მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.050.000.22.033.011.220
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1284
2007 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 95-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების, 217-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების აღსრულების მიზნით და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „მოგების გადასახადის დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №2).
3. 2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აპრილის №247 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან და გავრცელდეს 2007 წლის წლიურ და შემდგომი საგადასახადო პერიოდების ანგარიშგებებზე.
ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №706- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1349
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №657- სსმ III, №124, 13.10.2009წ., მუხ.1432
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №706- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1349

დანართი №2
ინსტრუქცია
მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის
შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დეკლარაციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში საანგარიშოს მომდევნო წლის პირველ აპრილამდე წარადგენენ:
ა) საქართველოს საწარმოები;
ბ) უცხოური საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და რომლებიც არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან.
2. უცხოური საწარმოები, რომლებიც იღებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრებიან გადახდის წყაროსთან, უფლება აქვთ დეკლარაცია წარადგინონ გადახდილი გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ვალდებულია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს 30 კალენდარული დღის ვადაში.
4. იურიდიული პირის ლიკვიდაციისას დეკლარაცია სალიკვიდაციო კომისიის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
5. დეკლარაციის უჯრებში შემოსავლები და ხარჯები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ შემოსავლების (გამოქვითვების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან განმეორებით ჩართული.
6. დეკლარაციის შევსება წარმოებს მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.
7. დეკლარაციის შევსება ხდება გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლება-მოსილი წარმომადგენლის მიერ გარდა იმ მონაცემებისა (განაყოფი II), რომლებიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
8. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება (მე-40 უჯრა) ერთ ლარამდე ნულდება.
9. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელის მოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი.
10. დეკლარაციის უჯრებში შეიტანება აღნიშნული უჯრების დასახელებების (შინაარსის), აგრეთვე შევსების წესის ლოგიკური ფორმულების შესაბამისად განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო დასახელებულ უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
მუხლი 2. შევსების წესი
1. დეკლარაციის სატიტულო გვერდის და I განაყოფის შესაბამის უჯრებში აისახება:
ა) პირველ უჯრაში – გადასახადის გადამხდელის სრული საფირმო სახელწოდება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება;
ბ) მე-2 უჯრაში – გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) მე-3 უჯრაში – დეკლარაციის სახე, იმის მიხედვით პირველადი თუ დაზუსტებული დეკლარაციაა. შესაბამისი სტრიქონის უჯრაში გაკეთდება აღნიშვნა „V“ ნიშნით;
დ) მე-4 უჯრაში – საანგარიშო (საგადასახადო) წელი;
ე) მე-5 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს საწარმოა ამ სტრიქონის ცარიელ უჯრაში კეთდება აღნიშვნა „V“ ნიშნით;
ვ) მე-6 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი უცხოური საწარმოა ამ სტრიქონის ცარიელ უჯრაში კეთდება აღნიშვნა „V“ ნიშნით;
ზ) მე-7 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით;
თ) მე-8 უჯრაში – იმ საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახეობების კლასიფიკატორის მიხედვით), რომელ საქმიანობასაც გადასახადის გადამხდელი თვლის ძირითად საქმიანობად;
ი) მე-9 უჯრაში – შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის ან ლიკვიდაციის თარიღი. უჯრებში ციფრები ჩაიწერება შემდეგი რიგითობით: რიცხვი, თვე და სრული წელი;
კ) მე-10 უჯრაში – ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება გადამხდელი.
