საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.154
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1229
2007 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის და რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ რეორგანიზაციის შედეგად, გორის საგადასახადო ინსპექციის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
2. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულება“.
3. შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელინ. გილაური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტატუსი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (შემდგომში _ ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, როგორც საგადასახადო და საბაჟო ორგანო.
2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის მართვას და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
3. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.
4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადგილსამყოფელია ქ. გორი, 1400, სამეფოს ქ. №50.
მუხლი 2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან
1. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
2. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.
თავი II
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანა
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
მუხლი 5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო
ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საბაჟო რეჟიმის რეგულირებას, საბაჟო დამუშვების ოპერაციებს და საბაჟო კონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურა, ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 6. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურა
1. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაცია (აპარატი);
ბ) იურიდიული სამმართველო;
გ) მომსახურების სამმართველო;
დ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;
ე) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“.
მუხლი 7. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობის ორგანიზება და თანამდებობის პირთა დანიშვნის წესი
1. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ხელმძღვანელობს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
3. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სხვა საჯარო მოსამსახურეებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სახელით, წარმოადგენს ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე;
დ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წინადადებებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის შესახებ;
თ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე სანქციის გამოყენების თაობაზე;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილავს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა საქმეებს;
კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.
6. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
7. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:
ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.
თავი IV
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
მუხლი 8. ადმინისტრაცია (აპარატი)
ადმინისტრაცია (აპარატი):
ა) აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას.
მუხლი 9. იურიდიული სამმართველო
იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;
ბ) მონაწილეობს საგადასახადო, საბაჟო და სხვა სახის სასამართლო დავებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
დ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალ-დარღვევათა ოქმებზე ამზადებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის განხორციელების თაობაზე.
მუხლი 10. მომსახურების სამმართველო
1. გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (ანიჭებს გადასახადის გადამხდელებს საიდენტიფიკაციო ნომრებს);
ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;
გ) ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, უზრუნველყოფს სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოებას და რეესტრის ამონაწერების გაცემას;
დ) ამყარებს ურთიერთობას სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელ სხვა ორგანოებთან;
ე) ახდენს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციას;
ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას;
ზ) აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას;
თ) ახორციელებს ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, შესაბამისი მოწმობის გაცემას და საქველმოქმედო ორგანიზაციის რეესტრის წარმოებას;
ი) უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ა“, „გ“, „ე-თ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის შექმნას.
2. მონაცემთა დამუშავების უზრუნველსაყოფად:
ა) აწარმოებს საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციების, გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;
ბ) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციებს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადების გადამხდელების შესახებ და უზრუნველყოფს გადასახადების მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;
გ) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის) სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სავარაუდო დარიცხვას;
დ) აწარმოებს საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;
ე) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი (წარმოდგენილი) დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამზადებს წინადადებებს სავარაუდო დარიცხვის შესახებ. გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე ამზადებს მასალებს და რეაგირებისათვის გადასცემს სათანადო ორგანოს;
ვ) დადგენილი წესით ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას და სათანადო დამუშავებას;
ზ) სახაზინო დაწესებულებებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადების, საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;
თ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ და „საბაჟო შეტყობინების“ პროექტებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;
კ) ადგენს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშებს;
ლ) იცავს კომპიუტერულ სისტემებს გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან.
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანას სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათ დაბრუნებას გადამხდელთათვის;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;
ო) ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ამზადებს წინადადებებს გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
3. მომსახურების მიზნით:
ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას (აპარატს);
ბ) განიხილავს გადასახადის გადამხდელების განცხადებებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;
დ) უზრუნველყოფს „გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნების“ განხილვას და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას;
ე) უწევს კონსულტაციებს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ვ) აწვდის გადასახადის გადამხდელებს ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასახადის გადამხდელზე/საგადასახადო აგენტზე ან სხვა ვალდებულ პირზე ამონაწერის გადაცემას საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ;
თ) უზრუნველყოფს გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და უწევს შესაბამის მომსახურებას დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით.
ი) უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებების (მათ შორის, ქონების გადასახადზე) არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;
კ) საბანკო დაწესებულებებიდან იღებს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას და ახორციელებს შესაბამისი ცნობების გაცემას;
ლ) უზრუნველყოფს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემას;
მ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციების ფორმების გაცემას, შევსებული ფორმების მიღებას და მათი შენახვის ორგანიზებას.
