საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (31)
შემდგომი ცვლილებები (25)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.012.336
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №824
2008 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 25 ივნისის №331 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 აპრილის №243 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №923 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 მარტის №165 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №331 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 ივნისის №623 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №313 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 2.
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების“ 50-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2008 წლის 5 ნოემბრიდან.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების“ 50-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან.
ნ. გილაური
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
შეტანილია ცვლილებები :
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 1 0. 02.2009, №15, მუხ.181
2 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის ბრძანება №287 - სსმ III, 11. 05.2009, №57 , მუხ.644
3 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12. 06.2009, №71 , მუხ.781
4 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140 , მუხ.1606
5 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159 , მუხ.2005
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფები) სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, საქმიანობის პრინციპებს, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
სტრუქტურული ქვედანაყოფები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება
1. სტრუქტურული ქვედანაყოფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მინისტრთან და/ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
დ) სამართლებრივ აქტებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოამზადოს გადაწყვეტილებები;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;
ვ) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ზ) მინისტრის სპეციალური და ოპერატიული, აგრეთვე სხვა დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად;
თ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში;
ი) განახორციელოს მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირება;
კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე და/ან მინისტრი.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
თავი II
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი
1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი (დეპარტამენტის უფროსი/მინისტრის აპარატის უფროსი/სამსახურის უფროსი).
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) იხილავს დადგენილი წესის მიხედვით შემოსულ კორესპონდენციას და ღებულობს გადაწყვეტილებას;
ე) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ან ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების წახალისების და მოხელეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს სხვა პერიოდულობითაც;
ლ) პერიოდულად ისმენს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებების დაცვას და შესრულების კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ო) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
პ) ასრულებს მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე იმავდროულად ხელმძღვანელობს მინისტრის აპარატის სამდივნოს. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას და ამ სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 6. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს უფროსი ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს – სამმართველოს.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია მის სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
თ) ახორციელებს კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში
1. დავების განხილვის სამსახურისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დავების განხილვის სამსახურისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალ-დებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემად-გენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დავების განხილვის სამსახურის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 8. უფლებამონაცვლეობა
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის, ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის ან მის (მათ) მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
თავი III
სტრუქტურული ქვედანაყოფები და სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 9. სტრუქტურული ქვედანაყოფები
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) მინისტრის აპარატი;
ე) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ი) (ამოღებულია);
კ) დავების განხილვის სამსახური;
ლ) (ამოღებულია).

მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულები
1. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შეიძლება შედიოდნენ სტრუქტურული ერთეულები _ სამმართველოები (სამდივნო).
2. სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.
3. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების სამმართველო;
გ) ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალურ ურთიერთობათა სამმართველო.
4. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;
ბ) სამართალწარმოების სამმართველო.
5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ე) საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველო.
6. საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო;
გ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო.
7. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ოპერატიული ინფორმაციის სამმართველო;
ბ) მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო.
8. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველო;
გ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო.
9. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სისტემური ადმინისტრირების სამმართველო;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) ვებ-რესურსების მართვის სამმართველო;
დ) ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველო;
ე) სისტემური ანალიზის სამმართველო.
10. (ამოღებულია).
11. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პროტოკოლის სამმართველო;
ბ) სამდივნო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 10.02.2009, №15, მუხ.181
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781

თავი IV
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
მუხლი 11. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 12. სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველო
სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის, კერძოდ, პირდაპირი და გარანტირებული სახელმწიფო საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სესხების და გრანტების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) საგარეო კრედიტებისთვის, მათ შორის რესტრუქტურირებული კრედიტებისთვის, ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
დ) საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების ძალაში შესვლის შემთხვევაში საჭირო საგარანტიო თანხის მოცულობის შეფასება და დაგეგმვა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების განსაზღვრა და დაგეგმვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ზ) სახელმწიფო საგარეო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
თ) საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების აღრიცხვა/ანგარიშგება;
კ) სახელმწიფო საგარეო ფინანსური რესურსებიდან გაცემული სესხების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ლ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურირების პროცესში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებთან თანამშრომლობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა;
ო) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობის შესახებ.
მუხლი 13. საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების სამმართველო
საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ა1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ) სახელმწიფო სექტორის მიერ საგარეო წყაროებიდან მიღებული და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება.

მუხლი 14. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალურ ურთიერთობათა სამმართველო
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალურ ურთიერთობათა სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესრულების კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
გ) ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში მისაღები რესურსების მოცულობის განსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;
დ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
ვ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.

თავი V
იურიდიული დეპარტამენტი
მუხლი 15. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 16. სამართალშემოქმედების სამმართველო
სამართალშემოქმედების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დამოუკიდებლად ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი, აგრეთვე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან გადმოგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია სამართალშემოქმედების საქმიანობის ფარგლებში;
თ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ი) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;
კ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა;
ლ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
მ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.

მუხლი 17. სამართალწარმოების სამმართველო
სამართალწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში და კერძო არბიტრაჟში;
ბ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან;
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ე) დეპარტამენტში შემოსული მოქალაქეთა წერილების და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.

თავი VI
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
მუხლი 18. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 19. საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველო
საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ბ) საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია;
გ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება და მათი ხელმძღვანელობისთვის გადაცემა;
დ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურებრივი და მოხსენებითი ბარათების რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გადაცემა;
ვ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება-დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;
ზ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის გაფორმების სისწორის კონტროლი, რეგისტრაცია, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება, მათი საექსპედიციო დამუშავება, რეესტრების გაფორმება და დაგზავნა;
თ) სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება, რეგისტრაცია, გამრავლება და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა;
ი) სამინისტროს სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;
კ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
ლ) გეგმური ან სპეცდავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა რეგისტრაცია და სამივლინებო ბარათების გაფორმება;
მ) სამინისტროში მოვლინებულ მოქალაქეთა რეგისტრაცია და სამივლინებო ბარათების შემოწმება;
ნ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ო) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ შესაბამისად, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
პ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ჟ) სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა შემოსავლების სამსახურისა) არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი;
რ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ს) იარაღის ტარების უფლების მქონე სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება;
ტ) არქივის დაკომპლექტება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით, არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა და მისი სისტემური გაუმჯობესება;
უ) დოკუმენტების (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტების) მიღება, აღრიცხვა, გამოყენება და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
ფ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტების) სახელმწიფო შენახვისთვის გადასაცემად მომზადება, შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო-მეთოდიკურ ღონისძიებათა განხორციელება და გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
ქ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა არქივების დაკომპლექტების ფონდებისათვის ელექტრონული დოკუმენტების შესანახად გადაცემა;
ღ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება;
ყ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმეთა ფორმირება და გაფორმების სისწორის შემოწმება, დოკუმენტებზე მუშაობისას საჯარო მოხელეთა მეთოდიკური და პრაქტიკული დახმარება;
შ) საარქივო საქმისა და საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჩ) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა;
ც) მოთხოვნის შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა.