2. დეკლარაციის II განაყოფის მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 უჯრები ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. დეკლარაციის III განაყოფის (მოგების გადასახადის გაანგარიშება) უჯრებში აისახება:
ა) მე-16 უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საგადასახადო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (მათ შორის, ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული მოგება). უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული მატერიალური ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით. ამასთან, ერთობლივ შემოსავალში არ შეიტანება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული დივიდენდები და 2009 წლის 2 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის მე-5 (გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ მიღებული პროცენტისა) და მე-6 ნაწილების მიხედვით მიღებული პროცენტები. თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი იურიდიული პირი გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-16 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები;
ბ) მე-17 და მე-18 უჯრებში – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება (გარდა უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული) შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად);
გ) მე-19 უჯრაში – შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), მათ შორის:
გ.ა) 20-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის, ღირებულება (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა);
გ.ბ) 21-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება;
გ.გ) 22-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის (სარგებელის) სახით გაწეული ხარჯი;
გ.დ) 23-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, მაგრამ არა უმეტეს წლიური 24 პროცენტის (2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე 30 პროცენტის) ფარგლებში;
გ.ე) 24-ე უჯრაში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ.ვ) 25-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლით განსაზღვრული), რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე, 188-ე და 189-ე მუხლების შესაბამისად;
გ.ზ) 26-ე უჯრაში – 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, კერძოდ:
გ.ზ.ა) 2009 წლის 1 იანვრამდე შეძენილი ან შექმნილი ძირითადი საშუალებების ღირებულება სრულად გამოიქვითება იმ საგადასახადო წელს, როდესაც მათი შეძენა ან შექმნა განხორციელდა;
გ.ზ.ბ) 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ შეძენილი ან შექმნილი ძირითადი საშუალებების ღირებულება გამოიქვითება იმ საგადასახადო წელს, როდესაც მათი ექსპლოატაციაში გადაცემა განხორციელდა;
გ.თ) 27-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100-პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება, კერძოდ:
გ.თ.ა) შესყიდული, ან საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების ღირებულება;
გ.თ.ბ) 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებების სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულება;
გ.თ.გ) 2010 წლის 1 იანვრის შემდგომ ლიზინგით მიღებული და გამოსყიდული ძირითადი საშუალებების შესყიდვის ღირებულება;
გ.ი) 28-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5 პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;
გ.კ) 29-ე უჯრაში – გამოქვითვას დაქვემდებარებული ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა:
გ.კ.ა) სადაზღვეო ხარჯები, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძელზე დამზღვევ და/ან დაზღვეულთა მიერ გადახდილ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სადაზღვეო შენატანები, გარდა დაბრუნებადი და მაგროვებადი ხასიათის ხელშეკრულებათა მიხედვით გადახდილი სადაზღვეო შენატანებისა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად;
გ.კ.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 38-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალის (უჯრა 16) ერთ პროცენტს;
გ.კ.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით;
გ.კ.დ) სარეზერვო ფონდებში გადარიცხვები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მიხედვით.
გ.კ.ე) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობებისა);
დ) 30-ე უჯრაში – მე-17 და მე-19 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ე) 31-ე უჯრაში – მე-16 და მე-18 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ვ) 32-ე უჯრაში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის (უჯრა 31) გადამეტება გამოქვითვებზე (უჯრა 30), რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა დადებით სხვაობას;
ზ) 33-ე უჯრაში – საანგარიშო წლის გამოქვითვების (უჯრა 30) გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე (უჯრა 31), რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა უარყოფით სხვაობას (ზარალს);
თ) 34-ე უჯრაში – საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 32-ე უჯრაში (ერთობლივი შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 8 პროცენტს;
ი) 35-ე უჯრაში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა (სტრიქონის შევსებისას 2009 წლის 1 ია-ვრიდან გაითვალისწინება საქართველოს საგადასახა-დო კოდექსის 192-ე მუხლის მე-3 ნაწილის შეზღუდ-ვა). ამავე უჯრაში აისახება აგრეთვე ამხანაგობის (ამხანაგობების) წილის მიხედვით მიკუთვნებული წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გამოიქვითება მხოლოდ ამავე ამხანაგობის (ამხანაგობების) წილის მიხედვით მიკუთვნებული მოგების ხარჯზე. ამასთან, 2009 წლამდე ამხანაგობაში მიღებული ზარალი არ მიეკუთვნება ამხანაგობის წილის მფლობელებს და იგი შესაბამისად მოცემულ უჯრაში ასახვას და გამოქვითვას არ ექვემდებარება.
მაგალითი 1:
საწარმომ 2010 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მე-16 უჯრაში (ერთობლივი შემოსავალი) ასახა 100 000 ლარი, მათ შორის „А“ ამხანაგობაში წილის ფლობის მიხედვით მიკუთვნებული მოგება 5000 ლარი, 32-ე უჯრაში (ერთობლივი შემოსავალის გადამეტება გამოქვითებზე) 20 000 ლარი, 35-ე უჯრაში (წინა წლების ზარალი) 18000 ლარი, აქედან 3000 ლარი „А“ ამხანაგობაში და 5000 ლარი “В“ ამხანაგობაში 2009 წელში წილების ფლობის მიხედვით მიკუთნებული ზარალი და 10000 ლარი 2008 წლის საქმიანობიდან მიღებული ზარალი.
