საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.592
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №990
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 641 მუხლის მე-4 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
დამტკიცდეს „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1).
მუხლი 2.
ეს ბრძანება ძალაში შევიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებიდან მე-15 დღეს.
ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინასთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 19.03.2009წ., მუხ.391
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №634-სსმIII, №119, 02.10.2009წ., მუხ.1376
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №669-სსმIII, №127, 20.10.2009წ., მუხ.1476
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №679-სსმIII, №130, 23.10.2009წ., მუხ.1511
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
დანართი №1
ინსტრუქცია
საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობებს და ასეთი სტატუსის მინიჭების წესს, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე პირთა მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – იმპორტი) ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – ექსპორტი) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით (შემდგომში – დეკლარაცია) დეკლარირებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის რეჟიმში მოსაქცევად შემოტანილი საქონლის მიმართ გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს და საბაჟო კონტროლის ფორმის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესებს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „ASYCUDA“-ს (შემდგომში – „ASYCUDA“) მეშვეობით.
2. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, ამ ინსტრუქციისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის დასრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 2.
ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე (შემდგომში – თანამშრომლობის მონაწილე) – დაწესებულება, საქართველოს საწარმო, ორგანიზაცია, რომელსაც მინიჭებული აქვს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ ინსტრუქციის IV თავით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით;
ბ) კანდიდატი – დაწესებულება, საქართველოს საწარმო ან ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ შეირჩევა ან რომელიც განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად;
გ) რისკი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ალბათობა;
დ) რისკის პროფილი – წინასწარ განსაზღვრული რისკის ინდიკატორების კომბინაცია, რომლის შინაარსი ისაზღვრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და კლასიფიცირების საფუძველზე და რომლის თანხვედრაც დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა საბაჟო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას;
ე) რისკის ინდიკატორი – სპეციფიკური კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენს რისკით გამოწვეული ზიანის შეფასების, რისკის შემცველი ქმედების განხორციელების შესაძლებლობის განსაზღვრის და რისკის პროფილის შინაარსის შემუშავების პრაქტიკულ ინსტრუმენტს;
ვ) რისკის კრიტერიუმი – დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემი, რომელიც წარმოადგენს რისკის წარმოშობის საფუძველს და რისკის ინდიკატორის განსაზღვრის მიზნით პირველად მონაცემს;
ზ) დერეფანი – (მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი) საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის პროფილთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;
თ) შეტყობინება – საბაჟო მოხელისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლარაციისათვის შესაბამისი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში;
ი) თანამშრომლობის მონაწილის საწყობი – თანამშრომლობის მონაწილის მფლობელობაში არსებული საწყობი ან სხვა შემოფარგლული ტერიტორია, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას;
კ) აღრიცხვის მოწმობა – „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
თავი II. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობები, ამ პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათი წარდგენისა და განხილვის წესი
მუხლი 3.
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანდიდატს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობები განისაზღვრება:
ა) კანდიდატის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის მიხედვით;
ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიხედვით.
3. ფიზიკური პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას, თანამშრომლობის მონაწილის სტატუსს იძენს ავტომატურად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე, მხოლოდ ამ ინსტრუქციის IV თავით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისათვის.

მუხლი 4.
1. კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
ა) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან) განმავლობაში:
ა.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება;
ა.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
ა.გ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:
ბ.ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით (როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 10000 ლარს), 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);
ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე:
ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
დ) საქართველოს საპატრიარქო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №679-სსმIII, №130, 23.10.2009წ., მუხ.1511

მუხლი 5. ამოღებულია

მუხლი 6.
1. შემოსავლების სამსახური პერიოდულად ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას სამსახურში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2. პირისათვის (ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის გარდა) საბაჟო–სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად ადმინისტრაციული წარმოების საფუძველია აგრეთვე კანდიდატის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დამადასტურებელ ინფორმაციას.
3. კანდიდატის განცხადებას შემოსავლების სამსახური განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ახდენს განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას ერთიან საინფორმაციო ბაზაში და განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 15 დღისა, იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, ამასთან, აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
5. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის მიზნით სისტემაში დაშვებისათვის, მონაწილეს ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი.
6. თუ კანდიდატს ან თანამშრომლობის მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (საწყობებში), წარმოადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის (საწყობების) სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.
7. იმ შემთხვევაში, როცა კანდიდატის მიერ წარდგენილი იყო საწყობის ან საწყობების შესახებ ინფორმაცია, თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება არასაბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი დანიშნულების ადგილის კლასიფიკატორის მიხედვით, რომელიც მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 7.
1. შემოსავლების სამსახური ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმებას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან.
2. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 თვის შემდეგ შემოსავლების სამსახური ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილის საბაჟო ან/და საგადასახადო დავალიანების არსებობის გადამოწმებას და ასეთი დავალიანების არსებობის შემთხვევაში დადგენილი წესით უგზავნის მას საბაჟო შეტყობინებას ან/და საგადასახადო მოთხოვნას.
3. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/და საბაჟო შეტყობინებით ან/და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმება დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმების თაობაზე გამოცემული დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს აღნიშნული აქტის მოქმედების შეჩერებას.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.
5. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ თანამშრომლობის ყოფილი მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებული იყო დანიშნულების საბაჟო ორგანოში, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით.