მუხლი 20. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით;
ვ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
ზ) სასაწყობო მეურნეობაში შემავალ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, მათი ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) სამინისტროში შემომსვლელ პირებზე საშვების გაცემის უზრუნველყოფა.

მუხლი 21. საფინანსო სამმართველო
საფინანსო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების დროული წარდგენა სახაზინო სამსახურში რეგისტრაციისთვის;
თ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;
ი) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება;
კ) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური პერიოდულობის მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა;
მ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;
ნ) ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დამუშავება, აგრეთვე მატერიალური მარაგების, ფულადი ანგარიშების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და შესაბამისი აღრიცხვა;
ო) ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და წარდგენა სამინისტროს სახაზინო სამსახურში;
პ) ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობის დაანგარიშება და შემდგომი რეაგირებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.2005
მუხლი 22. (ამოღებულია)

მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება საფინანსო სამმართველოსთან და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსთან ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წლიური მოთხოვნილებების შესაბამისად;
ბ) წლიური შესყიდვების გეგმის (ან წლიური შესყიდვების გეგმაში ცვლილების) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
გ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ე) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული, კვარტალური და ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.
მუხლი 24. (ამოღებულია)

მუხლი 25. (ამოღებულია)

მუხლი 251 . ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების (ჩამორთმევის), საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების და კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების აღრიცხვა, პირადი საქმეების, შრომის წიგნაკებისა და ნამსახურების ნუსხის წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება და დადასტურება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების (წერილების) განხილვა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა;
ვ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
კ) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობა, ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროში პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა;
მ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო-სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
თავი VII
მინისტრის აპარატი
მუხლი 26. მინისტრის აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ მინისტრის აპარატში შემავალი სამმართველო და სამდივნო.

მუხლი 27. პროტოკოლის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია და საპროტოკოლო ღონისძიებათა წარმოება;
ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინირებულად.

მუხლი 271. სამდივნო
სამდივნოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის სახელზე, მათ შორის, კანცელარიის ნომრის გარეშე შემოსული სამთავრობო, საერთო და უცხოური კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება. უცხოურ კორესპონდენციაზე მინისტრის აპარატის ნომრის მინიჭება და შემსრულებლამდე დაყვანა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით;
გ) მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების აღწერა და რედაქციული თვალსაზრისით სრულყოფილად მომზადებაზე კონტროლი;
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
ე) მინისტრის დავალებათა, მათ შორის, სპეციალურ და ოპერატიულ დავალებათა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით, მათ შორის მინისტრის ბრძანებებით გათვალისწინებული დავალებების) უშუალოდ შესრულება ან შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც;
ვ) არასამუშაო საათებში სასწრაფო წესით გასაგზავნი და დასარიგებელი კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, სამინისტროს კანცელარიის ნომრის მინიჭება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ზ) მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების შენახვა და დაცვა, აგრეთვე კონტროლი მათ გამოყენებაზე;
თ) საქართველოს მთავრობის სხდომის, სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების სხდომათა მასალების მიღება, არსებული წესით დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ი) საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით სამინისტროზე/სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირზე დავალებული საკითხების შესრულების კონტროლი;
კ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული, მინისტრისათვის დასმულ შეკითხვაზე პასუხის დროულად მომზადების უზრუნველყოფა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მინისტრს შეკითხვაზე პასუხის გაცემა უწევს უშუალოდ სხდომაზე);
ლ) მინისტრის მიერ კონტროლზე აყვანილი საკითხების დროულად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციის მომზადება და მინისტრისათვის მიწოდება;
მ) სამინისტროში შექმნილი საბჭოებისა და კომისიების მუშაობის ორგანიზება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;
ნ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან მიღებულ მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ დავალებებზე დასკვნების დროულად მომზადება;
ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ, საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
პ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
თავი VIII
საბიუჯეტო დეპარტამენტი
მუხლი 28. საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 29. საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო
საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;
ბ) მხარჯავ დაწესებულებებთან და სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
დ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დოკუმენტის პროექტის მომზადება;
ვ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება, მეთოდურ მითითებებთან ერთად;
ზ) წლიური სახელმწიფო საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;
თ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ი) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის ფორმირება და ამ მიზნით ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსების უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება;
ლ) მხარჯავი დაწესებულებებისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან), სახელმწიფო საგარეო ვალის რეესტრის მწარმოებლისაგან, ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვისა და გრანტების აღრიცხვასთან დაკავშირებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) საჭირო ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი და ბიუჯეტის ფორმირება;
მ) მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) მიმოხილვისა და სფეროების მიხედვით ნაერთი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ნ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ო) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
პ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დანერგვის მიზნით მეთოდოლოგიური მითითებების შემუშავება;
ჟ) საბიუჯეტო სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
რ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მოსამსახურეებისათვის შესაბამისი სემინარების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ს) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი;
ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
უ) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადების მომზადება;
ფ) ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა;
ქ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.2005
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 30. სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო
სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
ბ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემები) მიღება და დამუშავება;
გ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
დ) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) წლიურ საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, კვარტალური განწერის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მინისტრის ბრძანების მიხედვით დამტკიცებული დოკუმენტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ვ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა და დამტკიცება;
თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
კ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.

