც ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

5. უნივერსიტეტის სპიკერ ი ს არჩევიდან 2 კვირის ვადაში, მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციას სარეგისტრაციოდ წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ს.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან ამ საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერისა და მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 34. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

+

1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) ამ დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;

ვ) (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

2. დაუშვებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი აკადემიური პერსონალის წევრის ნაცვლად არჩეულ იქნეს სტუდენტი და პირიქით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 35. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

+

1. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

1 ​1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან შედის ამ წესდებით განსაზღვრული წესით არჩეული თითო წარმომადგენელი.

2. (ამოღებულია - 24.05.2019, №93/ნ).

3. (ამოღებულია - 24.05.2019, №93/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

 

    მუხლი 36. აკადემიური საბჭოს ამომრჩეველი, აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

+

1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

2. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას.

3 . აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ)სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) იმ ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება, საიდანაც არჩეულია აკადემიურ საბჭოში;

ვ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავებ ა.

4. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტარდება არჩევნები უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადი თ შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად.

5. რექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება აკადემიური საბჭოს წევრ ის სტატუსი .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

    მუხლი 37. რექტორის არჩევნების გამოცხადება

+

1. რექტორის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

3. განცხადება უნდა განთავსდეს შესაბამისი დაწესებულების ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 38. უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის რეგისტრაცია

+

1. უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.  

2. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება არჩევნების გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კანდიდატთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.

 

3. კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია.

4. პირი, რომელსაც უნივერსიტეტში ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რექტორობის კანდიდატად შეიძლება დარეგისტრირდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

5. (ამოღებულია - 24.05.2019, №93/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 39. რექტორის არჩევა

+

1. რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ ერთ კვირაში იმართება უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები.

2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

3. კანდიდატი სამოქმედო გეგმას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს საჯაროდ.

4. უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. დაუშვებელია რექტორი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.

5. რექტორის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია.

6.  რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 27 მაისის ბრძანება № 60/ ნ - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 40. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა

+

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ.

2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და არჩევნების ჩატარების თარიღი, ასევე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს აქტით.

3. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს არანაკლებ 5 სამუშაო დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს კანდიდატთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადაში.

3​1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელძღვანელის კანდიდატურის განცხადებების რეგისტრაციას და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია .

4. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს 20 დღის ვადაში, ეცნობა კანდიდატურებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 41. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ

+

1. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და შედეგების შეჯამებას ამ თავის შესაბამისად უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. კომისია არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს ახალი ან იგივე კანდიდატურა.

4. კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.

6. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

7. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა უნივერსიტეტში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

8. (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 42. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა

+

1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.

2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის განცხადებაში მიეთითება კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსანტი. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უნივერსიტეტის პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა.

3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

4. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კანდიდატურას.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა.

6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები.

7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურ ებ ის განცხადებების რეგისტრაციას ა და აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოს სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია.

8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელ ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 43. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა

+

1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს.

2. ფაკულტეტს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა.

3. ფაკულტეტის საბჭო კანდიდატურის/კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით.

4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში.

5. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.

    მუხლი 44. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია

+

1. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.

2. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატებს, ფაკულტეტის ამომრჩევლებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად.

3. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.

4. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ:

ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;

ბ) ადმინისტრაციულ პერსონალს.

5. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა.

6. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, ან რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს უნივერსიტეტში ან ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ქონებას.

7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება არ ა აქვს დაუსაბუთებ ე ლ ი უარი უთხრას კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის უნივერსიტეტის ფართით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის უნივერსიტეტის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარი არის წერილობითი ფორმის და მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში საჩივრდება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 45. აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს საარჩევნო სიები

+

1. საარჩევნო სიებს ადგენს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი.

2. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე.

3. უნივერსიტეტის სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიტანება ყველა პირი , რომელიც ირიცხება უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტად.

4. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ - პროფესორი.