თავი III. გამარტივებული საბაჟო პროცედურები
მუხლი 8.
ამ თავით განსაზღვრული გამარტივებული საბაჟო პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის შემთხვევაში:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;
დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;
ზ) თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი;
თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს თანამშრომლობის მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი თანამშრომლობის მონაწილეა).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №669-სსმIII, №127, 20.10.2009წ., მუხ.1476

მუხლი 9.
1. თანამშრომლობის მონაწილეს უფლება აქვს წარადგინოს დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით:
ა) იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
ბ) იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
გ) საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-8–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
დ) ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენამდე და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით.
2. დეკლარაცია წარედგინება „ASYCUDA“-ს მეშვეობით, ელექტრონულად. ამასთან, იმპორტის დეკლარაციაზე დასართავი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული ან ექსპორტის დეკლარაციაზე დასართავი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.
3.დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
4.დეკლარაციის წარდგენისას დეკლარაციის რეგისტრაციას და C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ახორციელებს დეკლარანტი.
5. საბაჟო გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს დეკლარაციისათვის „ASYCUDA“-ს მეშვეობით A ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინასთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 19.03.2009წ., მუხ.391
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №634-სსმIII, №119, 02.10.2009წ., მუხ.1376

მუხლი 10.
1. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის მიზნით განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:
ა) მწვანე დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) ლურჯი დერეფანი –– საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში კამერალური შემოწმების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
გ) ყვითელი დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, საქონლის დათვალიერების გარეშე;
დ) წითელი დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას.
2. დერეფნის განსაზღვრასთან ერთად, „ASYCUDA“-ს მეშვეობით ელექტრონული სახით ხდება შეტყობინების მიწოდება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე საქონლის დათვალირებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევის გარდა), რომელშიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.
3. „ASYCUDA“-ს მეშვეობით, განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების გამოყენებით, ასევე ხორციელდება დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა დეკლარირებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე დათვალირებისათვის წითელი დერეფნის მსგავსად (გარდა იმ საქონლისა, რომლის დეკლარაციისთვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი).
4. რისკის პროფილები და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 11.
1. ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტში დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ფაქტობრივად წარდგენილი საქონლის მიმართ დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას ხორციელდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოს წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო დოკუმენტები ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი და ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე, აგრეთვე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ორგანოს კოდი და წარდგენილი დეკლარაციის C (სტატისტიკური) ნომერი, რის შემდეგაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე იძახებს „ASYCUDA“-ს ბაზაში რეგისტრირებულ დეკლარაციას.
4. საქონლის გამომგზავნის, მიმღების და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დეკლარაციაში და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შედარებით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირებას.
5. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, უფლებამოსილი საბაჟო მოხელე „ASYCUDA“-ს გამოყენებით ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება ლურჯ, ყვითელ ან წითელ დერეფანში.
6. მწვანე დერეფნის შემთხვევაში:
ა) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) ან თუ დეკლარირებულ საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში – საბაჟო ორგანოს დამღის: „გაშვება ნებადართულია“ დასმა, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ბ) თუ დეკლარანტს არა აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში – დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა: „გაშვება ნებადართულია პირობით“, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
გ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის:
გ.ა) დეკლარანტის მიერ წარდგენილ ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა: „გაშვება ნებადართულია“;
გ.ბ) „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.
7. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.
8. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომრები):
ა) დეკლარაცია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ქაღალდზე არ ამოიბეჭდება, საქონელი დადგენილი წესით (აღრიცხვის მოწმობის გამოწერით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა) გადაადგილდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილამდე და საბაჟო ორგანოს ნებადაურთველად არ დაიშვება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-9 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
დ) კამერალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ან გადაუხდელობის შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება ან საქონლის გაშვება პირობით.
9. წითელი დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომრები):
ა) დეკლარაცია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ქაღალდზე არ ამოიბეჭდება და დადგენილი წესით (აღრიცხვის მოწმობის გამოწერით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა) ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოესი საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაადგილება;
ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის N1760 ბრძანებით დამტკიცებული “საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის” მე-9 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულებრივი (საერთო) წესით.
10. დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრასთან ერთად საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.
11. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება.
12. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა, რომ აისახოს ელექტრონულად „ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
13. ამ მუხლით დადგენილი წესით ერთი დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის გაშვება ამავე დეკლარაციით განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
14. თუ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ერთდროულად წარდგენა ვერ ხორციელდება 1 სთ და 30 წთ-ის განმავლობაში, სასაქონლო პარტიის ყოველი წარდგენილი ნაწილის გაშვება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გამოწერით. გამოწერილი აღრიცხვის მოწმობები ელექტრონულად დაიხურება და დეკლარაცია ამოიბეჭდება მხოლოდ დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვების შემდეგ.
15. თუ საზღვაო გზით შემოტანილი საქონელი გაშვებამდე დროებით დასაწყობდება, მაშინ ამ მუხლის მე-5–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი უახლოესი საბაჟო ორგანო.

