„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2009 ბოლო ცვლილება 20.02.2015
ნომერი
№2-89
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.032.013.023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 27/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

        საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-89

2009 წლის 14 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №2-82 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     ბ. კვეზერელი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდ გომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისთვის “საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცილებისათვის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ე) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია;

ვ) სასამართლოს დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ზ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;

თ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ი) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის, სამინისტროში შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის საბოლოო შეთანხმებისა და წარდგენის უზრუნველყოფის ორგანიზება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან;

კ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;

კ​1) (ამოღებულია - 23.06.2013, №2-152);

ლ) (ამოღებულია);

ლ​1) კომპეტენციის   ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

ლ​2) მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და ამოცანები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-68 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.803

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის ბრძანება №2-24 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე(ები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებს, უფლებამოსილებებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.

6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ​1) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;

ე) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №2-50 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო;

გ) ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-68 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.803

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო ახორციელებს:

ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში;

ბ) სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადებას და აღნიშნული დავების განხილვაში მონაწილეობის მიღებას;

გ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების, განცხადებების, კორესპონდენციის განხილვას კომპეტენციის ფარგლებში;

გ​1) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა დაწესებულებებიდან შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და სათანადო რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

2. კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო   ახორციელებს:

ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაციას;

ბ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაციას;

გ) სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და შესრულების   მიზნით, ნორმატიული აქტების და მათში შეტანილი ცვლილებების შესწავლას;

ე) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას;

ვ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ზ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის ორგანიზებას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო   ახორციელებს:

ა) წინადადებების წარდგენას სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით;

ბ) ევროკავშირის სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის   ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უწყებებიდან   შემოსული, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების   მომზადებას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან;

დ) მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის ბრძანება №2-68 - სსმ III, №53, 11.05.2010წ., მუხ.803

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის ბრძანება №2-24 - ვებგვერდი, 06.02.2012წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 - ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრვი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. (ამოღებულია - 23.06.2013, №2-152).

4. (ამოღებულია - 23.06.2013, №2-152).

5. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №2-152 -ვებგვერდი, 25.06.2013წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-89, 14.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.023 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83398-4/