,,2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.06.2008 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№140/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.011.929
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 20/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.929

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №140/ნ

2008 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს 2008 წლის დაავადებათა პრევენციის თანდართული სახელმწიფო პროგრამა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №269/ნ - სსმ III, 15 .12 .2008, №178 , მუხ.1818

დანართი

2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადამდები და არაგადამდები დაავადებების ადრეული გამოვლენისა და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გზით.

    მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები და ბიუჯეტი:

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 4 929,1 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

№

დასახელება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

1

ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის კომპონენტი

500,0

2

პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტი

237,0

3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი

200,0

4

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის კომპონენტი

307,1

5

იმუნიზაციის კომპონენტი

2 911,0

6

უსაფრთხო სისხლის კომპონენტი

600,0

7

ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტი

174,0

 

სულ

4 929.1

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

თავი II

ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის კომპონენტი

    მუხლი 3. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციისა და ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

მუხლი 4. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო-რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარება;

ბ) ნარკოლოგიური დაწესებულებების ფუნქციონირება;

გ) ნარკომანიით დაავადებულთა ჩანაცვლებითი თერაპიის უზურნველყოფა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

    მუხლი 4​1. კომპონენტის ღონისძიებები

ა) 100 პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარება;

ბ) ჩანაცვლებითი თერაპიის განსახორციელებლად 7 სამედიცნო ბრიგადის ფუნქციონირება, მათ შორის თბილისში – 3, იმერეთში – 1, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, კახეთში – 1 და გურიაში – 1 ბრიგადა;

გ) ჩანაცვლებით თერაპიის განსახორციელებლად მონიტორინგისა და ორგანიზაციის ჯგუფის ფუნქციონირება;

დ) ნარკოლოგიური დაწესებულებების მიერ;

დ.ა) ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედმოხმარების გამოვლენა და დიაგნოსტიკა;

დ.ბ) ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

    მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

ნარკომანიით დაავადებულთა რეაბილიტაციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 6. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 500.0 ათასი ლარით.

ბიუჯეტი ქვეკომპონენტების მიხედვით:

№

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

ანაზღაურების წესი

1

ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო-რეაბილიტაციური ღონისძიებები

160,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთეულის ფასი განისაზღვრება ცხრილი 1-ის შესაბამისად

2

ნარკოლოგიური დაწესებულებების მიერ ეპიდზედამხედველობის განხორციელება

120,9

გლობალ-ბიუჯეტი

3

ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად 7 სამედიცინო ბრიგადისა და მონიტორინგისა და ორგანიზაციის ჯგუფის ფუნქციონირება

219,1

ცხრილი 1 ​1 -ის შესაბამისად

 

სულ

500,0

 

 

შენიშვნა:

ა) კომპონენტის განხორციელებისათვის გამოიყენება ჩამანაცვლებელი პრეპარატი მეთადონის ჰიდროქლორიდის წყალში ხსნადი აბები, რომელიც შეძენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ №111/ნ ბრძანების №9 დანართით დამტკიცებული ,,მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ ,,ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში“. აღნიშნული პრეპარატი გადაეცემა პროგრამის განმახორციელებელს;

ბ)  კომპონენტის განხორციელებისას გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც 1 ავადმყოფზე 1 თვის განმავლობაში შეადგენს 150 ლარს.

ცხრილი 1​1

​ 

№

დასახელება

ბიუჯეტი

(ათას ლარებში)

1

სამედიცინო ბრიგადების სახელფასო ფონდი

125,8

2

ორგანიზაციისა და მონიტორინგის ჯგუფის სახელფასო ფონდი

36,3

3

სხვა ხარჯი (მათ შორის, მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა)

57,0

 

სულ

219,1

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

 

თავი III

პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტი

    მუხლი 7. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია დასაქმებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა პროფესიულ დაავადებათა იდენტიფიკაციისა და პრევენციის გზით.

    მუხლი 8. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) შრომის პროცესში მოქმედი გარე ფაქტორების შეფასება (სამთო-სამადნო წარმოება – ჭიათურა, ცემენტის წარმოება);

ბ) პროფესიული ჯანმრთელობის კვლევა მიზნობრივ ჯგუფებში;

გ) მსხვილ საწარმოთა ინვენტარიზაცია და საინფორმაციო ბაზის სრულყოფა;

დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინფორმირება პროფესიული ჯანმრთელობის რისკებისა და დაცვის შესახებ, მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება;

ე) პროფესიული ჯანმრთელობის ერთიანი ეპიდზედამხედველობა;

ვ) გავრცელებული პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმძღვანელო სქემების შემუშავება (მარგანეცით ქრონიკული ინტოქსიკაცია), შემუშავებული გაიდლაინების (ვიბრაციული დაავადება, სილიკოზი) მიხედვით პროტოკოლების შემუშავება;

ზ) საწარმოებში ქიმიური უსაფრთხოების სისტემის შემუშავება;

თ) პროფესიული ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი რეგულაციების ხელშეწყობა.

    მუხლი 9. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 10. ბიუჯეტი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 237,0 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი-გლობალური ბიუჯეტი).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

თავი IV

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი

    მუხლი 11. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია თანდაყოლილი სიმახინჯეების დროული გამოვლენა.

