„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (22)
წინა ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №135/ნ
2009 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში ( პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/ და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების ( პროფესიული მზადების) კურსის გავლა
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი (დანართი 1);
ბ) იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა (დანართი 2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №135/ნ ბრძანება.
ბ) „სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელშიც დასაშვებია კლინიკურ სპეციალობებში რეზიდენტურის კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 11 აპრილის №102/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი 1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი
მუხლი 1. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი საექიმო სპეციალობის იმ მაძიებელთათვის, რომლებიც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსს გადიან პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში
1. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანь რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ აკრედიტებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საქართველოს შრომის, ჯანь რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დამტკიცებული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
2. სამედიცინო დაწესებულებები ან/და სასწავლებლები დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას) ახორციელებენ აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში და გააჩნიათ აკრედიტაციის მოწმობა.
3. სპეციალობის მაძიებელს აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში /სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლება ეძლევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან/და შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.
4. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალაშია 3 წლის განმავლობაში. თუ სპეციალობის მაძიებელმა აღნიშულ პერიოდში არ დაიწყო დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) და არ გაიარა შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის სულ მცირე 1 მოდული, გამოცდის შედეგები უქმდება და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაწყებად მან განმეორებით უნდა ჩააბაროს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
5. სპეციალობის მაძიებლის მიერ შესაბამისი სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის გავლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. ვადის ათვლა იწყება პირველი მოდულის დაწყების დღიდან.
6. სპეციალობის მაძიებელმა სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი თითოეული მოდული უნდა გაიაროს არანაკლებ ამ მოდულის ხანგრძლივობით განსაზღვრულ ვადაში; შეუძლებელია 2 და მეტი მოდულის ერთდროულად გავლა.
7. სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს პროგრამის განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება/ სასწავლებელი პროგრამაში აკრედიტაციით განსაზღვრულ რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის შესაბამისი ლიმიტის (კვოტის) მიხედვით. შერჩევის კრიტერიუმებს შორის გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი (ქულა). სპეციალობის მაძიებელს, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, დაწესებულება/სასწავლებელი უფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.
8. დაწესებულებაში/სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები არიან:
ა) პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელობა;
ბ) ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები.
9. პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელობისა და ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლის მიერ დადგენილი წესით, რომელიც უნდა გააჩნდეს დაწესებულებას/სასწავლებელს.
10. დაწესებულებაში/სასწავლებელში, რომელშიც შესაძლებელია რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა, დანერგილი უნდა იყოს მაძიებელთა შეფასების სისტემა, რომელიც მოიცავს მაძიებელთა ეტაპობრივ და საბოლოო შეფასებას და იძლევა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და მიდგომების, ასევე, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესაძლებლობას.
11. სპეციალობის მაძიებელი მზადების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კვალიფიციური კონსულტაციებით, სასწავლო მასალებით (სასწავლო/სამეცნიერო ლიტერატურა, სხვა პროგრამული საკითხები), კურიკულუმის (სასწავლო გეგმა) შესაბამისი სამუშაო გრაფიკით.
12. სპეციალობის მაძიებელს უნდა ჰქონდეს ადგილი და შესაძლებლობა პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობისათვის. მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აღჭურვილობა პრაქტიკული მეთოდიკის დამუშავებისათვის.
13. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს შესაბამისი სამუშაო პირობებით (ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები) უზრუნველყოფა: კვალიფიციური ხელმძღვანელი, თანამედროვე კლინიკური და საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამუშაო ოთახი;
ბ) მონაწილეობდეს სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და შეფასებაში;
გ) მზადების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობოს სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის ხელმძღვანელობას.
14. სპეციალობის მაძიებლის მოვალეობები:
ა) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, შეასრულოს სარეზიდენტო პროგრამით განსაზღრული კურიკულუმი;
ბ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებულ/შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის მიზნით აწარმოოს დღიური, რომლის ფორმატი განისაზღვრება ნიმუშის (დანართი 1.1) შესაბამისად;
გ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს პროგრამის ხელმძღვანელს წარუდგინოს გაწეული მუშაობის ანგარიში, გაიაროს ეტაპობრივი და შემაჯამებელი გამოცდა;
დ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, დაიცვას სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის შინაგანაწესი და შეასრულოს დაწესებულების განრიგით განსაზღვრული საქმიანობა.
15. სპეციალობის მაძიებლის ეტაპობრივი/საბოლოო უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელმა/ხელმძღვანელობამ, სპეციალობის მაძიებელთან შეთანხმებით, შეიძლება განუსაზღვროს მას მოდული/მოდულები, რომლებიც უნდა გაიაროს განმეორებით.
16. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს, გადავიდეს ერთი აკრედიტებული დაწესებულებიდან/სასწავლებლიდან მეორე აკრედიტებულ დაწესებულებაში/სასწავლებელში. საექიმო სპეციალობის მაძიებელს, ასევე, უფლება აქვს, განაგრძოს მზადება დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოდულ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში (მინიჭებული კვოტების გათვალისწინებით) .
17. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს, განაგრძოს მზადება საზღვარგარეთ; ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ გავლილი კურსის ჩათვლა/არჩათვლის თაობაზე პროგრამის ხელმძღვანელის დასკვნის საფუძველზე იღებს საბჭო.
18 . რეზიდენტურის პროგრამა არ ჩაითვლება გავლილად, თუ განმეორებით სარეზიდენტო პროგრამის 2-ჯერ მეტ ვადაში სპეციალობის მაძიებელი ვეღარ ასწრებს სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი მოდულის/მოდულების გავლას ან რომელიმე მოდულში/მოდულებში მიიღებს უარყოფით შეფასებას.
19 . პროგრამით გათვალისწინებული მოდულების წარმატებით დასრულების შემდეგ სპეციალობის მაძიებელს ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის მიერ გაცემული მოწმობის ან შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 22.01.2019წ.
მუხლი 2. უმცროსი ექიმების რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი
1. უმცროს ექიმს შეუძლია, მოიპოვოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის საშუალებით.
2. უმცროსი ექიმის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება საბჭოს მიერ აკრედიტებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული სამინისტროს მიერ დამტკიცებული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
3. უმცროს ექიმს აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში /სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლება ეძლევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან/და შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.
4 . სამედიცინო დაწესებულებები ან/და სასწავლებლები დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას) ახორციელებენ აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამის მოდულ(ებ)ის ფარგლებში და გააჩნიათ აკრედიტაციის მოწმობა.
5. სარეზიდენტო პროგრამების განხორციელების მიზნით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებ ს ან/და სასწავლებლებ ს ცალკეული მოდულ(ებ)ის ფარგლებში არსებული თავისუფალი კვოტების შესაბამისად, ასევე, შეუძლიათ განახორციელონ უმცროსი ექიმების რეზიდენტურის ალტერნატიულ ი დიპლომისშემდგომ ი განათლება (პროფესიულ ი მზადება).
6 . ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალაშია 3 წლის განმავლობაში. თუ უმცროსმა ექიმმა აღნიშულ პერიოდში არ დაიწყო დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) და არ გაიარა შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის სულ მცირე 1 მოდული, გამოცდის შედეგები უქმდება და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაწყებად მან განმეორებით უნდა ჩააბაროს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
7 . უმცროსი ექიმის მიერ საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის გავლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. ვადის ათვლა იწყება პირველი მოდულის დაწყების დღიდან. რეზიდენტურის პროგრამა არ ჩაითვლება გავლილად, თუ რომელიმე მოდულ(ებ) ში მას აქვს უარყოფით ი შეფასება.
8 . უმცროსმა ექიმმა სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი თითოეული მოდული უნდა გაიაროს არანაკლებ ამ მოდულის ხანგრძლივობით განსაზღვრულ ვადაში; შეუძლებელია 2 და მეტი მოდულის ერთდროულად გავლა.
9. უმცროსი ექიმის დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამით დადგენილი მოდულების თანმიმდევრობის დაცვით. გამონაკლისი – მოდულების როტაცია დაიშვება მხოლოდ კონკრეტული წლის (მზადების ეტაპის) ფარგლებში.
10. უმცროსი ექიმი, რომელიც მონაწილეობს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში), ვალდებულია, დადგენილი წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს ინფორმაცია ყოველი მოდულის დაწყებისა და დასრულების შესახებ, ხოლო მოდულის დასრულების შემდგომ სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი მოწმობა (დანართით). შესაძლებელია მოწმობები (დანართებით) წარდგენილ იქნეს სასწავლო პროგრამის კონკრეტული წლის (მზადების ეტაპის) დასრულების შემდეგ. პირველი მოდულის დაწყების წინ უმცროსი ექიმი სააგენტოს ასევე წარუდგენს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს.
11. სააგენტო უფლებამოსილია, შერჩევითი მონიტორინგის საშუალებით, გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მოდულის ჩათვლის/არჩათვლის შესახებ.
12. შერჩევითი მონიტორინგი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროცესში არსებული ნაკლოვანებების შესახებ.
13 . დაწესებულებაში/სასწავლებელში უმცროსი ექიმის რეზიდენტურის ალტერნატიულ ი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებ ლობა ეკისრება კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელ პირ სა და დაწესებულების ხელმძღვანელს .
14. უმცროსი ექიმის მოვალეობები რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის განმავლობაში :
ა) უმცროსი ექიმი ვალდებულია შეასრულოს სარეზიდენტო პროგრამით განსაზღრული კურიკულუმი;
ბ ) უმცროსი ექიმი ვალდებულია, დაიცვას სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის შინაგანაწესი და შეასრულოს დაწესებულების განრიგით განსაზღვრული საქმიანობა.
15. უმცროს ექიმს უფლება აქვს, განაგრძოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის ფორმატში, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში .
16. უმცროს ექიმს უფლება აქვს, განაგრძოს მზადება საზღვარგარეთ; ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ გავლილი კურსის ჩათვლა/არჩათვლის თაობაზე იღებს საბჭო.
17 . პროგრამით გათვალისწინებული მოდულების წარმატებით დასრულების შემდეგ უმცროს ექიმს ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება სააგენტოს შესაბამისი კომისიის დასკვნ ის საფუძველზე.
18. კომისია დასკვნას უმცროსი ექიმის მიერ სათანადო სპეციალობაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის შესახებ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აკრედიტებულ პროგრამასთან და მის ხანგრძლივობასთან, სააგენტოს მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, გასცემს შემდეგი დოკუმენტების ექსპერტიზის საფუძველზე:
ა) ბრძანების ასლ(ებ)ი და ცნობა(ები) სამუშაო ადგილ(ებ)იდან (არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში უმცროსი ექიმის მუშაობის ხანგრძლივობა არ არის ნაკლები ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე;
ბ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მოდულების გავლის დამადასტურებელი მოწმობები (დანათებით), რომლებიც დამოწმებული უნდა იქნეს მოდულ(ებ)ზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ(ებ)ის მიერ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №01-73/ნ- ვებგვერდი, 23.10.2019წ.
დანართი 1.1
დღიურის ნიმუში
|
საექიმო სპეციალობის მაძიებლის გვარი, სახელი ---------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის დაწყებისა და დამთავრების თარიღი: ---------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------(დღე/თვე/წელი)--------------------- (დღე/თვე/წელი) დაწესებულების/სასწავლებლის დასახელება და მისამართი :
პირველი წელი: წელი: 20-------დან 20-------მდე მიზანი ...................................................................................................................................... მოდულის დასახელება მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება -------------------------------------------------------------------------------------------- თეორიული ცოდნა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- პროფესიული უნარ-ჩვევები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- შეფასება: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა: მაძიებლის ხელმოწერა: პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა: თარიღი:
მეორე წელი: წელი: 20-------დან 20-------მდე მიზანი ..................................................................................................................................... მოდულის დასახელება
მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება ------------------------------------------------------------------------------------------------ თეორიული ცოდნა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- პროფესიული უნარ-ჩვევები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- შეფასება: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა: მაძიებლის ხელმოწერა: პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა: თარიღი:
მესამე წელი: წელი: 20-------დან 20-------მდე მიზანი ...................................................................................................................................... მოდულის დასახელება
მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება ---------------------------------------------------------------------------------------------- დასახელება: თეორიული ცოდნა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------- პროფესიული უნარ-ჩვევები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- შეფასება: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა: მაძიებლის ხელმოწერა: პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა: თარიღი:
|
|
საბოლოო შეფასება: პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა: თარიღი: |
დანართი 2
იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/ და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების ( პროფესიული მზადების) კურსის გავლა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი – დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) აკრედიტაციის მაძიებელი/აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება ან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი (შემდეგში – დაწესებულება/სასწავლებელი);
ბ) აფილირებული/ქვეკონტრაქტორი დაწესებულება – სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი, რომელთანაც დიპლომისშემდგომი მზადების განხორციელების მიზნით ხელშეკრულება (დიპლომისშემდგომი მზადების განხორციელების თაობაზე) აქვს დადებული აკრედიტაციის მაძიებელ/აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებას/სასწავლებელს;
გ) ლიმიტი (კვოტა) – რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ერთდროულად მზადების უფლებაც ეძლევა აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს ან/და კონკრეტული მოდულის განმახორციელებელ დაწესებულებას/სასწავლებელს.
2. აკრედიტაციის მიზანია, დაადასტუროს დაწესებულების/სასწავლებლის შესაბამისობა სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის და/ან სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან.
3. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციას ახორციელებს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით.
4. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში საბჭო დაწესებულებას/სასწავლებელს განუსაზღვრავს რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტს (კვოტას) კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის და/ან მოდულის და/ან სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში.
5. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, განახორციელოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აღნიშნული პროგრამის როგორც სრული, ასევე შესაბამისი საექიმო სპეციალობის მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი კურსის ფარგლებში. ამ შემთხვევაში რეზიდენტთა/მაძიებელთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება პროგრამით გათვალისწინებული ვადებისა და აკრედიტაციით მინიჭებული კვოტის შესაბამისად.
6. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მზადება შესაბამისი საექიმო სპეციალობის მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში მინიჭებული კვოტის ზემოთ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაწესებულებას/სასწავლებელს მოპოვებული აქვს აკრედიტაცია მომიჯნავე სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმების გადამზადების მიზნით საექიმო სპეციალობებში: „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“, „საოჯახო მედიცინა“). ამასთან, ზემოხსებული ადგილების რაოდენობა განისაზღვროს შემდეგი წესის გათვალისწინებით:
ა) საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის 5 წლამდე სტაჟის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში:
ა.ა) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 1-2 (2-ის ჩათვლით) – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 100%-ისა;
ა.ბ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 2 - 10 (3-დან 10-მდე) – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 50 %-ისა1;
ა.გ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 10 და მეტი – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 25 %-ისა1.
ბ) საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟის (საექიმო სპეციალობებში – „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ გადამზადების შემთხვევაში – პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 3 წლის სტაჟი) მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში:
ბ.ა) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 1-5 (5-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 100%-ისა;
ბ.ბ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 5 - 10 (10-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 75%-ისა[1] ;
ბ.გ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 10-20 (20-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 50%-ისა1;
ბ.დ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 20-ზე მეტი – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 25%-ისა1.
7. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, განახორციელოს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა მზადება შესაბამის საექიმო სპეციალობაში უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადების) დადგენილი დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში, მინიჭებული კვოტის ზემოთ, იმ პრინციპით, რომ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა რაოდენობა თითოეულ მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არ აღემატებოდეს ამ ბრძანების №2.2 დანართით (აკრედიტაციის კრიტერიუმები) განსაზღვრული მოთხოვნის 50 %-ს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №284/ნ - სსმ III, 31.08.2009, სსმ №107, მუხ.1233
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 29.12.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის ბრძანება №01-23/ნ - ვებგვერდი, 18.06.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №01-51/ნ - ვებგვერდი, 03.08.2017წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №01-73/ნ- ვებგვერდი, 23.10.2019წ.
მუხლი 2. აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები
1.დაწესებულებების/სასწავლებლების აკრედიტაცია შესაძლებელია, განხორციელდეს:
ა) კონკრეტული საექიმო სპეციალობ(ებ)ის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში;
ბ) მოდულ(ებ)ის ფარგლებში;
გ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის ფარგლებში;
დ) სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში.
1 1. (ამოღებულია - 10.01.2014, №01-2/ნ).
12. სერტიფიცირებული ექიმების მზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით დადგენილი (გადამზადების) კურსის ფარგლებში განხორციელდეს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში, გარდა საექიმო სპეციალობებისა - „საოჯახო მედიცინა“, „გადაუდებელი მედიცინა“ და „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“. გადამზადების აღნიშნული პროგრამების განხორციელების მიზნით დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია, მოიპოვოს ცალკე აკრედიტაცია.
2. დაწესებულება, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული კლინიკური მოდულების სულ მცირე 1/2-ის საკუთარ ბაზებზე გატარებას (აღნიშნული არ ეხება მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილ პროგრამებს საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“).
3. აფილირებული დაწესებულება, რომელთანაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განხორციელების მიზნით ხელშეკრულება აქვს დადებული დაწესებულებას/სასწავლებელს, უნდა უზრუნველყოფდეს სულ მცირე 1 მოდულის ფარგლებში სულ მცირე 1 რეზიდენტის/მაძიებლის მზადებას მოდულის ხანგრძლივობის ვადაში (გარდა საექიმო სპეციალობისა – „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“).
31. სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია კონკრეტული მოდულის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს სულ მცირე 1 მოდულის ფარგლებში სულ მცირე 1 რეზიდენტის/მაძიებლის მზადებას მოდულის ხანგრძლივობის ვადაში.
32. დაწესებულება/სასწავლებელი, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს ხსენებული სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში, სულ მცირე 1 მაძიებლის მზადებას.
4. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაცია მოიცავს სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებების/ სასწავლებლების შესაძლებლობების შეფასებას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენას.
5. დაწესებულება/სასწავლებელი აკრედიტებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის/მისი კლინიკური ბაზა ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებები აკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
6. (ამოღებულია - 10.01.2014, №01-2/ნ).
7. აფილირებულ დაწესებულებას / სასწავლებელს, უფლება აქვს საბჭოსთან შეთანხმებით:
ა) სათანადო სიმძლავრეების არსებობის შემთხვევაში, მოიპოვოს აკრედიტაცია იგივე სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით;
ბ) გახდეს სხვა აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის კონტრაქტორი იგივე პროგრამის მოდულ (ებ) ის ფარგლებში, მოდულ (ებ) ის მიმდინარეობის ვადებისა და კვოტის გათვალისწინებით;
გ) მოიპოვოს აკრედიტაცია იგივე პროგრამის ცალკეული მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით, მოდულ(ებ)ის მიმდინარეობის ვადებისა და კვოტის გათვალისწინებით.
8. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს არ შეიძლება ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება იგივე პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ სხვა დაწესებულებასთან/სასწავლებელთან. აღნიშნული არ ეხება თეორიულ მოდულებსა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილ პროგრამებს საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“.
9. დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის პროცესს, წარადგინოს აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
10. საბჭო უზრუნველყოფს დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის პროცესის გამჭვირვალობასა და აკრედიტაციის პროცესის მონიტორინგს.
11. თუ სარეზიდენტო მზადების დასრულების შემდგომ კონკრეტული აკრედიტრებული დაწესებულების/სასწავლებლის მაძიებელთა 1/2 სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიმსახურებს უარყოფით შეფასებას, მაშინ საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის საკითხის გადახედვის შესახებ.

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება № 01-2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 3. სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის განაცხადი
1. დაწესებულებამ/სასწავლებელმა აკრედიტაციის მიზნით საბჭოს სამდივნოში უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (დაწესებულების დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). განაცხადში, ასევე, უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის ან/და მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამის დასახელება, რომლის განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას/სასწავლებელს.
2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ან/და მოდულ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ დაწესებულების/სასწავლებლის განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების კითხვარი (დანართი 2.1);
ბ) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები (სავალდებულო არ არის იმ სამედიცინო დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია);
გ) აფილირებულ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულების/ მემორანდუმის ასლი (ასლები);
დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებები/ სასწავლებლები, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის განხორციელების/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობ(ებ)ის/სანებართვო მოწმობის დანართ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამ(ებ)ის (მ.შ. სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის)/მოდულ(ებ)ის, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამ(ებ)ის) დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში;
ვ) დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულებ(ებ)ის შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობისა და სარგებლობის შესახებ;
ზ) ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულებ(ებ)ის მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ.
3. სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ დაწესებულების/სასწავლებლის განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში);
ბ) ინფორმაცია დაწესებულებაში/სასწავლებელში განხორციელებული, სუბსპეციალობის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების (გატარებული პაციენტების რაოდენობა, კვლევები, მანიპულაცია-პროცედურები და სხვ.) შესახებ, კონკრეტული რაოდენობების მითითებით;
გ) ინფორმაცია სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში ჩართული ადამიანური რესურსის შესახებ (პროგრამის ხელმძღვანელისა და პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირების ავტობიოგრაფიები/CV, პედაგოგიური და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები);
დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის განხორციელების/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობ(ებ)ის/სანებართვო მოწმობის დანართ(ებ)ის ასლ(ებ)ი (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში);

ვ) დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობისა და სარგებლობის შესახებ (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში);
ზ) ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 2 ივლისის ბრძანება №222/ნ - სსმ III, 03.07.2009, სსმ №82, მუხ.884
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.

მუხლი 4. აკრედიტაციის პროცესი
1. დაწესებულების/სასწავლებლის მიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ საბჭოს სამდივნო ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან; სრული შესაბამისობის შემთხვევაში ინფორმაცია რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალსა და მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში.
2. საბჭოს სამდივნო შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს 5 დღის ვადაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აკრედიტაციის მაძიებელს ეძლევა 10 დღე დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზეც მაძიებელს ეცნობება საბჭოს სამდივნოს მიერ.
3. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, საბჭოს სამდივნოს მიერ დაწესებულებას ეგზავნება ოფიციალური შეტყობინება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ.
4. დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ.
5. სააკრედიტაციო ვიზიტის მიზანია, საშუალება მისცეს სააგენტოს თანამშრომლებს, დადგინდეს თვითშეფასების კითხვართან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულების (დაწესებულებების) პირობების შესაბამისობა. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლისა და მისი დოკუმენტაციის მოცულობის შესაბამისად.
6. სააგენტოს თანამშრომლები ამოწმებენ დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, ახორციელებენ მათში დასაქმებული პირების, რეზიდენტების/მაძიებლების და სხვა დაინტერესებული პირების ინტერვიუირებას და შენობა-ნაგებობის და აღჭურვილობის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით, სააგენტოს თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან, მოიძიონ და გადაამოწმონ კონკრეტული მონაცემები.
7. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულების შემდეგ დგება ოქმი.
8. დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს თანამშრომლებს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი ოქმის მომზადებაში.
9. ოქმი წარმოადგენს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების/სასწავლებლის ფაქტობრივი პირობების აღწერას. ოქმით დგინდება აკრედიტაციის მაძიებლის პირობების შესაბამისობა ამ წესით დადგენილ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან (დანართი 2.2).
10. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულებისას სააგენტოს თანამშრომლები აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას/სასწავლებელს აცნობენ ოქმს, რაც დასტურდება ოქმზე სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისა და დაწესებულების წარმომადგენლის ხელმოწერითა და დაწესებულების ბეჭდით.
11. ოქმის წარმოდგენის შემდეგ სააგენტოს უფროსი საბჭოს წარუდგენს შესაბამის მოხსენებით ბარათს, რომელსაც თან ერთვის ოქმის ასლი.

მუხლი 5. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ
1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს 3 თვემდე.
2. საბჭო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ;
დ) ლიმიტის (კვოტის) შეცვლის შესახებ.
3. აკრედიტაცია ძალაში შედის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
4. აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა მიეთითოს უარის თქმის საფუძველი.
5. საბჭოს გადაწყვეტილება საბჭოს სამდივნოს მიერ რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში და მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში.
6. დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის აკრედიტაციის მინიჭება ხდება 3 წლის ვადით.
7. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი, ახალი აკრედიტაციის მისაღებად საბჭოს მიმართავს მინიჭებული აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე და წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს.
8. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ დასტურდება აკრედიტაციის მოწმობით.
9. აკრედიტაციის შესახებ მოწმობის ფორმას განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.
10. მოწმობის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.
11. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია იგივე სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ან/და მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუადრეს 1 წლისა.

მუხლი 6. დაწესებულებისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის (ლიმიტი/კვოტა) განსაზღვრა
1. რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის/ სასწავლებლისათვის მათი მაქსიმალური რაოდენობის – ლიმიტის (კვოტის) განსაზღვრას, რომლის ერთდროულად მზადების უფლება აქვს დაწესებულებას/სასწავლებელს:
ა) იმ სარეზიდენტო პროგრამის (მ.შ. მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის) ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია, პროგრამის (კურსის) ხანგრძლივობის ვადებში;
ბ) იმ მოდულ(ებ)ის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია მოდულის ხანგრძლივობის ვადებში;
გ) იმ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია, პროგრამის ხანგრძლივობის ვადებში.
2. აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის ლიმიტი/კვოტა განისაზღვრება კომპლექსურად, აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების/სასწავლებლის საკუთარი და მასთან აფილირებული დაწესებულებების სიმძლავრეების შესაბამისად. მხედველობაში მიიღება პროგრამის (მოდულის) განხორციელების ვადები.
3. 1 წელზე ნაკლები ხანგრძლივობის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამის შემთხვევაში, რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება აღნიშნული დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამის ხანგრძლივობის ვადის შესაბამისად.
31 . (ამოღებულია - 15.12.2011, №01-62/ნ).
32. სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, აკრედიტაციისას, დამატებით განისაზღვრება რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა – ლიმიტი (კვოტა) პროგრამის შესაბამისი მოდულ(ებ)ის ფარგლებში.
33. დაწესებულება/სასწავლებელი, აკრედიტაციით მინიჭებული კვოტის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოფდეს ყოველ წელს რეზიდენტთა/მაძიებელთა ახალი ნაკადის მიღების შესაძლებლობას.
4. რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება დაწესებულებისათვის:
ა) აკრედიტაციის მინიჭებისას;
ბ) რეზიდენტთა/ მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილების შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის და სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მონაცემების ადგილზე შესწავლის საფუძველზე.
6. საბჭოს ინიციატივით, დაწესებულების/სასწავლებლის რეზიდენტთა/მაძიებელთა ადგილების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ წესის შესაბამისად, დაწესებულების შესაბამისი შემოწმების შედეგად და სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01- 2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ .

მუხლი 7. აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლები
1. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია საბჭოს ყოველწლიურად 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ. თვითშეფასების ანგარიშის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენა საბჭოში სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის აკრედიტაციის მინიჭებიდან/ლიმიტის (კვოტის) შეცვლიდან გასულია 6 თვე.
2. საბჭო სააგენტოს მეშვეობით უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულების/სასწავლებლის შესაბამისობა აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დაწესებულება/სასწავლებელი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების ანგარიშს;
ბ) თვითშეფასების ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად დაწესებულება/სასწავლებელი აღარ აკმაყოფილებს აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები წარმოშობენ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია, რომ დაწესებულება/სასწავლებელი არ აკმაყოფილებს აკრედიტაციის კრიტერიუმებს.
3. აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების/სასწავლებლის პირობების შესაბამისობის კომპლექსური შემოწმების განხორციელება სააგენტოს მიერ შესაძლებელია წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
31. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრა ხორციელდება იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მოპოვებული აქვს მას აკრედიტაცია.
4. დაწესებულების/სასწავლებლის შემოწმების შედეგად სააგენტოს შესაბამისი ოქმის საფუძველზე საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების და/ან რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) შეცვლის შესახებ, თუ დაწესებულება არ შეესაბამება აკრედიტაციის კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, აგრეთვე, თუ დაწესებულებამ/ სასწავლებელმა დაარღვია აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური ლიმიტი (კვოტა).
5. აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში დაწესებულებას/სასწავლებელს არა აქვს რეზიდენტთა/მაძიებელთა მიღების უფლება, მაგრამ მას უფლება აქვს დაასრულოს იმ რეზიდენტთა/მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება), რომელიც დაწყებული იყო აკრედიტაციის გაუქმებამდე.
