„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (20)
შემდგომი ცვლილებები (17)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1101
2009 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1.ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში დანართი №2 შესაბამისად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 მარტის ბრძანება №21/ნ-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.577
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
დანართი №1
მასწავლებელთა სერტიფიცირების
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს დებულება განსაზღვრავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – სასერტიფიკაციო გამოცდა) ჩატარების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, სერტიფიკატის გაცემის, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობებს.
მუხლი 2. სერტიფიცირების მიზანი
სერტიფიცირების მიზანია შესაბამისი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა.
მუხლი 3. რეგულირების სფერო
1. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც სურთ სკოლაში მასწავლებლობის უფლების მოპოვება. აგრეთვე განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი) საქმიანობას მასწავლებლის სერტიფიცირების პროცესში.
2. ეს დებულება არ ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებელზე, რომელსაც თავის ქვეყანაში მოპოვებული აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამინისტროს გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქე უფლებამოსილია პედაგოგიური საქმიანობა განახორციელოს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრატორი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებაზე;
ბ) ადმინისტრატორის თანაშემწე – პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცესის მიმდინარეობას;
გ) გამსწორებელი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სწავლება – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგები და უფლებამოსილია გაასწოროს ტესტის პასუხების ფურცელი;
დ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ე) დამხმარე პერსონალი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირები;
ვ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ზ) კოორდინატორი – პირი, რომელიც ასრულებს ადმინისტრატორის მოადგილის უფლება-მოვალეობას, კოორდინაციას უწევს მეთვალყურეთა მუშაობას და უზრუნველყოფს ტესტების კონფიდენციალურობას;
თ) კურატორი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე, საგამოცდო ცენტრის მდებარეობის მიხედვით, დაქირავებული პირი, რომელიც კურირებას უწევს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცესს;
ი) მასწავლებლობის კანდიდატი – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია რესურსცენტრისა და ცენტრის მიერ;
კ) მეთვალყურე – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცესს;
ლ) რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაციას და ეხმარება სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს წამოჭრილი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში;
მ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი (შემდგომში – პირი) – პირი, რომელსაც სურვილი აქვს ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და რომელიც წარადგენს განაცხადს რესურსცენტრში;
ნ) საგამოცდო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე;
ო) საგამოცდო ცენტრი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;
პ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მასწავლებლობის კანდიდატები განთავსდებიან სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას;
ჟ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;
რ) ტექნიკური კონტროლი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
თავი II. მასწავლებლის სერტიფიცირების პროცედურა
მუხლი 5. რეგისტრაცია რესურსცენტრში
1. სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით პირი სურვილის შესაბამისად მიმართავს ნებისმიერ რესურსცენტრს.
2. პირი უფლებამოსილია რესურსცენტრში რეგისტრაციაზე განაცხადი წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გააჩნია მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 თვეზე მეტი, განისაზღვრება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 მარტის ბრძანება №21/ნ-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.577
მუხლი 6. რესურსცენტრში წარსადგენი დოკუმენტები
1. პირი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ავსებს და რესურსცენტრში წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადს და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის ანკეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ფორმის რესურსცენტრისთვის მიწოდებას და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს ცენტრი, ხოლო ანკეტის ფორმის რესურსცენტრისთვის მიწოდებას და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას – გამოცდების ეროვნული ცენტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით);
ბ) ჩასაბარებელი საგნის/საგნების ჩამონათვალი;
გ) მითითებას საგამოცდო ცენტრზე, რომელშიც პირს სურს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
დ) თანდართული საბუთების ნუსხა.
4. პირი განაცხადთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლს;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს;
გ) დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ;
დ) მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
ე) ცნობას ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) ერთ ფოტოსურათს (ზომით 3X4).
5. რესურსცენტრი, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში, ცენტრს უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმის განაცხადის ასლს და მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, ხოლო გამოცდების ეროვნულ ცენტრს – ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანკეტას და მე-4 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
მუხლი 7. გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ
1. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება ცენტრის მიერ რეგისტრირებული მასწავლებლობის კანდიდატი. ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაცია მოიცავს პირველად რეგისტრაციას რესურსცენტრში და საბოლოო რეგისტრაციას ცენტრში.
3. რესურსცენტრი პირს ატარებს პირველად რეგისტრაციაში, თუ პირის მიერ დოკუმენტაცია წარდგენილია ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში და შეესაბამება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. თუ პირის მიერ რესურსცენტრში წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, რესურსცენტრი ვალდებულია განაცხადის შეტანიდან 5 დღის ვადაში დაადგინოს ხარვეზი და პირს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით განუსაზღვროს 10 დღის ვადა.
5. თუ პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, რესურსცენტრის წარდგინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
6. რესურსცენტრს პირის მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ მონაცემები განაცხადების მიღების პარალელურად შეჰყავს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში. რესურსცენტრი პასუხისმგებელია მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
7. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 20 დღის ვადაში რესურსცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემების სრულად შეყვანას.
