„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (20)
შემდგომი ცვლილებები (11)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.013.878
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1101
2009 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1.ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში დანართი №2 შესაბამისად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 მარტის ბრძანება №21/ნ-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.577
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
5.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №103/ნ-სსმIII, №129, 08.10.2010წ., მუხ.1873
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №186/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
დანართი №1
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს დებულება განსაზღვრავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – სასერტიფიკაციო გამოცდა) ჩატარების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, სერტიფიკატის გაცემის, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობებს.
მუხლი 2. სერტიფიცირების მიზანი
სერტიფიცირების მიზანია შესაბამისი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა.
მუხლი 3. რეგულირების სფერო
1. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც სურთ სკოლაში მასწავლებლობის უფლების მოპოვება. აგრეთვე განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი) საქმიანობას მასწავლებლის სერტიფიცირების პროცესში.
2. ეს დებულება არ ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებელზე, რომელსაც თავის ქვეყანაში მოპოვებული აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამინისტროს გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქე უფლებამოსილია პედაგოგიური საქმიანობა განახორციელოს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ბ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
გ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
დ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ე) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ვ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ზ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
თ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
თ 1 ) ლაპარაკის ტესტი (ზეპირი გამოცდა) – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც მასწავლებლობის კანიდატი პასუხს სცემს ზეპირი ფორმით. ზეპირი გამოცდა ტარდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ი) მასწავლებლობის კანდიდატი – „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ დებულებით დადგენილი წესით;
კ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ლ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
მ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი (შემდგომში – პირი) – პირი, რომელსაც სურვილი აქვს ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა;
ნ) საგამოცდო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე;
ო) საგამოცდო ცენტრი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;
პ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მასწავლებლობის კანდიდატები განთავსდებიან სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას;
პ 1 ) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილის მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
პ2) საპრეტენზიო საბჭო – მასწავლებლობის კანდიდატთა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიების ან შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ჟ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
რ) ტექნიკური კონტროლი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
თავი II. მასწავლებლის სერტიფიცირების პროცედურა
მუხლი 5. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება
1. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს, თუ იგი აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან გააჩნია მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის, ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში არ იქნება გათვალისწინებული ის პირი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი ეყრდნობა ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით მიწოდებულ ინფორმაციას.

მუხლი 6. მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია
1. მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია მოიცავს ორ ეტაპს:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელი პირების დადგენის მიზნით გამოცდების ეროვნულ ცენტრში ელექტრონულ რეგისტრაციას;
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით ცენტრში რეგისტრაციას.
2. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის მიერ გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ცენტრში ამ დებულებით დადგენილი წესით შევსებული განცხადებები სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

მუხლი 7. გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაცია
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, პირის ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
4. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს შეტყობინებას გაუგზავნის ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
6. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ბ) იმ სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილს/ნაწილებს, რომლის ჩაბარებაც მას სურს;
გ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
7. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ ი მისამართის მეშვეობით.
8. გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
9. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ქმნის სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის საფუძველზე ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, სასერტიფიკაციო გამოცდის განრიგი, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ბაზის საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 15 აპრილამდე გადასცემს იმ პირთა სიას, რომლებმაც ამ მუხლით დადგენილი წესით გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ სას ე რტიფიკაციო გამოცდებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 8. ცენტრში რეგისტრაცია
1. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით ცენტრი აცხადებს ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას.
2. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გავლის მიზნით პირი ავსებს და რესურსცენტრში წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებას.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული განცხადება შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით);
ბ) ჩასაბარებელი ტესტის/ტესტის ნაწილის ჩამონათვალი;
გ) თანდართული საბუთების ნუსხა.
4. პირი განცხადებასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს, დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ ან დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებ ე ლთა პროგრამაში მონაწილეობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის დროს არის მასწავლებლობის მაძიებელი.
5. რესურსცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში, ცენტრს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმის განცხადების ასლს და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
6. რესურსცენტრს პირის მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ მონაცემები განცხადებების მიღების პარალელურად შეჰყავს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში. რესურსცენტრი პასუხისმგებელია მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
8. ცენტრი, რესურსცენტრის მიერ რეგისტრირებული პირების მონაცემების გადამოწმებისა და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით, რეგისტრაციის ვადის გამოცხადებიდან ყოველ 15 დღეში უზრუნველყოფს რესურსცენტრიდან მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებას.
9. ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების პერიოდულ გადამოწმებას და განახლებას.
10. ცენტრი ადგენს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ სიებში მყოფი პირები აკმაყოფილებენ თუ არა ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
11. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემები ხელმისაწვდომია ცენტრის და რესურსცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
12. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, მათ შორის, გათვალისწინებული არ იქნება ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში, თუ ის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში არ შეავსებს გამოცდების ეროვნული ცენტრის და ცენტრის მიერ დადგენილ განცხადებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 9. გადაწყვეტილება მასწავლებლობის კანდიდატის რეგისტრაციისა და სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების შესახებ
1. ცენტრი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სიის ფარგლებში გამოცდების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 25 მაისამდე წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.
2. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებში.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი რესურსცენტრების დახმარებით უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების მასწავლებლობის კანდიდატებისთვის გადაცემას.
4. რესურსცენტრი საგამოცდო ბარათის გადაცემას მასწავლებლობის კანდიდატისათვის უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდამდე გონივრულ ვადაში.
5. საგამოცდო ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩამონათვალს;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას, სადაც უნდა გამოცხადდეს მასწავლებლობის კანდიდატი;
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების თარიღს და რეგისტრაციის დაწყების დროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5ოქტომბრის ბრძანება №103/ნ-სსმIII, №129, 08.10.2010წ., მუხ.1873
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 10. სასერტიფიკაციო გამოცდის დანიშვნა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 11. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსი
1. საგამოცდო პროგრამა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას გამოცდების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა შედგება შინაარსობრივი და უნარების ნაწილისაგან. სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება შინაარსობრივი და უნარების ნაწილის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, დადგენილი მასწავლებლობის უფლების მოპოვებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტში ან/და ტესტის ნაწილში საჭირო ქულების დაგროვებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.
6. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზური და ქართული);
ა1) ქართული ენა მასწავლებლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში;
ბ) მათემატიკა;
გ) საზოგადოებრივი მეცნიერებები:
გ.ა) ისტორია;
გ.ბ) გეოგრაფია;
გ.გ) სამოქალაქო განათლება;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
დ.ა) ფიზიკა;
დ.ბ) ქიმია;
დ.გ) ბიოლოგია;
ე) უცხოური ენები:
ე.ა) ინგლისური;
ე.ბ) გერმანული;
ე.გ) ფრანგული;
ე.დ) რუსული;
ვ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
7. პირი უფლებამოსილია შესაბამის წელს ჩააბაროს მხოლოდ ერთი შინაარსობრივი ნაწილის გამოცდა.

მუხლი 12. სასერტიფიკაციო გამოცდის ენა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მასწავლებლობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში.

მუხლი 13. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების გზით, გარდა უცხოური ენების გამოცდისა.
