„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.07.2009 ძალადაკარგული 09.09.2025
ნომერი
№3/93
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.028.013.273
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 14/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.028.013.273

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის

მინისტრის ბრძანება №3/93

2009 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №3/147, სსმ III, №117, 28.09.2009წ., მუხ.1338

,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №1).

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №3/147, სსმ III, №117, 28.09.2009წ., მუხ.1338

2. დამტკიცდეს ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი“ (დანართი №2).

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №3/147, სსმ III, №117, 28.09.2009წ., მუხ.1338

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №3/147, სსმ III, №117, 28.09.2009წ., მუხ.1338

 

 

                                            დანართი №1

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და

სპორტის სამინისტრო

 

 

 

მ ო წ მ ო ბ ა

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და

სპორტის სამინისტრო

 

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი

მოწმობა

 

სერია –––––– № ––––––

 

 

მიეცა ------------------------------------------------------------------------------------------------------------

რომელიც   –––––––    წელს  ჩაირიცხა   და    –––––––  წელს დაამთავრა    

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––        

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– და მიიღო შემდეგი შეფასებები

 

1.––––––––––––––––––––––––––––      10.–––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––      11.–––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––      12.–––––––––––––––––––––––––––

4.––––––––––––––––––––––––––––      13.–––––––––––––––––––––––––––

5.––––––––––––––––––––––––––––      14.–––––––––––––––––––––––––––

6.––––––––––––––––––––––––––––      15.–––––––––––––––––––––––––––

7.––––––––––––––––––––––––––––      16.–––––––––––––––––––––––––––

8.––––––––––––––––––––––––––––      17.–––––––––––––––––––––––––––

9.––––––––––––––––––––––––––––      18.–––––––––––––––––––––––––––

 

 

 

დირექტორი        -------------------

 

პასუხისმგებელი პირი -----------------                                  

 

                                                                გაცემის თარიღი 

ბ.ა.

 

 

MINISTRY OF CULTURE, MONUMENTS PROTECTION AND

SPORTS OF GEORGIA

Certificate of successfully completing the Off-School Art Educational Establishment

 

 

Serial –––– № ––––

 

This is to certify that   ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––   was accepted     

at the Off-school Art Educational Establishment

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

on ––––   and graduated on      ––––––––– with the following grades

 

 

 

1.––––––––––––––––––––––––––––      10.–––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––      11.–––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––      12.–––––––––––––––––––––––––––

4.––––––––––––––––––––––––––––      13.–––––––––––––––––––––––––––

5.––––––––––––––––––––––––––––      14.–––––––––––––––––––––––––––

6.––––––––––––––––––––––––––––      15.–––––––––––––––––––––––––––

7.––––––––––––––––––––––––––––      16.–––––––––––––––––––––––––––

8.––––––––––––––––––––––––––––      17.–––––––––––––––––––––––––––

9.––––––––––––––––––––––––––––      18.–––––––––––––––––––––––––––

 

 

 

Director                                                                                               

 

Responsible person:                                        Date of Issue       

 

Seal:                                                  

 

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის  ფორმის აღწერილობა და მახასიათებლები

1. მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) ქართულ ენაზე იბეჭდება    წარწერა – ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“,  მცირე სახელმწიფო გერბი და ,,მოწმობა“.

2. მოწმობის მეორე მხარეს ქართულ (მარჯვენა მხარე) და ინგლისურ (მარცხენა მხარე) ენებზე იბეჭდება:  სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება – ,,საქართველოს კულტურის,   ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“, დოკუმენტის დასახელება – ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო  საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა“, დოკუმენტის სერია, ნომერი; მოწმობის მფლობელის სახელი, გვარი, სწავლის დაწყების და დამთავრების თარიღი,  შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო   პროგრამის    განმახორციელებელი დაწესებულების სრული   სახელწოდება სამართლებრივი ფორმის მითითებით, საგანმანათლებლო   პროგრამის დასახელება საფეხურის  აღნიშვნით, სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით), დირექტორისა და მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერები. დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).                                                                                                           

3. მოწმობა უნდა დამზადდეს 240 მმ. ცარცის ქაღალდზე A 4 ზომით. მოწმობის გარეკანზე მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც უნდა შესრულდეს შავი ფერით,  ასევე წარწერა – მოწმობა (დიდი შრიფტით) და მცირე სახელმწიფო გერბი. მოწმობის მეორე მხარეს  ყველა წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს შავი ფერით. მოწმობის მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ  და  ინგლისურ ენებზე) ტექსტი უნდა იყოს ჩასმული ვერცხლისფერ დეკორატიულ დამცავ ჩარჩოში.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №3/147, სსმ III, №117, 28.09.2009წ., მუხ.1338

 

დანართი №2

„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი“

    მუხლი 1. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გაცემას უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

2.  ფორმების დაკვეთას ახორციელებს სამინისტრო მის მიერ შერჩეულ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების საფუძველზე.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №3/147, სსმ III, №117, 28.09.2009წ., მუხ.1338

    მუხლი 2. ფორმების შენახვა და გაცემა

1. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

2. ფორმების შენახვა-გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით.

    მუხლი 3. სამინისტროს მიერ ფორმების გაცემა

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.

2. ფორმების მისაღებად სამინისტროში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილ უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.

3. სამინისტროდან ფორმების გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან, სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

4. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში.

    მუხლი 4. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემა

1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით.

2. მოწმობების რეგისტარციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

3. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №3/147, სსმ III, №117, 28.09.2009წ., მუხ.1338

    მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამინისტროს კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.

4. დაკარგული მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების დაცვით.

5. სამინისტროში ფორმის დაზიანების შემთხვევაში, მოწმობის უვარგისი ფორმის ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №3/147, სსმ III, №117, 28.09.2009წ., მუხ.1338

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №3/93, 08.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.028.013.273 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84658-1/