5. აკადემიური პერსონალი შეიტანება იმ ფაკულტეტის საარჩევნო სიაში, რომლის აკადემიურ თანამდებობის პირსაც წარმოადგენს.

6. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, სტუდენტის ბილეთის ან აკადემიური მოსწრების წიგნაკის ნომერი – სტუდენტი ამომრჩევლისათვის, ხოლო აკადემიური პერსონალის შემთხვევაში არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების, შრომითი ხელშეკრულების ნომერი, უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.

7. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში ან იმავე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეტანა.

 

8. ამომრჩეველთა სიაში არ შეიყვანება უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსშეჩერებული პირები.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

    მუხლი 46. საარჩევნო ბიულეტენი

+

1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.

2. საარჩევნო ბიულეტენები მზადდება და იბეჭდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით.

3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცალ-ცალკე. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:

ა) უნივერსიტეტისა და შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება;

ბ) მართვის ორგანო, რომლის არჩევნებისთვის არის განკუთვნილი;

გ) ვისთვის არის საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი – აკადემიური პერსონალის თუ სტუდენტთათვის;

დ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.

4. დაუშვებელია ერთი კონკრეტული მართვის ორგანოს არჩევისას ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემ ა.

5. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა სტუდენტზე პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან/და აკადემიური მოსწრების წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე – პირადობის მოწმობის, უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 47. საარჩევნო ყუთი

+

1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიებ ი უზრუნველყოფ ილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთებით. თითოეულ საარჩევნო კომისიას წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისათვის გადაეცემა 2 საარჩევნო ყუთი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე, სხვა მართვის ორგანოს არჩევნებისათვის კი ერთი ყუთი.

2. საარჩევნო ყუთზე თვალსაჩინო ფორმით აღინიშნება, თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვისაა იგი, აგრეთვე მინიშნება იმის შესახებ, აკადემიური პერსონალისთვისაა განკუთვნილი თუ სტუდენტთათვის.

3. საარჩევნო ყუთი კენჭისყრამდე მოწმდება, რათა საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ იგი ცარიელია. კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი ილუქება კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით და პირველი ამომრჩევლის საარჩევნო ბიულეტენთან ერთად მასში მოთავსდება საკონტროლო ფურცელი, რაც არჩევნების შედეგების ნამდვილობის შემოწმების ერთ-ერთი საშუალებაა.

4. საკონტროლო ფურცელი დგება 2 ეგზემპლარად და მათზე აღინიშნება შესაბამისი ფაკულტეტისა და პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტები, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. საკონტროლო ფურცლის 1 ეგზემპლარი რჩება საარჩევნო კომისიაში.

5. თუ საარჩევნო ყუთი დაზიანდა არჩევნების პროცესში, საარჩევნო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.

6. თუ საარჩევნო ყუთში მისი გახსნის შემდეგ არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი, ან მასში მოთავსებული საკონტროლო ფურცლის მონაცემები არ დაემთხვა საარჩევნო კომისიაში არსებულ საკონტროლო ფურცლის მონაცემებს, არჩევნების შედეგები ცხადდება ბათილად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 48. არჩევნების ორგანიზება

+

1. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს უნივერსიტეტი.

2. უნივერსიტეტის ფაკულტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას.

3. არჩევნები (კენჭისყრა) იწყება 10 სათზე და მთავრდება 17 საათზე.

4. საფაკულტეტო საარჩვენო კომიისის წევრები არჩევნების (კენჭისყრის) დაწყებამდე 1 საათით ადრე წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს .

5. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 49. არჩევნების პროცედურა

+

1. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპ ე ციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში. მას შემდეგ, რაც შემოხაზავს მისთვის სასურველ ი ერთი კანდიდატურ ი ს რიგით ნომერს , მოათავსებ ს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა.

2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 50. შედეგების შეჯამება

+

1. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო სიებში შესრულებული ხელმოწერების მიხედვით. აღნიშნული ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებ ისას გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან ცალ-ცალკ ე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.