მოცემულ პირობებში:
მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო წლის მოგება 20 000 ლარი აღემატება წინა წლების ზარალს 18000 ლარს, საწარმოს შეუძლია ამ წლის მოგები-დან გამოქვითოს მხოლოდ 2008 წლის საქმიანობიდან მიღებული 10000 ლარის და 2009 წელს „А“ ამხანაგობაში წილის მფლობელობით მიკუთვნებული 3000 ლარის ზარალი. ამასთან, „В“ ამხანაგობაში წილის ფლობის მიხედვით მიკუთვნებული 5000 ლარის ზარალი საწარმოს შეუძლია გამოქვითოს მომავალ წლებში მხოლოდ ამავე ამხანაგობაში წილის ფლობის მიხედვით მიკუთნებული მოგების ხარჯზე, დადგენილი წესების დაცვით.
კ) 36-ე უჯრაში – დასაბეგრი მოგება, რომელიც მიიღება: საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტებას (უჯრა 32) გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) (უჯრა 34) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლის ზარალი (უჯრა 35, მაგრამ არა უმეტეს 32-ე უჯრაში ასახული თანხისა);
ლ) 37-ე უჯრაში – მოგების გადასახადი დასაბეგრ მოგებაზე, რომელიც მიიღება 36-ე უჯრაში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადის განაკვეთზე;
მ) 38-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ხოლო თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი – 197-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ და “დ“ ქვეპუნქტების მიხედვით საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ნ) 39-ე უჯრაში – უცხოეთში (საქართველოს ფარგლებს გარეთ) ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, მაგრამ არა უმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით, გადასახადის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის მიხედვით;
ო) მე-40 უჯრაში – კუთვნილი მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება: 37-ე უჯრის მონაცემს გამოკლებული 38-ე და 39-ე უჯრების მონაცემები, იმ პირობით, რომ გამოსაკლები თანხა არ უნდა აღემატებოდეს 37-ე უჯრის მონაცემს.
მაგალითი 2:
რეზიდენტმა საწარმომ მოგების გადასახადის დეკლარაციის 37-ე უჯრაში ასახა 10000 ლარი (მოგების გადასახადი), 38-ე უჯრაში – გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი პროცენტი 8000 ლარი, ხოლო 39-ე უჯრაში – საქართველოს ფარგლებს გარეთ ფაქტობრივად გადახდილი გადასახადი 5000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
იმის გათვალისწინებით, რომ 38-ე და 39-ე უჯრების ჯამი აღემატება 37-ე უჯრაში ასახულ მონაცემს, საწარმომ მოგების გადასახადის დეკლარაციის მე-40 უჯრაში კუთვნილი მოგების გადასახდის სახით უნდა ასახოს ნული, ხოლო ამ უჯრების გამოკლებით მიღებული უარყოფითი სხვაობა 3000 ლარი (13000-10000) დეკლარაციაში არ აისახება.
პ) 41-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 37-ე და 38-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, თუ 38-ე უჯრაში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 37-ე უჯრაში გამოანგარიშებულ მოგების გადასახადის თანხას;
ჟ) 42-ე უჯრაში – გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (ვინც ადასტურებს დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს) გვარი და სახელი სრულად;
რ) 43-ე უჯრაში – 42-ე უჯრაში ასახული პირის ხელის მოწერა;
ს) 44-ე უჯრაში – 42-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ხელმოწერის რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში – თვე და ბოლო ოთხ განაყოფში – წელი სრულად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №657- სსმ III, №124, 13.10.2009წ., მუხ.1432
1
+

ა) მე-16 უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (გარდა საქართველოში არსებული წყაროდან 2009 წლის 1 იანვრიდან მიღებული დივიდენდებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით მიღებული პროცენტებისა), მათ შორის, შემოსავალი, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობით გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან და უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული მატერიალური ფასეულობის (გაწეული მომსახურების) საბაზრო ღირებულება. ამასთან, როცა დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი იურიდიული პირი გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-16 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ და “დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები;
ა) მე-16 უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საგადასახადო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (მათ შორის, ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული მოგება). უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული მატერიალური ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით. ამასთან, ერთობლივ შემოსავალში არ შეიტანება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული დივიდენდები და 2009 წლის 2 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის მე-5 (გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ მიღებული პროცენტისა) და მე-6 ნაწილების მიხედვით მიღებული პროცენტები. თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი იურიდიული პირი გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-16 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები;
ბ) მე-17 და მე-18 უჯრებში – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება (გარდა უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული) შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად);
გ) მე-19 უჯრაში – შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), მათ შორის:
გ.ა) მე-20 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა);
გ.ა) 20-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის, ღირებულება (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა);
გ.ბ) 21-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება;
გ.გ) 22-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის (სარგებელის) სახით გაწეული ხარჯი;
გ.დ) 23-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, მაგრამ არა უმეტეს წლიური 24 პროცენტის ფარგლებში;
გ.დ) 23-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, მაგრამ არა უმეტეს წლიური 24 პროცენტის (2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე 30 პროცენტის) ფარგლებში;
გ.ე) 24-ე უჯრაში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ.ვ) 25-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლით განსაზღვრული), რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე, 188-ე და 189-ე მუხლების შესაბამისად;
გ.ზ) 26-ე უჯრაში – საანგარიშო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც მათი შეძენა ან შექმნა მოხდა;
გ.ზ) 26-ე უჯრაში – 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, კერძოდ:
გ.თ) 27-ე უჯრაში – საგადასახადო წლის განმავლობაში შესყიდული, ლიზინგით მიღებული ან საკუთარი წარმოების ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეუძლია სრულად გამოიქვითოს 100-პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით;
გ.ზ.ა) 2009 წლის 1 იანვრამდე შეძენილი ან შექმნილი ძირითადი საშუალებების ღირებულება სრულად გამოიქვითება იმ საგადასახადო წელს, როდესაც მათი შეძენა ან შექმნა განხორციელდა;
გ.ი) 28-ე უჯრაში – საკუთარი, ასევე ლიზინგით აღებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;
გ.ზ.ბ) 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ შეძენილი ან შექმნილი ძირითადი საშუალებების ღირებულება გამოიქვითება იმ საგადასახადო წელს, როდესაც მათი ექსპლოატაციაში გადაცემა განხორციელდა;
გ.თ) 27-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100-პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება, კერძოდ:
გ.თ.ა) შესყიდული, ან საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების ღირებულება;
გ.თ.ბ) 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებების სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულება;
გ.თ.გ) 2010 წლის 1 იანვრის შემდგომ ლიზინგით მიღებული და გამოსყიდული ძირითადი საშუალებების შესყიდვის ღირებულება;
გ.ი) 28-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5 პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;
გ.კ) 29-ე უჯრაში – გამოქვითვას დაქვემდებარებული ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა:
გ.კ.ა) სადაზღვეო ხარჯები, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძელზე დამზღვევ და/ან დაზღვეულთა მიერ გადახდილ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სადაზღვეო შენატანები, გარდა დაბრუნებადი და მაგროვებადი ხასიათის ხელშეკრულებათა მიხედვით გადახდილი სადაზღვეო შენატანებისა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად;
გ.კ.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 38-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალის (უჯრა 16) ერთ პროცენტს;
გ.კ.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით;
გ.კ.დ) სარეზერვო ფონდებში გადარიცხვები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მიხედვით.
გ.კ.ე) ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უსასყიდლოდ მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (გაწეული მომსახურების) ღირებულება და გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობებისა).
გ.კ.ე) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობებისა);
დ) 30-ე უჯრაში – მე-17 და მე-19 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ე) 31-ე უჯრაში – მე-16 და მე-18 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ვ) 32-ე უჯრაში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის (უჯრა 31) გადამეტება გამოქვითვებზე (უჯრა 30), რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა დადებით სხვაობას;
ზ) 33-ე უჯრაში – საანგარიშო წლის გამოქვითვების (უჯრა 30) გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე (უჯრა 31), რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა უარყოფით სხვაობას (ზარალს);
თ) 34-ე უჯრაში – საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 32-ე უჯრაში (ერთობლივი შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 8 პროცენტს;
ი) 35-ე უჯრაში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა (სტრიქონის შევსებისას 2009 წლის 1 იანვრიდან გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-3 ნაწილის შეზღუდვა);
ი) 35-ე უჯრაში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა (სტრიქონის შევსებისას 2009 წლის 1 ია-ვრიდან გაითვალისწინება საქართველოს საგადასახა-დო კოდექსის 192-ე მუხლის მე-3 ნაწილის შეზღუდ-ვა). ამავე უჯრაში აისახება აგრეთვე ამხანაგობის (ამხანაგობების) წილის მიხედვით მიკუთვნებული წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გამოიქვითება მხოლოდ ამავე ამხანაგობის (ამხანაგობების) წილის მიხედვით მიკუთვნებული მოგების ხარჯზე. ამასთან, 2009 წლამდე ამხანაგობაში მიღებული ზარალი არ მიეკუთვნება ამხანაგობის წილის მფლობელებს და იგი შესაბამისად მოცემულ უჯრაში ასახვას და გამოქვითვას არ ექვემდებარება.