მუხლი 31. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების, აღსრულებისა და ანგარიშების შედგენის წესისა და წარდგენის ვადების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის ზღვრული მაჩვენებლების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრა;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ვ) წინადადებების შემუშავება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ყოველი თვის (ნაზარდი ჯამით) შემოსულობებისა და გადასახდელების ფორმირებისა და საპროგნოზო დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისა და აღსრულების თაობაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოების მუშაკთა თათბირების ჩატარების ორგანიზაცია და მათი უზრუნველყოფა საჭირო ტექნიკური მითითებებით, ფორმებითა და ბლანკებით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
თავი IX.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

მუხლი 32. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.

მუხლი 33. ოპერატიული ინფორმაციის სამმართველო
ოპერატიული ინფორმაციის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;
დ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;
ე) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;
ვ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელების დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;
ზ) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა.

მუხლი 34. მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო
მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;
ბ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება;
ე) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;
ვ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება;
ზ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.
20. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ_ნ“ ქვეპუნქტები:
,,ლ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
მ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ნ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა.

თავი X
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი 35. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 36. მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო
მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ბ) წლიური და კვარტალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
დ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ე) სახელმწიფო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ვ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ზ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
თ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) საქართველოს სამართლებრივი აქტებით დადგენილ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ლ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;

ნ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 37. საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველო
საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო შეთანხმებების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულების გაფორმება;
ბ) საგადასახადო და საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
დ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმოება.

მუხლი 38. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
გ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება საბაჟო/საგადასახადო სფეროში;
დ) საგადასახადო-საბაჟო მიმართულებით მეთოდოლოგიის შემუშავება.

თავი XI
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
მუხლი 39. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 40. სისტემური ადმინისტრირების სამმართველო
სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისათვის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა;
ბ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;
გ) ინფორმაციის დაცვის საიმედოობის უზრუნველყოფა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
დ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და მონაცემთა რეზერვირების უზრუნველყოფა;
ე) სარეზერვო ცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა;
ვ) სერვერების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება.

მუხლი 41. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო
პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება;
ბ) არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისა და მათი ტერიტო-რიული ორგანოების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
დ) ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად.

მუხლი 42. ვებ-რესურსების მართვის სამმართველო
ვებ-რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ვებ-არქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;
ბ) კონტენტის მართვა;
გ) პორტალზე ინფორმაციის განთავსება;
დ) ვებ-ინტერფეისის კორექტირება.
მუხლი 43. ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველო
ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და მისი სისტემური ანალიზის სამმართველოსათვის მიწოდება;
ბ) პროგრამული პროდუქტების დანერგვა და ინსტალირება;
გ) შექმნილი პროგრამული პროდუქტების ტესტირება;
დ) შიდა ტრეინინგების ორგანიზება და ჩატარება;
ე) სათანადო კონსულტაციების გაწევა არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის;
ვ) ტექნიკის გამართული მუშაობის მხარდაჭერა;
ზ) სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია.
მუხლი 44. სისტემური ანალიზის სამმართველო
სისტემური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ბიზნეს-ლოგიკის შესწავლა;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით წამოჭრილი პრობლემების გაანალიზება და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამისი მოთხოვნების მომზადება;
გ) ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
დ) სამოქმედო გეგმის კოორდინაცია;
ე) პროექტების მომზადება და მართვა (კოორდინაცია);
ვ) ფუნქციონალური და ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება-დოკუმენტირება;
ზ) საინფორმაციო სისტემების სტანდარტების შემუშავება;
თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების შესყიდვების კოორდინაცია და მათი აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ი) შიდა ტრეინინგების ორგანიზება;
კ) შიდა საკვალიფიკაციო სემინარების მომზადება;
ლ) პერიოდულად და მოთხოვნის შესაბამისად დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
თავი XII (ამოღებულია)

მუხლი 45. (ამოღებულია)

მუხლი 46. (ამოღებულია)

მუხლი 47. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 10.02.2009, №15, მუხ.181
მუხლი 48. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის ბრძანება №287 - სსმ III, 11.05.2009, №57, მუხ.644

თავი XIII
დავების განხილვის სამსახური
მუხლი 49. დავების განხილვის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
დავების განხილვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს დავების განხილვის სამსახურის უფროსთან ერთად ახორციელებს დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში და დავების განხილვის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
მუხლი 50. დავების განხილვის სამსახური
დავების განხილვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება.
თავი XIV
(ამოღებულია)

