საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.11.2007 ბოლო ცვლილება 15.01.2024
ნომერი
№1106
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.138
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 28/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.138

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება �1106

2007 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

�აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის �37 დადგენილების მე-5 პუნქტის, �საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის �თ� ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის �ა� ქვეპუნქტის, �საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის �37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის �მ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის� თანდართული წესდება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება �03-სსმIII, �4, 14.01.2009წ., მუხ.29

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანება �435-სსმIII, �81, 01.07.2009წ., მუხ.875

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივნისის ბრძანება �108/ნ - ვებგვერდი, 24.06.2011 წ.

თავი I

ზოგადი დებულებები

��� მუხლი 1. წესდების რეგულირების სფერო

წინამდებარე წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში � უნივერსიტეტი) მიზნებს, ამოცანებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის პრინციპებს, მართვის ორგანოების სტატუსს, უფლებამოსილებებს, პერსონალის სახეებს, უფლებამოვალეობებს, მათი დანიშვნისა და არჩევის წესს, სტუდენტთა უფლებებს, უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

��� მუხლი 2. უნივერსიტეტის სტატუსი

1. უნივერსიტეტი არის �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და სხვა სახის საქმიანობას.

2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა �საჯარო სამართლის იურიდიული პირი � შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი�.

3. უნივერსიტეტის აღსანიშნავად სრული დასახელების გარდა გამოიყენება ასევე შემოკლებული სახელწოდება �რსუ�.

4. სამართლებრივ და სხვა სახის ურთიერთობებში შემოკლებული და სრული სახელწოდების გამოყენებისას მათ თანაბარი მნიშვნელობა გააჩნიათ.

5. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, სხვადასხვა სახის ბლანკები და შტამპები, საკუთარი სიმბოლოები, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. უნივერსიტეტის მისამართია: ქ. ბათუმი 6010, ნინოშვილის ქ. �35.

7. უნივერსიტეტი ფლობს და სარგებლობს საკუთარი ვებ-გვერდით ინტერნეტში: www.bsu.edu.ge.

8. უნივერსიტეტში დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის შექმნა და ფუნქციონირება, ასევე პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის წარმოება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

თავი II

უნივერსიტეტის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი საფუძველი და მიმართულებები

��� მუხლი 3. უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები

1. მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსები ს / სტომატოლოგების / ვეტერინარების, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების მომზადება;

ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრ ი ნციპის დანერგვა და განხორციელება;

დ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება;

ე ) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრული ინტეგრაცია;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება;

ზ) კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომზადების/ გადამზადების მოკლევადიან ი საგანმანათლებლო პროგრამებ ი ს/კურსებ ი ს განხორციელება ;

�თ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. იმ პროგრამების ერთობლივად განხორციელება, რომელთათვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.

2. უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტებით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით, წინამდებარე წესდებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 4. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

თავისი მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა ბაკალავრიატის , მაგისტრატურის, რეზიდენტურის და დოქტორ ანტურის პროგრამების განხორციელების გზით;

ბ) (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

დ) საგამომცემლო საქმიანობა;

ე) დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა;

ვ) კვალიფიკაციის ამაღლების ა და გადამზადების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების შექმნა და განხორციელება;

ზ) უნივერსიტეტი უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს (სამეწარმეო და არასამეწარმეო) იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაც არსებითად არ ემსახურება სამეწარმეო მიზნებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

თავი III

უნივერსიტეტის სტრუქტურა

��� მუხლი 5. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები

1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან � ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, საუნივერსიტეტო მნიშვნელობის სასწავლო, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ერთეულებისაგან.

2. (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

3. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

4. უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულ ებ ის დებულებებს, შესაბამისი მმართველი სუბიექტის წარდგინებით განიხილავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5. (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

თავი IV

უნივერსიტეტის მართვის პრინციპები და ორგანოები

��� მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები

1. უნივერსიტეტი მართვის პროცესში უზრუნველყოფს:

ა) უნივერსიტეტის აკდემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;

ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;

დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.

2. უნივერსიტეტის წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

��� მუხლი 7. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები

უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

��� მუხლი 8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილებანი

1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც 4 წლის ვადით აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით უფლებამოსილების დადგენილი ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ.

3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტსა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულს ყავს ერთი წარმომადგენელი .

4. აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტების ა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სა განმანათლებლო და სამეცნიერო -კვლევით პროგრამებს ;

ბ​1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ბ​2. განსაზღვრავს და ახორციელებს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს � რექტორს;

ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს ;

ლ ) ფაკულტეტის საბჭოს ან /და დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას ;

მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

ნ) აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოტივირებული წინადადებით მიმართავს წარმომადგენლობით საბჭოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

ო) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

პ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ჟ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;

ს) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ათავისუფლებს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;

ტ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს რეგლამენტით;

უ) იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის შესახებ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;

ფ) პერიოდულად ისმენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშს;

ქ) ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით განსაზღვრავს ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის საშტატო ნუსხას;

ღ) სიითი შემადგენლობის ორი მესამედით იღებს ამ წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

ყ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს რეგლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

შ) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ. მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

უ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის/ფაკულტეტების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან ახალი ფაკულტეტის შექმნის შესახებ და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად.