2. უცხოური ენების გამოცდა ტარდება წერილობითი და ზეპირი ფორმით, ტესტირების გზით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 14. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი
1. სკოლა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან საჭირო ფართისა და ინვენტარის გამოყოფას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა წერილობითი ფორმით შესაბამის ნაწილში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. სასერტიფიკაციო გამოცდა ზეპირი ფორმით უცხოურ ენებში მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.
4. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი.

მუხლი 15. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესზე დასწრება
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
3. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას. მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მასწავლებლობის კანდიდატის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.
5. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
6. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
7. სასერტიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციაზე, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.

მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის ჩაბარების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებლობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს მასწალებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებასა და მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრობული ბაზიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს, მასწავლებლობის კანდიდატი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.
4. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მასწავლებლობის კანდიდატს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
5. წერით გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ერთი საათის განმავლობაში. ზეპირ გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე 20 წუთის განმავლობაში.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში მასწავლებლობის იმ კანდიდატების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).
7. მასწავლებლობის კანდიდატმა ცნობა რაიმე სახის ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარადგინოს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე.
8. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).

მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა
1. ტესტირება მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.
3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

მუხლი 18. სასერტიფიკაციო გამოცდა
1. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავალებათა რვეული, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში. ტესტურ დავალებათა რვეული ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
2. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გელიანი კალმით.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება. ფურცლების გამოყენება შესაძლებელია ზეპირი გამოცდის დროს მეთვალყურესთან/კურატორთან შეთანხმებით;
გ 1 ) ზეპირი გამოცდის დროს სახელისა და გვარის და სხვა ისეთი სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) წერითი გამოცდის დროს მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ზეპირი გამოცდის დროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
ზ) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
6. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
7. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
8. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 19. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის წესის დარღევევა
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მასწავლებლობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი.

მუხლი 20. ნაშრომების გასწორება
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
2. მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომები გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან 40 დღის ვადაში.
3. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
4. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცლები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება. ზეპირი გამოცდის დროს ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, არ გასწორდება.
6. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომი არ გასწორდება.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

მუხლი 21. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება
გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 22. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური
1. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური მოიცავს:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე 25 ლარს;
ბ) მასწავლებლობის კანდიდატის ინიციატივით, საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის ცალ-ცალკე შეადგენს 50 ლარს.
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს თითოეულ ნაწილში ცალ-ცალკე 50 ლარს იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით გადალახეს სასერტიფიკაციო გამოცდა/გამოცდის ნაწილი და სურს განმეორებით ჩააბარონ გამოცდა/გამოცდის ნაწილი.
2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
21. პირის მიერ შეცდომით გადახდილად არ ითვლება თანხა, თუ მან ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. თანხის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
თავი II 1
სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განიხილვა

მუხლი 22 1 . საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის:
ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 22 2 . საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი
1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს დავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ამ დებულების 22 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების 22 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.
7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
8. საპრეტენზიო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 22 3 . სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. მასწავლებლობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას მასწავლებლობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა მასწავლებლობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლობის კანდიდატისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 22 4 . სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება
1. მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
2. მასწავლებლობის კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
3. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ხორციელდება ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი პროცედურებით ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის შემდეგ.
4. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა, საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 15 დღის ვადაში, ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
61. საპრეტენზიო კომისია და საპრეტენზიო საბჭო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლებზე დაყრდნობით.
62. საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ხორციელდება მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლებისა და საპრეტენზიო განცხადებების დაკავშირება.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 25 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ მასწავლებლობის კანდიდატისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
თავი III. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება
მუხლი 23. სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები
1. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი და იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც მოიპოვეს მასწავლებლობის უფლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და 3 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
4. ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისი დაინტერესებული პირებისათვის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ცენტრი.
5. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა პირს უნარჩუნდება 4 წლის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. მასწავლებლობის კანდიდატს არ უნარჩუნდება სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა იმ შემთხვევაში, თუ ის განმეორებით გავა შესაბამის გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და იგი მოიპოვებს ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულას და თან გაიუმჯობესებს მას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №186/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.

მუხლი 24. მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადა
1. პირის მასწავლებლობის უფლება დასტურდება შესაბამისი მასწავლებლის სერტიფიკატით.
2. ცენტრი, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაცია.
3. რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას. მასწავლებლის სერტიფიკატის მისაღებად პირმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
4. მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან 8 წლის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
5. (ამოღებულია - 03.02.2012; №26/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
თავი IV. მასწავლებლობის უფლების განახლება
მუხლი 25. მასწავლებლობის უფლების განახლების ვადა
1. ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის ან/და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, პირს, რომელსაც სურს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება, ვალდებულია განაახლოს ან ხელახლა მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება.
2. მასწავლებლობის უფლება უქმდება, თუ მასწავლებელი მისი მოპოვებიდან 8 წლის შემდეგ არ განაახლებს ამ უფლებას. მასწავლებლობის უფლება განახლდება 8 წლის ვადით.

მუხლი 26. მასწავლებლობის უფლების განახლების ფორმები
1. მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტები.
2. მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების დაგროვება შესაძლებელია შემდეგი ალტერნატიული ფორმების გამოყენებით:
ა) აკრედიტებული პროფესიული განვითარების პროგრამების გავლა;
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 6 წლის შემდეგ შესაბამისი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
გ) საგანმანათლებლო ან პედაგოგიური პროდუქტის შექმნა (სახელმძღვანელოს, საგანმანათლებლო პროგრამის ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტის შემუშავება ან/და განხორციელება, მასწავლებლობის მაძიებლებისა და სხვა პედაგოგებისათვის ცოდნის გაზიარება და სხვა).
მუხლი 27. სკოლის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში
1. მასწავლებლობის უფლების განახლების მიზნით სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით იქმნება სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედის სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის არანაკლებ ერთი მასწავლებელი (სკოლაში ასეთი სახის მასწავლებლის არსებობის შემთხვევაში).
2. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და საბჭოს მდივანს.
3. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომლის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭო იკრიბება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, სკოლის მასწავლებლის ან/და საბჭოს წევრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
5. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.
7. საბჭო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის და მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიოს მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისში განიხილავს და ამტკიცებს მასწავლებლის მიერ მომზადებულ წლიურ სამოქმედო გეგმას, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს – მასწავლებლის წლიური სამოქმედო გეგმის ანგარიშს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საბჭო აჯამებს მასწავლებლის მიერ მოპოვებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების რაოდენობას და ასახავს საბჭოს სხდომის ოქმში.
9. საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის ბოლოს შესაბამის რესურსცენტრს გადაუგზავნოს მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) იმ მასწავლებლის შესახებ, რომელმაც დააგროვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესაბამისი კრედიტები.
10. სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს საბჭოს გამართული ფუნქციონირება და საბჭოს მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
11. რესურსცენტრი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა უზრუნველყოფს მათ ასახვას მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში.
12. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია საბჭოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ცენტრში.