მაგალითი 1:
საწარმომ 2010 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მე-16 უჯრაში (ერთობლივი შემოსავალი) ასახა 100 000 ლარი, მათ შორის „А“ ამხანაგობაში წილის ფლობის მიხედვით მიკუთვნებული მოგება 5000 ლარი, 32-ე უჯრაში (ერთობლივი შემოსავალის გადამეტება გამოქვითებზე) 20 000 ლარი, 35-ე უჯრაში (წინა წლების ზარალი) 18000 ლარი, აქედან 3000 ლარი „А“ ამხანაგობაში და 5000 ლარი “В“ ამხანაგობაში 2009 წელში წილების ფლობის მიხედვით მიკუთნებული ზარალი და 10000 ლარი 2008 წლის საქმიანობიდან მიღებული ზარალი.
მოცემულ პირობებში:
მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო წლის მოგება 20 000 ლარი აღემატება წინა წლების ზარალს 18000 ლარს, საწარმოს შეუძლია ამ წლის მოგები-დან გამოქვითოს მხოლოდ 2008 წლის საქმიანობიდან მიღებული 10000 ლარის და 2009 წელს „А“ ამხანაგობაში წილის მფლობელობით მიკუთვნებული 3000 ლარის ზარალი. ამასთან, „В“ ამხანაგობაში წილის ფლობის მიხედვით მიკუთვნებული 5000 ლარის ზარალი საწარმოს შეუძლია გამოქვითოს მომავალ წლებში მხოლოდ ამავე ამხანაგობაში წილის ფლობის მიხედვით მიკუთნებული მოგების ხარჯზე, დადგენილი წესების დაცვით.
კ) 36-ე უჯრაში – დასაბეგრი მოგება, რომელიც მიიღება: საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტებას (უჯრა 32) გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) (უჯრა 34) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლის ზარალი (უჯრა 35, მაგრამ არა უმეტეს 32-ე უჯრაში ასახული თანხისა);
ლ) 37-ე უჯრაში – მოგების გადასახადი დასაბეგრ მოგებაზე, რომელიც მიიღება 36-ე უჯრაში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადის განაკვეთზე;
მ) 38-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ხოლო თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი – 197-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ და “დ“ ქვეპუნქტების მიხედვით საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ნ) 39-ე უჯრაში – უცხოეთში (საქართველოს ფარგლებს გარეთ) ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, მაგრამ არა უმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით, გადასახადის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის მიხედვით;
ო) მე-40 უჯრაში – კუთვნილი მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება: 37-ე უჯრის მონაცემს გამოკლებული 38-ე და 39-ე უჯრების მონაცემები, იმ პირობით, რომ გამოსაკლები თანხა არ უნდა აღემატებოდეს 37-ე უჯრის მონაცემს;
ო) მე-40 უჯრაში – კუთვნილი მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება: 37-ე უჯრის მონაცემს გამოკლებული 38-ე და 39-ე უჯრების მონაცემები, იმ პირობით, რომ გამოსაკლები თანხა არ უნდა აღემატებოდეს 37-ე უჯრის მონაცემს.
მაგალითი 2:
რეზიდენტმა საწარმომ მოგების გადასახადის დეკლარაციის 37-ე უჯრაში ასახა 10000 ლარი (მოგების გადასახადი), 38-ე უჯრაში – გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი პროცენტი 8000 ლარი, ხოლო 39-ე უჯრაში – საქართველოს ფარგლებს გარეთ ფაქტობრივად გადახდილი გადასახადი 5000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
იმის გათვალისწინებით, რომ 38-ე და 39-ე უჯრების ჯამი აღემატება 37-ე უჯრაში ასახულ მონაცემს, საწარმომ მოგების გადასახადის დეკლარაციის მე-40 უჯრაში კუთვნილი მოგების გადასახდის სახით უნდა ასახოს ნული, ხოლო ამ უჯრების გამოკლებით მიღებული უარყოფითი სხვაობა 3000 ლარი (13000-10000) დეკლარაციაში არ აისახება.