4. საბაჟო დამუშავების მიზნით:
ა) უზრუნველყოფს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშვების ოპერაციების განხორციელებას, ასევე მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმებას (მათ შორის, სააღრიცხვო მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში _ სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმებას; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევების შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმებას; საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო წესების დარღვევის, ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე, შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმებას (მაგ., ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში _ გადახდის ქვითრის არსებობის შემოწმება);
ა.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმებას (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმებას);
ა.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას;
ა.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაციას;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმებას;
ა.ვ) საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმებას;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვას, ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ აკუმულირებას;
ბ) უზრუნველყოფს ვადაგადაცილებული საბაჟო გადასახდელების ამოღებას, დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების წარმოებას და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემას ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
გ) უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატურ კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, სამართალდარღვევის ოქმების შედგენას, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის ან/და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო
1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით:
ა) სწავლობს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებათა მიხედვით საგადასახადო და საბაჟო დავალიანებების წარმოშობის მიზეზებს;
ბ) ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს გადამხდელის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებით, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, ქონებაზე ყადაღის დადებით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით;
გ) შეისწავლის საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების ვადის შეცვლის, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას.
2. სამმართველო მიმდინარე კონტროლისა და გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით:
ა) აწესებს კონტროლს გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;
ბ) აგროვებს ინფორმაციას შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
დ) ახდენს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;
ვ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას, გამოვლენილ დარღვევებზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებს და შესაბამისი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ სამმართველოს;
ზ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;
თ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
ი) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს. დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახალ დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტებს. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო
გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას;
ბ) ადგენს საგადასახადო შემოწმებების წლიურ სამუშაო გეგმას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში და დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად ამოწმებს გადასახადის გადამხდელების საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
დ) ახდენს საგადასახადო შემოწმების წინასწარ მომზადებას;
ე) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს კამერალურ და გასვლით (მათ შორის საკონტროლო) საგადასახადო შემოწმებებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და ვადებში ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტებს და დადგენილი წესით და ვადებში წარუდგენს განსახილველად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს;
ზ) შემოწმების აქტის საფუძველზე ამზადებს სათანადო გადაწყვეტილების პროექტს, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13. საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“
საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ფიტოსანიტარიული და ვეტსანიტარიული კონტროლი;
დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სსსდ-ით შემოტანას დაქვემდებარებულ ტვირთებზე კონტროლი;
ვ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო დამუშვების ოპერაციის ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახადებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;
ი) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
+

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII, №100, 15.07 2008წ., მუხ.1113
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.(ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII, №100, 15.07 2008წ., მუხ.1113
2. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII, №100, 15.07 2008წ., მუხ.1113
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII, №100, 15.07 2008წ., მუხ.1113
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის და რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ რეორგანიზაციის შედეგად, გორის საგადასახადო ინსპექციის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
2. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულება“.
3. შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №67-სსმIII, №11, 24.11.2008წ., მუხ.149
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 თებერვლის ბრძანება №140-სსმIII, №26, 20.02.2008წ., მუხ.275
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის ბრძანება №322-სსმIII, №48, 31.03 2008წ., მუხ.557
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №554-სსმIII, №94, 02.07 2008წ., მუხ.1041
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII, №100, 15.07 2008წ., მუხ.1113
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 მაისის ბრძანება №278 -სსმIII, №57, 11.05. 2009წ., მუხ. 637
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №628 -სსმIII, №117, 28.09. 2009წ., მუხ.1350
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №704-სსმIII, №137, 06.11.2009წ., მუხ.1570
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII, №140, 1311.2009წ., მუხ.1605
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №935-სსმIII, №159, ,30.12. 2009წ., მუხ.1999
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №949-სსმIII, №1, 04.01.2010 წ., მუხ.2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის
შემსრულებელინ. გილაური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №597-სსმIII, №100, 15.07 2008წ., მუხ.1113
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გორის საგადასახადო ინსპექციის სტატუსი🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, როგორც საგადასახადო ორგანო.
2. ინსპექციის საქმიანობის მართვას და ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
3. ინსპექციას აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.
4. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. ინსპექციის ადგილსამყოფელია ქ. გორი, 1400, სამეფოს ქ. №50.
მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი🔗
ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან🔗
1. ინსპექცია თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
2. ინსპექციას უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.
მუხლი 1. გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტატუსი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (შემდგომში _ ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, როგორც საგადასახადო და საბაჟო ორგანო.
2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის მართვას და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
3. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.
4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადგილსამყოფელია ქ. გორი, 1400, სამეფოს ქ. №50.
მუხლი 2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან
1. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
2. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.