+

შეტანილია ცვლილებები:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606

მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში🔗
მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში
1. დავების განხილვის სამსახურის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
1. დავების განხილვის სამსახურისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დავების განხილვის სამსახურის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისად დავების განხილვის სამსახურის უფროსის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
2. დავების განხილვის სამსახურისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალ-დებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემად-გენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დავების განხილვის სამსახურის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დავების განხილვის სამსახურის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 8. უფლებამონაცვლეობა
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის, ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის ან მის (მათ) მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ- ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის ან მის (მათ) მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
თავი III
სტრუქტურული ქვედანაყოფები და სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 9. სტრუქტურული ქვედანაყოფები
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) მინისტრის აპარატი;
ე) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ი) (ამოღებულია) ;
ი) (ამოღებულია);
კ) დავების განხილვის სამსახური;
ლ) ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური.
ლ) (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულები
1. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შეიძლება შედიოდნენ სტრუქტურული ერთეულები _ სამმართველოები (სამდივნო).
2. სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.
3. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების სამმართველო;
გ) ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალურ ურთიერთობათა სამმართველო.
4. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;
ბ) სამართალწარმოების სამმართველო.
5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ე) საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველო.
6. საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო;
გ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო.
7. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ოპერატიული ინფორმაციის სამმართველო;
ბ) მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო.
8. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველო;
გ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო.
9. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სისტემური ადმინისტრირების სამმართველო;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) ვებ-რესურსების მართვის სამმართველო;
დ) ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველო;
ე) სისტემური ანალიზის სამმართველო.
10. (ამოღებულია) .
10. (ამოღებულია).
11. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პროტოკოლის სამმართველო;
ბ) სამდივნო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 10.02.2009, №15, მუხ.181
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
თავი IV
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
მუხლი 11. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 12. სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველო
სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის, კერძოდ, პირდაპირი და გარანტირებული სახელმწიფო საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სესხების და გრანტების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) საგარეო კრედიტებისთვის, მათ შორის რესტრუქტურირებული კრედიტებისთვის, ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
დ) საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების ძალაში შესვლის შემთხვევაში საჭირო საგარანტიო თანხის მოცულობის შეფასება და დაგეგმვა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების განსაზღვრა და დაგეგმვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ზ) სახელმწიფო საგარეო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
თ) საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების აღრიცხვა/ანგარიშგება;
კ) სახელმწიფო საგარეო ფინანსური რესურსებიდან გაცემული სესხების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ლ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურირების პროცესში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებთან თანამშრომლობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა;
ო) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობის შესახებ.
მუხლი 13. საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების სამმართველო
საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ა1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ) სახელმწიფო სექტორის მიერ საგარეო წყაროებიდან მიღებული და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 14. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალურ ურთიერთობათა სამმართველო
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალურ ურთიერთობათა სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესრულების კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
გ) ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში მისაღები რესურსების მოცულობის განსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;
დ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
ვ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
თავი V
იურიდიული დეპარტამენტი
მუხლი 15. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 16. სამართალშემოქმედების სამმართველო
სამართალშემოქმედების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დამოუკიდებლად ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი, აგრეთვე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან გადმოგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია სამართალშემოქმედების საქმიანობის ფარგლებში;
თ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ი) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;
კ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა;
ლ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
მ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 17. სამართალწარმოების სამმართველო
სამართალწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში და კერძო არბიტრაჟში;
ბ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან;
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ე) დეპარტამენტში შემოსული მოქალაქეთა წერილების და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
თავი VI
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
მუხლი 18. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 19. საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველო
საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ბ) საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია;
გ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება და მათი ხელმძღვანელობისთვის გადაცემა;
დ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურებრივი და მოხსენებითი ბარათების რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გადაცემა;
ვ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება-დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;
ზ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის გაფორმების სისწორის კონტროლი, რეგისტრაცია, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება, მათი საექსპედიციო დამუშავება, რეესტრების გაფორმება და დაგზავნა;
თ) სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება, რეგისტრაცია, გამრავლება და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა;
ი) სამინისტროს სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;
კ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
ლ) გეგმური ან სპეცდავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა რეგისტრაცია და სამივლინებო ბარათების გაფორმება;
მ) სამინისტროში მოვლინებულ მოქალაქეთა რეგისტრაცია და სამივლინებო ბარათების შემოწმება;
ნ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ო) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ შესაბამისად, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
პ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ჟ) სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა შემოსავლების სამსახურისა) არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი;
რ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ს) იარაღის ტარების უფლების მქონე სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება;
ტ) არქივის დაკომპლექტება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით, არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა და მისი სისტემური გაუმჯობესება;
უ) დოკუმენტების (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტების) მიღება, აღრიცხვა, გამოყენება და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
ფ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტების) სახელმწიფო შენახვისთვის გადასაცემად მომზადება, შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო-მეთოდიკურ ღონისძიებათა განხორციელება და გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
ქ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა არქივების დაკომპლექტების ფონდებისათვის ელექტრონული დოკუმენტების შესანახად გადაცემა;
ღ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება;
ყ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმეთა ფორმირება და გაფორმების სისწორის შემოწმება, დოკუმენტებზე მუშაობისას საჯარო მოხელეთა მეთოდიკური და პრაქტიკული დახმარება;
შ) საარქივო საქმისა და საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჩ) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა;
ც) მოთხოვნის შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 20. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით;
ვ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
ზ) სასაწყობო მეურნეობაში შემავალ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, მათი ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) სამინისტროში შემომსვლელ პირებზე საშვების გაცემის უზრუნველყოფა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 21. საფინანსო სამმართველო
საფინანსო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების დროული წარდგენა სახაზინო სამსახურში რეგისტრაციისთვის;
თ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;
ი) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება;
კ) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური პერიოდულობის მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა;
მ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;
ნ) ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დამუშავება, აგრეთვე მატერიალური მარაგების, ფულადი ანგარიშების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და შესაბამისი აღრიცხვა;
ო) ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და წარდგენა სამინისტროს სახაზინო სამსახურში;
პ) ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობის დაანგარიშება და შემდგომი რეაგირებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.2005
მუხლი 22. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება საფინანსო სამმართველოსთან და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსთან ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წლიური მოთხოვნილებების შესაბამისად;