პ) 41-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 37-ე და 38-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, თუ 38-ე უჯრაში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 37-ე უჯრაში გამოანგარიშებულ მოგების გადასახადის თანხას;
ჟ) 42-ე უჯრაში – გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (ვინც ადასტურებს დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს) გვარი და სახელი სრულად;
რ) 43-ე უჯრაში – 42-ე უჯრაში ასახული პირის ხელის მოწერა;
ს) 44-ე უჯრაში – 42-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ხელმოწერის რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში – თვე და ბოლო ოთხ განაყოფში – წელი სრულად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №706- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1349
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №706- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1349
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №657- სსმ III, №124, 13.10.2009წ., მუხ.1432
1
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.050.000.22.033.011.220
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1284
2007 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 95-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების, 217-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების აღსრულების მიზნით და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „მოგების გადასახადის დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №2).
3. 2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აპრილის №247 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან და გავრცელდეს 2007 წლის წლიურ და შემდგომი საგადასახადო პერიოდების ანგარიშგებებზე.
ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №706- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1349
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №657- სსმ III, №124, 13.10.2009წ., მუხ.1432
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №642- სსმ III, №79, 05.07.2010წ., მუხ.1157
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №706- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1349
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №706- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1349
დანართი №2
ინსტრუქცია
მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის
შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. დეკლარაციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში საანგარიშოს მომდევნო წლის პირველ აპრილამდე წარადგენენ:
1. დეკლარაციას, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ აპრილამდე წარადგენენ:
ა) საქართველოს საწარმოები;
ბ) უცხოური საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და რომლებიც არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან.
2. უცხოური საწარმოები, რომლებიც იღებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრებიან გადახდის წყაროსთან, უფლება აქვთ დეკლარაცია წარადგინონ გადახდილი გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ვალდებულია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს 30 კალენდარული დღის ვადაში.
4. იურიდიული პირის ლიკვიდაციისას დეკლარაცია სალიკვიდაციო კომისიის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
5. დეკლარაციის უჯრებში შემოსავლები და ხარჯები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ შემოსავლების (გამოქვითვების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან განმეორებით ჩართული.
6. დეკლარაციის შევსება წარმოებს მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.
7. დეკლარაციის შევსება ხდება გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლება-მოსილი წარმომადგენლის მიერ გარდა იმ მონაცემებისა (განაყოფი II), რომლებიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
8. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება (მე-40 უჯრა) ერთ ლარამდე ნულდება.
9. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელის მოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი.
10. დეკლარაციის უჯრებში შეიტანება აღნიშნული უჯრების დასახელებების (შინაარსის), აგრეთვე შევსების წესის ლოგიკური ფორმულების შესაბამისად განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო დასახელებულ უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №642- სსმ III, №79, 05.07.2010წ., მუხ.1157
მუხლი 2. შევსების წესი🔗
1. დეკლარაციის სატიტულო გვერდის და I განაყოფის შესაბამის უჯრებში აისახება:
ა) პირველ უჯრაში – გადასახადის გადამხდელის სრული საფირმო სახელწოდება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება;
ბ) მე-2 უჯრაში – გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) მე-3 უჯრაში – დეკლარაციის სახე, იმის მიხედვით პირველადი თუ დაზუსტებული დეკლარაციაა. შესაბამისი სტრიქონის უჯრაში გაკეთდება აღნიშვნა „V“ ნიშნით;
დ) მე-4 უჯრაში – საანგარიშო (საგადასახადო) წელი;
ე) მე-5 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს საწარმოა ამ სტრიქონის ცარიელ უჯრაში კეთდება აღნიშვნა „V“ ნიშნით;
ვ) მე-6 უჯრაში – თუ გადასახადის გადამხდელი უცხოური საწარმოა ამ სტრიქონის ცარიელ უჯრაში კეთდება აღნიშვნა „V“ ნიშნით;
ზ) მე-7 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით;
თ) მე-8 უჯრაში – იმ საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახეობების კლასიფიკატორის მიხედვით), რომელ საქმიანობასაც გადასახადის გადამხდელი თვლის ძირითად საქმიანობად;
ი) მე-9 უჯრაში – შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის ან ლიკვიდაციის თარიღი. უჯრებში ციფრები ჩაიწერება შემდეგი რიგითობით: რიცხვი, თვე და სრული წელი;
კ) მე-10 უჯრაში – ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება გადამხდელი.