თავი II
ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 4. ინსპექციის ამოცანა🔗
ინსპექციის ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
მუხლი 5. ინსპექციის საქმიანობის სფერო🔗
ინსპექცია საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას) (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 მაისის ბრძანება №278 -სსმIII, №57, 11.05. 2009წ., მუხ. 637
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №935-სსმIII, №159, ,30.12. 2009წ., მუხ.1999
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანა
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
მუხლი 5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო
ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საბაჟო რეჟიმის რეგულირებას, საბაჟო დამუშვების ოპერაციებს და საბაჟო კონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
ინსპექციის სტრუქტურა, ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 6. ინსპექციის სტრუქტურა🔗
1. ინსპექციის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაცია;
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურა, ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 6. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურა
1. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაცია (აპარატი);
ბ) იურიდიული სამმართველო;
გ) მომსახურების სამმართველო;
დ) კონტროლის სამმართველო;
ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII, №140, 1311.2009წ., მუხ.1605
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №949-სსმIII, №1, 04.01.2010 წ., მუხ.2
მუხლი 7. ინსპექციის ხელმძღვანელობის ორგანიზება და თანამდებობის პირთა დანიშვნის წესი🔗
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
3. ინსპექციის სხვა საჯარო მოსამსახურეებს ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
4. ინსპექციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ინსპექციის სახელით, წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ინსპექციის საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე;
დ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წინადადებებს ინსპექციის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;
ე) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“.
მუხლი 7. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობის ორგანიზება და თანამდებობის პირთა დანიშვნის წესი
1. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ხელმძღვანელობს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.
3. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სხვა საჯარო მოსამსახურეებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სახელით, წარმოადგენს ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე;
დ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წინადადებებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის შესახებ;
თ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე საგადასახადო სანქციის (ჯარიმის) დარიცხვის თაობაზე;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.
5. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
6. ინსპექციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:
ა) ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;
თ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე სანქციის გამოყენების თაობაზე;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილავს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა საქმეებს;
კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.
6. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
7. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:
ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.
თავი IV
ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
მუხლი 8. ადმინისტრაცია🔗
ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმის წარმოებას – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპოდენციების მოძრაობაზე;
ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;
ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა საქმეების რეგისტრაციას, ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებას და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;
ზ) ახორციელებს ინსპექციის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, აწარმოებს მათი პირადი საქმეების შედგენას და შრომის წიგნაკების აღრიცხვას;
თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
კ) წარადგენს შესაბამის ნაერთ ანგარიშებს შემოსავლების სამსახურში;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII, №140, 1311.2009წ., მუხ.1605
მუხლი 9. იურიდიული სამმართველო🔗
ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
მუხლი 8. ადმინისტრაცია (აპარატი)
ადმინისტრაცია (აპარატი):
ა) აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას.
მუხლი 9. იურიდიული სამმართველო
იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ინსპექციის თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;
ბ) მონაწილეობს საგადასახადო და სხვა სახის სასამართლო დავებში;
გ) მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
დ) აწარმოებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის/არდარიცხვის განხორციელების თაობაზე;
ე) სასამართლოში წარსადგენად ამზადებს შუამდგომლობებს მეწარმის საქმიანობაზე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების უფლების მოპოვების მოთხოვნის თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII, №140, 1311.2009წ., მუხ.1605
მუხლი 10. მომსახურების სამმართველო🔗
1. მომსახურების სამმართველო გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას) (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა);
ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;
ბ) მონაწილეობს საგადასახადო, საბაჟო და სხვა სახის სასამართლო დავებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
დ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალ-დარღვევათა ოქმებზე ამზადებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის განხორციელების თაობაზე.
მუხლი 10. მომსახურების სამმართველო
1. გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (ანიჭებს გადასახადის გადამხდელებს საიდენტიფიკაციო ნომრებს);
ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;
გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა რეესტრების წარმოებას და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ ცნობის გაცემას;
გ) ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, უზრუნველყოფს სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოებას და რეესტრის ამონაწერების გაცემას;
დ) ამყარებს ურთიერთობას სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელ სხვა ორგანოებთან;
ე) ახდენს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციას;
ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას;
ზ) აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას;
თ) ახორციელებს ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარდგენას, ასევე უწევს კონტროლს საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას;
ი) უზრუნველყოფს მოცემული პუნქტის „ა“, „გ“, „ე-ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის შექმნას.