3. მართვის ორგანოთა არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა 1/3 მაინც, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას ეს ოდენობა განისაზღვრება აკადემიური პერსონალი სა და სტუდენტები სათვის ცალ-ცალკე.

4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ – სტუდენტებისათვის.

5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და წრიულად შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატურების მიხედვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.

6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:

ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;

ბ) თუ არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;

გ) თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურის რიგითი ნომერი;

დ) თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

ე) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები.

7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას შემაჯამებელი ოქმი ივსება ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის. შემაჯამებელ ოქმში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;

ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;

გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;

დ) ბათილი და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.

8. ფაკულტეტიდან აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 51. დამკვირვებელი

+

1. უნივერსიტეში არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე მიმართონ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.

3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:

ა) უნივერსიტეტის მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი;

ბ) ადმინისტრაციული თანამდებობის პირი;

გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.

4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს საარჩევნო კომისიების მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრების განხილვის პროცესში.

5. დამკვირვებელი უფლებამოსილია:

ა) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს დარღვევის ოქმი;

გ) წარადგინოს საჩივარი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში.

6. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.

7. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 52. დარღვევის ოქმი

+

არჩევნების დღეს ამ წესდებით დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება:

ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი.

ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი);

გ) დარღვევის შინაარსი;

დ) დარღვევის დაფიქსირების დრო;

ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა, ან აღნიშვნა მის მიერ ხელმოწერაზე უარის შესახებ;

ვ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას) და მათი ხელმოწერები;

ზ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;

თ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.

    მუხლი 53. არჩევნების შედეგების გამოცხადება და გასაჩივრება

+

1. არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების შედეგების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და კანცელარიასთან განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე გამოქვეყნება.

2. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ წესდებით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.

     3. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი;

ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი);

გ) დარღვევის შინაარსი;

დ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას);

ე) საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა;

ვ) საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა.

4. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიღებული გადაწყვეტილება განათავსოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ წესდებით დადგენილი წესის ან/და სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 54. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება

+

1. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

 

თავი VII უნივერსიტეტის პერსონალი

+

    მუხლი 55. პერსონალი

+

უნივერსიტეტში არსებობს: აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

    მუხლი 56. აკადემიური პერსონალი

+

 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.

2. (ამოღებულია - 17.10.2017, №182/ნ). 

3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს, ხოლო ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. 

4. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

    მუხლი 57. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

+

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსი ცხადდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად. კონკურსის გამოცხადების სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ვაკანტური თანამდებობები, კონკურსანტების განცხადებების მიღების ვადა (რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების თარიღები), წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, კონკურსის პირობები, კონკურსის ჩატარების, შედეგების გამოქვეყნებისა და გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ვადები. რექტორის ბრძანება და კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება, საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობისათვის ქვეყნდება კონკურსანტთა განცხადებების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასათვის თვალსაჩინო ადგილებზე უნივერსიტეტში.

3. აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი ტარდება აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ამტკიცებს საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობას რექტორის წარდგინებით, ხოლო ჩატარებული კონკურსის შედეგებს – საკონკურსო კომისიის წარდგინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 58. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

+

1. პროფესორის თანამდებობაზე:

ა) 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). უვადოდ არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ამ წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით .

4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით. 

5. დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი − მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობებითა და მოთხოვნებით აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანება №435-სსმIII, №81, 01.07.2009წ., მუხ.875

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 59. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები

+

1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

2. აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 60. აკადემიური პერსონალის უფლებები

+

1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი ვადით და წესით, აიღოს სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ ;

ე)  პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

    მუხლი 61. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება

+

აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ნორმებით განსაზღვრული შემთხვევები.

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;

ვ) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

 

     მუხლი 62. აკადემიური წოდებები, მათი მინიჭების წესი და პირობები

1. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესაძლებელია რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება.   

2. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესაძლებელია ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ემერიტუსის აკადემიური წოდება მიანიჭოს 65 წელს მიღწეულ პირს, რომელიც წარდგინების აღძვრის მომენტისათვის აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:   

ა) უკავია პროფესორის თანამდებობა და აქვს ამ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;  

ბ) აქვს უნივერსიტეტში, მათ შორის ამ უნივერსიტეტთან ინტეგრირებულ სამეცნიერო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 25 წლის გამოცდილება;  

გ) თავისი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტში შესაბამისი დარგის განვითარებაში.    

3. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. უვადოდ არჩეულ პროფესორს ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს მისი განცხადების საფუძველზე, შესაბამისი აკადემიური წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 თვისა.  

4. ემერიტუსს მიეცემა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით განსაზღვრული ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება.  

5.  ემერიტუსის მიერ უნივერსიტეტში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის დაწყება (გარდა საათობრივად ანაზღაურებადი პედაგოგიური საქმიანობისა) ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება, მისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის შეწყვეტის საფუძველია. 

6. ემერიტუსისათვის ყოველთვიური ფულადი ანაზღაურების გაცემის შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 18.06.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

 

მუხლი 62​1.  უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი
  1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.

2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად კონკურსის საფუძველზე აირჩევა ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესითა და ვადით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

 

მუხლი 62​2. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
  1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე:

ა) 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ამ წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

7. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

 

მუხლი 62​3.  სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.
2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
3. შესაძლებელია ერთი და იგივე პირი არჩეულ იქნეს როგორც აკადემიურ თანამდებობაზე, ასევე უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  სამეცნიერო თანამდებობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

მუხლი 62​4.  მეცნიერის  უფლებები  და  მოვალეობები
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2.მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
ე) განახორციელოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. მეცნიერი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს 4. უნივერსიტეტი, ფაკულტეტი და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

   მუხლი 62​5. პროფესორის და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის წესი
1. ატესტაცია არის უნივერსიტეტში უვადოდ არჩეული პროფესორის და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2. ატესტაცია უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
3. ატესტაციის ჩატარების დრო განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, რომელიც ატესტაციის ჩატარებამდე  არანაკლებ ერთი თვით ადრე   აქვეყნებს განცხადებას ატესტაციის ჩატარების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადება ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადებაში მიეთითება:
ა) ატესტაციის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორთა და მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა სია;
გ) ატესტაციისთვის წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და მათი წარდგენის ვადა.
6. ატესტაციას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
7. დაუშვებელია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი.
8. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
9. ატესტაციის პროცედურულ საკითხებსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

    მუხლი 63. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

+

1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი, მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დირექტორები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობის გარდა უნივერსიტეტში შეიძლება არსებობდეს მასწავლებელთა პერსონალი, რომელთაც მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება ფაკულტეტსა და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები.

6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი. 

7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმართვის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები – პროფესიული განათლების მასწავლებელთა პერსონალი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 64. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

+

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული

ე) 65 წლის ასაკის მიღწევა;

ვ) (ამოღებულია - 17.03.11 №39/ნ).

ზ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი,15.06.2016წ.

    მუხლი 65. თანამდებობრივი შეუთავსებლობა

+

1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

1​1. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე .

2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

4. უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა შეიძლება განისაზღვროს ასევე მათთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 18.06.2013წ.

 

თავი VIII სტუდენტის სტატუსი და უფლებები

+

    მუხლი 66. სტუდენტის სტატუსი და უფლებები“

+

1.  უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს პირი მოიპოვებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე პირი მიიღება საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით. სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივ აქტს გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.

2. სტუდენტს უფლება აქვს სრულად გამოიყენოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერისტეტის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა აქტებით მისთვის მინიჭებული ყველა უფლება.