მუხლი 28. ცენტრის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში
1. ცენტრი, მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში რესურსცენტრის მიერ შესაბამისი მონაცემების ასახვიდან 1 თვის ვადაში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის მასწავლებლობის უფლების განახლების შესახებ.
2. ცენტრი ვალდებულია შერჩევითი პრინციპის გამოყენებით რეგულარულად შეამოწმოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტების დაგროვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას შესაბამისი რესურსცენტრისათვის, ხოლო რესურსცენტრი – სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში, მათ გადაცემას შესაბამისი პირებისათვის.
თავი V. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები
მუხლი 29. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები
1. მასწავლებელს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ვადამდე ჩამოერთმევა, თუ:
ა) მასწავლებელი არღვევს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებს და მისი ქმედება ეწინააღმდეგება ამავე სტანდარტით დადგენილ ღირებულებებს;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) (ამოღებულია);
დ) მასწავლებლის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ან მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში არასწორი მონაცემები იქნა წარდგენილი, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) (ამოღებულია - 03.02.2012; №26/ნ).
2. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 30. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირები
1. 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. ამ დრომდე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების გარდა, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე წარადგენენ პედაგოგიური მუშაობის სტაჟის ან მოქმედი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. 2014 წლის ბოლომდე პირველი-მე-4 კლასების მასწავლებლის უფლების მოპოვების მსურველი პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე აბარებს:
ა) შინაარსობრივ ნაწილს – ტესტი დაწყებითი საფეხურის პირველი – მე-4 კლასები ს მასწავლებლებისთვის;
ბ) უნარების ნაწილს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 31. პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური
მასწავლებლისთვის პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების საფასურს ანაზღაურებს სახელმწიფო.
დანართი №2
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში
მუხლი 1. მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის აღწერილობა
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის რეკვიზიტებია:
ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს მასწავლებლის სერტიფიკატის სახიან მხარეს ზედა ცენტრალურ ადგილზე;
ბ) მითითება „მასწავლებლის სერტიფიკატი“;
გ) მასწავლებლის სერტიფიკატის ნომერი, მასწავლებლის სერტიფიკატების რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემების მიხედვით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ლოგოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირის სახელი, გვარი, რომელზეც გაიცა მასწავლებლის სერტიფიკატი, აღნიშნული პირის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ვ) ინფორმაცია მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების შესახებ;
ზ) მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს სახელწოდება, გადაწყვეტილების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ნომერი;
თ) მითითება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მასწავლებლის სახელზე;
ი) მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბეჭედი.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1101
2009 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1.ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში დანართი №2 შესაბამისად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 მარტის ბრძანება №21/ნ-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.577
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
5.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №103/ნ-სსმIII, №129, 08.10.2010წ., მუხ.1873
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №186/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.
დანართი №1
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
დანართი №1
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს დებულება განსაზღვრავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – სასერტიფიკაციო გამოცდა) ჩატარების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, სერტიფიკატის გაცემის, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობებს.
მუხლი 2. სერტიფიცირების მიზანი
სერტიფიცირების მიზანია შესაბამისი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა.
მუხლი 3. რეგულირების სფერო
1. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც სურთ სკოლაში მასწავლებლობის უფლების მოპოვება. აგრეთვე განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი) საქმიანობას მასწავლებლის სერტიფიცირების პროცესში.
2. ეს დებულება არ ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებელზე, რომელსაც თავის ქვეყანაში მოპოვებული აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამინისტროს გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქე უფლებამოსილია პედაგოგიური საქმიანობა განახორციელოს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ბ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
გ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
დ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ე) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ვ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ზ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
თ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
თ1 ) ლაპარაკის ტესტი (ზეპირი გამოცდა) – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც მასწავლებლობის კანიდატი პასუხს სცემს ზეპირი ფორმით. ზეპირი გამოცდა ტარდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ი) მასწავლებლობის კანდიდატი – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია რესურსცენტრისა და ცენტრის მიერ;
ი) მასწავლებლობის კანდიდატი – „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ დებულებით დადგენილი წესით;
კ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ლ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
მ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი (შემდგომში – პირი) – პირი, რომელსაც სურვილი აქვს ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და რომელიც წარადგენს განაცხადს რესურსცენტრში;
მ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი (შემდგომში – პირი) – პირი, რომელსაც სურვილი აქვს ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა;
ნ) საგამოცდო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე;
ო) საგამოცდო ცენტრი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;
პ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მასწავლებლობის კანდიდატები განთავსდებიან სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას;
პ1 ) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილის მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
პ2) საპრეტენზიო საბჭო – მასწავლებლობის კანდიდატთა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიების ან შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ჟ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
რ) ტექნიკური კონტროლი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
თავი II. მასწავლებლის სერტიფიცირების პროცედურა
მუხლი 5. რეგისტრაცია რესურსცენტრში🔗
მუხლი 5. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება
1. სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით პირი სურვილის შესაბამისად მიმართავს ნებისმიერ რესურსცენტრს და წერილობით ან/და ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით ავსებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის ანკეტას.
1. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს, თუ იგი აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან გააჩნია მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე განაცხადი წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გააჩნია მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის, ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში არ იქნება გათვალისწინებული ის პირი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები, განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი ეყრდნობა ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით მიწოდებულ ინფორმაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 6. რესურსცენტრში წარსადგენი დოკუმენტები🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
1. პირი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ავსებს და რესურსცენტრში წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადს და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის ანკეტას, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
მუხლი 6. მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ფორმის რესურსცენტრისთვის მიწოდებას და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს ცენტრი, ხოლო ანკეტის ფორმის რესურსცენტრისთვის მიწოდებას და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას – გამოცდების ეროვნული ცენტრი.
1. მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია მოიცავს ორ ეტაპს:
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელი პირების დადგენის მიზნით გამოცდების ეროვნულ ცენტრში ელექტრონულ რეგისტრაციას;
ა) პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით);
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით ცენტრში რეგისტრაციას.
ბ) ჩასაბარებელი საგნის/საგნების ჩამონათვალი;
2. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის მიერ გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ცენტრში ამ დებულებით დადგენილი წესით შევსებული განცხადებები სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
გ) მითითებას საგამოცდო ცენტრზე, რომელშიც პირს სურს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
დ) თანდართული საბუთების ნუსხა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
31. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანკეტა შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განაცხადში და ანკეტაში სხვაობის დადგენის შემთხვევაში ძალაშია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანკეტაში პირის მიერ შეტანილი ინფორმაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
4. პირი განაცხადთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლს;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს;
მუხლი 7. გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაცია
გ) დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ;
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, პირის ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
გ1) დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლთა პროგრამაში მონაწილეობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის დროს არის მასწავლებლობის მაძიებელი;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
დ) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
ე) ცნობას ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
4. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური.
ვ) (ამოღებულია);
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს შეტყობინებას გაუგზავნის ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
ზ) (ამოღებულია);
6. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:
თ) ერთ ფოტოსურათს (ზომით 3X4).
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
41. ანკეტის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში პირი განაცხადთან ერთად:
ბ) იმ სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილს/ნაწილებს, რომლის ჩაბარებაც მას სურს;
ა) რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
გ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას;
ა.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
ა.ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს;
7. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონული მისამართის მეშვეობით.