ბ) წლიური შესყიდვების გეგმის (ან წლიური შესყიდვების გეგმაში ცვლილების) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
გ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ე) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული, კვარტალური და ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.
მუხლი 24. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 25. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 251 . ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების (ჩამორთმევის), საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების და კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების აღრიცხვა, პირადი საქმეების, შრომის წიგნაკებისა და ნამსახურების ნუსხის წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება და დადასტურება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების (წერილების) განხილვა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა;
ვ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
კ) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობა, ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროში პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა;
მ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების დროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო-სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
პ) სამხედრო-სამობილიზაციო საკითხების გადაწყვეტა, რეზერვისტთა აღრიცხვიანობა და მათთან სათანადო მუშაობის გაწევა.
პ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
თავი VII
მინისტრის აპარატი
მუხლი 26. მინისტრის აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ მინისტრის აპარატში შემავალი სამმართველო და სამდივნო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 27. პროტოკოლის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია და საპროტოკოლო ღონისძიებათა წარმოება;
ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინირებულად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 271. სამდივნო🔗
სამდივნოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის სახელზე, მათ შორის, კანცელარიის ნომრის გარეშე შემოსული სამთავრობო, საერთო და უცხოური კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება. უცხოურ კორესპონდენციაზე მინისტრის აპარატის ნომრის მინიჭება და შემსრულებლამდე დაყვანა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით;
გ) მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების აღწერა და რედაქციული თვალსაზრისით სრულყოფილად მომზადებაზე კონტროლი;
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
ე) მინისტრის დავალებათა, მათ შორის, სპეციალურ და ოპერატიულ დავალებათა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით, მათ შორის მინისტრის ბრძანებებით გათვალისწინებული დავალებების) უშუალოდ შესრულება ან შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც;
ვ) არასამუშაო საათებში სასწრაფო წესით გასაგზავნი და დასარიგებელი კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, სამინისტროს კანცელარიის ნომრის მინიჭება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ზ) მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების შენახვა და დაცვა, აგრეთვე კონტროლი მათ გამოყენებაზე;
თ) საქართველოს მთავრობის სხდომის, სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების სხდომათა მასალების მიღება, არსებული წესით დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ი) საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით სამინისტროზე/სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირზე დავალებული საკითხების შესრულების კონტროლი;
კ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული, მინისტრისათვის დასმულ შეკითხვაზე პასუხის დროულად მომზადების უზრუნველყოფა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მინისტრს შეკითხვაზე პასუხის გაცემა უწევს უშუალოდ სხდომაზე);
ლ) მინისტრის მიერ კონტროლზე აყვანილი საკითხების დროულად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციის მომზადება და მინისტრისათვის მიწოდება;
მ) სამინისტროში შექმნილი საბჭოებისა და კომისიების მუშაობის ორგანიზება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;
ნ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან მიღებულ მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ დავალებებზე დასკვნების დროულად მომზადება;
ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ, საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
პ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
თავი VIII
საბიუჯეტო დეპარტამენტი
მუხლი 28. საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 29. საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო
საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;
ბ) მხარჯავ დაწესებულებებთან და სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
დ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დოკუმენტის პროექტის მომზადება;
ვ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება, მეთოდურ მითითებებთან ერთად;
ზ) წლიური სახელმწიფო საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;
თ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ი) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის ფორმირება და ამ მიზნით ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსების უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება;
ლ) მხარჯავი დაწესებულებებისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან), სახელმწიფო საგარეო ვალის რეესტრის მწარმოებლისაგან, ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვისა და გრანტების აღრიცხვასთან დაკავშირებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) საჭირო ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი და ბიუჯეტის ფორმირება;
მ) მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) მიმოხილვისა და სფეროების მიხედვით ნაერთი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ნ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ო) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
პ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დანერგვის მიზნით მეთოდოლოგიური მითითებების შემუშავება;
ჟ) საბიუჯეტო სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
რ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მოსამსახურეებისათვის შესაბამისი სემინარების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ს) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი;
ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
უ) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადების მომზადება;
ფ) ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა;
ქ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
ქ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.2005
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 30. სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო
სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
ბ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემები) მიღება და დამუშავება;
გ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
დ) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) წლიურ საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, კვარტალური განწერის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მინისტრის ბრძანების მიხედვით დამტკიცებული დოკუმენტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ვ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა და დამტკიცება;
თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
კ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.2005
მუხლი 31. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების, აღსრულებისა და ანგარიშების შედგენის წესისა და წარდგენის ვადების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის ზღვრული მაჩვენებლების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრა;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ვ) წინადადებების შემუშავება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ყოველი თვის (ნაზარდი ჯამით) შემოსულობებისა და გადასახდელების ფორმირებისა და საპროგნოზო დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისა და აღსრულების თაობაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოების მუშაკთა თათბირების ჩატარების ორგანიზაცია და მათი უზრუნველყოფა საჭირო ტექნიკური მითითებებით, ფორმებითა და ბლანკებით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
თავი IX.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 32. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 33. ოპერატიული ინფორმაციის სამმართველო
ოპერატიული ინფორმაციის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;
დ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;
ე) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;
ვ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელების დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;
ზ) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 34. მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო
მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;
ბ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება;
ე) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;
ვ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება;
ზ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.
20. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ_ნ“ ქვეპუნქტები:
,,ლ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
მ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ნ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
თავი X
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი 35. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 36. მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო
მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ბ) წლიური და კვარტალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
დ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ე) სახელმწიფო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ვ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ზ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
თ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) საქართველოს სამართლებრივი აქტებით დადგენილ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ლ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
მ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ნ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა.
ნ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 37. საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველო
საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო შეთანხმებების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულების გაფორმება;
ბ) საგადასახადო და საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
დ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმოება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 38. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
გ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება საბაჟო/საგადასახადო სფეროში;
დ) საგადასახადო-საბაჟო მიმართულებით მეთოდოლოგიის შემუშავება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
თავი XI
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
მუხლი 39. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 40. სისტემური ადმინისტრირების სამმართველო
სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისათვის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა;
ბ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;