3. უნივერსიტეტი მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

4. უნივერსიტეტს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში შეუძლია განახორციელოს სტუდენტთა სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი, აკადემიური საბჭოს მიერ განხილული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 

5. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვისთანავე სტუდენტს უწყდება უნივერისტეტის სტუდენტის სტატუსი. ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით რექტორი, კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, გამოსცემს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას. გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნას აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. 

6. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: 

ა) ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) ან/და აკადემიური რეგისტრაციის (სასწავლო პროცესის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის) გაუვლელობა;  

ბ) პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); 

გ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;  

დ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა).  

7. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის ან სხვა შემთხვევაში, როცა დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა, გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით. 

8. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: 

ა) პირადი განცხადება; 

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება; 

გ) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით გათვალისწინებული შემთხვევა; 

დ) ერთი და იმავე სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება; 

ე) უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;  

ვ) უნივერსიტეტს შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით და სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა; 

ზ) გარდაცვალება.

9. დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება უნივერსიტეტის დოქტორანტურის პროგრამების განხორციელების წესის შესაბამისად.

 

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №03-სსმIII, №4, 14.01.2009წ., მუხ.29

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივნისის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 24.06.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 18.06.2013წ.            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

   მუხლი 66​1. პროფესიული სტუდენტი

1. უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის სტატუსს პირი მოიპოვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად.

2. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს შეფასების შედეგი;

გ) მიიღოს სასწავლო კურსების/მოდულების სილაბუსები, სრულყოფილი ინფორმაცია (კონსულტაცია) უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების (მოდულების), შეფასების მეთოდოლოგიის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე;

დ) ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ამ წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლებებით.

3. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:

ა) შეასრულოს უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნები;

ბ) დაიცვას პროფესიულ სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები.

4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;

გ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისა);

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით ან/და პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა (სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ან სხვა), რაც გამორიცხავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესში მონაწილეობას და პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

5. წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული საფუძვლით პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით პროფესიულმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს, სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის ან სხვა შემთხვევაში, როცა დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა, გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით.

6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულება (პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება);

გ) შესაბამისი პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიუღწევლობა;

დ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;

ე) გარდაცვალება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით, უნივერსიტეტს შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით ან/და პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა.

7. უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.

8. უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულისათვის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკვალიფიკაციო კომისია, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას პროფესიული დიპლომის შესაბამისი დანართით გაცემის თაობაზე.  

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

     მუხლი 67. სტუდენტური თვითმმართველობა

+

     1. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს.

2. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტური თვითმმართველოს ერთიანობას, რომელიც საქმიანობას წარმართავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესდებისა და შესაბამისი დებულების მიხედვით .

3. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არჩევნების ორგანიზება-ჩატარებას განსაზღვრავს თავისი დებულებით.

4. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) საჭიროებისამებრ, თვითმმართველობის წევრებიდან წარადგენს უნივერსიტეტის სხვადასხვა, მათ შორის საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიების წევრთა კანდიდატურებს ;

ვ) ირჩევს წევრებს უნივერსიტეტში არსებულ მუდმივ თუ დროებით კომისიებში;

ზ) უფლებამოსილია გამოხატოს თავისი მოსაზრება საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ბრძანებების პროექტებზე.

თ) იღებს დაფინანსებას უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან;

ი) კოორდინირებულად მუშაობს უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრ სტუდენტებთან;

კ) ადმინისტრაციას მიმართავს წინადადებით სტიპენდიის დანიშვნისა და სოციალური შეღავათების გაწევის შესახებ;

ლ) განახორციელებს წესდებით, შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

    მუხლი 68. სტუდენტის ვალდებულებები

+

სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი , რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა , ასევე დაიცვას უმაღლესი განათლების შესახებ კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის ნორმატიული აქტების მოთხოვნები .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

    მუხლი 69. სასწავლო ფართითა და ტექნიკით სარგებლობა

+

1. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს უფლება აქვს თანაბრად ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ვალდებულია შესაბამისი პირობები შეუქმნას უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის.