6. ამ მუხლის მოქმედება 2012 წლის 31 დეკემბრამდე არ ვრცელდება იმ სამედიცინო დაწესებულებებზე/სასწავლებლებზე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ აკრედიტაცია თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, სამეანო-გინეკოლოგიური, ონკოლოგიური, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიური, ნევროლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიუ რ ი, ოფთალმოლოგიური, ფსიქიატრიული, რადიოლოგიური პროფილის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების განხორციელებისათვის.
7. უმაღლესი სასწავლებლისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში და/ან სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
მუხლი 8. დაწესებულების/სასწავლებლის შემოწმების ჩატარების წესი
სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ წესის მე-4, მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 9. აკრედიტებული დაწესებულებებისათვის/სასწავლებლებისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილება
1. აკრედიტებულმა დაწესებულებამ/სასწავლებელმა რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილების შესახებ განაცხადი უნდა წარადგინოს საბჭოში თვითშეფასების ანგარიშთან ერთად.
2. აკრედიტებულ დაწესებულებაში/სასწავლებელში რეზიდენტთა/მაძიებელთა ადგილების რაოდენობის ცვლილება ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10. აკრედიტებულ დაწესებულებასა და აფილირებულ დაწესებულებას შორის ხელშეკრულების შეწყვეტის/დადების შემთხვევები
აკრედიტებულმა დაწესებულებამ აფილირებულ დაწესებულებასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და სხვა სამედიცინო დაწესებულებასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვალდებულია აცნობოს საბჭოს დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 11. აკრედიტებულ დაწესებულებას / სასწავლებელს და პროგრამის ხელმძღვანელს ან / და ცალკეულ მოდულზე / სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის / დადების შემთხვევები
1. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, სარეზიდენტო/სუბსპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირებთან ხელშეკრულების შეწყვეტის/გაფორმების შემთხვევაში აცნობოს საბჭოს დაუყოვნებლივ.
2. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი არ წარმოადგენს ხელშეკრულებას სარეზიდენტო/სუბსპეციალობის პროგრამის სხვა ხელმძღვანელთან ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირთან, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში რეზიდენტთა/მაძიებელთა ახალი ნაკადის მზადება 2013 წლის 19 დეკემბრის შემდეგ განხორციელდეს 2013 წლის 19 დეკემბრის შემდგომ აკრედიტებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ) ის შესაბამისად და იმ ლიმიტის (კვოტის) ფარგლებში, რომელიც მათ მიენიჭათ 2013 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით .
2. 2013 წლის 19 დეკემბრის შემდგომ აკრედიტებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ) ით მზადების დაწყებამდე აკრედიტებული დაწესებულება/ სასწავლებელი ვალდებულია, მოიპოვოს აკრედიტაცია მხოლოდ იმ მოდულ (ებ) ის ფარგლებში, რომელიც დაემატა ხსენებულ პროგრამას ან რომელმაც განიცადა შინაარსობრივი ცვლილება . აღნიშნულ შემთხვევაში აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, სტომატოლოგიური სპეციალობების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამების ფარგლებში - სააკრედიტაციო ვიზიტის გარეშე, შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის და საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, დაწესებულების/სასწავლებლის მოდულების ფარგლებში დამატებითი აკრედიტაციის განხორციელებისას შესაძლებელია, საბჭოსთან შეთანხმებით, ლიმიტის(კვოტის) კორექტირება პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად .
3. სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების მიზნით, დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, მოიპოვოს აკრედიტაცია შესაბამისი სუბსპეციალობის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.
4. დაწესებულებები/სასწავლებლები უფლებამოსილნი არიან, დაასრულონ სუბსპეციალობის აკრედიტებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში 2015 წლის 31 ივლისამდე დაწყებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების მზადება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01- 2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №01-27/ნ - ვებგვერდი, 07.08.2015წ.
დანართი 2.1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
I.ზოგადი ინფორმაცია
|
სარეზიდენტო პროგრამის /მოდულ(ებ)ის დასახელება |
|
|
|
სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის დასახელება |
|
|
|
მისამართი |
|
|
|
ტელეფონი, ფაქსი |
|
|
|
ელექტრონული ფოსტა |
|
|
|
ვებგვერდი |
|
არსებობის შემთხვევაში |
|
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა |
|
|
|
სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების (აფილირებული დაწესებულებების) დასახელება, რომელთანაც დაწესებულებას/ სასწავლებელს პროგრამის განხორციელების მიზნით გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები (შესაბამისი მოდულების მითითებით) |
|
|
|
მიმდინარე პერიოდში რეზიდენტების/სპეციალობის მაძიებლების რაოდენობა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის დასახელება, მზადების დაწყების და დასრულების თარიღი ) |
|
|
II. კლინიკური რესურსი
|
სამედიცინო მომსახურების/ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი (აფილირებული დაწესებულებების/სასწავლებლებისა და შესაბამისი მომსახურების/ სერვისების მითითებით) |
|
|
|
ამბულატორიულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი |
|
|
|
სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი |
|
|
|
ამბულატორიულ განყოფილებაში/კაბინეტში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი) |
|
კონკრეტული პროგრამის/ მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით |
|
სტაციონარულ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი) |
|
კონკრეტული პროგრამის/ მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით |
|
სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების საერთო რაოდენობა |
|
|
|
სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია რეზიდენტებისათვის |
|
კონკრეტული პროგრამის/ მოდულ(ებ)ის ფარგლებში |
|
ამბულატორიული დატვირთვა (ვიზიტების რაოდენობა), თვეში, წელიწადში |
|
კონკრეტული პროგრამის/ მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით |
|
სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული საწოლების რაოდენობა (განყოფილების და/ან პროფილის მითითებით) |
|
კონკრეტული პროგრამის/ მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით |
|
სტაციონარული დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი |
|
კონკრეტული პროგრამის/ მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით |
|
სტაციონარული დაწესებულების საოპერაციო აქტივობების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების მითითებით (სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში -მშობიარობების რაოდენობები) |
|
კონკრეტული პროგრამის/ მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით |
|
ზოგადი და რეგიონული (სპინალური, პერიდურული და წნულოვანი) გაუტკივარებით ჩატარებული ოპერაციების რიცხვი |
|
კონკრეტული პროგრამის/ მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით |
|
დიაგნოსტიკური, სამკურნალო, პროფილაქტიკური პროცედურები, რომელიც ტარდება დაწესებულებაში და მათი რაოდენობა განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში |
1.დიაგნოსტიკური 2. სამკურნალო 3.პროფილაქტიკური |
მხოლოდ ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამის/ მოდულ(ებ)ის ფარგლებში |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01-2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ .
III. მატერიალური რესურსი
|
რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ფართი (ოთახების რაოდენობა, მ 2 -ის მითითებით) |
|
|
|
კონფერენციის, კონსილიუმის, სემინარის ჩატარებისათვის საჭირო სათანადოდ აღჭურვილი ფართი |
|
|
|
ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას |
|
|
|
აუცილებელი და რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას |
1. 2. 3. |
|
|
საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (კომპიუტერული უზრუნველყოფა: რეზიდენტების/მაძიებლების თავისუფალი სარგებლობისათვის განკუთვნილი ინტერნეტში ჩართული კომპუტერების რაოდენობა) |
|
|
IV. ინტელექტუალური რესურსი
|
სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელობის მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, საკონტაქტო ინფორმაცია) |
1. 2. 3. |
|
|
ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, პედაგოგიური გამოცდილება, საკონტაქტო ინფორმაცია) |
მოდული 1. მოდული 2. მოდული 3. |
|
ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელისა და ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხსიმგებელი პირების ავტოგრაფიები/CV.
V. სამეცნიერო კვლევა
|
პროგრამების, პროექტების, სამეცნიერო გრანტების დასახელება, რომელშიც მონაწილეობს დაწესებულება |
|
|
|
საერ თ აშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში ჩართულობა |
|
|
|
სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის, მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიების, კლინიკური გაიდლაინების მომზადებაში მონაწილეობა |
|
|
VI. ხარისხის უზრუნველყოფა
|
ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის შესახებ |
|
|
|
ინფორმაცია სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ |
|
|
სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის ხელმძღვანელის ხელმოწერა –––––––––––––––––––
ბეჭედი –––––––––––––––
დანართი 2.2
აკრედიტაციის კრიტერიუმები
1.(ამოღებულია ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
2. ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროფილის მიხედვით:
ა) საოჯახო მედიცინა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე;
ბ) თერაპიული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი / მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე (მ.შ. შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართვიანობის რაოდენობა);
გ ) ქირურგიული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი / მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე (მ.შ. შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართვიანობის რაოდენობა);
დ) პედიატრიული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე (მ.შ. შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართვიანობის რაოდენობა);
ე) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე;
ვ) ფტიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე;
ზ) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე, ბავშვთა ფსიქიატრია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 450 ბავშვთა ფსიქიატრიულ ვიზიტზე;
თ) რადიოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 დიაგნოსტიკურ ვიზიტზე, დოპლეროგრაფია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 250 დოპლეროგრაფიულ დიაგნოსტიკურ ვიზიტზე;
ი) თერაპიული სტომატოლოგია - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 300 ვიზიტზე.
კ) ქირურგიული სტომატოლოგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 200 ვიზიტზე;
ლ) ორთოპედიული სტომატოლოგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 250 ვიზიტზე;
მ) ორთოდონტია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 500 ვიზიტზე;
ნ) ყბა-სახის ქირურგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 500 ვიზიტზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01- 2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014 წ .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №01-2/ნ - ვებგვერდი, 06.01.2017წ.
3. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებლები წელიწადში (შესაბამისი პროფილის ფარგლებში, საწოლდღეებში) უნდა შეადგენდეს: თერაპიული პროფილი – არანაკლებ 100, პედიატრიული პროფილი – არანაკლებ 130, ქირურგიული პროფილი – არანაკლებს 100, ონკოლოგიური პროფილი – არანაკლებ 180, ინფექციური პროფილი – არანაკლებ 80, სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – არანაკლებ 100, ნევროლოგიური პროფილი – არანაკლებ 130, ფსიქიატრიული პროფილი – არანაკლებ 210, ფტიზიატრიული პროფილი – არანაკლებ 200, ოტორინოლარინგოლოგიური პროფილი – არანაკლებ 50, ოფთალმოლოგიური პროფილი – არანაკლებ 60.

4. სტაციონარულ დაწესებულებაში საწოლების რაოდენობა (ქირურგიულ და სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში – საოპერაციო აქტივობები, მანიპულაცია/პროცედურები, მშობიარობები) ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით განყოფილებების პროფილის მიხედვით:
ა) თერაპიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე;
ბ) ქირურგიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე:
ბ.ა) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 90 ოპერაციაზე, ბავშვთა ნეიროქირურგიული პროფილის შემთხვევაში – არანაკლებ 45 ოპერაციაზე, ბავშვთა კარდიოქირურგიული პროფილის შემთხვევაში – არანაკლებ 45 ოპერაციაზე;
ბ.ბ) მანიპულაცია/პროცედურები – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 120 მანიპულაცია/პროცედურაზე;
გ) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე:
გ.ა) მშობიარობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 100 მშობიარობაზე;
გ.ბ) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 45 ოპერაციაზე;
დ) პედიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე;
ე) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 4 საწოლზე;
ვ) ფტიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 4 საწოლზე;
ზ) ინფექციური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 4 საწოლზე;
თ) ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ზოგადი და რეგიონული (სპინალური, პერიდურული და წნულოვანი) გაუტკივარებით ჩატარებულ არანაკლებ 70 ოპერაციაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01- 2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №01-44/ნ - ვებგვერდი, 07.10.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №01-66/ნ - ვებგვერდი, 30.11.2017წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 30 მაისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 30.05.2023წ.
4 1 . სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, პროფილის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს:
ა) მხოლოდ მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
ბ) მხოლოდ მე-2 და მე-4 პუნქტის „ბ. ა“, „ბ. ბ“, „გ. ა“და „გ. ბ.“ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
გ) მხოლოდ მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
დ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
ე) ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული პროფილის შემთხვევაში - მხოლოდ ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება№01- 2/ნ - ვებგვერდი , 10.01.2014 წ .
42. სამედიცინო დაწესებულებები ან ის დაწესებულებები, რომლებსაც დაემატა ახალი სერვისები და ამ დაწესებულებების ან ახალი სერვისების ამოქმედებიდან არ არის გასული 1 წელი, უნდა აკმაყოფილებდნენ მე-2, მე-3, მე-4 და 41 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს იმ ვადებზე გაანგარიშებით, რაც გასულია მათი ამოქმედებიდან ( აღნიშნული არ ვრცელდება სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებზე). გამონაკლის შემთხვევებში საბჭო უფლებამოსილია, ისინი შეაფასოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები მხოლოდ საწოლების რაოდენობის, გათვალისწინებული/ არსებული სერვისების, მატერიალურ- ტექნიკური ბაზისა და აკადემიური/ პედაგოგიური რესურსის გათვალისწინებით ( ეს გამონაკლისი ეხება მხოლოდ მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებებს).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
43. სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციისას სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის საქმიანობის მოცულობა განისაზღვრება სუბსპეციალობის პროგრამის შინაარსით. ამასთან, დაწესებულების/სასწავლებლის ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება შესაბამის სუბსპეციალობის პროგრამაში მითითებული გამოკვლევების/მანიპულაციების რაოდენობების მიხედვით, ერთ მაძიებელზე გაანგარიშებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
5. სტომატოლოგიურ დაწესებულებაში არა უმეტეს 3 რეზიდენტი რეზიდენტებისთვის განკუთვნილ თითოეულ სავარძელზე.
6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა ანესთეზიოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 3 რეზიდენტის/მაძიებლისა; რადიოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; სტომატოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; სამედიცინო გენეტიკის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; გადაუდებელი მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტისა /მაძიებლისა, ბირთვული მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტისა /მაძიებლისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №01-2/ნ - ვებგვერდი, 06.01.2017წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 22.01.2019წ.
61. სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირზე მაძიებლების რაოდენობა განისაზღვრება კონკრეტულ სუბსპეციალობის პროგრამაში მითითებული რაოდენობების მიხედვით.

