კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.12.2009 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№242/01
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.013.963
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 158, 29/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (26)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (20)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №242/01

2009 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

„კომერციული ბანკების მიმართ საჯარიმო სანქციების განსაზღვრისა და მათთვის ფულადი ჯარიმების დაკისრების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა  შესაბამისად,  ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №213/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

    მუხლი 1

დამტკიცდეს კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების თანდართული წესი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 7 აგვისტოს №4 ბრძანება და „ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 2009 წლის 6 მაისის №3 დადგენილება.

    მუხლი 3

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებების განხორციელებით.

    მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე

 

კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მიზანია დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და  დაკისრების  საკითხები.

2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკების ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:

ა) დაარღვია ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები, წერილობითი მითითებები;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან  ეროვნული ბანკის  შესაბამის სამართლებრივ აქტს;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდეგში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (AML/CFT) დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან/და არ შეასრულა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები;

ე) დაარღვია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

3. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

4. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.

5. ბანკის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №213/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 26 თებერვლის ბრძანება №45/04 - ვებგვერდი, 27.02.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №7/04 - ვებგვერდი, 29.01.2021წ.

 

    მუხლი 2. ფულადი ჯარიმის ოდენობა

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის  ოდენობით დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე.

2.(ამოღებულია - 24.04.2018, №70/04).

3. მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება) ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობისას ბანკი ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის ან/და ქმედების წარმოების/განხორციელების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის  ოდენობით დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე.

3 ​1. მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე. აღნიშნული მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3 ​2. ბანკის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა:

ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ რეკლამირებულ/შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;   

ე​​1) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართ №8-ში მოცემული მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დაგვიანებით წარდგენა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას –1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3 ​3. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3​​4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის №14/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსით“ დადგენილი ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4.(ამოღებულია - 24.04.2018, №70/04).

5. ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) პილარ 3-ის ფარგლებში კვარტალური, წლიური ანგარიშგებების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში გამოუქვეყნებლობის თითოეულ შემთხვევაში   –   5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) პილარ 3-ის ფარგლებში კვარტალური, წლიური ანგარიშგებების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციისა და გამოქვეყნებული კვარტალური ან წლიური ანგარიშგებების ელექტრონული ვერსიის დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისათვის  წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

5​​1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №93/04 ბრძანებით დამტკიცებული „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესით“ განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით (მათ შორის, არაზუსტი, არასწორი ინფორმაციის წარდგენა) ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან დაგვიანებით წარდგენა, გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. ეროვნული ბანკის  ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ან/და შემუშავებული ფორმით (მათ შორის, არაზუსტი, არასწორი ინფორმაციის წარდგენა) ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) წლიური ზოგადი ფინანსური ანგარიშგების, აუდიტორის დასკვნისა და სარეკომენდაციო წერილის დადგენილი ფორმითა (მათ შორის, არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა) და/ან დადგენილ ვადებში საქართველოს ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) აუდიტორთან ზოგადი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლის, აუდიტორის მიერ ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის ან ასეთ ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში – დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის შემთხვევაში – თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ბალანსურ ან გარებალანსურ უწყისებში) აღურიცხველობის შემთხვევაში – აღურიცხველობის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) ეროვნულ ბანკში წარდგენილი დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში – დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ზ) კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;

თ) ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულებით გათვალისწინებული ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებით დადგენილი და წერილობითი მითითებებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) ბანკის აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და მასთან არსებული კომიტეტების კრების ოქმების ან/და ოქმებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ბანკის სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების, წარმომადგენლობისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინანსო და იურიდიული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში  – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ზ) კომერციული ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას (საზედამხედველო არბიტრაჟი) თითოეულ შემთხვევაში იწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ბანკი შესაბამისი მოკვლევის/მტკიცებულების საფუძველზე დაადგენს ასეთის არსებობას.

7​1. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ანგარიშზე არსებული ნაშთის დასაცავ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სარეზერვო ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,2%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

7​2. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთის დასაცავ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას, მოცემული დანაკლისის 2.8%-ს.

7​3. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დააკისრებს ფულად ჯარიმას ბანკს 10 000 ლარის ოდენობით. არასწორად გაანგარიშების ფაქტის კომერციული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში ბანკს არ დაეკისრება აღნიშნული ფულადი ჯარიმა.

7​4 . ამ მუხლის 7​1 და 7​2 ​ პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუკი დასაცავ მინიმალურ რეზერვებთან დანაკლისი წარმოიშ ო ბა საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის გამო, მონაცემების კორექტირების შედეგად.

7​5. ამ მუხლის 7​1 და 7​2 პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ გამოთვლილი ფულადი ჯარიმის თანხა 100 ლარზე ნაკლებია.

8. (ამოღებულია - 26.02.2019, №45/04);

8​1. ეროვნული ბანკის მოთხოვნ(ებ)ისა და/ან წერილობითი მითითებ(ებ)ის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

8​​2. ეროვნული ბანკის მოთხოვნ(ებ)ისა და/ან წერილობითი მითითებ(ებ)ის მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

8​​3. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს ბანკის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

8​4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

8​​5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

8​​6. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

8​​7. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების განმეორებით ან მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

8​8. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბანკი დაჯარიმდება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

8​9. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ  დებულებიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით ასეთი მოთხოვნის დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

8​10. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების მასშტაბური დარღვევის შემთხვევაში, ბანკი დაჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის სერიოზულობიდან ან/და სისტემურობიდან გამომდინარე.

8​1​1. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, ეროვნული ბანკისთვის სხვა ნებისმიერი არასწორი ან/და არაზუსტი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდების შემთხვევაში, ბანკი დაჯარიმდება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

9. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი  უფლებამოსილია ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები.

