კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.12.2009 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№242/01
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.013.963
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 158, 29/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (26)

შემდგომი ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №242/01

2009 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

„კომერციული ბანკების მიმართ საჯარიმო სანქციების განსაზღვრისა და მათთვის ფულადი ჯარიმების დაკისრების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა  შესაბამისად,  ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №213/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

    მუხლი 1

დამტკიცდეს კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების თანდართული წესი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 7 აგვისტოს №4 ბრძანება და „ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 2009 წლის 6 მაისის №3 დადგენილება.

    მუხლი 3

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებების განხორციელებით.

    მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე


 

კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების  განსაზღვრისა და დაკისრების წესი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მიზანია დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და  დაკისრების  საკითხები.

2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკების ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:

ა) დაარღვია ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები, წერილობითი მითითებები;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან  ეროვნული ბანკის  შესაბამის სამართლებრივ აქტს;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების და შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები ან/და არ შეასრულა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდეგში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) მითითებები.

ე) დაარღვია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

3. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

4. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.

5. ბანკის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №213/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 26 თებერვლის ბრძანება №45/04 - ვებგვერდი, 27.02.2019წ.

    მუხლი 2. ფულადი ჯარიმის ოდენობა

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის  ოდენობით დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე.

2.(ამოღებულია - 24.04.2018, №70/04).

3. მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება) ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობისას ბანკი ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის ან/და ქმედების წარმოების/განხორციელების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის  ოდენობით დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე.

3​1. მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3​2. ბანკის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა:
ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ რეკლამირებულ/შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4.(ამოღებულია - 24.04.2018, №70/04).

5. ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) პილარ 3-ის ფარგლებში კვარტალური, წლიური ანგარიშგებების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში გამოუქვეყნებლობის თითოეულ შემთხვევაში   –   5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) პილარ 3-ის ფარგლებში კვარტალური, წლიური ანგარიშგებების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციისა და გამოქვეყნებული კვარტალური ან წლიური ანგარიშგებების ელექტრონული ვერსიის დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისათვის  წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

6. ეროვნული ბანკის  ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ან შემუშავებული ფორმითა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში  დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) წლიური ზოგადი ფინანსური ანგარიშგების, აუდიტორის დასკვნისა და სარეკომენდაციო წერილის დადგენილი ფორმითა (მათ შორის, არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა) და/ან დადგენილ ვადებში საქართველოს ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) აუდიტორთან ზოგადი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლის, აუდიტორის მიერ ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის ან ასეთ ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში – დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის შემთხვევაში – თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ბალანსურ ან გარებალანსურ უწყისებში) აღურიცხველობის შემთხვევაში – აღურიცხველობის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) ეროვნულ ბანკში წარდგენილი დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში – დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ზ) კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;

თ) ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულებით გათვალისწინებული ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებით დადგენილი და წერილობითი მითითებებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) ბანკის აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და მასთან არსებული კომიტეტების კრების ოქმების ან/და ოქმებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ბანკის სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების, წარმომადგენლობისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინანსო და იურიდიული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში  – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 ე) ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით;

ზ) კომერციული ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას (საზედამხედველო არბიტრაჟი) თითოეულ შემთხვევაში იწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ბანკი შესაბამისი მოკვლევის/მტკიცებულების საფუძველზე დაადგენს ასეთის არსებობას.

7​1 . უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ანგარიშზე არსებული ნაშთის დასაცავ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სარეზერვო ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,2%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

7​2 . ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთის დასაცავ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას, მოცემული დანაკლისის 2.8%-ს.

7​3 . ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დააკისრებს ფულად ჯარიმას ბანკს 10 000 ლარის ოდენობით. არასწორად გაანგარიშების ფაქტის კომერციული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში ბანკს არ დაეკისრება აღნიშნული ფულადი ჯარიმა.

7​4 . ამ მუხლის 7​1 და 7​2 ​ პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუკი დასაცავ მინიმალურ რეზერვებთან დანაკლისი წარმოიშ ო ბა საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის გამო, მონაცემების კორექტირების შედეგად.

7​5. ამ მუხლის 7​1 და 7​2 პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ გამოთვლილი ფულადი ჯარიმის თანხა 100 ლარზე ნაკლებია.

8. (ამოღებულია - 26.02.2019, №45/04);

8​​1. ეროვნული ბანკის მოთხოვნ(ებ)ისა და/ან წერილობითი მითითებ(ებ)ის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

8​​2. ეროვნული ბანკის მოთხოვნ(ებ)ისა და/ან წერილობითი მითითებ(ებ)ის მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

8​​3. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს ბანკის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

8​4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

9. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი  უფლებამოსილია ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.

10. ამ მუხლში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.

11. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის 2​​1 მუხლით განსაზღვრულ დარღვევებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის ბრძანება №11/04 - ვებგვერდი,14.02.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის ბრძანება №31/04-ვებგვრედი, 09.02.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №81/04 - ვებგვერდი, 10.08.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №6/04 - ვებგვერდი, 17.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის ბრძანება №54/04 - ვებგვერდი, 17.06.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება  №64/04 - ვებგვერდი, 05.05.2017წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 24 მაისის ბრძანება  №79/04 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №213/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 26 თებერვლის ბრძანება №45/04 - ვებგვერდი, 27.02.2019წ.

 

მუხლი 2​1. ფულადი ჯარიმები უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების, შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის

 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების, შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა სამ კატეგორიად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.

2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევისათვის კომერციული ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ ასეთ ყადაღასთან მიმართებაში;

ე) AML/CFT მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის (რომელიც უზრუნველყოფს დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას ან/და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ პირთა და ტერორისტთა/ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიაში) არქონის  შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) კომერციული ბანკის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარმოუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისათვის;

ზ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ი) ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა  – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტთან მიმართებაში;

ლ) კლიენტებისათვის ანონიმური/ნომრიანი ანგარიშ(ებ)ის გახსნა გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

მ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის საეჭვო გარიგების (ოპერაციის) შესახებ ანგარიშგების ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3. მძიმე დარღვევებისათვის ბანკი ჯარიმდება:

ა) ბენეფიციარი მესაკუთრის ან/და მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ)  პირის  (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ბენეფიციარ მესაკუთრესთან მიმართებაში ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ აღნიშნულ ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებით ბანკი ჯარიმდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

დ) რისკის შესაბამისად კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება საქართველოს კანონმდებლობის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ზ) კლიენტთან მიმართებაში კომერციული ბანკი არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) კლიენტის საქმიანობის არსის ან/და საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ი) კომერციულ ბანკს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ შეუმუშავებელ პოლიტიკა/პროცედურა ან/და ინსტრუქცია/წესთან მიმართებაში;

კ) საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება/წარმოება რესპოდენტი ფინანსური ინსტიტუტის მიმართ კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით/მოთხოვნებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რესპოდენტ ფინანსურ ინსტიტუტთან მიმართებაში;

ლ) კომერციული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

მ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან კომერციული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად  წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგების გაგზავნისას კომერციული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად  წარდგენა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

ო) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების (გარდა საეჭვო ოპერაციების/გარიგებების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე);

პ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან კომერციული ბანკის ხელთ არებული  დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჟ) კომერციული ბანკის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და კომერციული ბანკის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთ ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში;

რ) „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრაძნებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული უშუალო იდენტიფიკაციის გარეშე ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ს) „საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 5 000  (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათთან მიმართებაში;

ტ) ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს  ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა ან/და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ნაკლებად მძიმე დარღვევებისათვის ბანკი ჯარიმდება:

ა) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის  სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ა.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ)  პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, მის მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი)  ლარის  ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

დ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

დ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ე) კომერციული ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) კომერციული ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის  30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

5. ამ პუნქტში ჩამოთვლილი დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს კომერციული ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კომერციული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის ბანკი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით  წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;

ბ) კომერციული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის ბანკი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;

გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების  დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორებით დაფიქსირება – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ)  ანონიმური/ნომრიანი ანგარიშ(ებ)ის გახსნის ფაქტის განმეორებით დაფიქსირება გამოიწვევს დაჯარიმებას – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) ბენეფიციარი მესაკუთრის ან/და მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე განმეორებითი იგივე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) განმეორებით იგივე პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

6. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც კომერციული ბანკის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა (დარღვევები) კომერციული ბანკისთვის ქმნის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკი დააჯარიმოს ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის არაუმეტეს 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 26 თებერვლის ბრძანება №45/04 - ვებგვერდი, 27.02.2019წ.

    მუხლი 3. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება

1. ეროვნული ბანკი სანქციის სახით ჯარიმის განსაზღვრის შემთხვევაში ბანკს ათავისუფლებს უკვე დაკისრებული და არგადახდილი ფულადი ჯარიმისაგან, ასევე ახალი ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და გადახდისაგან, თუ:

ა) ბანკში მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ბ) ბანკს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს შეუძლია ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად შესაძლებელია:

ა) ბანკის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;

ბ) ბანკი გახდეს არალიკვიდური და ვეღარ განახორციელოს კლიენტთა დეპოზიტების მომსახურება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია შეფერხდეს ანგარიშსწორება საბანკო სისტემაში.

3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ბანკის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“, №242/01, 25.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.013.963 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88228-10/