7. პროგრამის ხელმძღვანელი, ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები (გარდა თეორიული მოდულებისა) და სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელი პირები ხელმძღვანელობენ მხოლოდ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ან/და სასწავლებელში (ერთ სამედიცინო დაწესებულებასა ან/და სასწავლებელსა და მასთან აფილირებულ სამედიცინო დაწესებულებებში) მიმდინარე დიპლომისშემდგომ მზადებას (პროგრამას, მოდულს).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №284/ნ - სსმ III, 31.08.2009, სსმ №107, მუხ.1233
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №389/ნ - სსმ III, 27.11.2009, სსმ №146, მუხ.1704

8. პროგრამის ხელმძღვანელი: აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი) ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში არანაკლებ 5-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. პროგრამის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში. გამონაკლის შემთხვევებში, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პროგრამ-ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ პირს შეიძლება არ ეკავოს აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი) ან არ ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
9. მოდულზე პასუხისმგებელი პირი: სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/ მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება, არანაკლებ 2 - წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, ან სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/ მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 4 - წლიანი გამოცდილება, დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/ მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში, სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 - წლიანი გამოცდილება ( საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი პროგრამის შემთხვევაში, „საოჯახო მედიცინაში“/ პირველად ჯანდაცვაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 - წლიანი გამოცდილება) და მასწავლებელთა ტრეინინგ- პროგრამის გავლა. მოდულის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/ და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
91. თეორიულ მოდულზე პასუხისმგებელი პირი: შესაბამისი უმაღლესი განათლება, 2 წელი პედაგოგიური გამოცდილება, ხოლო ნარკოლოგიასა და სტომატოლოგიაში, დამატებით, – შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
92. სუბსპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელი - აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი) ან დოქტორის აკადემიური ხარისხი და სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა ან არანაკლებ 2-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა ; სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელი პირები - სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა და პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
10. რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ოთახის ფართობი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით შეადგენს 2,5 მ 2 -ს.
ლ) ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 25 რეზიდენტზე/მაძიებელზე.
11. არსებული ლიტერატურა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ათვისებას.
11 1 . (ამოღებულია - 07.06.2012, №01-32/ნ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
12. დაწესებულება შემდეგი ჩამონათვალიდან ახორციელებს არანაკლებ 2 აქტივობას:
ა) მონაწილეობს პროგრამების, პროექტების, სამეცნიერო გრანტების განხორციელებაში;
ბ) ჩართულია საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში;
გ) მონაწილეობს სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის, მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიების მომზადებაში;
დ) მონაწილეობს კლინიკური გაიდლაინების მომზადებაში.
13. არსებობს სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასების სისტემა.
14. არსებობს სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა; შეფასების სისტემა ითვალისწინებს რეზიდენტთა/მაძიებელთა ეტაპობრივ და საბოლოო შეფასებას; უარყოფითი შეფასებისას არსებობს აპელაციის მექანიზმი.
15. აკრედიტაციის სპეციფიური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „ლაბორატორიული მედიცინა“:
ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებას/ სასწავლებელს ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა გააჩნდეს კარგად აღჭურვილი კლინიკო- დიაგნოსტიკური ლაბორატორია/ ლაბორატორიები. ლაბორატორიის/ ლაბორატორიების აღჭურვილობაში, პროფილის შესაბამისად, უნდა შედიოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ანალიზატორები:
ა. ა) ბიოქიმიური ანალიზატორი
ა. ბ) ჰემატოლოგიური ანალიზატორი
ა. გ) იმუნოლოგიური ანალიზატორი
ა. დ) ჰემოსტაზიოლოგიური ანალიზატორი
ა. ე) შარდის ანალიზატორი
ბ) ლაბორატორია/ ლაბორატორიები უნდა უზრუნველყოფდეს მრავალპროფილიანი გამოკვლევების ჩატარებას;
გ) კონკრეტული ლაბორატორიის საერთო დატვირთვა (გარდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევებისა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 გამოკვლევას წელიწადში;
დ) ლაბორატორიული გამოკვლვების რაოდენობა (გარდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევებისა) ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროგრამის ფარგლებში, პროფილის შესაბამისად, უნდა შეადგენდეს 800 გამოკვლევას წელიწადში;
დ1) ლაბორატორიის საერთო დატვირთვა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების (ციტოგენეტიკური გამოკვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები) მიხედვით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 გამოკვლევას წელიწადში. ამასთან, მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების (ციტოგენეტიკური გამოკვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები) რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით, პროგრამის ფარგლებში, უნდა შეადგენდეს:
დ1.ა) ციტოგენეტიკური გამოკვლევები (ციტოგენეტიკური გამოკვლევებისათვის სისხლის აღება და შენახვა, პერიფერიული სისხლის ლიმფოციტებისა და ძვლის ტვინის უჯრედების დამუშავება) – 10 გამოკვლევას წელიწადში;
დ1.ბ) მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ჩატარება გენური მუტაციების შესასწავლად, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ჩატარება ინფექციური აგენტების თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისათვის) - 20 გამოკვლევას წელიწადში.
ე) ლაბორატორიული მედიცინის პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე გათვალისწინებული უნდა იყოს არა უმეტეს 6 რეზიდენტისა / მაძიებლისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
16. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „სასამართლო მედიცინა“ (მოდული – „სასამართლო მედიცინა“):
ა) „სასამართლო მედიცინის“სარეზიდენტო პროგრამის (მოდული – „სასამართლო მედიცინა“) განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მოცულობა განისაზღვრება შემდეგი საქმიანობებით:
ა.ა) ცოცხალ პირთა ექსპერტიზა;
ა.ბ) გვამების ექსპერტიზა;
ა.გ) გვამიდან აღებული მასალის სასამართლო პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკა;
ა.დ) გვამიდან აღებული ბიომასალისა და წარმოდგენილი არაბიოლოგიური ნივთმტკიცებების გამოკვლევა;
ა.ე) საგამოძიებო საქმის მასალებით პირველადი, დამატებითი, განმეორებითი, კომისიური, კომპლექსური და ალტერნატიული ექსპერტიზები;
ა.ვ) სასამართლო სამედიცინო ექსპერტების მონაწილეობა პირველად და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში (გვამის დათვალიერება შემთხვევის ადგილზე, ექსჰუმაცია, ცოცხალ პირთა შემოწმება, შესადარებლად საჭირო ნიმუშების აღება და სხვ.).
ბ) „სასამართლო მედიცინის“სასწავლო პროგრამის (მოდული – „სასამართლო მედიცინა“) განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა მოიცავდეს შემდეგ საექსპერტო სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:
ბ.ა) ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (ამბულატორიული) განყოფილება;
ბ.ბ) გვამების სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (თანატოლოგიური) განყოფილება;
ბ.გ) ბიოლოგიურ ნივთმტკიცებათა გამოკვლევის (ლაბორატორიული) განყოფილება:
ბ.გ.ა) სასამართლო ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური ლაბორატორია;
ბ.გ.ბ) სასამართლო ბიოლოგიური ლაბორატორია;
ბ.გ.გ) სასამართლო დნმ ლაბორატორია;
ბ.გ.დ) სასამართლო ქიმიური ლაბორატორია;
ბ.გ.ე) სასამართლო ფიზიკო - ტექნიკური (კრიმინალისტიკური) ლაბორატორია.
გ) დაწესებულების მინიმალური დატვირთვა რაოდენობების მითითებით, 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე და ერთ წელიწადზე გაანგარიშებით:
|
№ |
მანიპულაცია/საქმიანობა |
რაოდენობა |
|
1. |
გვამის გარეგანი დათვალიერება |
160 |
|
2. |
შემთხვევის ადგილზე გვამის დათვალიერება |
30 |
|
3. |
ექსჰუმაცია |
3 |
|
4. |
გვამის გაკვეთა |
160 |
|
5. |
ცოცხალ პირთა გამოკვლევა |
160 |
|
6. |
კომისიური ექსპერტიზა |
16 |
|
7. |
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა |
320 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
17. აკრედიტაციის სპეციფიური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „პათოლოგიური ანატომია- კლინიკური პათოლოგია“:
ა) „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების/ სასწავლებლის ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მოცულობა განისაზღვრება შემდეგი საქმიანობებით:
ა. ა) ოპერაციული მასალის პათოლოგოანატომიური გამოკვლევა;
ა. ბ) ბიოფსიური ( გამონაფხეკი) მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა;
ა. გ) ნაცხისა და პუნქტატის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა;
ა. დ) გვამის პათოლოგოანატომიური გამოკვლევა;
ბ) „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების სასწავლებლის ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) პათოლოგოანატომიური სამსახური დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით და მას უნდა გააჩნდეს:
ბ. ა) სათანადოდ აღჭურვილი სასექციო და გვამების შესანახი მაცივარი ( სამაცივრო ოთახი):
ბ. ბ) სათანადოდ აღჭურვილი გვამების მოსაწესრიგებელი ოთახი;
ბ. გ) ოპერაციული და ბიოფსიური მასალის შესანახი და ამოსაჭრელი სათანადოდ აღჭურვილი ოთახი;
ბ. დ) სათანადოდ აღჭურვილი ჰისტოლოგიური ლაბორატორია;
ბ. ე) სათანადოდ აღჭურვილი ციტოლოგიური ლაბორატორია;
ბ. ვ) მიკროპრეპარატების არქივი.
გ) პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელებაში მონაწილე თითოეული დაწესებულების მინიმალური დატვირთვა 2 რეზიდენტზე/ მაძიებელზე გადაანგარიშებით წელიწადში უნდა იყოს:
|
№ |
მანიპულაცია/საქმიანობა |
რაოდენობა |
|
1. |
ოპერაციული და ბიოფსიური მასალის გამოკვლევა |
500 |
|
2. |
ბიოფსიური მასალის / გამონაფხეკის გამოკვლევა |
50 |
|
3. |
ციტოლოგიური გამოკვლევა |
100 |
დ) გვამის გაკვეთაში მონაწილე დაწესებულებებში (2 დაწესებულება) წელიწადში – მინიმუმ უნდა ხორცილდებოდეს 10 გაკვეთა ( ორივეში ჯამურად).
ე) „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების/ სასწავლებლის ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მინიმალური დატვირთვა ერთ რეზიდენტზე გადაანგარიშებით უნდა იყოს:
|
№ |
მანიპულაცია/უნარ-ჩვევა |
რაოდენობა |
|
1. |
გვამის პათოლოგანატომიურ გაკვეთა |
7 |
|
2. |
გვამური მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა |
10 |
|
3. |
ოპერაციული მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა |
150 |
|
4. |
ოპერაციული მასალის პათოჰისტოლოგიური დიაგნოსტიკა |
50 |
|
5. |
ციტოპათოლოგიური გამოკვლევა |
30 |
|
6. |
ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა |
20 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
18. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „კლინიკური ტოქსიკოლოგია“:
ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა იყოს განყოფილება/ კლინიკა, რომელშიც ხორციელდება შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობა;
ბ) გატარებული პაციენტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 300 შემთხვევას წელიწადში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
19. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „სამედიცინო გენეტიკა“:
ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობას;
ბ) მონოგენური დაავადებები - 300 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
გ) მულტიფაქტორული და პოლიგენური დამემკვიდრება - 30 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
დ) განვითარების თანდაყოლილი ანომალიები - 20 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
ე) გენეტიკა (გენეტიკური დაავადებების მართვის და მკურნალობის პრინციპები, სამედიცინო-გენეტიკური კონსულტირება) - 200 ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
ვ) დედის და ნაყოფის მედიცინა, რეპროდუქციული გენეტიკა - 300 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
ზ) მოდულები: ონკოგენეტიკა - გენეტიკურად განპირობებული სიმსივნური დაავადებები, ქირურგია - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული დარღვევების ქირურგიული კორექცია, უროლოგია - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული უროლოგიური დარღვევები, კარდიოგენეტიკა - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გრძნობათა ორგანოების მოშლილობები, ნეიროგენეტიკა - გენეტიკურად განპირობებული ნევროლოგიური დარღვევები, ფსიქიატრია - გენეტიკურად განპირობებული ფსიქიატრიული დარღვევები, ოფთალმოლოგია - გენეტიკურად განპირობებული ოფთამოლოგიური დარღვევები, დერმატოლოგია - თანდაყოლილი დერმატოლოგიური დარღვევები, ჰემატოლოგია - გენეტიკურად განპირობებული ჰემატოლოგიური დარღვევები - შეფასდეს თეორიული მოდულებისათვის გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
20. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „გადაუდებელი მედიცინა“:
ა) „გადაუდებელი მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობას. მისი დატვირთვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5000 ვიზიტს წელიწადში;
ბ) პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელებაში მონაწილე თითოეული დაწესებულების მინიმალური დატვირთვა 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 500 შემთხვევას წელიწადში.

21. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – ბირთვული მედიცინა“:
ა) „ბირთვული მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის შესაბამისი მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებას/სასწავლებელს (სასწავლებლის აფილირებული დაწესებულებას) უნდა გააჩნდეს ბირთვული თერაპიისთვის აუცილებელი ბოქსირებული იზოლირებული პალატა;
ბ) „ბირთვული მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მინიმალური დატვირთვა ერთ რეზიდენტზე გადაანგარიშებით უნდა იყოს:
|
№ |
მანიპულაცია/საქმიანობა |
რაოდენობა |
|
1 |
ფარისებური ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა |
50 |
|
2 |
PET/CT |
80 |
|
3 |
SPECT/CT |
180 |
|
4 |
ბირთვული თერაპია |
100 |
გ) გატარებული პაციენტების რაოდენობა 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 150 პაციენტს (როგორც დიაგნოსტიკა, ასევე, ბირთვული თერაპია) წელიწადში;
დ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებლები წელიწადში (შესაბამისი პროფილის ფარგლებში, საწოლდღეებში) უნდა შეადგენდეს - ბირთვული მედიცინის პროფილი – 80.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 22.01.2019წ.
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრის ბრძანება №135/ნ
2009 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში ( პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/ და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების ( პროფესიული მზადების) კურსის გავლა
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი (დანართი 1);
ბ) იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა (დანართი 2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №135/ნ ბრძანება.