8. ცენტრი, რესურსცენტრის მიერ რეგისტრირებული მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემების გადამოწმებისა და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით, რეგისტრაციის ვადის გამოცხადებიდან ყოველ 15 დღეში უზრუნველყოფს რესურსცენტრიდან მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებას.
მუხლი 8. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემა და მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონული ბაზა
1. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემას ქმნის ცენტრი, რომლის მონაცემები მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების პერიოდულ გადამოწმებას და განახლებას.
3. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემები ხელმისაწვდომია ცენტრის და რესურსცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი, რესურსცენტრიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ქმნის მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.
მუხლი 9. საგამოცდო ბარათის გაცემა
1. ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრს არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი ნოემბრისა და პირველი მაისისა წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ბარათის გაცემას ახორციელებს მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდებამდე ორი კვირით ადრე, უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების გადაცემას იმ რესურსცენტრისათვის, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის პირველადი რეგისტრაცია.
4. რესურსცენტრი საგამოცდო ბარათის გადაცემას მასწავლებლობის კანდიდატისათვის უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდამდე გონივრულ ვადაში.
5. საგამოცდო ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩამონათვალს;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას, სადაც უნდა გამოცხადდეს მასწავლებლობის კანდიდატი;
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების თარიღს და რეგისტრაციის დაწყების დროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
მუხლი 10. სასერტიფიკაციო გამოცდის დანიშვნა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ორჯერ, შესაბამისი წლის ივლისში და იანვარში. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიის გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 11. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსი
1. საგამოცდო პროგრამა ეფუძნება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას და „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას გამოცდების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა შედგება შინაარსობრივი და უნარების ნაწილისაგან. სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება შინაარსობრივი და უნარების ნაწილის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით დადგენილი მასწავლებლობის უფლების მოპოვებისთვის საჭირო ქულების დაგროვებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.
6. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზური და ქართული);
ბ) მათემატიკა;
გ) საზოგადოებრივი მეცნიერებები:
გ.ა) ისტორია;
გ.ბ) გეოგრაფია;
გ.გ) სამოქალაქო განათლება;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
დ.ა) ფიზიკა;
დ.ბ) ქიმია;
დ.გ) ბიოლოგია;
ე) უცხოური ენები:
ე.ა) ინგლისური;
ე.ბ) გერმანული;
ე.გ) ფრანგული;
ე.დ) რუსული;
ვ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნები:
ვ.ა) ხელოვნება;
ვ.ბ) მუსიკა;
ვ.გ) ფიზიკური აღზრდა.
მუხლი 12. სასერტიფიკაციო გამოცდის ენა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. სასერტიფიკაციო გამოცდა ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მასწავლებლობის იმ კანდიდატებისათვის, რომელთაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლაში.
მუხლი 13. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების გზით.
მუხლი 14. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი
1. სკოლა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან საჭირო ფართისა და ინვენტარის გამოყოფას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა შესაბამის ნაწილში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.
4. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი.
მუხლი 15. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესზე დასწრება
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) პირი, რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი;
ბ) ადმინისტრატორი;
გ) ადმინისტრატორის თანაშემწე;
დ) კოორდინატორი;
ე) კურატორი;
ვ) მეთვალყურე;
ზ) დამკვირვებელი;
თ) რეგისტრატორი;
ი) დამხმარე პერსონალი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში ყოფნის უფლება აქვს:
ა) კურატორს;
ბ) მეთვალყურეს.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში, საჭიროების შემთხვევაში, კურატორის ან მეთვალყურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია იმყოფებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას. მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მასწავლებლობის კანდიდატის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.
5. პირი არ შეიძლება დანიშნულ იქნეს ადმინისტრატორად, კოორდინატორად, ადმინისტრატორის თანაშემწედ, კურატორად, მეთვალყურედ, დამკვირვებლად და რეგისტრატორად იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც სასერტიფიკაციო გამოცდას აბარებს მისი ნათესავი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციაზე, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის ჩაბარების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებლობის კანდიდატი სასერტიფიკაციო გამოცდაზე არ დაიშვება.
4. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მასწავლებლობის კანდიდატს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
5. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ერთი საათის განმავლობაში.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში მასწავლებლობის იმ კანდიდატების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).
7. მასწავლებლობის კანდიდატმა ცნობა რაიმე სახის ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარადგინოს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე.
8. რეგისტრაციის შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი იკავებს ადგილს საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
მუხლი 17. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყება
1. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე, მასწავლებლობის კანდიდატის თვალწინ იხსნება ტესტების დალუქული შეკვრა.
2. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე, მასწავლებლობის კანდიდატი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული ტესტი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო სექტორში განთავსებულ მასწავლებლობის კანდიდატებს კურატორი/მეთვალყურე განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისა და ტესტის შევსების წესებს, რის შემდეგაც იწყება საგამოცდო დროის ათვლა, რომელიც განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მითითებულია ტესტურ დავალებათა რვეულში. კურატორი/მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლის დაწყებამდე მასწავლებლობის კანდიდატს არ ჰქონდეს ტესტზე მუშაობის დაწყების საშუალება.
მუხლი 18. მუშაობა ტესტზე
1. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავალებათა რვეული, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში. ტესტურ დავალებათა რვეული ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
2. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გელიანი კალმით.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
6. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს საგამოცდო სექტორი კურატორის ან მეთვალყურის თანხლებით.
7. საგამოცდო დროის ამოწურვის ან მასწავლებლობის კანდიდატის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურატორი ამოწმებს თითოეული მასწავლებლობის კანდიდატის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხ-კოდის მთლიანობას და მასწავლებლობის კანდიდატის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
8. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება საგამოცდო სექტორში საგამოცდო დროის ამოწურვის დროს მყოფი ბოლო მასწავლებლობის კანდიდატის თანდასწრებით, საგამოცდო სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მუხლი 19. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის წესის დარღევევა
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“–„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მასწავლებლობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“–„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი და გადასცეს ადმინისტრატორს.
მუხლი 20. ნაშრომების გასწორება
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება გამსწორებლებს შორის.
2. მასწავლებლობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
4. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცლები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
6. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
მუხლი 21. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება
გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 22. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური
1. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე მოიცავს 25 ლარს.
2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
თავი III. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება
მუხლი 23. სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ერთიანი სია სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების შესახებ და იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც მოიპოვეს მასწავლებლობის უფლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისი დაინტერესებული პირებისათვის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ცენტრი.
5. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა პირს უნარჩუნდება 4 წლის განმავლობაში.
მუხლი 24. მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადა
1. პირის მასწავლებლობის უფლება დასტურდება შესაბამისი მასწავლებლის სერტიფიკატით.
2. ცენტრი, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის პირველადი რეგისტრაცია.
3. რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას. მასწავლებლის სერტიფიკატის მისაღებად პირმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
4. მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან 8 წლის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 11 მარტის ბრძანება № 17/ნ -სსმIII, № 27 , 12 .0 3 .20 10 წ., მუხ. 408
თავი IV. მასწავლებლობის უფლების განახლება
მუხლი 25. მასწავლებლობის უფლების განახლების ვადა
1. ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მასწავლებელი, რომელსაც სურს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება, ვალდებულია განაახლოს მასწავლებლობის უფლება.
2. მასწავლებლობის უფლება უქმდება, თუ მასწავლებელი მისი მოპოვებიდან 8 წლის შემდეგ არ განაახლებს ამ უფლებას. მასწავლებლობის უფლება განახლდება 8 წლის ვადით.
მუხლი 26. მასწავლებლობის უფლების განახლების ფორმები
1. მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტები.
2. მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების დაგროვება შესაძლებელია შემდეგი ალტერნატიული ფორმების გამოყენებით:
ა) აკრედიტებული პროფესიული განვითარების პროგრამების გავლა;
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 6 წლის შემდეგ შესაბამისი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
გ) საგანმანათლებლო ან პედაგოგიური პროდუქტის შექმნა (სახელმძღვანელოს, საგანმანათლებლო პროგრამის ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტის შემუშავება ან/და განხორციელება, მასწავლებლობის მაძიებლებისა და სხვა პედაგოგებისათვის ცოდნის გაზიარება და სხვა).
მუხლი 27. სკოლის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში
1. მასწავლებლობის უფლების განახლების მიზნით სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით იქმნება სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედის სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის არანაკლებ ერთი მასწავლებელი (სკოლაში ასეთი სახის მასწავლებლის არსებობის შემთხვევაში).
2. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და საბჭოს მდივანს.
3. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომლის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭო იკრიბება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, სკოლის მასწავლებლის ან/და საბჭოს წევრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
5. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.
7. საბჭო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის და მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიოს მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისში განიხილავს და ამტკიცებს მასწავლებლის მიერ მომზადებულ წლიურ სამოქმედო გეგმას, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს – მასწავლებლის წლიური სამოქმედო გეგმის ანგარიშს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საბჭო აჯამებს მასწავლებლის მიერ მოპოვებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების რაოდენობას და ასახავს საბჭოს სხდომის ოქმში.
9. საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის ბოლოს შესაბამის რესურსცენტრს გადაუგზავნოს მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) იმ მასწავლებლის შესახებ, რომელმაც დააგროვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესაბამისი კრედიტები.
10. სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს საბჭოს გამართული ფუნქციონირება და საბჭოს მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
11. რესურსცენტრი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა უზრუნველყოფს მათ ასახვას მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში.
12. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია საბჭოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ცენტრში.