ა.გ) დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ;
8. გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
ა.გ1) დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლთა პროგრამის მონაწილეობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის დროს არის მასწავლებლობის მაძიებელი;
9. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ქმნის სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის საფუძველზე ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, სასერტიფიკაციო გამოცდის განრიგი, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).
ბ) გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ცნობას ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ბაზის საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 15 აპრილამდე გადასცემს იმ პირთა სიას, რომლებმაც ამ მუხლით დადგენილი წესით გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ სასე რტიფიკაციო გამოცდებში.
5. რესურსცენტრი, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში, ცენტრს უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმის განაცხადის ასლს და მე-4 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით ან 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, ხოლო გამოცდების ეროვნულ ცენტრს – ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანკეტას და მე-4 პუნქტის „ა”, „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
6. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდებზე, თუ ის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში არ შეავსებს ცენტრის მიერ დადგენილ განაცხადს და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ანკეტის ფორმას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
მუხლი 8. ცენტრში რეგისტრაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
1. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით ცენტრი აცხადებს ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
2. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გავლის მიზნით პირი ავსებს და რესურსცენტრში წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული განცხადება შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
მუხლი 7. გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ🔗
ა) პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით);
1. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება ცენტრის მიერ რეგისტრირებული მასწავლებლობის კანდიდატი, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ბ) ჩასაბარებელი ტესტის/ტესტის ნაწილის ჩამონათვალი;
2. მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაცია მოიცავს პირველად რეგისტრაციას რესურსცენტრში და საბოლოო რეგისტრაციას ცენტრში.
გ) თანდართული საბუთების ნუსხა.
3. რესურსცენტრი პირს ატარებს პირველად რეგისტრაციაში, თუ პირის მიერ დოკუმენტაცია წარდგენილია ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში და შეესაბამება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. პირი განცხადებასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
4. თუ პირის მიერ რესურსცენტრში წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, რესურსცენტრი ვალდებულია განაცხადის შეტანიდან 5 დღის ვადაში დაადგინოს ხარვეზი და პირს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით განუსაზღვროს 10 დღის ვადა.
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
5. თუ პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, რესურსცენტრის წარდგინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს, დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ ან დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებე ლთა პროგრამაში მონაწილეობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის დროს არის მასწავლებლობის მაძიებელი.
6. რესურსცენტრს პირის მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ მონაცემები განაცხადების მიღების პარალელურად შეჰყავს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში. რესურსცენტრი პასუხისმგებელია მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
5. რესურსცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში, ცენტრს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმის განცხადების ასლს და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
7. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 20 დღის ვადაში რესურსცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემების სრულად შეყვანას.
6. რესურსცენტრს პირის მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ მონაცემები განცხადებების მიღების პარალელურად შეჰყავს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში. რესურსცენტრი პასუხისმგებელია მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
8. ცენტრი, რესურსცენტრის მიერ რეგისტრირებული მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემების გადამოწმებისა და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით, რეგისტრაციის ვადის გამოცხადებიდან ყოველ 15 დღეში უზრუნველყოფს რესურსცენტრიდან მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებას.
8. ცენტრი, რესურსცენტრის მიერ რეგისტრირებული პირების მონაცემების გადამოწმებისა და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით, რეგისტრაციის ვადის გამოცხადებიდან ყოველ 15 დღეში უზრუნველყოფს რესურსცენტრიდან მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
9. ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების პერიოდულ გადამოწმებას და განახლებას.
მუხლი 8. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემა და მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონული ბაზა🔗
10. ცენტრი ადგენს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ სიებში მყოფი პირები აკმაყოფილებენ თუ არა ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემას ქმნის ცენტრი, რომლის მონაცემები მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემები ხელმისაწვდომია ცენტრის და რესურსცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
2. ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების პერიოდულ გადამოწმებას და განახლებას.
12. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, მათ შორის, გათვალისწინებული არ იქნება ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში, თუ ის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში არ შეავსებს გამოცდების ეროვნული ცენტრის და ცენტრის მიერ დადგენილ განცხადებებს.
3. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემები ხელმისაწვდომია ცენტრის და რესურსცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ქმნის მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 9. საგამოცდო ბარათის გაცემა🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
1. ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრს არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას, ხოლო იმ პირების თაობაზე დამატებით სიას, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდის წელს წარმატებით გაიარეს მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა, ცენტრი არა უგვიანეს ყოველი წლის 30 მაისისა წარუდგენს გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
მუხლი 9. გადაწყვეტილება მასწავლებლობის კანდიდატის რეგისტრაციისა და სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების შესახებ
11. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებში. აგრეთვე, პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიაში, მაგრამ მას სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დროს შევსებული არ აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ანკეტა.
1. ცენტრი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სიის ფარგლებში გამოცდების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 25 მაისამდე წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ბარათის გაცემას ახორციელებს მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.
2. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებში.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდებამდე ორი კვირით ადრე, უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების გადაცემას იმ რესურსცენტრისათვის, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის პირველადი რეგისტრაცია.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი რესურსცენტრების დახმარებით უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების მასწავლებლობის კანდიდატებისთვის გადაცემას.
4. რესურსცენტრი საგამოცდო ბარათის გადაცემას მასწავლებლობის კანდიდატისათვის უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდამდე გონივრულ ვადაში.
5. საგამოცდო ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩამონათვალს;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას, სადაც უნდა გამოცხადდეს მასწავლებლობის კანდიდატი;
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების თარიღს და რეგისტრაციის დაწყების დროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5ოქტომბრის ბრძანება №103/ნ-სსმIII, №129, 08.10.2010წ., მუხ.1873
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 10. სასერტიფიკაციო გამოცდის დანიშვნა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიის გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში.
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5ოქტომბრის ბრძანება №103/ნ-სსმIII, №129, 08.10.2010წ., მუხ.1873
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 11. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსი
1. საგამოცდო პროგრამა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას გამოცდების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა შედგება შინაარსობრივი და უნარების ნაწილისაგან. სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება შინაარსობრივი და უნარების ნაწილის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, დადგენილი მასწავლებლობის უფლების მოპოვებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტში ან/და ტესტის ნაწილში საჭირო ქულების დაგროვებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.
6. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზური და ქართული);
ა1) ქართული ენა მასწავლებლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში;
ბ) მათემატიკა;
გ) საზოგადოებრივი მეცნიერებები:
გ.ა) ისტორია;
გ.ბ) გეოგრაფია;
გ.გ) სამოქალაქო განათლება;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
დ.ა) ფიზიკა;
დ.ბ) ქიმია;
დ.გ) ბიოლოგია;
ე) უცხოური ენები:
ე.ა) ინგლისური;
ე.ბ) გერმანული;
ე.გ) ფრანგული;
ე.დ) რუსული;
ვ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
7. პირი უფლებამოსილია შესაბამის წელს ჩააბაროს მხოლოდ ერთი შინაარსობრივი ნაწილის გამოცდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 12. სასერტიფიკაციო გამოცდის ენა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მასწავლებლობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 13. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების გზით, გარდა უცხოური ენების გამოცდისა.