10. ამ მუხლში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები

11. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის 2​​1 მუხლით განსაზღვრულ დარღვევებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის ბრძანება №11/04 - ვებგვერდი,14.02.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №81/04 - ვებგვერდი, 10.08.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 16 იანვრის ბრძანება №6/04 - ვებგვერდი, 17.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის ბრძანება №54/04 - ვებგვერდი, 17.06.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება  №64/04 - ვებგვერდი, 05.05.2017წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 24 მაისის ბრძანება  №79/04 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება  №70/04 - ვებგვერდი, 25.05.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №213/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 26 თებერვლის ბრძანება №45/04 - ვებგვერდი, 27.02.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 მარტის ბრძანება №57/04 - ვებგვერდი, 26.03.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №83/04 - ვებგვერდი, 28.04.2020წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 29 ივლისის ბრძანება №110/04 - ვებგვერდი, 30.07.2021წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №166/04 - ვებგვერდი, 22.11.2021წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 4 მაისის ბრძანება №53/04  - ვებგვერდი, 05.05.2022წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №113/04  - ვებგვერდი, 01.09.2022წ.

 

მუხლი 2​1. ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისთვის

1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან  დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.

2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდეგში - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ  ყადაღასთან  მიმართებაში;

ე)  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების  ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის,  რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების (მათ შორის, დანაწევრების) გამოვლენას და პირების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით  გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში, არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ე​​1) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული  ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) კომერციული ბანკის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარმოუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისათვის;

ზ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ი) ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა  – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტთან მიმართებაში;

ლ) კლიენტებისათვის ანონიმური/ნომრიანი, აგრეთვე, ფიქციურ სახელზე ანგარიშ(ებ)ის გახსნა ან წარმოება გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

მ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების  ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების შესაბამისად არ აქვს განხორციელებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული და ჯგუფის მასშტაბით რისკების შეფასება ან/და არ აქვს შემუშავებული რისკის შეფასების მეთოდოლოგია  – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ო) შესაბამისობის კონტროლის სისტემა შიდა ინსტრუქციის შესაბამისად არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქციას სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად   – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) პირებისათვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის  მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

დ) რისკის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება/გადაფასება საქართველოს კანონმდებლობის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ზ) კლიენტთან მიმართებაში კომერციული ბანკი არ ახორციელებს კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს, გარიგების, საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ი) კომერციულ ბანკს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ შეუმუშავებელ პოლიტიკა/პროცედურა ან/და ინსტრუქცია/წესთან მიმართებაში;

კ) საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება/წარმოება რესპოდენტი ფინანსური ინსტიტუტის მიმართ კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით/მოთხოვნებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რესპოდენტ ფინანსურ ინსტიტუტთან მიმართებაში;

ლ) კომერციული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

მ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან კომერციული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის ანგარიშგებაში არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გაგზავნისას კომერციული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

ო) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი ანგარიშგებას დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების (გარდა საეჭვო გარიგებების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ანგარიშგებას დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე);

პ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან კომერციული ბანკის ხელთ არებული  დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჟ) კომერციული ბანკის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და კომერციული ბანკის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთ ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში;

რ) „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრაძნებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული უშუალო იდენტიფიკაციის გარეშე ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ს) „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების  მე-7 მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 5 000  (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათთან მიმართებაში;

ტ) ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის  მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან  დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება  10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

უ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა ან/და ამ კითხვარით არასწორი ინფორმაციის წარმოდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ფ) არ ხორციელდება თანამშრომელთა განგრძობითი სწავლება ან სწავლების პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილის თანამშრომლებისთვის მიწოდებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების  დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ა.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის,  მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

დ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

დ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ე) კომერციული ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) კომერციული ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის  30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ზ) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების (გარდა, შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კომერციული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის ბანკი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით  წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;

ბ) კომერციული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის ბანკი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;

გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების  დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორებით დაფიქსირება – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ)  ანონიმური/ნომრიანი, აგრეთვე, ფიქციურ სახელზე ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან წარმოების ფაქტის განმეორებით დაფიქსირება, თუ კომერციული ბანკი ამ ფაქტის გამო უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იგივე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) განმეორებით იმავე პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ი) კომერციული ბანკს არ აქვს განხორციელებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული და ჯგუფის მასშტაბით რისკების შეფასება  ან/და არ აქვს შემუშავებული რისკის შეფასების მეთოდოლოგია, თუ კომერციული ბანკი უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას  40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6.  თუ კომერციული ბანკის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც კომერციული ბანკის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა (დარღვევები) კომერციული ბანკისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკი დააჯარიმოს ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის არაუმეტეს 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 26 თებერვლის ბრძანება №45/04 - ვებგვერდი, 27.02.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №7/04 - ვებგვერდი, 29.01.2021წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №10/04 - ვებგვერდი, 01.02.2021წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 15 ივლისის ბრძანება №100/04 - ვებგვერდი, 16.07.2021წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №171/04 - ვებგვერდი, 02.12.2022წ.

    მუხლი 3. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება

1. ეროვნული ბანკი სანქციის სახით ჯარიმის განსაზღვრის შემთხვევაში ბანკს ათავისუფლებს უკვე დაკისრებული და არგადახდილი ფულადი ჯარიმისაგან, ასევე ახალი ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და გადახდისაგან, თუ:

ა) ბანკში მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ბ) ბანკს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს შეუძლია ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად შესაძლებელია:

ა) ბანკის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;

ბ) ბანკი გახდეს არალიკვიდური და ვეღარ განახორციელოს კლიენტთა დეპოზიტების მომსახურება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია შეფერხდეს ანგარიშსწორება საბანკო სისტემაში.

3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ბანკის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“, №242/01, 25.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.013.963 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88228-20/