მუხლი 12.
1. როდესაც საქონელი არ არის დეკლარირებული ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამშრომლობის მონაწილის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენისას დადგენილი წესით ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და აგრეთვე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოს ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე და სურვილი აქვს ისარგებლოს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული პროცედურებით.
3. საბაჟო ორგანოს მიერ გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა), რომლითაც ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
4.თანამშრომლობის მონაწილის საწყობის (ან საბაჟო საწყობის) დანიშნულებით საბაჟო კონტროლის ქვეშ ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის გაადგილებისას აღრიცხვის მოწმობის მე-4 გრაფაში მიეთითება ციფრი – “44”. TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ივსება შესაბამისი გრაფა.
5. საბაჟო საწყობში ან თანამშრომლობის მონაწილის საწყობში საქონლის წარდგენის დადასტურება და ინფორმაციიის საბაჟო დამუშავების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოსათვის გადაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-13 მუხლის შესაბამისად.
6. საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება.
7. თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარედგინება იმპორტის რეჟიმში საქონლის მოსაქცევად დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
8. დეკლარაცია წარედგინება „ASYCUDA“-ს მეშვეობით, ელექტრონულად. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.
9. დეკლარაციის წარდგენისას დეკლარანტი ახორციელებს დეკლარაციის რეგისტრაციას და ანიჭებს დეკლარაციას C (სტატისტიკურ) ნომერს „ASYCUDA“-ს მეშვეობით.
10. სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი, რომელიც განსაზღვრავს საქონლის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ფორმას (პროცედურებს).
11. დეკლარაციისთვის განსაზღვრული დერეფნის მიხედვით საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) მწვანე დერეფნის შემთხვევაში:
ა.ა) თუ დეკლარანტს გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) ან თუ დეკლარირებული საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), ამოიბეჭდება დეკლარაცია, C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია“, ხოლო საქონელი დათვალიერების გარეშე გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ა.ბ) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ენიჭება მხოლოდ A ნომერი), დეკლარაცია ქაღალდზე ამოიბეჭდება, დეკლარაციის C გრაფაში – დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა: „გაშვება ნებადართულია პირობით“, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ა.გ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის მიერ წარდგენილ ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“, გადაიხაზება და დაისმება დამღა: „გაშვება ნებადართულია“, ხოლო „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები;
ბ) ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროცედურები და იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი გაშვების შემდგომ პერიოდში ექვემდებარება საბაჟო ორგანოს მოთხოვნისამებრ წარმოდგენილი, დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმებას;
გ) ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:
გ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ.ბ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
გ.გ) საბაჟო გადასახდელების გადახდის (ან გადაუხდელობის) შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება ან საქონლის გაშვება პირობით.
დ) წითელი დერეფნის შემთხვევაში:
დ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ.ბ) საქონელი ექვემდებარება საბაჟო დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულებრივი (საერთო) წესით.
12. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, დეკლარაციისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და დადგენილი წესით ხორციელდება სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.

მუხლი 13.
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან, TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ეს სასაზღვრო საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს TIR წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად შეტანას მოწმობის ელექტრონულ ფორმატში და სისტემის მიერ „D“, აგრეთვე „R” ნომრის მინიჭებას. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ მიეთითება:
ა) TIR წიგნაკით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების საბაჟო კონტროლისთვის გათვალისწინებული პირველი (თეთრი) და მეორე (მწვანე) მოსახევი ფურცლების მე-18 გრაფაში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს დასახელება; მე-19 გრაფაში – ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში, კვადრატში აღინიშნება სიმბოლო X; მე-20 გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაშვების თარიღი; 21-ე გრაფის პირველ ნაწილში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი “საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) მე-2 ნაწილით განსაზღვრული „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით; 21-გრაფის მეორე ნაწილში – „ASYCUDA0ô-ს მიერ მინიჭებული „D“ ნომერი; 22-ე გრაფაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (სადაც ელექტრონულად წარედგინა დეკლარაცია) კოდი; 23-ე გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა – „აყვანილია კონტროლზე“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი (კონტროლზე აყვანის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების საბაჟო კონტროლისთვის გათვალისწინებული TIR წიგნაკის პირველი (თეთრი) ყუის პირველ გრაფაში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის” მიხედვით; მე-2 გრაფაში – „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „D“ ნომერი; მე-3 გრაფაში – სიმბოლო --- (ტირე); მე-4 გრაფაში – სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-5 გრაფაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (სადაც ელექტრონულად წარედგინა დეკლარაცია) კოდი; მე-6 გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „აყვანილია კონტროლზე“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი (კონტროლზე აყვანის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;
გ) TIR წიგნაკის მეორე (მწვანე) ფურცლის 24-ე გრაფაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (სადაც ელექტრონულად წარედგინა დეკლარაცია) კოდი; 25-ე გრაფაში – სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; 26-ე გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა, რომლის მიმართაც დასტურდება TIR გადაზიდვის დასრულება; 27-ე გრაფაში – „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; 28-ე გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაშვების თარიღი (კონტროლიდან მოხსნის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;
დ) საქონლის გაშვებისას TIR წიგნაკის მეორე (მწვანე) ყუის პირველ გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი (საბაჟო ორგანოს კოდი (სადაც დასრულდება TIR-წიგნაკის მოქმედება) „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით; მე-2 გრაფაში – სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-3 გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა, რომლის მიმართაც დასტურდება TIR გადაზიდვის დასრულება; მე-4 გრაფაში – სიმბოლო ---(ტირე) ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის შესახებ ინფორმაციის პროგრამა „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; მე-6 გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა “მოხსნილია კონტროლიდან”, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაშვების თარიღი (კონტროლიდან მოხსნის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებულ შემთხვევაში (როდესაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება არ ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან) TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას TIR წიგნაკის შესახებ მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანება ელექტრონულ ბაზაში.
3. TIR წიგნაკის მოსახევი ფურცლები ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ა) პირველი და მეორე მოსახევი ფურცლები (თეთრი) (მწვანე) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში);
ა.ბ) ამოღებულია.
ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) პირველი მოსახევი ფურცელი (თეთრი) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში);
ბ.ბ) მეორე მოსახევი ფურცელი (მწვანე) თან მიყვება საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების ადგილამდე, საქონლის გაშვების შემდგომ რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში ეგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში);
ბ.გ) შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უზრუნველყოფს TIR წიგნაკის კონტროლზე აყვანის ეგზემპლარის (თეთრი ფურცლის) მიღების რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში გადაგზავნას შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), რომლის სტრუქტურაში შემავალმა საბაჟო ორგანომაც მოახდინა შესაბამისი TIR წიგნაკის გამოყენებით განხორციელებული გადაზიდვის კონტროლიდან მოხსნა.