ჩ) ახორციელებს წესდებით , შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას .

4​1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია , რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის , რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან /და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით , აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი . გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით , სიითი შემადგენლობის უმრავლესობით . რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს . ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას .

4​2 . რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭო რექტორის არჩევამდე ნიშნავს რექტორის მოვალეობის შე მ სრულებ ელს.

5. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება და წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს რექტორი � აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. აკადემიური საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილების სმიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.

2. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ .

3. აკადემიური საბჭოს სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.

4. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. აკადემიური საბჭოს სხდომებს უძღვება რექტორი � აკადემიური საბჭოს თავ მ ჯდომარე რექტორის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს სხდომას შეიძლება გაუძღვეს საბჭოს წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე.

6. აკადემიური საბჭო გამოსცემს დადგენილებას , რომელსაც აქვს ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მნიშვნელობა და ხელს აწერს რექტორი � აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (სხდომის თავმჯდომარე) . გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

7. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი აკადემიური საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით.

8. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (სხდომის თავმჯდომარე) და საბჭოს ( სხდომის) მდივანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილება

1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

2. (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

3. წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;

თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით;

კ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელ ი ს კანდიდატურას;

ლ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

მ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ნ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს

ო) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით;

პ) ახორციელებს წესდებით, შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ჟ) ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს � გადაწყვეტილებას, აგრეთვე განცხადებას და მიმართვას, რომელსაც ხელს აწერს სპიკერი.

5. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით .

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს უძღვება სპიკერი ან მისივე დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. სპიკერის არყოფნის შემთხვევაში კი საბჭოს წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე.

6. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი

1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან, მისივე უფლებამოსილების ვადით ირჩევს სპიკერს, რომელიც თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

ზ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით დადგენილი სხვა შემთხვევა.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული თანამდებობის პირს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 13. რექტორის სტატუსი და უფლებამოსილება

1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. რექტორი წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში.

2. რექტორი:

ა ) უნივერსიტეტის სახელით დ ებს გარიგებებ ს და შეთანხმებებ ს . თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან , მათ ხელს აწერს აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ;

ბ ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ;

გ) გამოსცემს ბრძანებებს რექტორის მოადგილეების, დეკანის მოადგილეების, აკადემიური პერსონალის, მეცნიერთანამშრომელთა, აკადემიური საბჭოს სამდივნოს, რექტორის აპარატის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პერსონალის, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროში დასაქმებული პირების, მასწავლებლების და სხვა მოწვეული სპეციალისტების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

დ) მესამე პირებთან ურთიერთობისას უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის მიზნით უნივერსიტეტის თანამშრომლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს წარმომადგენლობი თ უფლებამოსილებას ;

ე ) პერიოდულად ისმენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირთა ინფორმაციებს, ატარებს სხდომებს , რომლებზეც ისმენს სხდომებზე დასასწრებად მოწვეული უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმაციებს სასწავლო და სამეცნიერო პროცესის , საშინაო და საგარეო საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ .

3 . რექტორის საქმიანობის ხელშეწყობისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება რექტორის აპარატი , რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება რექტორის აპარატის დებულებით .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 14. რექტორის მოადგილე (მოადგილეები)

1. რექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.

2. რექტორის მოადგილედ (მოადგილეებად) შეიძლება დაინიშნოს უნივერსიტეტის რომელიმე სრული ან ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე პირი, რომელსაც გააჩნია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

3. რექტორის მოადგილის (მოადგილეების) კომპეტენცია დამატებით განისაზღვრება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

��� მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სტატუსი და უფლებამოსილება

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უნივესიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

�ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ამზადებს ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოში განხილვის შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) უნივერსიტეტის წესდებისა და უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს დამხმარე პერსონალის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს ;

კ) უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს აკადემიურ სფეროში საქმიანობისათვის მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას;

ლ) ამ წესდებით განსაზღვრული დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს შტატგარეშე დამხმარე პერსონალს, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს და განსაზღვრავს მათი შრომის ანაზრაურების წესსა და ოდენობას;

მ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების სტრუქტურის შესაბამისად წარუდგენს რექტორს საშტატო ნუსხას, რომელიც მას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ. აკადემიური პერსონალის ნაწილში ეს პროცედურა ხორციელდება აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით;

ნ) მესამე პირებთან ურთიერთობისას უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის მიზნით უნივერსიტეტის თანამშრომლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს წარმომადგენლობი თ უფლებამოსილებას ;

ო) ახორციელებს წესდებით, შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.

4. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 16. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ს სისტემატური შეფასების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, იგი მოქმედებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის, წინამდებარე წესდები ს ა და სამსახურის დებულები ს შესაბამისად , რომელსაც სამსახურის ხელმძღვანელის წარდინებით განიხილავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო-სამეცნიერო პერსონალის შეფასების პროცედურებს;

ა)​1 შეიმუშავებს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ბ) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

გ) უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს სტუდენტთა მობილობისა და კრედიტ-სატრანსფერო სისტემის სწორი გამოყენების ღონისძიებებს;

დ) უზრუნველყოფს აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კონკრეტული პროექტების განხორციელებას;

ე) ამზადებს თვითშეფასების ანგარიშს ავტორიზაციის/ აკრედიტაციის პროცესისათვის;

ვ) ასრულებს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურ ი ს შემადგენლობაში შედის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და ცალკეული ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

4. (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

თავი V

ფაკულტეტი და ფაკულტეტის მართვის ორგანოები

��� მუხლი 17. ფაკულტეტი

1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება, დეპარტამენტი და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.

2. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. ფაკულტეტი �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის, წესდებისა და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად ახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხებს.

4. ფაკულტეტის რეორგანიზაციის შემთხვევაში მის წარმომადგენლებს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებში უწყდებათ წევრის სტატუსი და ცხადდება არჩევნები რეორგანიზებული ფაკულტეტის/ფაკულტეტების წარმომადგენელთა ასარჩევად. არჩევნების ჩატარებამდე საბჭოები მუშაობას განაგრძობენ ძველი შემადგენლობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 18. ფაკულტეტის მართვის ორგანოები

ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

��� მუხლი 19. ფაკულტეტის საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილება

1. ფაკულტეტის საბჭო შედგება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა გან და ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან, რომელთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის ¼ -ზე ნაკლები.

2. (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

3. ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას , საგანმანათლებლო და სამეცნიერო -კვლევით პროგრამებს ;

ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) უფლებამოსილია , დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის , დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან /და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით , ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი . გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით , სიითი შემადგენლობის უმრავლესობით . დეკანი ამ ქვე პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს . ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას ;

ზ) ირჩევს ფაკულტეტის დეკანს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ს, ხოლო დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს ;

თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას .

4. ფაკულტეტის საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს � გადაწყვეტილებას.

5. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს აგრეთვე განცხადება და წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს დეკანი.

6. ფაკულტეტის საბჭო თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საბჭოს მდივანს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის დებულებით� .

2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები იმართება ფაკულტეტის საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომის მოწვევ ა შესაძლებელია ფაკულტეტის დეკან ი ს, ფაკულტეტის საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის ან უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით.

3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი.

5. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა.

6. ფაკულტეტის საბჭო თავისი შემადგენლობიდან წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საბჭოს მდივანს.

7. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ფორმდება ოქმი, ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესის მიხედვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 21. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტატუსი და უფლებამოსილება

1. უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;

ბ) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დადგენილი წესით;

გ) ახორციელებს ფაკულტეტზე სტუდენტთა მობილობისა და კრედიტ-სატრანსფერო სისტემის სწორი გამოყენების ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს უნივერსიტეტისს ავტორიზაციის/ აკრედიტაციის პროცესისათვის შესაბამის ფაკულტეტზე განსახორციელებელ ღონისძიებებს ;

ე) ასრულებს კანონმდებლობითა და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით.

5. ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე და დადგენილ ვადებში პერიოდულად წარუდგენს მას ფაკულტეტზე გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 22. ფაკულტეტის დეკანის სტატუსი და უფლებამოსილება

1. ფაკულტეტის დეკანი არის ფაკულტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ფაკულტეტს, უძღვება ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას და წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. ფაკულტეტის საბჭო ამავე ფაკულტეტის დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით, ხოლო დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორჯერ.

3. დეკანის არჩევნები ტარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ წესდების მე-6 თავით დადგენილი წესის შესაბამისად. კანდიდატმა საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია.

4. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას , საგანმანათლებლო და სამეცნიერო -კვლევით პროგრამებს ;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს. დეკანის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მისი დავალებით ერთ-ერთი წევრი ან ფაკულტეტის საბჭოს წევრთაგან არჩეული აკადემიური პირი ;

ზ) �უმაღლესი განათლების შესახებ� კანონისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

5. (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 23. ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (მოადგილეები)

1. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეკანის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორი.

2. დეკანის მოადგილედ (მოადგილეებად) შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ფაკულტეტზე უჭირავს აკადემიური თანამდებობა ან დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. დეკანის მოადგილეების რაოდენობა, მათი ფუნქციები და კომპეტენცია განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.

4. დეკანის მოადგილე ასრულებს დეკანის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელობს ფაკულტეტის საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებს და ასრულებს დეკანის ცალკეულ დავალებებს.

��� მუხლი 24. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო , რომელიც იქმნება ფაკულტეტზე . უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საუნივერსიტეტ ო ს ადისერტაციო საბჭო .

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით . საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს /ფაკულტეტების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის /ერთეულების , ან ფაკულტეტების საბჭოების , ან დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით .

3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან . საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.

4. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია კონკრეტული სადისერტაციო ნაშრომის განხილვის მიზნით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული საბჭოს შემადგენლობაში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის/პირების მოწვევის შესახებ.

5. სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეულ პირებთან თანამშრომლობის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

6 . სადისერტაციო საბჭო მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგებში ანიჭებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად .

7 . უნივერსიტეტი უფლებამოსილია სამეცნიერო -კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

თავი V ​1

უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, მისი მართვის , საქმიანობის და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში წარმომადგენლების არჩევის წესი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 24​1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის, �მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ� საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვისა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით.

2. უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებითა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა, კვლევის მიმართულებები, სტრუქტურული ერთეულები და მათი ხელმძღვანელების არჩევის წესი განისაზღვრება ერთეულის დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

 

��� მუხლი 24 ​2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პერსონალი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.

2. სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები � მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ ან/და უშუალოდ წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3. სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება: მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობები.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება � დოქტორანტსა ან დოქტორს, ხოლო მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორის აკადემიური ხარსისხის მქონე პირს.

5. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

6. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით განსაზღვრული წესით საბუთების მიღების დასრულებამდე არა უგვიანეს 1 თვისა და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

7. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება დირექტორი და დირექტორის მოადგილე. ამ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

8. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს სამეცნიერო საბჭო. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

9. დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. ერთი და იმავე პირის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.

10. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება უნივერსიტეტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტის/სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

11. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შეწყვეტა ხორციელდება უნივერსიტეტში მოქმედი წესის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 24 ​3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვა

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოა ამ ერთეულის სამეცნიერო საბჭო, რომელსაც ხუთი წლის ვადით ირჩევს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მეცნიერთა საერთო კრება.

2. სამეცნიერო საბჭო წლიურ სამეცნიერო ანგარიშს წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

3. სამეცნიერო საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და წყვეტს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის განვითარებისა და სამეცნიერო მართვის საკითხებს, შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.

4. სამეცნიერო საბჭო საქმიანობას წარმათვას მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, რომელსაც უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი უზრუნველყოფს ამ ერთეულის საორგანიზაციო-ადმინისტრაციული საქმიანობის ეფექტურ მიმდინარეობას. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის მართვის ორგანოებისა და ასევე ერთეულის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

6. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარისა და დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების ან/და დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების საფუძვლით, საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს ამ პირთათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. სამეცნიერო საბჭოსა და მისი თავმჯდომარის, ასევე დირექტორის სხვა უფლებამოსილებანი, უფლებამოსილების ვადა და მისი შეწყვეტის წესი განისაზღვრება სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლის 24 ​4 . დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობის წესი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საკონსტრუქტორო საქმიანობას, ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შექმნას, დანერგვასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებ ა ს.

2. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის კვლევის თავისუფლებას .

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ხორციელდება უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელთა კომპეტენციის ფარგლებში.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე განცხადების წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა შეიძლება გახდეს ამ ერთეულის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველი.

��� მუხლი 24​5. აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან წარმომადგენლების არჩევის წესი

�1. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეული დან ერთი წარმომადგენ ე ლი .

�2. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს ამ ერთეულის სამეცნიერო ან ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი, რომელიც არის უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი.

�3. დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულ ის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში ირჩევს ამ ერთეულის ადმინისტრაციული და სამეცნიერო პერსონალი.

�4. თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეული დან აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობითი საბჭოში წარმომადგენლის ასარჩევად დგება სიები, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი;

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის ადმინისტრაციული და სამეცნიერო თანამდებობაზე დანიშვნის/არჩევის შესახებ აქტის თარიღი და ნომერი.

5. დაუშვებელია:

ა) ერთსა და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის საარჩევნო სიაში შეტანა;

ბ) ერთი და იმავე პირი იყოს ორი ან მეტი დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ან წარმომადგენლობითი საბჭოში;

გ) ერთი და იმავე პირი იყოს დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში, ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში.

6. არჩევნები ტარდება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული არჩევნების ჩასატარებლად ბიულეტენები იბეჭდება ცალკე, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სახელწოდება;

ბ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ან წარმომადგენლობითი საბჭო, იმის მიხედვით, თუ რომელში აირჩევა წარმომადგენელი;

გ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.

8. დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულ ის წარმომადგენლის არჩევნების ჩასატარებლად კომისიას გადაეცემა 1 საარჩევნო ყუთი, რომელზეც თვალსაჩინო ფორმით აღინიშნება, თუ რომელ მართვის ორგანოში არჩევნებისთვისაა და რომელი დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის თვისაა განკუთვნილი.

9. არჩევნების დღეს კენჭისყრა იწყება 15 საათზე და მთავრდება 17 საათზე.

10. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც.

11. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;

ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;

გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;

დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.

12. დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეული დან წარმომადგენლობით საბჭოში/ აკადემიურ საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.

13. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულ ის საინფორმაციო დაფაზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

14. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

15. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეული დან წარმომადგენ ლების არჩევნები გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რეგულირდება წინამდებარე წესდების VI თავით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

თავი VI

უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევის წესი

��� მუხლი 25. არჩევნების გამოცხადება

1. უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს რექტორი, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო თავისი გადაწყვეტილებით.

2. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას დაწესებულების თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის, ფაკულტეტებზე.

��� მუხლი 26. საარჩევნო კომისია

,,1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება სა უნივერსიტეტ ო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიები.

� 2. სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან. სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისიისა და სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

� 3. საუ ნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.

�4. სა უნივერსიტეტ ო და სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებ ები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.

5. სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. სა უნივერსიტეტ ო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

6. სა უნივერსიტეტ ო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება თავიანთი ფუნქციების შესრულებისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას, რომლის ოდენობასა და ფორმას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 27. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია

1. საფაკულტეტო საარჩევნო კომისია იქმნება რექტორის ბრძანებით. მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. საფაკულტეტო საარჩევნო კომისიაში შედის შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.

2. საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

3. სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 28. ინტერესთა შეუთავსებლობა

სა უნივერსიტეტ ო და სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, აგრეთვე უნივერსიტეტის მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 29. მართვის ორგანოებში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი

1. კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.

2. მართვის ორგანოებში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს წინამდებარე წესდების შ ე საბამისი მუხლებით განსაზღვრულ ვადაში. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 3 დღის განმავლობაში. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციაზე კანდიდატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის განმავლობაში.

3. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 30. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი

1. (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

3. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ რაოდენობას, მაშინ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ამ თავით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა არჩევნების ჩატარებას.

4. ფაკულტეტის საბჭოში აირჩევიან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში წარმომადგენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

5. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 31. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი და შემადგენლობა

1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან � ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ თავით დადგენილი წესით.

3. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები შეადგენენ საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არ არის დოქტორი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

4. წარმ ომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით, ფაკულტეტებზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის რაოდენობის პროპორციულად.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიური საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ ი, ასევე უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან ამ წესდებით განსაზღვრული წესით არჩეული წარმომადგენელი.

6. წარმომადგენლობით საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები , აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები .�

7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

8. წარმომადგენლობით საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 32. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი

1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტი.

2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს წარმომადგენლობით საბჭოში ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, გარდა დოქტორანტისა.

3. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია.

4. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 5 დღის ვადაში.

5. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 33. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა, სპიკერისა და მდივნის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ ი სხდომა მო იწვევ ა უნივერსიტეტის რექტორი ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი . სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა . ამავე სხდომაზე ხდება ახალარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა.

3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ფარული კენჭისყრით , საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს . კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია .

4 . წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი , სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა , სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას . არჩეულად ჩაითვლება პირი , რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს . იმ შემთხვევაში , თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა , იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები . თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული , არა უგვიანეს 5 დღის ა, ინიშნება ახალი არჩევნები, რომელიც ტარდება იმავე წესით . წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ .

�5 . უნივერსიტეტის სპიკერ ი ს არჩევიდან 2 კვირის ვადაში, მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციას სარეგისტრაციოდ წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ს.

� 6. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან ამ საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

� 7. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერისა და მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია :

ა ) პირადი სურვილი ;

ბ ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ;

გ ) გარდაცვალება ;

დ ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ;

ე ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 34. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) ამ დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;

ვ) (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

2. დაუშვებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი აკადემიური პერსონალის წევრის ნაცვლად არჩეულ იქნეს სტუდენტი და პირიქით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 35. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წევრი სრული ან ასოცირებული პროფესორი.

2. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში . რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის , თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები . კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 3 დღის ვადაში .

3. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში . საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 36. აკადემიური საბჭოს ამომრჩეველი, აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

2. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას.

�3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე ) იმ ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება, საიდანაც არჩეულია აკადემიურ საბჭოში ;

ვ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავებ ა .

4. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტარდება არჩევნები უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადი თ შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად .

5. რექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება აკადემიური საბჭოს წევრ ის სტატუსი .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 37. რექტორის არჩევნების გამოცხადება

1. რექტორის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

3. განცხადება უნდა განთავსდეს შესაბამისი დაწესებულების ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 38. უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის რეგისტრაცია

1. რექტორობის კანდიდატ თა რეგისტრაცია იწყება არჩევნების გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ და გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა.

2. კანდიდატთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.

3. კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია.

4. პირი, რომელსაც უნივერსიტეტში ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რექტორობის კანდიდატად შეიძლება დარეგისტრირდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

5. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 5 დღის ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 39. რექტორის არჩევა

1. რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ ერთი და არა უგვიანეს 2 თვისა, იმართება უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები.

2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

3. კანდიდატი სამოქმედო გეგმას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს საჯაროდ.

4. უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.

5. რექტორის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია.

6. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტორის დარჩენილი ვადით, ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 40. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ.

2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და არჩევნების ჩატარების თარიღი, ასევე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს აქტით.

3. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია 5 დღის ვადაში გამოასწოროს ხარვეზი.

3​1.. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელძღვანელის კანდიდატურის განცხადებების რეგისტრაციას და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია .

4. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს 20 დღის ვადაში, ეცნობა კანდიდატურებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 41. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ

1. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და შედეგების შეჯამებას ამ თავის შესაბამისად უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. კომისია არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს ახალი ან იგივე კანდიდატურა.

4. კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.

6. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

7. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა უნივერსიტეტში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

8. (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 42. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა

1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.

2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ასოცირებული ან სრული პროფესორი. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 3 დღის ვადაში.

3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

4. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კანდიდატურას.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა.

6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები.

7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურ ებ ის განცხადებების რეგისტრაციას ა და აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოს სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია.

8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელ ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 43. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა

1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს.

2. ფაკულტეტს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა.

3. ფაკულტეტის საბჭო კანდიდატურის/კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით.

4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში.

5. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.

��� მუხლი 44. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია

1. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.

2. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატებს, ფაკულტეტის ამომრჩევლებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად.

3. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.

4. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ:

ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;

ბ) ადმინისტრაციულ პერსონალს.

5. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა.

6. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, ან რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს უნივერსიტეტში ან ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ქონებას.

7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება არ ა აქვს დაუსაბუთებ ე ლ ი უარი უთხრას კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის უნივერსიტეტის ფართით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის უნივერსიტეტის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარი არის წერილობითი ფორმის და მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში საჩივრდება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 45. აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს საარჩევნო სიები

1. საარჩევნო სიებს ადგენს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი.

2. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე.

3. უნივერსიტეტის სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიტანება ყველა პირი , რომელიც ირიცხება უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტად.

4. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტპროფესორი, გარდა დოქტორანტისა.

5. აკადემიური პერსონალი შეიტანება იმ ფაკულტეტის საარჩევნო სიაში, რომლის აკადემიურ თანამდებობის პირსაც წარმოადგენს.

6. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, სტუდენტის ბილეთის ან აკადემიური მოსწრების წიგნაკის ნომერი � სტუდენტი ამომრჩევლისათვის, ხოლო აკადემიური პერსონალის შემთხვევაში არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების, შრომითი ხელშეკრულების ნომერი, უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.

7. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში ან იმავე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეტანა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 46. საარჩევნო ბიულეტენი

1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.

2. საარჩევნო ბიულეტენები მზადდება და იბეჭდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით.

3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცალ-ცალკე. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:

ა) უნივერსიტეტისა და შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება;

ბ) მართვის ორგანო, რომლის არჩევნებისთვის არის განკუთვნილი;

გ) ვისთვის არის საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი � აკადემიური პერსონალის თუ სტუდენტთათვის;

დ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.

4. დაუშვებელია ერთი კონკრეტული მართვის ორგანოს არჩევისას ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემ ა.

5. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა სტუდენტზე პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან/და აკადემიური მოსწრების წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე � პირადობის მოწმობის, უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 47. საარჩევნო ყუთი

1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიებ ი უზრუნველყოფ ილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთებით. თითოეულ საარჩევნო კომისიას წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისათვის გადაეცემა 2 საარჩევნო ყუთი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე, სხვა მართვის ორგანოს არჩევნებისათვის კი ერთი ყუთი.

2. საარჩევნო ყუთზე თვალსაჩინო ფორმით აღინიშნება, თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვისაა იგი, აგრეთვე მინიშნება იმის შესახებ, აკადემიური პერსონალისთვისაა განკუთვნილი თუ სტუდენტთათვის.

3. საარჩევნო ყუთი კენჭისყრამდე მოწმდება, რათა საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ იგი ცარიელია. კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი ილუქება კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით და პირველი ამომრჩევლის საარჩევნო ბიულეტენთან ერთად მასში მოთავსდება საკონტროლო ფურცელი, რაც არჩევნების შედეგების ნამდვილობის შემოწმების ერთ-ერთი საშუალებაა.

4. საკონტროლო ფურცელი დგება 2 ეგზემპლარად და მათზე აღინიშნება შესაბამისი ფაკულტეტისა და პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტები, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. საკონტროლო ფურცლის 1 ეგზემპლარი რჩება საარჩევნო კომისიაში.

5. თუ საარჩევნო ყუთი დაზიანდა არჩევნების პროცესში, საარჩევნო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.

6. თუ საარჩევნო ყუთში მისი გახსნის შემდეგ არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი, ან მასში მოთავსებული საკონტროლო ფურცლის მონაცემები არ დაემთხვა საარჩევნო კომისიაში არსებულ საკონტროლო ფურცლის მონაცემებს, არჩევნების შედეგები ცხადდება ბათილად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 48. არჩევნების ორგანიზება

1. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს უნივერსიტეტი.

2. უნივერსიტეტის ფაკულტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას.

3. არჩევნები (კენჭისყრა) იწყება 10 სათზე და მთავრდება 17 საათზე.

4. საფაკულტეტო საარჩვენო კომიისის წევრები არჩევნების (კენჭისყრის) დაწყებამდე 1 საათით ადრე წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს .

5. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 49. არჩევნების პროცედურა

1. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპ ე ციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში. მას შემდეგ, რაც შემოხაზავს მისთვის სასურველ ი ერთი კანდიდატურ ი ს რიგით ნომერს , მოათავსებ ს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა.

2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 50. შედეგების შეჯამება

1. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო სიებში შესრულებული ხელმოწერების მიხედვით. აღნიშნული ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებ ისას გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან ცალ-ცალკ ე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.

3. მართვის ორგანოთა არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა 1/3 მაინც, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას ეს ოდენობა განისაზღვრება აკადემიური პერსონალი სა და სტუდენტები სათვის ცალ-ცალკე.

4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ � სტუდენტებისათვის.

5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და წრიულად შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატურების მიხედვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.

6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:

ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;

ბ) თუ არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;

გ) თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურის რიგითი ნომერი;

დ) თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

ე) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები.

7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას შემაჯამებელი ოქმი ივსება ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის. შემაჯამებელ ოქმში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;

ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;

გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;

დ) ბათილი და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.

8. ფაკულტეტიდან აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 51. დამკვირვებელი

1. უნივერსიტეში არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე მიმართონ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.