მუხლი 28. ცენტრის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში
1. ცენტრი, მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში რესურსცენტრის მიერ შესაბამისი მონაცემების ასახვიდან 1 თვის ვადაში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის მასწავლებლობის უფლების განახლების შესახებ.
2. ცენტრი ვალდებულია შერჩევითი პრინციპის გამოყენებით რეგულარულად შეამოწმოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტების დაგროვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას შესაბამისი რესურსცენტრისათვის, ხოლო რესურსცენტრი – სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში, მათ გადაცემას შესაბამისი პირებისათვის.
თავი V. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები
მუხლი 29. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები
1. მასწავლებელს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ვადამდე ჩამოერთმევა, თუ:
ა) მასწავლებელი არღვევს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებს და მისი ქმედება ეწინააღმდეგება ამავე სტანდარტით დადგენილ ღირებულებებს;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) (ამოღებულია) ;
დ) მასწავლებლის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ან მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში არასწორი მონაცემები იქნა წარდგენილი, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია) .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 20 აპრილის ბრძანება № 24/ნ -სსმIII, № 46 , 23 .0 4 .20 10 წ., მუხ. 693
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 30. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირები
1. 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. ამ დრომდე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი დოკუმენტების გარდა, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე წარადგენენ პედაგოგიური მუშაობის სტაჟის ან მოქმედი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 31. პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური
მასწავლებლისთვის პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების საფასურს ანაზღაურებს სახელმწიფო.
დანართი №2
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში
მუხლი 1. მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის აღწერილობა
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის რეკვიზიტებია:
ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს მასწავლებლის სერტიფიკატის სახიან მხარეს ზედა ცენტრალურ ადგილზე;
ბ) მითითება „მასწავლებლის სერტიფიკატი“;
გ) მასწავლებლის სერტიფიკატის ნომერი, მასწავლებლის სერტიფიკატების რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემების მიხედვით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ლოგოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირის სახელი, გვარი, რომელზეც გაიცა მასწავლებლის სერტიფიკატი, აღნიშნული პირის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ვ) ინფორმაცია მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების შესახებ;
ზ) მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს სახელწოდება, გადაწყვეტილების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ნომერი;
თ) მითითება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მასწავლებლის სახელზე;
ი) მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბეჭედი.
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 30 მარტის ბრძანება № 21/ნ -სსმIII, № 34 , 01 .0 4 .20 10 წ., მუხ. 577

ვ) (ამოღებულია) ;
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია) ;

1. ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრს არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.
1. ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრს არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი ნოემბრისა და პირველი მაისისა წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ბარათის გაცემას ახორციელებს მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდებამდე ორი კვირით ადრე, უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების გადაცემას იმ რესურსცენტრისათვის, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის პირველადი რეგისტრაცია.
4. რესურსცენტრი საგამოცდო ბარათის გადაცემას მასწავლებლობის კანდიდატისათვის უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდამდე გონივრულ ვადაში.
5. საგამოცდო ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩამონათვალს;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას, სადაც უნდა გამოცხადდეს მასწავლებლობის კანდიდატი;
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების თარიღს და რეგისტრაციის დაწყების დროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
მუხლი 10. სასერტიფიკაციო გამოცდის დანიშვნა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ, შესაბამისი წლის ივლისში. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიის გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში.

გ) ადგილი აქვს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევებს;
გ) (ამოღებულია) ;
დ) მასწავლებლის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ან მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში არასწორი მონაცემები იქნა წარდგენილი, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პროცედურა და წესი განისაზღვრება მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით.
2. (ამოღებულია) .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 20 აპრილის ბრძანება № 24/ნ -სსმIII, № 46 , 23 .0 4 .20 10 წ., მუხ. 693
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 30. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირები
1. 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. ამ დრომდე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი დოკუმენტების გარდა, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე წარადგენენ პედაგოგიური მუშაობის სტაჟის ან მოქმედი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 31. პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური
მასწავლებლისთვის პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების საფასურს ანაზღაურებს სახელმწიფო.
დანართი №2
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში
მუხლი 1. მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის აღწერილობა
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის რეკვიზიტებია:
ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს მასწავლებლის სერტიფიკატის სახიან მხარეს ზედა ცენტრალურ ადგილზე;
ბ) მითითება „მასწავლებლის სერტიფიკატი“;
გ) მასწავლებლის სერტიფიკატის ნომერი, მასწავლებლის სერტიფიკატების რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემების მიხედვით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ლოგოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირის სახელი, გვარი, რომელზეც გაიცა მასწავლებლის სერტიფიკატი, აღნიშნული პირის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ვ) ინფორმაცია მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების შესახებ;
ზ) მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს სახელწოდება, გადაწყვეტილების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ნომერი;
თ) მითითება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მასწავლებლის სახელზე;
ი) მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბეჭედი.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1101
2009 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1.ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში დანართი №2 შესაბამისად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 მარტის ბრძანება №21/ნ-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.577
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
დანართი №1
მასწავლებელთა სერტიფიცირების
დებულება
მუხლი 1. რეგულირების საგანი🔗
ეს დებულება განსაზღვრავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – სასერტიფიკაციო გამოცდა) ჩატარების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, სერტიფიკატის გაცემის, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობებს.