მუხლი 14.
იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობის მონაწილეს განზრახული აქვს მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის შესაბამისად შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტისაგან განსხვავებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება, იგი ვალდებულია:
ა) საქონლის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტის, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქონლის განადგურების ან სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის განზრახვის შემთხვევაში დადგენილი წესით მიმართოს თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს და საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის დასრულება;
ბ) საბაჟო რეჟიმის შეცვლის განზრახვის შემთხვევაში თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს მიერ გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით, დადგენილი წესით, უზრუნველყოს საქონლის წარდგენა მის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს საბაჟო დეკლარაციის წარდგენა.
მუხლი 15.
1. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარირებისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ეცნობება, რომ საქონლის გამგზავნს (ექსპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე და სურვილი აქვს ისარგებლოს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული პროცედურებით.
2. ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში წარდგენა არ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
3. თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციამდე უზრუნველყოს საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება (დალუქვა), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა, მონაცემების დეკლარაციაში დაფიქსირებით.
4. უფლებამოსილი საბაჟო მოხელე „ASYCUDA“-ს გამოყენებით ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება ლურჯ, ყვითელ ან წითელ დერეფანში.
5. მწვანე დერეფნის შემთხვევაში, თუ დეკლარანტს გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები), ან თუ დეკლარირებულ საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა.
6. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობის შემოწმება.
7. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:
ა) დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომერი;
ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

დ) კამერალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციისათვის A ნომრის (კუთვნილი საბაჟო გადასახდელების გადახდის შემთხვევაში აგრეთვე K ნომრის) მინიჭება და ამობეჭდვა ან მისი ბათილად ცნობა.
8. წითელი დერეფნის შემთხვევაში:
ა) დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A ნომერი;

გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარირებული საქონელი საბაჟო დათვალიერების მიზნით წარადგინოს თავის საწყობში ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობში;
დ) საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ექსპორტისათვის კანონმდებლობით დადგენილი (საერთო) წესით.
9. დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრასთან ერთად საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.
10. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება.
11. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა, რომ აისახოს ელექტრონულად „ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
12. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ მუხლის შესაბამისად, დეკლარირებულ საქონელზე აღრიცხვის მოწმობა არ გამოიწერება და საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე, თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება დეკლარაციით, ხოლო დროებითი დასაწყობებისას „დროებითი შენახვის განაცხადი“ არ წარედგინება.
13. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ მუხლის შესაბამისად დეკლარირებული საქონელი გატანილ უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარულ დღეში.
14. დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოსათვის დეკლარაციის ეგზემპლარისა და სატრანსპორტო დოკუმენტების წარდგენით.
15. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის შემოწმება და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გარეგნული დათვალიერება. დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის აღმოჩენის, საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას ხორციელდება საქონლის დათვალიერება. სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შეუძლებლობის შემთხვევაში, ივსება აღრიცხვის მოწმობა და ხორციელდება საქონლის გადაადგილება უახლოეს საბაჟო ორგანომდე ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა (არასაბაჟო ორგანო) ადგილამდე.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე იძახებს „ASYCUDA“-ს ბაზაში რეგისტრირებულ დეკლარაციას.
17. საქონლის გამგზავნის, მიმღების და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დეკლარაციაში და სატრანსპორტო დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შედარებით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირებას.
18. თანამშრომლობის მონაწილის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე საბაჟო რეჟიმის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“.
19. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ერთდროულად, ხოლო ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ნაწილ-ნაწილ წარდგენისას დეკლარაცია კონტროლიდან მოიხსნება მხოლოდ დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვების შემდეგ.

თავი IV
გამარტივებული საბაჟო პროცედურები თანამშრომლობის მონაწილე ფიზიკური პირისათვის

მუხლი 16
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემომტანი ფიზიკური პირი უფლებამოსილია, ისარგებლოს ამ თავით განსაზღვრული გამარტივებული საბაჟო პროცედურებით.

მუხლი 17
1. ფიზიკური პირის მიერ საქონლის დეკლარირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №23-ით გათვალისწინებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით, ამავე ბრძანების დანართი №22-ით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
2. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
3. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

მუხლი 18
1. წერილობითი ფორმით წარდგენილი დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ დეკლარაციისათვის ნომრის მინიჭება ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის შესაბამისად, რაც გულისხმობს საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
2. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება და საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას წითელი დერეფნის შესაბამისად, რაც გულისხმობს დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას.

+

ა) საბაჟო–სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე (შემდგომში – თანამშრომლობის მონაწილე) – დაწესებულება, საქართველოს საწარმო ან ორგანიზაცია, რომელსაც ენიჭება ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება;

1. კანდიდატს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანდიდატს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობები განისაზღვრება:
ა) კანდიდატის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის მიხედვით;
ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიხედვით.
3. ფიზიკური პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას, თანამშრომლობის მონაწილის სტატუსს იძენს ავტომატურად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე, მხოლოდ ამ ინსტრუქციის IV თავით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
მუხლი 4.
1. კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
ა) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან) განმავლობაში:
ა.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება;
ა.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
ა.გ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:
ბ.ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით (როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 10000 ლარს), 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);
ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე:
ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
დ) საქართველოს საპატრიარქო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №679-სსმIII, №130, 23.10.2009წ., მუხ.1511
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 5. ამოღებულია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №679-სსმIII, №130, 23.10.2009წ., მუხ.1511
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 6.🔗
მუხლი 6.
1. შემოსავლების სამსახური პერიოდულად ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას სამსახურში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2. პირისათვის საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად ადმინისტრაციული წარმოების საფუძველია აგრეთვე კანდიდატის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დამადასტურებელ ინფორმაციას.