2. მომსახურების სამმართველო მონაცემთა დამუშავების უზრუნველსაყოფად:
ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საიდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;
ბ) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციებს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადამხდელების შესახებ და უზრუნველყოფს გადასახადების მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;
გ) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია ინსპექციისათვის სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სავარაუდო დარიცხვას;
დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;
ზ) აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას;
თ) ახორციელებს ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, შესაბამისი მოწმობის გაცემას და საქველმოქმედო ორგანიზაციის რეესტრის წარმოებას;
ი) უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ა“, „გ“, „ე-თ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის შექმნას.
2. მონაცემთა დამუშავების უზრუნველსაყოფად:
ა) აწარმოებს საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციების, გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;
ბ) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციებს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადების გადამხდელების შესახებ და უზრუნველყოფს გადასახადების მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;
გ) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის) სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სავარაუდო დარიცხვას;
დ) აწარმოებს საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;
ე) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი (წარმოდგენილი) დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამზადებს წინადადებებს სავარაუდო დარიცხვის შესახებ. გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე ამზადებს მასალებს და რეაგირებისათვის გადასცემს სათანადო ორგანოს;
ვ) დადგენილი წესით ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას და სათანადო დამუშავებას;
ზ) სახაზინო დაწესებულებებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;
ვ) დადგენილი წესით ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას და სათანადო დამუშავებას;
ზ) სახაზინო დაწესებულებებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადების, საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;
თ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ პროექტებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ და „საბაჟო შეტყობინების“ პროექტებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;
კ) ადგენს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშებს;
ლ) იცავს კომპიუტერულ სისტემებს გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;
ლ) იცავს კომპიუტერულ სისტემებს გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან.
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანას სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათ დაბრუნებას გადამხდელთათვის;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;
ო) საგადასახადო ინსპექციაში არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ამზადებს წინადადებებს გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;
პ) (ამოღებულია);
ჟ) (ამოღებულია);
რ) (ამოღებულია);
ს) (ამოღებულია);
ტ) (ამოღებულია);
უ) (ამოღებულია);
ფ) (ამოღებულია);
3. (ამოღებულია);
4. მომსახურების სამმართველო გადამხდელთა მომსახურების მიზნით:
ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;
ო) ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ამზადებს წინადადებებს გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
3. მომსახურების მიზნით:
ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას (აპარატს);
ბ) განიხილავს გადასახადის გადამხდელების განცხადებებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;
დ) უზრუნველყოფს „გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნების“ განხილვას და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას;
ე) უწევს კონსულტაციებს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ვ) აწვდის გადასახადის გადამხდელებს ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასახადის გადამხდელზე/საგადასახადო აგენტზე ამონაწერის გადაცემას საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ;
თ) უზრუნველყოფს გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და უწევს შესაბამის მომსახურებას დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;
ი) მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებების არსებობა/არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;
ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასახადის გადამხდელზე/საგადასახადო აგენტზე ან სხვა ვალდებულ პირზე ამონაწერის გადაცემას საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ;
თ) უზრუნველყოფს გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და უწევს შესაბამის მომსახურებას დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით.
ი) უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებების (მათ შორის, ქონების გადასახადზე) არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;
კ) საბანკო დაწესებულებებიდან იღებს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას და ახორციელებს შესაბამისი ცნობების გაცემას;
ლ) უზრუნველყოფს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემას;
მ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციების ფორმების გაცემას, შევსებული ფორმების მიღებას და მათი შენახვის ორგანიზებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №704-სსმIII, №137, 06.11.2009წ., მუხ.1570
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII, №140, 1311.2009წ., მუხ.1605
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №935-სსმIII, №159, ,30.12. 2009წ., მუხ.1999
მუხლი 101. კონტროლის სამმართველო🔗
1. კონტროლის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახდენს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას;
ბ) ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას;
გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას და დაკვირვებას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიების და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;
დ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;
ე) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით, ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადასახადის გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს, დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახლა დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებულ შესაბამისი ფორმის აქტებს. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას;
ვ) უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ჯარიმის შეფარდებას;
თ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს ლატარიის და წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარის/წარმომადგენლის მივლინებას;
ი) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, ხოლო შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით – გასვლით საგადასახადო შემოწმებას (მათ შორის, საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს);
კ) ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო შემოწმებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე;
ლ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში ახორციელებს საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენას;
მ) შემოწმების აქტის საფუძველზე უზრუნველყოფს:
მ.ა) შემოწმების აქტის განხილვის სხდომის მომზადებას;
მ.ბ) სათანადო გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას გადასახადის/საგადასახადო სანქციის თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ და გადაწყვეტილების მისაღებად ინსპექციიის უფროსის/მოადგილისათვის წარდგენას, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად, შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნას;