მუხლი 2. სერტიფიცირების მიზანი🔗
სერტიფიცირების მიზანია შესაბამისი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა.
მუხლი 3. რეგულირების სფერო🔗
1. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც სურთ სკოლაში მასწავლებლობის უფლების მოპოვება. აგრეთვე განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი) საქმიანობას მასწავლებლის სერტიფიცირების პროცესში.
2. ეს დებულება არ ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებელზე, რომელსაც თავის ქვეყანაში მოპოვებული აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამინისტროს გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქე უფლებამოსილია პედაგოგიური საქმიანობა განახორციელოს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება🔗
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრატორი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებაზე;
ბ) ადმინისტრატორის თანაშემწე – პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცესის მიმდინარეობას;
გ) გამსწორებელი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სწავლება – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგები და უფლებამოსილია გაასწოროს ტესტის პასუხების ფურცელი;
დ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ე) დამხმარე პერსონალი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირები;
ვ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ზ) კოორდინატორი – პირი, რომელიც ასრულებს ადმინისტრატორის მოადგილის უფლება-მოვალეობას, კოორდინაციას უწევს მეთვალყურეთა მუშაობას და უზრუნველყოფს ტესტების კონფიდენციალურობას;
თ) კურატორი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე, საგამოცდო ცენტრის მდებარეობის მიხედვით, დაქირავებული პირი, რომელიც კურირებას უწევს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცესს;
თ1) ლაპარაკის ტესტი (ზეპირი გამოცდა) – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც მასწავლებლობის კანიდატი პასუხს სცემს ზეპირი ფორმით. ზეპირი გამოცდა ტარდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ი) მასწავლებლობის კანდიდატი – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია რესურსცენტრისა და ცენტრის მიერ;
კ) მეთვალყურე – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცესს;
ლ) რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაციას და ეხმარება სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს წამოჭრილი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში;
მ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი (შემდგომში – პირი) – პირი, რომელსაც სურვილი აქვს ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და რომელიც წარადგენს განაცხადს რესურსცენტრში;
ნ) საგამოცდო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე;
ო) საგამოცდო ცენტრი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;
პ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მასწავლებლობის კანდიდატები განთავსდებიან სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას;
ჟ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;
პ1 ) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილის მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
პ2) საპრეტენზიო საბჭო – მასწავლებლობის კანიდადტთა საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ჟ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
რ) ტექნიკური კონტროლი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 5. რეგისტრაცია რესურსცენტრში🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით პირი სურვილის შესაბამისად მიმართავს ნებისმიერ რესურსცენტრს.
2. პირი უფლებამოსილია რესურსცენტრში რეგისტრაციაზე განაცხადი წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გააჩნია მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 თვეზე მეტი, განისაზღვრება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 მარტის ბრძანება №21/ნ-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.577
მუხლი 6. რესურსცენტრში წარსადგენი დოკუმენტები🔗
1. პირი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ავსებს და რესურსცენტრში წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადს და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის ანკეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ფორმის რესურსცენტრისთვის მიწოდებას და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს ცენტრი, ხოლო ანკეტის ფორმის რესურსცენტრისთვის მიწოდებას და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას – გამოცდების ეროვნული ცენტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით);
ბ) ჩასაბარებელი საგნის/საგნების ჩამონათვალი;
გ) მითითებას საგამოცდო ცენტრზე, რომელშიც პირს სურს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
დ) თანდართული საბუთების ნუსხა.
4. პირი განაცხადთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლს;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს;
გ) დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ;
დ) მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
დ) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
ე) ცნობას ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) ერთ ფოტოსურათს (ზომით 3X4).
5. რესურსცენტრი, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში, ცენტრს უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმის განაცხადის ასლს და მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, ხოლო გამოცდების ეროვნულ ცენტრს – ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანკეტას და მე-4 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 7. გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება ცენტრის მიერ რეგისტრირებული მასწავლებლობის კანდიდატი. ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაცია მოიცავს პირველად რეგისტრაციას რესურსცენტრში და საბოლოო რეგისტრაციას ცენტრში.
3. რესურსცენტრი პირს ატარებს პირველად რეგისტრაციაში, თუ პირის მიერ დოკუმენტაცია წარდგენილია ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში და შეესაბამება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. რესურსცენტრი პირს ატარებს პირველად რეგისტრაციაში, თუ პირის მიერ დოკუმენტაცია წარდგენილია ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში და შეესაბამება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. თუ პირის მიერ რესურსცენტრში წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, რესურსცენტრი ვალდებულია განაცხადის შეტანიდან 5 დღის ვადაში დაადგინოს ხარვეზი და პირს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით განუსაზღვროს 10 დღის ვადა.