მუხლი 1.🔗
დამტკიცდეს „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1).
მუხლი 2.🔗
ეს ბრძანება ძალაში შევიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებიდან მე-15 დღეს.
ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინასთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 19.03.2009წ., მუხ.391
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №634-სსმIII, №119, 02.10.2009წ., მუხ.1376
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №669-სსმIII, №127, 20.10.2009წ., მუხ.1476
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №679-სსმIII, №130, 23.10.2009წ., მუხ.1511
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 აპრილის ბრძანება №300-სსმIII, №39, 14.04.2010წ., მუხ.626
დანართი №1
ინსტრუქცია
საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ
მუხლი 1.🔗
1. „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობებს და ასეთი სტატუსის მინიჭების წესს, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე პირთა მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – იმპორტი) ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – ექსპორტი) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით (შემდგომში – დეკლარაცია) დეკლარირებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის რეჟიმში მოსაქცევად შემოტანილი საქონლის მიმართ გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს და საბაჟო კონტროლის ფორმის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესებს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „ASYCUDA“-ს (შემდგომში – „ASYCUDA“) მეშვეობით.
2. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, ამ ინსტრუქციისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის დასრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 2.🔗
ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე (შემდგომში – თანამშრომლობის მონაწილე) – დაწესებულება, საქართველოს საწარმო, ორგანიზაცია, რომელსაც მინიჭებული აქვს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ ინსტრუქციის IV თავით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით;
ბ) კანდიდატი – დაწესებულება, საქართველოს საწარმო ან ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ შეირჩევა ან რომელიც განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად;
ბ) კანდიდატი – დაწესებულება, საქართველოს საწარმო ან ორგანიზაცია, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ შეირჩევა ან რომელიც განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად;
გ) რისკი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ალბათობა;
დ) რისკის პროფილი – წინასწარ განსაზღვრული რისკის ინდიკატორების კომბინაცია, რომლის შინაარსი ისაზღვრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და კლასიფიცირების საფუძველზე და რომლის თანხვედრაც დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა საბაჟო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას;
ე) რისკის ინდიკატორი – სპეციფიკური კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენს რისკით გამოწვეული ზიანის შეფასების, რისკის შემცველი ქმედების განხორციელების შესაძლებლობის განსაზღვრის და რისკის პროფილის შინაარსის შემუშავების პრაქტიკულ ინსტრუმენტს;
ვ) რისკის კრიტერიუმი – დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემი, რომელიც წარმოადგენს რისკის წარმოშობის საფუძველს და რისკის ინდიკატორის განსაზღვრის მიზნით პირველად მონაცემს;
ზ) დერეფანი – (მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი) საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის პროფილთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;
თ) შეტყობინება – საბაჟო მოხელისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლარაციისათვის შესაბამისი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში;
ი) თანამშრომლობის მონაწილის საწყობი – თანამშრომლობის მონაწილის მფლობელობაში არსებული საწყობი ან სხვა შემოფარგლული ტერიტორია, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას;
კ) აღრიცხვის მოწმობა – „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 აპრილის ბრძანება №300-სსმIII, №39, 14.04.2010წ., მუხ.626
მუხლი 3.🔗
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანდიდატს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობები განისაზღვრება:
ა) კანდიდატის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის მიხედვით;
ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიხედვით.
3. ფიზიკური პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას, თანამშრომლობის მონაწილის სტატუსს იძენს ავტომატურად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე, მხოლოდ ამ ინსტრუქციის IV თავით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
მუხლი 4.🔗
1. კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
ა) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან) განმავლობაში:
ა.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება;
ა.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
ა.გ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:
ბ.ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით (როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 10000 ლარს), 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);
ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე:
ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო;
ბ) საქართველოს პარლამენტი;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და მათ მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;
დ) საქართველოს საპატრიარქო.
დ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
ზ) საქართველოს საპატრიარქო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №679-სსმIII, №130, 23.10.2009წ., მუხ.1511
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 აპრილის ბრძანება №300-სსმIII, №39, 14.04.2010წ., მუხ.626
მუხლი 5. ამოღებულია🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №679-სსმIII, №130, 23.10.2009წ., მუხ.1511
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 6.🔗
1. შემოსავლების სამსახური პერიოდულად ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას სამსახურში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2. პირისათვის (ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის გარდა) საბაჟო–სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად ადმინისტრაციული წარმოების საფუძველია აგრეთვე კანდიდატის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დამადასტურებელ ინფორმაციას.
3. კანდიდატის განცხადებას შემოსავლების სამსახური განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ახდენს განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას ერთიან საინფორმაციო ბაზაში და განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 15 დღისა, იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, ამასთან, აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
5. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის მიზნით სისტემაში დაშვებისათვის, მონაწილეს ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი.
6. თუ კანდიდატს ან თანამშრომლობის მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (საწყობებში), წარმოადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის (საწყობების) სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.
7. იმ შემთხვევაში, როცა კანდიდატის მიერ წარდგენილი იყო საწყობის ან საწყობების შესახებ ინფორმაცია, თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება არასაბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი დანიშნულების ადგილის კლასიფიკატორის მიხედვით, რომელიც მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
მუხლი 7.🔗
1. შემოსავლების სამსახური ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმებას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან.
2. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 თვის შემდეგ შემოსავლების სამსახური ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილის საბაჟო ან/და საგადასახადო დავალიანების არსებობის გადამოწმებას და ასეთი დავალიანების არსებობის შემთხვევაში დადგენილი წესით უგზავნის მას საბაჟო შეტყობინებას ან/და საგადასახადო მოთხოვნას.
3. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/და საბაჟო შეტყობინებით ან/და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმება დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმების თაობაზე გამოცემული დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს აღნიშნული აქტის მოქმედების შეჩერებას.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.
5. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ თანამშრომლობის ყოფილი მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებული იყო დანიშნულების საბაჟო ორგანოში, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №679-სსმIII, №130, 23.10.2009წ., მუხ.1511
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 8.🔗
ამ თავით განსაზღვრული გამარტივებული საბაჟო პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის შემთხვევაში:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;
დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;
ზ) თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი;
თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს თანამშრომლობის მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი თანამშრომლობის მონაწილეა).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №669-სსმIII, №127, 20.10.2009წ., მუხ.1476
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 9.🔗
1. თანამშრომლობის მონაწილეს უფლება აქვს წარადგინოს დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით:
ა) იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
ბ) იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
გ) საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-8–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
დ) ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენამდე და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით.
2. დეკლარაცია წარედგინება „ASYCUDA“-ს მეშვეობით, ელექტრონულად. ამასთან, იმპორტის დეკლარაციაზე დასართავი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული ან ექსპორტის დეკლარაციაზე დასართავი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.
3.დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
4.დეკლარაციის წარდგენისას დეკლარაციის რეგისტრაციას და C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ახორციელებს დეკლარანტი.
5. საბაჟო გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს დეკლარაციისათვის „ASYCUDA“-ს მეშვეობით A ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინასთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 19.03.2009წ., მუხ.391
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №634-სსმIII, №119, 02.10.2009წ., მუხ.1376
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 10.🔗
1. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის მიზნით განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:
ა) მწვანე დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) ლურჯი დერეფანი –– საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში კამერალური შემოწმების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
გ) ყვითელი დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, საქონლის დათვალიერების გარეშე;
დ) წითელი დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას.
2. დერეფნის განსაზღვრასთან ერთად, „ASYCUDA“-ს მეშვეობით ელექტრონული სახით ხდება შეტყობინების მიწოდება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე საქონლის დათვალირებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევის გარდა), რომელშიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.
3. „ASYCUDA“-ს მეშვეობით, განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების გამოყენებით, ასევე ხორციელდება დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა დეკლარირებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე დათვალირებისათვის წითელი დერეფნის მსგავსად (გარდა იმ საქონლისა, რომლის დეკლარაციისთვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი).
4. რისკის პროფილები და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 11.🔗
1. ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტში დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ფაქტობრივად წარდგენილი საქონლის მიმართ დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას ხორციელდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოს წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო დოკუმენტები ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი და ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე, აგრეთვე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ორგანოს კოდი და წარდგენილი დეკლარაციის C (სტატისტიკური) ნომერი, რის შემდეგაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე იძახებს „ASYCUDA“-ს ბაზაში რეგისტრირებულ დეკლარაციას.
4. საქონლის გამომგზავნის, მიმღების და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დეკლარაციაში და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შედარებით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირებას.
5. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, უფლებამოსილი საბაჟო მოხელე „ASYCUDA“-ს გამოყენებით ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება ლურჯ, ყვითელ ან წითელ დერეფანში.
6. მწვანე დერეფნის შემთხვევაში:
ა) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) ან თუ დეკლარირებულ საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში – საბაჟო ორგანოს დამღის: „გაშვება ნებადართულია“ დასმა, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ბ) თუ დეკლარანტს არა აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში – დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა: „გაშვება ნებადართულია პირობით“, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
გ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის:
გ.ა) დეკლარანტის მიერ წარდგენილ ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა: „გაშვება ნებადართულია“;
გ.ბ) „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.
7. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.
8. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომრები):
ა) დეკლარაცია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ქაღალდზე არ ამოიბეჭდება, საქონელი დადგენილი წესით (აღრიცხვის მოწმობის გამოწერით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა) გადაადგილდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილამდე და საბაჟო ორგანოს ნებადაურთველად არ დაიშვება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-9 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
დ) კამერალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ან გადაუხდელობის შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება ან საქონლის გაშვება პირობით.
9. წითელი დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომრები):
ა) დეკლარაცია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ქაღალდზე არ ამოიბეჭდება და დადგენილი წესით (აღრიცხვის მოწმობის გამოწერით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა) ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოესი საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაადგილება;
ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის N1760 ბრძანებით დამტკიცებული “საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის” მე-9 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულებრივი (საერთო) წესით.
10. დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრასთან ერთად საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.
11. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება.
12. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა, რომ აისახოს ელექტრონულად „ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
13. ამ მუხლით დადგენილი წესით ერთი დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის გაშვება ამავე დეკლარაციით განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
14. თუ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ერთდროულად წარდგენა ვერ ხორციელდება 1 სთ და 30 წთ-ის განმავლობაში, სასაქონლო პარტიის ყოველი წარდგენილი ნაწილის გაშვება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გამოწერით. გამოწერილი აღრიცხვის მოწმობები ელექტრონულად დაიხურება და დეკლარაცია ამოიბეჭდება მხოლოდ დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვების შემდეგ.
15. თუ საზღვაო გზით შემოტანილი საქონელი გაშვებამდე დროებით დასაწყობდება, მაშინ ამ მუხლის მე-5–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი უახლოესი საბაჟო ორგანო.