გ) ინფორმაციის დაცვის საიმედოობის უზრუნველყოფა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
დ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და მონაცემთა რეზერვირების უზრუნველყოფა;
ე) სარეზერვო ცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა;
ვ) სერვერების ადმინისტრირების უზრუნველყოფა.
ვ) სერვერების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 41. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო
პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება;
ბ) არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისა და მათი ტერიტო-რიული ორგანოების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
დ) ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 42. ვებ-რესურსების მართვის სამმართველო
ვებ-რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ვებ-არქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;
ბ) კონტენტის მართვა;
გ) პორტალზე ინფორმაციის განთავსება;
დ) ვებ-ინტერფეისის კორექტირება.
მუხლი 43. ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველო
ტექნიკური მხარდაჭერის სამმართ ველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და მისი სისტემური ანალიზის სამმართველოსათვის მიწოდება;
ბ) პროგრამული პროდუქტების დანერგვა და ინსტალირება;
გ) შექმნილი პროგრამული პროდუქტების ტესტირება;
დ) შიდა ტრეინინგების ორგანიზება და ჩატარება;
ე) სათანადო კონსულტაციების გაწევა არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის;
ვ) ტექნიკის გამართული მუშაობის მხარდაჭერა;
ზ) სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია.
მუხლი 44. სისტემური ანალიზის სამმართველო
სისტემური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ბიზნეს-ლოგიკის შესწავლა;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით წამოჭრილი პრობლემების გაანალიზება და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამისი მოთხოვნების მომზადება;
გ) ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
დ) სამოქმედო გეგმის კოორდინაცია;
ე) პროექტების მომზადება და მართვა (კოორდინაცია);
ვ) ფუნქციონალური და ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება-დოკუმენტირება;
ზ) საინფორმაციო სისტემების სტანდარტების შემუშავება;
თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების შესყიდვების კოორდინაცია და მათი აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ი) შიდა ტრეინინგების ორგანიზება;
კ) შიდა საკვალიფიკაციო სემინარების მომზადება;
ლ) პერიოდულად და მოთხოვნის შესაბამისად დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
თავი XII (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 45. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 46. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 47. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 10.02.2009, №15, მუხ.181
მუხლი 48. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 10.02.2009, №15, მუხ.181
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის ბრძანება №287 - სსმ III, 11.05.2009, №57, მუხ.644
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
თავი XIII
დავების განხილვის სამსახური
მუხლი 49. დავების განხილვის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
დავების განხილვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს დავების განხილვის სამსახურის უფროსთან ერთად ახორციელებს დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში და დავების განხილვის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
მუხლი 50. დავების განხილვის სამსახური
დავების განხილვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება.
თავი XIV
ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 51. ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსთან ერთად ახორციელებს ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში და ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
მუხლი 52. ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური🔗
ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების განხორციელების მიზნით;
დ) საჯარო სექტორის დაფინანსების მართვის მიმართულებების კვლევა და ანალიზი;
ე) განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და მისი გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სისტემაში სიახლეების დანერგვის მიზნით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება № 727 - სსმ III, 13.11.2009, № 140 , მუხ. 1606
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.012.336
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №824
2008 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.🔗
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 25 ივნისის №331 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 აპრილის №243 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №923 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 მარტის №165 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №331 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 ივნისის №623 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №313 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 2.🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების“ 50-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2008 წლის 5 ნოემბრიდან.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების“ 50-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან.
ნ. გილაური
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
შეტანილია ცვლილებები :
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 1 0. 02.2009, №15, მუხ.181
2 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის ბრძანება №287 - სსმ III, 11. 05.2009, №57 , მუხ.644
3 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12. 06.2009, №71 , მუხ.781
4 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140 , მუხ.1606
5 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159 , მუხ.2005
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფები) სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, საქმიანობის პრინციპებს, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი🔗
სტრუქტურული ქვედანაყოფები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება🔗
1. სტრუქტურული ქვედანაყოფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მინისტრთან და/ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
დ) სამართლებრივ აქტებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოამზადოს გადაწყვეტილებები;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;
ვ) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ზ) მინისტრის სპეციალური და ოპერატიული, აგრეთვე სხვა დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად;
თ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში;
ი) განახორციელოს მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირება;
კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე და/ან მინისტრი.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი🔗
1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი (დეპარტამენტის უფროსი/მინისტრის აპარატის უფროსი/სამსახურის უფროსი).
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) იხილავს დადგენილი წესის მიხედვით შემოსულ კორესპონდენციას და ღებულობს გადაწყვეტილებას;
ე) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ან ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების წახალისების და მოხელეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს სხვა პერიოდულობითაც;
ლ) პერიოდულად ისმენს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებების დაცვას და შესრულების კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ო) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
პ) ასრულებს მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე🔗
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე იმავდროულად ხელმძღვანელობს მინისტრის აპარატის სამდივნოს. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას და ამ სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 6. სამმართველოს უფროსი🔗
1. სამმართველოს უფროსი ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს – სამმართველოს.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია მის სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
თ) ახორციელებს კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში🔗
1. დავების განხილვის სამსახურისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დავების განხილვის სამსახურისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალ-დებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემად-გენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დავების განხილვის სამსახურის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 8. უფლებამონაცვლეობა🔗
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის, ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის ან მის (მათ) მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
სტრუქტურული ქვედანაყოფები და სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 9. სტრუქტურული ქვედანაყოფები🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) მინისტრის აპარატი;
ე) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
თ) (ამოღებულია);
ი) (ამოღებულია);
კ) დავების განხილვის სამსახური;
ლ) (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულები🔗
1. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შეიძლება შედიოდნენ სტრუქტურული ერთეულები _ სამმართველოები (სამდივნო).
2. სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.
3. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების სამმართველო;
გ) ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალურ ურთიერთობათა სამმართველო.
4. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;
ბ) სამართალწარმოების სამმართველო.
5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ე) საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველო.
6. საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო;
გ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო.
7. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ოპერატიული ინფორმაციის სამმართველო;
ბ) მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო.
8. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველო;
გ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო.
9. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
9. (ამოღებულია).
ა) სისტემური ადმინისტრირების სამმართველო;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) ვებ-რესურსების მართვის სამმართველო;
დ) ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველო;
ე) სისტემური ანალიზის სამმართველო.
10. (ამოღებულია).
11. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პროტოკოლის სამმართველო;
ბ) სამდივნო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 10.02.2009, №15, მუხ.181
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
მუხლი 11. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 12. სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველო🔗
სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის, კერძოდ, პირდაპირი და გარანტირებული სახელმწიფო საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სესხების და გრანტების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) საგარეო კრედიტებისთვის, მათ შორის რესტრუქტურირებული კრედიტებისთვის, ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
დ) საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების ძალაში შესვლის შემთხვევაში საჭირო საგარანტიო თანხის მოცულობის შეფასება და დაგეგმვა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების განსაზღვრა და დაგეგმვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ზ) სახელმწიფო საგარეო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