3. უნივერსიტეტს გააჩნია სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი სასწავლო ფართი, რომელსაც ადმინისტრაცია ანაწილებს რაციონალურად.

4. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის სათანადოდ გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, საუნივერსიტეტოი კომუნიკაციების ხელმისაწვდომობას ყველა სტუდენტისათვის, რისთვისაც ანაწილებს შესაბამის რესურსებს.

    მუხლი 70. საბიბლიოთეკო და საინფორმაციოი რესურსებით სარგებლობა

+

1. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ინტერნეტრესურსების ხელმისაწვდომობას, რისთვისაც ყველა სტუდენტს უფლება აქვს გააჩნდეს შესაბამისი დსასაშვებობა ამ რესურსებზე.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პერიოდულად ახდენს საბიბლიოთეკო ფონდის განახლებას საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად.

3. უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ შეუფერხებლად ისარგებლონ საბიბლიოთეკო რესურსებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულებით დადგენილი წესით.

4. უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია ბიბლიოთეკიდან შესაბამისი ფორმით, ადგილზე მომსახურებით, სააბონენტო მომსახურებით, მიიღონ სხვადასხვა მასალების ასლები, რისთვისაც ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შესაბამისი აპარატურის ამოქმედებასა და შეღავათიან პირობებს.

5. სტუდენტებს უფლება აქვთ სტუდენტური თვითმმართველობის მეშვეობით ჩაერთონ უნივერსიტეტის ლოკალურ საკომუნიკაციო ქსელში და ისარგებლონ თვითმმართველობის ინტერნეტ გვერდის მომსახურებით.

 

თავი IX უნივერსიტეტის ქონება და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა

+

    მუხლი 71. უნივერსიტეტის ქონება

+

1. უნივერსიტეტს გააჩნია ქონება, რომელიც მოიცავს:

ა) სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის უზუფრუქტით გადმოცემულ უძრავ ნივთებს;

ბ) უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთებს;

გ) საოფისე და ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ავეჯს და სხვა ინვენტარს;

დ) სატრანსპორტო საშუალებებს;

ე) მანქანა-დანადგარებს;

ვ) უნივერსიტეტის წიგნად ფონდს;

ზ) სხვა ქონებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №182/ნ - ვებგვერდი,18.10.2017წ.

    მუხლი 72. უნივერსიტეტის შემოსავლები

+

1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით;

ბ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

ე) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.

2. უნივერსიტეტის კონსოლიდირებული ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.

3. უნივერსიტეტის ხარჯების გაწევა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5. ამ მუხლის პირველი პინქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №227/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის ბრძანება №93/ნ - ვებგვერდი, 27.05.2019წ.

    მუხლი 73. საბუღალტრო ანგარიშგება

+

1. უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

 

თავი X სახელმწიფო კონტროლი

+

    მუხლი 74. სახელმწიფო კონტროლი

+

1. უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს უნივერსიტეტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. უნივერსიტეტს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით აქვს უფლება განახორციელოს შემდეგი სახის საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) (ამოღებულია - 27.05.2014, №60/ნ);

ე) უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც სცილდება უნივერსიტეტის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.“

6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 27 მაისის ბრძანება № 60/ ნ - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

 

თავი XI უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

+

    მუხლი 75. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

+

 უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული წესით.

 

თავი XII წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

+

    მუხლი 76. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

+

1. აღნიშნულ წესდებაში ცვლილებების ან დამატებების პროექტს შეიმუშავებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. წარმომადგენლობით საბჭოში წესდების პროექტის განხილვაში მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3. წესდებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის ინიციატორი შეიძლება იყოს რექტორი, აკადემიური საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტი.

4. ინიციატივის მქონე სუბიექტები წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენენ დასაბუთებულ წინადადებასა და გადაწყვეტილების პროექტს განმარტებით ბარათთან ერთად.

5. წარმომადგენლობითი საბჭო წესდებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“, №1106, 14.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.138 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74326-13/