5. თუ პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, რესურსცენტრის წარდგინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
6. რესურსცენტრს პირის მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ მონაცემები განაცხადების მიღების პარალელურად შეჰყავს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში. რესურსცენტრი პასუხისმგებელია მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
7. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 20 დღის ვადაში რესურსცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემების სრულად შეყვანას.
8. ცენტრი, რესურსცენტრის მიერ რეგისტრირებული მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემების გადამოწმებისა და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით, რეგისტრაციის ვადის გამოცხადებიდან ყოველ 15 დღეში უზრუნველყოფს რესურსცენტრიდან მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებას.
მუხლი 8. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემა და მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონული ბაზა🔗
1. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემას ქმნის ცენტრი, რომლის მონაცემები მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების პერიოდულ გადამოწმებას და განახლებას.
3. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემები ხელმისაწვდომია ცენტრის და რესურსცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი, რესურსცენტრიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ქმნის მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.
მუხლი 9. საგამოცდო ბარათის გაცემა🔗
1. ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრს არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი ნოემბრისა და პირველი მაისისა წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ბარათის გაცემას ახორციელებს მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდებამდე ორი კვირით ადრე, უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების გადაცემას იმ რესურსცენტრისათვის, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის პირველადი რეგისტრაცია.
4. რესურსცენტრი საგამოცდო ბარათის გადაცემას მასწავლებლობის კანდიდატისათვის უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდამდე გონივრულ ვადაში.
5. საგამოცდო ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩამონათვალს;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას, სადაც უნდა გამოცხადდეს მასწავლებლობის კანდიდატი;
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების თარიღს და რეგისტრაციის დაწყების დროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
მუხლი 10. სასერტიფიკაციო გამოცდის დანიშვნა🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ორჯერ, შესაბამისი წლის ივლისში და იანვარში. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიის გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
მუხლი 11. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსი🔗
1. საგამოცდო პროგრამა ეფუძნება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას და „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას გამოცდების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა შედგება შინაარსობრივი და უნარების ნაწილისაგან. სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება შინაარსობრივი და უნარების ნაწილის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით დადგენილი მასწავლებლობის უფლების მოპოვებისთვის საჭირო ქულების დაგროვებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.
6. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზური და ქართული);
ბ) მათემატიკა;
გ) საზოგადოებრივი მეცნიერებები:
გ.ა) ისტორია;
გ.ბ) გეოგრაფია;
გ.გ) სამოქალაქო განათლება;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
დ.ა) ფიზიკა;
დ.ბ) ქიმია;
დ.გ) ბიოლოგია;
ე) უცხოური ენები:
ე.ა) ინგლისური;
ე.ბ) გერმანული;
ე.გ) ფრანგული;
ე.დ) რუსული;
ვ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნები:
ვ.ა) ხელოვნება;
ვ.ბ) მუსიკა;
ვ.გ) ფიზიკური აღზრდა.
მუხლი 12. სასერტიფიკაციო გამოცდის ენა🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. სასერტიფიკაციო გამოცდა ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მასწავლებლობის იმ კანდიდატებისათვის, რომელთაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლაში.
მუხლი 13. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა🔗
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების გზით.
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების გზით, გარდა უცხოური ენების გამოცდისა.
2. უცხოური ენების გამოცდა ტარდება წერილობითი და ზეპირი ფორმით, ტესტირების გზით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 14. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი🔗
1. სკოლა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან საჭირო ფართისა და ინვენტარის გამოყოფას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა შესაბამის ნაწილში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა წერილობითი ფორმით შესაბამის ნაწილში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. სასერტიფიკაციო გამოცდა ზეპირი ფორმით უცხოურ ენებში მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.
4. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 15. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესზე დასწრება🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) პირი, რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი;
ბ) ადმინისტრატორი;
გ) ადმინისტრატორის თანაშემწე;
დ) კოორდინატორი;
ე) კურატორი;
ვ) მეთვალყურე;
ზ) დამკვირვებელი;
თ) რეგისტრატორი;
ი) დამხმარე პერსონალი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში ყოფნის უფლება აქვს:
ა) კურატორს;
ბ) მეთვალყურეს.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში, საჭიროების შემთხვევაში, კურატორის ან მეთვალყურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია იმყოფებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას. მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მასწავლებლობის კანდიდატის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.
5. პირი არ შეიძლება დანიშნულ იქნეს ადმინისტრატორად, კოორდინატორად, ადმინისტრატორის თანაშემწედ, კურატორად, მეთვალყურედ, დამკვირვებლად და რეგისტრატორად იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც სასერტიფიკაციო გამოცდას აბარებს მისი ნათესავი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციაზე, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის ჩაბარების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებლობის კანდიდატი სასერტიფიკაციო გამოცდაზე არ დაიშვება.
4. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მასწავლებლობის კანდიდატს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
5. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ერთი საათის განმავლობაში.