    მუხლი 12. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ-სისტემით რისკის მქონე ორსულთა ჯგუფებში (დანართი 1) ქ. თბილისის მასშტაბით;

 ბ) სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით.

    მუხლი 13. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 14. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 200,0 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი – გლობალური ბიუჯეტი).

დანართი 1

ორსულთა რისკ-ჯგუფები თანდაყოლილი პათოლოგიის სკრინინგისათვის:

1. ქრომოსომული პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;

2. გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;

3. ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;

4. ანამნეზში მკვდრადშობადობა;

5. დაუდგენელი მიზეზით ნეონატალურ პერიოდში ახალშობილის სიკვდილი;

6. ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;

7. ინფექციური დაავადებები (აქტიური ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, B და C ჰეპატიტი, წითელა);

8. აუტოსომ-დომინანტური ტიპის მემკვიდრული დაავადებების არსებობა მშობლებში;

9.  აუტოსომ-რეცესიული დაავადებების ჰეტეროზიგოტური მატარებლობა ორივე მშობელში;

10.     ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;

11.     ორსულობის პერიოდში ძლიერმოქმედი წამლების მიღება;

12.     ერთ-ერთი მშობლის დაავადება ნარკომანიით და/ან ალკოჰოლიზმით;

13.     ხელოვნური განაყოფიერება;

14.     მედიკამენტოზური და/ან ქიმიური ინტოქსიკაცია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს;

15.     რადიაციის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება ორსულობისას.

თავი V

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის კომპონენტი

    მუხლი 15. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია ავადობის აქტიური გამოვლენა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

    მუხლი 16. კომპონენტის ქვეკომპონენტები

კომპონენტი შედგება შემდეგი ქვეკომპონენტებისაგან:

ა) სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი;

ბ) ტრანსპლანტაციის რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი;

გ) კიბოს რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი;

დ) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი;

ე) სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;

ვ) ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;

ზ) ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა კვლევის ქვეკომპონენტი;

თ) საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა ,,პატრიოტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი;

ი) მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების გაუმჯობესების ქვეკომპონენტი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

    მუხლი 17. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ავადობის აქტიური გამოვლენის მიზნით საქართველოს მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური (მათ შორის, ინსტრუმენტული) გასინჯვების ჩატარება ექიმ-სპეციალისტთა მიერ;

ბ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირება და მუდმივი განახლება;

 გ) კიბოს რეესტრის წარმოება, კიბოსწინა დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული ფორმების გამოვლენა, ქვეყანაში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესება;

დ) ქ. თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილის სმენის სკრინინგული გამოკვლევა;

ე) სქესობრივად გადამდებ დაავადებათა დიაგნოსტიკა რისკ-ჯგუფებში;

ვ) ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა დენსიტომეტრიის საშუალებით;

ზ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეპროდუქციული ასაკის (14 - 47) ქალებში ფოლიუმის მჟავის დეფიციტის გავრცელების დადგენა მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდით;

თ) ,,საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა ,,პატრიოტის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 1 აპრილის №228 განკარგულების მე-6 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;

ი) მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების გაუმჯობესება საქართველოში მედიკამენტების დანიშვნის, გამოწერის, აფთიაქში გაცემისა და მიღების შეცდომების შემცირების გზით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

    მუხლი 18. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 19. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 307,1 ათასი ლარით.

ბიუჯეტი ქვეკომპონენტების მიხედვით:

 

№

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათას ლარებში)

ანაზღაურების წესი

ბენეფიციარები

1

სამკურნალო-როფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი

9,9

 

 

მიზნობრივი ჯგუფები

2

ტრანსპლანტაციის რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი

16,0

გლობალ ბიუჯეტი

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

3

კიბოს რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი

44,2

გლობალ ბიუჯეტი

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

4

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი

34,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება ცხრილი 2-ის შესაბამისად

ქ. თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი

5

სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

70,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება დანართის შესაბამისად (ცხრილი 2 ​1 )

რისკჯგუფები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

6

ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

15,0

გლობალ ბიუჯეტი

მიზნობრივი ჯგუფები

7

ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა კვლევის ქვეკომპონენტი

50,0

გლობალ ბიუჯეტი

მიზნობრივი ჯგუფები

8

საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა ,,პატრიოტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

48,0

 

 

 

 

9

მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების გაუმჯობესების ქვეკომპონენტი

20,0

გლობალ ბიუჯეტი

მიზნობრივი ჯგუფები

 

სულ

307,1

 

 

 

ცხრილი 2​1

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

 

№

დასახელება

ფასი

1

სიფილისის ექსპერეს-დიაგნოსტიკა დერმატოლოგიური პროფილის ავადმყოფებში (14-დან 65 წლამდე)

5 ლარი

2

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა რისკ-ჯგუფებში (კონტაქტი, წყარო) 17-დან 20 წლამდე

31 ლარი

3

სხვა ხარჯი (მათ შორის მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა)

10000 ლარი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

თავი VI

იმუნიზაციის კომპონენტი

    მუხლი 20. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია მოსახლეობის დაცვა მართვადი ინფექციებისაგან იმუნიზაციის გზით.