საქართველოს ფინასთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 19.03.2009წ., მუხ.391
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №669-სსმIII, №127, 20.10.2009წ., მუხ.1476
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 12.🔗
1. როდესაც საქონელი არ არის დეკლარირებული ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამშრომლობის მონაწილის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენისას დადგენილი წესით ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და აგრეთვე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოს ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე და სურვილი აქვს ისარგებლოს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული პროცედურებით.
3. საბაჟო ორგანოს მიერ გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა), რომლითაც ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
4.თანამშრომლობის მონაწილის საწყობის (ან საბაჟო საწყობის) დანიშნულებით საბაჟო კონტროლის ქვეშ ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის გაადგილებისას აღრიცხვის მოწმობის მე-4 გრაფაში მიეთითება ციფრი – “44”. TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ივსება შესაბამისი გრაფა.
5. საბაჟო საწყობში ან თანამშრომლობის მონაწილის საწყობში საქონლის წარდგენის დადასტურება და ინფორმაციიის საბაჟო დამუშავების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოსათვის გადაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-13 მუხლის შესაბამისად.
6. საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება.
7. თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარედგინება იმპორტის რეჟიმში საქონლის მოსაქცევად დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
8. დეკლარაცია წარედგინება „ASYCUDA“-ს მეშვეობით, ელექტრონულად. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.
9. დეკლარაციის წარდგენისას დეკლარანტი ახორციელებს დეკლარაციის რეგისტრაციას და ანიჭებს დეკლარაციას C (სტატისტიკურ) ნომერს „ASYCUDA“-ს მეშვეობით.
10. სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი, რომელიც განსაზღვრავს საქონლის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ფორმას (პროცედურებს).
11. დეკლარაციისთვის განსაზღვრული დერეფნის მიხედვით საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) მწვანე დერეფნის შემთხვევაში:
ა.ა) თუ დეკლარანტს გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) ან თუ დეკლარირებული საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), ამოიბეჭდება დეკლარაცია, C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია“, ხოლო საქონელი დათვალიერების გარეშე გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ა.ბ) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ენიჭება მხოლოდ A ნომერი), დეკლარაცია ქაღალდზე ამოიბეჭდება, დეკლარაციის C გრაფაში – დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა: „გაშვება ნებადართულია პირობით“, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ა.გ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის მიერ წარდგენილ ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“, გადაიხაზება და დაისმება დამღა: „გაშვება ნებადართულია“, ხოლო „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები;
ბ) ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროცედურები და იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი გაშვების შემდგომ პერიოდში ექვემდებარება საბაჟო ორგანოს მოთხოვნისამებრ წარმოდგენილი, დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმებას;
გ) ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:
გ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ.ბ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
გ.გ) საბაჟო გადასახდელების გადახდის (ან გადაუხდელობის) შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება ან საქონლის გაშვება პირობით.
დ) წითელი დერეფნის შემთხვევაში:
დ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ.ბ) საქონელი ექვემდებარება საბაჟო დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულებრივი (საერთო) წესით.
12. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, დეკლარაციისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და დადგენილი წესით ხორციელდება სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.
საქართველოს ფინასთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 19.03.2009წ., მუხ.391
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №669-სსმIII, №127, 20.10.2009წ., მუხ.1476
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 13.🔗
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან, TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ეს სასაზღვრო საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს TIR წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად შეტანას მოწმობის ელექტრონულ ფორმატში და სისტემის მიერ „D“, აგრეთვე „R” ნომრის მინიჭებას. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ მიეთითება:
ა) TIR წიგნაკით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების საბაჟო კონტროლისთვის გათვალისწინებული პირველი (თეთრი) და მეორე (მწვანე) მოსახევი ფურცლების მე-18 გრაფაში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს დასახელება; მე-19 გრაფაში – ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში, კვადრატში აღინიშნება სიმბოლო X; მე-20 გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაშვების თარიღი; 21-ე გრაფის პირველ ნაწილში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი “საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) მე-2 ნაწილით განსაზღვრული „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით; 21-გრაფის მეორე ნაწილში – „ASYCUDA0ô-ს მიერ მინიჭებული „D“ ნომერი; 22-ე გრაფაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (სადაც ელექტრონულად წარედგინა დეკლარაცია) კოდი; 23-ე გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა – „აყვანილია კონტროლზე“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი (კონტროლზე აყვანის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების საბაჟო კონტროლისთვის გათვალისწინებული TIR წიგნაკის პირველი (თეთრი) ყუის პირველ გრაფაში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის” მიხედვით; მე-2 გრაფაში – „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „D“ ნომერი; მე-3 გრაფაში – სიმბოლო --- (ტირე); მე-4 გრაფაში – სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-5 გრაფაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (სადაც ელექტრონულად წარედგინა დეკლარაცია) კოდი; მე-6 გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „აყვანილია კონტროლზე“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი (კონტროლზე აყვანის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;
გ) TIR წიგნაკის მეორე (მწვანე) ფურცლის 24-ე გრაფაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (სადაც ელექტრონულად წარედგინა დეკლარაცია) კოდი; 25-ე გრაფაში – სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; 26-ე გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა, რომლის მიმართაც დასტურდება TIR გადაზიდვის დასრულება; 27-ე გრაფაში – „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; 28-ე გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაშვების თარიღი (კონტროლიდან მოხსნის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;
დ) საქონლის გაშვებისას TIR წიგნაკის მეორე (მწვანე) ყუის პირველ გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი (საბაჟო ორგანოს კოდი (სადაც დასრულდება TIR-წიგნაკის მოქმედება) „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით; მე-2 გრაფაში – სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-3 გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა, რომლის მიმართაც დასტურდება TIR გადაზიდვის დასრულება; მე-4 გრაფაში – სიმბოლო ---(ტირე) ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის შესახებ ინფორმაციის პროგრამა „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; მე-6 გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა “მოხსნილია კონტროლიდან”, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაშვების თარიღი (კონტროლიდან მოხსნის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებულ შემთხვევაში (როდესაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება არ ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან) TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას TIR წიგნაკის შესახებ მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანება ელექტრონულ ბაზაში.
