„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.013.553
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №185-№1161
2009 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ი. მერაბიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ერთობლივი ბრძანება №103 -№486 - სსმ III, №63 , 04 .06 .20010 წ., მუხ.954
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესი
მუხლი 1
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ურთიერთობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურთან განისაზღვრება ამ წესით.
მუხლი 2
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს სააგენტო.
მუხლი 3
1. თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სააგენტო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად მათი მიღებიდან 2 დღეში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურიდან მიღებული პასუხი არ შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან პასუხის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღის ვადაში მათგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო განიხილავს საკითხს და ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის/შეუსაბამობის თაობაზე.
მუხლი 4
1. საქმის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად სააგენტო უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
2. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად გასაუბრებაზე შეიძლება აგრეთვე მოწვეულ იქნეს სხვა პირი, გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან.
მუხლი 5
1. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გასაუბრებას ესწრება სააგენტოს ორი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელი (შემდგომში – წარმომადგენლები).
2. წარმომადგენელთა ვინაობა განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ.
3. გასაუბრების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის პროექტი უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან.
მუხლი 6
გასაუბრების შედეგად წარმომადგენლები იღებენ ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას:
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს;
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მიზანშეწონილი არ არის.
მუხლი 7
1. გასაუბრება ტარდება და გადაწყვეტილება მიიღება, თუ გასაუბრებას ესწრება სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თითო წარმომადგენელი მაინც.
2. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წარმომადგენელთა ხმების უმრავლესობით.
3. წარმომადგენლები გადაწყვეტილებას ადასტურებენ ხელმოწერით.
მუხლი 7 1
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან იმსჯელონ და მიიღონ ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი რეკომენდაცია წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.
მუხლი 8
თუ გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე წარმოადგენს ყალბ დოკუმენტებს ან დაფარავს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, წარმომადგენლები მიიღებენ ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას.
მუხლი 9
იმ პირთა სიას, რომელთა შესახებ სააგენტოს დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, აგრეთვე იმ პირთა სიას, რომელთა თაობაზეც მიღებულ იქნა ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაცია, პირადი ან ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოში მივლენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
მუხლი 10
ამ წესის პირველ მუხლში აღნიშნულ დაწესებულებათა შორის ინფორმაციის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
+

„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის 54 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
1. დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ი. მერაბიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ერთობლივი ბრძანება №103 -№486 - სსმ III, №63 , 04 .06 .20010 წ., მუხ.954
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ერთობლივი ბრძანება №103-№486 - სსმ III, №63, 04.06.20010წ., მუხ.954
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესი
მუხლი 1🔗
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ურთიერთობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურთან განისაზღვრება ამ წესით.
მუხლი 2
მუხლი 2 (ამოღებულია)🔗
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს სააგენტო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
მუხლი 3🔗
1. თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სააგენტო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად მათი მიღებიდან 2 დღეში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს.
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათი მიღებიდან 2 დღეში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურიდან მიღებული პასუხი არ შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან პასუხის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღის ვადაში მათგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო განიხილავს საკითხს და ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის/შეუსაბამობის თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან პასუხის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღის ვადაში მათგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ცალკეული საქმეების თავისებურებების გათვალისწინებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე უფლებამოსილია იმსჯელოს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ (შემდგომში – კომისია).
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
მუხლი 4🔗
1. საქმის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად სააგენტო უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით კომისია უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
2. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად გასაუბრებაზე შეიძლება აგრეთვე მოწვეულ იქნეს სხვა პირი, გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
მუხლი 5🔗
1. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გასაუბრებას ესწრება სააგენტოს ორი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელი (შემდგომში – წარმომადგენლები).
1. (ამოღებულია - 31.01.11 №20/71).
2. წარმომადგენელთა ვინაობა განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ.
2. (ამოღებულია - 31.01.11 №20/71).
3. გასაუბრების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის პროექტი უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან.
მუხლი 6
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
გასაუბრების შედეგად წარმომადგენლები იღებენ ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას:
მუხლი 51🔗
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს;
1. კომისიის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე, მათ შორის, ერთ წევრს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მიზანშეწონილი არ არის.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით დანიშნული კომისიის წევრის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო დანარჩენი წევრების შრომა ანაზღაურდება სააგენტოს სახსრებიდან.
მუხლი 7
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
1. გასაუბრება ტარდება და გადაწყვეტილება მიიღება, თუ გასაუბრებას ესწრება სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თითო წარმომადგენელი მაინც.
მუხლი 6 (ამოღებულია )🔗
2. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წარმომადგენელთა ხმების უმრავლესობით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
3. წარმომადგენლები გადაწყვეტილებას ადასტურებენ ხელმოწერით.
მუხლი 7 (ამოღებულია )🔗
მუხლი 71🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან იმსჯელონ და მიიღონ ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი რეკომენდაცია წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.
მუხლი 71 (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
მუხლი 8🔗
თუ გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე წარმოადგენს ყალბ დოკუმენტებს ან დაფარავს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, წარმომადგენლები მიიღებენ ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ყალბი დოკუმენტების წარმოდგენის ან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის ფაქტის გამოვლენა შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
მუხლი 9
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
იმ პირთა სიას, რომელთა შესახებ სააგენტოს დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, აგრეთვე იმ პირთა სიას, რომელთა თაობაზეც მიღებულ იქნა ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაცია, პირადი ან ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოში მივლენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
მუხლი 9 (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.
მუხლი 10🔗
ამ წესის პირველ მუხლში აღნიშნულ დაწესებულებათა შორის ინფორმაციის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“, №185 - 1161, 22.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.013.553 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86128-1/