    მუხლი 21. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ვაქცინების შეძენა, შენახვა და გაცემა ,,ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით;

ბ) შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა, შენახვა, გაცემა (ყვითელი ცხელების ვაქცინის გაცემისას პრიორიტეტი ენიჭებათ საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტებით წამსვლელებს);

გ) იმუნოპროფილაქტიკის წარმოება (მათ შორის წითელა-წითურას მასობრივი ვაქცინაცია).

    მუხლი 22. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

იმუნიზაციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 23. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 911.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

№

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

1

ვაქციების შესყიდვა

900,0 ლარი

2

სტრატეგიული შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

111,0 ლარი

3

აცრა – ვიზიტები

600,0 ლარი

4

წითელა-წითურას აცრა-ვიზიტები

1300,0 ლარი

 

სულ

2911,0 ლარი

 

ა) ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში BCG, DPT-3, POLIO-3, მოცვა მინიმუმ 90% და HPB-3, მინიმუმ 80 %;

ბ) 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში DPT-4, POLIO-4 და MMR მოცვა მინიმუმ 90%;

გ) რევაქცინაცია 5-დან 6 წლამდე ასაკში DT, POLIO-5, MMR მოცვა მინიმუმ 90%. (აუცილებელია ვაქცინებით რეგულარული უზრუნველყოფა);

დ) რევაქცინაცია 13-14 წლის ასაკში TD, MMR მოცვა მინიმუმ 90%;

ე) აცრა-ვიზიტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს;

ვ) წითელა-წითურას აცრა-ვიზიტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 269 /ნ - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1818

თავი VII

უსაფრთხო სისხლის კომპონენტი

    მუხლი 24. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია სოციალურად საშიში დაავადებების გავრცელების პრევენცია ,,უსაფრთხო სისხლით“ მოსახლეობის უზრუნველყოფის გზით

    მუხლი 25. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა დონორული სისხლის დიაგნოსტირება B და C ჰეპატიტზე, აივ ინფექცია/შიდსზე ექსპრეს და იმუნოფერმენტული მეთოდით, ათაშანგზე.

    მუხლი 26. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

უსაფრთხო სისხლის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 27. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

1. ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 600,0 ათასი ლარით.

2. უსაფრთხო სისხლის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს (ჩატარებული გამოკვლევების პროცედურები და რაოდენობა) მიხედვით, ხოლო გამოკვლევების ფასი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

 

დასახელება

ერთეულის ღირებულება

(ლარებში)

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 1)

31.53

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 2)

29.57

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 3)

34.00

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 4)

32.03

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 5)

33.89

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 6)

31.92

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 7)

36.35

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 8)

34.39

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBCAG-ის განსაზღვრა სისხლის შრატში დამადასტურებელი მეთოდით)

15.11

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იმუნობლოტინგის მეთოდით)

84.32

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV რნმ თვისობრივი განსაზღვრა სისხლში P CR მეთოდით)

90.91

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სისხლის გამოკვლევა მკრთალ სპიროქეტაზე იმუნოფლუორესცენციის მეთოდით)

4.12

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 1)

87.04

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 2)

84.68

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 3)

89.39

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBCAG-ის კონფირმაცია 1)

26.90

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBCAG-ის კონფირმაცია 2)

19.77

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBCAG-ის კონფირმაცია 3)

29.37

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის კონფირმაცია 1)

107.15

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის კონფირმაცია 2)

109.11

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის კონფირმაცია 3)

105.19

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (კონფირმაცია მკრთალ სპიროქეტაზე)

14.13

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBCAG-ის განსაზღვრა იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით)

4.67

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBCAG-ის განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით)

7.13

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით)

10.44

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იფა მეთოდით)

12.40

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (ალანინამინოტრანსფერაზის (AL T) განსაზღვრა სისხლის შრატში)

3.39

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სისხლში მკრთალი სპიროქეტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა მიკროპრეციპიტაციის მეთოდით)

5.01

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იფა მეთოდით)

6.07

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით)

8.42

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ინფექციის კონფირმაციული დიაგნოსტიკა 1)

142.11

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ინფექციის კონფირმაციული დიაგნოსტიკა 2)

72.54

 

თავი VIII

ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტი

    მუხლი 28. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ეპილეფსიით ავადობისა და დაავადებიანობის შემცირება, დაავადებულთა რეაბილიტაცია და პრობლემის მართვა ეპილეფტოლოგიური მომსახურების სისტემის ფუნქციონირების გზით.

    მუხლი 29. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ეპილეფსიის დიაგნოსტიკა;

ბ) ეპილეფსიის რეესტრის წარმოება;

გ) ეპილეფსიის პროფილაქტიკა და სამედიცინო მომსახურების გაიდლაინებისა და პროტოკოლების იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

    მუხლი 30. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

ეპილეფისიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 31. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 174.0 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი – გლობალური ბიუჯეტი).

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, №140/ნ, 17.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.929 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78196-1/