საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.11.2007 ძალადაკარგული 31.03.2010
ნომერი
№1229
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.011.154
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 169, 29/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.154

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1229

2007 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე 

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII,  №100, 15.07 2008წ., მუხ.1113

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.(ამოღებულია).

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII,  №100, 15.07 2008წ., მუხ.1113

2. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულება

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII,  №100, 15.07 2008წ., მუხ.1113

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII,  №100, 15.07 2008წ., მუხ.1113

4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №67-სსმIII,  №11,  24.11.2008წ., მუხ.149

2.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 თებერვლის  ბრძანება №140-სსმIII,  №26,  20.02.2008წ., მუხ.275

3.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის ბრძანება №322-სსმIII,  №48, 31.03 2008წ., მუხ.557

4.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №554-სსმIII,  №94, 02.07 2008წ., მუხ.1041

5.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII,  №100, 15.07 2008წ., მუხ.1113

6.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 მაისის ბრძანება №278 -სსმIII,  №57, 11.05. 2009წ., მუხ. 637

7.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №628 -სსმIII,  №117, 28.09. 2009წ., მუხ.1350

8.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №704-სსმIII,  №137, 06.11.2009წ., მუხ.1570

9.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10  ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII,  №140, 1311.2009წ., მუხ.1605

10.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №935-სსმIII, №159, ,30.12. 2009წ., მუხ.1999

11.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №949-სსმIII, №1, 04.01.2010 წ., მუხ.2

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII,  №100, 15.07 2008წ., მუხ.1113

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. გორის საგადასახადო ინსპექციის სტატუსი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, როგორც საგადასახადო ორგანო.

2. ინსპექციის საქმიანობის მართვას და ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახური.

3. ინსპექციას აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.

4. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. ინსპექციის ადგილსამყოფელია ქ. გორი, 1400, სამეფოს ქ. №50.

    მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

1. ინსპექცია თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.

2. ინსპექციას უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.

თავი II

ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 4. ინსპექციის ამოცანა

ინსპექციის ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

    მუხლი 5. ინსპექციის საქმიანობის სფერო

ინსპექცია საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას) (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 მაისის ბრძანება №278 -სსმIII,  №57, 11.05. 2009წ., მუხ. 637

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №935-სსმIII, №159, ,30.12. 2009წ., მუხ.1999

თავი III

ინსპექციის სტრუქტურა, ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 6. ინსპექციის სტრუქტურა

1. ინსპექციის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) იურიდიული სამმართველო;

გ) მომსახურების სამმართველო;

დ) კონტროლის სამმართველო;

ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10  ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII,  №140, 1311.2009წ., მუხ.1605

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №949-სსმIII, №1, 04.01.2010 წ., მუხ.2

    მუხლი 7. ინსპექციის ხელმძღვანელობის ორგანიზება და თანამდებობის პირთა დანიშვნის წესი

1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

3. ინსპექციის სხვა საჯარო მოსამსახურეებს ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. ინსპექციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ინსპექციის სახელით, წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ინსპექციის საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე;

დ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წინადადებებს ინსპექციის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე საგადასახადო სანქციის (ჯარიმის) დარიცხვის თაობაზე;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.

5. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. ინსპექციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:

ა) ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;

ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.

თავი IV

ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

    მუხლი 8. ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმის წარმოებას – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;

დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპოდენციების მოძრაობაზე;

ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;

ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა საქმეების რეგისტრაციას, ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებას და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;

ზ) ახორციელებს ინსპექციის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, აწარმოებს მათი პირადი საქმეების შედგენას და შრომის წიგნაკების აღრიცხვას;

თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;

კ) წარადგენს შესაბამის ნაერთ ანგარიშებს შემოსავლების სამსახურში;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10  ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII,  №140, 1311.2009წ., მუხ.1605

    მუხლი 9. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ინსპექციის თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;

ბ) მონაწილეობს საგადასახადო და სხვა სახის სასამართლო დავებში;

გ) მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

დ) აწარმოებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის/არდარიცხვის განხორციელების თაობაზე;

ე) სასამართლოში წარსადგენად ამზადებს შუამდგომლობებს მეწარმის საქმიანობაზე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების უფლების მოპოვების მოთხოვნის თაობაზე.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10  ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII,  №140, 1311.2009წ., მუხ.1605

    მუხლი 10. მომსახურების სამმართველო

1. მომსახურების სამმართველო გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას) (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა);

ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;

გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა რეესტრების წარმოებას და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ ცნობის გაცემას;

დ) ამყარებს ურთიერთობას სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელ სხვა ორგანოებთან;

ე) ახდენს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციას;

ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას;

ზ) აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო  ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას;

თ) ახორციელებს ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარდგენას, ასევე უწევს კონტროლს საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას;

ი) უზრუნველყოფს მოცემული პუნქტის „ა“, „გ“, „ე-ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის შექმნას.