5. წერით გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ერთი საათის განმავლობაში. ზეპირ გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე 20 წუთის განმავლობაში.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში მასწავლებლობის იმ კანდიდატების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).
7. მასწავლებლობის კანდიდატმა ცნობა რაიმე სახის ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარადგინოს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე.
8. რეგისტრაციის შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი იკავებს ადგილს საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 17. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყება🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე, მასწავლებლობის კანდიდატის თვალწინ იხსნება ტესტების დალუქული შეკვრა.
2. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე, მასწავლებლობის კანდიდატი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული ტესტი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო სექტორში განთავსებულ მასწავლებლობის კანდიდატებს კურატორი/მეთვალყურე განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისა და ტესტის შევსების წესებს, რის შემდეგაც იწყება საგამოცდო დროის ათვლა, რომელიც განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მითითებულია ტესტურ დავალებათა რვეულში. კურატორი/მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლის დაწყებამდე მასწავლებლობის კანდიდატს არ ჰქონდეს ტესტზე მუშაობის დაწყების საშუალება.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო სექტორში განთავსებულ მასწავლებლობის კანდიდატებს კურატორი/მეთვალყურე განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების, ტესტის შევსების ან/და ზეპირი გამოცდის წესებს, რის შემდეგაც იწყება საგამოცდო დროის ათვლა, რომელიც განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კურატორი/მეთვალყურე უზრუნველყოფენ, რომ დროის ათვლის დაწყებამდე მასწავლებლობის კანდიდატს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
მუხლი 18. მუშაობა ტესტზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 18. სასერტიფიკაციო გამოცდა🔗
1. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავალებათა რვეული, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში. ტესტურ დავალებათა რვეული ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
2. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გელიანი კალმით.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება. ფურცლების გამოყენება შესაძლებელია ზეპირი გამოცდის დროს მეთვალყურესთან/კურატორთან შეთანხმებით;
გ1) ზეპირი გამოცდის დროს სახელისა და გვარის და სხვა ისეთი სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ვ) წერითი გამოცდის დროს მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ზეპირი გამოცდის დროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;
ზ) მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
6. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს საგამოცდო სექტორი კურატორის ან მეთვალყურის თანხლებით.
7. საგამოცდო დროის ამოწურვის ან მასწავლებლობის კანდიდატის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურატორი ამოწმებს თითოეული მასწავლებლობის კანდიდატის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხ-კოდის მთლიანობას და მასწავლებლობის კანდიდატის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
8. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება საგამოცდო სექტორში საგამოცდო დროის ამოწურვის დროს მყოფი ბოლო მასწავლებლობის კანდიდატის თანდასწრებით, საგამოცდო სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 19. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის წესის დარღევევა🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“–„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მასწავლებლობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“–„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი და გადასცეს ადმინისტრატორს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 20. ნაშრომების გასწორება🔗
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება გამსწორებლებს შორის.
2. მასწავლებლობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2. მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომები გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
4. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცლები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება. ზეპირი გამოცდის დროს ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, არ გასწორდება.
6. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომი არ გასწორდება.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 21. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება🔗
გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 22. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური🔗
1. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე მოიცავს 25 ლარს.
1. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური მოიცავს:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე 25 ლარს;
ბ) მასწავლებლობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე შეადგენს 30 ლარს.
2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. თანხის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განიხილვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 221 . საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია🔗
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის:
ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 222 . საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი🔗
1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს დავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ამ დებულების 221 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების 221 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.
7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
8. საპრეტენზიო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 223 . სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება🔗
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. მასწავლებლობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას მასწავლებლობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა მასწავლებლობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლობის კანდიდატისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში საგამოცდო პროცესის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 224 . სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება🔗
1. მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. მასწავლებლობის კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
3. პრეტენზიის წარდგენისას მასწავლებლობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით.
5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განმცხადებლებს ეცნობებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 7 ივლისის ბრძანება № 54/ნ -სსმIII, № 82 , 08 .0 7 .20 10 წ., მუხ. 1199
მუხლი 23. სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ერთიანი სია სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების შესახებ და იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც მოიპოვეს მასწავლებლობის უფლება.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც მოიპოვეს მასწავლებლობის უფლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისი დაინტერესებული პირებისათვის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ცენტრი.
5. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა პირს უნარჩუნდება 4 წლის განმავლობაში.
მუხლი 24. მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადა🔗
1. პირის მასწავლებლობის უფლება დასტურდება შესაბამისი მასწავლებლის სერტიფიკატით.
2. ცენტრი, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის პირველადი რეგისტრაცია.
3. რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას. მასწავლებლის სერტიფიკატის მისაღებად პირმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
4. მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან 8 წლის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 11 მარტის ბრძანება № 17/ნ -სსმIII, № 27 , 12 .0 3 .20 10 წ., მუხ. 408
მუხლი 25. მასწავლებლობის უფლების განახლების ვადა🔗
1. ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მასწავლებელი, რომელსაც სურს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება, ვალდებულია განაახლოს მასწავლებლობის უფლება.
2. მასწავლებლობის უფლება უქმდება, თუ მასწავლებელი მისი მოპოვებიდან 8 წლის შემდეგ არ განაახლებს ამ უფლებას. მასწავლებლობის უფლება განახლდება 8 წლის ვადით.
მუხლი 26. მასწავლებლობის უფლების განახლების ფორმები🔗
1. მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტები.
2. მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების დაგროვება შესაძლებელია შემდეგი ალტერნატიული ფორმების გამოყენებით:
ა) აკრედიტებული პროფესიული განვითარების პროგრამების გავლა;
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 6 წლის შემდეგ შესაბამისი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
გ) საგანმანათლებლო ან პედაგოგიური პროდუქტის შექმნა (სახელმძღვანელოს, საგანმანათლებლო პროგრამის ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტის შემუშავება ან/და განხორციელება, მასწავლებლობის მაძიებლებისა და სხვა პედაგოგებისათვის ცოდნის გაზიარება და სხვა).
მუხლი 27. სკოლის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში🔗
1. მასწავლებლობის უფლების განახლების მიზნით სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით იქმნება სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედის სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის არანაკლებ ერთი მასწავლებელი (სკოლაში ასეთი სახის მასწავლებლის არსებობის შემთხვევაში).
2. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და საბჭოს მდივანს.
3. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომლის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭო იკრიბება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, სკოლის მასწავლებლის ან/და საბჭოს წევრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
5. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.
7. საბჭო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის და მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიოს მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისში განიხილავს და ამტკიცებს მასწავლებლის მიერ მომზადებულ წლიურ სამოქმედო გეგმას, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს – მასწავლებლის წლიური სამოქმედო გეგმის ანგარიშს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საბჭო აჯამებს მასწავლებლის მიერ მოპოვებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების რაოდენობას და ასახავს საბჭოს სხდომის ოქმში.
9. საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის ბოლოს შესაბამის რესურსცენტრს გადაუგზავნოს მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) იმ მასწავლებლის შესახებ, რომელმაც დააგროვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესაბამისი კრედიტები.
10. სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს საბჭოს გამართული ფუნქციონირება და საბჭოს მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
11. რესურსცენტრი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა უზრუნველყოფს მათ ასახვას მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში.
12. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია საბჭოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ცენტრში.
მუხლი 28. ცენტრის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში🔗
1. ცენტრი, მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში რესურსცენტრის მიერ შესაბამისი მონაცემების ასახვიდან 1 თვის ვადაში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის მასწავლებლობის უფლების განახლების შესახებ.
2. ცენტრი ვალდებულია შერჩევითი პრინციპის გამოყენებით რეგულარულად შეამოწმოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტების დაგროვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას შესაბამისი რესურსცენტრისათვის, ხოლო რესურსცენტრი – სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში, მათ გადაცემას შესაბამისი პირებისათვის.
მუხლი 29. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები🔗
1. მასწავლებელს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ვადამდე ჩამოერთმევა, თუ:
ა) მასწავლებელი არღვევს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებს და მისი ქმედება ეწინააღმდეგება ამავე სტანდარტით დადგენილ ღირებულებებს;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) (ამოღებულია) ;
დ) მასწავლებლის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ან მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში არასწორი მონაცემები იქნა წარდგენილი, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია) .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 20 აპრილის ბრძანება № 24/ნ -სსმIII, № 46 , 23 .0 4 .20 10 წ., მუხ. 693
მუხლი 30. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირები🔗
1. 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. ამ დრომდე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი დოკუმენტების გარდა, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე წარადგენენ პედაგოგიური მუშაობის სტაჟის ან მოქმედი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 31. პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური🔗
მასწავლებლისთვის პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების საფასურს ანაზღაურებს სახელმწიფო.
დანართი №2
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში
მუხლი 1. მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის აღწერილობა🔗
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის რეკვიზიტებია:
ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს მასწავლებლის სერტიფიკატის სახიან მხარეს ზედა ცენტრალურ ადგილზე;
ბ) მითითება „მასწავლებლის სერტიფიკატი“;
გ) მასწავლებლის სერტიფიკატის ნომერი, მასწავლებლის სერტიფიკატების რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემების მიხედვით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ლოგოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირის სახელი, გვარი, რომელზეც გაიცა მასწავლებლის სერტიფიკატი, აღნიშნული პირის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ვ) ინფორმაცია მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების შესახებ;
ზ) მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს სახელწოდება, გადაწყვეტილების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ნომერი;
თ) მითითება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მასწავლებლის სახელზე;
ი) მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბეჭედი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ“, №1101, 04.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87766-3/