„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.09.2009 ბოლო ცვლილება 09.08.2012
ნომერი
№185 - 1161
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.013.553
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 115, 22/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო   სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.013.553

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №185-№1161

2009 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის 5​4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

1. დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ერთობლივი ბრძანება №103-№486 - სსმ III, №63, 04.06.20010წ., მუხ.954

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესი

    მუხლი 1

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ურთიერთობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურთან განისაზღვრება ამ წესით.

    მუხლი 2 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 3

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათი მიღებიდან 2 დღეში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურიდან მიღებული პასუხი არ შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან პასუხის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღის ვადაში მათგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ცალკეული საქმეების თავისებურებების გათვალისწინებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე უფლებამოსილია იმსჯელოს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ (შემდგომში – კომისია).

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 4         

1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით კომისია უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.

2. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად გასაუბრებაზე შეიძლება აგრეთვე მოწვეულ იქნეს სხვა პირი, გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 5

1. (ამოღებულია - 31.01.11 №20/71).

2. (ამოღებულია - 31.01.11 №20/71).

3. გასაუბრების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის პროექტი უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 5​1

1. კომისიის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე, მათ შორის, ერთ წევრს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით დანიშნული კომისიის წევრის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო დანარჩენი წევრების შრომა ანაზღაურდება სააგენტოს სახსრებიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 6  (ამოღებულია )

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 7 (ამოღებულია )

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

მუხლი 7 ​1 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 8

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ყალბი დოკუმენტების წარმოდგენის ან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის ფაქტის გამოვლენა შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 9 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 1 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 10

ამ წესის პირველ მუხლში აღნიშნულ დაწესებულებათა შორის ინფორმაციის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე  ელექტრონული ფორმით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“, №185 - 1161, 22.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.013.553 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86128-2/