ნ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას;
ო) ახორციელებს შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;
პ) განაზოგადებს გამოვლენილ დარღვევებს, განზოგადებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს რისკის კრიტერიუმებს და ახორციელებს საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას;
ჟ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა) დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას;
რ) ახორციელებს საქმიანობის მიხედვით გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის ანალიზს და რისკის ფაქტორების განსაზღვრას, ამ სფეროში გადამხდელთა ბრუნვებისა და შემოსული გადასახადების ანალიზს;
ს) ინსპექციის უფროსის დავალებების შესაბამისად, შეიმუშავებს სხვა ანალიტიკურ ინფორმაციას;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. კონტროლის სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, მოცემული პერიოდისათვის, ახორციელებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII, №140, 1311.2009წ., მუხ.1605
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №935-სსმIII, №159, ,30.12. 2009წ., მუხ.1999
მუხლი 11. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 მაისის ბრძანება №278 -სსმIII, №57, 11.05. 2009წ., მუხ. 637
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №628 -სსმIII, №117, 28.09. 2009წ., მუხ.1350
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII, №140, 1311.2009წ., მუხ.1605
მუხლი 12. იძულებითი ღონისძიებების სამმართველო🔗
იძულებითი ღონისძიებების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში:
ა) აწესებს კონტროლს გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას;
ე) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას;
ვ) განიხილავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების საკითხს, ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს, აწესებს კონტროლს ვალდებულების შეჩერების თაობაზე ინსპექციის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე და მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს;
ზ) განიხილავს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
თ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;
ი) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს, განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას და მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზის განხორციელებას;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №725-სსმIII, №140, 1311.2009წ., მუხ.1605
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №949-სსმIII, №1, 04.01.2010 წ., მუხ.2
4. საბაჟო დამუშავების მიზნით:
ა) უზრუნველყოფს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშვების ოპერაციების განხორციელებას, ასევე მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმებას (მათ შორის, სააღრიცხვო მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში _ სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმებას; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევების შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმებას; საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო წესების დარღვევის, ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე, შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმებას (მაგ., ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში _ გადახდის ქვითრის არსებობის შემოწმება);
ა.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმებას (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმებას);
ა.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას;
ა.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაციას;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმებას;
ა.ვ) საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმებას;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვას, ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ აკუმულირებას;
ბ) უზრუნველყოფს ვადაგადაცილებული საბაჟო გადასახდელების ამოღებას, დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების წარმოებას და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემას ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
გ) უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატურ კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, სამართალდარღვევის ოქმების შედგენას, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის ან/და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო
1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით:
ა) სწავლობს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებათა მიხედვით საგადასახადო და საბაჟო დავალიანებების წარმოშობის მიზეზებს;
ბ) ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს გადამხდელის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებით, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, ქონებაზე ყადაღის დადებით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით;
გ) შეისწავლის საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების ვადის შეცვლის, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას.
2. სამმართველო მიმდინარე კონტროლისა და გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით:
ა) აწესებს კონტროლს გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;
ბ) აგროვებს ინფორმაციას შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
დ) ახდენს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;
ვ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას, გამოვლენილ დარღვევებზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებს და შესაბამისი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ სამმართველოს;
ზ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;
თ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
ი) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს. დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახალ დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტებს. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო
გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას;
ბ) ადგენს საგადასახადო შემოწმებების წლიურ სამუშაო გეგმას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში და დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად ამოწმებს გადასახადის გადამხდელების საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
დ) ახდენს საგადასახადო შემოწმების წინასწარ მომზადებას;
ე) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს კამერალურ და გასვლით (მათ შორის საკონტროლო) საგადასახადო შემოწმებებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და ვადებში ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტებს და დადგენილი წესით და ვადებში წარუდგენს განსახილველად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს;
ზ) შემოწმების აქტის საფუძველზე ამზადებს სათანადო გადაწყვეტილების პროექტს, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13. საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“
საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ფიტოსანიტარიული და ვეტსანიტარიული კონტროლი;
დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სსსდ-ით შემოტანას დაქვემდებარებულ ტვირთებზე კონტროლი;
ვ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო დამუშვების ოპერაციის ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახადებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;
ი) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 22.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1229. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.22.033.011.154.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 12 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2010.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“, №1229, 22.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.154 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74398/