ბ) „სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელშიც დასაშვებია კლინიკურ სპეციალობებში რეზიდენტურის კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 11 აპრილის №102/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი 1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი
მუხლი 1. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი საექიმო სპეციალობის იმ მაძიებელთათვის, რომლებიც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსს გადიან პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში
1. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანь რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ აკრედიტებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საქართველოს შრომის, ჯანь რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დამტკიცებული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
2. სამედიცინო დაწესებულებები ან/და სასწავლებლები დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას) ახორციელებენ აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში და გააჩნიათ აკრედიტაციის მოწმობა.
3. სპეციალობის მაძიებელს აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში /სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლება ეძლევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან/და შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.
4. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალაშია 3 წლის განმავლობაში. თუ სპეციალობის მაძიებელმა აღნიშულ პერიოდში არ დაიწყო დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) და არ გაიარა შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის სულ მცირე 1 მოდული, გამოცდის შედეგები უქმდება და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაწყებად მან განმეორებით უნდა ჩააბაროს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
5. სპეციალობის მაძიებლის მიერ შესაბამისი სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის გავლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. ვადის ათვლა იწყება პირველი მოდულის დაწყების დღიდან.
6. სპეციალობის მაძიებელმა სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი თითოეული მოდული უნდა გაიაროს არანაკლებ ამ მოდულის ხანგრძლივობით განსაზღვრულ ვადაში; შეუძლებელია 2 და მეტი მოდულის ერთდროულად გავლა.
7. სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს პროგრამის განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება/ სასწავლებელი პროგრამაში აკრედიტაციით განსაზღვრულ რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის შესაბამისი ლიმიტის (კვოტის) მიხედვით. შერჩევის კრიტერიუმებს შორის გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი (ქულა). სპეციალობის მაძიებელს, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, დაწესებულება/სასწავლებელი უფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.
8. დაწესებულებაში/სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები არიან:
ა) პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელობა;
ბ) ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები.
9. პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელობისა და ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლის მიერ დადგენილი წესით, რომელიც უნდა გააჩნდეს დაწესებულებას/სასწავლებელს.
10. დაწესებულებაში/სასწავლებელში, რომელშიც შესაძლებელია რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა, დანერგილი უნდა იყოს მაძიებელთა შეფასების სისტემა, რომელიც მოიცავს მაძიებელთა ეტაპობრივ და საბოლოო შეფასებას და იძლევა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და მიდგომების, ასევე, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესაძლებლობას.
11. სპეციალობის მაძიებელი მზადების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კვალიფიციური კონსულტაციებით, სასწავლო მასალებით (სასწავლო/სამეცნიერო ლიტერატურა, სხვა პროგრამული საკითხები), კურიკულუმის (სასწავლო გეგმა) შესაბამისი სამუშაო გრაფიკით.
12. სპეციალობის მაძიებელს უნდა ჰქონდეს ადგილი და შესაძლებლობა პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობისათვის. მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აღჭურვილობა პრაქტიკული მეთოდიკის დამუშავებისათვის.
13. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს შესაბამისი სამუშაო პირობებით (ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები) უზრუნველყოფა: კვალიფიციური ხელმძღვანელი, თანამედროვე კლინიკური და საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამუშაო ოთახი;
ბ) მონაწილეობდეს სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და შეფასებაში;
გ) მზადების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობოს სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის ხელმძღვანელობას.
14. სპეციალობის მაძიებლის მოვალეობები:
ა) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, შეასრულოს სარეზიდენტო პროგრამით განსაზღრული კურიკულუმი;
ბ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებულ/შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის მიზნით აწარმოოს დღიური, რომლის ფორმატი განისაზღვრება ნიმუშის (დანართი 1.1) შესაბამისად;
გ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს პროგრამის ხელმძღვანელს წარუდგინოს გაწეული მუშაობის ანგარიში, გაიაროს ეტაპობრივი და შემაჯამებელი გამოცდა;
დ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, დაიცვას სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის შინაგანაწესი და შეასრულოს დაწესებულების განრიგით განსაზღვრული საქმიანობა.
15. სპეციალობის მაძიებლის ეტაპობრივი/საბოლოო უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელმა/ხელმძღვანელობამ, სპეციალობის მაძიებელთან შეთანხმებით, შეიძლება განუსაზღვროს მას მოდული/მოდულები, რომლებიც უნდა გაიაროს განმეორებით.
16. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს, გადავიდეს ერთი აკრედიტებული დაწესებულებიდან/სასწავლებლიდან მეორე აკრედიტებულ დაწესებულებაში/სასწავლებელში. საექიმო სპეციალობის მაძიებელს, ასევე, უფლება აქვს, განაგრძოს მზადება დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოდულ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში (მინიჭებული კვოტების გათვალისწინებით) .
17. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს, განაგრძოს მზადება საზღვარგარეთ; ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ გავლილი კურსის ჩათვლა/არჩათვლის თაობაზე პროგრამის ხელმძღვანელის დასკვნის საფუძველზე იღებს საბჭო.
18 . რეზიდენტურის პროგრამა არ ჩაითვლება გავლილად, თუ განმეორებით სარეზიდენტო პროგრამის 2-ჯერ მეტ ვადაში სპეციალობის მაძიებელი ვეღარ ასწრებს სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი მოდულის/მოდულების გავლას ან რომელიმე მოდულში/მოდულებში მიიღებს უარყოფით შეფასებას.
19 . პროგრამით გათვალისწინებული მოდულების წარმატებით დასრულების შემდეგ სპეციალობის მაძიებელს ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის მიერ გაცემული მოწმობის ან შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 22.01.2019წ.
მუხლი 2. უმცროსი ექიმების რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი
1. უმცროს ექიმს შეუძლია, მოიპოვოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის საშუალებით.
2. უმცროსი ექიმის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება საბჭოს მიერ აკრედიტებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული სამინისტროს მიერ დამტკიცებული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
3. უმცროს ექიმს აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში /სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლება ეძლევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან/და შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.
4 . სამედიცინო დაწესებულებები ან/და სასწავლებლები დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას) ახორციელებენ აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამის მოდულ(ებ)ის ფარგლებში და გააჩნიათ აკრედიტაციის მოწმობა.
5. სარეზიდენტო პროგრამების განხორციელების მიზნით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებს ან/და სასწავლებლებს ცალკეული მოდულ(ებ)ის ფარგლებში არსებული თავისუფალი კვოტების შესაბამისად, ასევე, შეუძლიათ განახორციელონ უმცროსი ექიმების რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება).
6 . ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალაშია 3 წლის განმავლობაში. თუ უმცროსმა ექიმმა აღნიშულ პერიოდში არ დაიწყო დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) და არ გაიარა შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის სულ მცირე 1 მოდული, გამოცდის შედეგები უქმდება და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაწყებად მან განმეორებით უნდა ჩააბაროს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
7 . უმცროსი ექიმის მიერ საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის გავლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. ვადის ათვლა იწყება პირველი მოდულის დაწყების დღიდან. რეზიდენტურის პროგრამა არ ჩაითვლება გავლილად, თუ რომელიმე მოდულ(ებ) ში მას აქვს უარყოფითი შეფასება.
8 . უმცროსმა ექიმმა სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი თითოეული მოდული უნდა გაიაროს არანაკლებ ამ მოდულის ხანგრძლივობით განსაზღვრულ ვადაში; შეუძლებელია 2 და მეტი მოდულის ერთდროულად გავლა.
9. უმცროსი ექიმის დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამით დადგენილი მოდულების თანმიმდევრობის დაცვით. გამონაკლისი – მოდულების როტაცია დაიშვება მხოლოდ კონკრეტული წლის (მზადების ეტაპის) ფარგლებში.
10. უმცროსი ექიმი, რომელიც მონაწილეობს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში), ვალდებულია, დადგენილი წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს ინფორმაცია ყოველი მოდულის დაწყებისა და დასრულების შესახებ, ხოლო მოდულის დასრულების შემდგომ სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი მოწმობა (დანართით). შესაძლებელია მოწმობები (დანართებით) წარდგენილ იქნეს სასწავლო პროგრამის კონკრეტული წლის (მზადების ეტაპის) დასრულების შემდეგ. პირველი მოდულის დაწყების წინ უმცროსი ექიმი სააგენტოს ასევე წარუდგენს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს.
11. სააგენტო უფლებამოსილია, შერჩევითი მონიტორინგის საშუალებით, გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მოდულის ჩათვლის/არჩათვლის შესახებ.
12. შერჩევითი მონიტორინგი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროცესში არსებული ნაკლოვანებების შესახებ.
13 . დაწესებულებაში/სასწავლებელში უმცროსი ექიმის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელ პირსა და დაწესებულების ხელმძღვანელს .
14. უმცროსი ექიმის მოვალეობები რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის განმავლობაში :
ა) უმცროსი ექიმი ვალდებულია შეასრულოს სარეზიდენტო პროგრამით განსაზღრული კურიკულუმი;
ბ ) უმცროსი ექიმი ვალდებულია, დაიცვას სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის შინაგანაწესი და შეასრულოს დაწესებულების განრიგით განსაზღვრული საქმიანობა.
15. უმცროს ექიმს უფლება აქვს, განაგრძოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის ფორმატში, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში .
16. უმცროს ექიმს უფლება აქვს, განაგრძოს მზადება საზღვარგარეთ; ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ გავლილი კურსის ჩათვლა/არჩათვლის თაობაზე იღებს საბჭო.
17 . პროგრამით გათვალისწინებული მოდულების წარმატებით დასრულების შემდეგ უმცროს ექიმს ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება სააგენტოს შესაბამისი კომისიის დასკვნ ის საფუძველზე.
18. კომისია დასკვნას უმცროსი ექიმის მიერ სათანადო სპეციალობაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის შესახებ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აკრედიტებულ პროგრამასთან და მის ხანგრძლივობასთან, სააგენტოს მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, გასცემს შემდეგი დოკუმენტების ექსპერტიზის საფუძველზე:
ა) ბრძანების ასლ(ებ)ი და ცნობა(ები) სამუშაო ადგილ(ებ)იდან (არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში უმცროსი ექიმის მუშაობის ხანგრძლივობა არ არის ნაკლები ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე;
ბ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მოდულების გავლის დამადასტურებელი მოწმობები (დანათებით), რომლებიც დამოწმებული უნდა იქნეს მოდულ(ებ)ზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ(ებ)ის მიერ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №01-73/ნ- ვებგვერდი, 23.10.2019წ.
დანართი 1.1
დღიურის ნიმუში
საექიმო სპეციალობის მაძიებლის გვარი, სახელი ----------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
პროგრამის დაწყებისა და დამთავრების თარიღი: ----------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------(დღე/თვე/წელი)--------------------- (დღე/თვე/წელი)
დაწესებულების/სასწავლებლის დასახელება და მისამართი :
პირველი წელი:
წელი: 20-------დან 20-------მდე
მიზანი ......................................................................................................................................
მოდულის დასახელება
მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება
--------------------------------------------------------------------------------------------
თეორიული ცოდნა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული უნარ-ჩვევები:

შეფასება:
ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა
მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
მაძიებლის ხელმოწერა:
პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
თარიღი:
მეორე წელი:
წელი: 20-------დან 20-------მდე
მიზანი .....................................................................................................................................
მოდულის დასახელება
მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება
------------------------------------------------------------------------------------------------
თეორიული ცოდნა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული უნარ-ჩვევები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
შეფასება:
ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა
მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
მაძიებლის ხელმოწერა:
პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
თარიღი:
მესამე წელი:
წელი: 20-------დან 20-------მდე
მიზანი ......................................................................................................................................
მოდულის დასახელება
მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება
----------------------------------------------------------------------------------------------
დასახელება:
თეორიული ცოდნა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული უნარ-ჩვევები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეფასება:
ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა
მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
მაძიებლის ხელმოწერა:
პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
თარიღი:
საბოლოო შეფასება:
პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა: თარიღი:
დანართი 2
იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/ და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების ( პროფესიული მზადების) კურსის გავლა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი – დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) აკრედიტაციის მაძიებელი/აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება ან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი (შემდეგში – დაწესებულება/სასწავლებელი);
ბ) აფილირებული/ქვეკონტრაქტორი დაწესებულება – სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი, რომელთანაც დიპლომისშემდგომი მზადების განხორციელების მიზნით ხელშეკრულება (დიპლომისშემდგომი მზადების განხორციელების თაობაზე) აქვს დადებული აკრედიტაციის მაძიებელ/აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებას/სასწავლებელს;
გ) ლიმიტი (კვოტა) – რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ერთდროულად მზადების უფლებაც ეძლევა აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს ან/და კონკრეტული მოდულის განმახორციელებელ დაწესებულებას/სასწავლებელს.
2. აკრედიტაციის მიზანია, დაადასტუროს დაწესებულების/სასწავლებლის შესაბამისობა სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის და/ან სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან.
3. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციას ახორციელებს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით.
4. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში საბჭო დაწესებულებას/სასწავლებელს განუსაზღვრავს რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტს (კვოტას) კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის და/ან მოდულის და/ან სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში.
5. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, განახორციელოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აღნიშნული პროგრამის როგორც სრული, ასევე შესაბამისი საექიმო სპეციალობის მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი კურსის ფარგლებში. ამ შემთხვევაში რეზიდენტთა/მაძიებელთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება პროგრამით გათვალისწინებული ვადებისა და აკრედიტაციით მინიჭებული კვოტის შესაბამისად.
6. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მზადება შესაბამისი საექიმო სპეციალობის მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში მინიჭებული კვოტის ზემოთ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაწესებულებას/სასწავლებელს მოპოვებული აქვს აკრედიტაცია მომიჯნავე სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმების გადამზადების მიზნით საექიმო სპეციალობებში: „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“, „საოჯახო მედიცინა“). ამასთან, ზემოხსებული ადგილების რაოდენობა განისაზღვროს შემდეგი წესის გათვალისწინებით:
ა) საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის 5 წლამდე სტაჟის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში:
ა.ა) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 1-2 (2-ის ჩათვლით) – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 100%-ისა;
ა.ბ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 2 - 10 (3-დან 10-მდე) – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 50 %-ისა1;
ა.გ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 10 და მეტი – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 25 %-ისა1.