2. დეკლარაციის II განაყოფის მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 უჯრები ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. დეკლარაციის III განაყოფის (მოგების გადასახადის გაანგარიშება) უჯრებში აისახება:
ა) მე-16 უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საგადასახადო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (მათ შორის, ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული მოგება). უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული მატერიალური ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით. ამასთან, ერთობლივ შემოსავალში არ შეიტანება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული დივიდენდები და 2009 წლის 2 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის მე-5 (გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ მიღებული პროცენტისა) და მე-6 ნაწილების მიხედვით მიღებული პროცენტები. თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი იურიდიული პირი გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-16 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები;
ბ) მე-17 და მე-18 უჯრებში – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება (გარდა უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული) შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად);
გ) მე-19 უჯრაში – შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), მათ შორის:
გ.ა) 20-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის, ღირებულება (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა);
გ.ბ) 21-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება;
გ.გ) 22-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის (სარგებელის) სახით გაწეული ხარჯი;
გ.დ) 23-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, მაგრამ არა უმეტეს წლიური 24 პროცენტის (2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე 30 პროცენტის) ფარგლებში;
გ.ე) 24-ე უჯრაში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ.ვ) 25-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლით განსაზღვრული), რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე, 188-ე და 189-ე მუხლების შესაბამისად;
გ.ზ) 26-ე უჯრაში – 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, კერძოდ:
გ.ზ.ა) 2009 წლის 1 იანვრამდე შეძენილი ან შექმნილი ძირითადი საშუალებების ღირებულება სრულად გამოიქვითება იმ საგადასახადო წელს, როდესაც მათი შეძენა ან შექმნა განხორციელდა;
გ.ზ.ბ) 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ შეძენილი ან შექმნილი ძირითადი საშუალებების ღირებულება გამოიქვითება იმ საგადასახადო წელს, როდესაც მათი ექსპლოატაციაში გადაცემა განხორციელდა;
გ.თ) 27-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100-პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება, კერძოდ:
გ.თ.ა) შესყიდული, ან საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების ღირებულება;
გ.თ.ბ) 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებების სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულება;
გ.თ.გ) 2010 წლის 1 იანვრის შემდგომ ლიზინგით მიღებული და გამოსყიდული ძირითადი საშუალებების შესყიდვის ღირებულება;
გ.ი) 28-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5 პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;
გ.კ) 29-ე უჯრაში – გამოქვითვას დაქვემდებარებული ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა:
გ.კ.ა) სადაზღვეო ხარჯები, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძელზე დამზღვევ და/ან დაზღვეულთა მიერ გადახდილ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სადაზღვეო შენატანები, გარდა დაბრუნებადი და მაგროვებადი ხასიათის ხელშეკრულებათა მიხედვით გადახდილი სადაზღვეო შენატანებისა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად;
გ.კ.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 38-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალის (უჯრა 16) ერთ პროცენტს;
გ.კ.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით;
გ.კ.დ) სარეზერვო ფონდებში გადარიცხვები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მიხედვით.
გ.კ.ე) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობებისა);
დ) 30-ე უჯრაში – მე-17 და მე-19 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ე) 31-ე უჯრაში – მე-16 და მე-18 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ვ) 32-ე უჯრაში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის (უჯრა 31) გადამეტება გამოქვითვებზე (უჯრა 30), რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა დადებით სხვაობას;
ზ) 33-ე უჯრაში – საანგარიშო წლის გამოქვითვების (უჯრა 30) გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე (უჯრა 31), რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა უარყოფით სხვაობას (ზარალს);
თ) 34-ე უჯრაში – საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 32-ე უჯრაში (ერთობლივი შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 8 პროცენტს;
ი) 35-ე უჯრაში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა (სტრიქონის შევსებისას 2009 წლის 1 ია-ვრიდან გაითვალისწინება საქართველოს საგადასახა-დო კოდექსის 192-ე მუხლის მე-3 ნაწილის შეზღუდ-ვა). ამავე უჯრაში აისახება აგრეთვე ამხანაგობის (ამხანაგობების) წილის მიხედვით მიკუთვნებული წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გამოიქვითება მხოლოდ ამავე ამხანაგობის (ამხანაგობების) წილის მიხედვით მიკუთვნებული მოგების ხარჯზე. ამასთან, 2009 წლამდე ამხანაგობაში მიღებული ზარალი არ მიეკუთვნება ამხანაგობის წილის მფლობელებს და იგი შესაბამისად მოცემულ უჯრაში ასახვას და გამოქვითვას არ ექვემდებარება.