თ) საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების აღრიცხვა/ანგარიშგება;
კ) სახელმწიფო საგარეო ფინანსური რესურსებიდან გაცემული სესხების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ლ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურირების პროცესში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებთან თანამშრომლობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა;
ო) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობის შესახებ.
მუხლი 13. საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების სამმართველო🔗
საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ა1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ) სახელმწიფო სექტორის მიერ საგარეო წყაროებიდან მიღებული და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 14. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალურ ურთიერთობათა სამმართველო🔗
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალურ ურთიერთობათა სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესრულების კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
გ) ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში მისაღები რესურსების მოცულობის განსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;
დ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
ვ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
იურიდიული დეპარტამენტი
მუხლი 15. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 16. სამართალშემოქმედების სამმართველო🔗
სამართალშემოქმედების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დამოუკიდებლად ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი, აგრეთვე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან გადმოგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია სამართალშემოქმედების საქმიანობის ფარგლებში;
თ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ი) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;
კ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა;
ლ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
მ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 17. სამართალწარმოების სამმართველო🔗
სამართალწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში და კერძო არბიტრაჟში;
ბ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან;
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ე) დეპარტამენტში შემოსული მოქალაქეთა წერილების და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
მუხლი 18. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 19. საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველო🔗
საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ბ) საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია;
გ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება და მათი ხელმძღვანელობისთვის გადაცემა;
დ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურებრივი და მოხსენებითი ბარათების რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გადაცემა;
ვ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება-დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;
ზ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის გაფორმების სისწორის კონტროლი, რეგისტრაცია, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება, მათი საექსპედიციო დამუშავება, რეესტრების გაფორმება და დაგზავნა;
თ) სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება, რეგისტრაცია, გამრავლება და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა;
ი) სამინისტროს სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;
კ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
ლ) გეგმური ან სპეცდავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა რეგისტრაცია და სამივლინებო ბარათების გაფორმება;
მ) სამინისტროში მოვლინებულ მოქალაქეთა რეგისტრაცია და სამივლინებო ბარათების შემოწმება;
ნ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ო) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ შესაბამისად, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
პ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
პ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ჟ) სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა შემოსავლების სამსახურისა) არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი;
ჟ) სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი;
რ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
რ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ს) იარაღის ტარების უფლების მქონე სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება;
ტ) არქივის დაკომპლექტება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით, არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა და მისი სისტემური გაუმჯობესება;
უ) დოკუმენტების (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტების) მიღება, აღრიცხვა, გამოყენება და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
ფ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტების) სახელმწიფო შენახვისთვის გადასაცემად მომზადება, შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო-მეთოდიკურ ღონისძიებათა განხორციელება და გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
ქ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა არქივების დაკომპლექტების ფონდებისათვის ელექტრონული დოკუმენტების შესანახად გადაცემა;
ღ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება;
ყ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმეთა ფორმირება და გაფორმების სისწორის შემოწმება, დოკუმენტებზე მუშაობისას საჯარო მოხელეთა მეთოდიკური და პრაქტიკული დახმარება;
შ) საარქივო საქმისა და საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჩ) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა;
ც) მოთხოვნის შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
მუხლი 20. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო🔗
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით;
ვ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
ზ) სასაწყობო მეურნეობაში შემავალ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, მათი ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) სამინისტროში შემომსვლელ პირებზე საშვების გაცემის უზრუნველყოფა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 21. საფინანსო სამმართველო🔗
საფინანსო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების დროული წარდგენა სახაზინო სამსახურში რეგისტრაციისთვის;
თ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;
ი) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება;
კ) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური პერიოდულობის მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა;
მ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;
ნ) ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დამუშავება, აგრეთვე მატერიალური მარაგების, ფულადი ანგარიშების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და შესაბამისი აღრიცხვა;
ო) ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და წარდგენა სამინისტროს სახაზინო სამსახურში;
პ) ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობის დაანგარიშება და შემდგომი რეაგირებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.2005
მუხლი 22. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო🔗
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება საფინანსო სამმართველოსთან და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსთან ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წლიური მოთხოვნილებების შესაბამისად;
ბ) წლიური შესყიდვების გეგმის (ან წლიური შესყიდვების გეგმაში ცვლილების) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
გ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ე) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული, კვარტალური და ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.
მუხლი 24. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 25. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 251 . ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების (ჩამორთმევის), საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების და კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების აღრიცხვა, პირადი საქმეების, შრომის წიგნაკებისა და ნამსახურების ნუსხის წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება და დადასტურება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების (წერილების) განხილვა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა;
ვ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
კ) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობა, ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროში პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა;
მ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო-სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მინისტრის აპარატი
მუხლი 26. მინისტრის აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ მინისტრის აპარატში შემავალი სამმართველო და სამდივნო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 27. პროტოკოლის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:🔗
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია და საპროტოკოლო ღონისძიებათა წარმოება;
ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინირებულად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 271. სამდივნო🔗
სამდივნოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის სახელზე, მათ შორის, კანცელარიის ნომრის გარეშე შემოსული სამთავრობო, საერთო და უცხოური კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება. უცხოურ კორესპონდენციაზე მინისტრის აპარატის ნომრის მინიჭება და შემსრულებლამდე დაყვანა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით;
გ) მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების აღწერა და რედაქციული თვალსაზრისით სრულყოფილად მომზადებაზე კონტროლი;
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
ე) მინისტრის დავალებათა, მათ შორის, სპეციალურ და ოპერატიულ დავალებათა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით, მათ შორის მინისტრის ბრძანებებით გათვალისწინებული დავალებების) უშუალოდ შესრულება ან შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც;
ვ) არასამუშაო საათებში სასწრაფო წესით გასაგზავნი და დასარიგებელი კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, სამინისტროს კანცელარიის ნომრის მინიჭება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ზ) მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების შენახვა და დაცვა, აგრეთვე კონტროლი მათ გამოყენებაზე;
თ) საქართველოს მთავრობის სხდომის, სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების სხდომათა მასალების მიღება, არსებული წესით დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ი) საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით სამინისტროზე/სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირზე დავალებული საკითხების შესრულების კონტროლი;
კ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული, მინისტრისათვის დასმულ შეკითხვაზე პასუხის დროულად მომზადების უზრუნველყოფა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მინისტრს შეკითხვაზე პასუხის გაცემა უწევს უშუალოდ სხდომაზე);
ლ) მინისტრის მიერ კონტროლზე აყვანილი საკითხების დროულად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციის მომზადება და მინისტრისათვის მიწოდება;
მ) სამინისტროში შექმნილი საბჭოებისა და კომისიების მუშაობის ორგანიზება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;