ბ) საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟის (საექიმო სპეციალობებში – „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ გადამზადების შემთხვევაში – პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 3 წლის სტაჟი) მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში:
ბ.ა) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 1-5 (5-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 100%-ისა;
ბ.ბ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 5 - 10 (10-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 75%-ისა[1] ;
ბ.გ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 10-20 (20-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 50%-ისა1;
ბ.დ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 20-ზე მეტი – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 25%-ისა1.
7. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, განახორციელოს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა მზადება შესაბამის საექიმო სპეციალობაში უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადების) დადგენილი დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში, მინიჭებული კვოტის ზემოთ, იმ პრინციპით, რომ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა რაოდენობა თითოეულ მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არ აღემატებოდეს ამ ბრძანების №2.2 დანართით (აკრედიტაციის კრიტერიუმები) განსაზღვრული მოთხოვნის 50 %-ს. [1] მრგვალდება მთელ რიცხვამდე (მიღებული წესის თანახმად).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №284/ნ - სსმ III, 31.08.2009, სსმ №107, მუხ.1233
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 29.12.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის ბრძანება №01-23/ნ - ვებგვერდი, 18.06.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №01-51/ნ - ვებგვერდი, 03.08.2017წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №01-73/ნ- ვებგვერდი, 23.10.2019წ.
მუხლი 2. აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები
1.დაწესებულებების/სასწავლებლების აკრედიტაცია შესაძლებელია, განხორციელდეს:
ა) კონკრეტული საექიმო სპეციალობ(ებ)ის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში;
ბ) მოდულ(ებ)ის ფარგლებში;
გ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის ფარგლებში;
დ) სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში.
11. (ამოღებულია - 10.01.2014, №01-2/ნ).
12. სერტიფიცირებული ექიმების მზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობ(ებ)ისათვის დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით დადგენილი (გადამზადების) კურსის ფარგლებში განხორციელდეს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში, გარდა საექიმო სპეციალობებისა - „საოჯახო მედიცინა“, „გადაუდებელი მედიცინა“ და „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“. გადამზადების აღნიშნული პროგრამების განხორციელების მიზნით დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია, მოიპოვოს ცალკე აკრედიტაცია.
2. დაწესებულება, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული კლინიკური მოდულების სულ მცირე 1/2-ის საკუთარ ბაზებზე გატარებას (აღნიშნული არ ეხება მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილ პროგრამებს საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“).
3. აფილირებული დაწესებულება, რომელთანაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განხორციელების მიზნით ხელშეკრულება აქვს დადებული დაწესებულებას/სასწავლებელს, უნდა უზრუნველყოფდეს სულ მცირე 1 მოდულის ფარგლებში სულ მცირე 1 რეზიდენტის/მაძიებლის მზადებას მოდულის ხანგრძლივობის ვადაში (გარდა საექიმო სპეციალობისა – „პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“).
31. სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია კონკრეტული მოდულის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს სულ მცირე 1 მოდულის ფარგლებში სულ მცირე 1 რეზიდენტის/მაძიებლის მზადებას მოდულის ხანგრძლივობის ვადაში.
32. დაწესებულება/სასწავლებელი, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს ხსენებული სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში, სულ მცირე 1 მაძიებლის მზადებას.
4. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაცია მოიცავს სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებების/ სასწავლებლების შესაძლებლობების შეფასებას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენას.
5. დაწესებულება/სასწავლებელი აკრედიტებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის/მისი კლინიკური ბაზა ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებები აკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
6. (ამოღებულია - 10.01.2014, №01-2/ნ).
7. აფილირებულ დაწესებულებას / სასწავლებელს, უფლება აქვს საბჭოსთან შეთანხმებით:
ა) სათანადო სიმძლავრეების არსებობის შემთხვევაში, მოიპოვოს აკრედიტაცია იგივე სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების მიზნით;
ბ) გახდეს სხვა აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის კონტრაქტორი იგივე პროგრამის მოდულ (ებ) ის ფარგლებში, მოდულ (ებ) ის მიმდინარეობის ვადებისა და კვოტის გათვალისწინებით;
გ) მოიპოვოს აკრედიტაცია იგივე პროგრამის ცალკეული მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით, მოდულ(ებ)ის მიმდინარეობის ვადებისა და კვოტის გათვალისწინებით.
8. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს არ შეიძლება ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება იგივე პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ სხვა დაწესებულებასთან/სასწავლებელთან. აღნიშნული არ ეხება თეორიულ მოდულებსა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილ პროგრამებს საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“.
9. დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის პროცესს, წარადგინოს აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
10. საბჭო უზრუნველყოფს დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის პროცესის გამჭვირვალობასა და აკრედიტაციის პროცესის მონიტორინგს.
11. თუ სარეზიდენტო მზადების დასრულების შემდგომ კონკრეტული აკრედიტრებული დაწესებულების/სასწავლებლის მაძიებელთა 1/2 სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიმსახურებს უარყოფით შეფასებას, მაშინ საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის საკითხის გადახედვის შესახებ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება № 01-2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 3. სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის განაცხადი
1. დაწესებულებამ/სასწავლებელმა აკრედიტაციის მიზნით საბჭოს სამდივნოში უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (დაწესებულების დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). განაცხადში, ასევე, უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის ან/და მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამის დასახელება, რომლის განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას/სასწავლებელს.
2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ან/და მოდულ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ დაწესებულების/სასწავლებლის განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების კითხვარი (დანართი 2.1);
ბ) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები (სავალდებულო არ არის იმ სამედიცინო დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია);
გ) აფილირებულ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულების/ მემორანდუმის ასლი (ასლები);
დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებები/ სასწავლებლები, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის განხორციელების/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობ(ებ)ის/სანებართვო მოწმობის დანართ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამ(ებ)ის (მ.შ. სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის)/მოდულ(ებ)ის, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამ(ებ)ის) დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში;
ვ) დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულებ(ებ)ის შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობისა და სარგებლობის შესახებ;
ზ) ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულებ(ებ)ის მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ.
3. სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ დაწესებულების/სასწავლებლის განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში);
ბ) ინფორმაცია დაწესებულებაში/სასწავლებელში განხორციელებული, სუბსპეციალობის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების (გატარებული პაციენტების რაოდენობა, კვლევები, მანიპულაცია-პროცედურები და სხვ.) შესახებ, კონკრეტული რაოდენობების მითითებით;
გ) ინფორმაცია სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში ჩართული ადამიანური რესურსის შესახებ (პროგრამის ხელმძღვანელისა და პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირების ავტობიოგრაფიები/CV, პედაგოგიური და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები);
დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობ(ებ)ის განხორციელების/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობ(ებ)ის/სანებართვო მოწმობის დანართ(ებ)ის ასლ(ებ)ი (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში);
ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამ(ებ)ის (მ.შ. სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის)/მოდულ(ებ)ის, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამ(ებ)ის) დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში;
ვ) დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობისა და სარგებლობის შესახებ (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში);
ზ) ინფორმაცია დაწესებულების/სასწავლებლის მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ (სავალდებულო არ არის იმ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის, რომელსაც მოპოვებული აქვს აკრედიტაცია შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 2 ივლისის ბრძანება №222/ნ - სსმ III, 03.07.2009, სსმ №82, მუხ.884
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 4. აკრედიტაციის პროცესი
1. დაწესებულების/სასწავლებლის მიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ საბჭოს სამდივნო ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან; სრული შესაბამისობის შემთხვევაში ინფორმაცია რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალსა და მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში.
2. საბჭოს სამდივნო შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს 5 დღის ვადაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აკრედიტაციის მაძიებელს ეძლევა 10 დღე დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზეც მაძიებელს ეცნობება საბჭოს სამდივნოს მიერ.
3. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, საბჭოს სამდივნოს მიერ დაწესებულებას ეგზავნება ოფიციალური შეტყობინება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ.
4. დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ.
5. სააკრედიტაციო ვიზიტის მიზანია, საშუალება მისცეს სააგენტოს თანამშრომლებს, დადგინდეს თვითშეფასების კითხვართან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულების (დაწესებულებების) პირობების შესაბამისობა. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლისა და მისი დოკუმენტაციის მოცულობის შესაბამისად.
6. სააგენტოს თანამშრომლები ამოწმებენ დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, ახორციელებენ მათში დასაქმებული პირების, რეზიდენტების/მაძიებლების და სხვა დაინტერესებული პირების ინტერვიუირებას და შენობა-ნაგებობის და აღჭურვილობის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით, სააგენტოს თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან, მოიძიონ და გადაამოწმონ კონკრეტული მონაცემები.
7. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულების შემდეგ დგება ოქმი.
8. დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს თანამშრომლებს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი ოქმის მომზადებაში.
9. ოქმი წარმოადგენს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების/სასწავლებლის ფაქტობრივი პირობების აღწერას. ოქმით დგინდება აკრედიტაციის მაძიებლის პირობების შესაბამისობა ამ წესით დადგენილ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან (დანართი 2.2).
10. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულებისას სააგენტოს თანამშრომლები აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას/სასწავლებელს აცნობენ ოქმს, რაც დასტურდება ოქმზე სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისა და დაწესებულების წარმომადგენლის ხელმოწერითა და დაწესებულების ბეჭდით.
11. ოქმის წარმოდგენის შემდეგ სააგენტოს უფროსი საბჭოს წარუდგენს შესაბამის მოხსენებით ბარათს, რომელსაც თან ერთვის ოქმის ასლი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
მუხლი 5. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ
1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს 3 თვემდე.
2. საბჭო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ;
დ) ლიმიტის (კვოტის) შეცვლის შესახებ.
3. აკრედიტაცია ძალაში შედის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
4. აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა მიეთითოს უარის თქმის საფუძველი.
5. საბჭოს გადაწყვეტილება საბჭოს სამდივნოს მიერ რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში და მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში.
6. დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის აკრედიტაციის მინიჭება ხდება 3 წლის ვადით.
7. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი, ახალი აკრედიტაციის მისაღებად საბჭოს მიმართავს მინიჭებული აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე და წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს.
8. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ დასტურდება აკრედიტაციის მოწმობით.
9. აკრედიტაციის შესახებ მოწმობის ფორმას განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.
10. მოწმობის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.
11. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია იგივე სარეზიდენტო პროგრამ(ებ)ის ან/და მოდულ(ებ)ის ან/და სუბსპეციალობის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუადრეს 1 წლისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 6. დაწესებულებისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის (ლიმიტი/კვოტა) განსაზღვრა
1. რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის/ სასწავლებლისათვის მათი მაქსიმალური რაოდენობის – ლიმიტის (კვოტის) განსაზღვრას, რომლის ერთდროულად მზადების უფლება აქვს დაწესებულებას/სასწავლებელს:
ა) იმ სარეზიდენტო პროგრამის (მ.შ. მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის საერთო (საბაზისო) და შესაბამის საექიმო სპეციალობებში შემდგომი მზადების კურსის) ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია, პროგრამის (კურსის) ხანგრძლივობის ვადებში;
ბ) იმ მოდულ(ებ)ის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია მოდულის ხანგრძლივობის ვადებში;
გ) იმ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია, პროგრამის ხანგრძლივობის ვადებში.
2. აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის ლიმიტი/კვოტა განისაზღვრება კომპლექსურად, აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების/სასწავლებლის საკუთარი და მასთან აფილირებული დაწესებულებების სიმძლავრეების შესაბამისად. მხედველობაში მიიღება პროგრამის (მოდულის) განხორციელების ვადები.
3. 1 წელზე ნაკლები ხანგრძლივობის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამის შემთხვევაში, რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება აღნიშნული დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამის ხანგრძლივობის ვადის შესაბამისად.
31 . (ამოღებულია - 15.12.2011, №01-62/ნ).
32. სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, აკრედიტაციისას, დამატებით განისაზღვრება რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა – ლიმიტი (კვოტა) პროგრამის შესაბამისი მოდულ(ებ)ის ფარგლებში.
33. დაწესებულება/სასწავლებელი, აკრედიტაციით მინიჭებული კვოტის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოფდეს ყოველ წელს რეზიდენტთა/მაძიებელთა ახალი ნაკადის მიღების შესაძლებლობას.
4. რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება დაწესებულებისათვის:
ა) აკრედიტაციის მინიჭებისას;
ბ) რეზიდენტთა/ მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილების შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის და სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მონაცემების ადგილზე შესწავლის საფუძველზე.
6. საბჭოს ინიციატივით, დაწესებულების/სასწავლებლის რეზიდენტთა/მაძიებელთა ადგილების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ წესის შესაბამისად, დაწესებულების შესაბამისი შემოწმების შედეგად და სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01- 2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 7. აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლები
1. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია საბჭოს ყოველწლიურად 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ. თვითშეფასების ანგარიშის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენა საბჭოში სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის აკრედიტაციის მინიჭებიდან/ლიმიტის (კვოტის) შეცვლიდან გასულია 6 თვე.
2. საბჭო სააგენტოს მეშვეობით უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულების/სასწავლებლის შესაბამისობა აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დაწესებულება/სასწავლებელი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების ანგარიშს;
ბ) თვითშეფასების ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად დაწესებულება/სასწავლებელი აღარ აკმაყოფილებს აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები წარმოშობენ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია, რომ დაწესებულება/სასწავლებელი არ აკმაყოფილებს აკრედიტაციის კრიტერიუმებს.
3. აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების/სასწავლებლის პირობების შესაბამისობის კომპლექსური შემოწმების განხორციელება სააგენტოს მიერ შესაძლებელია წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
31. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრა ხორციელდება იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მოპოვებული აქვს მას აკრედიტაცია.
4. დაწესებულების/სასწავლებლის შემოწმების შედეგად სააგენტოს შესაბამისი ოქმის საფუძველზე საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების და/ან რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) შეცვლის შესახებ, თუ დაწესებულება არ შეესაბამება აკრედიტაციის კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, აგრეთვე, თუ დაწესებულებამ/ სასწავლებელმა დაარღვია აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური ლიმიტი (კვოტა).
5. აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში დაწესებულებას/სასწავლებელს არა აქვს რეზიდენტთა/მაძიებელთა მიღების უფლება, მაგრამ მას უფლება აქვს დაასრულოს იმ რეზიდენტთა/მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება), რომელიც დაწყებული იყო აკრედიტაციის გაუქმებამდე.
6. ამ მუხლის მოქმედება 2012 წლის 31 დეკემბრამდე არ ვრცელდება იმ სამედიცინო დაწესებულებებზე/სასწავლებლებზე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ აკრედიტაცია თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, სამეანო-გინეკოლოგიური, ონკოლოგიური, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიური, ნევროლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიურ ი, ოფთალმოლოგიური, ფსიქიატრიული, რადიოლოგიური პროფილის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების განხორციელებისათვის.
7. უმაღლესი სასწავლებლისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში და/ან სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
მუხლი 8. დაწესებულების/სასწავლებლის შემოწმების ჩატარების წესი
სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ წესის მე-4, მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 9. აკრედიტებული დაწესებულებებისათვის/სასწავლებლებისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილება
1. აკრედიტებულმა დაწესებულებამ/სასწავლებელმა რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილების შესახებ განაცხადი უნდა წარადგინოს საბჭოში თვითშეფასების ანგარიშთან ერთად.
2. აკრედიტებულ დაწესებულებაში/სასწავლებელში რეზიდენტთა/მაძიებელთა ადგილების რაოდენობის ცვლილება ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10. აკრედიტებულ დაწესებულებასა და აფილირებულ დაწესებულებას შორის ხელშეკრულების შეწყვეტის/დადების შემთხვევები
აკრედიტებულმა დაწესებულებამ აფილირებულ დაწესებულებასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და სხვა სამედიცინო დაწესებულებასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვალდებულია აცნობოს საბჭოს დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 11. აკრედიტებულ დაწესებულებას / სასწავლებელს და პროგრამის ხელმძღვანელს ან / და ცალკეულ მოდულზე / სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის / დადების შემთხვევები🔗
1. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, სარეზიდენტო/სუბსპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირებთან ხელშეკრულების შეწყვეტის/გაფორმების შემთხვევაში აცნობოს საბჭოს დაუყოვნებლივ.
2. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი არ წარმოადგენს ხელშეკრულებას სარეზიდენტო/სუბსპეციალობის პროგრამის სხვა ხელმძღვანელთან ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ/სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირთან, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში რეზიდენტთა/მაძიებელთა ახალი ნაკადის მზადება 2013 წლის 19 დეკემბრის შემდეგ განხორციელდეს 2013 წლის 19 დეკემბრის შემდგომ აკრედიტებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ) ის შესაბამისად და იმ ლიმიტის (კვოტის) ფარგლებში, რომელიც მათ მიენიჭათ 2013 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით .
2. 2013 წლის 19 დეკემბრის შემდგომ აკრედიტებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამ(ებ) ით მზადების დაწყებამდე აკრედიტებული დაწესებულება/ სასწავლებელი ვალდებულია, მოიპოვოს აკრედიტაცია მხოლოდ იმ მოდულ (ებ) ის ფარგლებში, რომელიც დაემატა ხსენებულ პროგრამას ან რომელმაც განიცადა შინაარსობრივი ცვლილება . აღნიშნულ შემთხვევაში აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, სტომატოლოგიური სპეციალობების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამების ფარგლებში - სააკრედიტაციო ვიზიტის გარეშე, შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის და საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, დაწესებულების/სასწავლებლის მოდულების ფარგლებში დამატებითი აკრედიტაციის განხორციელებისას შესაძლებელია, საბჭოსთან შეთანხმებით, ლიმიტის(კვოტის) კორექტირება პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად .
3. სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების მიზნით, დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია, მოიპოვოს აკრედიტაცია შესაბამისი სუბსპეციალობის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.
4. დაწესებულებები/სასწავლებლები უფლებამოსილნი არიან, დაასრულონ სუბსპეციალობის აკრედიტებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში 2015 წლის 31 ივლისამდე დაწყებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების მზადება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01- 2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №01-27/ნ - ვებგვერდი, 07.08.2015წ.
დანართი 2.1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
I.ზოგადი ინფორმაცია
სარეზიდენტო პროგრამის /მოდულ(ებ)ის დასახელება
სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის დასახელება
მისამართი
ტელეფონი, ფაქსი
ელექტრონული ფოსტა
ვებგვერდი
არსებობის შემთხვევაში
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების (აფილირებული დაწესებულებების) დასახელება, რომელთანაც დაწესებულებას/ სასწავლებელს პროგრამის განხორციელების მიზნით გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები (შესაბამისი მოდულების მითითებით)
მიმდინარე პერიოდში რეზიდენტების/სპეციალობის მაძიებლების რაოდენობა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის დასახელება, მზადების დაწყების და დასრულების თარიღი )
II. კლინიკური რესურსი
სამედიცინო მომსახურების/ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი (აფილირებული დაწესებულებების/სასწავლებლებისა და შესაბამისი მომსახურების/ სერვისების მითითებით)
ამბულატორიულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი
სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი
ამბულატორიულ განყოფილებაში/კაბინეტში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)
კონკრეტული პროგრამის/
მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით
სტაციონარულ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)
კონკრეტული პროგრამის/
მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით
სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების საერთო რაოდენობა
სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია რეზიდენტებისათვის
კონკრეტული პროგრამის/
მოდულ(ებ)ის ფარგლებში
ამბულატორიული დატვირთვა (ვიზიტების რაოდენობა), თვეში, წელიწადში
კონკრეტული პროგრამის/
მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით
სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული საწოლების რაოდენობა (განყოფილების და/ან პროფილის მითითებით)
კონკრეტული პროგრამის/
მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით
სტაციონარული დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი
კონკრეტული პროგრამის/
მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით
სტაციონარული დაწესებულების საოპერაციო აქტივობების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების მითითებით (სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში -მშობიარობების რაოდენობები)
კონკრეტული პროგრამის/
მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით
ზოგადი და რეგიონული (სპინალური, პერიდურული და წნულოვანი) გაუტკივარებით ჩატარებული ოპერაციების რიცხვი
კონკრეტული პროგრამის/
მოდულ(ებ)ის გათვალისწინებით
დიაგნოსტიკური, სამკურნალო, პროფილაქტიკური პროცედურები, რომელიც ტარდება დაწესებულებაში და მათი რაოდენობა განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში
1.დიაგნოსტიკური
2. სამკურნალო
3.პროფილაქტიკური
მხოლოდ ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამის/ მოდულ(ებ)ის ფარგლებში
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01-2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ .
III. მატერიალური რესურსი
რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ფართი (ოთახების რაოდენობა, მ2 -ის მითითებით)
კონფერენციის, კონსილიუმის, სემინარის ჩატარებისათვის საჭირო სათანადოდ აღჭურვილი ფართი
ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას
აუცილებელი და რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას
1.
2.
3.
საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (კომპიუტერული უზრუნველყოფა: რეზიდენტების/მაძიებლების თავისუფალი სარგებლობისათვის განკუთვნილი ინტერნეტში ჩართული კომპუტერების რაოდენობა)
IV. ინტელექტუალური რესურსი
სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელობის მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, საკონტაქტო ინფორმაცია)
1.
2.
3.
ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, პედაგოგიური გამოცდილება, საკონტაქტო ინფორმაცია)
მოდული 1.
მოდული 2.
მოდული 3.
ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელისა და ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხსიმგებელი პირების ავტოგრაფიები/CV.
V. სამეცნიერო კვლევა
პროგრამების, პროექტების, სამეცნიერო გრანტების დასახელება, რომელშიც მონაწილეობს დაწესებულება
საერ თ აშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში ჩართულობა
სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის, მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიების, კლინიკური გაიდლაინების მომზადებაში მონაწილეობა
VI. ხარისხის უზრუნველყოფა
ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის შესახებ
ინფორმაცია სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ
სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის ხელმძღვანელის ხელმოწერა –––––––––––––––––––
ბეჭედი –––––––––––––––
დანართი 2.2
აკრედიტაციის კრიტერიუმები
1.(ამოღებულია ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
2. ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროფილის მიხედვით:
ა) საოჯახო მედიცინა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე;
ბ) თერაპიული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი / მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე (მ.შ. შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართვიანობის რაოდენობა);
გ ) ქირურგიული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი / მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე (მ.შ. შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართვიანობის რაოდენობა);
დ) პედიატრიული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე (მ.შ. შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართვიანობის რაოდენობა);
ე) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე;
ვ) ფტიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე;
ზ) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე, ბავშვთა ფსიქიატრია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 450 ბავშვთა ფსიქიატრიულ ვიზიტზე;
თ) რადიოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 დიაგნოსტიკურ ვიზიტზე, დოპლეროგრაფია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 250 დოპლეროგრაფიულ დიაგნოსტიკურ ვიზიტზე;
ი) თერაპიული სტომატოლოგია - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 300 ვიზიტზე.
კ) ქირურგიული სტომატოლოგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 200 ვიზიტზე;
ლ) ორთოპედიული სტომატოლოგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 250 ვიზიტზე;
მ) ორთოდონტია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 500 ვიზიტზე;
ნ) ყბა-სახის ქირურგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 500 ვიზიტზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01- 2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014 წ .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №01-2/ნ - ვებგვერდი, 06.01.2017წ.
3. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებლები წელიწადში (შესაბამისი პროფილის ფარგლებში, საწოლდღეებში) უნდა შეადგენდეს: თერაპიული პროფილი – არანაკლებ 100, პედიატრიული პროფილი – არანაკლებ 130, ქირურგიული პროფილი – არანაკლებს 100, ონკოლოგიური პროფილი – არანაკლებ 180, ინფექციური პროფილი – არანაკლებ 80, სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – არანაკლებ 100, ნევროლოგიური პროფილი – არანაკლებ 130, ფსიქიატრიული პროფილი – არანაკლებ 210, ფტიზიატრიული პროფილი – არანაკლებ 200, ოტორინოლარინგოლოგიური პროფილი – არანაკლებ 50, ოფთალმოლოგიური პროფილი – არანაკლებ 60.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
4. სტაციონარულ დაწესებულებაში საწოლების რაოდენობა (ქირურგიულ და სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში – საოპერაციო აქტივობები, მანიპულაცია/პროცედურები, მშობიარობები) ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით განყოფილებების პროფილის მიხედვით:
ა) თერაპიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე;
ბ) ქირურგიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე:
ბ.ა) საოპერაციო აქტივობა - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 90 ოპერაციაზე, ბავშვთა ნეიროქირურგიული პროფილის შემთხვევაში – არანაკლებ 45 ოპერაციაზე;
ბ.ა) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 90 ოპერაციაზე, ბავშვთა ნეიროქირურგიული პროფილის შემთხვევაში – არანაკლებ 45 ოპერაციაზე, ბავშვთა კარდიოქირურგიული პროფილის შემთხვევაში – არანაკლებ 45 ოპერაციაზე;
ბ.ბ) მანიპულაცია/პროცედურები – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 120 მანიპულაცია/პროცედურაზე;
გ) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე:
გ.ა) მშობიარობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 100 მშობიარობაზე;
გ.ბ) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 45 ოპერაციაზე;
დ) პედიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 3 საწოლზე;
ე) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 4 საწოლზე;
ვ) ფტიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 4 საწოლზე;
ზ) ინფექციური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 4 საწოლზე;
თ) ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული პროფილი - საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ზოგადი და რეგიონული (სპინალური, პერიდურული და წნულოვანი) გაუტკივარებით ჩატარებულ არანაკლებ 70 ოპერაციაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება №01- 2/ნ - ვებგვერდი, 10.01.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №01-44/ნ - ვებგვერდი, 07.10.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №01-66/ნ - ვებგვერდი, 30.11.2017წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 30 მაისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 30.05.2023წ.
41 . სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, პროფილის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს:
ა) მხოლოდ მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
ბ) მხოლოდ მე-2 და მე-4 პუნქტის „ ბ. ა“, „ ბ. ბ“, „ გ. ა“ და „ გ. ბ.“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
გ) მხოლოდ მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
დ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
ე) ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული პროფილის შემთხვევაში - მხოლოდ ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 იანვრის ბრძანება№01- 2/ნ - ვებგვერდი , 10.01.2014 წ .
42. სამედიცინო დაწესებულებები ან ის დაწესებულებები, რომლებსაც დაემატა ახალი სერვისები და ამ დაწესებულებების ან ახალი სერვისების ამოქმედებიდან არ არის გასული 1 წელი, უნდა აკმაყოფილებდნენ მე-2, მე-3, მე-4 და 41 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს იმ ვადებზე გაანგარიშებით, რაც გასულია მათი ამოქმედებიდან ( აღნიშნული არ ვრცელდება სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებზე). გამონაკლის შემთხვევებში საბჭო უფლებამოსილია, ისინი შეაფასოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები მხოლოდ საწოლების რაოდენობის, გათვალისწინებული/ არსებული სერვისების, მატერიალურ- ტექნიკური ბაზისა და აკადემიური/ პედაგოგიური რესურსის გათვალისწინებით ( ეს გამონაკლისი ეხება მხოლოდ მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებებს).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
43. სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციისას სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის საქმიანობის მოცულობა განისაზღვრება სუბსპეციალობის პროგრამის შინაარსით. ამასთან, დაწესებულების/სასწავლებლის ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება შესაბამის სუბსპეციალობის პროგრამაში მითითებული გამოკვლევების/მანიპულაციების რაოდენობების მიხედვით, ერთ მაძიებელზე გაანგარიშებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
5. სტომატოლოგიურ დაწესებულებაში არა უმეტეს 3 რეზიდენტი რეზიდენტებისთვის განკუთვნილ თითოეულ სავარძელზე.
6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა ანესთეზიოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 3 რეზიდენტის/მაძიებლისა; რადიოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; სტომატოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; სამედიცინო გენეტიკის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; გადაუდებელი მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტისა /მაძიებლისა, ბირთვული მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტისა /მაძიებლისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანება №01-2/ნ - ვებგვერდი, 06.01.2017წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 22.01.2019წ.
61. სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირზე მაძიებლების რაოდენობა განისაზღვრება კონკრეტულ სუბსპეციალობის პროგრამაში მითითებული რაოდენობების მიხედვით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
7. პროგრამის ხელმძღვანელი, ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები (გარდა თეორიული მოდულებისა) და სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელი პირები ხელმძღვანელობენ მხოლოდ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ან/და სასწავლებელში (ერთ სამედიცინო დაწესებულებასა ან/და სასწავლებელსა და მასთან აფილირებულ სამედიცინო დაწესებულებებში) მიმდინარე დიპლომისშემდგომ მზადებას (პროგრამას, მოდულს).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №284/ნ - სსმ III, 31.08.2009, სსმ №107, მუხ.1233
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №389/ნ - სსმ III, 27.11.2009, სსმ №146, მუხ.1704
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
8. პროგრამის ხელმძღვანელი: აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი) ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში არანაკლებ 5-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. პროგრამის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში. გამონაკლის შემთხვევებში, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პროგრამ-ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ პირს შეიძლება არ ეკავოს აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი) ან არ ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
9. მოდულზე პასუხისმგებელი პირი: სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/ მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება, არანაკლებ 2 - წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, ან სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/ მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 4 - წლიანი გამოცდილება, დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/ მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში, სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 - წლიანი გამოცდილება ( საექიმო სპეციალობაში – „ საოჯახო მედიცინა“ მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი პროგრამის შემთხვევაში, „ საოჯახო მედიცინაში“/ პირველად ჯანდაცვაში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 - წლიანი გამოცდილება) და მასწავლებელთა ტრეინინგ- პროგრამის გავლა. მოდულის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/ და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის ბრძანება №218/ნ - სსმ III, 29.06.2009, სსმ №79, მუხ.864
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
91. თეორიულ მოდულზე პასუხისმგებელი პირი: შესაბამისი უმაღლესი განათლება, 2 წელი პედაგოგიური გამოცდილება, ხოლო ნარკოლოგიასა და სტომატოლოგიაში, დამატებით, – შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
92. სუბსპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელი - აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი) ან დოქტორის აკადემიური ხარისხი და სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა ან არანაკლებ 2-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა ; სუბსპეციალობის პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პასუხისმგებელი პირები - სუბსპეციალობის შესაბამისი მოწმობა და პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
10. რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ოთახის ფართობი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით შეადგენს 2,5 მ2 -ს.
ლ) ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 25 რეზიდენტზე/მაძიებელზე.
11. არსებული ლიტერატურა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ათვისებას.
111 . (ამოღებულია - 07.06.2012, №01-32/ნ).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
12. დაწესებულება შემდეგი ჩამონათვალიდან ახორციელებს არანაკლებ 2 აქტივობას:
ა) მონაწილეობს პროგრამების, პროექტების, სამეცნიერო გრანტების განხორციელებაში;
ბ) ჩართულია საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში;
გ) მონაწილეობს სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის, მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიების მომზადებაში;
დ) მონაწილეობს კლინიკური გაიდლაინების მომზადებაში.
13. არსებობს სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასების სისტემა.
14. არსებობს სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა; შეფასების სისტემა ითვალისწინებს რეზიდენტთა/მაძიებელთა ეტაპობრივ და საბოლოო შეფასებას; უარყოფითი შეფასებისას არსებობს აპელაციის მექანიზმი.
15. აკრედიტაციის სპეციფიური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „ ლაბორატორიული მედიცინა“:
ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებას/ სასწავლებელს ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა გააჩნდეს კარგად აღჭურვილი კლინიკო- დიაგნოსტიკური ლაბორატორია/ ლაბორატორიები. ლაბორატორიის/ ლაბორატორიების აღჭურვილობაში, პროფილის შესაბამისად, უნდა შედიოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ანალიზატორები:
ა. ა) ბიოქიმიური ანალიზატორი
ა. ბ) ჰემატოლოგიური ანალიზატორი
ა. გ) იმუნოლოგიური ანალიზატორი
ა. დ) ჰემოსტაზიოლოგიური ანალიზატორი
ა. ე) შარდის ანალიზატორი
ბ) ლაბორატორია/ ლაბორატორიები უნდა უზრუნველყოფდეს მრავალპროფილიანი გამოკვლევების ჩატარებას;
გ) კონკრეტული ლაბორატორიის საერთო დატვირთვა (გარდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევებისა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 გამოკვლევას წელიწადში;
დ) ლაბორატორიული გამოკვლვების რაოდენობა (გარდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევებისა) ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროგრამის ფარგლებში, პროფილის შესაბამისად, უნდა შეადგენდეს 800 გამოკვლევას წელიწადში;
დ1) ლაბორატორიის საერთო დატვირთვა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების (ციტოგენეტიკური გამოკვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები) მიხედვით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 გამოკვლევას წელიწადში. ამასთან, მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების (ციტოგენეტიკური გამოკვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები) რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით, პროგრამის ფარგლებში, უნდა შეადგენდეს:
დ1.ა) ციტოგენეტიკური გამოკვლევები (ციტოგენეტიკური გამოკვლევებისათვის სისხლის აღება და შენახვა, პერიფერიული სისხლის ლიმფოციტებისა და ძვლის ტვინის უჯრედების დამუშავება) – 10 გამოკვლევას წელიწადში;
დ1.ბ) მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ჩატარება გენური მუტაციების შესასწავლად, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ჩატარება ინფექციური აგენტების თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისათვის) - 20 გამოკვლევას წელიწადში.
ე) ლაბორატორიული მედიცინის პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე გათვალისწინებული უნდა იყოს არა უმეტეს 6 რეზიდენტისა / მაძიებლისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
16. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „სასამართლო მედიცინა“ (მოდული – „სასამართლო მედიცინა“):
ა) „სასამართლო მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის (მოდული – „სასამართლო მედიცინა“) განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მოცულობა განისაზღვრება შემდეგი საქმიანობებით:
ა.ა) ცოცხალ პირთა ექსპერტიზა;
ა.ბ) გვამების ექსპერტიზა;
ა.გ) გვამიდან აღებული მასალის სასამართლო პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკა;
ა.დ) გვამიდან აღებული ბიომასალისა და წარმოდგენილი არაბიოლოგიური ნივთმტკიცებების გამოკვლევა;
ა.ე) საგამოძიებო საქმის მასალებით პირველადი, დამატებითი, განმეორებითი, კომისიური, კომპლექსური და ალტერნატიული ექსპერტიზები;
ა.ვ) სასამართლო სამედიცინო ექსპერტების მონაწილეობა პირველად და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში (გვამის დათვალიერება შემთხვევის ადგილზე, ექსჰუმაცია, ცოცხალ პირთა შემოწმება, შესადარებლად საჭირო ნიმუშების აღება და სხვ.).
ბ) „სასამართლო მედიცინის“ სასწავლო პროგრამის (მოდული – „სასამართლო მედიცინა“) განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა მოიცავდეს შემდეგ საექსპერტო სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:
ბ.ა) ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (ამბულატორიული) განყოფილება;
ბ.ბ) გვამების სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (თანატოლოგიური) განყოფილება;
ბ.გ) ბიოლოგიურ ნივთმტკიცებათა გამოკვლევის (ლაბორატორიული) განყოფილება:
ბ.გ.ა) სასამართლო ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური ლაბორატორია;
ბ.გ.ბ) სასამართლო ბიოლოგიური ლაბორატორია;
ბ.გ.გ) სასამართლო დნმ ლაბორატორია;
ბ.გ.დ) სასამართლო ქიმიური ლაბორატორია;
ბ.გ.ე) სასამართლო ფიზიკო - ტექნიკური (კრიმინალისტიკური) ლაბორატორია.
გ) დაწესებულების მინიმალური დატვირთვა რაოდენობების მითითებით, 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე და ერთ წელიწადზე გაანგარიშებით:
№
მანიპულაცია/საქმიანობა
რაოდენობა
1.
გვამის გარეგანი დათვალიერება
160
2.
შემთხვევის ადგილზე გვამის დათვალიერება
30
3.
ექსჰუმაცია
3
4.
გვამის გაკვეთა
160
5.
ცოცხალ პირთა გამოკვლევა
160
6.
კომისიური ექსპერტიზა
16
7.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა
320
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
17. აკრედიტაციის სპეციფიური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „ პათოლოგიური ანატომია- კლინიკური პათოლოგია“:
ა) „ პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების/ სასწავლებლის ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მოცულობა განისაზღვრება შემდეგი საქმიანობებით:
ა. ა) ოპერაციული მასალის პათოლოგოანატომიური გამოკვლევა;
ა. ბ) ბიოფსიური ( გამონაფხეკი) მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა;
ა. გ) ნაცხისა და პუნქტატის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა;
ა. დ) გვამის პათოლოგოანატომიური გამოკვლევა;
ბ) „ პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების სასწავლებლის ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) პათოლოგოანატომიური სამსახური დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით და მას უნდა გააჩნდეს:
ბ. ა) სათანადოდ აღჭურვილი სასექციო და გვამების შესანახი მაცივარი ( სამაცივრო ოთახი):
ბ. ბ) სათანადოდ აღჭურვილი გვამების მოსაწესრიგებელი ოთახი;
ბ. გ) ოპერაციული და ბიოფსიური მასალის შესანახი და ამოსაჭრელი სათანადოდ აღჭურვილი ოთახი;
ბ. დ) სათანადოდ აღჭურვილი ჰისტოლოგიური ლაბორატორია;
ბ. ე) სათანადოდ აღჭურვილი ციტოლოგიური ლაბორატორია;
ბ. ვ) მიკროპრეპარატების არქივი.
გ) პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელებაში მონაწილე თითოეული დაწესებულების მინიმალური დატვირთვა 2 რეზიდენტზე/ მაძიებელზე გადაანგარიშებით წელიწადში უნდა იყოს:
№
მანიპულაცია/საქმიანობა
რაოდენობა
1.
ოპერაციული და ბიოფსიური მასალის გამოკვლევა
500
2.
ბიოფსიური მასალის / გამონაფხეკის გამოკვლევა
50
3.
ციტოლოგიური გამოკვლევა
100
დ) გვამის გაკვეთაში მონაწილე დაწესებულებებში (2 დაწესებულება) წელიწადში – მინიმუმ უნდა ხორცილდებოდეს 10 გაკვეთა ( ორივეში ჯამურად).
ე) „ პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების/ სასწავლებლის ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მინიმალური დატვირთვა ერთ რეზიდენტზე გადაანგარიშებით უნდა იყოს:
№
მანიპულაცია/უნარ-ჩვევა
რაოდენობა
1.
გვამის პათოლოგანატომიურ გაკვეთა
7
2.
გვამური მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა
10
3.
ოპერაციული მასალის მიკრომორფოლოგიური გამოკვლევა
150
4.
ოპერაციული მასალის პათოჰისტოლოგიური დიაგნოსტიკა
50
5.
ციტოპათოლოგიური გამოკვლევა
30
6.
ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა
20
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 მაისის ბრძანება №125/ნ - სსმ III, 13.05.2010, სსმ №54, მუხ.840
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
18. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „ კლინიკური ტოქსიკოლოგია“:
ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებაში/ სასწავლებელში ( აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) უნდა იყოს განყოფილება/ კლინიკა, რომელშიც ხორციელდება შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობა;
ბ) გატარებული პაციენტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 300 შემთხვევას წელიწადში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-62/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011 წ.
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 08.06.2012წ.
19. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „სამედიცინო გენეტიკა“:
ა) სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობას;
ბ) მონოგენური დაავადებები - 300 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
გ) მულტიფაქტორული და პოლიგენური დამემკვიდრება - 30 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
დ) განვითარების თანდაყოლილი ანომალიები - 20 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
ე) გენეტიკა (გენეტიკური დაავადებების მართვის და მკურნალობის პრინციპები, სამედიცინო-გენეტიკური კონსულტირება) - 200 ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
ვ) დედის და ნაყოფის მედიცინა, რეპროდუქციული გენეტიკა - 300 შესაბამისი პროფილის ვიზიტი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით;
ზ) მოდულები: ონკოგენეტიკა - გენეტიკურად განპირობებული სიმსივნური დაავადებები, ქირურგია - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული დარღვევების ქირურგიული კორექცია, უროლოგია - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული უროლოგიური დარღვევები, კარდიოგენეტიკა - თანდაყოლილი და გენეტიკურად განპირობებული გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გრძნობათა ორგანოების მოშლილობები, ნეიროგენეტიკა - გენეტიკურად განპირობებული ნევროლოგიური დარღვევები, ფსიქიატრია - გენეტიკურად განპირობებული ფსიქიატრიული დარღვევები, ოფთალმოლოგია - გენეტიკურად განპირობებული ოფთამოლოგიური დარღვევები, დერმატოლოგია - თანდაყოლილი დერმატოლოგიური დარღვევები, ჰემატოლოგია - გენეტიკურად განპირობებული ჰემატოლოგიური დარღვევები - შეფასდეს თეორიული მოდულებისათვის გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
20. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – „გადაუდებელი მედიცინა“:
ა) „გადაუდებელი მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი პროფილის პაციენტების მკურნალობას. მისი დატვირთვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5000 ვიზიტს წელიწადში;
ბ) პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელებაში მონაწილე თითოეული დაწესებულების მინიმალური დატვირთვა 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 500 შემთხვევას წელიწადში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ივნისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
21. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – ბირთვული მედიცინა“:
ა) „ბირთვული მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის შესაბამისი მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებას/სასწავლებელს (სასწავლებლის აფილირებული დაწესებულებას) უნდა გააჩნდეს ბირთვული თერაპიისთვის აუცილებელი ბოქსირებული იზოლირებული პალატა;
ბ) „ბირთვული მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მინიმალური დატვირთვა ერთ რეზიდენტზე გადაანგარიშებით უნდა იყოს:
№
მანიპულაცია/საქმიანობა
რაოდენობა
1
ფარისებური ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა
50
2
PET/CT
80
3
SPECT/CT
180
4
ბირთვული თერაპია
100
გ) გატარებული პაციენტების რაოდენობა 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 150 პაციენტს (როგორც დიაგნოსტიკა, ასევე, ბირთვული თერაპია) წელიწადში;
დ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებლები წელიწადში (შესაბამისი პროფილის ფარგლებში, საწოლდღეებში) უნდა შეადგენდეს - ბირთვული მედიცინის პროფილი – 80.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 22.01.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, №135/ნ, 08.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.988 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83212-21/