"საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.11.2008 ძალადაკარგული 05.09.2013
ნომერი
№274
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.22.027.012.417
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 27/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.027.012.417

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №274

2008 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისი ს ბრძანება №155 - სსმ III, №95, 31.07.2009წ., მუხ.1025

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №77 - სსმ III, №35, 06.04.2010წ., მუხ.583

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 4 თებერევლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №179 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.

დანართი

საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის)

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატი (დეპარტამენტი) (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი.

2. თავის საქმიანობაში აპარატი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. აპარატი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე.

მუხლი 2. აპარატის ამოცანები

აპარატის ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მთავარი პროკურატურის ურთიერთობების კოორდინაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს; მთავარი პროკურორის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში მთავარ პროკურატურაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება და მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებზე რეაგირება; პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი მივლინების ორგანიზაციული მხარის მოწესრიგება; საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისი ს ბრძანება № 15 5 - სსმ III, № 95 , 31 . 07 .2009წ., მუხ. 102 5

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №77 - სსმ III, №35, 06.04.2010წ., მუხ.583

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 4 თებერევლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №179 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.

    მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა

აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) (ამოღებულია);

ბ) (ამოღებულია);

გ) ეკონომიკური სამმართველო.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისი ს ბრძანება № 15 5 - სსმ III, № 95 , 31 . 07 .2009წ., მუხ. 102 5

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №77 - სსმ III, №35, 06.04.2010წ., მუხ.583

    მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია);

3. ეკონომიკური სამმართველოს ამოცანებია:

ა) პროკურატურის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა;

ბ) პროკურატურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;

გ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და შესაბამის ორგანოებში მათი დროული წარდგენა;

ე) საქართველოს პროკურატურის კუთვნილი არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

ვ) პროკურატურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და მათზე საწვავის გაცემა განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;

ზ) პროკურატურის მუშაკთა შრომის ანაზღაურების დარიცხვისა და დროულად გაცემის უზრუნველყოფა;

თ) პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისი ს ბრძანება № 15 5 - სსმ III, № 95 , 31 . 07 .2009წ., მუხ. 102 5

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №77 - სსმ III, №35, 06.04.2010წ., მუხ.583

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 4 თებერევლის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

    მუხლი 5. აპარატის უფროსი

1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. (ამოღებულია - 20.12.12 №179).

3. აპარატის უფროსი:

ა) ახორციელებს აპარატის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს აპარატის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;

ბ) (ამოღებულია - 20.12.12 №179);

გ) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ ) ხელს აწერს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე ) აკონტროლებს აპარატის მუშაკების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ვ ) კონტროლს უწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაობის სრულყოფის შესახებ;

თ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აპარატის ამოცანების შესასრულებლად;

კ ) პერიოდულად ისმენს აპარატის მუშაკთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს აპარატის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4 . აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №179 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.

    მუხლი 6. აპარატის უფროსის მოადგილე

1. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომ ე ლსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. აპარატის უფროსი ს მოადგილე:

ა) ხელს უწყობს აპარატის უფროს ს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს აპარატის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) აპარატის უფროსისა და ხელმძღვანელობის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს.

3 . აპარატის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით აპარატზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე. 

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

    მუხლი 7​1 . სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, აპარატის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №179 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.

    მუხლი 8. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. ეკონომიკური სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე – მთავარი ბუღალტერი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ზედამხედველობს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; აპარატის უფროსის, მისი მოადგილის და სამმართველოს უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. (ამოღებულია - 26.09.11 №125).

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.09.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №179 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.

    მუხლი 9. აპარატის მუშაკები

1. აპარატში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) აპარატის მრჩევლები;

ბ) სამმართველოს მრჩევლები;

გ) სამმართველოს სპეციალისტები.

2. აპარატის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ", №274, 27.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.027.012.417 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80578-5/