2. უცხოური ენების გამოცდა ტარდება წერილობითი და ზეპირი ფორმით, ტესტირების გზით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 14. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი
1. სკოლა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან საჭირო ფართისა და ინვენტარის გამოყოფას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა წერილობითი ფორმით შესაბამის ნაწილში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. სასერტიფიკაციო გამოცდა ზეპირი ფორმით უცხოურ ენებში მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.
4. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 15. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესზე დასწრება
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
3. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას. მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მასწავლებლობის კანდიდატის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.
5. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
6. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
7. სასერტიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციაზე, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის ჩაბარების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებლობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს მასწალებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებასა და მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრობული ბაზიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს, მასწავლებლობის კანდიდატი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.
4. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მასწავლებლობის კანდიდატს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
5. წერით გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ერთი საათის განმავლობაში. ზეპირ გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე 20 წუთის განმავლობაში.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში მასწავლებლობის იმ კანდიდატების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).
7. მასწავლებლობის კანდიდატმა ცნობა რაიმე სახის ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარადგინოს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე.
8. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა
1. ტესტირება მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.
3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 18. სასერტიფიკაციო გამოცდა
1. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავალებათა რვეული, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში. ტესტურ დავალებათა რვეული ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
2. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გელიანი კალმით.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება. ფურცლების გამოყენება შესაძლებელია ზეპირი გამოცდის დროს მეთვალყურესთან/კურატორთან შეთანხმებით;
გ1 ) ზეპირი გამოცდის დროს სახელისა და გვარის და სხვა ისეთი სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) წერითი გამოცდის დროს მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ზეპირი გამოცდის დროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
ზ) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
6. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
7. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
8. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 19. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის წესის დარღევევა
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მასწავლებლობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 20. ნაშრომების გასწორება
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
2. მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომები გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან 40 დღის ვადაში.
3. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
4. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცლები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება. ზეპირი გამოცდის დროს ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, არ გასწორდება.
6. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომი არ გასწორდება.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 21. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება
გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 22. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური
1. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური მოიცავს:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე 25 ლარს;
ბ) მასწავლებლობის კანდიდატის ინიციატივით, საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის ცალ-ცალკე შეადგენს 50 ლარს.
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს თითოეულ ნაწილში ცალ-ცალკე 50 ლარს იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით გადალახეს სასერტიფიკაციო გამოცდა/გამოცდის ნაწილი და სურს განმეორებით ჩააბარონ გამოცდა/გამოცდის ნაწილი.
2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
21. პირის მიერ შეცდომით გადახდილად არ ითვლება თანხა, თუ მან ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. თანხის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განიხილვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 221 . საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია🔗
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის:
ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 222 . საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი🔗
1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს დავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ამ დებულების 221 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების 221 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.
7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
8. საპრეტენზიო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 223 . სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება🔗
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. მასწავლებლობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას მასწავლებლობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა მასწავლებლობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლობის კანდიდატისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 224 . სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება🔗
1. მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
1. მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
2. მასწავლებლობის კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
3. პრეტენზიის წარდგენისას მასწავლებლობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:
3. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ხორციელდება ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი პროცედურებით ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის შემდეგ.
ა) საგამოცდო ბარათი;
4. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის ცენტრში. საპრეტენზიო განაცხადების შესაბამისად მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლები დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. მასწავლებლობის კანდიდატების მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით.
5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა, საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 15 დღის ვადაში, ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
61. საპრეტენზიო კომისია და საპრეტენზიო საბჭო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლებზე დაყრდნობით.
62. საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ხორციელდება მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლებისა და საპრეტენზიო განცხადებების დაკავშირება.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 25 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ მასწავლებლობის კანდიდატისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
თავი III. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება
მუხლი 23. სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები
1. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი და იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა.
1. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი და იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც მოიპოვეს მასწავლებლობის უფლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და 3 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
4. ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისი დაინტერესებული პირებისათვის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ცენტრი.
5. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა პირს უნარჩუნდება 4 წლის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. მასწავლებლობის კანდიდატს არ უნდარჩუნდება სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა იმ შემთხვევაში, თუ ის განმეორებით გავა შესაბამის გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და ვერ მოიპოვებს ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულას.
6. მასწავლებლობის კანდიდატს არ უნარჩუნდება სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა იმ შემთხვევაში, თუ ის განმეორებით გავა შესაბამის გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და იგი მოიპოვებს ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულას და თან გაიუმჯობესებს მას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №186/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 24. მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადა
1. პირის მასწავლებლობის უფლება დასტურდება შესაბამისი მასწავლებლის სერტიფიკატით.
2. ცენტრი, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის პირველადი რეგისტრაცია.
2. ცენტრი, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაცია.
3. რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას. მასწავლებლის სერტიფიკატის მისაღებად პირმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
4. მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან 8 წლის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
5. მასწავლებლობის უფლების მქონე პირი კარგავს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს, თუ ის განმეორებით გავიდა სასერტიფიკაციო გამოცდაზე/გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და ვერ მოიპოვა ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულა.
5. (ამოღებულია - 03.02.2012; №26/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
თავი IV. მასწავლებლობის უფლების განახლება
მუხლი 25. მასწავლებლობის უფლების განახლების ვადა
1. ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის ან/და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, პირს, რომელსაც სურს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება, ვალდებულია განაახლოს ან ხელახლა მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება.
2. მასწავლებლობის უფლება უქმდება, თუ მასწავლებელი მისი მოპოვებიდან 8 წლის შემდეგ არ განაახლებს ამ უფლებას. მასწავლებლობის უფლება განახლდება 8 წლის ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 26. მასწავლებლობის უფლების განახლების ფორმები
1. მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტები.
2. მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების დაგროვება შესაძლებელია შემდეგი ალტერნატიული ფორმების გამოყენებით:
ა) აკრედიტებული პროფესიული განვითარების პროგრამების გავლა;
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 6 წლის შემდეგ შესაბამისი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
გ) საგანმანათლებლო ან პედაგოგიური პროდუქტის შექმნა (სახელმძღვანელოს, საგანმანათლებლო პროგრამის ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტის შემუშავება ან/და განხორციელება, მასწავლებლობის მაძიებლებისა და სხვა პედაგოგებისათვის ცოდნის გაზიარება და სხვა).
მუხლი 27. სკოლის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში
1. მასწავლებლობის უფლების განახლების მიზნით სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით იქმნება სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედის სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის არანაკლებ ერთი მასწავლებელი (სკოლაში ასეთი სახის მასწავლებლის არსებობის შემთხვევაში).
2. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და საბჭოს მდივანს.
3. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომლის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭო იკრიბება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, სკოლის მასწავლებლის ან/და საბჭოს წევრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
5. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.