3. TIR წიგნაკის მოსახევი ფურცლები ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ა) პირველი და მეორე მოსახევი ფურცლები (თეთრი) (მწვანე) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში);
ა.ბ) ამოღებულია.
ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) პირველი მოსახევი ფურცელი (თეთრი) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში);
ბ.ბ) მეორე მოსახევი ფურცელი (მწვანე) თან მიყვება საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების ადგილამდე, საქონლის გაშვების შემდგომ რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში ეგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში);
ბ.გ) შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უზრუნველყოფს TIR წიგნაკის კონტროლზე აყვანის ეგზემპლარის (თეთრი ფურცლის) მიღების რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში გადაგზავნას შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), რომლის სტრუქტურაში შემავალმა საბაჟო ორგანომაც მოახდინა შესაბამისი TIR წიგნაკის გამოყენებით განხორციელებული გადაზიდვის კონტროლიდან მოხსნა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
მუხლი 14.🔗
იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობის მონაწილეს განზრახული აქვს მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის შესაბამისად შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტისაგან განსხვავებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება, იგი ვალდებულია:
ა) საქონლის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტის, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქონლის განადგურების ან სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის განზრახვის შემთხვევაში დადგენილი წესით მიმართოს თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს და საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის დასრულება;
ბ) საბაჟო რეჟიმის შეცვლის განზრახვის შემთხვევაში თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს მიერ გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით, დადგენილი წესით, უზრუნველყოს საქონლის წარდგენა მის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს საბაჟო დეკლარაციის წარდგენა.
მუხლი 15.🔗
1. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარირებისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ეცნობება, რომ საქონლის გამგზავნს (ექსპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე და სურვილი აქვს ისარგებლოს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული პროცედურებით.
2. ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში წარდგენა არ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
3. თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციამდე უზრუნველყოს საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება (დალუქვა), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა, მონაცემების დეკლარაციაში დაფიქსირებით.
4. უფლებამოსილი საბაჟო მოხელე „ASYCUDA“-ს გამოყენებით ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება ლურჯ, ყვითელ ან წითელ დერეფანში.
5. მწვანე დერეფნის შემთხვევაში, თუ დეკლარანტს გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები), ან თუ დეკლარირებულ საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა.
6. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობის შემოწმება.
7. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:
ა) დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომერი;
ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
დ) კამერალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციისათვის A ნომრის (კუთვნილი საბაჟო გადასახდელების გადახდის შემთხვევაში აგრეთვე K ნომრის) მინიჭება და ამობეჭდვა ან მისი ბათილად ცნობა.
8. წითელი დერეფნის შემთხვევაში:
ა) დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A ნომერი;
ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარირებული საქონელი საბაჟო დათვალიერების მიზნით წარადგინოს თავის საწყობში ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობში;
დ) საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ექსპორტისათვის კანონმდებლობით დადგენილი (საერთო) წესით.
9. დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრასთან ერთად საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.
10. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება.
11. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა, რომ აისახოს ელექტრონულად „ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
12. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ მუხლის შესაბამისად, დეკლარირებულ საქონელზე აღრიცხვის მოწმობა არ გამოიწერება და საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე, თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება დეკლარაციით, ხოლო დროებითი დასაწყობებისას „დროებითი შენახვის განაცხადი“ არ წარედგინება.
13. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ მუხლის შესაბამისად დეკლარირებული საქონელი გატანილ უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარულ დღეში.
14. დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოსათვის დეკლარაციის ეგზემპლარისა და სატრანსპორტო დოკუმენტების წარდგენით.
15. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის შემოწმება და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გარეგნული დათვალიერება. დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის აღმოჩენის, საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას ხორციელდება საქონლის დათვალიერება. სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შეუძლებლობის შემთხვევაში, ივსება აღრიცხვის მოწმობა და ხორციელდება საქონლის გადაადგილება უახლოეს საბაჟო ორგანომდე ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა (არასაბაჟო ორგანო) ადგილამდე.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე იძახებს „ASYCUDA“-ს ბაზაში რეგისტრირებულ დეკლარაციას.
17. საქონლის გამგზავნის, მიმღების და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დეკლარაციაში და სატრანსპორტო დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შედარებით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირებას.
18. თანამშრომლობის მონაწილის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე საბაჟო რეჟიმის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“.
19. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ერთდროულად, ხოლო ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ნაწილ-ნაწილ წარდგენისას დეკლარაცია კონტროლიდან მოიხსნება მხოლოდ დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვების შემდეგ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №53-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.149
გამარტივებული საბაჟო პროცედურები თანამშრომლობის მონაწილე ფიზიკური პირისათვის
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
მუხლი 16🔗
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) ან/და ამავე მუხლის „ლ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემომტანი ფიზიკური პირი უფლებამოსილია, ისარგებლოს ამ თავით განსაზღვრული გამარტივებული საბაჟო პროცედურებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
მუხლი 17🔗
1. ფიზიკური პირის მიერ საქონლის დეკლარირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №23-ით გათვალისწინებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით, ამავე ბრძანების დანართი №22-ით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
2. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
3. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
მუხლი 18🔗
1. წერილობითი ფორმით წარდგენილი დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ დეკლარაციისათვის ნომრის მინიჭება ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის შესაბამისად, რაც გულისხმობს საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
2. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება და საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას წითელი დერეფნის შესაბამისად, რაც გულისხმობს დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №196-სსმIII, №30, 19.03.2010წ., მუხ.439
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №990, 31.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.592 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/81502-6/