,,საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.11.2007 ბოლო ცვლილება 24.04.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№252
სარეგისტრაციო კოდი
470.150.000.10.003.000.893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 164, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2007 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება;

ბ) შეიქმნას საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარე

ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გიორგი ლორთქიფანიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

გიორგი მუჩაიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ლევან პატეიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ელენე ხოშტარია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №29 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ., მუხ.247

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №66 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.483

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313

2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203

3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №29 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ., მუხ.247

4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №66 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.483

განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) ახორციელებს საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული (შემდგომში – ლაბორატორია) სისტემის მართვასა და კოორდინაციას.

1​1. ერთიანი ლაბორატორიული სისტემა მოიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2002 წლის 30 დეკემბრის საერთაშორისო შეთანხმებების, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203

    მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ლაბორატორიის საქმიანობის განხორციელების კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;

ბ) ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;

გ) ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების არსებული მდგომარეობის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

დ) საქართველოს მთავრობისათვის დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ე) ლაბორატორიის საქმიანობის ეფექტიანობისა და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, სათათბირო ხმის უფლების გარეშე, შესაბამისი სფეროებიდან სპეციალისტების მოწვევა;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მითითებისა და დირექტივების გაცემა;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა.

    მუხლი 3. საბჭოს ხელმძღვანელობა და დაკომპლექტების წესი

1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც.

3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:

ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

4. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი, საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას, მასთან შეთანხმებით ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

6. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა, აგრეთვე თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313

    მუხლი 4. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე.

2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭოს შეკრებისა და სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

საბჭოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ““, №252, 15.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.10.003.000.893 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8788-4/