,,საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.11.2007 ბოლო ცვლილება 24.04.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№252
სარეგისტრაციო კოდი
470.150.000.10.003.000.893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 164, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2007 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება;

ბ) შეიქმნას საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გიორგი ლორთქიფანიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

ნოდარ სურგულაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ანა ჟვანია – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის დირექტორი, საბჭოს მდივანი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ელენე ხოშტარია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

გ) საბჭოს თავმჯდომარეობა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №29 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ., მუხ.247

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №66 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.483

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №242 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1936

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №136 - სსმ III, №54, 13.05.2010 წ., მუხ.836

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313

2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203

3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №29 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ., მუხ.247

4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №66 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.483

5. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №242 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1936

6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №136 - სსმ III, №54, 13.05.2010 წ., მუხ.836

 

განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) ახორციელებს საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული (შემდგომში – ლაბორატორია) სისტემის მართვასა და კოორდინაციას.

1​1. ერთიანი ლაბორატორიული სისტემა მოიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2002 წლის 30 დეკემბრის საერთაშორისო შეთანხმებების, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203

    მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;

ბ) ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;

გ) ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების არსებული მდგომარეობის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

დ) საქართველოს მთავრობისათვის დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ე) ამოღებულია ;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მითითებისა და დირექტივების გაცემა;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა;

თ) საბჭოს მიერ განსაზღვრული პირების ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №136 - სსმ III, №54, 13.05.2010 წ., მუხ.836

    მუხლი 3. საბჭოს ხელმძღვანელობა და დაკომპლექტების წესი

1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც.

3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:

ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

4. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი, საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას, მასთან შეთანხმებით ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

6. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა, აგრეთვე თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №136 - სსმ III, №54, 13.05.2010 წ., მუხ.836

    მუხლი 3​1

სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი სპეციალისტები

1. საბჭო, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ როგორც სახელმწიფო დაწესებულებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების წარმომადგენლები, ისე მეცნიერები, ექსპერტები და სათანადო კომპეტენციის მქონე სხვა პირები, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

3. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით დამოუკიდებელ სპეციალისტებად მოიწვიოს სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №136 - სსმ III, №54, 13.05.2010 წ., მუხ.836

    მუხლი 4. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე.

2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭოს შეკრებისა და სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

საბჭოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ““, №252, 15.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.10.003.000.893 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8788-6/