მაგალითი 1:
საწარმომ 2010 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მე-16 უჯრაში (ერთობლივი შემოსავალი) ასახა 100 000 ლარი, მათ შორის „А“ ამხანაგობაში წილის ფლობის მიხედვით მიკუთვნებული მოგება 5000 ლარი, 32-ე უჯრაში (ერთობლივი შემოსავალის გადამეტება გამოქვითებზე) 20 000 ლარი, 35-ე უჯრაში (წინა წლების ზარალი) 18000 ლარი, აქედან 3000 ლარი „А“ ამხანაგობაში და 5000 ლარი “В“ ამხანაგობაში 2009 წელში წილების ფლობის მიხედვით მიკუთნებული ზარალი და 10000 ლარი 2008 წლის საქმიანობიდან მიღებული ზარალი.
მოცემულ პირობებში:
მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო წლის მოგება 20 000 ლარი აღემატება წინა წლების ზარალს 18000 ლარს, საწარმოს შეუძლია ამ წლის მოგები-დან გამოქვითოს მხოლოდ 2008 წლის საქმიანობიდან მიღებული 10000 ლარის და 2009 წელს „А“ ამხანაგობაში წილის მფლობელობით მიკუთვნებული 3000 ლარის ზარალი. ამასთან, „В“ ამხანაგობაში წილის ფლობის მიხედვით მიკუთვნებული 5000 ლარის ზარალი საწარმოს შეუძლია გამოქვითოს მომავალ წლებში მხოლოდ ამავე ამხანაგობაში წილის ფლობის მიხედვით მიკუთნებული მოგების ხარჯზე, დადგენილი წესების დაცვით.
კ) 36-ე უჯრაში – დასაბეგრი მოგება, რომელიც მიიღება: საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტებას (უჯრა 32) გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) (უჯრა 34) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლის ზარალი (უჯრა 35, მაგრამ არა უმეტეს 32-ე უჯრაში ასახული თანხისა);
ლ) 37-ე უჯრაში – მოგების გადასახადი დასაბეგრ მოგებაზე, რომელიც მიიღება 36-ე უჯრაში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადის განაკვეთზე;
მ) 38-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ხოლო თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი – 197-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ და “დ“ ქვეპუნქტების მიხედვით საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ნ) 39-ე უჯრაში – უცხოეთში (საქართველოს ფარგლებს გარეთ) ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, მაგრამ არა უმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით, გადასახადის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის მიხედვით;
ო) მე-40 უჯრაში – კუთვნილი მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება: 37-ე უჯრის მონაცემს გამოკლებული 38-ე და 39-ე უჯრების მონაცემები, იმ პირობით, რომ გამოსაკლები თანხა არ უნდა აღემატებოდეს 37-ე უჯრის მონაცემს.
მაგალითი 2:
რეზიდენტმა საწარმომ მოგების გადასახადის დეკლარაციის 37-ე უჯრაში ასახა 10000 ლარი (მოგების გადასახადი), 38-ე უჯრაში – გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი პროცენტი 8000 ლარი, ხოლო 39-ე უჯრაში – საქართველოს ფარგლებს გარეთ ფაქტობრივად გადახდილი გადასახადი 5000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
იმის გათვალისწინებით, რომ 38-ე და 39-ე უჯრების ჯამი აღემატება 37-ე უჯრაში ასახულ მონაცემს, საწარმომ მოგების გადასახადის დეკლარაციის მე-40 უჯრაში კუთვნილი მოგების გადასახდის სახით უნდა ასახოს ნული, ხოლო ამ უჯრების გამოკლებით მიღებული უარყოფითი სხვაობა 3000 ლარი (13000-10000) დეკლარაციაში არ აისახება.
პ) 41-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 37-ე და 38-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, თუ 38-ე უჯრაში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 37-ე უჯრაში გამოანგარიშებულ მოგების გადასახადის თანხას;
ჟ) 42-ე უჯრაში – გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (ვინც ადასტურებს დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს) გვარი და სახელი სრულად;
რ) 43-ე უჯრაში – 42-ე უჯრაში ასახული პირის ხელის მოწერა;
ს) 44-ე უჯრაში – 42-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ხელმოწერის რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში – თვე და ბოლო ოთხ განაყოფში – წელი სრულად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №706- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1349
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №657- სსმ III, №124, 13.10.2009წ., მუხ.1432
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1284, 11.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.150.000.22.033.011.220 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74752-2/