1. აირბალონიანი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას ბუნებრივ აირზე სამუშაოდ.
2. ბუნებრივი აირი (გაზი) – საწვავი ნახშირწყალბადების (ძირითადად მეთანი – С
H4) და არასაწვავი გაზების ნარევი, რომელიც მოიპოვება მიწის წიაღიდან, მომზადებულია შორეული ტრანსპორტირებისთვის, გამოიყენება სათბობად ან ნედლეულად და აქვს თბოუნარიანობა 31,8 მეგჯ/მ3 (7600 კკალ/მ3) მაინც.
3. ბალონი – ჰერმეტული ჭურჭელი, რომელსაც გააჩნია ხრახნიანი ნახვრეტი ჩამკეტი არმატურის დასაყენებლად და განკუთვნილია შეკუმშული ბუნებრივი აირით შესავსებად.
4. სერვისის საწარმო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებას და საშემკეთებლო სამუშაოებს, ადგენს აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
5. ბალონის შემოწმება – ექსპლუატაციაში მყოფი ბალონის პერიოდული კონტროლი.
6. საგამოცდო წნევა – აირის წნევა, რომლითაც წარმოებს ბალონის გამოცდა სიმტკიცეზე.
7. მუშა წნევა – ბალონში აირის მაქსიმალური წნევა 200 C ტემპერატურის დროს.
8. ჩამკეტი არმატურა – მოწყობილობა ბალონში აირის ნაკადის გადასაკეტად.
9. მცველი არმატურა – მოწყობილობა აირის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.
10. შესაბამისობის შეფასება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული აირბალონიანი მოწყობილობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა.
11. შესაბამისობის ფირნიში – ამ „წესების“ მიხედვით დამზადებული, შევსებული და დანიშნულების ადგილზე მიკრული ფირნიში, რომელიც გაიცემა სერვისის საწარმოს მიერ მხოლოდ გამართულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ.
12. ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის ბარათი – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შედეგებს და დასკვნას მისი ტექნიკურად გამართულობის შესახებ.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
თავი I — რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 3. ტექნიკური ხელმძღვანელები
- მუხლი 4. მომსახურე პერსონალი
- მუხლი 6. შენობა-ნაგებობები
- მუხლი 7. ტექნიკური აღჭურვილობა
- მუხლი 8. სერვისის საწარმოს დოკუმენტაცია
- მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ
- მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ
- მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ
- მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ
- მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012. გამოქვეყნება: სსმ, 144, 24/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №1-1/2571, 16.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.013.805 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87424/muxli-2/