7. საბჭო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის და მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიოს მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისში განიხილავს და ამტკიცებს მასწავლებლის მიერ მომზადებულ წლიურ სამოქმედო გეგმას, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს – მასწავლებლის წლიური სამოქმედო გეგმის ანგარიშს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საბჭო აჯამებს მასწავლებლის მიერ მოპოვებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების რაოდენობას და ასახავს საბჭოს სხდომის ოქმში.
9. საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის ბოლოს შესაბამის რესურსცენტრს გადაუგზავნოს მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) იმ მასწავლებლის შესახებ, რომელმაც დააგროვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესაბამისი კრედიტები.
10. სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს საბჭოს გამართული ფუნქციონირება და საბჭოს მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
11. რესურსცენტრი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა უზრუნველყოფს მათ ასახვას მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში.
12. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია საბჭოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ცენტრში.
მუხლი 28. ცენტრის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში
1. ცენტრი, მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში რესურსცენტრის მიერ შესაბამისი მონაცემების ასახვიდან 1 თვის ვადაში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის მასწავლებლობის უფლების განახლების შესახებ.
2. ცენტრი ვალდებულია შერჩევითი პრინციპის გამოყენებით რეგულარულად შეამოწმოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტების დაგროვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას შესაბამისი რესურსცენტრისათვის, ხოლო რესურსცენტრი – სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში, მათ გადაცემას შესაბამისი პირებისათვის.
თავი V. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები
მუხლი 29. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები
1. მასწავლებელს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ვადამდე ჩამოერთმევა, თუ:
ა) მასწავლებელი არღვევს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებს და მისი ქმედება ეწინააღმდეგება ამავე სტანდარტით დადგენილ ღირებულებებს;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) (ამოღებულია);
დ) მასწავლებლის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ან მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში არასწორი მონაცემები იქნა წარდგენილი, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ის განმეორებით გავიდა სასერტიფიკაციო გამოცდაზე/გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და ვერ მოიპოვა ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულა.
ე) (ამოღებულია - 03.02.2012; №26/ნ).
2. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 30. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირები
1. 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. ამ დრომდე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი დოკუმენტების გარდა, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე წარადგენენ პედაგოგიური მუშაობის სტაჟის ან მოქმედი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების გარდა, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე წარადგენენ პედაგოგიური მუშაობის სტაჟის ან მოქმედი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. 2014 წლის ბოლომდე პირველი-მე-4 კლასების მასწავლებლის უფლების მოპოვების მსურველი პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე აბარებს:
ა) შინაარსობრივ ნაწილს – ტესტი დაწყებითი საფეხურის პირველი – მე-4 კლასების მასწავლებლებისთვის;
ბ) უნარების ნაწილს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 31. პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური
მასწავლებლისთვის პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების საფასურს ანაზღაურებს სახელმწიფო.
დანართი №2
დანართი №2
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში
მუხლი 1. მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის აღწერილობა
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის რეკვიზიტებია:
ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს მასწავლებლის სერტიფიკატის სახიან მხარეს ზედა ცენტრალურ ადგილზე;
ბ) მითითება „მასწავლებლის სერტიფიკატი“;
გ) მასწავლებლის სერტიფიკატის ნომერი, მასწავლებლის სერტიფიკატების რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემების მიხედვით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ლოგოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირის სახელი, გვარი, რომელზეც გაიცა მასწავლებლის სერტიფიკატი, აღნიშნული პირის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ვ) ინფორმაცია მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების შესახებ;
ზ) მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს სახელწოდება, გადაწყვეტილების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ნომერი;
თ) მითითება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მასწავლებლის სახელზე;
ი) მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბეჭედი.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.013.878
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1101
2009 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1.ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში დანართი №2 შესაბამისად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 მარტის ბრძანება №21/ნ-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.577
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
5.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №103/ნ-სსმIII, №129, 08.10.2010წ., მუხ.1873
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №186/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
დანართი №1
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 22.03.2012წ.
დანართი №1
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება
მუხლი 1. რეგულირების საგანი🔗
ეს დებულება განსაზღვრავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – სასერტიფიკაციო გამოცდა) ჩატარების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, სერტიფიკატის გაცემის, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობებს.
მუხლი 2. სერტიფიცირების მიზანი🔗
სერტიფიცირების მიზანია შესაბამისი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა.
მუხლი 3. რეგულირების სფერო🔗
1. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც სურთ სკოლაში მასწავლებლობის უფლების მოპოვება. აგრეთვე განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი) საქმიანობას მასწავლებლის სერტიფიცირების პროცესში.
2. ეს დებულება არ ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებელზე, რომელსაც თავის ქვეყანაში მოპოვებული აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამინისტროს გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქე უფლებამოსილია პედაგოგიური საქმიანობა განახორციელოს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება🔗
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ბ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
გ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
დ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ე) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ვ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ზ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
თ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
თ1 ) ლაპარაკის ტესტი (ზეპირი გამოცდა) – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც მასწავლებლობის კანიდატი პასუხს სცემს ზეპირი ფორმით. ზეპირი გამოცდა ტარდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ი) მასწავლებლობის კანდიდატი – „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ დებულებით დადგენილი წესით;
კ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ლ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
მ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი (შემდგომში – პირი) – პირი, რომელსაც სურვილი აქვს ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა;
ნ) საგამოცდო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე;
ო) საგამოცდო ცენტრი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;
პ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მასწავლებლობის კანდიდატები განთავსდებიან სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას;
პ1 ) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილის მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
პ2) საპრეტენზიო საბჭო – მასწავლებლობის კანდიდატთა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიების ან შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
ჟ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;
რ) ტექნიკური კონტროლი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 5. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს, თუ იგი აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან გააჩნია მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის, ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში არ იქნება გათვალისწინებული ის პირი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი ეყრდნობა ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით მიწოდებულ ინფორმაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 6. მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია🔗
1. მასწავლებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია მოიცავს ორ ეტაპს:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელი პირების დადგენის მიზნით გამოცდების ეროვნულ ცენტრში ელექტრონულ რეგისტრაციას;
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით ცენტრში რეგისტრაციას.
2. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის მიერ გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ცენტრში ამ დებულებით დადგენილი წესით შევსებული განცხადებები სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 7. გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაცია🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, პირის ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
4. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს შეტყობინებას გაუგზავნის ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
6. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ბ) იმ სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილს/ნაწილებს, რომლის ჩაბარებაც მას სურს;
გ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
7. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონული მისამართის მეშვეობით.
8. გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
9. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ქმნის სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის საფუძველზე ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, სასერტიფიკაციო გამოცდის განრიგი, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ბაზის საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 15 აპრილამდე გადასცემს იმ პირთა სიას, რომლებმაც ამ მუხლით დადგენილი წესით გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ სასე რტიფიკაციო გამოცდებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 8. ცენტრში რეგისტრაცია🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით ცენტრი აცხადებს ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას.
2. ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გავლის მიზნით პირი ავსებს და რესურსცენტრში წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებას.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული განცხადება შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით);
ბ) ჩასაბარებელი ტესტის/ტესტის ნაწილის ჩამონათვალი;
გ) თანდართული საბუთების ნუსხა.