3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:

ა) უნივერსიტეტის მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი;

ბ) ადმინისტრაციული თანამდებობის პირი;

გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.

4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს საარჩევნო კომისიების მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრების განხილვის პროცესში.

5. დამკვირვებელი უფლებამოსილია:

ა) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს დარღვევის ოქმი;

გ) წარადგინოს საჩივარი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში.

6. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.

7. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 52. დარღვევის ოქმი

არჩევნების დღეს ამ წესდებით დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება:

ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი.

ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი);

გ) დარღვევის შინაარსი;

დ) დარღვევის დაფიქსირების დრო;

ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა, ან აღნიშვნა მის მიერ ხელმოწერაზე უარის შესახებ;

ვ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას) და მათი ხელმოწერები;

ზ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;

თ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.

��� მუხლი 53. არჩევნების შედეგების გამოცხადება და გასაჩივრება

1. არჩევნების შედეგები ცხად დ ება არჩევნების დ ღ ეს. საუნივერსიტეტო საარ ჩ ევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების შედეგების გამოქვეყნება უნივერსიტეტის და შესაბამისი ფაკულტეტების საინფორმაციო დაფებზე, ასევე უნივერსიტეტის ოფოციალურ ვებ-გვერდზე.

2. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ წესდებით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.

3. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი;

ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი);

გ) დარღვევის შინაარსი;

დ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას);

ე) საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა;

ვ) საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა.

4. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

6. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სა უნივერსიტეტ ო საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ წესდებით დადგენილი წესის ან/და სა ფაკულტეტ ო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 54. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება

1. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს ფაკულტეტებზე, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

თავი VII

უნივერსიტეტის პერსონალი

��� მუხლი 55. პერსონალი

უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე თანამდებობები.

��� მუხლი 56. აკადემიური პერსონალი

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.

4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

��� მუხლი 57. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.

3. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 58. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.

4. ხელოვნების ფაკულტეტის საშემსრულებლო სპეციალობისთვის აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა:

ა) სრული პროფესორის თანამდებობაზე � საშემსრულებლო დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ძირითადი საგნის სწავლების არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და შემოქმედებითი მიღწევები;

ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე � საშემსრულებლო დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ძირითადი საგნის სწავლების არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და შემოქმედებითი მიღწევები.

გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე � საშემსრულებლო დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს პროფესიული და პედაგოგიური მოღვაწეობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანება �435-სსმIII, �81, 01.07.2009წ., მუხ.875

��� მუხლი 59. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები

1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

2. აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 60. აკადემიური პერსონალის უფლებები

1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) 5 წელიწადში ერთხელ პროფესიული განვითარების მიზნით აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 1 სასწავლო წლის ვადით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ წესდების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ .

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 61. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება

აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსი ს ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;

ვ) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.

��� მუხლი 62. აკადემიური წოდებები

1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.

2. უნივერსიტეტის 65 წელს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ ნი არიან ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ან ამ ავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად აგრძელებენ აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობას. ამ პირებს ემერიტუსის წოდება მიენიჭებათ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის რექტორის თანხმობით.

2​1. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირის მიერ ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადით შეჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.

2​2. უნივერსიტეტში ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ � უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში შეუწყდება ემერიტუსის წოდება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა .

3. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს უნივერსიტეტი. ამასთანავე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 63. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობის გარდა უნივერსიტეტში შეიძლება არსებობდეს მასწავლებელთა პერსონალი, რომელთაც მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება ფაკულტეტსა და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები.

6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.

��� მუხლი 64. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევა;

ვ) (ამოღებულია - 17.03.11 �39/ნ).

ზ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 65. თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

1​1. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე .

2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა შეიძლება განისაზღვროს ასევე მათთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

თავი VIII

სტუდენტის სტატუსი და უფლებები

��� მუხლი 66. სტუდენტის სტატუსი და უფლებები�

,,1. სტუდენტი არის პირი, რომელიც �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტ ში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.

2. სტუდენტს უფლება აქვს სრულად გამოიყენოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით, �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით, უნივერისტეტის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა აქტებით მისთვის მინიჭებული ყველა უფლება.

3. უნივერსიტეტი მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

4. უნივერსიტეტს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში შეუძლია განახორციელოს სტუდენტთა სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი , აკადემიური საბჭოს მიერ განხილული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

5. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვისთანავე სტუდენტს უწყდება უნივერისტეტის სტუდენტის სტატუსი. ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით რექტორი, კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, გამოსცემს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას. გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნას აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

6. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (ფინანსური დავალიანება);

ბ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულია პატიმრობა;

გ) ავადმყოფობა;

დ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;

ე) აკადემიური შვებულება;

7 . სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი. ამ მუხლის მე-6 პუნქტის �გ�, �დ� და �ე� ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს 45 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.

8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) უნივერიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ბ) უნივერიტეტს შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით, ფაკულტეტის დებულებითა და სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება;

გ) პირადი განცხადება;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;

ე) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;

ვ) გარდაცვალება;

ზ) ერთი და იმავე სასწავლო კურსის ორჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება.

����� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება �03-სსმIII, �4, 14.01.2009წ., მუხ.29

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03. 2011 წ.

����� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივნისის ბრძანება �108/ნ - ვებგვერდი, 24.06.2011 წ.

��� მუხლი 67. სტუდენტური თვითმმართველობა

1. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს.

2. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტური თვითმმართველოს ერთიანობას, რომელიც საქმიანობას წარმართავს ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის, ამ წესდებისა და შესაბამისი დებულების მიხედვით .

3. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არჩევნების ორგანიზება-ჩატარებას განსაზღვრავს თავისი დებულებით.

4. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) საჭიროებისამებრ, თვითმმართველობის წევრებიდან წარადგენს უნივერსიტეტის სხვადასხვა, მათ შორის საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიების წევრთა კანდიდატურებს ;

ვ) ირჩევს წევრებს უნივერსიტეტში არსებულ მუდმივ თუ დროებით კომისიებში;

ზ) საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი შეისწავლის და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას იმ საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ბრძანებების პროექტებზე, რომლებიც ეხება სტუდენტთა კონტიგენტს;

თ) იღებს დაფინანსებას უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან;

ი) კოორდინირებულად მუშაობს უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრ სტუდენტებთან;

კ) ადმინისტრაციას მიმართავს წინადადებით სტიპენდიის დანიშვნისა და სოციალური შეღავათების გაწევის შესახებ;

ლ) განახორციელებს წესდებით, შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება �39/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

��� მუხლი 68. სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.

��� მუხლი 69. სასწავლო ფართითა და ტექნიკით სარგებლობა

1. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს უფლება აქვს თანაბრად ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ვალდებულია შესაბამისი პირობები შეუქმნას უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის.

3. უნივერსიტეტს გააჩნია სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი სასწავლო ფართი, რომელსაც ადმინისტრაცია ანაწილებს რაციონალურად.

4. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის სათანადოდ გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, საუნივერსიტეტოი კომუნიკაციების ხელმისაწვდომობას ყველა სტუდენტისათვის, რისთვისაც ანაწილებს შესაბამის რესურსებს.

��� მუხლი 70. საბიბლიოთეკო და საინფორმაციოი რესურსებით სარგებლობა

1. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ინტერნეტრესურსების ხელმისაწვდომობას, რისთვისაც ყველა სტუდენტს უფლება აქვს გააჩნდეს შესაბამისი დსასაშვებობა ამ რესურსებზე.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პერიოდულად ახდენს საბიბლიოთეკო ფონდის განახლებას საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად.

3. უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ შეუფერხებლად ისარგებლონ საბიბლიოთეკო რესურსებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულებით დადგენილი წესით.

4. უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია ბიბლიოთეკიდან შესაბამისი ფორმით, ადგილზე მომსახურებით, სააბონენტო მომსახურებით, მიიღონ სხვადასხვა მასალების ასლები, რისთვისაც ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შესაბამისი აპარატურის ამოქმედებასა და შეღავათიან პირობებს.

5. სტუდენტებს უფლება აქვთ სტუდენტური თვითმმართველობის მეშვეობით ჩაერთონ უნივერსიტეტის ლოკალურ საკომუნიკაციო ქსელში და ისარგებლონ თვითმმართველობის ინტერნეტ გვერდის მომსახურებით.

თავი IX

უნივერსიტეტის ქონება და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა

��� მუხლი 71. უნივერსიტეტის ქონება

1. უნივერსიტეტს გააჩნია ქონება, რომელიც მოიცავს:

ა) სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის უზუფრუქტით გადმოცემულ უძრავ ნივთებს;

ბ) უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთებს;

გ) საოფისე და ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ავეჯს და სხვა ინვენტარს;

დ) სატრანსპორტო საშუალებებს;

ე) მანქანა-დანადგარებს;

ვ) უნივერსიტეტის წიგნად ფონდს;

ზ) სხვა ქონებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 72. უნივერსიტეტის შემოსავლები

1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;

ბ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.

2. უნივერსიტეტის კონსოლიდირებული ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.

3. უნივერსიტეტის ხარჯების გაწევა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5. ამ მუხლის პირველი პინქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

��� მუხლი 73. საბუღალტრო ანგარიშგება

1. უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

თავი X

სახელმწიფო კონტროლი

��� მუხლი 74. სახელმწიფო კონტროლი

1. უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს უნივერსიტეტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. უნივერსიტეტს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით აქვს უფლება განახორციელოს შემდეგი სახის საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც სცილდება უნივერსიტეტის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის �ბ� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.�

6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

თავი XI

უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

��� მუხლი 75. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

� უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონითა და �საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონებით გათვალისწინებული წესით.

თავი XII

წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

��� მუხლი 76. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

1. აღნიშნულ წესდებაში ცვლილებების ან დამატებების პროექტს შეიმუშავებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. წარმომადგენლობით საბჭოში წესდების პროექტის განხილვაში მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3. წესდებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის ინიციატორი შეიძლება იყოს რექტორი, აკადემიური საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტი.

4. ინიციატივის მქონე სუბიექტები წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენენ დასაბუთებულ წინადადებასა და გადაწყვეტილების პროექტს განმარტებით ბარათთან ერთად.

5. წარმომადგენლობითი საბჭო წესდებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“, №1106, 14.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.138 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74326-4/