"საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.11.2008 ძალადაკარგული 05.09.2013
ნომერი
№274
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.22.027.012.417
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 27/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.027.012.417

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №274

2008 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისი ს ბრძანება №155 - სსმ III, №95, 31.07.2009წ., მუხ.1025

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №77 - სსმ III, №35, 06.04.2010წ., მუხ.583

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 4 თებერევლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

დანართი

საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის)

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატი (დეპარტამენტი) (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი.

2. თავის საქმიანობაში აპარატი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. აპარატი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე.

მუხლი 2. აპარატის ამოცანები

 აპარატის ამოცანებია: მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება; მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მთავარ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე სემინარების ორგანიზება, პროკურატურის სისტემაში სტაჟირებაზე მყოფი პირების ტრენინგი, სემინარების ორგანიზება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.    

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისი ს ბრძანება № 15 5 - სსმ III, № 95 , 31 . 07 .2009წ., მუხ. 102 5

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №77 - სსმ III, №35, 06.04.2010წ., მუხ.583

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 4 თებერევლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

    მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა

აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) (ამოღებულია);

ბ) (ამოღებულია);

გ) ეკონომიკური სამმართველო.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისი ს ბრძანება № 15 5 - სსმ III, № 95 , 31 . 07 .2009წ., მუხ. 102 5

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №77 - სსმ III, №35, 06.04.2010წ., მუხ.583

    მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია);

3. ეკონომიკური სამმართველოს ამოცანებია:

ა) პროკურატურის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა;

ბ) პროკურატურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;

გ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და შესაბამის ორგანოებში მათი დროული წარდგენა;

ე) საქართველოს პროკურატურის კუთვნილი არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

ვ) პროკურატურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და მათზე საწვავის გაცემა განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;

ზ) პროკურატურის მუშაკთა შრომის ანაზღაურების დარიცხვისა და დროულად გაცემის უზრუნველყოფა;

თ) პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისი ს ბრძანება № 15 5 - სსმ III, № 95 , 31 . 07 .2009წ., მუხ. 102 5

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №77 - სსმ III, №35, 06.04.2010წ., მუხ.583

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 4 თებერევლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

    მუხლი 5. აპარატის უფროსი

1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. აპარატ ი ს უფროსი იმავდროულად არის აპარატ ი ს ეკონომიკური სამმართველოს უფროსი.

3. აპარატის უფროსი:

ა) ახორციელებს აპარატის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს აპარატის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;

ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის ეკონომიკური სამმართველოს საქმიანობას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ ) ხელს აწერს აპარატში და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე ) აკონტროლებს აპარატის მუშაკების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ვ ) კონტროლს უწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაობის სრულყოფის შესახებ;

თ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აპარატის ამოცანების შესასრულებლად;

კ ) პერიოდულად ისმენს აპარატის მუშაკთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს აპარატის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4 . აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

    მუხლი 6. აპარატის უფროსის მოადგილე

1. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომ ე ლსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. აპარატის უფროსი ს მოადგილე:

ა) ხელს უწყობს აპარატის უფროს ს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს აპარატის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) აპარატის უფროსისა და ხელმძღვანელობის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს.

3 . აპარატის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით აპარატზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე. 

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

    მუხლი 8. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. ეკონომიკური სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე – მთავარი ბუღალტერი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ზედამხედველობს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; აპარატის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. (ამოღებულია - 26.09.11 №125).

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

    მუხლი 9. აპარატის მუშაკები

1. აპარატში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) აპარატის მრჩევლები;

ბ) სამმართველოს მრჩევლები;

გ) სამმართველოს სპეციალისტები.

2. აპარატის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ", №274, 27.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.027.012.417 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80578-4/