2. მომსახურების სამმართველო მონაცემთა დამუშავების უზრუნველსაყოფად:

ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საიდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;

ბ) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციებს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადამხდელების შესახებ და უზრუნველყოფს გადასახადების მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

გ) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია ინსპექციისათვის სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სავარაუდო დარიცხვას;

დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;

ე) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი (წარმოდგენილი) დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამზადებს წინადადებებს სავარაუდო დარიცხვის შესახებ. გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე ამზადებს მასალებს და რეაგირებისათვის გადასცემს სათანადო ორგანოს;

ვ) დადგენილი წესით ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას და სათანადო დამუშავებას;

ზ) სახაზინო დაწესებულებებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

თ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ პროექტებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;

კ) ადგენს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშებს;

ლ) იცავს კომპიუტერულ სისტემებს გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანას სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათ დაბრუნებას გადამხდელთათვის;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;

ო) საგადასახადო ინსპექციაში არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ამზადებს წინადადებებს გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

პ) (ამოღებულია);

ჟ) (ამოღებულია);

რ) (ამოღებულია);

ს)  (ამოღებულია);

ტ)  (ამოღებულია);

უ)  (ამოღებულია);

ფ)  (ამოღებულია);

3. (ამოღებულია);

 4. მომსახურების სამმართველო გადამხდელთა მომსახურების მიზნით:

ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას;

ბ) განიხილავს გადასახადის გადამხდელების განცხადებებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;

დ) უზრუნველყოფს „გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნების“ განხილვას და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას;

ე) უწევს კონსულტაციებს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ვ) აწვდის გადასახადის გადამხდელებს ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასახადის გადამხდელზე/საგადასახადო აგენტზე ამონაწერის გადაცემას საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და უწევს შესაბამის მომსახურებას დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;

ი) მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებების არსებობა/არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;

კ) საბანკო დაწესებულებებიდან იღებს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას და ახორციელებს შესაბამისი ცნობების გაცემას;

ლ) უზრუნველყოფს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემას;

მ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციების ფორმების გაცემას, შევსებული ფორმების მიღებას და მათი შენახვის ორგანიზებას.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №704-სსმIII,  №137, 06.11.2009წ., მუხ.1570

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10  ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII,  №140, 1311.2009წ., მუხ.1605

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №935-სსმIII, №159, ,30.12. 2009წ., მუხ.1999

    მუხლი 10​1. კონტროლის სამმართველო

1. კონტროლის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახდენს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას;

ბ) ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას;

გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას და დაკვირვებას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიების და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

დ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და  ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ე) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით, ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადასახადის გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს, დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახლა დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებულ შესაბამისი ფორმის აქტებს. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას;

ვ) უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ჯარიმის შეფარდებას;

თ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს ლატარიის და წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარის/წარმომადგენლის მივლინებას;

ი) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, ხოლო შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით – გასვლით საგადასახადო შემოწმებას (მათ შორის, საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს);

კ) ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო შემოწმებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე;

ლ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში ახორციელებს საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენას;

მ) შემოწმების აქტის საფუძველზე უზრუნველყოფს:

მ.ა) შემოწმების აქტის განხილვის სხდომის მომზადებას;

მ.ბ) სათანადო გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას გადასახადის/საგადასახადო სანქციის თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ და გადაწყვეტილების მისაღებად ინსპექციიის უფროსის/მოადგილისათვის წარდგენას, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად, შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნას;

ნ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას;

ო) ახორციელებს შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;

პ) განაზოგადებს გამოვლენილ დარღვევებს, განზოგადებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს რისკის კრიტერიუმებს და ახორციელებს საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას;

ჟ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა) დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას;

რ) ახორციელებს საქმიანობის მიხედვით გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის ანალიზს და რისკის ფაქტორების განსაზღვრას, ამ სფეროში გადამხდელთა ბრუნვებისა და შემოსული გადასახადების ანალიზს;

ს) ინსპექციის უფროსის დავალებების შესაბამისად, შეიმუშავებს სხვა ანალიტიკურ ინფორმაციას;

ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. კონტროლის სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, მოცემული პერიოდისათვის, ახორციელებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10  ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII,  №140, 1311.2009წ., მუხ.1605

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №935-სსმIII, №159, ,30.12. 2009წ., მუხ.1999

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 მაისის ბრძანება №278 -სსმIII,  №57, 11.05. 2009წ., მუხ. 637

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №628 -სსმIII,  №117, 28.09. 2009წ., მუხ.1350

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10  ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII,  №140, 1311.2009წ., მუხ.1605

    მუხლი 12. იძულებითი ღონისძიებების სამმართველო  

იძულებითი ღონისძიებების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში:

ა) აწესებს კონტროლს გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;

ბ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას;

ე) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას;

ვ) განიხილავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების საკითხს, ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს, აწესებს კონტროლს ვალდებულების შეჩერების თაობაზე ინსპექციის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე და მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს;

ზ) განიხილავს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

თ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ი) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს, განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას და მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზის განხორციელებას;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10  ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII,  №140, 1311.2009წ., მუხ.1605

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №949-სსმIII, №1, 04.01.2010 წ., მუხ.2

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“, №1229, 22.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.154 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74398-11/