ნ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან მიღებულ მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ დავალებებზე დასკვნების დროულად მომზადება;
ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ, საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
პ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საბიუჯეტო დეპარტამენტი
მუხლი 28. საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 29. საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო🔗
საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;
ბ) მხარჯავ დაწესებულებებთან და სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
დ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დოკუმენტის პროექტის მომზადება;
ვ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება, მეთოდურ მითითებებთან ერთად;
ზ) წლიური სახელმწიფო საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;
თ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ი) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის ფორმირება და ამ მიზნით ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსების უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება;
ლ) მხარჯავი დაწესებულებებისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან), სახელმწიფო საგარეო ვალის რეესტრის მწარმოებლისაგან, ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვისა და გრანტების აღრიცხვასთან დაკავშირებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) საჭირო ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი და ბიუჯეტის ფორმირება;
მ) მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) მიმოხილვისა და სფეროების მიხედვით ნაერთი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ნ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ო) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
პ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დანერგვის მიზნით მეთოდოლოგიური მითითებების შემუშავება;
ჟ) საბიუჯეტო სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
რ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მოსამსახურეებისათვის შესაბამისი სემინარების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ს) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი;
ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
უ) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადების მომზადება;
ფ) ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა;
ქ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.2005
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 30. სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო🔗
სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
ბ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემები) მიღება და დამუშავება;
გ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
დ) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) წლიურ საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, კვარტალური განწერის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მინისტრის ბრძანების მიხედვით დამტკიცებული დოკუმენტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ვ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა და დამტკიცება;
თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
კ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №897 - სსმ III, 30.12.2009, №159, მუხ.2005
მუხლი 31. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო🔗
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების, აღსრულებისა და ანგარიშების შედგენის წესისა და წარდგენის ვადების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის ზღვრული მაჩვენებლების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრა;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ვ) წინადადებების შემუშავება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ყოველი თვის (ნაზარდი ჯამით) შემოსულობებისა და გადასახდელების ფორმირებისა და საპროგნოზო დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისა და აღსრულების თაობაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოების მუშაკთა თათბირების ჩატარების ორგანიზაცია და მათი უზრუნველყოფა საჭირო ტექნიკური მითითებებით, ფორმებითა და ბლანკებით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 32. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 33. ოპერატიული ინფორმაციის სამმართველო🔗
ოპერატიული ინფორმაციის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;
დ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;
ე) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;
ვ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელების დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;
ზ) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 34. მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო🔗
მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;
ბ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება;
ე) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;
ვ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება;
ზ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.
20. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ_ნ“ ქვეპუნქტები:
,,ლ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
მ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ნ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი 35. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 36. მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო🔗
მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ბ) წლიური და კვარტალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
დ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ე) სახელმწიფო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ვ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ზ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
თ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) საქართველოს სამართლებრივი აქტებით დადგენილ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ლ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
მ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ნ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 37. საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველო🔗
საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო შეთანხმებების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულების გაფორმება;
ბ) საგადასახადო და საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
დ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმოება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 38. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო🔗
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
გ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება საბაჟო/საგადასახადო სფეროში;
დ) საგადასახადო-საბაჟო მიმართულებით მეთოდოლოგიის შემუშავება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №369 - სსმ III, 12.06.2009, №71, მუხ.781
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
(ამოღებულია)
მუხლი 39. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 39. (ამოღებულია)🔗
მუხლი 40. სისტემური ადმინისტრირების სამმართველო
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
მუხლი 40. (ამოღებულია)🔗
ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისათვის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა;
ბ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;
გ) ინფორმაციის დაცვის საიმედოობის უზრუნველყოფა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
დ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და მონაცემთა რეზერვირების უზრუნველყოფა;
ე) სარეზერვო ცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა;
ვ) სერვერების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 41. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
მუხლი 41. (ამოღებულია)🔗
ა) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება;
ბ) არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისა და მათი ტერიტო-რიული ორგანოების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
დ) ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
მუხლი 42. ვებ-რესურსების მართვის სამმართველო
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
ვებ-რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
მუხლი 42. (ამოღებულია)🔗
ა) ვებ-არქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
ბ) კონტენტის მართვა;
მუხლი 43. (ამოღებულია)🔗
გ) პორტალზე ინფორმაციის განთავსება;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
დ) ვებ-ინტერფეისის კორექტირება.
მუხლი 44. (ამოღებულია)🔗
მუხლი 43. ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველო
ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და მისი სისტემური ანალიზის სამმართველოსათვის მიწოდება;
ბ) პროგრამული პროდუქტების დანერგვა და ინსტალირება;
გ) შექმნილი პროგრამული პროდუქტების ტესტირება;
დ) შიდა ტრეინინგების ორგანიზება და ჩატარება;
ე) სათანადო კონსულტაციების გაწევა არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის;
ვ) ტექნიკის გამართული მუშაობის მხარდაჭერა;
ზ) სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია.
მუხლი 44. სისტემური ანალიზის სამმართველო
სისტემური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ბიზნეს-ლოგიკის შესწავლა;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით წამოჭრილი პრობლემების გაანალიზება და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამისი მოთხოვნების მომზადება;
გ) ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
დ) სამოქმედო გეგმის კოორდინაცია;
ე) პროექტების მომზადება და მართვა (კოორდინაცია);
ვ) ფუნქციონალური და ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება-დოკუმენტირება;
ზ) საინფორმაციო სისტემების სტანდარტების შემუშავება;
თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების შესყიდვების კოორდინაცია და მათი აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ი) შიდა ტრეინინგების ორგანიზება;
კ) შიდა საკვალიფიკაციო სემინარების მომზადება;
ლ) პერიოდულად და მოთხოვნის შესაბამისად დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №253 - სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ.562
მუხლი 45. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 46. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
მუხლი 47. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 10.02.2009, №15, მუხ.181
მუხლი 48. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 თებერვლის ბრძანება №71 - სსმ III, 10.02.2009, №15, მუხ.181
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის ბრძანება №287 - სსმ III, 11.05.2009, №57, მუხ.644
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
დავების განხილვის სამსახური
მუხლი 49. დავების განხილვის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
დავების განხილვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს დავების განხილვის სამსახურის უფროსთან ერთად ახორციელებს დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში და დავების განხილვის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
მუხლი 50. დავების განხილვის სამსახური🔗
დავების განხილვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №727 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1606
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №121 - სსმ III, №20, 22.02.2010, მუხ.256
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, №824, 31.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.012.336 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80224-6/