4. პირი განცხადებასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს, დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ ან დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებე ლთა პროგრამაში მონაწილეობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის დროს არის მასწავლებლობის მაძიებელი.
5. რესურსცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში, ცენტრს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმის განცხადების ასლს და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
6. რესურსცენტრს პირის მასწავლებლობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ მონაცემები განცხადებების მიღების პარალელურად შეჰყავს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში. რესურსცენტრი პასუხისმგებელია მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
8. ცენტრი, რესურსცენტრის მიერ რეგისტრირებული პირების მონაცემების გადამოწმებისა და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით, რეგისტრაციის ვადის გამოცხადებიდან ყოველ 15 დღეში უზრუნველყოფს რესურსცენტრიდან მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებას.
9. ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეყვანილი მონაცემების პერიოდულ გადამოწმებას და განახლებას.
10. ცენტრი ადგენს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ სიებში მყოფი პირები აკმაყოფილებენ თუ არა ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
11. მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემები ხელმისაწვდომია ცენტრის და რესურსცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
12. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, მათ შორის, გათვალისწინებული არ იქნება ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში, თუ ის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში არ შეავსებს გამოცდების ეროვნული ცენტრის და ცენტრის მიერ დადგენილ განცხადებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 9. გადაწყვეტილება მასწავლებლობის კანდიდატის რეგისტრაციისა და სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების შესახებ🔗
1. ცენტრი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სიის ფარგლებში გამოცდების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 25 მაისამდე წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.
2. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებში.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი რესურსცენტრების დახმარებით უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების მასწავლებლობის კანდიდატებისთვის გადაცემას.
4. რესურსცენტრი საგამოცდო ბარათის გადაცემას მასწავლებლობის კანდიდატისათვის უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდამდე გონივრულ ვადაში.
5. საგამოცდო ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩამონათვალს;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას, სადაც უნდა გამოცხადდეს მასწავლებლობის კანდიდატი;
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების თარიღს და რეგისტრაციის დაწყების დროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5ოქტომბრის ბრძანება №103/ნ-სსმIII, №129, 08.10.2010წ., მუხ.1873
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 10. სასერტიფიკაციო გამოცდის დანიშვნა🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5ოქტომბრის ბრძანება №103/ნ-სსმIII, №129, 08.10.2010წ., მუხ.1873
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 11. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსი🔗
1. საგამოცდო პროგრამა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას გამოცდების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა შედგება შინაარსობრივი და უნარების ნაწილისაგან. სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება შინაარსობრივი და უნარების ნაწილის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, დადგენილი მასწავლებლობის უფლების მოპოვებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტში ან/და ტესტის ნაწილში საჭირო ქულების დაგროვებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.
6. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზური და ქართული);
ა1) ქართული ენა მასწავლებლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში;
ბ) მათემატიკა;
გ) საზოგადოებრივი მეცნიერებები:
გ.ა) ისტორია;
გ.ბ) გეოგრაფია;
გ.გ) სამოქალაქო განათლება;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
დ.ა) ფიზიკა;
დ.ბ) ქიმია;
დ.გ) ბიოლოგია;
ე) უცხოური ენები:
ე.ა) ინგლისური;
ე.ბ) გერმანული;
ე.გ) ფრანგული;
ე.დ) რუსული;
ვ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
ვ) (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ);
ზ) ბუნებისმეტყველება;
თ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნები:
თ .ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
თ .ბ) მუსიკა;
თ .გ) ფიზიკური აღზრდა და სპორტი .
7. პირი უფლებამოსილია შესაბამის წელს ჩააბაროს მხოლოდ ერთი შინაარსობრივი ნაწილის გამოცდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 22.03.2012წ.
მუხლი 12. სასერტიფიკაციო გამოცდის ენა🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მასწავლებლობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 13. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების გზით, გარდა უცხოური ენების გამოცდისა.
2. უცხოური ენების გამოცდა ტარდება წერილობითი და ზეპირი ფორმით, ტესტირების გზით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 14. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი🔗
1. სკოლა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან საჭირო ფართისა და ინვენტარის გამოყოფას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.
3. სასერტიფიკაციო გამოცდა წერილობითი ფორმით შესაბამის ნაწილში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. სასერტიფიკაციო გამოცდა ზეპირი ფორმით უცხოურ ენებში მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.
4. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 15. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესზე დასწრება🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
3. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას. მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მასწავლებლობის კანდიდატის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.
5. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
6. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
7. სასერტიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციაზე, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის ჩაბარების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებლობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს მასწალებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებასა და მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრობული ბაზიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს, მასწავლებლობის კანდიდატი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.
4. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მასწავლებლობის კანდიდატს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
5. წერით გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ერთი საათის განმავლობაში. ზეპირ გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე 20 წუთის განმავლობაში.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში მასწავლებლობის იმ კანდიდატების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).
7. მასწავლებლობის კანდიდატმა ცნობა რაიმე სახის ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარადგინოს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე.
8. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა🔗
1. ტესტირება მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
2. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.
3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 18. სასერტიფიკაციო გამოცდა🔗
1. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავალებათა რვეული, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში. ტესტურ დავალებათა რვეული ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
2. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გელიანი კალმით.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება. ფურცლების გამოყენება შესაძლებელია ზეპირი გამოცდის დროს მეთვალყურესთან/კურატორთან შეთანხმებით;
გ1 ) ზეპირი გამოცდის დროს სახელისა და გვარის და სხვა ისეთი სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) წერითი გამოცდის დროს მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ზეპირი გამოცდის დროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
ზ) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.
6. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
7. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
8. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 19. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის წესის დარღევევა🔗
1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას მასწავლებლობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მასწავლებლობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 20. ნაშრომების გასწორება🔗
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.
2. მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომები გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან 40 დღის ვადაში.
3. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
4. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცლები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება. ზეპირი გამოცდის დროს ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, არ გასწორდება.
6. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომი არ გასწორდება.
7. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 21. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება🔗
გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 22. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური🔗
1. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური მოიცავს:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე 25 ლარს;
ბ) მასწავლებლობის კანდიდატის ინიციატივით, საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის ცალ-ცალკე შეადგენს 50 ლარს.
გ) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს თითოეულ ნაწილში ცალ-ცალკე 50 ლარს იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით გადალახეს სასერტიფიკაციო გამოცდა/გამოცდის ნაწილი და სურს განმეორებით ჩააბარონ გამოცდა/გამოცდის ნაწილი.
2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
21. პირის მიერ შეცდომით გადახდილად არ ითვლება თანხა, თუ მან ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. თანხის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განიხილვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 221 . საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია🔗
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის:
ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 222 . საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი🔗
1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს დავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ამ დებულების 221 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების 221 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.
7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
8. საპრეტენზიო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
მუხლი 223 . სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება🔗
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. მასწავლებლობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას მასწავლებლობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა მასწავლებლობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლობის კანდიდატისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. (ამოღებულია - 18.02.11 №16/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
მუხლი 224 . სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება🔗
1. მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
2. მასწავლებლობის კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
3. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ხორციელდება ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი პროცედურებით ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის შემდეგ.
4. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა, საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 15 დღის ვადაში, ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
61. საპრეტენზიო კომისია და საპრეტენზიო საბჭო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლებზე დაყრდნობით.
62. საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ხორციელდება მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლებისა და საპრეტენზიო განცხადებების დაკავშირება.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 25 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ მასწავლებლობის კანდიდატისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №54/ნ-სსმIII, №82, 08.07.2010წ., მუხ.1199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 23. სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები🔗
1. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი და იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც მოიპოვეს მასწავლებლობის უფლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და 3 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
4. ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისი დაინტერესებული პირებისათვის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ცენტრი.
5. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა პირს უნარჩუნდება 4 წლის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. მასწავლებლობის კანდიდატს არ უნარჩუნდება სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა იმ შემთხვევაში, თუ ის განმეორებით გავა შესაბამის გამოცდის ნაწილზე ქულის გაუმჯობესების მიზნით და იგი მოიპოვებს ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ქულას და თან გაიუმჯობესებს მას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №186/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 24. მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადა🔗
1. პირის მასწავლებლობის უფლება დასტურდება შესაბამისი მასწავლებლის სერტიფიკატით.
2. ცენტრი, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომელმაც განახორციელა მასწავლებლობის კანდიდატის ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაცია.
3. რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას. მასწავლებლის სერტიფიკატის მისაღებად პირმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
4. მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან 8 წლის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
5. (ამოღებულია - 03.02.2012; №26/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №17/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ., მუხ.408
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 25. მასწავლებლობის უფლების განახლების ვადა🔗
1. ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის ან/და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, პირს, რომელსაც სურს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება, ვალდებულია განაახლოს ან ხელახლა მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება.
2. მასწავლებლობის უფლება უქმდება, თუ მასწავლებელი მისი მოპოვებიდან 8 წლის შემდეგ არ განაახლებს ამ უფლებას. მასწავლებლობის უფლება განახლდება 8 წლის ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 26. მასწავლებლობის უფლების განახლების ფორმები🔗
1. მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტები.
2. მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების დაგროვება შესაძლებელია შემდეგი ალტერნატიული ფორმების გამოყენებით:
ა) აკრედიტებული პროფესიული განვითარების პროგრამების გავლა;
ბ) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 6 წლის შემდეგ შესაბამისი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
გ) საგანმანათლებლო ან პედაგოგიური პროდუქტის შექმნა (სახელმძღვანელოს, საგანმანათლებლო პროგრამის ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტის შემუშავება ან/და განხორციელება, მასწავლებლობის მაძიებლებისა და სხვა პედაგოგებისათვის ცოდნის გაზიარება და სხვა).
მუხლი 27. სკოლის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში🔗
1. მასწავლებლობის უფლების განახლების მიზნით სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით იქმნება სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედის სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის არანაკლებ ერთი მასწავლებელი (სკოლაში ასეთი სახის მასწავლებლის არსებობის შემთხვევაში).
2. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და საბჭოს მდივანს.
3. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომლის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭო იკრიბება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, სკოლის მასწავლებლის ან/და საბჭოს წევრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
5. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.
7. საბჭო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის და მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიოს მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისში განიხილავს და ამტკიცებს მასწავლებლის მიერ მომზადებულ წლიურ სამოქმედო გეგმას, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს – მასწავლებლის წლიური სამოქმედო გეგმის ანგარიშს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საბჭო აჯამებს მასწავლებლის მიერ მოპოვებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების რაოდენობას და ასახავს საბჭოს სხდომის ოქმში.
9. საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის ბოლოს შესაბამის რესურსცენტრს გადაუგზავნოს მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) იმ მასწავლებლის შესახებ, რომელმაც დააგროვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესაბამისი კრედიტები.
10. სკოლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს საბჭოს გამართული ფუნქციონირება და საბჭოს მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
11. რესურსცენტრი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა უზრუნველყოფს მათ ასახვას მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში.
12. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია საბჭოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ცენტრში.
მუხლი 28. ცენტრის უფლება-მოვალეობები მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში🔗
1. ცენტრი, მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში რესურსცენტრის მიერ შესაბამისი მონაცემების ასახვიდან 1 თვის ვადაში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის მასწავლებლობის უფლების განახლების შესახებ.
2. ცენტრი ვალდებულია შერჩევითი პრინციპის გამოყენებით რეგულარულად შეამოწმოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტების დაგროვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების გადაცემას შესაბამისი რესურსცენტრისათვის, ხოლო რესურსცენტრი – სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში, მათ გადაცემას შესაბამისი პირებისათვის.
მუხლი 29. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები🔗
1. მასწავლებელს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ვადამდე ჩამოერთმევა, თუ:
ა) მასწავლებელი არღვევს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებს და მისი ქმედება ეწინააღმდეგება ამავე სტანდარტით დადგენილ ღირებულებებს;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) (ამოღებულია);
დ) მასწავლებლის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ან მასწავლებლობის უფლების განახლების პროცესში არასწორი მონაცემები იქნა წარდგენილი, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) (ამოღებულია - 03.02.2012; №26/ნ).
2. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ბრძანება №24/ნ-სსმIII, №46, 23.04.2010წ., მუხ.693
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №47/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
მუხლი 30. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირები🔗
1. 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. ამ დრომდე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების გარდა, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე წარადგენენ პედაგოგიური მუშაობის სტაჟის ან მოქმედი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. 2014 წლის ბოლომდე პირველი-მე-4 კლასების მასწავლებლის უფლების მოპოვების მსურველი პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე აბარებს:
ა) შინაარსობრივ ნაწილს – ტესტი დაწყებითი საფეხურის პირველი – მე-4 კლასების მასწავლებლებისთვის;
ბ) უნარების ნაწილს.
4) 2012 წელს ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნებში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი გამოცხადდება 2012 წლის სექტემბერში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 06.02.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №66/ნ - ვებგვერდი, 22.03.2012წ.
მუხლი 31. პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური🔗
მასწავლებლისთვის პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების საფასურს ანაზღაურებს სახელმწიფო.
დანართი №2
დანართი №2
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუში
მუხლი 1. მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის აღწერილობა🔗
მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის რეკვიზიტებია:
ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს მასწავლებლის სერტიფიკატის სახიან მხარეს ზედა ცენტრალურ ადგილზე;
ბ) მითითება „მასწავლებლის სერტიფიკატი“;
გ) მასწავლებლის სერტიფიკატის ნომერი, მასწავლებლის სერტიფიკატების რეგისტრაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემების მიხედვით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ლოგოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირის სახელი, გვარი, რომელზეც გაიცა მასწავლებლის სერტიფიკატი, აღნიშნული პირის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ვ) ინფორმაცია მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების შესახებ;
ზ) მასწავლებლობის უფლების მოპოვების/განახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს სახელწოდება, გადაწყვეტილების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ნომერი;
თ) მითითება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მასწავლებლის სახელზე;
ი) მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბეჭედი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ“, №1101, 04.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87766-9/